რელიგია - დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი - ღმრთისა და მართლმადიდებლობის მტერი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > რელიგია
დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი - ღმრთისა და მართლმადიდებლობის მტერი
მწვალებლობა
ავტორი: ალა ტუჩკოვა, ჟურნალისტი.
 
სოცქსელებში საშინელი რამ ხდება: ქვეყნდება მრავალრიცხოვანი პოსტები დეკანოზ დიმიტრი სმირნოვის სიკვდილთან დაკავშირებით, სადაც ცათა სასუფეველს უსურვებენ მას და ამგვარი მოსურვებები კრებს ასობით ლაიქს, ხოლო იშვიათი პოსტები მორიდებული მცდელობით თქვან თუნდაც სიმართლის ნაწილი ამ ადამიანზე - აგროვებს ორ ათეულამდე ლაიქს და მრისხანე დამუნათებებს: "მამაოს ცილისწამებისთვის ღმრთის წინაშე აგებთ პასუხს!" და ამის მსგავსნი. ჩვენ კი არ ვაგებთ პასუხს, არამედ თქვენ: იმისთვის, რომ გიყვართ სიცრუე და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძვით მათ, ვინც ამბობს სიმართლეს.



დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი (2020)
 
 
ბრძოლა პროლაიფერებთან (1)
___________________
 
1. პროლაიფერი - საერთაშორისო ტერმინია, რომლითაც აბორტის მოწინააღმდეგეებს აღნიშნავენ; ტერმინი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან pro-life – "სიცოცხლისთვის", და მუცლად მყოფ ჩვილთა სიცოცხლის დაცვისთვის ბრძოლას გულისხმობს.
 
___________________

სიმართლის ერთი ნაწილი გარდაცვლილ დეკანოზზე დაწერა მართლმადიდებელმთა აქტივისტმა ლუდმილა ესიპენკომ (ფეისბუკში ის დარეგისტრირებულია, როგორც მილა ოდეგოვა (Мила Одегова)). აი მისი პოსტის შინაარსი (მიმართული დეკანოზისადმი): "საშინელი იქნებოდა ჩემთვის სიკვდილი, თუკი შევიგნებდი, რომ ღმერთმა საკმაოდ დიდი მდგომარეობა მომანიჭა საზოგადოებაში და მიბოძა განსაზღვრული ძალაუფლება, რათა შესაძლებლობა მქონოდა მუდმივად მელაპარაკა და მებრძოლა აბორტების კანონმდებლობით აკრძალვაზე, მაგრამ შენ ამით არ ისარგებლე. ამის ნაცვლად შენ მხოლოდ იმას აკეთებდი, რომ საჯაროდ ახშობდი ადამიანებს, რომლებიც ოდნავ მაინც წაილაპარაკებდნენ ხოლმე აბორტების აკრძალვაზე, და მათ მარგინალებს უწოდებდი".
 
მოგვიანებით ლუდმილა ესიპენკომ სოცქსელ "ვკონტაქტე" (ВКонтакте) - ში დაწერა: "პირადად შევხვდი მ. დიმიტრი სმირნოვს. მან გადაღებებს შორის შუალედში მკითხა, ვინვარ მე და რითი ვარ დასაქმებული. მე ვუთხარი, რომ ვარ პროლაიფერი და შევდივარ მოძრაობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვთა მკვლელობებს. საპასუხოდ საკმაოდ გესლიანი დაცივნები მივიღე მისგან! გაკიცხვა გაკიცხვაზე და ა. შ. ..."
 
ერთმა ადამიანმა ВКонтакте-ში ასე დაახასიათა დეკანოზ დიმიტრი სმირნოვის საქმიანობა: "სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - თვითონ არ აკეთებდა და არც სხვას აძლევდა უფლებას. გზას უღობავდა იმათ, ვინც რაიმეს აკეთებდა ჩვილთა მკვლელობების საწინააღმდეგოდ". ერთმა ქალბატონმაც აი ასე დაწერა იმავე საგანზე: "საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ამ საკითხთან დაკავშირებით, და არა მარტო, ეკლესიის სახელით დაევალა მ. დიმიტრი სმირნოვს. მას მიეცა ძალაუფლება, ყველა რესურსი, მაგრამ მისთვის არასასურველნი განითესებოდნენ, ითრგუნებოდნენ, ზოგჯერ ისეთი მედიდურობით თავადი რომ ეპყრობა ხოლმე გლახუჭებს".
 
