ტექნოლოგიები - ტვინზე ტელევიზორის მოქმედების ახალი ტექნოლოგიები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ტექნოლოგიები
ტვინზე ტელევიზორის მოქმედების ახალი ტექნოლოგიები
ტექნოლოგიები
მსოფლიოში მცხოვრები ყველა ადამიანი დიდი ხანია ჯიუტად ფიქრობს, რომ ცხოვრობს აწმყოში, მაგრამ ეს არც ისე ზუსტია. მანამ, სანამ ცნობიერებაში მოხვდებოდეს, ინფორმაცია გარესამყაროზე გადის საკმაოდ დიდ გზას ამა თუ იმ ანალიზატორის რეცეპტორიან ტვინამდე.

მონაცემთა ყველაზე სწრაფ გამტარს წარმოადგენს მხედველობის ნერვი (უფრო ზუსტად თვალის ბადურა, რომლის უჯრედები აყალიბებენ მხედველობით ნერვს), რომელსაც მრავალი ფიზიოლოგი განიხილავს არა როგორც ნერვს, არამედ როგორც ტვინის ნაწილს, რომელიც გამოტანილია პერიფერიაზე. მაგრამ მაინც სიგნალის შეყოვნება საკმაოდ დიდი გამოდის - დაახლოებით 80 მილიწამი. ამიტომაც, როდესაც ამა თუ იმ მოვლენას აწმყოში ვუყურებთ, სინამდვილეში უკვე წარსულს ვხედავთ. ეს შეიძლება შევადაროთ ვარკსვლავების დაკვირვებას, რომელსაც ზეცაში ვხედავთ, თუმცა, მრავალი მათგანი უკვე აღარც არსებობს.

ამგვარად, მთელ ვიზუალურ ინფორმაციას ჩვენ აღვიქვამთ 80 მილიწამის შემდეგ, პოსტფაქტუმ, რაც ფიზიოლოგებმა დეტალურად გამოიკვლიეს 1950-იან წლებში, როდესაც ამ ფენომენისთვის მოიფიქრეს შესაბამისი ტერმინიც - flash-lag, ანუ შეყოვნებითი გაელვება. ამ ფენომენის გამოყენებით, რომელსაც ზოგჯერ პოსტდიქციას  (postdiction) უწოდებენ, შეიძლება აღქმის საკმაოდ სახალისო (ერთი შეხედვით) ილუზიების შექმნა.

ერთ-ერთი ასეთი იულზია ა/წ-ის 8 ოქტომბერს საკუთარ საიტზე განათავსა კალიფორნიის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა. ამ ფოკუსის განმარტებას უცებ არ დავიწყებთ, ამიტომ მოდი, თვითონ ნახეთ. ტექსტი ვიდეორგოლში გვთავაზობს მხედველობის კონცენტრირება მოვახდინოთ ეკრანის ცენტრზე და დავიწყოთ ეკრანის ქვემოთ გაელვებების დათვლა.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Mow8Fxj-XzM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ამგვარად, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, სამი გაელვება დავითვალეთ. სინამდვილეში გაელვება იყო მხოლოდ ორი და მესამე ტვინმა თავისით "მიახატა".

ეს არის სწორედ სუფთა სახის პოსტდიქცია: სანამ სიგნალი ტვინში მიდის და იქ მუშავდება, ტვინი ამ შეყოვნებას იყენებს სიგნალების შესაფარდებლად ხმოვანი ანალიზატორიდან, რის შემდეგაც ცნობიერებაში გამოჰყავს სინამდვილესთან სრულიად შეუფერებელი სურათი.

"ილუზიები - მართლაც საინტერესო ფანჯარაა ტვინში", - ამბობს ნოელ სტაილზი, ამ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი. "ილუზიების გამოკვლევით, ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ტვინში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. მაგალითად, როგორ განსაზღვრავს ტვინი რეალობას, როდესაც ის იყენებს ინფორმაციას გრძნობათა მრავალი ორგანოდან, რომლებიც დროთა განმავლობაში ურთიერთწინააღმდეგობრივია?"



ამ ფოკუსს თუ მხოლოდ სახალისო ფსიქოლოგიად განვიხილავთ - მის დახურვას აქვე შევძლებთ. მაგრამ კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი არც თუ მარტივი და უბრალო სამეცნიერო დაწესებულებაა, რადგან აქ მრავალ მნიშვნელოვან საიდუმლო პროექტებს ამზადებენ და მას კონკურენციას მხოლოდ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსტეტი თუ უწევს. სწორედ მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შემუშავდა ცნობიერებაზე ზემოქმედების მრავალი ექსპერიმენტი.

კერძოდ, იმავე 1950-იან წლებში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა აქტიურად გამოიკვლია ცნობიერებაზე ქვეცნობიერი შეტყობინების (subliminal message)  ზემოქმედების მეთოდიკა, რომელიც უფრო ფართედ "25-ე კადრის" სახელწოდებით არის ცნობილი. და აი, მხოლოდ ახლა, ნახევარი საუკუნის შემდეგ, კალტექი წარმოგვიჩენს საოცარი ტექნოლოგიის კიდევ ერთ საიდუმლოს, თუ როგორ შეიძლება ტელევიზორი ადამიანის ტვინზე მოქმედებდეს. ახლა ჩვენ ისიც კი არ ვიცით, კიდევ ასეთი რამდენი ფოკუსია თადარიგში, მაგრამ მოვლენათა განვითარებას ინტერესით დავაკვირდებით.

წყარო: http://thebigtheone.com/?p=2927
Назад к содержимому