სწავლანი > საეკლესიო სამართალი
VII მსოფლიო კრება და საკითხი მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულებულ ხელდასხმათა სინამდვილის შესახებ
შემდგენელი: ვ. ბ. სინილშიკოვი
ხატმებრძოლ-ეპისკოპოსთა მიღების წეს-განგების განხილვა შედგა კრების პირველ სხდომაზე (I საქმე 24.09.787 წ.). ტექსტის დიდი მოცულობის გამო ქვემოთ სრულად ვიმოწმებთ სამ საკვანძო ფრაგმენტს და მოკლედ გადმოვცემთ მათ შორის მიმდინარე განხილვებს. ფრაგმენტების სათაურები მოცემულია შემდგენელის მიერ. ქვემოთ დამოწმებულია შემდგენლის კომენტარები.
ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ მართლმადიდებლური ეკლესიის ფარგლებს გარეთ მიღებული ხელდასხმის ამღიარებელი კანონის უნივერსალურობა.
I. ყოფილ ხატმებრძოლ იერარქთა ეკლესიაში მისაღებად ნიკეის მე-8 კანონის გამოყენების განხილვა
... უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "ჩვენ მოვისმინეთ მათი (ხატმებრძოლ-ეპისკოპოსთა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ხატმებრძოლთა კრებაზე) განმარტება, და მათი გამართლება".
წმიდა კრებამ თქვა: "დიახ, მეუფეო"!
იოანემ, პატივდებულმა ბერმა და პრესვიტერმა, ანტიოქიის სამოციქულო საყდრის ადგილნაცვალმა, თქვა: "უწმიდესო მამაო! მრავალი დაჟინებით გვეკითხება, თუ როგორ გვმართებს მწვალებლობისგან მოქცეულთა მიღება; და ჩვენ ვთხოვთ წმიდა და კურთხეულ კრებას, მოიტანოს წმიდა მამათა წიგნები, რათა წაკითხვისა და განხილვის შემდეგ, მათი მეშვეობით შევძლოთ ზუსტი წარმოდგენის შექმნა, თუ როგორ მივიღოთ მოქცეულნი, რადგან გაურკვევლობაში ვართ".
კონსტანტინემ, კვიპროსის უწმიდესმა ეპისკოპოსმა, თქვა: "გთხოვთ, უნეტარესო მეუფეო, დაე წარდგენილ იქნან ზემოთხსენებული წიგნები, რატა ეს ღირსსაქები წესი სრულიად სწორად შევასრულოთ".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "ღვთისმოყვარე კაცთა, ადგილნაცვალთა და უწმიდეს ეპისკოპოსთა თხოვნის თანახმად, ეს წიგნები მოტანილ უნდა იქნას".
კონსტანტინემ, პატივდებული საპატრიარქოს ღვთივსათნო ნოტარიუსმა, თქვა: "თქვენი სიწმიდის განკარგულებით მოვიტანეთ წმიდა წიგნები, რომლებიც კონსტანტინოპოლის პატივდებული საპატრიარქოს ბიბლიოთეკიდან ავიღეთ, კერძოდ, წმიდა მოციქულთა, წმიდა კრებათა და წმიდა მამის ჩვენის ბასილი დიდისა და სხვა წმიდა მამათა წიგნები".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "დაე წაკითხულ იქნას, უპირველესად, კანონიკურ დადგენილებათა წიგნი".
წმიდა კრებამ თქვა: "დაე წაკითხულ იქნას".
იმავე კონსტანტინემ, ღვთივსათნო დიაკვანმა და პატივდებული საპატრიარქოს ნოტარიუსმა, წაიკითხა: "წმიდა მოციქულთა ორმოცდა მეცამეტე (მეთორმეტე) კანონი: "ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც ცოდვისაგან მოქცეულს არ შეიწყნარებს, არამედ განაძევებს, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, რადგან ის თავისი ქმედებით ქრისტეს ეწინააღმდეგება, რომელმაც თქვა: "... ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა..." (ლუკ. 15,7).
პატივდებულმა ბერმა საბამ და მასთან ერთად მყოფებმა თქვეს: "ეს ცხადია, და ამას ყველა იზიარებს, რადგან ეკლესია ყოველ მონანულს შეიწყნარებს".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "არის სხვა კანონებიც იმავე საკითხზე".
ის წაიკითხა პატივდებული საპატრიარქოს ღვთივსათნო ნოტარიუსმა: "ნიკეის კრების მერვე კანონი: "მათ მიმართ, რომლებიც ადრე თავიანთ თავს "წმინდას" (ერთ-ერთ განხეთქილებაში მყოფთა თვითწოდება) უწოდებდნენ, მაგრამ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისკენ მოექცნენ, წმინდა და დიდი კრება კეთილ ნებას იჩენს და ადგენს, რომ ხელდასხმის შემდეგ ისინი დასში დარჩნენ. უწინარეს ყოვლისა კი მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განწესებებს, ანუ საეკლესიო თანაზიარებაში იქნებიან მეორედ ქორწინებულებთან და დევნილობის ჟამს განდგომილებთან, რომელთათვის მონანიებისა და შენდობის ვადაც განსაზღვრულია. მხოლოდ საჭიროა, რომ ისინი ყოველმხრივ მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის დადგენილებებს. ამრიგად, სადაც ხელდასხმულნი იქნებიან დასში, სოფლებში თუ ქალაქებში, თავიანთ ხარისხში დარჩნენ...." (1).
_________________
1. I მსოფლიო კრების 8-ე კანონი (იხ. https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-apostolov-i-vselenskih-soborov-s-tolkovanijami/93#sel=7:1,7:103 // ქართულად: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=147%3A-i-&catid=34%3A2009-12-29-11-31-18&Itemid=59&lang=ka.
რადგან "მსოფლიო კრებათა საქმეებში" (რომელიც გამოცემულია ყაზანის სასულიერო აკადემიის მიერ) ამ კანონის თარგმანში მოცემულია აზრობრივი შეცდომა, შემდგენელს კანონი მოჰყავს "კანონთა წიგნის" (Книга Правил) მიხედვით. კანონის დასკვნითი ნაწილი, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ ვითარებასთან, კრებაზე არ წაკითხულა.
_________________
თევდორემ, კატანის პატივდებულმა ეპისკოპოსმა, რომელიც არის სიცილიაში, თქვა: "წაკითხულ კანონს არავითარი კავშირი არა აქვს ამ მწვალებლობასთან".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "ჰო, მაგრამ, ის ეხება ყოველგვარ მწვალებლობას".
ეპიფანემ, კატანის ეკლესიის პატივდებულმა დიაკვანმა და სარდინიის არქიეპისკოპოს თომას წარმომადგენელმა თქვა: "ეს კანონი გამოთქმულ იყო "წმიდათა" (იგულისხმება ხსენებული მწვალებლობა - "აპოკ." რედ.) მიმართ".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "როგორი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს ამ ჩვენს დროში კვლავ გაჩენილ მწვალებლობასთან"?
იოანემ, აღმოსავლეთის სამოციქულო საყდრის ღვთივსათნო ადგილნაცვალმა, თქვა: "მწვალებლობა ეკლესიისგან განყოფს ყოველ ადამიანს".
წმიდა კრებამ თქვა: "ეს აშკარაა".
პატივდებულმა ბერებმა თქვეს: "ამ კანონში ნათქვამია, რომ მწვალებელთა მიერ ხელდასხმულები უნდა შევიწყნაროთ".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "მაგრამ, როგორ უნდა გავიგოთ სიტყვა "ხელდასხმა""?
პატივდებულმა ბერებმა თქვეს: "მეუფეო! გთხოვთ დაგვარიგოთ".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "სიტყვა "ხელდასხმა" შეიძლება აქ უბრალოდ კურთხევას გულისხმობდეს და არა ქიროტონიას".
ქებულმა წარჩინებულებმა თქვეს: "თუკი სხვა არანაირი წინაღობა არ არის, მაშინ ამგვარი სინანულისთვის დე შეწყნარებულ იქნან კანონების შესაბამისად".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "თვალი მივადევნოთ სხვა კანონებსაც მწვალებელთა შესახებ".
(იკითხება წმ. ბასილი დიდის 1-ლი (ფრაგმენტი ენკრატიტების შესახებ) (2), ასევე მთელი რიგი წმიდა მამებისეული ტექსტები, რომლებიც კანონიკურ კრებულებში არ შესულა - წმ. ბასილი დიდის წერილების ფრაგმენტები ევსებიანელებს (3), დასავლელებს (4), ტერენტის (5), მესამე მსოფლიო კრების საქმის ფრაგმენტი განსაზღვრებით მესალიანელთა წინააღმდეგ (ევქაიტები) (6), მაქსიმე დიაკვნისადმი წმ. კირილე ალექსანდრიელის მიერ მიწერილი წერილების ფრაგმენტები (7) და პრესვიტერ გენადისადმი (8)).
_________________
2. წმ. ბასილი დიდი. პირველი კანონიკური ეპისტოლე ამფილოქესადმი (კანონი 1), ფრაგმენტი.
3. წმ. ბასილი დიდი. წერილი 243 (251). ევსებიანელებს, ფრაგმენტი.
4. წმ. ბასილი დიდი. წერილი 255 (263). დასავლელებს (Письмо 255 (263). К западным).
5. წმ. ბასილი დიდი. წერილი 95 (99). ტერენტის, კომიტოსს, ფრაგმენტი.
6. მესამე მსოფლიო კრების საქმეები მესალიანელთა, ანუ ევქიტთა წინააღმდეგ.
7. წმ. კირილე ალექსანდრიელი. წერილი მაქსიმე დიაკვანს.
8. წმ. კირილე ალექსანდრიელი. წერილი პრესვიტერ გენადის.
_________________
II. წმ. ათანასე დიდის რუფინიანესადმი მიწერილი პასუხის განხილვა
როდესაც ეს წაიკითხეს, პატივდებულმა ბერებმა თქვეს: "თუკი წმიდა კრება ბრძანებს, დაე მოტანილ და წაკითხულ იქნას წმიდა ათანასეს ეპისტოლე რუფინიანესადმი".
წმიდა კრებამ თქვა: "დაე იყოს, როგორც პატივდებულ ბერებს ნებავთ".
ზემოთხსენებულმა ბერმა სტეფანემ, წიგნი ხელში აიღო და წაიკითხა: "წმიდა ათანასე რუფინიანეს": "ბატონ რუფინიანეს, სასურველ თანამწირველს, ათანასე უფლისა მიერ გახარებ... რადგან კეთილმოყვარე და საეკლესიო არის ასეთი შეკითხვა და შენს კეთილ მოკრძალებულობას შეშვენის. შენ გვეკითხები იმათ შესახებ, ვინც ჭირისგან იძულებულია, მაგრამ ბოროტი მორწმუნეობით არ გახრწნილა და გსურს, რომ მოგწერო, რა ითქვა კრებებზე მათ შესახებ და ყველაფერი, რაც ვიცი. სასურველო უფალო ჩემო, თავიდან, როცა დაცხრა ეს ძალადობა, გარე მხარეთა ეპისკოპოსების კრება შედგა. იყო კრება ელადაში მცხოვრები მღვდლებისაც, აგრეთვე ესპანელებისა და გალიელთა. როგორც აქ, ასევე ყველგან დაადგინეს, რომ დაცემულებს და უღვთოებისკენ გადახრილებს შეენდოთ, თუ მოინანიებენ, მაგრამ სამღვდელო დასთან შეერთების ნება მათ არ ეძლევათ. ხოლო იმათ შესახებ, ვისაც არ სურდა უღვთოება და არ პირველობდნენ ბოროტმორწმუნეობაში, მაგრამ ეს ძალით მოეხვია თავს გაჭირვებისა და იძულების გზით, მათ დაადგინეს შენდობაც და სამღვდელო დასში შერაცხვის უფლების მიცემაც, მით უმეტეს, თუ ისინი ჯეროვნად გასცემდნენ პასუხს, რომ ეს მოხდა გარკვეული მიზეზით და დაამტკიცებდნენ, რომ არ არიან უღვთოების მიმდევრები. იმის გამო, რომ ვინმე უღმერთო არ დაეყენებინათ მათ ადგილას და არ გაეხრწნათ ეკლესია, მათ ირჩიეს, დამორჩილებოდნენ ძალადობას და ეტვირთათ ეს სიმძიმე, ვიდრე წარეწყმიდათ ერი, როცა ამას ამბობდნენ, ჩვენთვის დამაჯერებელი უნდა იყოს მათი სიტყვები, რადგან მაგალითიც მოჰყავთ უდაბნოში მოსეს ძმა აარონი, რომელიც დაემორჩილა ერის მიერ რჯულის გადასვლას, რასაც ასე ხსნიდა: სჯობს ხალხი დარჩეს კერპთმსახურად, ოღონდ არ დაბრუნდეს ეგვიპტეშიო. ცხადი იყო, უდაბნოში დარჩენით დაცხრებოდნენ უღმერთოებისგან, ხოლო თუ ეგვპიტეში დაბრუნდებოდნენ, გაამრავლებდნენ და გაზრდიდნენ თავის უღმერთობას. ამ მიზეზის გამო შენდობა შეიძლებოდა მისი. ასევე შემცდართაც და იძულებით გზააცდენილთაც უნდა მიეცეთ შენდობა და უფლება იყონ კლირში (ეს დაწერილია რომში და მიღებულია რომის ეკლესიის მიერ). ამას ვუცხადებ შენს ღვთისმოსავობას, მტკიცედ დარწმუნებული იმაში, რომ მოიწონებ ამ დადგენილებას" (Послание св. Афанасия Великого к Руфиниану (Правило 3 Афанастия Великого) https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-ottsov-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijami/128) (იხ. ასევე: დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987. გვ. 460-461 – "აპოკ." რედ.).
