ტექნოლოგიები - "... და მოიმატებს ცოდნა" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ტექნოლოგიები
"... და მოიმატებს ცოდნა"
(დან. 12:4)
ტექნოლოგიები
ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი და მკაფიო წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის შესახებ წარმოთქვა თვით უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ:
 
"და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მთ. 24:14).
 
ზეცად ამაღლების წინ ქრისტემ თავის მოწაფეებს დაავალა სახარება ექადაგათ მთელ დედამიწაზე, და მათაც რომის თვალუწვდენელი იმპერიის მთერ ტერიტორიაზე გაიტანეს სახარებისეული ცნობა. მათი საქმე გააგრძელეს მოციქულთა მემკვიდრეებმა, მიუხედავად იმისა, რომ სასტიკ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ წარმართთა მხრიდან, შემდეგ კი მოხდა განდგომილებები თვით ქრისტიანობაშიც.
 
სახარება დღეს იქადაგება 221 ქვეყანაში, სადაც დაფუძნებულია ქრისტიანული ეკლესიები. ბიბლია სადღეისოდ გადათარგმნილია 2062 ენასა და დიალექტზე, და ყოველს შეუძლია ღმრთის სიტყვას გაეცნოს მშობლიურ ენაზე. წელიწადში გამოიცემა 120 მილიონამდე ბიბლია და 500 მილიონამდე ბიბლიის მეორე ნაწილი - ახალი აღთქმა. ზოგიერთი ქვეყნები ჯერაც არ მოუცავს სახარებისეულ უწყებას. არადა, წინასწარმეტყველება, რომელიც სტატიის დასაწყისში გამოვიტანეთ, ამბობს, რომ როდესაც მთელ ქვეყანაზე იქადაგება ეს სახარება, მაშინ მოიწევა აღსასრული".
 
ბიბლიის თანახმად, დროთა აღსასრულს მოიმატებს მის წინასწარმეტყველურ წიგნთა ცოდნა:
 
"შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა" (დან. 12:4).
 
მართლაც, მრავალი საუკუნის განმავლობაში აპოკალიპტური მხეცები და დანიელისა თუ იოანეს გამოცხადების წიგნთა სხვა სიმბოლოები ღმერთმა "დახურა" კაცთა ცნობიერებისთვის. მხოლოდ 19-ე ს-ში "გაიხსნა" ამ წიგნის "ბეჭდები". და რაც საინტერესოა, ეს მოვლენა ერთდროულად მოხდა ძალიან ბევრ ქვეყანაში, როდესაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ზღვებითა და ოკეანეებით დაშორიშორებულ ქვეყნებში, სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები, სწავლობდნენ რა დანიელისა და გამოცხადების წიგნებს, მიდიოდნენ ერთსა და იმავე დასკვნამდე. თითქოსდა ადამიანების თვალს მოსცილდა ლიბრი, და დანიელის წიგნი მთელი თავისი წინასწარმეტყველური სილამაზითა და სიცხადით წარდგა კაცობრიობის წინაშე.
 
ღმრთის დაპირება, რომ ადამიანები წაიკითხავენ დანიელის წიგნს, და ჟამთა აღსასრულს მოიმატებს ცოდნა, სრულიად ზედმიწევნითად აღსრულდა!
 
ეს გასაოცარი "ცოდნის მატება" 19 ს-ში შეეხო არა მარტო ბიბლია, არამედ მეცნიერებასაც: მოხდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ნამდვილი აფეთქება. 19-20 საუკუნეების პერიოდში გაკეთდა დღეისთვის ცნობილი ყველა აღმოჩენის 97%, მაშინ როდესაც ადრინდელ ათასწლეულში მხოლოდ 3%. საუკუნეთა განმავლობაში ცოდნის დონე ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მედიცინის, ასტრონომიის და სხვა მეცნიერებებში პრაქტიკულად მცირედით თუ იცვლებოდა. და მხოლოდ 19-ე საუკუნეში რადიკალურად იცვლება ადამიანთა ცხოვრების წესი.
 
მაგრამ ეს აღმოჩენები ადრინდელ საუკუნეებში ღმრთითდაფარული იყო. მეცნიერთა 1005-იდან, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობდნენ 6000 წლის განმავლობაში, მხოლოდ 80%-ია ჩვენი თანამედროვე. დღეს მსოფლიოში ყოველ წუთს იწერება 2000 გვერდი სამეცნიერო ლიტერატურა. ამ აღმოჩენების წყალობით სახარების შესახებ ცნობა ძალიან სწრაფად ვრცელდება და ამ საქმეში ჩართულია რადიო, ტელევიზია, თანამგზავრული კავშირი, ინტერნეტი, - ეს კავშირები იოლად გადადიან ათასობით კილომეტრიან დაბრკოლებებს.
 
