უსჯულოების საიდუმლო - "თავისუფალი ქვისმთლელები" და "მერვე მსოფლიო კრება" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
"თავისუფალი ქვისმთლელები" და "მერვე მსოფლიო კრება"
მერვე მსოფლიო კრება
"სრულიადმართლმადიდებელთ კრებისადმი" მზადება დაიწყო კონსტანტინოპოლის უბედური პატრიარქის მელეტის (მეტაქსაკისის) ინიციატივით, რომელიც ცნობილია, როგორც მედიდური მოდერნისტი და რეფორმატორი, მართლმადიდებლობაში განხეთქილების შემომტანი კონსტანტინოპოლის 1923 წლის ე. წ. "სრულიად მართლმადიდებლურ კონგრესზე". აირჩიეს რა კიტიის მიტროპოლიტად, 1910 წლის 15 მარტს მელეტი კონსტანტინოპოლში შევიდა მასონურ ლოჟა "ჰარმონიაში", რის შესახებ მისი სიკვდილის შემდეგ 1935 წელს წერდა მასონური ჟურნალი "Pythagore – Equerre". ამით აიხსნება მისი შემდგომდროინდელი მოღვაწეობის მრავალი ფაქტი.

იუსტინ ჩელიელი (პოპოვიჩი) წერს, რომ მზადება "სრულიად მართლმადიდებელთა კრებისადმი" დაიწყო ჯერ კიდევ 1923 წელს პატრიარქ მელეტის (მეტაქსაკისის) ინიციატივით. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კრებისადმი მიმართვაში იუსტინე (პოპოვიჩი) 1977 წელს "მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი კრების" მოწვევასთან დაკავშირებით წერდა: "მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი "მსოფლიო კრების" მომზადებისა და მოწვევის საკითხი არც ახალია და არც უკანასკნელი ეკლესიის ისტორიის ჩვენს საუკუნეში. ეს საკითხი უკვე დაყენებული იყო კონსტანტინოპოლის უბედური პატრიარქის მელეტი (მეტაქსაკისის) მიერ, რომელიც ამავე დროს გახლდატ ამპარტავანი მოდერნისტი და რეფორმატორი, მართლმადიდებლობაში განხეთქილების შემომტანი 1923 წელს კონსტანტინოპოლში მოწვეულ ე. წ. "სრულიადმართლმადიდებლური კონგრესზე".

მოდი, უფრო ახლოს გავეცნოთ ხსენებული იერარქის ბიოგრაფიას. აი როგორ ახასიათებს მას მოსკოვის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის პროფესორი ს. ვ. ტროიცკი: "უეჭველად, პატრიარქი მელეტი (მეტაქსაკისი) იყო უმსხვილესი საეკლესიო მოღვაზე, დაჯილდოვებული უჩვეულო ენერგიითა და უდიდესი ორგანიზატორული უნარებით, მაგრამ ასევე უეჭველია ის, რომ უპირველეს ყოვლისა, ის იყო პოლიტიკოსი, რომელმაც კერძო და პოლიტიკური ინტერესებს, მსხვერპლად შეწირა საეკლესიო ინტერესები და, რომ მისმა მგზნებარე, თუმცა ხშირად მართლმადიდებლური საწყისებიდან განყენებულმა საქმიანობამ ბევრი ზიანი მოუტანა მართლმადიდებელ ეკლესიას. ჯერ კიდევ ახლად არჩეული იყო იგი კიტიის მიტროპოლიტად, რომ 1910 წლის 15 მარტს გაწევრიანდა კონსტანტინოპოლის მასონურ ლოჟაში "ჰარმონია", რის შესახებაც მისი სიკვდილის შემდეგ (1935 წ.) წერდა მასონური ჟურნალი "Pythagore – Equerre" ((ტ. IV, ნაწილი. 7–8, 1935 წ.). ამით აიხსნება მრავალი რამ მის საქმიანობაში".

