საუბრები ბიბლიაზე - ფსალმუნები ყველა შემთხვევისთვის - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ფსალმუნები ყველა შემთხვევისთვის
წმ. დავით ფსალმუნთმგალობელი
ეკლესიის წმიდა მამათა: ღირ. ეფრემ ასურელის და წმ. ათანასე დიდის რჩევებითა და დარიგებებით - ფსალმუნში შეიძლება გამოვყოთ ფსალმუნები სხვადასხვა ცხოვრებისეული შემთხვევებისთვის.
 
 
ხოტბა-დიდებითი და სამადლობელი ფსალმუნები
 
მათ განეკუთვნებიან ფსალმუნები, რომლებშიც გამოხატულია ღვთისმოშიშება, მოკრძალება ღმრთის, როგორც შემოქმედისა და სამყაროს განმგებელის წინაშე, მადლობა მისი მრავალგვაროვანი ნიჭებისთვის, რომელიც გარდამოუვლინა მან ებრაელ ერს ან ფსალმუნთმგალობელს, და უხვად ანიჭებს მის წმიდა ეკლესიას. ასეთი ფსალმუნი სულ 55-ია.
 
ესენია ფსალმუნები: 8, 17, 20, 29, 32, 33, 45–47, 64–67, 74, 75, 80, 86, 91, 92, 94–99, 102–107, 110, 112, 117, 121, 123, 125, 128, 133–135, 137, 143–150.
 
 
ლოცვა-ვედრებითი ფსალმუნები
 
ლოცვა-ვედრებით ფსალმუნებად იწოდებიან ისინი, რომლებშიც მათი მწერლები მიმართავენ ღმერთს რაიმე სათხოვარით, ან ღაღადებით შემწეობისა და თანადგომისთვის, ან კიდევ გამოხატავენ ღრმა წუხილს მსოფლიოს გახრწნისთვის, ან აღშფოთებულნი არიან უკეთურთა თავგასულობით, ითხოვენ მათ დასჯას და ა. შ. ამგვარი ფსალმუნების გარეგან განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ვედრებანი: "უფალო, შეგვიწყალენ", "უფალო, გვაცხოვნენ", "შეისმინე ჩვენი უფალო" და სხვა. ამგვარ ფსალმუნებს განეკუთვნებიან:
 
ფსალმუნები: 3–7, 9, 12, 15, 16, 21, 24, 27, 30, 34, 37–40, 43, 50, 53–55, 58–60, 63, 68–70, 73, 76, 78, 79, 82–87, 89, 93, 101, 108, 119, 122, 129, 139–142.
 
 
ფსალმუნები 6, 31, 37, 50, 101, 119, 142, გამოხატავენ ადამიანის სინანულს ჩადენილი ცოდვებისთვის და ამის გამო
 
 
სამოძღვრო ფსალმუნები
 
სამოძღვროდ იწოდებიან ფსალმუნები, რომლებშიც უფრო მეტად მოცემულია განსჯა ავტორის პირადი ან ერის ცხოვრების ვითარებებზე. მათ განეკუკთვნება ყველა ფსალმუნი წარწერით "სწავლება".
 
ასეთი ფსალმუნებია: 1, 2, 10, 11, 13, 14, 18, 19, 22, 23, 31, 35, 36, 41, 42, 48, 49, 51, 52, 57, 61, 67, 81, 100, 111, 118, 120, 124, 126, 127, 130, 131, 132, 136, 138.
 
 
მესიანური ფსალმუნები
 
მესიანურად იწოდება ის ფსალმუნები, რომლებშიც მოცემულია წინასწარმეტყველება ახალაღთქმისეულ დროებაზე და, უპირატესად, იესუ ქრისტეზე. ეს ფსალმუნები არ გამოიყოფა დამოუკიდებელ ჯგუფად: მესიანური ნიშნები ახასიათებს ყველა ჯგუფის ფსალმუნს.
 
მესიანურად მიიჩნევა შემდეგი 23 ფსალმუნი: 2, 8, 15, 19, 21, 39, 40, 44, 46, 50, 67, 68, 71, 77, 88, 94, 96, 101, 117, 118, 129, 131, 142.
 
