სწავლანი > წინასწარმეტყველებანი
ის, რაც ადრიდანვე გვემცნო, ის რაც ადრიდანვე გვეწინასწარმეტყველა...
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან კოოპერატორებმა წინასწარმეტყველებებს მიგვაჩვიეს. ვის არ ახსოვს, ლამის ყოველ მოსახვევში, ყოველ გადასასვლელზე რომ მაგიდა იდგა და წიგნები იყიდებოდა, რომლებშიც ქვეყნდებოდა ხილვები და წინასწარმეტყველებები მომავალზე. იმ დროს, ამგვარი ბროშურებისა თუ წიგნების გამოცემა, საკმაოდ სერიოზული ბიზნესი გახლდათ ყოფილი კომკავშირლებისთვის, რამეთუ ცვლილებებისა და არეულობების ჟამს ადამიანები მისტიციზმისკენ მიიდრიკებიან.
არა მგონია ვინმემ გაიხსენოს ახლა იმ წინასწარმეტყველებათა ზუსტი შინაარსი. ნაკლებად თუ ვინმემ შეინახა თავის ბიბლიოთეკაში ის წიგნებიც. მაგრამ პირადად მე ერთი წინასწარმეტყველება დამამახსოვრდა, რომელიც გლობალურ ცვლილებებს ეხებოდა. და ეს ყოველივე მერწყულის ეპოქაში უნდა მომხდარიყო. დამამახსოვრდა ასევე ნათქვამი იმის შესახებ, რომ ბოროტი ძალები შეეცდებოდნენ ძალაუფლების ჩაგდებას მთელს მსოფლიოში და, რომ ყველა ადამიანზე კონტროლი დამყარდებოდა.
ახლა შეიძლება ამაზე ვიღაცამ გაიცინოს და მეტად აღარ გაიხსენოს. მაგრამ, მოდი დავაკვირდეთ ჩვენს გარემომცველ სამყაროს. ყოველ ჩვენგანს უახლოვდება გლობალიზაცია, რასაც, სამწუხაროდ, ხალხებისთვის არ მოაქვს მშვიდობა და აყვავება. ყოველი ჩვენთაგანის სახლში გლობალიზაცია აღწევს გენმოდიფიცირებული პროდუქტების სახით, ცოდვის იდეოლოგიის სახით ტელევიზიიდან და ინტერნეტიდან. ყველა კუთხიდან გვიკიჟინებენ მორალურ სიმახინჯეს.
დამაფიქრებელია ამ ორიოდ დღის უკან უბრალო მოსკოველი ბიჭუნას საქციელი (რომელიც სკოლაში შეიარაღებული შეიჭრა და ორი ადამიანი მოჰკლა - რედ.). იქით ხომ არ მივყავართ ამ გლობალიზაციას და ჩვენს ბავშვებს პოტენციურ მკვლელებად და პოტენციურ მსხვერპლად ხომ არ აყალიბებს?! გვჭირდება კი ასეთი გლობალიზაცია, როდესაც ჩვენს შვილებს ყირჭდებათ ცხოვრება, და არაბუნებრივი ცხოვრებისეული გზის შემეცნება, რომელსაც მათ თავზე მომხმარებლური საზოგადოება ახვევს, მათში ინტუიციურად აღიქმება.
მიმოიხედეთ და მიხვდებით, რომ ჩვენ გარს გვაკრავს ადამიანურ ვნებათა გლობალიზაცია. ჩვენ თვითონ ვხდებით უარესები მაშინაც კი, როდესაც ბავშვებს ვაჩენთ სერთიფიკატების მისაღებად. ჩვენ შვილები გვარის გასაგრძელებლად კი არ გვინდა, ან ერის გასამრავლებლად, არამედ იმისთვის, რათა ვიპოვოთ რაიმე გამორჩენა.