იმავე სტატიაში, ცოტა ქვემოთ, პროფესორი ტროიცკი კონსტანტინოპოლის პირველიერარქის პორტრეტს არსებითი შტრიხებით ავსებს: "უეჭველად, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიკოსი, ვალდებული იქნება აღიაროს, რომ კონსტანტინოპოლის 1923 წლის კონგრესი ყველაზე სევდიანი მოვლენა იყო მის ცხოვრებასა და მთელს XX საუკუნეში. მასონი პატრიარქის, მელეტის მიერ ორგანიზებულმა კონგრესმა, რომელსაც თვითონვე მელეტი (მეტაქსაკისი) ხელმძღვანელობდა თვითნებურად და უკანონოდ უწოდა საკუთარ თავს "სრულიადმართლმადიდებლური", რადგან, ჯერ-ერთი, რუსეთის ეკლესიას, რომელიც მართლმადიდებლური მსოფლიოს სამ მეოთხედს მოიცავს, ამ შეკრებზე არ ჰყოლია არც ერთი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო სამმა აღმოსავლელმა პატრიარქმა არა მარტო უარი თქვა ამ კონგრესში მონაწილეობის მიღებაზე, არამედ მას მკაცრი და სამართლიანი განაჩენიც გამოუტანეს; მეორეც, იმიტომ, რომ ყველა მისი დადგენილება ატარებდა არამართლმადიდებლურ ხასიათს, და, ალექსანდრიის პატრიარქის ფოტის თქმით, "მწვალებლობისა და სქიზმის სუნი ასდიოდა".

"და მართლაც, - აგრძელებს ს. ვ. ტროიცკი, - კონგრესის ისეთი დადგენილებები, როგორიც იყო მღვდელმსახურებისთვის მეორედ ქორწინების უფლების მინიჭება, ქორწინება ქიროტონიის შემდეგ, იულიანური კალენდრის გაუქმება, მოძრავ დღესასწაულებზე უარის თქმის შესაძლებლობა და თვით შვიდეულის განრიგზე უარის თქმა, არღვევს კანონებს და მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივ პრაქტიკას. ეს დადგენილებები უარყო მართლმადიდებელი ეკლესიის კრებითმა ცნობიერებამ, ხოლო ზოგიერთი ეკლესიის მიერ გათავისებულმა ახალმა კალენდარმა დაარღვია ერთობა სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან და გამოიწვია მძიმე შიდა მშფოთვარება, რომელიც დღემდე გრძელდება".
მერვე მსოფლიო კრება
მარჯვნიდან: პატრიარქი მელეტი (მეტაქსაკისი) და ანგლიკანელი "არქიეპისკოპოსი" ლანგი


ამრიგად, "სრულიადმართლმადიდებელთა ("მერვე მსოფლიო") კრების" სათავეებთან იდგა "თავისუფალი ქვისმთლელი", კონსტანტინოპოლის მასონური ლოჟის "ჰარმონიის" "ძმა" მელეტი. სწორედ ის გახლდათ "წინასაკრებო პროცესის" დამწყები, რომელიც ღმრთის განგებით თითქმის ასწლეულის განმავლობაში გაგრძელდა.

ბუნებრივია, რომ მასონურ ლოჟაში თავის მონაწილეობას პატრიარქი მელეტი უმკაცრესად ასაიდუმლოებდა. 1934 წლის 25 ივნისს მან გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც კლერიკოსები, რომლებიც მასონურ ლოჟებში იქნებოდნენ გაწევრიანებულნი, დაუყოვნებლივ უნდა აკრძალულიყვნენ მღვდელმსახურებაში და დასდებოდათ ეპითემია. ხოლო 1935 წლის 25 მაისს, სხვა მასონი-იერარქისადმი, კერძოდ ახალი სტილის დანერგვით, ელადის ეკლესიაში განხეთქილების მომწყობ ათენელ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოს პაპადოპულოსისადმი მიწერილ წერილში კონსტანტინოპოლის პატრიარქი მძაფრად აკრიტიკებს მასონობას როგორც "ცთომილებას".

ამ ფაქტებზე დაყრდნობით, ეკლესიის ზოგიერთი რეფორმატორი ირწმუნება, რომ თითქოსდა მავანნი ცილს სწამებენ "უდანაშაულო" მელეტის. ასეთ აზრს მიჰყვებოდა, მაგალითად, ათენელი არქიეპოსკოპოსი ქრისტოდულე (პარასკევიადისი) და მეტაქსაკისის ბიოგრაფი მღვდელმონაზონი სოფრონი (მიხაილიადისი). ეს უკანასკნელი დარწმუნებული იყო, რომ მასონობისადმი კუთვნილების ბრალდებას, რომელსაც პატრიარქს უყენებდნენ, არ გააჩნდა რეალური საფუძველი.