როდესაც ეს წაიკითხეს, საბამ და მასთან ერთად მყოფმა ბერებმა თქვეს: "ეს არის არა მარტო ათანასეს ხმა, არამედ კრებათა ხმა, რადგან იგივე მამა ამბობს, რომ რომაელებმა და ბერძნებმა მიიღეს იგი. და ეს ხმა განსაზღვრავს მწვალებლობათაგან სინანულით მოქცეულთა მიღებას, მაგრამ არ უშვებს მათ ღმრთისმსახურებამდე".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "მამა ყოველ მოქცეულ მწვალებელზე როდი ამბობს, რომ ის მიღებულ არ იქნას კლირში, არამედ მწვალებლობის მეთაურებსა და მისდამი განსაკუთრებულად ერთგულებზე, და ისეთებზეც, რომლებიც სიტყვით, მართლმადიდებელთა თანდასწრებით, ამოფარებულნი არიან ჭეშმარიტებას, გონებით კი ბოროტმოქმედებენ. თუმცა, მოდი კვლავ წავიკითხოთ იმავე მამის ეს ეპისტოლე რუფინიანესადმი"
და როდესაც იკითხებოდა ადგილი, სადაც ნათქვამია: "დაცემულებს და უღვთოებისკენ გადახრილებს შეენდოთ, თუ მოინანიებენ, მაგრამ სამღვდელო დასთან შეერთების ნება მათ არ ეძლევათ. ხოლო იმათ შესახებ, ვისაც არ სურდა უღვთოება და არ პირველობდნენ ბოროტმორწმუნეობაში, მაგრამ ეს ძალით მოეხვია თავს გაჭირვებისა და იძულების გზით, მათ დაადგინეს შენდობაც და სამღვდელო დასში შერაცხვის უფლების მიცემაც, მით უმეტეს, თუ ისინი ჯეროვნად გასცემდნენ პასუხს, რომ ეს მოხდა გარკვეული მიზეზით", პატივდებულმა ბერებმა თქვეს: "აი, როგორც ვამბობდით, ეს მამა დაცემულებს სამღვდლო ხარისხებში არ შეიწყნარებს".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "არ არის ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ: ეს მამა იმათ, ვინც არ მოთავეობდა მწვალებლობას, არამედ მიდრეკილი იყო ძალადობით, სასულიერო ხარისხებში შეიწყნარებს. ის არ იღებდა მხოლოდ იმათ, ვინც პირველობდა მწვალებლობაში ან თვითონ იყო ახალი მწვალებლობის შემომღები და ეს კარგია, ბრწყინვალეა და სამართლიანია. და ეკლესიამ ხუთჯერ იხილა დევნილი წმიდა ათანასე; რადგან რამოდენიმეჯერ მიაშურა რომს და სამარცხვინოდ განიდევნა იქიდან არიანული მწვალებლობის მოთავეებისგან. ხოლო როდესაც ბრუნდებოდა და კვლავ ხელმძღვანელობდა ეკლესიას, მისი მტრები დროებით იცვლებოდნენ და მას უერთდებოდნენ. თუმცა, მისი წასვლის შემდეგ, კვლავ თამამდებოდნენ, ადრინდელ მწვალებლობას უბრუნდებოდნენ და მართლმორწმუნეთა დევნას იწყებდნენ. ამიტომაც, ვფიქრობ, მამა სწორედ ამდაგვართა მიღების წინააღმდეგი იყო სამღვდლო დასში, რადგან თვით მანაც და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმაც ბევრი ჭირვება განიცადეს მათგან".
პატივდებულმა ბერმა საბამ თქვა: "ეს მამა გულღრძო არ არის".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "ეს აშკარაა: რადგან ის არავის არ მიაგებდა ბოროტს ბოროტებისთვის. არამედ იყო ღმრთისმოშურნე და იცავდა რა ეკლესიას, ის უგუნურად როდი ანიავებდა თავის სიკეთეს, არამედ საღმრთო მოშურნეობას ანიჭებდა უპირატესობას".
იოანემ, პატივდებულმა ბერმა და აღმოსავლელ მღვდელმთავართა ადგილნაცვალმა, თქვა: "ბრწყინვალედ არის განსაზღვრული ეს საზღვარი და გაფრთხილებად გამოადგება ყველა მსმენელს".
ბერები კვლავ შეეკამათნენ და თქვეს: "მათ, ვინც იძულებით მიიდრიკა და ძალადობა განიცადა მამა (სასულიერო ხარისხებში) შეიწყნარებს. ამრიგად, დაე მათ გვითხრან, იყვნენ თუ არა ასე მიდრეკილნი და განიცდიდნენ თუ არა ძალადობას? ამიტომ განუდგნენ ისინი ჭეშმარიტებას?"
იპატიუსმა და მასთან ერთად მყოფმა ეპისკოპოსებმა თქვეს: "ჩვენ ძალადობა არ განგვიცდია, ასევე არც იძულებით მივდრეკილვართ; არამედ, დავიბადეთ რა ამ მწვალებლობაში, მასშივე აღვიზარდეთ".
თევდორემ, კატანის ღმრთივსათნო ეპისკოპოსმა, და მასთან ერთად სიცილიის უწმიდესმა ეპისკოპოსებმა, რომლებიც კატანელ დიაკვან ეპიფანესთან ერთად, სარდინიის ეპისკოპოს თომას ადგილს იკავებდნენ, თქვეს: "წმიდა მამათა წაკითხული განწესებანი წარმოთქმული იყო ნავატიანელებთან, ენკრატიტებთან და არიანელებთან დაკავშირებით; რომელ მათგან უნდა განვაკუთვნოთ ამ მწვალებლობის მოთავენი?"
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "ჩვენ ვხედავთ, რომ მანიქეველებიც არ შეიწყნარებდნენ ხატებს, და მარკიანელებიც, ასევე ქრისტეს ბუნებათა შემრევნიც".
ეპიფანემ, კატანის ეკლესიის დიაკვანმა და სარდინიის ეპისკოპოს თომას ადგილნაცვალმა, თქვა: "ახლა გაჩენილი მწვალებლობა ადრე არსებულებზე ნაკლებად წარმწყმედელია თუ მეტად?"
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "ბოროტება როგორც არის ისე რჩება, განსაკუთრებით საეკლესიო საქმეებში; რაც შეეხება დოგმატებს, მცირეში შეცდებიან თუ დიდში, სულერთია; ამიტომ, როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში ირღვევა ღმრთის სჯული".
იოანემ, პატივდებულმა ბერმა და აღმოსავლელ მღვდელმთვართა ადგილნაცვალმა, თქვა: "ეს მწვალებლობა ყველა მწვალებლობაზე უარესია. ვაი ხატმებრძოლთ! მათი მწვალებლობა ყველაზე უარესია; რადგან ის ქელავს მაცხოვრის საღმრთო განგებულებას".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "ჩვენი მამის ათანასეს მიერ ნათქვამი გვაქეზებს იმისკენ, რომ მივიღოთ ისინი, თუკი პატივდებული ეპისკოპოსები კიდევ რამეში არ შემცდარან".
წმიდა კრებამ თქვა: "დაე წაკითხულ იქნას სხვა მოწმობებიც".
(იკითხება მეოთხე მსოფლიო კრების ფრაგმენტი იუვენალი იერუსალიმელისა (9) და ილირიელ ეპისკოპოსთა (10) შემოერთების შესახებ, ასევე ფრაგმენტი რუფინუსის საეკლესიო ისტორიიდან (11), სოკრატე სქოლასტიკოსის საეკლესიო ისტორიიდან (12, 13) და სხვა).
_________________
9. Деяния четвертого Вселенского собора (о присоединении Ювеналия Иерусалимского и др. участников 2-го Ефесского собора): https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom3/1_3#sel=288:826,288:838, // https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom3/1_3#sel=288:826,288:838;319:295,319:323.
10. Деяния четвертого Вселенского собора. Фрагмент о присоединении иллирийских епископов. https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom3/1_3_31#sel=988:157,988:170.
11. Руфин. Церковная история цит. по https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9#sel=106:1,106:164;137:1,137:289. რუფინუსის წიგნის რუსულ თარგმანში მოცემული თავი არ არის.
12. Сократ Схоласт. Церковная история https://azbyka.ru/otechnik/Sokrat_Sholastik/tserkovnaja-istorija-socrata/2#sel=70:37,70:59
13. Сократ Схоласт. Церковная история https://azbyka.ru/otechnik/Sokrat_Sholastik/tserkovnaja-istorija-socrata/2#sel=70:37,70:59;77:276,77:294;77:340,77:398
_________________
III. წმ. ტარასის შენიშვნა კონსტანტინოპოლის პატრიარქ წმ. ანატოლის შესახებ, რომელიც ხელდასხმული იყო მწვალებელთა მიერ
(იკითხება ფრაგმენტი) თევდორე წიგნისმკითხველის საეკლესიო ისტორიის მეხუთე წიგნიდან. "დიოსკორემ, კანონთა სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, თავს უფლება მისცა რა კონსტანტინოპოლის საეპისკოპოსოში ჩაეტარებინა ხელდასხმები, ეპისკოპოსის ხარისხში ასწია ვინმე ანატოლი, რომელიც კონსტანტინოპოლში ჩასული იყო ალექსანდრიის ეკლესიის პასუხებით. დიოსკორთან ერთად თანამსახურობდა ევტიქიც. ანატოლიმ, რომელმაც არ იცოდა, თუ რა გამოვიდოდა აქედან, მადლიერებით მიუგო მას: სადაც გინდ მისულიყავი, ყველგან ხელს ასხამდი. ეს იყო პროტოგენესა და ასტერიუსის კონსულობის დროს".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "რას იტყვით ანატოლის შესახებ? განა ის არ იყო წმიდა მეოთხე მსოფლიო კრების თავმჯდომარე? არადა ხელდასხმული იყო უკეთურ დიოსკორეს მიერ ევტიქის თანდასწრებით (თანამსახურებით). ასევე ჩვენც შევიწყნარებთ მწვალებელთა მიერ ხელდასხმულებს, ისევე როგორც ანატოლი იყო შეწყნარებულ; და კვლავაც, ჭეშმარიტად არსებობს საღმრთო გამონათქვამი, რათა შვილები არ უნდა მოწყდნენ მამების ნაცვლად, არამედ ყოველი უნდა მოკვდეს საკუთარი ცოდვის გამო (შეად. ეზეკ. 18:1-4), და ბოლოს ხელდასხმა ღმრთისგანაა. მაგრამ რადგან, შესაძლოა, ზოგიერთმა ეჭვი შეიტანოს ანატოლისთან დაკავშირებით, დაე წაკითხულ იქნას ის, რაც მას ეხება".