 
 
გრძნობათა გამომხატველი ფსალმუნები
 
ღმრთის დიდება შემოქმედებისა და განგებულებისთვის, უფრო კი ადამიანებზე გადმოღვრილი კეთილმოწყალებისთვის: 102
 
ღმრთის დიდება მორწმუნის განსაკუთრებული დაცვისთვის: 2
 
ღმრთის კურთხევის გარეშე შეუძლებელია წარმატებული იყო საკუთარ საქმეებში: 126
 
ღმრთის განგებულება მორწმუნეზე და მისი არჩევა მარადიული ცხოვრებისთვის: 138
 
წუხილი ცოდვათა გამო, და ვედრება ღმრთისადმი, რათა შეგვიწყალოს განკითხვის დღეს: 37
 
მორწმუნის სურვილი ღმერთთან შეერთებისა და სასოება ღმრთისადმი ცხოვრებისეულ უბედურებებში: 41
 
მართალთა ნეტარება და უკეთურთა წარწყმედა: 1
 
ჭეშმარიტი მართლისა და მარადიული ცხოვრების მემკვიდრის თვისებები: 14
 
ღმერთი მიუტევებს საკუთარი ცოდვების მონანულ თავმდაბალ ადამიანს: 31
 
არ უნდა გვშურდეს ცოდვილთა ბედნიერების, არამედ შევხედოთ მომავალს და გულისხმავყოთ რა ხვედრი ელით მართლებსა და უსჯულოებს:36
 
უფლის სახიერების განდიდება და სასოება მისდამი: 90
 
მორწმუნის სიმტკიცე დევნულებებში და სასოება ღმრთის მფარველობისადმი: 26
 
ლოცვა ზეციური სამშობლოსადმი: 136
 
 
მთავარი აზრის გამომხატველი ფსალმუნები
 
ყოველ ფსალმუნში შეიძლება გამოვყოთ მთავარი აზრი. ამ ნიშნით ყველა ფსალმუნი შეიძლება დავყოთ ჯგუფებად:
 
ღმრთის თვისებათა დიდება: 8, 17, 18, 23, 28, 33, 44, 45, 46, 47, 49, 65, 75, 76, 92, 94, 95, 96, 98, 103, 110, 112, 113, 133, 138, 141, 144, 148, 150.
 
მადლობა ღმერთს კეთილთა მიმართ წყალობისთვის: 22, 33, 35, 90, 99, 102, 111, 117, 120, 144, 145.
 
ღმრთის სახიერების განდიდება ცალკეულ პირთადმი მოწყალე დამოკიდებულებისთვის: 9, 17, 21, 29, 39, 74, 102, 107, 115, 117, 137, 143.
 
ვედრება ღმრთისადმი ცოდვათა მიტევებისთვის: 6, 24, 31, 37, 50, 101, 129, 142.
 
ღმრთისადმი სასოება სულიერი მშფოთვარებისას: 3, 12, 15, 21, 26, 30, 53, 55, 56, 60, 61, 68, 70, 76, 85, 87.
 
ღმრთისადმი მიმართვა ღრმა მწუხარებისას: 4, 5, 10, 27, 40, 54, 58, 63, 69, 108, 119, 136, 139, 140, 142.
 
შეწევნის თხოვნა ღმრთისადმი: 7, 16, 19, 25, 34, 43, 59, 66, 73, 78, 79, 82, 88, 93, 101, 121, 131, 143.
 
ტაძარში სიარულის სურვილი: 41, 42, 83.
 
სამოძღვრო ფსალმუნები სიკეთესა და ბოროტებაზე: 1, 5, 7, 9, 10, 11, 13, 14, 16, 23, 24, 31, 33, 35, 36, 49, 51, 52, 57, 72, 83, 90, 91, 93, 111, 120, 124, 126, 127, 132.
 
ღმრთის სჯულის შესახებ: 18, 118.
 
ცხოვრების ამაოებაზე: 38, 48, 89.
 
მმართველთა მოვალეობების შესახებ: 81, 100.
 
წინასწარმეტყველური ფსალმუნები: 2, 15, 21, 39, 44, 67, 71, 96, 109, 117.
 
ხოტბა-დიდებითი ფსალმუნები: 112, 113, 114, 115, 116, 117.
 
 
ფსალმუნები სხვადასხვა შემთხვევისთვის
 
თუ გსურს განმტკიცდე ღმრთისადმი სასოებაში და თავი დაიცვა უწმინდურ სულთაგან: 90.
 
თუ გსურს ღმერთს სთხოვო წყალობა: 66.
 
ცხოვრებისეული სირთულეებისა და სულიერი უსასოობის შემთხვევაში: 101.
 
თუკი გებრძვის მშფოთვარე აზრები: 136.
 
როდესაც ხედავ ამპარტავნებას და მრავალში ბოროტების მატებას, ხედავ, რომ ადამიანებში უკვე აღარაფერია წმინდა: 11.
 
როდესაც ხედავ დაჩაგრულებს, ანუგეშე ისინი, და ილოცე მათთვის 19-ე ფსალმუნი.
 
როდესაც ვინმეს სურს შენი შეშფოთება ან შეშინება, დაენდე უფალს და წაიკითხე 10-ე ფსალმუნი.
 
დევნულებისა და მტრებისგან შევიწროების დროს, ასევე მაშინ, როდესაც მრავალნი აღდგებიან შენ წინააღმდეგ: 3, 24, 26, 41, 139.
 