მაგრამ სინამდვილეში ხსენებული "წინააღმდეგობანი" ამტკიცებენ იეზუიტურ მზაკვრობას და "თავისუფალ ქვისმთლელთა" მოხერხებულობას. ამხელდა რა მწვალებელთა ასეთ ორპირობას, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე გვაფრთხილებდა: "მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ; თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს" (მათე 23:3; 7:16; მარკ. 4:22).

ხოლო მეტაქსაკისის მოღვაწეობის ნაყოფი აშკარად ადასტურებს მის კუთვნილებას მასონობისადმი. ღვთისმოსაობის მოსაგრე ათონელი მხცოვანი ფილოთეოსი (ზერვაკოსი) თავისი სულიერი შვილებისადმი მიწერილ წერილში წერდა: "ახალი პაპისტური კალენდრის დანაშაულებრივმა შეწყნარებამ, რომელიც შემოიღო მსოფლიო პატრიარქმა და უუსჯულოესმა არქიმასონმა მელეტიმ, მიმდინარე 1975 წელს სრულიად გააუქმა წმიდა მოციქულთა მიერ დაწესებული მარხვა". მელეტის საპატრიარქო ტახტისა (1923 წელს "სრულიადმართლმადიდებლური თათბირიდან" ძალიან მალე მეტაქსაკისი გადაყენებულ იქნა ხალხის და თურქეთის ხელისუფლების მიერ - რედ.) და მისი ცთომილებების მემკვიდრე გრიგოლ VII, რომელმაც უშუალოდ მოახვია თავს ანტიქრისტეანული კალენდრული სიახლე კონსტანტინოპოლის ეკლესიას, იმედოვნებდა, რომ "მსოფლიო კრებას" ჩაატარებდა 1925 წელს. მაგრამ უფალი წინ აღუდგა ამ გეგმას.

როგორც იუსტინე პოპოვიჩი წერს, "იმ დროს (1925 წელს) კრების ჩატარება სურდათ სერბულ ქალაქ ნიშში, მაგრამ რადგან ნიშა არ იმყოფება "მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში", კრება ვერ მოიწვიეს".

პროფესორი ტროიცკი, იმ მოვლენათა უშუალო თვითმხილველი, ასეთი მნიშნელოვანი დეტალებით ავსებს სერბი მოღვაწის სიტყვებს: "კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, -აზუსტებს იგი, - სურდა მსოფლიო კრების მოწვევა ჯერ კიდევ 1925 წელს, მაგრამ 1923 წლის კონგრესის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე სერბეთის საპატრიარქო ითხოვდა, რათა ამგვარ კრებას დასწრებოდა ყველა ავტოკეფალური ეკლესია და, რომ კრება მოწვეულიყო მხოლოდ საფუძვლიანი მომზადების შემდეგ ავტოკეფალურ ეკლესიებში შექმნილი კომისიების დახმარებით და საერთო მოსამზადებელი კონფერენციით ან პროსინოდით". 1925 წლის 31 დეკემბერს კონსტანტინოპოლის უწმიდესმა სინოდმა ახალი მსოფლიო პატრიარქ ბასილის (გეორგიადისი) დახმარებით, № 23-ე დოკუმენტში განსახილველად წარადგინა მრავალი საკითხი, რომელიც უნდა მომზადებულიყო "მსოფლიო კრებისთვის", და რომელსაც უკვე მომავალ 1930 წლისთვის ათონის მთაზე აპირებდნენ.

გაეცნო რა ამ თემების კატალოგს, მხცოვანმა ფილოთეოსმა (ზერვაკოსი) დაინახა ამ წამოწყების ანტიქრისტეანული, მასონური სულისკვეთება: "პრაქტიკულად ყველა საკითხი (ზოგიერთის გამოკლებით), რომელიც მითითებულია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, უკვე განხილულია წმიდა მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა მიერ და გადმოცემულია საღმრთო და წმიდა კანონებში. თანამედროვე მამებს შეუძლიათ ამაში დარწმუნდნენ, თუ ზედმიწევნით და ყურადღებით გამოიკვლევენ საღმრთო კანონებს და წმიდა "პიდალიონს" (კანონთა კრებული ნიკოდიმოს მთაწმიდელის განმარტებით, რომელიც ბერძნულენოვან ადგილობრივ ეკლესიებში კანონიკური სამართლის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წყაროს წარმოადგენს - რედ.). ამიტომაც, ჩვენ მივიჩნევტ, რომ უაზრობაა ახალი მსოფლიო კრების მოწვევა იმ პრობლემების განსახილველად, რომლებიც უკვე გადაწყვეტილია საღმრთო მოციქულთა, ღვთითგანბრძნობილ წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა მიერ".

