აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი
ქაოსიდან დამყარებული წესრიგი
ანუ
იდეოლოგიური ძირგამომთხრელი საქმიანობის ოთხი სტადია
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/0fx1BYwCwCI" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ექს - სუკ-ი (КГБ) განმარტავს "იდეოლოგიური ძირგამომთხრელი საქმიანობის ოთხ სტადიას" ... ახლა ყველაფერი ასე ხდება
ამ ვიდეოში, რომელიც ჩაწერილია 1984 წელს სუკ-ის აგენტი იური ბეზმენოვი აღწერს, როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირმა სხვადასხვა ერებში იდეოლოგიური ძირგამომთხრელი საქმიანობის ოთხი სტადიით. იგივე პროცესი მიმდინარეობს პირდაპირ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
იური ბეზმენოვი მაღალჩინოსანი საბჭოთა ოფიცრის შვილი და ბეჭდვითი სააგენტო "Новости"-ს, სუკ-ის ელიტური პროპაგანტისტული ქვეყანყოფილების თანამშრომელია. მისი ერთ-ერთი ამოცანა იყო ჟურნალისტების თანხლება, რომლებიც სტუმრად ჩამოდიოდნენ საბჭოთა კავშირში, რათა დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ ვერ შეიტყვეს სიმართლე ნამდვილი საბჭოური ცხოვრების შესახებ. სისტემაში გაწბილებულმა იური ბეზმენოვმა დატოვა საბჭოთა კავშირი და გადავიდა ამერიკაში.
ამ ინტერვიუში, რომელიც აიღო გ. ედუარდ გრიფინმა, ბ-ნი ბეზმენოვი განმარტავს იმ ნაბიჯებს, რომელსაც საბჭოთა კავშირი იყიენებდა "იდეოლოგიური ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის", რომელიც წარმოადგენდა გრძელვადიან პროცესს, რომლის დროსაც მასებში უნდა შეცვლილიყო რეალობის აღქმა იმ დონეზე, რომ, ინფორმაციის სიუხვისდა მიუხედავად, ვერავის შეძლებოდა მისულიყო გონივრულ დასკვნებთან საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის დაცვის მიზნით.
დღეს გლობალისტური ელიტა ამ პროცესის უფრო რთულ ვერსიას იყენებს. მიუხედავად იმისა, ი. ბეზმენოვის მიერ აღწერილი პრინციპები იდენტური რჩება. და ისინი პირდაპირ ახლა, ჩვენს თვალწინ გამოიყენება.
თუკი შევხედავთ ბოლო 20 წლის განმავლობაში აღსრულებულ მკვეთრ და რადიკალურ გადახრას აშშ-სა და დასავლეთ სამყაროს საზოგადოებრივ დისკურსში, შეიძლება ადვილად გავიგოთ, რომ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ომის რთული ფორმა.
დემორალიზაცია. ის მიმდნარეობდა უკიდურეს შემთხვევაში ორი ათწლეულისა და სრული ძალით ბოლო ათი წლის განმავლობაში. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ელიტის დღის წესრიგი გართობის, განათლების, "უკანასკნელი ცნობებისა" და სოციალური ქსელების მეშვეობით, ყოველდღიურად აისახება ახალგაზრდების ცნობიერებაში. ახალგაზრდობას რყვნიან ყველა შესაძლო მეთოდებით - საკუთარ სქესთან დაკავშირებული აბდა-უბდიდან მოყოლებული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამხედრებით დამთავრებული.
დესტაბილიზაცია. ამ ეტაპზე ბეზმენოვი ახსენებს "ეკონომიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს და განათლების სისტემას". COVID-ის ბლოკირებით გამოწვეული გამანადგურებელი შედეგებით ეკონომიკისთვის, რომელიც შერწყმულია ბოლო დროს აშშ-ს სამოქალაქო არეულობებთან (რომელსაც იწვევენ დაქირავებული აგენტები) შეიძლება თამამად ვამტკიცოთ, რომ დღეს მიმდინარეობს აშშ-ს დესტაბილიზაცია.
კრიზისი და ნორმალიზაცია. ეს ციკლი ისევ და ისევ მეორდება. საზოგადოებაში ჩნდება კრიზისი, რომელიც იწვევს პანიკას და ტანჯვას. ეს კრიზისი შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ კონკრეტული "გადაწყვეტილებით", რომელიც ფაქტობრივად ყოველთვის იგეგმება. ოკულტური ელიტა ამ პროცესს "ქაოსიდან დამყარებულ წესრიგს" უწოდებს.
მართალია, ცივი ომი დასრულდა, მაგრმა ახლა უფრო ძლიერი ძირგამომთხრელი ომი მიდის. მემების, სოციალური ქსელების და YouTube-ზე ატვირთული ვიდეოების მეშვეობით პროპაგანდა ვრცელდება ახალგაზრდობაზე, რომლის მავნეობა მშობლებს გაცნობიერებულიც კი არა აქვტ. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მუდმივად აყენებენ კონკრეტულ იდეებს, სრულიად თრგუნავენ და ცენზურას უქვემდებარებენ საწინააღმდეგო თვალსაზრისს.
დღეს ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა დავიცვათ სიფხიზლე, რადგან ყველაფერი რთულდება და იძაბება. და, თუკი ისინი ამას შეზლებენ, როგორც ი. ბეზმენოვი ამბობს, მათ კლანჭებს ვერსად გავექცევით.
წყარო: https://vigilantcitizen.com/latestnews/ex-kgb-explains-the-four-stages-of-ideological-subversion-its-all-happening-now-video