აპოსტასია > ხელოვნება
ახალი მსოფლიო წესრიგი კომპიუტერულ თამაშებში
მოდი, განვიხილოთ ახალი მოსფლიო წესრიგის თემა, როგორც ის არის გადმოცემული კომპიუტერულ თამაშებში, განვიხილოთ, როგორ ხედავენ ამ გრანდიოზული მოვლენის მოახლოვებას კომპიუტერული თამაშების შემქმნელები.
კომპიუტერული თამაშები პლანეტის მილიონობით ადამიანისთვის - გართობაა, მაგრამ ეს ამავდროულად არის ტვინების ჩარეცხვის უებარი საშუალებაც.
კომპიუტერულ თამაშებში ჩვენ ვხედავთ იმავეს, რასაც მხატვრულ ფილმებში (ამ თემას მიეძღვნება ჩვენი მომავალი სტატია, რომელიც მზადების პროცესშია). მძლავრი კერძო და სახელმწიფო კორპორაციები, მსოფლიო მთავრობა, ტოტალური კონტროლი, დაუნდობელი პოლიცია, გენური ინჟინერია, ყოვლისშემძლე მედიცინა მხოლოდ ელიტისთვის, მეხსიერების წაშლა, მოსახლეობის შემცირება და ა. შ. ისეთ თამაშებში, როგორიცაა "Deus Ex.Human Revolution", "Remember Me" კიბერ-პანკ სტილში და მრავალ სხვა თამაშში ჩვენ ვხედავთ იმავე იდეებს, რაზეც ზემოთ აღვნიშნეთ.
Remember Me
თამაშში "Remember Me" (2013) კერძო კორპორაციამ მიიღო უფლება წაშალოს ან დააბრუნოს ადამიანთა მეხსიერება. ამ თამაშში ჟღერს სიტყვა "ახალი ერა", "ინდივიდუალიზმის დამცველნი". არის ასევე ისეთი ფრაზები, როგორიცაა: "კაცობრიობა - ეს არის ადამიანთა გაწყვეტილი ჯაჭვის რგოლები, რომლებიც საკუთარ თავს შეიმეცნებენ შეგნებულ ინდივიდუალობებად".
რა თქმა უნდა, აქ არის მინიშნება კაცბრიობის გაერთიანებაზე. "ადამიანთა გაწყვეტილი ჯაჭვი". რას აკეთებენ როდესაც ჯაჭვი წყდება? - მას აერთიანებენ. თამაშში უამრავი ილუმინატური სიმბოლოა: პირამიდები, ყოვლისმხედველი თვალი, კედლებზე ვხედავთ წარწერას "დიქტატი" და სხვა. თამაშის მოქმედება მიმდინარეობს 2084 წლის ახალ პარიზში (New Paris).
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/2nZKDcA6dP4" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
"Remember Me" (2013) ტრეილერი
Deus Ex.Human Revolution
ამ თამაშში (2011 წ.) კვლავ მოცემულია გლობალისტური იდეების დაფარული პროპაგანდა. ახლო მომავალი წარმოდგენილია გლობალისტების იდეების შესაბამისად: ყველა ადამიანი ჩიპირებულია, ფულის ნაცვლად - ელექტრონული კრედიტები. ადამიანი უმჯობესდება იმპლანტების მეშვეობით. ადამიანი უკვე სულაც არ არის ადამიანი, არამედ რკინის, ტექნოლოგიისა და გონების სიმბიოზი.
ადამიანი სრულყოფილი უნდა გახდეს ახალი ტექნოლოგიების დახმარებით. თამაშში ტრანჰუმანიზმის იდეა წარმოდგენილია განსაკუთრებული სიმკვეთრითა და სიცხადით. ეს ტერმინი გამოიგონა ახალი მსოფლიო წესრიგის ადეპტმა ჰაკსლიმ.
ტრანსჰუმანიზმი - ეს არის ღმრთისმგმობი იდეა, რომელიც ჰუმანიზმიდან ამოიზარდა. ხოლო ჰუმანიზმი ყოველთვის იყო კატეგორია, რომელიც უპირისპირდებოდა ღმერთს. ტრანსჰუმანიზმი გულისხმობს მრავალ რამეს, მათ შორის რობოტების შექმნას, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან ადამიანებისგან.