(იკითხება ფრაგმენტები მეოთხე მსოფლიო კრების საქმეებიდან წმ. ანატოლი კონსტანტინოპოლის შემოერთების და თავმჯდომარეობის შესახებ, ასევე ფრაგმენტი წმ. საბას ცხოვრებიდან).
IV. VI მსოფლიო კრებაზე მონაწილე ეპისკოპოსთა შესახებ, რომლებიც ხელდასხმულნი იყვნენ მონოთელიტების მიერ, წმ. ბასილი დიდის ეპისტოლეს შესახებ ნიკოპოლელთა მიმართ, და მათ შესახებ, ვინც მწვალებელთაგან მიიღო ხელდასხმა კრებითი განსაზღვრების შემდეგ.
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "მაგრამ წმიდა მეექვსე მსოფლიო კრებაზე შეკრებილთაგან ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, ხელდასხმული იყო სერგის, პიროსის, პავლეს და პეტრეს, მონოთელიტური მწვალებლობის მოძღვართა მიერ; რადგან მათ მემკვიდრეობითად ეპყრათ კონსტანტინოპოლის კათედრა. პეტრეს შემდეგ, რომელსაც მათგან ყველაზე ბოლოს ეპყრა კონსტანტინოპოლის საყდარი, მეექვსე კრებამდე გავიდა არა უმეტეს თხუთმეტი წლისა. და თვით მღვდელმთავრები: თომა, იოანე და კონსტანტინე, რომლებიც იყვნენ კონსტანტინოპოლის კათედრაზე დროის ზემოთხსენებულ მონაკვეთში, ხელდასხმულნი იყვნენ ზემოთხსენებული მწვალებლების მიერ, მაგრამ ეს მათთვის არავის ჩაუთვლია დანაშაულში. ორმოცდაათი წელი გრძელდებოდა იქ ეს მწვალებლობა. მაგრამ მეექვსე მსოფლიო კრების მამებმა ანათემას გადასცეს მხოლოდ ეს ოთხი, თუმცა თვითონაც მათგან იყვნენ ხელდასხმულნი.
წმიდა კრებამ თქვა: "ეს აშკარაა".
კონსტანცის უწმიდესმა ეპისკოპოსმა კონსტანტინემ თქვა: "პატივდებულო ძმებო! საკმარისად არის დამტკიცებული, რომ ის მწვალებლები, რომლებიც მოექცევიან, მიღებულ უნდა იქნენ. მაგრამ თუ ვინმე წინასწარგანზრახვით გადავა მწვალებლებთან და მათგან ქიროტონიას მიიღებს, არ იქნას შეწყნარებულ".
პატივდებულმა ბერებმა თქვეს: "ამასთან დაკავშირებით არსებობს წმიდა ბასილის დიდის ეპისტოლე და ვითხოვთ წაკითხულ იქნას იგი".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "დაე წაკითხულ იქნას".
კონსტანტინემ, ნოტარიუსმა და დიაკვანმა წაიკითხა: "არ ვცნობ ეპისკოპოსად, ვერც ქრისტეს მღვდელთა რიცხვს მივათვლიდი იმას, ვინც შებღალული ხელებით იქნა დაყენებული საწინამძღოლოდ რწმენის დარღვევისათვის. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. თქვენ კი, თუ რამ საერთო გაქვთ ჩვენთან, ცხადია, ამავე შეხედულბისა იქნებით. ხოლო თუ საკუთარ თავზე დაყრდნობით გადაწყვეტთ რამეს, ყოველი ადამიანი საკუთარ შეხედუელბაზე აგებს პასუხს, ჩვენ კი უბრალონი ვართ ამ სისხლისგან (მათე 27:24). ეს მოგწერეთ არა იმის გამო, რომ თქვენ არ გენდობით, არამედ რათა ჩემი აზრის გაცნობის შემდეგ განმტკიცდეს ზოგიერთი ისეთი ადამიანი, ვინც ყოყმანობს, როდესაც გაიგებს ჩემს აზრს, რომ ზოგიერთები, რომლებიც დაშვებულ არ იქნენ თანაზიარობაში, ისეთებიც კი, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია მწვალებელთაგან, მშვიდობის დამყარების შემდეგ, აწყდებიან სიძნელეებს მითვალულ იქნან სასულიერო პირთა კრებულში" (Свт. Василий Великий. Письмо 232 (240). К никопольским пресвитерам. Фрагмент https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/pisma/232#sel=10:49,11:45).
პატივდებულმა ბერებმა თქვეს: "აი მამამ უარყო მწვალებელთ ხელდასხმა, როდესაც თქვა: "არ ვცნობ ქრისტეს მღვდლად იმას, ვინც შებღალული ხელებით იქნა დაყენებული საწინამძღოლოდ რწმენის დარღვევისათვის".
წმიდა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "მეც მეზიზღება ამ მიზნით, ანუ რწმენის დარღვევისთვის ხელდასხმულნი, განსაკუთრებით თუ იყვნენ მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, რომელთაგანაც შეიძლებოდა ხელდასხმის მიღება. ასეთია წმიდა მამის აზრი. თუ ვინმე გაბედავს ქიროტონიის მიღებას განკვეთილ მწვალებელთაგან კრებითი განსაზღვრებისა და ეკლესიათა თანხმიერი აზრის გამოთქმის შემდეგ მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, დაემხოს პატივისგან". წმიდა კრებამ თქვა: "ეს მსჯელობა სამართლიანია".
პატივდებულმა ბერებმა თქვეს: "მაგრამ, რატომ არის ეპისტოლეს ბოლოში ნათქვამი: "მშვიდობის დამყარების შემდეგ, აწყდებიან სიძნელეებს მითვალულ იქნან სასულიერო პირთა კრებულში" ? აი ახლაც, მშვიდობის დამყარების შემდეგ მწვალებელთაგან ხელდასხმულები არ მიიღებიან".
უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "მამას არ უთქვამს, მათი მიღება არ გვმართებსო, არამედ (გამოხატა აზრი), რაიმე სიძნელე არ შეხვედროდა იმათ, ვინც ისურვა მართლმადიდებლურ კლიროსთან შეეღტება; რადგან მართლაც ეს ხდეება დაუბრკოლებლად სიძნელეების გარეშე. ამრიგად, ღვთაებრივმა მამამ, იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი იყო მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, ეკლესიის შვილებს აუკრძალა არიანელთაგან მიეღოთ ქიროტონია; რადგან ამ შემთხვევაში მათ არ ექნებოდათ არანაირი გამართლება. ხოლო ეს რომ ნამდვილად ასეა, ჩანს იქიდან, რომ მის შემდეგ არსებულმა ეკლესიის მემკვიდრეებმა, რომელთაც კარგად უწყოდნენ წმიდა მამის აზრი, შეიწყნარებდნენ მწვალებელთაგან ხელდასხმულებს, თუკი ისინი გამოსწორდებოდნენ, როგორც ეს ადრე წაკითხულიდან გავიგეთ; რადგან მამაბს ყველგან თანხმიერება ჰქონდათ და მათ შორის არ არის არანაირი წინააღმდეგობა, მათ მხოლოდ ეწინააღმდეგებიან ისინი, ვისაც მათი ბრძნული მიზნები არ ესმით".
პატივდებულმა ბერებმა თქვეს: "გაუგებრობა მართებულად არის გადაწყვეტილი".
წმიდა კრებამ თქვა: "დაე წაიკითხონ თავიანთი უარყოფანი წინამდებარე ეპისკოპოსებმა, როგორც კათოლიკე ეკლესიისკენ მოქცეულებმა" (Деяния седьмого Вселенского собора. Деяние 1. https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9#sel=60:1,208:15).
***
შემდგენლის კომენტარები:
მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ მიღებულ ხელდასხმათა აღიარების უნივერსალურობა
1. განხილვის საერთო მიმართულება. ციტატები და გულისხმანი.
VII მსოფლიო კრების პირველ სხდომაზე ხატმებრძოლ-ეპისკოპოსთა მიღების საკითხი გახდა მსუბუქი პოლემიკის საგანი წმ. ტარასი კონსტანტინოპოლელსა და სტოდიის მონასტრის ბერებს შორის. წმ. ტარასი, რომელსაც, როგორც ჩანს, მხარს უჭერდნენ საერო ხელისუფალნიც - სწორად მიიჩნევდა ეღიარებინათ ხატმებრძოლ-ეპისკოპოსთა ხარისხები და მიეღოთ ისინი სინანულის მეშვეობით. სტოდიელები თავიდან არ შეიწყნარებდნენ მიღების ამგვარ წეს-განგებას, როგორც საკმაოდ რბილს და ლოიალურს.
შევნიშნავთ, რომ მართლმადიდებელთა ორი ჯგუფის პოლემიკა კონსტანტინოპოლის ეკლესიაში - ერთის მხრივ, იერარქებისა, რომლებიც დაახლოვებულნი იყვნენ ბიზანტიის პოლიტიკურ ელიტასთან და მეორე მხრივ სტოდიელ-ბერებს შორის, - კრების შემდეგაც გაგრძელდა და უფრო მკაცრი ფორმით: კერძოდ, პირველი იყო - ე. წ. მიხიანური სქიზა, რომელიც გამოიხატა წმ. ტარასისგან, შემდეგ კი წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელისგან სტოდიელ ბერთა გამოყოფით (ღირ. თევდორე სტოდიელის მეთაურობით), რომლებიც პატრიარქებს ბრალად უყენებდნენ ე. წ. მემრუშეობრივ მწვალებლობას) (ბერძნ.: μοιχεία - მრუშობა), მეორე - ხატმებრძოლეობაზე გამარჯვების შემდეგ დაპირისპირება წმ. მეთოდე კონსტანტინოპოლელსა და სტოდიელ ბერებს შორის (ურთიერთობის გაწყვეტითა და ანათემით) და ბოლოს, მესამე - წინააღმდეგობა წმ. ეგნატესა და წმ. ფოტიოს კონსტანტინოპოლელ პატრიარქებს შორის (პირველი ასევე ახლოს იდგა სტოდიელებთან).
როგორც კრებითი აქტებიდან ვხედავთ, ხატმებრძოლთა მიღების წეს-განგება ძირითადად დადიოდა კანონიკური განწესებების განმარტებებამდე. VII მსოფლიო კრების დროისთვის აღმოსავლეთის ეკლესიაში უკვე მოქმედებდა საკმაოდ სრული კანონიკური კორპუსი, რომელიც ახლოსაა თანამედროვესთან (უფრო გვიანდელი კანონების გამოკლებით). ძირითადი დისკუსიები გაიშალა I მსოფლიო კრების მე-8 კანონის განმარტებისა (იხ. 1-ლი ციტატა და შენიშვნა 1) და წმ. ათანასე დიდის რუფინიანესადმი მიწერილი ეპისტოლეს ირგვლივ (Послание св. Афанасия Великого к Руфиниану (Правило 3 Афанастия Великого) https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-ottsov-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijami/128) (იხ. ციტატა II).
IV ციტატაში ასევე განიხილება წმ. ბასილი დიდის ეპისტოლე ნიკოპოლელი პრესვიტერებისადმი (Свт. Василий Великий. Письмо 232 (240). К никопольским пресвитерам. Фрагмент https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/pisma/232#sel=10:49,11:45), რომელიც არ შედის კანონიკურ კორპუსში.