იქვე სიცრუის მოყვარულებს მისცეს ლინკი ანტიაბორტული მოძრაობის აქტივისტის ოლგა სელიხოვას სტატიაზე. ის წერს, რომ დეკ. დიმიტრი სმირნოვი იმის ნაცვლად ებრძოდეს ჯერაც დაუბადებელ ჩვილთა მკვლელობას, გამოდიოდა საკმაოდ უცნაური წინადადებებით, მაგალითად: აეკრძალათ აბორტები კომერციული კლინიკებისთვის, საავადმყოფოებში აბორტის მოსურნენი და მშობიარე დედები არ დაეწვინათ ერთ პალატაში, ნება მიეცათ მორწმუნე ექიმებისთვის არ მოეკლათ დაუბადებელი ბავშვები, ასევე აკრძალულიყო აბორტების რეკლამა და სხვა.
 
ასეთი მეთოდები უბრალოდ ძალიან სასაცილოა. ეს არის საქმიანობის იმიტაცია და ყველაზე ნამდვილი ნაცრის შეყრა ბრიყვების და ახლომხედველი ადამიანებისთვის, რომელთა რაოდენობა პუტინის სახელმწიფოს ძალისხმევით უამრავზე უამრავია.
 
ეს ბრიყვი ადამიანები ლუდმილა ესიპენკოს პოსტის კომენტარებში წერენ: მ. დიმიტრი სმირნოვის შემდეგ დარჩა მოწმობათა მთელი ჩემოდანი იმ ბავშვთა შობის შესახებ, რომლებიც ქვეყანაზე მათ დედებზე დეკანოზის ზემოქმედების წყალობით გაჩნდნენ! რაზეც გონიერმა მოქალაქეები პასუხობენ: "ასეთია მისთვის ბოძებული ძალაუფლებისა და ტალანტების შედეგი". რადგან გარდაცვლილ დეკანოზს გააჩნდა უზარმაზარი საინფორმაციო შესაძლებლობები. გარდა ამისა, მ. დიმიტრი იყო ტალანტიანი ადამიანი. მას შეეძლო მოეფიქრებინა ათასობით საინტერესო პროექტი, რომლის შემდეგაც ნახევარ ქვეყანას შეეძლო ებღავლა: "შეწყვიტეთ აბორტები!"
 
იმავე კომენტარებში დაიდო ლინკი ოლგა სელიხოვას სხვა სტატიაზე, სადაც ის საშინელებებს წერს: "როგორც ცნობილია, მ. მაქსიმე ობუხოვი და მ. დიმიტრი სმირნოვი დიდი ხანია აგრესიულად გამოდიან რუსეთში აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ. ისინი ემხრობიან ჩვილთა მკვლელობის შესახებ ღმრთის სჯულის ეტაპობრივ და თანდათანობით აღსრულებას".
 
იმავე სტატიაში სელიხოვა ადასტურებს, რომ დეკ. დიმიტრი დისკრეტიდაციას უწევდა პროლაიფერებს: "მ. დიმიტრი სმირნოვი აცხადებს, რომ აბორტების აკრძალვის ინიციატივა ადამიანებს განაშორებს დედა-ეკლესიას. ხოლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს - რეგიონთაშორის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს "Жизнь" ("სიცოცხლე"), "Воины Жизни" ("სიცოცხლის მეომრები") და ჩვილთა მკვლელობის საწინააღმდეგო მოძრაობას (СУД – сопротивление убийству детей – "აპოკ." რედ.), მ. დიმიტრი მარგინალურ ორგანიზაცეიბს განაკუთვნებს.
 
 
შეტევა მართლმადიდებელ ბავშვებზე
 
ახლა გადავიდეთ დეკ. დიმიტრი სმირნოვის საქმიანობაზე, რომელიც მიზნად ისახავდა მართლმადიდებელი ბავშვების დაზომბირებულ ბრიყვებად გადაქცევაზე (ამის შესახებ მე ვწერდი სტატიაში: "დეკ. დიმიტრი სმირნოვის მრჩეველი შამოლინა ბავშვებს ადებილებს").
 
