სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
რომელმაც ქრისტე შეიყვარა.
იობის წიგნის წმიდა მამებისეული განმარტება
ავტორი: პ. ი. მალკოვი, ღვთისმეტყველების კანდიდატი.
ავტორისგან
წიგნი, რომელსაც ახლა ეცნობა მკითხველი, - გახლავთ მისი ავტორის მთელი რიგი წარუმატებელი მცდელობების შედეგი თანამედროვე ქრისტიანულ ლიტერატურაში ეპოვა მკაფიო და გაშლილი პასუხები იმ კითხვებზე, რაც გარდაუვალად იბადება ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ტექსტის - იობის წიგნის ყურადღებით წაკითხვისას.
პატიოსნად უნდა ვაღიაროთ: განმარტებისთვის საკმაოდ რთული იობის წიგნი, უფრო მეტად აიძულებს მის თანამედროვე მკვლევარებს შემოიფარგლონ მხოლოდ ამა თუ იმ ცალკეული საღვთისმეტყველო საკითხებით, რომლებიც დაკავშირებულია ძველაღთქმისეული ტანჯული მართლის ისტორიასთან; ამასთან ასეთი მეცნიერები, როგორც წესი, საერთოდ გაურბიან რაიმე მკაფიო აზრობრივ განზოგადებებს, რომლებიც იობის ისტორიის სიღრმისეულ არსთან არის დაკავშირებული.
თანამედროვე ავტორები აქტიურად არიან დაკავებულნი ბიბლიიური ტექსტის ჟანრობრივი თავისებურებების კვლევით, ავლენენ მის ცხად ლიტერატურულ პარალელებს ძველაღმოსავლურ ლიტერატურასთან. ისინი თავიანთ სამეცნიერო ნაშრომებში ეხებიან ძეგლის შექმნის თარიღსაც და მისი ავტორობის პრობლემასაც. ისინი აგრეთვე ყურადღებას აქცევენ იობის ცხოვრების ეპოქის სხვადასხვა მომენტებს, რომლებიც ბიბლიური ტექსტის ისტორიულ და ყოფით რეალიებშია ასახული.
მთავარი კითხვებია: რატომ დაუშვა რმერთმა იობის ტანჯვა? და: როგორი სულიერი ნიჭები მიიღო ძველაღთქმისეულმა მართალმა თავისი უბედურებების შედეგად? - ეს კითხვები თითქმის უპასუხოდ რჩება; ეს კითხვები, როგორც წესი, თანამედროვე ავტორების მიერ მხოლოდ გაკვრითღა არის განხილული.
რა თქმა უნდა, მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ახალ დროში (მათ შორის XIX-XXI საუკუნეების ჩვენს სამამულო ბიბლეისტიკაში) იობის წიგნზე არავითარი ნაშრომი არ ყოფილიყოს დაწერილი, რომლებიც წარმატებით წარმოაჩენენ მის სულიერ აზრს; რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. არსებობს ძალიან კარგი წიგნები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეხებიან იობის წიგნის საღვთისმეტყველო და ზნეობრივ შინაარსს და ამასთან საკმაოდ ზუსტად ეხებიან მის უმნიშვნელოვანეს აზრობრივ კვანძებს. აქ დავასახელებ, მაგალითად, ა. მ. (არქიმანდრიტ თევდორე) ბუხარევის შრომას "წმიდა იობ მრავალტანჯული: მისი დროისა და განსაცდელის მიმოხილვა, მისი წიგნის მიხედვით" (См.: Бухарев А. М. Святой Иов Многострадальный: Обозрение его времени и искушения, по его книге. М., 1864), ასევე ფ. ნ. კოზირევის ძალიან საინტერესო და მკაფიო თანამედროვე ბროშურა სახელწოდებით: "წმიდა იობის განსაცდელი და გამარჯვება" (Козырев Ф. Н. Искушение и победа святого Иова. СПб., 1997).
წიგნის ზნეობრივი სწავლების ცალკეული ასპექტები გახსნილია ვ. რომანენკოს "კომენტარებში" (Романенко В. Комментарии // Иов. Киев, 2013). როგორც მე წარმომიდგენია, აქ სრულიად სწორად არის განაწილებული აზრობრივი აქცენტები - იობის წიგნის სულიერი შინაარსთან მიმართებაში. აღსანიშნავია ასევე დეკ. გენადი ეგოროვის საზოგადო სასწავლო კურსი: "ძველი აღთქმის წმიდა წერილი" (Священник Геннадий Егоров. Священное Писание Ветхого Завета. Курс лекций. М., 2011).
