ხელოვნება - ბაალის თაყვანისცემა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
ბაალის თაყვანისცემა?
ოკულტური სიმბოლიზმი თანამეგობრობის 2022 წლის თამაშების გახსნის ცერემონიალზე
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/N5BKctcZxrM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
თანამეგობრობის 2022 წლის თამაშების გახსნის ცერემონია შეიცავდა უცნაურ სცენებს ადამიანთა მონაწილეობით, რომლებიც თაყვანს სცემდნენ უზარმაზარ ხარს. იყო თუ არა ეს ცერემონია ბაალის თაყვანისცემა მთელი მსოფლიოს თვალწინ? მოდი შევხედოთ ამ სიმბოლურ მოვლენას.
 
ერთ-ერთი თემა, რასაც ჩვენი საიტი წლებია ამტკიცებს, არის ის, რომ ოკულტურ ელიტას უყვარს სხვადასხვა მასობრივ ღონისძიებათა ცერემონიების გახსნა. მართლაც, ეს მრავლისმთქმელი და უმაღლესად სიმბოლური საქმეები სხვა არაფერი გახდა, თუ არა მეგარიტუალები, რომლებიც განადიდებენ ელიტის მზაკვრულ გეგმებსა და ბნელ შეხედულებებს.
 
მათი გეგმები "მზაკვრულია", რადგან ისინი კადნიერად ეწინააღმდეგებიან მასების კეთილდღეობას. ისინი ტრიალებენ ოკულტიზმის ირგვლივ, იყენებენ შიშის, კონტროლის და სასტიკი პროპაგანდის ტექნოლოგიას, რათა ადამიანები აიძულონ მიიღონ გლობალური კულტურა, რომელსაც მივყავართ გლობალურ მთავრობამდე.
 
მათი რწმენა "ბნელია", რადგან ისინი მოიცავენ ყველაზე უბოროტეს და უგარყვნილეს პრაქტიკებს, რაც კი ცნობილია ადამიანისთვის. ისინი ატარებენ ბნელ რიტუალებს, სისხლიან მსხვერპლშეწირვებს და, რაც ყველაზე ამაზრზენია, ამ ყველაფერში იყენებენ პატარა ბავშვებს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ყველა ეს რიტუალი მეტყველებს სატანიზმზე - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
 
გასაოცარია, მაგრამ მთელი ეს სიგიჟე ხორციელდება ცერემონიებში, რომელთაც მთელ მსოფლიოში აკვირდება მილიონობით ადამიანი. და მაყურებელთა უმეტესობა ვერც კი ხვდება რას უყურებს.
 
2012 წელს ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, რომელიც შეიცავდა სიმბოლური სცენების გამაოგნებელ რაოდენობას. და ვნახეთ ამ სიმბოლოთა სიბნელეც.



ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო გიგანტური და საშინელი ლორდ ვოლანდ-დე-მორტი, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა საავადმყოფო საწოლებზე მწოლიერა ასობით ბავშვს.



ამავე ოლიმპიადის დახურვის ცერემონია წარმოადგენდა ელიტის აშკარად ოკულტურ რიტუალს, რომლის დროსაც ადამიანები გართხმულნი იყვნენ ილუმინატების პირამიდის წინაშე. ყველაფერი გადატვირთული იყო სიმბოლიზმით.

2016 წელს გაიხსნა გოტარდის (შვეიცარის) ძირითადი გვირაბი (უმსხვილესი გვირაბი მსოფლიოში), რომელიც კიდევ უფრო გამაოგნებელი იყო თავისი სიმბოლიზმით, ბნელი რიტუალური მოქმედებებით.



მთელი ცერემონია ტრიალებდა ადამიანი-თხის გარშემო, რომელსაც აქებდნენ და თაყვანსცემდნენ ბინძური და დაბნეული ადამიანები, რომლებიც მასებს წარმოადგენდნენ.
 
 
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის გასვლიდან თითქმის 10 წლის შემდეგ თანამეგობრობის თამაშების გახსნის ცერემონია შედგა ისევ ინგლისში, კერძოდ ბირმინჰემში. და კვლავ, ეს იყო უმაღლესი დონის რიტუალური საქმე, რომელიც გაჯერებული გახლდათ ოკულუტრი ელიტიის იდეებით. მოდი ვნახოთ, რა მოხდა ამ ცერემონიაზე.
 
 
უჩვეულო სიმდიდრე
 
თანამეგობრობის თამაშობათა გახსნის ცერემონია საკმაოდ ჩვეულებრივად დაიწყო. რამოდენიმე ძველი ავტომობილი, რომელიც ეკუთვნოდა ადგილობრივ მცხოვრებთ, შემოიყვანეს სტადიონზე, რათა ჩამოეყალიბებინათ იუნიონ ჯეკის ფორმა - იმ როლის პატივსაცემად, რაც ბირმინჰემმა ითამაშა მსოფლიო საავტომობილო ისტორიაში. შოუს ეს ნაწილი დასრულდა იმით, რომ პრინც ჩარლზი სტადიონზე საკუთარი Aston Martin-ით შემოგრიალდა.



