უსჯულოების საიდუმლო - "ბოჰემური კორომი" და ახალი მსოფლიო წესრიგი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
"ბოჰემური კორომი" და ახალი მსოფლიო წესრიგი

ამერიკის პოლიტიკის საიდუმლოებანი
საიდუმლო ორგანიზაციები
ავტორი: მიროსლავა ბერდნიკი.

"შეთქმულების თეორია" დღეს ისეთი პოპულარობით სარგებლობს, როგორც არასდროს. მასონები, ილუმინატები და სხვა საიდუმლო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის შესახებ ჰყვებიან ენთუზიასტები, ფართო ინტერესის საგანი გახდა, ზოგჯერ კი სპეკულაციებისაც.

კლუბი Bohemian Grove ("ბოჰემური კორომი". Grove (ინგლ.) - პატარა ტყე, კორომი) ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სტრუქტურაა "მსოფლიო შეთქმულების" ქსელში. მის შესახებ უფრო ნაკლებად ლაპარაკობენ, ვიდრე ბილდერბერგის კლუბზე ან სამმხრივ კომისიაზე - არადა სწორედ Bohemian Grove-შია გაწევრიანებული ამერიკის უმდიდრესი მოქალაქეების თითქმის ნახევარი. სპეცსამსახურების ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელები, პრეზიდენტები და სენატორები ამ კლუბის წევრები არიან, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიის სექვოიას რელიქტურ ტყეში მდებარეობს. კანდიდატები კლუბში გაწევრიანებას ათეულობით წლები ელოდებიან. აქ ისეთი პირობები და ვითარებაა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება სიტუაციის სერიოზულობას (Bohemian Grove-ს ბინადრები ცხოვრობენ კარვებში, არ სარგებლობენ ტუალეტით და ეძალებიან ალკოჰოლს) წყდებოდა მსოფლიო წყობის მრავალი უმნიშვნელოვანესი საკითხი.
ბოჰემური კორომი
ნიქსონი და რეიგანი "ბოჰემურ კორომში"


მსოფლიოში ყველაზე დახურული კლუბი მდებარეობს ჩრდილოეთ კალიფორნიის მთიან ხეობაში. აქ, ათასწლოვანი სექვოიების მოვლის პარალელურად ამერიკული ელიტა ღებულობს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს.
ბოჰემური კორომი
ბუშების გამოსვლა "ბოჰემურ კორომში"

Bohemian Grove-ს უკავია მთის მთელი ხეობა, რომელიც გამოდის რუსულ მდინარესთან (Russian River). ეს ადგილი ამერიკულმა ელიტამ ქალაქგარეთ დასასვენებელ ადგილად ჯერ კიდევ XIX ს.-ში აირჩია. მაშინ ის უფრო რუსიფიცირებული იყო, ვიდრე ალიასკა. დღესაც კი რუსეთიდან გადმოსახლებულთა წყალობით აქ უხვად ვხვდებით ისეთ სახელწოდებებს, როგორიცაა მოსკოვის ქუჩა, ქალაქი სევასტოპოლი და ა. შ. Bohemian Grove-ს შექმნის იდეა ეკუთვნის ხუთ სან-ფრანცისკოელ ჟურნალისტს, რომლებმაც 1872 წელს ამ ქალაქში გახსნეს ბოჰემური კლუბი (Bohemian Club), რომელიც, მისი დამფუძნებლების ჩანაფიქრით, უნდა გამხდარიყო "უხეში, კოვბოური კულტურისგან" გამოქცეულთა ერთგვარი თავშესაფარი.

დაწესებულების გაფართოებისდა კვალად ის სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობდა, ამიტომკაც, მისმა წევრებმა გადაწყვიტეს გადასულიყვნენ უფრო მშვიდ და მყუდრო ადგილას, რისთვისაც აირჩიეს მონტე-რიოს შემოგარენი. რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში "ბოჰემელები" აქტიურად ყიდულობდნენ მიწებს მათთვის დაინტერესებულ რაიონებში და XX ს. დასაწყისისთვის უკვე სრული მფლობელები გახდნენ მთის ხეობისა 100 კვ. კმ-ის რადიუსში. დღეისთვის კლუბი აერთიანებს დაახლოებით 2000-მდე ადამიანს, რომლებიც რეგულარულად ატარებენ აქ თავისუფალ დროს, ხოლო ივლისისი მიწურულს აუცილებლად იკრიბებიან მორიგ "სხდომაზე".
ბოჰემური კორომი
"ბოჰემური კორომი", 1915 წ.
დგანან: ჰარი ლეონ უილსონი, ფრენკ პიკსლი, ჯეკ ლონდონი, ედვინ მარკჰემი.
სხედან: ჩარლზ ფილდი, რიჩარდ მილტონ ტულლი, ჯორჯ ედი, ერნესტ რეისკოტო, რუფუს სტილი. ჩამჯდარია ჯოჯრ სტერლინგი.