ამასთან ერთად ახალი დროების ავტორთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც წერენ იობის წიგნთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არანაირად სარგებლობენ იმ უმნიშვნელოვანეს სარწმუნოებრივ და ზნეობრივ-საღვთისმეტყველო მასალას, რომელსაც გვთავაზობს - იობის წიგნთან დაკავშირებით - წმიდა მამებისეული ეგზეგეტური ტრადიცია. მაგრამ, სწორედ წმიდა მამათა მემკვიდრეობაში შეგვიძლია სწორედ აღმოვაჩინოთ ყველა საჭირო პასუხი იმ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, რაც უჩნდება იობის წიგნის თანამედროვე მკითხველს. ისეთმა უძველესმა საეკლესიო მწერლებმა, როგორებიც იყვნენ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. გრიგოლ დიდი, ღირ. ევსუქი იერუსალიმელი, ილიმპიადორი, ბრმა დიდიმე და ზოგიერთი სხვა, ძირითადად უკვე გადაწყვიტეს - თანაც მრავალი საუკუნის წინ - ყველა ის გაუგებრობანი, რაც თან ახლავს ჩვენს დღევანდელ მიმართებას იობის წიგნის ტექსტისადმი. სწორედ ამიტომ, იობის ღვაწლის ნამდვილი სულიერი აზრის გასაგებად აუცილებელია მივმართოთ მათ თხზულებებს.
სწორედ ეს მინდა შევთავაზო დღეს წინამდებარე წიგნის მკითხველს, რომელიც მოწოდებულია გახდეს ერთგვარი შესავალი იობის ისტორიის წმიდა მამებისეულ ეგზეგეტურ ტრადიციაში. მაშ, მოდი, ერთად ვცადოთ დავინახოთ ძველ საეკლესიო მწერალთა ის ძირითადი (უდავოდ - ღმრთითშთაგონებული) ინტუიციები, რომლებიც გვიხსნიან იობის ღვაწლის სულიერ აზრსა და მნიშვნელობას.
თავიდანვე უნდა ვაღიარო ის, რომ ამ წიგნის დაწერისას (რომელიც სულაც არ აცხადებს პრეტენზიას აკადემიური გამოკვლევაზე) დასაშვებად ჩავთვალე მკითხველისთვის შემეთავაზებინა ჩემ მიერ დამოწმებული წმიდა მამებისეული მსჯელობებისა და ციტატების საკუთარი გაშლილი და აზრობრივი კომენტარიც. ამასთანავე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მუდმივად მივისწრაფოდი სწორად მივყოლოდი წმიდა მამებისეული განმარტებების ზოგად საღვთისმეტყველო და ზნეობრივ შინაარსს, პატივისცემით და ფაქიზად მოვპყრობოდი ძველ საეკლესიო მწერალთა იდეებსა და სულიერ ჭვრეტებს. რამდენად შევძელი ეს - მკითხველმა განსაჯოს...
ასევე შევნიშნავ, რომ ეს წიგნი შეიქმნა ლექციათა სპეცკურსის შედეგად, რომელიც ავტორმა წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეეტის დამატებითი განათლების ფაკულტეტის მსმენელთათვის ჩაატარა.
მინდა მადლობა გადავუხადო დახმარებისთვის ყველას, რომელთა გარეშეც შეუძლებელი გახდებოდა ამ ნაშრომის დაწერა და მისი მომზადება პუბლიკაციისთვის: იღუმენ დიონისეს (შლენოვს), დეკ. გენადი ეგოროვს, მღვდლ დიონისე ლობოვს, მღვდელ ანტონი ბორისოვს, დიაკვან პავლე ერმილოვს, დიაკვან სერგი ზაპლატნიკოვს, ვ. ვ. პეტროვს, პ. ბ. მიხაილოვს, ა. რ. ფოკინს და ნ. ს. სერებრიაკოვას.
წყარო: რეკომენდებულია გამოსაცემად რმე-ს საგამომცემლო საბჭოს მიერ. М.: Изд-во Сретенского монастыря, 2014. – 880 с.
ნაშრომის ქართული თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ. თებერვალი.