შეიძლება აღვნიშნოთ, რომ კრებაზე არ მოუხსენებიათ მოციქულთა 68-ე კანონი, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს განსახილველ თემასთან:
ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ვინმესგან ხელმეორედ მიიღებს ხელდასხმას, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს - ისიც და მისი ხელდამსხმელიც; გარდა იმ შემხვევისა, როცა ზუსტად იქნება დადგენილი, რომ პირველი ხელდასხმა ერეტიკოსისგან აქვს მიღებული, რამეთუ მათი მონათლული და ხელდასხმული ვერც მართლმორწმუნე იქნება და ვერც ეკლესიის მსახური (Апостольское правило 68. https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-apostolov-i-vselenskih-soborov-s-tolkovanijami/68#sel=7:1,7:47)
(ქართულად იხ.: წმიდა მოციქულთა 85 კანონი).ერთი შეხედვით, ასეთი დადუმება შეიძლება მივაწეროთ უსურვებლობას იმ კანონის მოხსენიებისა, რომელშიც, ერთი შეხედვით, იკრძალება ხარისხის ცნობა, რომელიც მიღებული იყო მწვალებლებთან. მაგრამ ღირ. თევდორე სტოდიელის მიერ ნავკრატიოსისადმი მიწერილი ეპისტოლეს თანახმად, ამ კანონის გამოყენება ხატმებრძოლეთა მიღებასთან დაკავშირებით განიხილებოდა (შესაძლოა, თუნდაც კრების კულუარებში). აი მოჩვენებითი წინააღმდეგობის განმარტება მითითებულ კანონსა და ხატმებრძოლთა ხარისხის ცნობას შორის, რომელსაც იძლევა ღირ. თევდორე სტოდიელი:
«…რაც შეეხება შენ მიერ ნათქვამს, რომ კანონი არ განარჩევს, არამედ განსაზღვრულად ბრძანებს, რომ მწვალებელთა მიერ ხელდასხმული ან მონათლული ვერ გახდებიან ვერ კლერიკოსნი, ვერც მართალნი, - მხედველობაში მიიღე, რომ მოციქულთა კანონი მწვალებლებს უწოდებს მათ, ვინც მონათლული არ არის მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ... თუ იკითხავ, რატომ იწოდებიან მწვალებლებად ესენიც და ყველა სხვა დანარჩენიც, ჩვენ ვამბობთ და გვესმის ეს ასე. პირველნი - საკუთრივ მწვალებლებად იწოდებიან, რადგან ისინი უკეთურად ასწავლიან წმიდა სამებისადმი ჩვენი რწმენის არსზე. მეორენი მწვალებლებად იწოდებიან ამ სიტყვის ბოროტად გამოყენების გამო და იმიტომაც, რომ ისინი გამოჰყავთ პირველთაგან. ისინი აღიარებენ რწმენას და იცავენ ნათლობას სამების სახელით თითოეული იპოსტასის თვისების შენარჩუნებით, თუმცა სხვა საკითხებზე მწვალებლურად ასწავლიან" (Преп. Феодор Студит. Послание 40. К Навкратию, сыну https://azbyka.ru/otechnik/Feodor_Studit/poslania/40#sel=12:1,12:46;15:1,15:76).
შემდგომი ტექსტიდან ნათელია, რომ მოცემული განმარტება ეკუთვნის არა თვით ღირ. თეოდორეს და არც მის რომელიმე თანამედროვეს, არამედ "ერთ-ერთ უძველეს შრომისმოყვარე კაცს, რომელმაც ჩაატარა გამოკვლევა და გააკეთა ამონაწერები ბიზანტიური ეკლესიის წიგნებიდან" (Там же, https://azbyka.ru/otechnik/Feodor_Studit/poslania/40#sel=27:1,27:42), და ცხადია, სტოდიელებისთვის ეს ცნობილი იყო კრების მსვლელობის დროსაც. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც კრებაზე ამ კანონის შესახებ დაიდუმეს, შეიძლებოდა ყოფილიყო ის ვითარება, რომ რომის ეკლესიაში აღიარებდნენ მოციქულთა მხოლოდ პირველ 50 კანონს, ხოლო კრებაზე ზედმეტი დავა-კამათი რომაელებთან ბიზანტიელთა ორივე პარტიისთვის არასასურველი იყო.
2. ნიკეის კრების მერვე კანონი: ხელთდასხმის განმარტება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავის ერთ-ერთი საგანი გახლდათ ნიკეის კრების მე-8 კანონი, კლერიკოსთა დასში კათარების (ნოვატიანელთა) კლირიკოსების მიღების შესახებ, რომლებიც უერთდებოდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას (კანონის საკვანძო ნაწილი მოტანილია I-ელ ციტატაში). კრებაზე ჯერ განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მისი გამოყენება ხატმებრძოლთა და სხვა მწვალებლობათადმი, შემდეგ კი - განმარტებულ იქნა საკითხი, თუ რას ნიშნავს ხელის დადება, ჩვენთვის კი უფრო მოხერხებულ იქნება ამ საკითხების განხილვა შებრუნებული თანმიმდევრობით.
საკითხი იმის შესახებ, თუ რა აზრით არის ნათქვამი კანონში ყოფილ კათარელ კლირიკოსებზე ხელის დადების შესახებ - დავის საგანს წარმოადგენს. გარდა განმარტებისა, რომელსაც კრებაზე იცავდა (და წარმატებითაც) წმ. ტარასი, უნდა აღინიშნოს ორი სხვა პოზიციაც. ერთი - არისტინეს განმარტება, რომლის თანახმადაც ხელის დადება - მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს უძველეს (ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან მომდინარე) ანალოგს მირონცხებისა, ანუ საიდუმლოს, რომელშიც ეკლესიასთან მისაერთებელ ადამიანებს გარდამოევლინება სულიწმიდა:
"... წმიდა, საღმრთო, კრებით და სამოციქულო ეკლესიისკენ მოქცეულთაგან, ერთნი ინათლებიან, სხვები მირონს იცხებენ, დანარჩენები კი მხოლოდ ანათემას გადასცემენ საკუთარ და ყოველგვარ სხვა მწვალებლობას. ნოვატის მიერ შეცდენილნი, - რომელთაც მან წმიდანი უწოდა, რადგან არ შეიწყნარებდნენ შემცოდეთა სინანულს და კრძალავდნენ მეორედ ქორწინებას, - თუკი ეკლესიისკენ მოექცევიან და აღიარებენ, რომ შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებსა და მონანულ შემცოდეთ, და საერთოდ, პირობას დადებენ, რომ დაიცავენ ყველა საეკლესიო დოგმატს და ანათემას გადასცემენ, როგორც საკუთარ ასევე ყველა სხვა მწვალებლობას, - მიღებულ უნდა იქნან მირონცხებით..." (Аристин. Толкование на I ВС 8 https://azbyka.ru/otechnik/pravila/pravila-i-sobory-pravoslavnoj-cerkvi-pervyj-vselenskij-sobor-nikejskij/#sel=62:74,62:150).
ამ განმარტების დასაცავად შეიძლება დავიმოწმოთ კათარების (ნავატიანელთა) მიღების სხვა კანონიც. კერძოდ ლაოდიკიის კრების მე-7 კანონი (1) II მსოფლიო კრების მე-7 კანონი (2).
_________________
1. "მწვალებლები - ნავატიანნი, ფოტინიანნი და მეთოთხმეტიანელები - თუ მოიქცევიან და გახდებიან კათაკმევლები ან მორწმუნეები, არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ არ შეაჩვენებენ ყველა ერესს და უფრო იმას, რომლითაც თვით არიან შეპყრობინი. იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონ სარწმუნოების მრწამსი, ამის შემდეგ ცხებულ იქნენ წმინდა საცხებელით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოს" (ლაოდიკიის კრების მე-7 კანონი).
2. "მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა სურთ და გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსელებს, საბატიანელებს, ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და საუკეთესოებს უწოდებენ, ასევე მეათოთხმეტელებს ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებნ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე. და ცხებისას ვიტყვით: სული წმიდის ნიჭის ბეჭედი..." (II მსოფლიო კრების მე-7 კანონი).
_________________
და ტრულის (VI მსოფლიო) კრების 95 კანონი, რომელიც ზემოთნათქვამს იმეორებს. მათ თანახმად კათარებს (მიუხედავად მათი ხარისხისა) ეკლესიისკენ მობრუნების შემთხვევაში მირონცხებით შეიწყნარებდნენ. ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ არლის კრების (314 წ.) მე-8 კანონი (3) და ასევე განწესება, რომელიც სლავურ "კორმჩაიაში" და ზოგიერთ ბერძნულ ხელნაწერში მიეწერება წმ. ტიმოთე ალექსანდრიელს (4). მათში დასტურდება, რომ მწვალებელთა მიღების წეს-განგების წესში ხელის დადებით გარდამოიწვოდა სულიწმიდა.
_________________
3. "თუ ვინმე ეკლესიისკენ მოდის მწვალებლობიდან, მას სთავაზობენ წარმოთქვას სარწმუნოების სიმბოლო; და თუ დაინახავენ, რომ ის მონათლული იყო მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, მას მხოლოდ ხელს ადებდნენ, რათა მიეღო სულიწმიდა. მაგრამ თუკი აღმოჩნდებოდა, რომ ის არ იყო მონათლული წმიდა სამების სახელით, მაშინ უნდა მოინათლოს" (რუს.: "Если кто-либо приходит из ереси в Церковь, ему предлагается произнести Символ Веры; и если увидят, что он был крещен во имя Отца и Сына и Святого Духа, то на него только возлагают руки, чтобы он принял Святого Духа. Но если окажется, что он не был крещен во имя Святой Троицы, пусть его крестят") (8-е правило Арелатского собора 314 г.) (https://vk.com/aletheia?w=wall-184478279_4570).
4. "კითხვა. საყოველთაო ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებლებს რატომ არ ვნათლავთ?
პასუხი: ასე რომ ყოფილიყო, ადამიანი მსწრაფლ არ მოექცეოდა მწვალებლობისგან თავიდან ნათლობის სირცხვილის გამო, თუმცა პრესვიტერის ხელის დადებით და ლოცვით გადმოდის მასზე სულიწმიდა, როგორც ამას მოწმობენ მოციქულთა საქმეები" (საეკლ. სლავ.: "Вопрос. По что обращающияся еретики к Соборней "еркви не покрещаем? Ответ. Аще бы се было, небыся человек скоро обещал от ереси покрещения стыдяся, обаче и возложением руку пресвитерску и молитвою, весть приходити Дух Святый, яко же свидетельствуют деяния святых апостол").
ამ კანონის წარმომავლობა დავის საგანია. სლავურ "კორმჩაიაში" და ზოგიერთ ბერძნულ ხელნაწერში ის მიეწერება წმ. ტიმოთე ალექსანდრიელს, მაგრამ ბიზანტიური პერიოდის კანონთა კრებულების უმრავლესობაში, "14 ტიტულოვანი ნომოკანონის" სინტაგმის ჩათვლით ის არ არსებობს. მაგრამ ის არის ღირ. ანასტასი სინელის "კითხვა-პასუხებში" (კითხვა 14).
_________________
თუ I მსოფლიო კრების მე-8 კანონში ნახსენებ ხელის დადებას განვიხილავთ, როგორც მირონცხების ანალოგს, მაშინ, ამგვარი განმარტების თვალსაზრისით ეკლესიაში მიღებისას ატომატურად "აქტიურდება" ხარისხი, რომელიც კათარებს გააჩნდათ განხეთქილებაში.
სხვა განმარტება: ხელის დადება, როგორც ხარისხზე ხელდასხმა - ნახსენები იყო (და უარყოფილ იქნა) წმ. ტარასის ზემოთმოტანილ სიტყვებში:
"სიტყვა "ხელდასხმა" შესაძლოა აქ ნათქვამი იყო... არა ქიროტონიაზე".