რა თქმა უნდა, ამ გამოგონებებს თავისი მიზნებისთვის იყენებს სატანაც, რომელიც საკუთარი თანაშემწეების დახმარებით სრულყოფს განადგურების საშუალებებს. მეცნიერთა აღმოჩენები და გამოგონებები, რომელთაგან მრავალი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, მიმართულ იქნა იმისკენ, რათა ამ უახლეს ტექნოლოგიებს ადამიანებისთვის ეჩუქებინა სიკეთე და სარგებლობა, მაგრამ კაცთა მოდგმის მტრის ჩარევით მანვე დიდი ნგრევა და სიკვდილი მოუტანა კაცობრიობას. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, თუ სად და რომელ დროებაში ვცხოვრობთ, ასევე ის, რომ ეშმაკი არის - ცრუ, მატყუარა და კაცის მკვლელი და ის წარმატებით აგრძელებს თავის სამუშაოს.
 
მაგალითისთვის ავიღოთ ტელევიზია, რომლის წყალობითაც ვრცელდება სახარება, ასევე მრავალგვარი ცოდნა - ბიოლოგიის, ისტორიის და სხვა სფეროებში. მაგრამ ამასთან ერთად ხშირად მასობრივი ინფორმაციის საშუალოებები ხდება ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის სულიერი გახრწნის მიზეზი. ამას ხელს უწყობს უსასრულო ლათინოამერიკული (და არა მარტო) უაზრო სერიალები, თრილერები, ეროტიკული ფილმები, სადაც ვნება და ბიწიერება წარმოჩენილია მთელი თავისი გამოვლინებებით, დამნაშავეობა, რომელიც კინოეკრანებზე გამოდის იმავე შავი ძალის სცენარითა და "შეკვეთით".
 
მიუხედავად კაცთა მოდგმის ამ გეგმისა ის მაინც წარუმატებლობისთვის არის განწირული. ცოდნა, მაშასადამე, ცნობა ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოვებაზე წარმატებით აგრძელებს თავის მსვლელობას მთელ ქვეყნიერებაზე.
 
ღირს შევჩერდეთ მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა ცნობებზე მთელ მსოფლიოში. ჯერ-ერთი, ეს არის ყველასთვის მისაწვდომი და ძალიან "ჭკვიანი" ინტერნეტი. მეორეც, საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ საკმაოდ გასაოცარ მიღწევებზე რობოტოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. იაპონელებმა შექმნეს ღმერთი-რობოტი და ახლა მას ეთაყვანებიან (ქვემოთ იხ. ფოტოები და ვიდეო).
 

 
ადამიანის მსგავს რობოტს იაპონელმა ინჟინრებმა მინდარი უწოდეს. გამოცემა Japan Times-ის ცნობით, ის გარეგნულად წააგავს მოწყალების მითოლოგიურ ქალღმერთ ქენონს (Canon). ანდროიდის ძირითადი ამოცანაა - უბრალო სიტყვებით აუხსნას ტაძრის მომლოცველებს ბუდას სწავლებანი. ის შემუშავებულია და აწყობილია, მეტიც, ექსპლოატაციაშიც არის შესული. ის ბერებს უკითხავს სუტრებს, ბუდისტები კი მოწიწებით ეთაყვანებიამ მას წელამდე.
 
მეტალისა და პლასტიკატის "ღმერთი" ჯერ კოდაიძის ტაძარში მოიტანეს, რომელიც ქალაქ კიოტოშია განლაგებული. მისი პირველი "გამოსვლა" გახლდათ გულის სუტრას წაკითხვა (აფორიზმებისა და გამონათქვამების კრებული). რობოტმა ბუდისტ ბერებს მოუწოდა გადაელახათ თავიანთი შიშები, რათა მიეღწიათ ნირვანასთვის.
 
რობოტის სიმაღლე 195 სმ-ა, წონა - 60 კგ. ის კოდაიძის ტაძარში იქნება 6 მაისამდე.
 
ეს პირველი ანდროიდი როდია, რომელიც მეცნიერმა-ტექნიკოსებმა ადამიანის მსგავს დონეზე აიყვანეს. არის კიდევ ერთი ადამიანის მსგავსი რობოტი სოფია, რომელიც ბევრად მოგვაგონებს ნამდვილ ქალბატონს.



მანქანას შეუძლია ადამიანთა ქცევის გაანალიზება და თავისი ალგორითმების ადაპტირება მიღებულ ინფორმაციასთან. რობოტი გაააქტიურეს 2015 წლის 19 აპრილს.
 
ამ ანდროიდის შექმქმნელი დევიდ ჰენსონი თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში არაერთხელ ამბობდა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რასაც ის მიზნად ისახავდა, იყო სოფიასთვის მიეცა ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სწრაფად ამოიცნობდა ვიზუალურ ინფორმაციას, მათ შორის ადამიანებს ამოიცნობდა გარეგნობის მიხედვით.
 
გარდა ამისა, რობოტს შეუძლია ჟესტების იმიტაცია, და მის სახეზე აისახება ზოგიერთი სახის ემოციაც (სულ დაახლოებით 60 ვარიანტი).



რობოტს შეუძლია გასაუბრება, მაგრამ თემების რაოდენობა და დიალოგის სირთულის დონე ჯერაც შეზღუდულია. ჰენსონის ჩანაფიქრით, სოფია ადამიანების იდეალური თანაშემწე უნდა გახდეს. ასეთ რობოტებს შეეძლებათ არა მარტო მთელი რიგი მოვალეობების შესრულება დიდ ღონისძიებებზე ან პარკებში, არამედ მოხუცთა სახლებშიც.
 