თუკი გსურს განმტკიცდე თავდამსხმელი მტრის წინააღმდეგ: 38.
 
როდესაც ხედავ მზაკვრებს, რომლებიც მახეს გიგებენ: 5, 7.
 
თუკი მტრების ბოროტგანზრახვები გრძელდება - სულიერად ნუ დაეცემი, თითქოსდა მიგატოვა უფალმა, არამედ მოუწოდე მას და ილოცე: 12, 25, 34, 42-ე ფსალმუნები.
 
თუკი განიცდი ჭირვებას თავმდამსხმელთაგან და გსურს გაიგო მოთმინების სარგებლობა: 39.
 
თუკი ინანიებ ჩადენილ ცოდვას და ღმერთს შეწყალებას ევედრები: 50.
 
თუკი გსურს ისწავლო, როგორ უნდა მადლობდე ღმერთს: 28, 104, 106, 134, 145-150.
 
მადლობა უფლისადმი, როდესაც მან შეისმინა შენი ვედრება ჭირვებაში: 4, 74, 114, 45.
 
როდესაც გადაურჩი შენს მტრებს, გათავისუფლდი შენი მადევრებისგან: 17, 9.
 
როდესაც ხედავ, რომ უფალი გმწყემსავს და კეთილად წარმართავს შენს ცხოვრებას: 22.
 
თუკი მტრებს ჩაუვარდები ხელში, მაგრამ ბრძნულად დააღწევ თავს და მათ ბოროტგანზრახვებს გაექცევი: 33.
 
მძიმე ცოდვებისგან თავდასაცავად: 18.
 
დემონთა თავდასხმების წინააღმდეგ: 45, 67.
 
შენზე აღმართული ბრალდებებისა და ცილისწამებების შემთხვევაში: 4, 7, 36, 51.
 
სულის სიმდაბლისთვის: 5, 27, 43, 54, 78, 79, 138.
 
როდესაც მტრები კვლავ ეძიებენ შენს წარწყმედას: 34, 25, 42.
 
მადლობა მტრებზე გამარჯვებისთვის: 17.
 
გლოვასა და უბედურებებში: 3, 12, 21, 68, 76, 82, 142.
 
ანგარიშმიუცემელი გლოვისა და უსასოობის შემთხვევაში: 26, 90, 101.
 
მტრებისგან თავდაცვის, თავდასხმების, ასევე ადამიანთა და სუპოსტატთა მზაკვრობების შემთხვევაში: 3, 37, 2, 49, 53, 58, 90, 139.
 
ჭირვებასა და უბედურებებში, ღმერთმა რომ შეისმინოს შენი ლოცვა: 16, 85, 87, 140.
 
როდესაც ღმრთისგან ითხოვ წყალობას: 66.
 
თუკი გსურს, როგორ უნდა მადლობდე უფალს: 28.
 
რათა არ იძუნწო და უხვად გასცე მოწყალება: 40.
 
უფლის ხოტბა-დიდება: 23, 88, 92, 95, 110, 112, 113, 114, 133, 138.
 
სნეულებებში: 29, 46, 69.
 
სულიერი ფორიაქის შემთხვევაში: 30.
 
დაჩაგრულთა ნუგეშისცემა: 19.
 
როდესაც გვებრძვიან ჯადოქრები: 49, 53, 58, 63, 139.
 
როდესაც გაქვს ჭეშმარიტი ღმრთის აღსარების (აღიარების) მოთხოვნილება: 9, 74, 104, 105, 106, 107, 117, 135, 137.
 
სულიერი სიხარულისას: 102, 103.
 
როდესაც გესმის, როგორ გმობენ ღმრთის განგებულებას: 13, 52.
 
როდესაც ხედავ, როგორ ხარობენ უკეთურნი, მართალნი კი იტანჯებიან, და ამის გამო არ დაბრკოლდე: 72.
 
მადლობა ღმრთის ყოველი კეთილმოწყალებისთვის: 33, 45, 47, 64, 65, 80, 84, 97, 115, 116, 123, 125, 134, 145, 148, 149.
 
დევნულებათა დროს: 53, 55, 56, 141.
 
მშვიდობიანი აღსასრულის სავედრებლად: 38.
 
სურვილი მარადიული სასუფევლის დამკვიდრებისა: 83.
 
მიცვალებულთათვის: 118.
 
როდესაც მზაკვარი (სუპოსტატი) გებრძვის: 67, 142.
 
სინანულის ფსალმუნები: 6, 24, 31, 37, 50, 56, 101, 129, 142.
 
როდესაც სევდა დაგძლევს: 101.
 
ლოცვა იმისთვის, რომ ღმერთმა შეისმინოს შენი ვედრება: 140.
 
 
წყარო: azbyka.ru

პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ.
Назад к содержимому