ამის შემდეგ, ღმრთის მიშვებით დაწყებულმა მეორე მსოფლიო ომმა შეწყვიტა "წინასაკრებო პროცესი", რომელიც მისი დამთავრების შემდეგ განახლდა. კრებისადმი მომზადების ეს პროცესი დაკავშირებულია ასევე სხვა "თავისუფალი ქვისმთლელის" სახელთან - პატრიარქ ათენაგორასთან (სპირუ), მელეტი მეტაქსაკისის მდივანთან, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ათენის არქიეპისკოპოსი იყო.
მერვე მსოფლიო კრება
მარცხნიდან: რომის პაპ პავლე VI-ისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათენაგორას "ისტორიული შეხვედრა"

1926 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო მასონური "იმკას" (YMCA) ჰელსინკის მსოფლიო ასამბლეაში. "1928 წელს სოფიაში შედგა შეხვედრა მასონურ "იმკას" მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო კომიტეტსა და მართლმადიდებელ ეკლესიებში "იმკას" ეროვნულ მოძრაობას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობდა მასონი დოქტორი ჯონ მოტი, - წერს ეპისკოპოსი სერაფიმე (სობოლევი). - ეს უკანასკნელი (ჯონ მოტი - რედ.) წარმოადგენს მსოფლიო "იმკა"-ს გენერალურ მდივანს. მის განკარგულებაშია სრულიად ამერიკის პროტესტანტული კნოგრესი, რომელიც უზარმაზარ სახსრებს ახარჯავს მსოფლიოში მასონურ-პროტესტანტული პროპაგანდისთვის.

მეორე ასეთივე თათბირი შედგა 1930 წელს ათენში. 1937 წლის ოქსფორდის კონფერენციის ორგანიზატორი და მისი წარმომადგენელი იყო ასევე ცნობილი მასონი დ-რი ჯონ მოტი. მან, როგორც ეკუმენისტური საბჭოს სახელმძღვანელო კომიტეტის ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, 1948 წლის იანვარსი სხვა წევრებთან ერთად შეიმუშავა ამსტერდამის ეკუმენისტური კონფერენციის პროგრამა, მოამზადა იგი და მოაგვარა მისი ორგანიზება. იგივე ჯონ მოტი იქნება შმდეგ ამსტერდამის კონფერენციის ერთ-ერთი თავმჯდომარე. ამის შემდეგ არაფერია გასაკვირი იმაშ, რომ სტოკჰოლმის 1945 წლის ეკუმენისტურ კონფერენციაზე და ლოზანის 1927 წლის ეკუმენისტურ კონფერენციაზე მონაწილეთა 80% მასონური ორგანიზაციის "იმკას" წევრი იყო, რომელსაც იგივე ჯონ მოტი ხელმძღვანელობდა (...). აქედან გასაგებია, ვინ დგას ეკუმენისტური მოძრაობის უკან. - ესენი არიან მართლმადიდებლური ეკლესიის დაუძინებელი მტრები - მასონები", - ასკვნის მოძღვარი.

ცხადია, რომ სწორედ მოტი, ასევე მისი მდივანი უილიამ ადოლფ ბისერ-ჰუფტი (1900-1985) ჰყავდა მხედველობაში "თავისუფალ ქვისმთლელთა" ჟურნალ "Le Tеmple"-ს ("ტემპლ" -მასონური "ტაძრების" სახელწოდებაა, - რედ.), როდესაც 1946 წელს წერდა: "პრობლემა, რომელიც ეკლესიათა გაერთიანების პროექტის სახით არის დაყენებული ... ბევრწილად ჩვენს ორდენს უნდა უმადლოდეს ... პირველი ეკუმენისტური კონგრესების აღმოცენებისას ჩვენი ანგლო-საქსური და სკანდინავიელი ძმების ჩარევა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო და მათი საქმიანობა დაუცხრომლად იყო მიმართული ე. წ. ქრისტეანული ერთობის ორგანიზებისკენ".