ავტომობილები, სამეფო ოჯახის წევრები და ადგილობრივი ისტორია: ყველაფერი, რაც კი შეიძლება ვნახოთ გახსნის ცერემონიაზე.
 
 
მაგრამ შემდეგ ყველაფერი ბნელმა მოიცვა.



ზეიმობა მკვეთრად შეჩერდა, როდესაც განათება გახდა წითელი, ხოლო მოცეკვავეებმა თითები შუბლზე მიიდეს: ისინი რქებიანი მხეცის შემოსვლას იუწყებოდნენ.
 
 
და აი, ისიც...



ქალები მოათრევენ ჯაჭვებზე გამობმულ უზარმაზარ გააფთრებულ ხარს წითელი თვალებით.
 
 
რას წარმოადგენს ეს სიმბოლო? ჯერ-ერთი, ბირმინჰემს ხარების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ქალაქში იმყოფება ბაზარი Bull Ring, სადაც, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული, ხარებს დაკვლის წინ ერთად აგროვებდნენ.
 
მიუხედავად ამისა, Birmingham 2022 იძლევა უჩვეულო სცენის უფრო მეტ განმარტებას:


"მის (ხარის - "აპოკ." რედ.) აშენებას დასჭირდა ხუთი თვე, მისი სიმაღლეა ათი მეტრი. გააფთრებულ ხარს ჯაჭვების მწარმოებელი ქალები მოათრევენ.
19-ე საუკუნეში ქალები ცხელ და ვიწრო ნალიებში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ, რამაც გამოიწვია გაფიცვა უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით".
 
 
ამ განმარტების შემდეგ, უცებ იბადება რამოდენიმე კითხვა. ჯერ-ერთი: რა კავშირი აქვს ადამიანთა შრომის პირობებს 19-ე საუკუნეში სპორტულ ღონისძიებებთან?
 
მეორე კითხვა: რას წარმოადგენს ამ კონტექსტში ხარი? რა არის ეს - საწარმოო რევოლუცია? მამაკაცთა ჩაგვრა (თუმცა მათი შრომის პირობები უკეთესი არ იყო)? - ეს არცთუ გასაგებია.
 
მაგრამ, მთელ ცერემონიას თუ შევხედავთ, ნათელი გახდება, რომ ხარის სცენას უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედულებით შეიძლება ჩანდეს და შეუძლებელია მას მუშების გაფიცვასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.



როდესაც ქალები დააგდებენ ჯაჭვებს, ხარი გაბრაზებას იწყებს და ყველას შიშის ზარს სცემს.



ამის შემდეგ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ადამიანები ხარის ირგვლივ იკრიბებიან, რათა ბუკვალურად თაყვანი სცენ მას. სხვა სიტყვები არ გვაქვს ყოველივე ამის აღსაწერად.



ქალი, რომელიც გაჩერდა ხარის წინ, ახლა "ამხედრებულია" მასზე, თავს ზემოთ კი კვლავ ნათლის ნაჭერი უპყრია. ხარის ირგვლივ მდებარე ადამიანები იგივეს იმეორებენ.

დროა აღვნიშნოთ, რომ ლუციფერი "ნათელმოსილს" ნიშნავს. და ეს ადამიანები ხარის პატივსაცემად ბუკვალურად "ატარებენ ნათელს". ეს წმიდად ლუციფერიანული სიმბოლიზმია.



ამის შემდეგ ისინი პირქვე ემხობიან ხარის წინაშე.
 
ესეც ძალზედ სიმბოლურია და ამტკიცებს, რომ ხარი უფრო მეტს წარმოადგენს, ვიდრე ეს მუშების გაფიცვაა (ან რაღაც ამდაგვარი).
 
რას წარმოადგენს თაყვანისცემა? - ეს არის მიწაზე გართხმა ობიექტის გაღმერთების ან მისდამი დაქვემდებარების ნიშნად.
 
აი კიდევ ერთი გამოსახულება ადამიანებისა, რომლებიც პირქვე ემხობიან ფიგურის წინაშე, რომელიც ხარს წააგავს. მისი სახელია - ბაალი.



ბაალს თაყვანს სცემდნენ, როგორც ღმერთს და მსხვერპლად სწირავდნენ ბავშვებს.
ამ ხარისა ადამიანებს ეშინოდათ, პატივს მიაგებდნენ და ათასწლეულების განმავლობაში მსხვერპლს სწირავდნენ. ეს ხდება დღესაც.