ამ თამაშში, სადაც ნაჩვენებია მომავალი, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ყიდულობენ ადამიანები იმპლანტებს, როგორ ავსებენ ბიორობოტები ფუტურისტულ ქალაქებს ადამიანებთან ერთად და ა. შ.
თამაშში ჟღერს ისეთი ცნებები, როგორიცაა "მასონი" და "ილუმინატი". მაგრამ კვლავ და კვლავ, ყველაფერი წარმოდგენილია შებრუნებული სიმბოლიზმით, გადმოყირავებით. მაგალითად, მთავარი გმირი მუშაობს მეგაკორპორაციაში, რომელიც ამზადებს იმპლანტებს, ჩიპებს და ა. შ. თვით მთავარი გმირი ყურებამდე გატენილია სხვადასხვა ელექტრონიკით და იმპლანტებით. არსებითად, ის არის მოსიარული კიბორგი. ის იწყებს გამოძიებას და გადის მსოფლიო შეთქმულებასა და მრავალ საშინელ საიდუმლოზე. გმირი არკვევს, რომ არსებობენ ტექნიკური რევოლუციის მოწინააღმდეგეები ე. წ. "ადამიანური ფრონტის" სახით.
ამ ორგანიზაციის ლიდერი ამბობს, რომ ევოლუცია - ეს არის სიცრუე და ევოლუცია ადამიანისთვის უბრალოდ არ არსებობს. ამასთან, ამ თამაშში ეს ლიდერი და მისი ორგანიზაცია "ადამიანური ფრონტი" წარმოდგენილია ბოროტმოქმედებად.
ძნელი არ არის მიხვედრა იმისა, რომ რეალურ სამყაროში ევოლუციის მოწინააღმდეგედ გამოდის ეკლესია და თამაშში "ადამიანური ფრონტის" ქვეშ სწორედ მისი პოზიცია იგულისხმება. ხოლო ტრანსჰუმანისტები, ადამიანის გადაკეთების იდეის მატარებლები, პირიქით, გამოდიან კაცობრიობის გადამრჩენელთა როლში. მაგრამ, შეხედეთ, ასეა თუ არა ეს რეალურ ცხოვრებაში? რადგან სწორედ ტრანსჰუმანური მოძრაობა დგას თანამედროვე გლობალისტ-ილუმინატთა ინტერესების სადარაჯოზე, ხოლო ეკლესია დღემდე წარმოადგენს უცვალებელ ღირებულებებს, როგორიცაა არჩევანის თავისუფლება და ა. შ.
სწორედ ტრანსჰუმანისტები და გლობალისტები ქმნიან კაცობრიობაზე სრული კონტროლის სისტემას. განა ასე არ არის? და ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ ყველაფერი უკღმაა ნაჩვენები, რათა გზა-კვალი აუბნიონ ადამიანებს.
საერთოდ, თამაშში, კიდევ ერთხელ აბრიყვებენ მომხმარებლებს და თავიანთ იდეებს უქადაგებენ ისინი, ვისაც ეს აწყობს. თანაც, ამას ძალიან ოსტატურად აკეთებენ, ისე, როგორც ეს ეხერხება ბოროტებას და სიმართლეს ურევენ სიცრუეს, რათა ადამიანები მაქსიმალურად დააბნიონ.
თამაშის ბოლოს გამოდის პერსონაჟი - ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების შემქმნელი, რომელიც ასეც ამბობს, რომ სურდა გამხდარიყო ახალი პრომეთე, რომელმაც ცეცხლი მოსტაცა ღმერთებს და გადასცა ის ადამიანებს. ეს არის ცოდნისა (გნოზისი) და განათლების ცეცხლი.
