უსჯულოება > უსჯულოების საიდუმლო
"საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი" და სომხური მასონობის აღორძინება
ავტორი: მ. ე. ავაქიანი. რუსულ-სომხური (სლავური) სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ერევანი, სომხეთი.
დღემდე არ არსებობს იმგვარი მოვლენის მკაფიო განსაზღვრება, როგორიცაა მასონობა, რომელიც უკვე რამოდენიმე ასწლეულია არსებობს. იყო რა მრავალწლიანი უმკაცრესი აკრძალვის ქვეშ, დღეს ის ჩვენი სინამდვილის რეალური მხარე გახდა და მრავალ კითხვასა და განმარტებას იწვევს. მოცემული სტატიის მიზანი გახლავთ განსაზღვრული (თუნდაც არასრული) ინფორმაციის გამოვლენა თანამედროვე მასონობის შესახებ, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ სომხეთსა და სომეხ მასონებს ეხება.
რამოდენიმე წლის წინ სომხეთში დაფუძნდა საკუთარი მასონური ლოჟა. "საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთის" ("Grand Orient de France") დიდი მაგისტრის გი არსიზეს თქმით, დღეისთვის სომხეთში დარეგისტრირებულია 15-20 მასონი, რომლებიც Grand Orient-ს ეკუთვნიან. ესენი არიან ახალმოქცეული ძმები, რომლებიც ძირითადად "ფრანკმასონებად" იწოდებიან და ასე თუ ისე დაკავშირებულნი არიან საფრანგეთთან და ფრაგულ ლოჟებთან. შემდეგნ გი არსიზემ ხაზი გაუსვა, რომ საერთო ჯამში ლოჟის (იგულისხმება "საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი" – "აპოკ". რედ.) ფრანგულ ფილიალში ირიცხება 50 000 მასონი, მთელ მსოფლიოში კი მათი რაოდენობა 500 000-ს აღწევს.
საფრანგეთის ფრანკმასონები უკვე დიდი ხანია არ მალავენ თავიანთ პიროვნებას და საქმიანობას: ისინი ძირითადად დასაქმებულნი არიან სოციალურად მიმართული საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებებით (ეს არის მასონობის გარეგანი შირმა - "აპოკ". რედ.). სომხეთში დღეს არსებული ვითარება, და ფრანკ-მასონთა ლიდერების ოფიციალური განცხადებები მოწმობენ იმაზე, რომ სომხეთში "სრულფასოვანი" მასონური ლოჟის შესაქმნელად საჭიროა დიდი დრო - ათი, ოცი ან მეტი წელიწადი. "ნუ დაგავიწყდებათ, რომ საფრანგეთის დიად აღმოსავლეთს 300 წლოვანი ისტორია გააჩნია. როდესაც სომხეთის მასონური ლოჟა საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როდესაც გაჩნდება "სომხეთის დიადი აღმოსავლეთი", თქვენ სხვადასხვა თემების გარჩევა სწორედ მასთან მოგიწევთ", - თქვა არსიზემ.
რა დროიდან არსებობს სომხეთში მასონური ლოჟა იციან მხოლოდ ახალშექმნილი ორგანიზაციის პირველმა წევრებმა. ცალსახად შეიძლება მოვახდინოთ იმ ფაქტის კონსტატირება, რომ სადღაც 2006 წლის შუაწლებში ის უკვე არსებობდა.
სხვა წყაროების მიხედვით, სომხური ლოჟა დაახლოებით 2002 წელს შექმნა რუსეთის დიადმა ლოჟამ კოლუმბიის ოლქის (აშშ) დიად ლოჟასთან და საფრანგეთის დიად ეროვნულ ლოჟასთან ერთად. თავიდან მისი სახელწოდება იყო "სომხეთის დიადი ლოჟა". სომხეთის დიადი ლოჟის დიდი ოსტატი გახდა საკმაოდ პატივდებული ძმა კრისტოფერ სააკიანი (Cristopher Sahakian).