როგორც ჩანს, სწორედ განმეორებით ხელდასხმად ესმოდა ნიკეის კრების მე-8 კანონი თეოფილე ალექსანდრიელს ეპისკოპოს აფინგიონისადმი მიწერილ ეპისტოლეში (მართლმადიდებლური ეკლესიის კანონთა კრებულში შევიდა როგორც თეოფილე ალექსანდრიელის 12-ე კანონი):
"შენმა პატიოსნებამ გამომიცხადა მე, რომ ზოგიერთებს, ვინც თავს განწმენდილს (მწვალებელი კათარები, ანუ ნავატიანები) უწოდებს, სწადიათ ეკლესიაში მოსვლა. ვინაიდან ჩვენი სანატრელი მამების დიდმა კრებამ, რომელიც შედგა ნიკეაში, განსაზღვრა, რომ ხელდასხმულ უნდა იქნენ მათგან მოსულები (იხ. კანონები 8, 19), შენც შეასრულე ამ წესისამებრ იმათი ხელდასხმა, ვინც თავისი სჯულისგან მოდის ეკლესიაში, თუ მათი ცხოვრება ალალ-მართალია და არავითარი დაბრკოლება არ გააჩნიათ" (დიდი სჯულისკანონი. თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე აფინგიონისადმი განწმენდილად წოდებულთა შესახებ. საქ. საეკლ. კალენდ. თბ. 1987 წ. გვ. 450) (იხ. ასევე: Послание Феофила к епископу Афингию о так именуемых чистых (12-е правило Феофила Александрийского) https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-ottsov-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijami/140#sel=8:1,8:52).
ცხადია, რომ სათნო ცხოვრება და სხვა "წინაღობების" არსებობა ვერ დააბრკოლებენ ეკელსიაში მირონცხებით/ხელის დადებით ეკლესიაში მიღბას (რომელიც ერთია კლერიკოსთა და ერისკაცთათვის). ამგვარი წინაღობებს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეკლესიაში მიღებულ კათარებზე სრულდება სასულიერო ხარისხში ხელდასხმა. ამგვარად, მეორე განმარტებით ლაპარაკია ქიროტონიაზე (ხელდასხმაზე), რომელიც უკვე ეკლესიაში შემოერთების შემდეგ უნდა აღუსრულდეს შემოერთებულს.
მესამე განმარტებას, როგორც უკვე აღინიშნა, VII მსოფლიო კრებაზე იცავდა წმ. პატრ. ტარასი (და კრება მას დაეთანხმა):
"... აქ უბრალოდ კურთხევაზეა ლაპარაკი".
ნიკოდიმე მილაში აზუსტებს, რომ ფაქტობრივად ნაგულისხმევია სინანული:
"ვიღებთ რა მხედველობაში ტარასის განმარტებას, ამ სიტყვების აზრს შემდეგნაირად ვაყალიბებთ: ნოვატიანელ სასულიერო პირთა განხეთქილებიდან ეკლესიაში მოქცევისას, რწმუნებულმა ეპისკოპოსმა ან მღვდელმა მათ თავზე ხელთდადება უნდა მოახდინოს, როგორც ეს მონანიების საიდუმლოს დროს ხდება, და ამ დროს გარკვეული ლოცვა წაიკითხოს, - ეკლესიასთან შემარიგებელი (დაგების ლოცვა). მაგრამ კანონის თანახმად, ეს წესი შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი წერილობით აღიარებენ (έγγράφως, in scriptis), რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებას ყოველმხრივ მკაცრად დაიცავენ და, მაშასადამე, ყველა თავიანთ წინა ცდომილებას განუდგებიან (ნიკოდიმოს მილაში. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. I ტომი. გამომც "ალილო". თბილისი 2020 წ. გვ. 180-181) (Свт. Никодим Милош. Толкование на 8-е правило I Вселенского собора. https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-apostolov-i-vselenskih-soborov-s-tolkovanijami/93#sel=11:105,11:194).
ამ განმარტების მიხედვით ლაპარაკია ხარისხის აღიარებაზე, რომელიც მიღებული იყო სქიზმაში ყოფნის დროს - ეს ხარისხი აქტიურდება სინანულით მიღების დროს. შევნიშნავთ, რომ მოცემული განმარტება კარგად ერწყმის მოციქულთა 68-ე კანონს ღირ. თევდორე სტოდიელის განმარტებით (იხ. ზემოთ): ეკლესიაში იმათი მიღების დროს, ვინც საკუთრივი აზრით მწვალებელი არ არის ხელდასხმის საიდუმლო არ შეიძლება განმეორდეს.
3. ნიკეის კრების მერვე კანონი: განზოგადება "ყოველ მწვალებლობაზე" და მისი საზღვრები. შენიშვნები უკრ. მართლ. ეკლესიის იერარქიის შესახებ
ახლა დავუბრუნდეთ ნიკეის კრების მე-8 კანონის ხატმებრძოლთადმი გამოყენების კანონზომიერებას, რომელიც უფრო ადრე ჩამოაყალიბეა რომის ეკლესიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა:
"თევდორემ, კატანის პატივდებულმა ეპისკოპოსმა, რომელიც სიცილიის პროვინციაშია, თქვა: "წაკითხულ კანონს ამ მწვალებლობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია"
წმ. პატრიარქ ტარასი კონსტანტინოპოლელის პასუხი მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია:
”მაგრამ ის ეხება ყოველგვარ მწვალებლობას".
ეს პასუხი, - წმ. ტარასისა და VII მსოფლიო კრების მიერ კანონის განმარტების გათვალისწინებით, - უთითებს მწვალებელთ მიღების წეს-განგების პრინციპების უნივერსალურობას და ურყევობას, და ფაქტობრივად წერტილს უსვამს მიღების წეს-განგების "იკონომიურ თეორიას", რომელიც მათ ვარიატიულობას ამტკიცებს. შევნიშნავთ, რომ თუმც ფორმალურად წმ. ტარასი ლაპარაკობს ხარისხის აღიარებაზე "ყოველ მწვალებლობაში", ცხადია, რომ ხარისხის აღიარება შეუძლებელია ნათლისღების საიდუმლოს აღიარების გარეშე.
ამავდროულად წმ. ტარასის მოკლე პასუხი უცილობლივ შობს მთელ რიგ ახალ შეკითხვებს. მათგან უმთავრესია:
1) როგორ შეეფარდება მოცემული დადგენილება იმ კანონებს, რომლებიც ზღუდავენ მწვალებელთა კლიროსში მიღებას (წმ. ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე რუფინუსისადმი, პეტრე ალექსანდრიელის მე-10 კანონი და სხვა)?
2) რა ვუყოთ იმ მწვალებლობებს, რომელთა მიმდევრების შემოერთება ეკლესიამ დააწესა ნათლისღებით?
3) შიძლება თუ არა მოცემული კანონის გამოყენება ხარისხიდან პერსონალურად დამხობილი პირებისადმი?
წმ. ტარასის პასუხს პირველ კითხვაზე ჩვენ განვიხილავთ ქვემოთ წმ. ათანასე დიდისა და წმ. ბასილი დიდის ციტატებზე მსჯელობისას (იხ. ფრაგმენტები II და IV). რაც შეეხება სხვა კითხვებს - მათზე პასუხებს შემდგენელი კრების აქტებში ვერ ხედავს. შეიძლება მხოლოდ ვარაუდებით ვცადოთ წმ. ტარასის პოზიციის კონსტრუირება და დავეყრდნოთ სხვა, წინდაწინ მისთვის ცნობილ გადმოცემებს.
II მსოფლიო კრების მე-7 კანონი და ტრულის (VI მსოფლიო) კრების 95-ე კანონები ლაპარაკობენ იმგვარ მწვალებლურ ჯგუფთა ნათლობის აღიარების შეუძლებლობაზე, როგორებიც იყვნენ ევნომეველნი, საბელიანოზნი, მონტანისტები და სხვა., "შევიწყნარებთ ისე, როგორც წარმართებს" (5).
_________________
5. ციტატა II მსოფლიო კრების მე-7 და VI მსოფლიო კრების 95-ე კანონებიდან ევნომეველთა, მონტანისტთა, საბელიანოზთა და სხვათა შესახებ.
_________________
ეს ჯგუფები ღირ. თევდორე სტოდიელის ტერმინოლოგიით (იხ. ზემოთ) არიან "მწვალებლები საკუთრივი აზრით" (ჩვენ მათ სხვა რელიგიათა წარმომადგენლებს ვუწოდებდით). მათ, ღირ. თევდორეს თანახმად ბუკვალურად ეხებათ მოციქულთა 46, 47-ე და 68-ე კანონოები, რომლებიც კრძალავენ მწვალებლური ნათლობის ან ხელდასხმის მიღებას. 47-ე კანონის თანახმად ამგვარი ჯგუფების მღვდლები "ცრუმღვდლები" არიან, 68-ე კანონის მიხედვით "მათი მონათლული და ხელდასხმული ვერც მართლმორწმუნე იქნება და ვერც ეკლესიის მსახური".
ამგვარად, ცხადია, რომ ნიკეის კრების მე-8 კანონის გაფართოვებული განხილვა წმ. ტარასის მიერ ("ის ეხება ყოველგვარ მწვალებლობას") ამგვარ ჯგუფებთან მიმართებაში უკვე აღარ მუშაობს. წმ. ტარასი ფაქტობრივად ლაპარაკობს ხარისხის აღიარებაზე, რომელიც მიღებულია ეკლესიის გარეთ, მაგრამ მოცემულ ჯგუფებს ეს ხარისხი უბრალოდ არ გააჩნიათ.
როგორც ჩანს, იგივე სამართლიანია ეკლესიაში ყოფილი კლირიკოსის მიღების შემთხვევაშიც, თუკი ის ადრე დამხობილი იყო ხარისხიდან, ან მათ მიმართ, ვინც ამგვარ დამხობილთა მიერ იყო "ხელდასხმული". აზრით მსგავსი ვითარება განიხილება მოციქულთა 62-ე კანონში:
"თუ ვინმე კლირიკოსთაგანმა, იუდეველის, ელინის ან მწვალებლის შიშით ქრისტეს სახელი უარყოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს; ხოლო თუ ეკლესიის მსახურის სახელი უარყოს, კლირიდან განიკვეთოს. მონანიების შემთხვევაში შეწყნარებულ იქნეს, როგორც ერისკაცი" (წმიდა მოციქულთა 85 კანონი).
ხარისხიდან დამხობილი კლირიკოსი, ცხადია, ერისკაცი ხდება და ერთადერთი ნამდვილი საიდუმლო, რომლის შესრულებაც მას ძალუძს არის - ნათლისღება. ამგვარად, ყოფილი კლირიკოსი და ისინიც, ვისზეც მან თავისი დამხობის შემდეგ (იმ შემთხვევაში, თუ მან არ ცნო მისი დამხობა) აღასრულა "ქიროტონია" - ეკლესიაში მიღებულ უნდა იქნას როგორც ერისკაცი. იგივე ეხება მწვალებლობაში ან განხეთქილებაში შთავარდნისთვის პერსონალურად პატივაყრილ სასულიერო პირებს - როგორც მათი საკუთარი ხარისხი, ასევე იმათი ხარისხები, ვისაც მათ ხელი "დაასხეს" - კანონიკურად უმოქმედოა და უმნიშვნელო.
მაგრამ, მოცემული სიტყვების ავტორის აზრით, არსებობს ამ ხარისხის "აქტუალიზაციის" ფორმალური შესაძლებლობა. ამისთვის საჭირო საეკლესიო ინსტანციამ უნდა გააუქმოს ხარისხიდან დამხობის აქტი, და შერაცხოს ის "არარსებულად". ამ შემთხვევაში ავტომატურად აღდგება ის ქიროტონიებიც, რომლებიც ამგვარი პირის მიერ იყო აღსრულებული (თუკი ისინი კანონიკურნი იყვნენ სხვა მიმართებით) (6).
_________________
6. ჩვენი აზრით ასეთი შეხედულება მცდარია, რადგან თუკი სასულიერო ხარისხის მქონეს კრებითი დადგენილებით წაერთვა თავისი ხარისხი და ის გადავიდა ერისკაცთა რანგში, ანუ ის გახდა ჩვეულებრივი ერისკაცი ყოველგვარი სასულიერო პატივის გარეშე, მაშინ მის კვლავ აღდგენას ამ პატივაყრის "არარსებულად" გამოცხადება ვერ უშველის. არ ვიცით კანონი ან რომელიმე წმიდა მამის სწავლება, რომლის მიხედვითაც ქიროტონია ადამიანს (თუნდაც მისი აღდგენის შემთხვევაში) სიტყვით ეძლეოდეს, ყოველგვარი საიდუმლო მღვდელმოქმედებების გარეშე.