ბაალი


ბაალის ძველებური გრავიურა
 
 
ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ძველი ცივილიზაცია თაყვანს სცემდა "ღმერთს" სახელად ბაალი (რაც ნიშნავს "ბატონს" ან "პატრონს"). ხშირად, ხარის სახით გამოსახული ბაალი "ღმერთ" ელის მთავარ შვილად მიიჩნეოდა. და, უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ბაალის თაყვანისცემა ლუციფერის თაყვანისცემაც იყო.
 
ბაალისადმი მსახურება მოიცავდა რიტუალურ სატაძრო პროსტიტუციას. ზოგჯერ ბაალის გულის მოსაგებად მსხვერპლად სწირავდნენ ადამიანებს, ჩვეულებრივ, იმ ადამიანის პირმშოს, ვინც მსხვერპლს სწირავდა. ბაალის ქურუმები თავიანთ "ღმერთს" ველური რიტუალებით მიმართავდნენ, რაც გულისხმობდა ხმამაღალ აღფრთოვანებულ შეძახილებს, ცეკვებს და თვითდასახიჩრებებს (ჯულიან კენედი, ბაალის თაყვანისცემა).
 
როდესაც შუამდინარეთში გავრცელდა მონოთეისტური რელიგიები, ბაალი ბოროტების განსახიერება გახდა. მაგალითად, რიცხვთა წიგნში ნათქვამია: "როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან. იწვევდნენ ის ქალები ხალხს თავიანთ ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს. შეეთვისა ისრაელი ბაალ-ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ" (რიცხვ. 25:1-3).
 
ახალ აღთქმაში იესუ სატანას ბელზებელს (ბაალ ზებუბ, Baal Zebub) უწოდებს და სამუდამოდ აკავშირებს ბაალს "დემონთა თავადთან" სატანასთან.
 
ბაალის თაყვანისცემის ისტორია ხანგრძლივი და რთულია. ის დაკავშირებულია სხვა ფიგურებთანაც, როგორიცაა, მაგალითად, მოლოქი. ამასთან ერთი რამ ნათელია: ბაალი იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის წმიდა წიგნებში იდენტიფიცირდება, როგორც ჭეშმარიტი ღმრთის მტერი.
 
სწორედ ამ მიზნით ოკულტური ელიტა დღემდე პატივს მიაგებს ბაალს. ის წარმოაჩენს წარსულის ძველ "ღმერთებს", რომელთა გულებს ადამიანები ბავშვთა მსხვერპლშეწირვით და რიტუალური პროსტიტუციით იგებდნენ, რასაც ელიტა პრაქტიკაში დღემდე ატარებს.
 
 

დასკვნა
 
თანამედობრობის თამაშების გახსნის ცერემონიალის ბევრმა იმისთვისაც გააკრიტიკა, რომ ის საკმაოდ "ღიაა" და მეტყველი. მათ განაცხადეს, რომ ლგბტ-საზოგადოების დროშა სრულიად უადგილო იყო სპორტულ ღონისძიებაზე, ხოლო მულტიკულტურალიზმის პროპაგანდის თავსმოხვევა ცერემონიაზე გლობალისტურ პროპაგანდას წააგავს.
 
მართლაც, გახსნის ცერემონიალი აქტიურად უწევდა პოპულარიზაციას გლობალისტურ დოგმას, რომელიც უარყოფს ადგილობრივ კულტურას და ისტორიას ერთგვაროვანი გლობალური კულტურის სასარგებლოდ.
 
მაგრამ ამ პოლიტიკურ მიზნებს აქვთ უფრო ღრმა, სულიერი განზომილება. ოკულტური ელიტის მთავარი პოსტულატი იმაშია, რომ ისინი აპირებენ "გაღმერთებას". ეს არის ყველა საიდუმლო ოკულტური საზოგადოების საბოლოო მიზანი.
 
ამგვარად, ბაალის ფიგურა ამ ცერემონიაში წარმოადგენს თვით ელიტასაც, რომელიც (თავის შეგნებაში) ღვთაებრივს ეპოტინება.
 
ქალებმა ხარი სტადიონზე შემოათრიეს ჯაჭვებით ისევე, როგორც ადამიანები მოათრევდნენ ელიტას მათდამი დაქვემდებარებითა და მონობით. ხარი დაბაჯბაჯებდა სტადიონზე, იწვევდა შიშსა და პანიკას, ზუსტად ისევე, როგორც ელიტა ქმნის ქაოსს და არეულობას თავისი გეგმების განსახორციელებლად. ადამიანები პირქვე დაემხნენ ხარის წინაშე ისევე, როგორც მასები ექვემდებარებიან ელიტას, რადგან ეშინიათ მისგან გაქელილები არ აღმოჩნდნენ.
 
და აი, ამიერიდან ეს ხარი, ბაალის და მასთან იდენტიფიცირებადი ელიტის სიმბოლო, მუდმივად იქნება წარმოდგენილი ბირმინჰემში.



აი ასე მართავენ სიმბოლოები მსოფლიოს.

წყარო: vigilantcitizen.com
Назад к содержимому