ორივე ეს საქმოსანი მომავალი პატრიარქის, იმ დროისთვის ჯერ კიდევ არქიეპისკოპოს ათენაგორას პარტნიორები და "ძმები" გახდნენ. 1931 წლიდან 1948 წლამდე მას ეპყრა საბერძნეთის საარქიეპისკოპოსოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კათედრები. აშშ-ში ათენაგორა კიდევ უფრო დაუახლოვდა მოტს, რომელიც იმავდროულად ამერიკელი დიპლომატი იყო და აშშ-ს რთულ დავალებებს ასრულებდა. პრეზიდენტი ვილსონი მოტს "ყველაზე სასარგებლო ადამიანს" უწოდებდა მასონური იდეების საქადაგებლად. სავარაუდოდ, "ძმა" მოტმა წარუდგინა "ძმა" ათენაგორა ამერიკულ ისტებლიშმენტს. დროთა განმავლობაში არქიეპისკოპოსი ათენაგორა იმდენად შეერწყა აშშ-ს პოლიტიკურ ელიტას, რომ, როდესაც ის აირჩიეს (თუ დანიშნეს) კონსტანტინოპოლის პატრიარქად, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმენტმა მას სტამბულში მისი პირადი, საპრეზიდენტო თვითმფრინავით ჩასვლა შესთავაზა; და საპატრიარქო ტახტზე ასვლისთანავე ათენაგორამ გამოაცხადა "სრულიადმართლმადიდებლური დიდი და წმიდა კრების მოწვევის თაობაზე".

მისი ინიციატივით პირველი წინასაკრებო თათბირი შედგა 1961 წელს კუნძულ როდოსზე. მისი ერთ-ერთი შედეგი გახდა ყველა მონაწილე-ეკლესიის ეკუმენისტური გადაწყვეტილება დაეწყოთ მოლაპარაკება მონოფიზიტებთან. თვით პატრიარქი ათენაგორა აქტიური მონაწილე იყო როგორც ომამდელი, ასევე ომის შემდგომი ეკუმენისტური მოძრაობისა. ის თავმჯდომარეობდა "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" (ემს) ასამბლეების სხდომებს. 1955 წელს მან შამბეზში, შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევის გარეუბანში შექმნა ემს-სთან არსებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლობა, რომლის ფორმა, სხვათა შორის, "თავისუფალ ქვისმთლელთა" არქიტექტურის ტიპიურ ნიმუშს წარმოადგენს. ამ ცენტრში ჩატარდა წინასაკრებო კომისიების ყველა სხდომა და თათბირები, ბოლო თათბირის ჩათვლით, რომელიც ამა წლის იანვარში მოიწვიეს.

ათენაგორას მემკვიდრის პატრიარქ დიმიტრის და, ასევე დღევანდელი პატრიარქ ბართლომეოსის საქმიანობა ერთი იოტათიც კი არ არის გადახრილი ჯერ კიდევ "ძმა" მეტაქსაკისის მიერ ბოძებული კურსისგან. ყველა მათგანი ერთი ანტიქრისტეანული მიმართულებით მოქმედებენ.
მერვე მსოფლიო კრება
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოს I

მართალია, 2013 წლის ნოემბერში რელიგიური ახალი ამბების ბერძნულმა სააგენტო "Romfea"-მ მკითხველებს ამცნო იმის შესახებ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ოფიციალურად უარყო ცნობა პატრიარქ ბართლომეოსის კონტაქტებზე მასონებთან და გამოაქვეყნა მასონურ ორგანიზაციებთან მისი კონტაქტების ბრალდების უარმყოფელი საპასუხო კომუნიკე. მაგრამ ფაქტები თავისთავად მეტყველებენ:

1. პატრიარქი ბართლომეოსი - "თავისუფალი ქვისმთლელების" მიერ ბოსეში ((Boissy, შვეიცარია) დაფუძნებული ეკუმენისტური ინსტიტუტის კურსდამთავრებული, რომლის ამოცანას წარმოადგენს ეკუმენისტური მოძრაობის მოღვაწეთა მომზადება. ამ სასწავლო დაწესებულების დამფუძნებელი იყო XX ს.-ის ზემოთხსენებული უმსხვილესი ეკუმენისტი, "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" დამაარსებელი, ემს-ს გენერალური მდივანი 1948 წლიდან 1965 წლამდე პასტორი უილიამ ადოლფ ბისერ-ჰუფტი, ჯონ მოტის უახლოესი თანამებრძოლი, "იმკას" მდივანი. სახსრები ინსტიტუტის დასაფუძნებლად გაიღო ჯონ როკფელერმა.