მაგრამ დამხობილი პირის ხარისხის აღდგენაზე ლაპარაკი შესაძლებელია მაშინ, თუკი ვაღიარებთ, რომ სასულიერო წოდება ისევე წაურთმეველია, როგორც ნათლისღების ბეჭედი. რომელიმე მონათლული ქრისტიანი ქრისტეს უარმყოფელი და უკიდურესი ანტიქრისტიანიც რომ გახდეს, მას ნათლობის ბეჭედი არ ერთმევა და სინანულისა და ეკლესიაში მოქცევის შემდეგ ხელმეორედ არ მოინათლება. ასეა მღვდლობის საიდუმლოშიც. კანონების მიხედვით ხელმეორე ხელდასხმა დაუშვებელია, ხოლო მღვდლობა, ისევე როგორც ნათლობის ბეჭედი, ადამიანს სამუდამოდ ეძლევა. სასულიერო პატივის აყრა გულისხმობს მისი ამ უფლების შეჩერებას იმ დონეზე, რომ ის შეიძლება გადაიყვანონ ერისკაცის რანგში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მღვდლობის ბეჭედი მასზე მაინც არსებობს, არ აღხოცილა, და თუ მისი აღდგენის საკითხი დადგება მასში "გააქტიურდება" არა ახალი ხელდასხმა, არამედ ის ძველი, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა, ოღონდ უმოქმედოდ. – "აპოკ." რედ.
_________________
4. ეწინააღმდეგებიან თუ არა წმ. ათანასე დიდის ეპისტოლე რუფინიანესადმი (ფრაგმენტი II) და წმ. ბასილი დიდის ეპისტოლე ნიკოლაელთადმი (ფრაგმენტი IV) - წმ. ტარასის განმარტებას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტოდიელები კრიტიკულად ეკიდებოდნენ წმ. ტარასის მისწრაფებას თავისსავე ხარისხებში მიეღო ხატმებრძოლეები. არ არის გასაკვირი, რომ სწორედ მათ შესთავაზეს კრებას წაკითხულიყო ხსენებული ეპისტოლეები (წმ. ათანასე დიდისა და წმ. ბასილი დიდის - "აპოკ." რედ.), რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოსდა ეწინააღმდეგებიან ნიკეის I მსოფლიო კრების ზემოთგანხილულ მე-8 კანონის განმარტებას, რომელიც კრებას წმ. ტარასიმ შესთავაზა. წმ. ათანასე აღწერს არიანელობისკენ განდგომილ ეპისკოპოსთა კვლავ ეკლესიაში შემოერთების ზოგად პრაქტიკას, რომლებიც სხვადასხვა ეკლესიებში იყო მიღებული:
"დაცემულებს და უღვთოებისკენ გადახრილებს შეენდოთ, თუ მოინანიებენ, მაგრამ სამღვდელო დასთან შეერთების ნება მათ არ ეძლევათ. ხოლო იმათ შესახებ, ვისაც არ სურდა უღვთოება, მაგრამ ეს ძალით მოეხვია თავს გაჭირვებისა და იძულების გზით, მათ დაადგინეს შენდობაც და სამღვდელო დასში შერაცხვის უფლების მიცემაც" (ათანასე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის ეპისტოლე რუფინიანე ეპისკოპოსის მიმართ. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 460). წმ. ბასილი დიდი: "არ ცნობს ეპისკოპოსად და ქრისტეს მღვდელთა რიცხვს არ მიათვლიდა იმას, ვინც შებღალული ხელებით იქნა დაყენებული საწინამძღვროდ რწმენის დარღვევისთვის" (წმ. ბასილი დიდი. ეპისტოლეები. თბილისი 2019 წ. ეპისტოლე 240. ნიკოპოლელ მღვდლებს. გვ. 420).
კრებაზე განხილვის ძირითადი საგანი იყო მიესადაგებოდა თუ არა ხატმებრძოლთაგან მისაღებ კონკრეტულ ჯგუფს "დაცემულთა", "უკეთურების დამცველთა", "ბოროტმორწმუნეობის მოთავეთა" და ა. შ. კატეგორია. საკითხი იმის შესახებ, თუ საერთოდ როგორ შეესაბამება ასეთი ვარიატიულობა წმ. ტარასის ზემოთ აღწერილ განმარტებას, რომელიც ითვალისიწინებს უპირობო აღიარებას მწვალებლებისა და სქიზმატიკოსებისა - განხილვაში პირდაპირ არ დაყენებულა, მაგრამ წმ. ტარასიმ, როგორც ჩანს, იგრძნო განმარტების აუცილებლობა და, განმარტა წმ. ბასილის ეპისტოლე, რითაც ნათელჰყო თავისი პოზიცია (იხ. ფრაგმენტი IV).
"თუკი ვინმე გაბედავს ხელდასხმის მიღებას განკვეთილ მწვალებელთაგან მათზე კრებითი განსაზღვრებისა და მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით ეკლესიათა ერთობლივი აზრის გამოთქმის შემდეგ, უნდა დაემხოს თავისი პატივისგან" (Деяния Вселенских Соборов, Том 7. Святой Собор Вселенский Седьмой, Никейский Второй. Деяние первое. Казань. 1909 г. Стр. 60) // https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9#sel=106:1,106:164).
აქ წმ. ტარასი განიხილავს ყველაზე უკიდურეს შემთხვევას: არა უბრალოდ მწვალებლობაში ჩათრეულს, არა უბრალოდ ქიროტონიის მიღებას დოგმატური დავების პერიოდში - არამედ ქიროტონიის მიღებას მწვალებლობის დაგმობის შემდეგ განკვეთილ მწვალებელთაგან. მაგრამ ასეთებიც კი, წმ. ტარასის აზრით ექვემდებარებიან დამხობას, ანუ სასულიერო პატივის აყრას. მაშასადამე - მათ საიდანღაც ამხობენ, ანუ - ასეთებსაც კი გააჩნიათ სასულიერო წოდება.
აქედან გამომდინარე ცხადი ხდება წმ. ტარასის პოზიცია "უკეთურების მოთავეთა" (წმ. ათანასე) მიღებასთან დაკავშირებით, რომლებიც "შებღალული ხელებით იქნენ დაყენებულნი საწინამძღვროდ რწმენის დარღვევისთვის" (წმ. ბასილი დიდი). მათ გააჩნიათ ხარისხი, მაგრამ ეკლესიას შეუძლია ამ ხარისხის წართმევა (დამხობა), ან ეკლესიაში მიღების დროს, არ წაართვან ხარისხი - თუმცა აუკრძალონ მსახურება კათედრაზე ან სამრევლოში, სადაც უკვე იმყოფებიან მართლმადიდებელი ღვთისმსახურები (თანამედროვე ენით რომ ვთქვათ - ასეთებს შტატგარეშედ იღებდნენ).
ამგვარად, მითითებული განწესებები არ ეწინააღმდეგებიან წმ. ტარასის პოზიციას მის მიერ ადრე გამოთქმულ და განხილულ საკითხთან დაკავშირებით (იხ. პ. 2-3).
5. დასავლელ ეპისკოპოსთა კითხვა და წმ. ტარასის პასუხი (ფრაგმენტი II)
II ფრაგმენტის ბოლოში არის ადგილი, რომელიც არც კი გახლავთ არსებითი წმ. ტარასის პოზიციის გასაგებად, მაგრამ, რომელიც, მკითხველთა გაურკვევლობას იწვევს. იტალიელ და სიცილიელ ეპისკოპოსთა ჯგუფი კვლავ სვამს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი ნავატიანელთა, ენკრატიტთა და არიანელთა მიღების წეს-განგება გამოყენებულ იქნას ხატმებრძოლეებისადმი. ზემოთ იხ. პ. 3) ჩვენ ვნახეთ, რომ ანალოგიურ კითხვაზე წმ. ტარასიმ უპასუხა, რომ ნიკეის კრების მე-8 კანონი გამოიყენება ყველა მწვალებლობებისადმი. აქ წმ. ტარასი იძლევა უფრო ვრცელ და, ერთი შეხედვით, გარკვეულწილად უცნაურ პასუხს - ის ხატმებრძოლეებს ადარებს იმგვარი უკიდურესი მწვალებლობების წარმომადგენლებს, როგორებიც არიან მარკიონელები და მანიქევლები (რომლებიც ასევე უარყოფდნენ ხატებს) - მაგრამ, მაინც აგრძელებს მტკიცებას, რომ ხატმებრძოლეები მიღებულ უნდა იქნან თავიანთ ხარისხში.
ამ ფრაგმენტის გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მომენტამდე განხილვებში მონაწილეობდა მართლმადიდებელ ბერძენთა ორი პარტია (ერთს წარმოადგენდა წმ. ტარასი, მეორეს კი - სტოდიელები). მიუხედავად პოზიციათა განსხვავებისა მათ მშვენივრად ესმოდათ ერთმანეთის: ისინი ეყრდნობოდნენ აღმოსავლელ წმიდა მამათა საერთო ტრადიციას (სტოდიელთა გარკვეული მიდრეკილებით დასავლურისადმი) და საერთო კანონიკურ სისტემას.
სულ სხვა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ იტალიელი ეპისკოპოსები. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად იტალიის სამხრეთი და სიცილია ხატმებრძოლ-იმპერატორთა დროს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იყო დაქვემდებარებული (იხ. Вселенский VII собор // Православная энциклопедия, т. 9. М.: 2005 г., стр. 647 https://www.pravenc.ru/text/155500.html), მასში დაცული იყო რომაული ტრადიციები, რომაული საღვთისმეტყველო და კანონიკური ავტორიტეტები. კრებიდან თითქმის ათას ხუთასი წლის შემდეგ ძნელია იმისი თქმა, რამდენად კარგად ფლობდნენ იტალიელი ეპისკოპოსები ბერძნულ ენას: იქნებ წმ. ტარასის პასუხი, რომელიც I ციტატაში იყო მოტანილი, უბრალოდ იტალიელთა ყურადღების მიღმა დარჩა, ან მათ ის ვერ გაიგეს - და თავიანთი შეკითხვა გაიმეორეს.
წმ. ტარასის პასუხი ახასიათებს მას, როგორც დახელოვნებულ დოგმატისტს. ის მოცემულია რომის "კანონიკური კოორდინატების სისტემაში" (7)
_______________
7. ტექ. ტერმინი. ნიშნავს დამოუკიდებელ პარამეტრებს კლასიკური მექანიკის ჰამილტონისეულ ფორმალიზმში. აქ ავტორის მიერ გამოყენებულია რომის კანონიკის "დამოუკიდებელი პარამეტრების" გაგებით და ატარებს რელიგიურ მნიშვნელობას - "აპოკ." რედ.).
_______________
როგორც ცნობილია, უკიდურეს მწვალებლობათა ეკლესიაში მიღების წეს-განგებები აღმოსავლეთსა და დასავლეთში გარკვეულწილად განსხვავდებოდნენ. აღმოსავლეთისთვის მწვალებლობაში ან სქიზმაში აღსრულებული ნათლობის აღიარების პირობად მიიჩნეოდა ნათლისღების მართებული ფორმა და სამებისადმი რწმენა (8).
_______________
8. "ისინი, ვინც მონათლულნი არიან სამი პირის: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, არ უნდა გადაინათლონ, თუნდაც მწვალებელთა მიერ იყონ მონათლულნი, ოღონდ თუ ეს მწვალებლები აღიარებენ სამ პირს. ხოლო ისინი, ვინც სხვა მწვალებლობებიდან უერთდებიან ეკლესიას, უნდა მოინათლონ" (Свт. Дионисий Великий. К Дионисию и Стефану, предстоятелям римской церкви). https://azbyka.ru/otechnik/Dionisij_Aleksandrijskij/k-dionisiyu-i-stefanu-predstojateljam-rimskoj-tserkvi/#sel=4:1,4:44).
_______________
ხოლო დასავლეთში ნათლობის სწორი ფორმა საკმარისი იყო მწვალებლის მისაღებად და პრინციპულად არ მიიჩნევდნენ დასაშვებად ნათლობის განმეორებას (9, 10).