სამი დიადი ლოჟისგან სომხეთის ლოჟას გადაეცა ერთობლივი პატენტი "რეგულარული სამუშაოების" ჩასატარებლად. ამ სამუშაოთა არსი, მასონობის ძველი ტრადიციების თანახმად, თითქმის არასოდეს აფიშირდება (განა უცნაური არ არის ამგვარი გასაიდუმლოება "სოციალური" და "საქველმოქმედო" საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციისთვის?! – "აპოკ." რედ.). მაგრამ მანამდე სომხეთში არსებობდა პატივდებული ლოჟა "სერ" ("სიყვარული"), რომელიც ავტომატურად სომხეთის დიადი ლოჟის დაქვემდებარებაში გადავიდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იერარქიულად სომხეთის დიადი ლოჟა აღემატება პატივდებულ ლოჟას ("სერ"-ს).
ერთი საუკუნის წინ, გაიდგა რა ფესვები სომხურ ნიადაგში, მასონობა სომხეთის თანამედროვე რეალობა გახდა. 1991 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან და აქ საბჭოთა წყობის დამხობასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცოხვრები სომეხი ეროვნების მასონები აღიძრნენ იდეით თავიანთ ქვეყანაშიც დაეფუძნებინათ საკუთარი ლოჟა, რაც ყველაზე უმაღლესი ინსტანციების კურთხევით 1994 წელს განხორციელდა, კერძოდ, ამგვარ ინსტანციად მოიაზრება აშშ-ს დედაქალაქის კოლუმბიის ოლქის მასონური ლოჟა.
რადგან ლოჟის ყოველი წევრი მიწერილია კონკრეტულ მასონურ ორგანიზაქციაზე და სხვა ლოჟის რეგულარულ სამუშაოებზე დასწრება და მონაწილეობა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე აკრძალულია, ჩამოყალიბებულ იქნა პირველი სომხური ლოჟა № 94 "ჰაიასტან" ("სომხეთი" – "აპოკ". რედ.), რომელმაც სომეხ მასონებს შესაძლებლობა მისცა უფრო მიზანმიმართულად ეწარმოებინათ თავიანთი საქმიანობა. ხოლო ლოჟის მიზანი გახლდათ სომხური საძმოს "აღორძინება" მასონური ლოჟებისთვის გამომდინარე ლოკიკური ორგანიზებით თვით სომხეთში.
სომხური ლოჟის № 94 "ჰაიასტანის" საიტის ცნობით, 2001 წელს ვაშინგტონში ჩატარდა სომეხ მასონთა მსოფლიო კონფერენცია, რომელმაც მრავალი ქვეყნის სომეხი მასონი ძმები გააერთიანა, კერძოდ: დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, არგენტინიდან, რუსეთიდან, ლიბანიდან და აშშ-დან. სომხეთის მთავრობის პასუხისმგებელ პირებთან ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ სომხეთში მომზადდა ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტი, და სომხეთის დიადი ლოჟა სომხეთში ფორმალურად დარეგისტრირდა.
კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს იმის სასარგებლოდ, რომ თანამედროვე სომხური მასონობა სომხეთში ნამდვილად არსებობს: ფრანკმასონები არ მალავენ თავიანთ ვიზიტებს სომხეთში: 2006-2007 წლებიდან მოყოლებული სომხეთს ეწვია საფრანგეთის "დიადი აღმოსავლეთის" II დიდი მაგისტრის მოადგილე - კლოდ ჰეიდანი, III დიადი მაგისტრი ჟორჟ ფერე, ანდრე აბი - იუსტიციის საქმეთა პასუხისმგებელი პირი, საგარეო საქმეთა გენერალური მდივანი - აველინ ვალენი, ასევე მისიის ზოგიერთი მრჩეველი: პიერ შომი, გი აკობიანი, მარსელ ვეილი.