განმაცვიფრებელია Bohemian Grove-ს წევრთა სრული სია, რუქაზე აღნიშნული იმ ადგილებით, სადაც მათი პოვნაა შესაძლებელი. კლუბში გაწევრიანებულია რესპუბლიკელი "ქორების" უდიდესი ნაწილი, რომელიც აკონტროლებს თეთრ სახლს: ექს-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი, თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, ყოფილი სახელმწიფო მდივნები კოლინ პაუელი და ჯეიმს ბეიკერი, მთავარი ამერიკელი დიპლომატი ჰენრი კისინჯერი, ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი მეთაური პოლ უოლკერი და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი. მთლიანობაში XX ს. დასაწყისიდან აშშ-ს ყოველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი წევრიანდებოდა Bohemian Grove-ში - ოღონდ, მხოლოდ საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ.
ბოჰემური კორომი
ატომური პროექტის ხელმძღვანელი ლოურენსი
საუზმობს "ბოჰემურ კორომში" მომავალ პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან
და ექს-პრეზიდენტ გუვერთან ერთად (1950 წ. 23 ივლისი).

არანაკლებ შთამბეჭდავია საქმიანი ელიტის სიაც - დევიდ როკფელერი, ედ გალანტე - ExxonMobil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ChevronTexaco-ს ერთ-ერთი უმთავრესი აქციონერი სემიუელ არმაკოსტი, Hewlett-Packard-ის დამფუძნებელი ოჯახის წარმომადგენლები, არტურ და უოლტერ ჰიულეტები და მრავალი სხვა. Bohemian Grove-ს ბინადართა სიას Forbes 400-ის მიხედვით აშშ-ს უმდიდრესი ადამიანების სიას თუ შევადარებთ, შეიძლება დავასკვნათ: ეკონომიკის "ძველი" დარგების კომპანიათა მფლობელების უმეტესობა, რომლებშიც შედის - თავდაცვითი მრეწველობა, უძრავი ქონება, ნედლეული - ერთ საზოგადოებაში შედიან და რეგულარულად იკრიბებიან კალიფორნიის სექვოიების ჩრდილქვეშ.
ბოჰემური კორომი
რიტუალი "ბოჰემურ კორომში"
ბოჰემური კორომი
რიტუალური კრემაცია "ბოჰემურ კორომში"

არ არის გასაკვირი, რომ აშშ, რომელიც მთელს მსოფლიოს არწმუნებს ბიზნესისა და სახელმწიფოს მართვის აბსოლუტურად გამჭვირვალე სისტემის, ასევე რასობრივი და სქესობრივი თანასწორობის არსებობაში, Bohemian Grove-ს საქმიანობა არსად აფიშირდება და მკაცრად არის გასაიდუმლოებული. კლუბში თუნდაც სტუმრის სტატუსით რომ მოხვდე, საჭიროა აქ გყავდეს საკმაოდ გავლენიანი მფარველი, რომელიც წარადგენს თქვენს კანდიდატურას სპეციალურ საბჭოში, შეჰკრებს რეკომენდაციებს და დაარწმუნებს თავის თანამებრძოლთ თქვენს სარგებლიანობასა და უსაფრთხოებაში Bohemian Grove-ს საქმიანობისთვის.

ჟურნალისტებს, ამერიკული მედიაიმპერიის ხელმძღვანელობის გამოკლებით, რომელთაც ჯერ არაფერი დასცდენიატ კლუბის საქმიანობის შესახებ, Bohemian Grove-სთან მიახლოებაც კი ეკრძალებათ. თვით "ბოჰემელები" საკუთარ თავზე არაფერს იუწყებიან: კლუბში გაწევრიანებისას ისინი დებენ ხელწერილს, რომ არასოდეს გასთქვამენ იმას, რაც ხდება იქ.
ბოჰემური კორომი
"ბოჰემური კორომი", 1908 წ. მარცხნიდან მეორე ჰერმან ჯორჯ შეფერი
ბოჰემური კორომი
კლუბის ემბლემაა ბუ, მისი გამოსახულება, მაგალითად, შეიძლება ვნახოთ კაპიტოლიუმის შენობის ირგვლივ და დოლარის კუპიურებზეც, ხოლო თავისთავად ეს სიმბოლო გამოხატავს მოლოქის კულტს. გარდა ამისა, შეიძლება ამომწურავი ინფორმაცია ვიპოვოტ იმის შესახებაც, რომ კლუბში დაცულია ქანაანიტების, დრუიდების, მივიწყებული კულტები, ასევე ძველეგვიპტური და ბაბილონური კულტების ნამუსრევები. გარდა ამისა, Bohemian Grove-ს ბინადრები ეჭვმიტანილნი არიან ადამიანურ მსხვერპლშეწირვაში, ჰომოსექსუალურ ორგიებში, ბავშვების მოტაცებაში და კიდევ მრავალ სხვა სისაძაგლეში.