_______________
9. "თუკი ვინმე მწვალებლობიდან მოექცევა ეკლესიისკენ, მან უნდა წარმოთქვას სარწმუნოების სიმბოლო; და თუ დაინახავენ, რომ ის მონათლული იყო მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, მხოლოდ ხელს დაადებენ, რათა მიიღოს სულიწმიდა. მაგრამ, თუ აღმოჩნდება, რომ არ იყო მონათლული წმიდა სამების სახელით, დე მოინათლოს" (8-е правило Арелатского собора 314 г.) https://vk.com/aletheia?w=wall-184478279_4570.
10. "... რადგან ისინი, ვინც ნათლობა მიიღო მწვალებელთაგან, არ ყოფილა რა აქამდე მონათლული, ხელისდადებით უნდა დამტკიცდეს, ოღონდ სულიწმიდისადმი მიმართვით, რადგან მონათლულნი იყვნენ ყველაზე მარტივი ფორმით, ნათლისღების ძალის გარეშე. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს წესი დაცული იყოს ყველა ეკლესიაში, რათა საბანელი, რომელშიც ისინი შევიდნენ, არ შეიბილწოს ხელმეორე ნათლისღებით, რადგან ღმერთი ამბობს: "ერთია ღმერთი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება". ამრიგად, ეს განბანვა არ უნდა შეირყვნას განმეორებითი ნათლისღებით, არამედ, როგორც უკვე ვთქვით, აღსრულდეს მხოლოდ სულიწმიდისადმი მიმართვა, რადგან მას ვერავინ მიიღებს მწვალებელთაგან, არამედ მხოლოდ კათოლიკე მღვდლებისგან" (Свт. Лев Великий. Письмо 159. 21 марта 458 г. в консульстве майора Августа, цит. по Веселов Алексей, диакон, История принятия западных христиан в Греческой Церкви и богословие акривии и икономии https://bogoslov.ru/article/2478466).
_______________
თუკი წმ. ბასილი დიდი (11, 12), წმ. ათანასე დიდი (13) გადაჭრით უარყოფდნენ მათ საიდუმლოებებს, ვინც ნათლობის სწორი ფორმის შემთხვევაში - დეფაქტო უარყოფდნენ ღმრთის სამპიროვნებას (და პეპუზიანელებივით სულიწმიდის ნაცვლად პატივს მიაგებდნენ მონტანს და პრისკილას; ძეს მიიჩნევდნენ - ქმნილებად, როგორც უკიდურესი არიანელები და ევნომეველნი; სამ პირს კი ერთი იპოსტასის სამ სხვადასხვა გამოვლინებად მიიჩნევდნენ, საბელიანოზთა მსგავსად), რაც მოგვიანებით დადასტურებულ იქნა II მსოფლიო კრების მე-7 კანონით (14) და VI მსოფლიო კრების 95-ე კანონით (15), დასავლეთში მათი საიდუმლოებები აღიარებული იყო.
_______________
11. მეოთხე მსოფლიო კრების საქმენი. ფრაგმენტი ილირიელ ეპისკოპოსთა შემოერთების შესახებ. https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom3/1_3_31#sel=988:157,988:170.
12. რუფინუსი. საეკლესიო ისტორია. ციტ.: https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9#sel=106:1,106:164;137:1,137:289. რუფინუსის წიგნის რუსულ თარგმანში მოცემული თავი არ არის შეტანილი.
13. სოკრატ სქოლასტიკოსი. საეკლესიო ისტორია. https://azbyka.ru/otechnik/Sokrat_Sholastik/tserkovnaja-istorija-socrata/2#sel=70:37,70:59;77:276,77:294;77:340,77:398
14. ციტატა II მსოფლიო კრების მე-7 კანონის ფრაგმენტიდან ევნომეველთა, მონტანისტთა, საბელიანოზთა და სხვათა შესახებ. https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-apostolov-i-vselenskih-soborov-s-tolkovanijami/112#sel=7:117,7:119
15. ტრულის (VI მსოფლიო) კრების 95-ე კანონი. https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-apostolov-i-vselenskih-soborov-s-tolkovanijami/246#sel=7:73,7:169.
_______________
მარკიონიტთა ნათლობის აღიარებაზე წერდა წმ. სტეფანე რომაელი წმ. კვიპრიანე კართაგენელთან დავაში (16). ნეტ. იერონიმე ლუციფერ კალაბრიელის მიმდევართა (ლუციფერიანელების) წინააღმდეგ მიმართულ ტექსტში წერს ყველა მწვალებელ ჯგუფთა ნათლობის აღიარებაზე, გარდა პავლე სამოსატელისა (17). მისი მოწმობით ოპონენტი (ჰილარიუსი), ჯერ კიდევ სქიზმაში მის გასვლამდე იღებდა მანიქეველთა ნათლობებს (18). თანაც თვით ნეტ. იერონიმეს აპოლოგია აგებულია იმაზე, რომ არიანელთა ნათლობის მიღებიდან (რასაც ლუციფერიანელებიც ეთანხმებოდნენ) მას ლოგიკურად გამოჰყავს მათი ხარისხის აღიარების უფლებამოსილება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი რადიკალური ჯგუფების ხარისხიც კი, თუკი ის დასავლეთში არსებობდა - აღიარებული იყო.
_______________
16. "…თანაც ჩვენმა ძმამ სტეფანემ თავისი სასტიკი სიჯიუტე იქამდე განავრცო, რომ განიზრახა თვით მარკიონის, ვალენტინეს, აპელესისა და მამა ღმერთის სხვა მგმობელთა ნათლობისთვის მიენიჭებინა ღმრთის შვილთა შობის ძალა, თითქოსდა იესუ ქრისტეს სახელით მათშიც ხდებოდეს ცოდვათა მიტევება, სადაც ანთხევენ გმობას მამაზე და უფალ ღმერთ იესუ ქრისტეზე" (Свмч. Киприан Карфагенский. Письмо 61. К Помпею против письма Стефана о крещении еретиков) https://azbyka.ru/otechnik/Kiprian_Karfagenskij/pysma/#sel=427:581,427:627.
17. "იულიუსი, მარკოზი, სილიბისტრო და სხვა ძველი ეპისკოპოსები ყველა მწვალებელს სინანულით შეიწყნარებდნენ... რადგან ნიკეის კრებამაც, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, მიიღო ყველა მწვალებელი, პავლე სამოსატელის მოწაფეთა გარდა. ხოლო, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს კრება პრესვიტერობის ხარისხს უნარჩუნებს ნოვაციანელ ეპისკოპოსებს, თუკი ის მოიქცევა ეკლესიისკენ. ეს განსაზღვრება ამხობს ლუციფერს და ჰილარიუსს, რადგან ერთსა და იმავე დროს ეხება კლირიკოსსაც და მონათლულსაც" (Бл. Иероним. Разговор против люцифериан. /Творения блаженного Иеронима Стридонского, книга 6, часть 4. Киев, 1880, с. 92) https://azbyka.ru/otechnik/Ieronim_Stridonskij/razgovor-protiv-lyutsiferian/#sel=80:761,80:817;80:990,80:1069).
18. "სანამ ჩატარდებოდა არიმინის კრება, სანამ განიდევნებოდა ლუციფერი (იგულისხმება კალაბრიის ეპისკოპოსი - "აპოკ." რედ.), - ჰილარიუსი, როგორც რომის ეკლესიის დიაკვანი, მწვალებლებს იღებდა იმ ნათლისღებით, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ მიღებული. განა მხოლოდ, შესაძლოა, არიანელები და მათ მიერ მონათლულთა მიღებაა დაუშვებელი, სხვათა მიღება კი შესაძლებელი! ხოლო შენ, ჰილარიუს, დიაკვანი იყავი და იღებდი მანიქეველთაგან მონათლულთ; შენ დიაკვანი იყავი, და ამართლებდი ებიონის ნათლისღებას" (там же, стр. 91). https://azbyka.ru/otechnik/Ieronim_Stridonskij/razgovor-protiv-lyutsiferian/#sel=80:761,80:817).
_______________
აქედან გამომდინარე, ხატმებრძოლეების შედარება მანიქეველებთან და მარკიონელებთან (ასევე ყოფილ ხატმებრძოლეებთან) წმ. ტარასის სიტყვებში, რომელიც მიმართული იყო "დასავლელთადმი", სრულიად ლოგიკური ხდება.
რა თქმა უნდა, წმ. ტარასის შეეძლო გაემეორებინა ადრე თქმული და დაეწყო მწვალებელთა მიღების წეს-განგების აღმოსავლური კანონიკური ტრადიციის აპოლოგია. ეს გამოიწვევდა დავას დასავლურ და აღმოსავლურ ტრადიციებს შორის, რომელიც იმ პირობებში სრულიად შეუფერებელი იყო. ამის ნაცვლად, წმ. ტარასიმ დასავლელებს პასუხი მისცა დასავლური ტრადიციის ჩარჩოებშივე, ანუ: თქვენ თუ ასეთ მწვალებლებს შეიწყნარებთ - მაშასადამე ხატმებრძოლეებიც უნდა შეიწყნაროთ. გამომდინარე იქიდან, რომ იტალიელებმა დავა არ გააგრძელეს - ასეთი პასუხი მათ დამაჯერებლად მიიჩნიეს.
6. "ქიროტონია არის ღმრთისგან" (ფრაგმენტი III)
წმ. ტარასის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები წმ. ანატოლი კონსტანტინოპოლელის ხარისხის აღიარების კონტექსტში - როგორც ჩანს გამოხატავს მის აზრს იმის შესახებ, თუ რატომ არის შესაძლებელი მწვალებელთა საიდუმლოებანი იყონ ნამდვილნი. ოდესღაც ამ სიტყვებმა აღძრა მ. დანიელ სისოევი შეეცვალა თავისი აზრი მწვალებელთა საიდუმლოებებზე (ადრე ის მათ არ აღიარებდა) (19).
_______________________
19. "(მსოფლიო კრებების დროინდელმა ეკლესიამ I, II, VI და VII კრებათა პირით აღიარა ზოგიერთი მწვალებლური საზოგადოების საიდუმლოთა სინამდვილე. მე თავის დროზე მაწუხებდა ეს ფაქტი, და შემაწუხებდა ახლაც, რომ არ წამეკითხა VII მსოფლიო კრების 1-ლი საქმე. მის თანახმად ქიროტონიას აღასრულებს არა ადამიანი, არამედ ღმერთი. ეკლესია კი არ აღასრულებს საიდუმლოთ, არამედ ღმერთი ქმნის ეკლესიას საიდუმლოთა მეშვეობით. და მეორე, წმ. ტარასის თქმით, ხელდამსხმელი პასუხს არ აგებს ხელდასხმულის ცოდვებისთვის (მწვალებლობის მომაკვდინებელი ცოდვის ჩათვლით). ჩვენ შეიძლებოდა გვედავა ამაზე, რომ არა მსოფლიო კრების უზენაესი ავტორიტეტი" (О. Даниил Сысоев) (https://pr-daniil.livejournal.com/54466.html).
_______________________
აღვნიშნავთ, რომ იგივე დასაბუთებას (საიდუმლოს აღმასრულებელია ღმერთი) ხშირად მიმართავენ ეკლესიის მამები კითხვაზე: როგორ არის შესაძლებელი მძიმედ შემცოდე კლირიკოსთა მიერ აღსრულებული საიდუმლო ნამდვილი. შეიძლება აღვნიშნოთ, რომ წმ. ავგუსტინე იპონიელი (20) მწვალებელთა საიდუმლოებებს ასევე ადარებდა - მძიმედ შემცოდეთა საიდუმლოთ.
_______________________
20. "... ჩვენ (დონატისტებს) ვთავაზობთ კითხვას: იყო თუ არა სიმონ მოგვი ჭეშმარიტად მონათლული იესუ ქრისტეში? ისინი პასუხობენ - დიახ, და ეთანხმებიან წმიდა წერილს. მაშინ მე ვეკითხები მათ - მიიღო თუ არა მან ცოდვათა მიტევება?
...