სულ ახლახან ერევანს ეწვია მაგისტრი გი არსიზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ სომეხი მასონები თავიანთ პიროვნებას არ ამჟღავნებენ იმ მიზეზით, რომ სადღეისოდ მასონობა სომხეთში განიხილება, როგორც საშიში სექტა. "ამიტომაც ისინი ფრთხილობენ, მაგრამ მათი მუშობის წყალობით, თუკი ისინი შეძლებენ იმის განხორციელებას, რასაც გეგმავენ, თქვენ დაინახავთ, რომ მასონობა სულაც არ არის ის, რადაც მას მიიჩნევენ", - თქვა დიადმა მაგისტრმა და დაამატა, რომ არ შეუძლია და არც სურს გაამჟღვნოს სომხეთში მოქმედი ნამდვილი მასონების ვინაობა.
არსიზემ ასევე დაამატა, რომ სომხეთში ის ჩამოვიდა, რათა მოსახლეობაში შეეცვალა შეხედულება მასონობაზე, როგორც ერთგვარ მისტიურ და საიდუმლო სტრუქტურაზე (არადა ცნობილია, და ამას არც თვითონ უარყოფენ, რომ მასონური ლოჟების "სამუშაოთა არსი, მასონობის ძველი ტრადიციების თანახმად, თითქმის არასოდეს აფიშირდება". განა ეს წინააღმდეგობრივი არ არის? – "აპოკ". რედ.). სომხეთში ვიზიტის სურვილი არსიზემ ახსნა "სომხეთის მიწა-წყლის მაღალი სულიერებით" და რთული გეოპოლიტიკური ვითარებით, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, ასევე დასავლეთის მხრიდან მისდამი დახმარების გაწევის აუცილებლობით.
ბ-ნ არსიზეს ერევანში ვიზიტის კიდევ ერთი მიზეზი, როგორც თვითონვე იუწყება, გახლდათ "სომხეთის დიადი ლოჟის" მშენებლობისადმი (იგულისხმება სულიერი მშენებლობა - "აპოკ". რედ.) ხელშეწყობა, რომელიც "საფრანგეთის დიადი ლოჟის" (Grand Orient De France) სტრუქტურაში შედის და, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია და 1250 შვილებრივი ორგანიზაცია გააჩნია; მათ რიგებში 60 000 მასონია გაწევრიანებული.
სომხეთის სრულფასოვანი მასონური ლოჟის შექმნა ვარაუდობს არა მარტო მასონობისგან მისტიური ორეოლის ახსნას, არამედ მისწრაფებას სომხებისთვის მასონობა უფრო მისაწვდომი და ხელშესახები გახადონ; ანუ, საფრანგეთის დიადი ლოჟის ამოცანად შეიძლება ჩავთვალოთ საგანმანათლებლო საქმიანობა სომხეთში, ოღონდ სრულიად გაუგებარია რატომ: სომხეთში მასონობისადმი იმგვარი დამოკიდებულების შექმნა, როგორც საფრანგეთშია, ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლოა მსგავსი მოქმედებები შესაძლებლობას მისცემს სომეხ მასონებს უკვე ახლავე გამოვიდნენ იატაკქვეშა მდგომარეობიდან, რაც საერთოდ, აუცილებელია, რათა უფრო ღია და მისაწვდომი კავშირი დამყარდეს სომეხ საზოგადოებასთან. მაშასადამე, გადალახულ იქნას ტოტალიტარული რეჟიმის დროს თვით მასონობაზე არსებული ნეგატიური შეხედულება.
თუმცა, როგორც ცნობილია, იდუმალებას და საკრამენტულობას მასონები ყოველთვის დაიცავენ, დანარჩენები კი იძულებულნი იქნებიან დაინახონ მხოლოდ "აისბერგის წვერი", ისე, როგორც ეს ასდოლარიან კუპიურაშია. მასონებს ეს ასწავლა თვით საკუთარმა ისტორიამ, როდესაც ისინი მუდმივად ექვემდებარებოდნენ დევნულებას, ზოგჯერ კი ფიზიკურ განადგურებას.
