რელიგია - რომელი "მაცხოვნებელი სახარება" მოაქვს "აღმაშენებელ საზოგადოებას" მსოფლიო ხალხებთან?! - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > რელიგია
რომელი "მაცხოვნებელი სახარება" მოაქვს "აღმაშენებელ საზოგადოებას" მსოფლიო ხალხებთან?!
ბაბილონის დანგრევა
ინტერნეტში, ე. წ. "აღმაშენებელი საზოგადოების" მიერ ვრცელდება ვიდეოები ქრისტიანთათვის, რომლებიც მიზნად ისახავენ მათი რწმენის შერყევას. ისინი ამტკიცებენ, თითქოსდა არსებობს "მოციქულ პეტრეს გამოსამშვიდობებელი ეპისტოლე მოძღვარ პავლესადმი". მაგრამ, ასეთი წერილი ბიბლიაში არ გვაქვს!
 
სრულიად შესაძლებელია, რომ ამ "აღმაშენებელ საზოგადოებას" მიზნად ჰქონდეს დასახული ერთმანეთს გადაჰკიდოს ქრისტიანები, და მთელ ქრისტიანულ სამყაროს, როგორც ადრე იუდეველებსა და მუსლიმებს, ასევე მსოფლიოს ყველა ხალხებს თავს მოახვიოს თავისი ცრუ "ცხონება", ანუ დედამიწის ტოტალური კონტროლის აღმაშენებელი საზოგადოების ანტიქრისტესეული იდეოლოგია.
 
თავიანთ ვიდეოებში ისინი ირწმუნებიან, რომ ამით ისინი გააჩერებენ ღმრთის რისხვით გამოწვეულ კლიმატურ კატასტროფებს, რომლებიც გამანადგურებლად დაატყდება თავს ჩვენს პლანეტას, და სანამდეც სულ მცირე დროღა დარჩა.



"აღმაშენებელი საზოგადოების" ლოგო და ბანერი.

 
ამგვარი "აღმაშენებელი საზოგადოებების" შესახებ ჯერ კიდევ 2000 წლის წინ გვაფრთხილებდნენ მოციქულები: "რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც" (2 კორინთ. 11:13-15).
 
მოციქულები ასევე გვაფრთხილებდნენ, რომ ჩვენს შორისაც გამოჩნდებიან ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომლებიც შეეცდებიან ჩვენს მიდრეკას საღმრთო ჭეშმარიტებისგან, მაგრამ ესენი ქრისტიანები არ არიან...
 
"იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო (ქვეყნიერების გადამრჩენელიო - "აპოკ". რედ.), და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:4-5). მაგრამ წაიყვანენ ხალხებს არა ქრისტესკენ, არა მაცხოვრისკენ, არამედ თავიანთი გზით, და შესთავაზებენ მათ ყალბ ცხონებას, რასაც აკეთებს კიდეც ე. წ. "აღმაშენებელი საზოგადოება".
 
ამასთანავე ეს საზოგადოება ყველა ხალხს ამზადებს ერთი მმართველობისთვის, რომელსაც ექნება ერთი რელიგია (ამას აჩვენებს მათი კონფერემცია იუდეველთათვის, შემდეგ მუსლიმთათვის, და ახლა უკვე ქრისტიანთათვის), და ერთი თაყვანისცემისთვის... რის შესახებაც გაფრთხილებულნი ვართ იოანეს "გამოცხადებიდან" (აპოკალიფსისიდან), და რაც დიდი ჭირვების ჟამს მოხდება.
 
ქრისტიანებს მხოლოდ ერთი მაცხოვარი გვყავს - ეს არის იესუ ქრისტე, რომლის მეუფება არაამქვეყნიურია. დადგება საუკუნო სამსჯავრო, როდესაც მთელი სამყარო და დედამიწა, ასევე მთელი მათი საქმეები დაიწვებიან, "ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტრე 3:10). და ვერავითარი აღმაშენებელი საზოგადოება თავისი ცრუ ცხონებით ვერ შეაჩერებს უფლის სამართლიან მსჯავრს, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლას, და ყველა იმ საშინელ კატაკლიზმს, რომლებიც თავს დაატყდებათ ჭეშმარიტების უარმყოფელ ხალხებსა და დედამიწას.
 
ამჯერად ეს საზოგადოება წმიდათა წმიდას, ღმრთის სიტყვას წაეპოტინა, და დამახინჯებული ყალბი რაკურსით შესთავაზა უამრავ ადამიანს...
 
მივმართავთ ქრისტიანებს, რომლებიც მიუხდნენ თავიანთ მონიტორებს და უმზერენ ამ კონფერენციებს - მართლაც დადგა დრო მღვიძარებისა, რათა არ გადავყლაპოთ სატანის სატყუარა...
 
რადგან ეს საზოგადოება ადამიანთა ინფორმირებას იწყებს მეცნიერთაგან, შემდეგ ლაპარაკობს ქრისტეზე, ამის შემდეგ კი გამოაქვს ყველაზე დამპალი იდეოლოგია, რაც კი გააჩნია ბაბილონის მეძავ ეკლესიას, სახეს რომელსაც ვატიკანის ყველა საქმეში ვხედავთ, ამის შემდეგ კი ისინი მთელ დედამიწას შესთავაზებენ "აღმაშენებელი საზოგადოების" ყალბ "სახარებას"...
 
უფალმა სრულიად მკაფიოდ გაგვაფრთხილა:
 
"... აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.  აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ" (მათე 24:24-25).
 
ეს დღე მოახლოვდა!...

 
საიტი "აპოკალიფსისი".
 
მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით. 2023 წ. აგვისტო.
Назад к содержимому