ვნებების გლობალიზაცია მსოფლიო ბოროტებაა და მას ჩვენს თავზე ყველა ჯურის ლიბერალები გვახვევენ. სწორედ ეს ლიბერალები მიიჩნევენ, რომ დაბადებული ბავშვი ჯუნგლებში გაზრდილი მაუგლივით თავისუფალი უნდა გაიზარდოს და სრულიად ივიწყებენ იმას, რომ ნაპოვნი და გამოზრდილი პირუტყვი პირუტყვადვე რჩება. ხოლო ყოველი ადამიანი, ლიბერალთა აზრით, უიდეოდ და უღმერთოდ უნდა დაშთეს. სხვა სიტყვებით, მათ არ უნდა გააჩნდეთ იერარქიული მოწიწება, უფროსებისადმი პატივისცემა, მამობრივი ავტორიტეტი და განვითარების იდეოლოგია.
ძნელია იმაზე განსჯა, ვინ არის დასაქმებული ადამიანურ ვნებათა გლობალიზაციით. ვიცი მხოლოდ ერთი, ეს ადამიანები ფსიქიურად დაავადებულნი არიან და სძულთ კაცობრიობა. ისინი ახერხებენ ახალგაზრდების დარწმუნებას, რომ ბავშვის დაბადების, მისი აღზრდისა და ყოველი წარმატების სიხარული შეიძლება შეიცვალოს ღამის კლუბებით, მენეჯერის კარიერით ან სხვადასხვა გაჯეტებისადმი მონური დამოკიდებულებით. ჩვენ ვკარგავთ ახალგაზრდობას, მაშასადამე, ვკარგავთ ჩვენს მშვიდ ხანდაზმულობას საყვარელ ადამიანთა გარემოცვაში, და საკუთარ თავს მოსაწყენი და პირქუში მარტოობისთვის ვწირავთ.
კიდევ რა გველოდება წინ?
წინ კიდევ ციფრული მონობა გველოდება, ჯერ პლასტიკ-ბარათების დახმარებით, ჩემდეგ კი ჩიპებისა. და ამ გზაზე ჩვენი ხელისუფლება მზად არის გადალახოს ყოველი წინაღობა და დახარჯოს უზარმაზარი თანხები.
მოდი და ნუ დაუჯერებ ახლა წაკითხულ წინასწარმეტყველებას. ყველაფერი სრულდება. ჩვენ ალყაში გვაქცევენ და ჩვენს თავზე ვნებათა გლობალიზაციის პირქუშ ღრუბლებს აგროვებენ. ცდილობენ ციფრულ მონებად ჩვენს გადაქცევას. ჩვენი ტელევიზიების ყველა არხზე უკვე განიმარტება, რომ ძაღლის საყელური მსუბუქი და მოხერხებულია, ხოლო გრძელი და მტკიცე ჯაჭვი ძალზედ ლამაზია; და მრავალს სჯერა ამ სიცრუისა.
ამ სევდიან ნოტაზე არ მინდა ჩემი აზრების დასრულება, თუნდაც იმ მიზეზით, რომ წინასწარმეტყველებებში აღორძინებაზეც იყო ლაპარაკი და ბოროტი ძალების დამარცხებაზეც. ხოლო, ვისაც ესმის რაზეა ლაპარაკი, ის დაიწყებს თავისი პატარა კეთილ საქმეთა გლობალიზაციის აშენებას, რათა ეს პატარა სიკეთე გადაულახავი წინაღობა გახდეს დიდი ბოროტებისთვის. რათა ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს არ სურდეთ ამ ცხოვრებიდან ადრე წასვლა, არამედ იცოდნენ, რომ მათი მომავალი სხვებისთვის სიცოცხლის ჩუქება და სიკეთის საკუთარი ტაძრის მშენებლობაა. რაც შეეხება ბაზარს, კონკურენციას, გადაშენებას და ადამიანურ ვნებებს, დე მათ დარჩეთ, ვინც ამას იმსახურებს. ღმერთი ბრძენია და თუ ჩვენ ეს გვსურს, ადვილად მოგვაცილებს ყოველგვარ ბიწსა და ტალახს, აღმოშანთავს ჩვენი სულებიდან სოდომსა და გომორას... სანაცვლოდ კი თავის ბრწყინვალე სასუფეველს ჩანერგავს.
წყარო: dal.by