რომის კათოლიკური ეკლესია ერთმნიშვნელოვნად განიხილავდა ფრანკმასონობას როგორც ბოროტებას: მარტო ვატიკანს უამრავჯერ გაუკიცხავს ეს მოძრაობა. კიდევ უფრო მტრულ დამოკიდებულებას იჩენდნენ მასონობის მიმართ ტოტალიტარული რეჟიმები - მათ საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ, როგორც ნაცისტები, ასევე კომუნისტები.
მსოფლიო ისტორიას თუ მივმართავთ, მასონებს შორის ვპოვებთ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის მრავალ ცნობილ პოლიტიკოსს, სამხედრო პირსა და მაღალჩინოსან პიროვნებას. ბევრნი იყვნენ მასონები ამიერკავკასიის პოლიტიკოსთა შორისაც, კერძოდ, აღმოსავლეთ სომხეთში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა. მაგალითად, ზუსტად არის ცნობილი, რომ ახალგაზრდა თურქი ლიდერი თალათ-ფაშა და მრავალი სხვა თურქი პოლიტიკური ლიდერი მასონური ლოჟების წევრები იყვნენ. ხოლო XIX ს-ის მიწურულსა და XX ს-ის დასაწყისს კონსტანტინოპოლში მოქმედებდა სამი სომხური ლოჟა.
დღეს თუ მასონები, როგორც მასონური ლოჟების ცნობილი წარმომადგენლები ამბობენ, უკვე აღარ ამხობენ (?) მაღალჩინოსან პირებს ან პრეზიდენტებს, ან კიდევ საერთოდ აღარ ირჩევენ მათ, წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი, დღესაც მონაწილეობენ, რაც უდავოა.
დღეს დასავლური მასონობა დაინტერესებულია სომხური მასონობის აღორძინებით, ძმების რაოდენობის გაზრდით და მათი საქმიანობის გაშლით სომხეთის ტერიტორიაზე. ამ საკითხში განსაკუთრებით აქტიურია საფრანგეთი, სადაც დღეისთვის მოქმედებას სამი მასონური სახლი - ლოჟა "საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი", რომლის დიადი მაგისტრია უკვე ნახსენები ბ-ნი გი არსიზე; საფრანგეთის დიადი ეროვნული ლოჟა, რომელიც ორიენტირებულია ანგლო-საქსონურ ტრადიციებზე და მათ გავლენაზე; და, ბოლოს, საფრანგეთის დიადი ლოჟა, რომელიც 1894 წელს შექმნეს მასონებმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად გამოეყვნენ "საფრანგეთის დიად ლოჟას".
მათგან მხოლოდ "საფრანგეთის დიადმა აღმოსავლეთმა" გამოთქვა ღიად სურვილი გამყარებულიყო სომხეთში და აქ შესაბამისი ნაბიჯი გადადგა მომდევნო მუშაობისთვის, რათა გადალახოს ადგილობრივი საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ფრანკმასონობასთან მიმართებაში, რომელსაც სომხები საიდუმლო და ეზოთერულ ორგანიზაცად ან კიდევ სრულიად სექტად მიიჩნევენ.
როგორც კი სომხეთის მოსახლეობა მზად იქნება ადექვატურად აღიქვას მასონობა, სომეხმა ძმებმა, შესაძლოა მოახდინონ საკუთარი თავის ლეგალიზება ამ ქვეყნის მოქალაქეთა წინაშე. ყოველ შემთხვევაში, ფრანკმასონობა სომხეთში ღიად გამოცხადდა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა მასონური ლოჟების საძმოებზე. დღეისთვის, როგორც ჩანს ოფიციალური ერევნის თანხმობით, სომხეთში "მასონობაზე მონოპოლია" გაუქმებულია, და კონკურენტულმა ბრძოლამ ადგილობრივ პოლიტიკასა და სომეხთა ცნობიერებაზე შეიძლება მიიღოს ახალი ისტორიული განვითარება.
ინტერნეტ მასალების მიხედვით.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Chcng2yBadE" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>