2. დღეისთვის ვატიკანი გახლავთ გავლენიანი მასონური ორგანიზაცია. როგორც ფრანგი ჟურნალისტი პიერ კარპი უთითებდა, ლოჟაში "Р-2" შედიოდნენ მრავალი ეპისკოპოსები და კარდინალები, და ის დაკავშირებული იყო ინგლისურ "გაერთიანებულ ლოჟასთან". პრესაში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ "მასონებმა ვატიკანი დაჰყვეს რვა სექციად, რომლებშიც მოქმედებს შოტლანდიური რიტუალის ოთხი მასონური ლოჟა, ამ ლოჟების წევრები, ვატიკანის ჯუჯა სახელმწიფოს მაღალჩინოსნები არიან და ერთმანეთს ვერ ამოიცნობენ დიდი თითის სამჯერადი დაკაკუნებითაც". 1983 წლის ოქტომბერში იტალიურმა ჟურნალმა "Oggi" დაბეჭდა პაპ იოანე პავლე II-ის ფოტო მასონურ ბანკეტზე: პაპი ჩაყენებული იყო "ძმურ ჯაჭვში" გადაჯვარედინებული ხელებით, რომლებსაც ქმნიდნენ საბანკეტო სუფრის მასონი სტუმრები.

3. დასასრულ, ბისერ-ჰუფტისა და მეტის მიერ დაფუძნებული "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" - ტიპიური საერთაშორისო მასონური ორგანიზაციაა. ხოლო პატრიარქი ბართლომეოსი მისი ერთ-ერთი ვეტერანია. ის მონაწილეობას ღებულობდა ემს-ს გენერალურ ასამბლეებში უპსალაში (1968 წ.), ვანკუვერში (1983 წ.) და კანბერაში (1991 წ.). 1975 წლიდან ის არის ემს-ს კომისიის "რწმენა და საეკლესიო მოწყობა" წევრი. 8 წლის განმავლობაში პატრიარქი ბართლომეოსი იყო ამ მასონური ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი. 1991 წელს ის ხელმძღვანელობდა "მართლმადიდებელ" ეკუმენისტთა დელეგაციას ემს-ს 7-ე ასამბლეაზე, რომელიც კანბერაში (ავსტრალია) გაიმართა და, სადაც არჩეულ იქნა ემს-ს ცკ-სა და ემს-ს აღმასკომის წევრად. ბართლომეოსის "დამსახურებათა" სიიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ის არა მარტო ღრმად არის დაკავშირებული ამ მასონურ ორგანიზაციასთან, რამედ შორსაც გაიჭრა მის იერარქიაში. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ რიგით წევრებს არცერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მითუმეტეს "თავისუფალი ქვისმთლელები" ჩვულებისამებრ არ ნიშნავენ რაიმე ორგანიზაციათა წევრებად და მნიშვნელოვანი პოსტების მფლობელებად.

სხვათა შორის, "სრულიად მართლმადიდებლური" ("მერვე მსოფლიო") კრების" მთავარი მიზანი, - როგორც მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) სადოქტორო სიტყვის ანალიზიდან ჩანს და რომლის სახელწოდებაა "მართლმადიდებელთშორისი თანამშრომლობა მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმიდა კრების მომზადების ჩარჩოებში", - იყო და რჩება ეკუმენიზმის ცრუსწავლების ლეგალიზაცია.

ამის შესახებ ლაპარაკობს პატრიარქი ბართლომეოსიც. 2014 წლის 5-9 მარტის სტამბულის შეკრებაზე სხვა ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებთან გასაუბრებაში მან დიდი ყურადღება დაუთმო სწორედ ეკუმენისტურ კონტაქტებს. ბართლომეოსმა აღნიშნა, რომ "სრულიადმართლმადიდებლურ" კონფერენციათა ინსტიტუტის წყალობით, "არამართლმადიდებლებთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მომწიფდა გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ყველა მართლმადიდებელთა მიერ. ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ამ დადგენილებებს განიხილავდა როგორც სავალდებულოს, რომლებიც უნდა გატარდეს სიცოცხლეში, როგორც ყოველი მათგანის "შინაგანი უფლება"". შემდეგ მან გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ეს კანონები ავტოკეფალური ეკლესიების მიერ ყოველთვის როდი სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მათი წინამძღვრების მიერ არის დამტკიცებული.