მაგრამ ვინ არის პრომეთე? გნოსტიციზმში მიიჩნევა, რომ დემიურგი (შემოქმედი), ის მამა-ღმერთი, რომელიც ყველასთვის ცნობილია ტრადიციულ ქრისტიანობაში, სინამდვილეში (გნოსტიციზმის სწავლებით) - არის ცუდი ღმერთი და უმეცრებაში ამყოფებს ადამიანებს, რადგან ცოდნას უმალავს მათ. ლუციფერი (სატანა) კი პირიქით, ადამიანებს ცოდნას აძლევს, და ამით უარს ამბობს დაემორჩილოს ღმერთ-დემიურგს. ლუციფერია სწორედ პრომეთე. ბერძნულ მითებში პრომეთემ ცეცხლი მოსტაცა ღმერთებს, რათა ადამიანებისთვის მიეცა. ოკულტიზმში ცეცხლი - ეს არის ოკულტური ცოდნით განათლების სიმბოლო.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/2nZKDcA6dP4" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
თამაშის Deus Ex.Human Revolution ტრეილერი
თამაშში Deus Ex.Human Revolution არის რამოდენიმე დასასრულის არცევანი. მათში ჟღერს ასეთი სიტყვები: "პირველად ცხოვრებაში შესაძლებლობა გვეძლევა მოვტაცოთ ღმერთებს ცეცხლი. ამაზე უარის თქმა, ნიშნავს შეწყვიტო სწრაფვა მომავლისადმი, სადაც ტექნოლოგია და ბიოლოგია ერწყმიან ერთურთშ და კაცობრიობა მიჰყავთ სინგულარობამდე, - ეს იგივეა, რაც უარი თქვა საკუთარ არსზე. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ღმერთები, რომლებადაც ყოფნა ყოველთვის გვსურდა. და შესაძლოა მოვერევით კიდევაც ამ როლს".
"რა არის ცუდი მათ ძალაუფლებაში? ვიმედოვნებ, რომ ისინი დაიცავენ თავიანთ პრინციპებს".
ეს სიტყვები ჟღერს ტონი ბლეირისა (სავარაუდოდ ბრიტანელი მასონის) და ბენ ბერნანკეს (აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ექს-თავმჯდომარე) ფოტოებისა და ვიდეოს ფონზე. მართლაც, ისინი დაიცავენ თავიანთ პრინციპებს, რომელთა თანახმადაც, პასუხს აგებენ მხოლოდ საკუთარი თავის და არა დაჩიპული მოსახლეობის უზარმაზარი ბრბოს წინაშე.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/2nZKDcA6dP4" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
თამაშის Deus Ex.Human Revolution ტრეილერი
Bioshock Infinite
Bioshock Infinity (2013). იგივე თემა: მდიდრებმა თავი მოიზღუდეს ღარიბებისგან გამაუცხოვებელი კედლითა და მედიდურობით. ფანტასტიკური ქალაქი Columbia (რაც სიმბოლურია), ღრუბლებში ლივლივებს; იქ მდიდრები ცხოვრობენ. ხოლო ღარიბები თავიანთ საცოდავ ცხოვრებას ეწევიან დაბლა, დედამიწაზე.
ჩვენ კვლავ ვხედავთ ქადაგებას იმის შესახებ, რომ ახალ მსოფლიო წესრიგში კაცობრიობის დაყოფა ორ კლასად აუცილებელი და გარდაუვალია. "კოლამბიაში" იგულისხმება აშშ, მაგრამ ამ საერთო მახასიათებლისდა მიუხედავად თამაშის გზავნილი გასაგებია: ორსაფეხურიანი საზოგადოება ახალ გაერთიანებულ სამყაროში.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/2nZKDcA6dP4" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
Bioshock Infinity (2013) - თამაშის ტრეილერი
თამაშებში უკვე დადგა ახალი მსოფლიო წესრიგი და სამი თამაშის მაგალითზე ეს უკვე ვნახეთ. დადგება თუ არა ის სინამდვილეში? ამ კითხვას დრო უპასუხებს. მაგრამ დრო შეუძლებელია პასუხისმგებელი იყოს ადამიანთა ქცევაზე, რომლებიც ამ მომავალს აყალიბებენ.
მომზადდა ინტერნეტ მასალების მიხედვით.
2017 წ.