რა ვიფიქროთ, თუკი ის ნათლობას მიეახლა მზაკვრული განზრახვით? მიეტევა მას თუ არა ცოდვები? ნებას მივცემთ მათ აირჩიონ ნებისმიერი პასუხი, რადგან მაინც გამოსადეგი იქნება ჩვენი მიზნისთვის. თუ იტყვიან, რომ ცოდვები მიეტევაო, მაშინ ეს გაუგებარი იქნება, რადგან: "სიბრძნის წმიდა სული მზაკვრობას გაექცევა" (სოლ. სიბრძნე. 1:5), და როგორ მიუტევა მან (სულიწმიდამ) ცოდვები მზაკვრობით აღსავსეს? თუკი ისინი გვიპასუხებენ, რომ ცოდვები არ მიეტევა, მაშინ მე ვიკითხავ, როგორ იქნებოდა იმ შემთხვევისთვის, თუკი სიმონი თავის ცოდვას ჭეშმარიტი გულშემუსვრილობით შეინანებდა? კვლავ უნდა მონათლულიყო იგი თუ არა?
…
როგორც იმ შემთხვევისთვის, ვინც საიდუმლო მიიღო მზკავრული ზრახვით, არ არსებობს მეორე ნათლობა, არამედ თავისუფლდება ჭეშმარიტი აღსარებით, რომელიც მას არ შეიძლებოდა ჰქონოდა ნათლისღების გარეშე. რადგან ის, რაც ადრე იყო მიცემული, შემდეგ გახდება მისი ცხონების საწინდარი, როდესაც ყოფილი მზაკვარება ჭეშმარიტი აღმსარებლობით შეიცვლება; ზუსტად ასევე, იმ ადამიანის შემთხვევაშიც, რომელიც, იყო რა მტერი ქრისტეს მშვიდობისა და სიყვარულისა, ნებისმიერ მწვალებლობაში ან სქიზმაში მიიღო ქრისტეს ნათლობა, რომელიც მითითებულმა სქიზმატებმა არ დაკარგეს თავიანთ საზოგადოებაში.
ამგვარად მისი მკრეხელობის გამო მისი ცოდვები მიტევებულ არ იქნა, სანამ შეცდომებს არ გაასწორებს და ერთი ეკლესიის წიაღში არ დაბრუნდება. და ის კვლავ არ უნდა მოინათლოს, რადგან ეკლესიის მშვიდობასთან თავისი შეერთებით მიიღებს იმ სარგებლობას, რომ ერთობაში საიდუმლო უკვე სარგებელს მოუტანს მისატევებლად ცოდვათა, რომელიც მას განხეთქილებაში არ ჰქონდა.
…
თუკი ისინი იტყვიან, რომ მზაკვრობაში მყოფი ადამიანი საიდუმლოს თუ მიიღებს, ცოდვები ესოდენ დიდი და წმიდა საიდუმლოს ძალით ნამდვილად მიეტევება, მაგრამ რაკიღა დაუყოვნებლივ თავის მზაკვრობას უბრუნდება, ნათლობის საიდუმლო უკან ერთმევა - ასე რომ სულიწმიდა მასთან იყო ნათლისღების მომენტში მისი ცოდვების მისატევებლად, მაგრამ გაშორდა მას მზაკვარებაში მისი გახევების გამო. ასე რომ ცოდვები კვლავ დაუბრუნდა და გამოდის, რომ ორივე განცხადება ჭეშმარიტია - "როგორც კი მოინათლე ქრისტე შეიმოსე", ასევე "სულიწმიდა შორდება მზაკვარებას". ასე რომ ადგილი აქვს ნათლობის სიწმიდეს, რომელიც მიაახლებს ქრისტეს, და მზაკვარების ცოდვილიანობასაც, რომელიც მას ქრისტესგან განმოსავს, როგორც იმ კაცის შემთხვევაში, ბნელი ადგილიდან ნათელში რომ გადის და კვლავ ბნელში შევა. მისი თვალები ყოველთვის ბნელისკენ არის მომზირალი, ისე რომ ნათელს მასში შეღწევა არ შეუძლია ნათელში გავლის დროსაც. თუ ასეთ პასუხს მოგვცემენ, მაშინ შევაგნებინებთ, რომ ეს იგივეა, რაც ეკლესიის გარეთ ნათლობა, ანუ იქ, სადაც დაცულია ეკლესიური ნათლობა, რომელიც თავისთავად წმიდაა, სადაც გინდ იყოს იგი" (Свт. Августин Гиппонский. О Крещении против донатистов, 1:11:17, 1.12.18-19) https://txt.drevle.com/mirrors/drevlepravoslavie-2012.10.23/data/t01300001941.html
_______________________
რჩება კითხვა მოცემული არგუმენტის საზოგადოობის ხარისხზე. წმ. ანატოლი კონსტანტინოპოლელის ქიროტონიასთან მიმართებაში შეიძლება აღინიშნოს, რომ ქიროტონიის მომენტში მასში მონაწილე დიოსკორე და ევტიქი ჯერაც არ იყვნენ განკითხულნი ეკლესიის მიერ, ანუ იყვნენ სჯულიერი (თუმც უკვე მწვალებლობაში შთავარდნილი) ეპისკოპოსები. მაგრამ სხვა მწვალებლობები, რომლებიც ამ ადგილამდეა ნახსენები კრებით მსჯელობებში (კერძოდ - ნავატიანელები და არიანელები) უკვე დაგმობილნი იყვნენ ნიკეის კრების დროისთვის და წმ. ათანასეს ტექსტის დაწერამდე - შესაბამისად, წმ. ტარასის დასაბუთება ვრცელდება დაგმობილ (ოღონდ არა დამხობილ) მწვალებლებზეც.
7. წმ. ტარასის მიერ I მსოფლიო კრების მე-8 კანონის განმარტების კანონიკური სტატუსის შესახებ
როგორც ვხედავთ, წმ. ტარასიმ VII მსოფლიო კრებაზე დამსწრეთ შესთავაზა I მსოფლიო კრების მე-8 კანონის გაფართოვებული განმარტება, რომლის თანახმადაც, სჯულიერი ხარისხი, რომელიც მიღებულია მწვალებლურ და სქიზმატურ საზოგადოებებში - მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შემოერთებისას დაცულ უნდა იქნას. შევნიშნავთ, რომ უკომპრომისო სტოდიელებიც, რომლებიც მოგვიანებით კონფლიქტში შევიდნენ წმ. ტარასისთან, რომელმაც უკანონო ჯვრისწერის ნება დართო იმპერატორს, აღიარებდნენ, რომ ხატმებრძოლთა ეკლესიაში მიღების წეს-განგების საკითხში ის - გადმოცემას მისდევდა (21).
_______________________
21. "რის გამო გქვონდა უთანხმოება ტარასისთან? სარწმუნოების გამო? მაგრამ, რამდენადაც ცნობილია, ის მართლმადიდებელი იყო, მისდევდა წმიდა კრებებს, და თავისი აზრთაწყობით სხვა პატრიარქებს ეთანხმებოდა, და თვითონაც სარწმუნოებისთვის იღვწოდა. მწვალებლობებიდან დაბრუნებულთა გამო? მაგრამ ეს მისი სიახლე კი არ არის, რამეთუ მათ წმიდა მამები სამგვარად იღებდნენ: გადანათვლით, როგორც პეპუზიანელებს, ან მირონცხებით, როგორც არიანელებს, ან საკუთარი სწავლების დაწყევლით, როგორც ნესტორიანელებს" (ღირ. თევდორე სტოდიელი. ეპისტოლე 53. სტეფანეს, წიგნისმკითხველსა და მასთან ერთად მყოფთ) https://azbyka.ru/otechnik/Feodor_Studit/poslania/53#sel=14:1,15:32
_______________________
გვრჩება განვსაზღვროთ წმ. ტარასის განმარტების კანონიკური სტატუსი
თანამედროვე საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ხშირად ვხედავთ ორ ცდომილებას მსოფლიო კრებათა საქმეების ავტორიტეტთან დაკავშირებით. პირველის თანახმად, ყოველი სიტყვა, თქმული კრებაზე და ჩაწერილი მის საქმეებში (განკითხულ მწვალებელთა სიტყვების გარდა) - მსოფლიო ავტორიტეტის მქონეა - დოგმატურადაც და კანონიკურადაც. ცხადია, ეს არასწორია. კრებების მონაწილეებს შორის იყვნენ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები, რომელთაც განსხვავებული საღვთისმეტყველო განათლება ჰქონდათ. მათგან ძალიან ბევრი კანონიზირებულია. ხშირად, სხვადასხვა გამომსვლელი (არაფერს ვამბობთ ადგილებიდან შეძახილებზე) სხვადასხვა აზრს აჟღერებდა (თუმცა, არ ეწინააღმდეგებოდნენ საერთო კრებით დადგენილებებს). რა თქმა უნდა, ასეთი შეძახილების და გამოსვლების ავტორიტეტი იმაზე მეტი არ არის, ისინი სხვა ნებისმიერ ადგილას რომ წარმოთქმულიყო.
საპირისპირო ცდომილების მომხრეები, პირიქით, ამტკიცებენ, რომ ავტორიტეტი გააჩნიათ მხოლოდ თეზისებს და დოკუმენტებს, რომლებიც საერთო კრებითი ხმის მიცემით იქნა მიღებული (ოროსები, ანათემატიზმები, დოგმატური ეპისტოლეები, კანონები და ა. შ.). მათ შეიძლება დავეთანხმოთ იმაში, რომ მსგავს დადგენილებებს (და მხოლოდ მათ) პირდაპირი და საკუთრივი აზრით ავტორიტეტი გააჩნიათ, რომელიც მსოფლიო კრებათა ავტორიტეტის ტოლფასია. მაგრამ არასწორია მივიჩნიოთ, რომ დანარჩენი შინაარსი კრებითი საქმეებისა - არაავტორიტეტულია.
როდესაც საქმეებს ვკითხულობთ, არაერთხელ ვხვდებით მითითებას კრების მონაწილეთა (ყველასი ან უმრავლესობის) თანხმიერ (თუმცა ფორმალური ხმის მიცემის გარეშე) განცხადებებზე. ხშირად საქმეებში ჩვენ ვხედავთ გამოთქმებს "კრებამ თქვა", "მამებმა თქვეს". ზოგჯერ რომელიმე საკითხის განხილვისას ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ამტკიცებენ მთელი რიგი გამომსვლელები ერთსა და იმავეს ან მასთან დაახლოვებულ თვალსაზრისს - და მათ არავინ ედავება, ან მოდავეები იღებენ დამაჯერებელ პასუხებს.
კრებითი საქმეებიდან ჩანს, რომ მსგავს შემთხვევებში კრების მონაწილეები ინტუიტიურად ან შეგნებულად ახდენენ მოცემული საკითხის კრებითი თანხმობის კონსტატირებას, რაც ჩვეულებისამებრ მისი განხილვის დასრულებასა და მომდევნო საკითხზე გადასვლაში გამოიხატება. ასეთი არაფორმალური თანხმობა, ამ სიტყვების ავტორის აზრით, თუმც ნაკლებად ავტორიტეტულია, ვიდრე მსოფლიო კრების დადგენილება, რომელიც საერთო ხმის მიცემით მტკიცდება, მაინც მისი მიჩნევა გამომსვლელის კერძო აზრად - ასევე არასწორი იქნება. მას შუალედური მდგომარეობა უპყრია, რომელიც ნაწილობრივ ნაკურთხია მსოფლიო კრების ავტორიტეტითაც.
სწორედ ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება წმ. ტარასის მიერ ნიკეის (I მსოფლიო) კრების მე-8 კანონის განმარტება. ის გააჟღერა წმ. ტარასიმ, ანუ კრების თავმჯდომარემ, ის განიხილებოდა (კონტრარგუმენტების განხილვებითურთ) და საბოლოო ჯამში საწინააღმდეგო აზრი არ გამოუწვევია - კრების მონაწილეები დაეთანხმნენ ასეთ განმარტებას, თუმცა ფორმალური ხმის მიცემა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა.
თარგმანი: "აპოკალიფსისის" რედაქცია. თბილისი. 2022 წ. ნოემბერი.
წყარო: https://vk.com/@aletheia-cheirotonia-haereticorum