სხვათა შორის, "ქრისტეანული ერთობისადმი ხელშეწყობის პაპის საბჭოს" თავმჯდომარე კარდინალი კურტ კოხი, "სრულიად მართლმადიდებლური კრების" ჩატარების მოახლოვებით გახარებული აცხადებდა: "მართლმადიდებელი ეკლესიები თუ მოიპოვებენ მეტ ერთობას ერთმანეთს შორის, ჩვენს კათოლიკე ეკლესიასთან ეკუმენისტური დიალოგისთვის ეს მხოლოდ სასარგებლო და თვით დიალოგის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება" და "მრავალ კეთილ ნაყოფს" გამოიღებს".
მერვე მსოფლიო კრება
კარდინალ კურტ კოხის (მარცხნივ) და რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა

პირეის მიტროპოლიის მწვალებლობათა და დესტრუქციულ რელიგიურ ორგანიზაციათა განყოფილების გამგე არქიმანდრიტი პავლე (დიმიტრაკოპულო), სტატიაში "წმიდა და დიდი კრება, როგორც სრულიადმწვალებლური ეკუმენიზმის ერთგული მსახური", ლაპარაკობს რა ამ ფორუმის წამომწყებ იერარქებზე, მოწმობს: "სრულიადმართლმადიდებლური" კრების მომზადების საქმე წინ მიიწევს იმ პირების დახმარებით, რომლებიც ეკუმენიზმის სრულიადმწვალებლობით არიან განხურვებულნი, ხოლო ზოგიერთი მათგანი, ისეთები, როგორებიც არიან პატრიარქი მელეტი (მეტაქსაკისი) და ათენაგორა (სპირუ), სატანის მიერ მართვადი მასონური ორგანიზაციების წევრებიც კი იყვნენ".

ამრიგად, 1923 წელს მასონების მიერ ინიცირებული და მათ მიერვე 1952 წელს განახლებული პროცესი "სრულიადმართლმადიდებლური კრების" მომზადებისა მიმართულია იმ "კანონთა" შექმნისკენ, რომლებიც მოახდენენ მასონური ეკუმენიზმის ლეგალიზაციას ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ცხოვრებაში.

პაპ ფრანცისკისა და პატრიარქ ბართლომეოსის ერთობისკენ სწრაფვის დეკლარაციაში პაპი ფრანცისკი და პატრიარქი ბართლომეოსი ხაზს უსვამენ ეკუმენიზმის მნიშვნელობას და აღნიშნავენ: "მოწამეთა სისხლის მსგავსად, რომელიც ეკლესიის ძალისა და ნაყოფიერების თესლი გახდა, ყოველდღიური ერთობლივი ტანჯვა შეიძლება ერთობის ქმედითი ინსტრუმენტი გახდეს. ქრისტეანთა და ყველა ტანჯულთა უბადრუკი მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში ითხოვს არა მარტო გამუდმებულ ლოცვას, არამედ შესაბამის რეაქციას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან".


ლიტერატურა:

1. იუსტინე ჩელიელი (პოპოვიჩი). მიმართვა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კრებას "მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი კრების" მოწვევასთან დაკავშირებით", საიტი "მერვე მსოფლიო".

2. არიეპ. სერაფიმე სობოლევი. Надо ли Русской Православной Церкви участвовать в экуменическом движении. Доклад на Совещании Предстоятелей и Представителей автокефальных Православных Церквей, сайт "Антиэкуменизм".

3. Позиция старца Филофея (Зервакоса) в отношении «Восьмого вселенского собора», сайт «Православный апологет».

4. მხცოვან ფილოთეოსის (ზერვაკოსი) წერილიდან ძველ და ახალ კალენდრულ სტილთან დაკავშირებით. "Православный Крест", № 2 (26), 15 января 2011 г. С. 3.

5. С.В. Троицкий. Будем вместе бороться с опасностью, «Журнал Московской Патриархии», 1950, № 2, ელექტრონლი ვერსია.

6. О. Четверикова. Измена в Ватикане. ელექტრონული ვერსია.

7. Патриарх Афинагор I, საიტი "Антимодернизм".

8. Патриарх Варфоломей I, საიტი "Антимодернизм".

9. Виссерт-Хуфт, საიტი "Антимодернизм".

10. Архимандрит Павел (Димитракопуло) ""Святой и Великий Собор" – верный слуга всееретического экуменизма", საიტი "Апологет"

წყარო: sobor8.ru
Назад к содержимому