ჟურნალისტები, რომლებმაც "ბოჰემური კორომის" რიტუალების ფარულად გადაღება მოახერხეს, ჰყვებიან მასონურ რიტუალებზე, რომელსაც ტბის ნაპირას, ანთებული ჩირაღდნების შუქზე ასრულებენ ბუს 15 მეტრიანი ქვის ქანდაკების ირგვლივ. არსებობს სპეციალური პროგრამა მეხსიერების "განულებისა" მათთვის, ვინც მოახერხა და ჩუმად შეიპარა კორომის აკრძალულ ტერიტორიაზე, ასევე ვინც ჩასწვდა კორომის კავშირებს Skull & Bones-ს (ქალა და ძვლები) საზოგადოებასთან.

Bohemian Grove თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ამერიკული საზოგადოების სტრუქტურის თავისებურებებს. თანაბარი შესაძლებლობებზე, დემოკრატიაზე, ბიზნესისა და პოლიტიკური სისტემის გამჭვირვალობაზე ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, თვით აშშ ცხოვრობს კაპიტალიზმის კლანურ-ოლიგარქული მოდელით. ბუშის კლანის აქტიური საქმიანობა, რომელმაც დაიწყო ომი ერაყში, შემდეგ კი მომგებიანი კონტრაქტები გააფორმა ნათესაურ კომპანიებთან - მხოლოდ ცალკეული მაგალითია ამგვარი სისტემის. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც მდიდრები დანარჩენ მოსახლეობაზე უფრო სწრაფად მდიდრდებიან. ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის ამასწინანდელი გამოკვლევის მიხედვით, 1979 წლიდან მოყოლებული, რიგითი ამერიკელის საშუალო შემოსავალი გაიზარდა 18%-ით, მაშინ როდესაც უმდიდრესი ნაწილის ქონება, რომელიც მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გასამმაგდა.
სოდომიზაცია
"ბოჰემური კორომი", 1926 წ.

ამიტომაც, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ქვეყანაში საკითხთა უმეტესობას კონგრესის საჯარო სხდომებზე ან აქციონერთა შეკრებებზე კი არ წყვეტენ, არამედ Bohemian Grove-სა და მის მსგავს საიდუმლო შეკრებებზე. კლუბში, მაგალითად, რეგულარულად ტარდება Lakeside Talks (საუბრები სანაპიროზე), რომელიც წარმოადგენს ჯგუფების თემატურ სხდომებს დაინტერესებულ საკითხთა გარშემო. ბალახზე წამომჯდარნი, ჯერ ყველანი ყურადღებით უსმენენ მთავარ მომხსენებელს, შემდეგ კი დისკუსიაში ებმებიან. სწორედ ასე იშვა მანჰეტენური პროექტის იდეა, რომელმაც დასაბამი მისცა აშშ-ს ბირთვულ პროგრამას. თანაც, როგორც ავტორიტეტული მკვლევარები ამტკიცებენ, საქმიანი და პოლიტიკური ელიტის საშინაო ურთიერთოებების ამერიკული სისტემა ძლიერ წააგავს "აზიურ" მოდელს. ხოლო დასავლეთში პოპულარული დოკუმენტები, რომლებშიც დეტალურად არის ჩამოწერილი მხარეების უფლებები და მოვალეობები, გარკვეული დონის იქით მნიშვნელოვან როლს უკვე არ ასრულებენ. გადაწყვეტილების მიღებისას უმთავრესი არგუმენტია - საიდუმლო შეკრებიდან ვინმეს რეკომენდაცია ან ავტორიტეტული სიტყვა.
სოდომიზაცია
რიტუალი "ბოჰემურ კორომში", 1960 წ.

"კორომში" მომუშავე მომსახურე პერსონალის მოსყიდვის წყალობით, "ბოჰემური კორომის" საიდუმლოებანი პირველად ჟურნალისტმა ალექს ჯონსმა გადაიღო და აჩვენა ფილმებში "ბოჰემური კორომის ბნელი საიდუმლოებანი" და "სიკვდილის ორდენი", სადაც მან თვალნათლივ წარმოაჩინა Bohemian Grove, Skull & Bones-ისა და სხვა ოკულტური საზოგადოებების ურთიერთკავშირები. ფილმის ავტორი ამტკიცებს, რომ "თამაშის დასასრული" - ახალი მსოფლიო წესრიგისთვის, მსოფლიო მთავრობისთვის მხოლოდ დასაწყისია. ავტორის მტკიცებით, "ელიტა" ამზადებს დედამიწის მოსახლეობის 80% ამოწყვეტას, მაშინ როდესაც თვითონ გეგმავენ მარადიულად ცხოვრებას მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით.

წყარო: maxpark.com
Назад к содержимому