ინჟინერი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში სოფია იმდენად სრულყოფილი გახდება, რომ შეძლებს სოციალური ურთიერთობის ჩვევების ათვისებასაც. მას მუდმივად ამუშავებენ და სრულყოფენ. მაგალითად, 2018 წლის იანვრიდან რობოტს დაუმატეს ორი ემოცია და ფეხები, რათა მას დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლებოდა.
 
ბუნებრივია, რომ სოფიას გამოჩენისთანავე შეუტიეს ჟურნალისტებმა.



არავის სურდა ხელიდან გაეშვა შეკითხვის დასმის შესაძლებლობა (მათ შორის საკმაოდ არასტანდარტულისაც). ზოგჯერ პასუხები სრულიად უაზრო იყო, მაგრამ ზოგიერთმა მაინც გამოიწვია წარუშლელი შთაბეჭდილებანი. CNBC-ის ჟურნალისტის ენდრიუ როს სორკინის შეკითხვაზე, აქვთ თუ არა რობოტებს გონება და თვითშეგნება, სოფიამ უპასუხა: "ნება მიბოძეთ საპასუხოდ გკითხოთ: საიდან იცით, რომ ადამიანი ხართ?"
 
2017 წლის 11 ოქტომბერს სოფია აჩვენეს გაეროს წევრებს. მას პირადად ესაუბრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე ამინა მოჰამედი. ერთი წლით გვიან რობოტი უკრაინაში ჩაიტანეს, სადაც ტელეარხ "1+1"-ის სტუდიაში მან მისცა მცირედი ინტერვიუ. სოფია ნამყოფია რუსეთშიც.

2017 წლის 25 ოქტომბერს ადამიანის მსგავსი რობოტი სოფია საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული "მომავლის საინვესტიციო ინიციატივის" სამიტზე, რომელიც ელ-რიადში ჩატარდა. "მე მოხარული ვარ, რომ ასე დამაფასეს. ეს არის ისტორიული მომენტი, და ძალიან მიხარია, რომ ვარ პირველი რობოტი, რომელიც ოფიციალური მოქალაქე გახდა", - თქვა რობოტმა სოფიამ მისთვის მოქალაქეობის მინიჭების ცერემონიაზე.

იაპონიასა და აშშ-ში აწარმოებენ და ჰყიდიან სექს-რობოტებს - მამაკაცებს და ქალებს, მცველ რობოტებს, ოფიციანტ, გამყიდველ და ტაქსისტ რობოტებს; ისინი ეუფლებიან სხვადასხვა სპეციალობებს და ამ ქვეყნებში სხვადასხვა დანიშნულებას ატარებენ.

რობოტიზაცია ძალას იკრებს, ანტიქრისტეს დროს მისი ორიგინალური ასლი ყოველ კუთხეში დაიდგმება, ყოველ საწარმოში. რობოტი-ანტიქრისტე ნაკლებად იქნება განსხვავებული თვით ანტიქრისტესგან. შეგვიძლია მომავლის ასეთი სცენარიც წარმოვიდგინოთ: ვინც რობოტს არ სცემს თაყვანს მომენტალურად იქნება მოკლული. რობოტი ხელს გაიშვერს იმ ადამიანისკენ, რომელიც მას თაყვანს არ სცემს, და ხელიდან გამოტყორცნილი ლაზერული სხივით ადამიანს მომაკვდინებელ ჭრილობას მიაყენებს. წმიდა იოანე მოციქული გვაფრთხილებს:

"და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15).
 
მაგრამ ამგვარ კერპებს თაყვანს სცემენ მხოლოდ უკეთურნი. დიდი ჭირვების დროს მცხოვრები ქრისტიანები, უმეტესწილად არ შეუშინდებიან სიკვდილს და ანტიქრისტეს თაყვანს არ სცემენ.

თითოეულმა ჩვენთაგანმა უკვე ახლა, სანამ გვიან არ არის, უნდა გადაწყვიტოს საკითხი ღმრთისადმი ერთგულებისა და მსახურების ხარისხზე, და თუ აუცილებელია, გამოასწოროს თავისი გზები. გზა კი ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ მიგვითითა:

"მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ" (ინ. 14:6).

რობოტები უკვე ადამიანებივით არიან: ანდროიდები უკვე ცვლიან ადამიანებს. რობოტების ერა მოახლოვდა.


საიტი "აპოკალიფსისი". მასალა მომზადებულია ინტერნეტ წყაროების მიხედვით. 2023 წ.
<iframe width="1280" height="4720 src="https://www.youtube.com/embed/wr32JoO31u0?si=5uNMsgQn6xt3mwYT" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/5C9hhmAnYsM?si=GIAgu5AvAYGc9mH3" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
<iframe width="1280" height="720 src="https://www.youtube.com/embed/wr32JoO31u0?si=5uNMsgQn6xt3mwYT" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
Назад к содержимому