აწ გარდაცვლილმა მღვდელმა ოჯახთან დაკავშირებული საპატრიარქო კომისიის მეთაურად თავისი ყოფნის პერიოდში მრჩევლად დაიყენა ვინმე ირინა შამოლინა - ძალიან მდიდარი ქალბატონი, რომელიც ფართო საზოგადოებას თავის ბიოგრაფიას უმალავს. ხოლო მისი ქმარი ალექსი კომოვი ჩართო თავისი კომისიის შემადგენლობაში. ეს წყვილი აწ გარდაცვლილი დეკანოზის დახმარებით ქოქავს საშინაო განათლების ერთგვარ სისტემას, რომელიც შემუშავებულია დასავლეთში სახელწოდებით "კლასიკური გასაუბრებები". ეს იყო უბრალოდ ძლევამოსილი მსვლელობა მართლმადიდებლური მასმედიის დახმარებით. დეკ. დიმიტრი სმირნოვი პირადად ესაუბრა შამოლინას ტელეარხ "Спас" ("სპასი" - რუს. მაცხოვარი, ცხონება - "აპოკ." რედ.) ეთერში. ეს პედაგოგ-ნოვატორები საკუთარი იდეების რეკლამითაც კი გამოდიოდნენ საერთაშორისო საშობაო შეხვედრებზე მოსკოვში.
 
როდესაც ამ "კლასიკური გასაუბრებების" მეთოდიკით დავინტერესდი და დავიწყე გარკვევა, თუ რას წარმოადგენდა იგი, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. თითქოსდა ბავშვების განსწავლისთვის გამოიყენებოდა მაზომბირებელი სიმღერები, ასევე ბავშვებზე ინფორმაციის უზარმაზარი მასის მიწოდება, რომლის გადახარშვა პატარების გონებას ასე უცაბედად არ ძალუძს და ამის გამო ბავშვები ვარდებიან ჰიპნოტურ ტრანსში. გარდა ამისა, სახეშეცვლილი სახით გამოიყენებოდა შატალოვის სისტემა, რომელიც უკვე დიდი ხანია განიდევნა ნორმალური სკოლებიდან, რადგან ის მოსწავლეებს შესაძლებლობას ართმევს რაიმე შეიტყონ საგნის შესახებ. ასევე პრაქტიკაში ჰქონდათ სრულიად ველური დაზუთხვა, რომელიც ჩვეულებრივ სკოლებში ასევე არ არის, და რომელიც ბავშვს სწავლისადმი ყოველგვარ ინტერესს უკარგავს.
 
მაგრამ ესეც არაფერი: ლოგიკის სწავლებისთვის პედაგოგ-ნოვატორები იყენებდნენ სახელმძღვანელოს "ლოგიკურ შეცდომათა მაძებარი", რომლის მიერაც ხდება ნარკოტიკების გამოყენების პროპაგანდირება და ოვერტონის ფანჯრის თეორიით ცნობიერებაში შემოჰყავთ აზრი კაციჭამიობის დასაშვებობის შესახებ. იმავე სახელმძღვანელოში მოცემულია ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა სინამდვილეში შეუძლებელია, რაც ბავშვს ყოველგვარ სურვილს უკარგავს გადაწყვიტოს რომელიმე ამოცანა. მეტიც, ამ სახელმძღვანელობში იყენებენ პროპაგანდისტულ ხრიკს, რომლის დახმარებითაც ბავშვებს უნერგავენ აზრს - არ არის საჭირო აზროვნება, უმჯობესია გაერთო": "მრავალ ჩვენგანს არ უყვარს თავით აზროვნება. კატეგორიულად. გართობა კი ყველას უყვარს; არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც რაღაცის ხელით კეთება უყვართ. მაგრამ თუკი საჭიროა ვაიძულოთ გონება იმუშაოს, უმეტესობა ამას თავს აარიდებს". ეს არის უძველესი პროპაგანდისტული ხრიკი: თუკი ადამიანს ეტყვი, რომ ყველანი აკეთებენ ამას და ამას და ფიქრობენ ასე და ასე, დამყოლი ბუნების ადამიანები თვითონაც იმავენაირად იწყებენ კეთებას და აზროვნებას.
 
თანაც, ინტელექტის შემრყვნელი ყველა ეს მეთოდი ინერგებოდა მართლმადიდებლურ გარემოშიც: მათი მეშვეობით მეცადინეობები მიმდინარეობდა საკვირაო სკოლებში. ანუ გარკვეული ადამიანები მიზანმიმართულად ამახინჯებდნენ ქრისტიანულ გარემოს. რამოდენიმე მართლმადიდებელი მშობელი და ერთი მღვდელი შეეცადნენ შეეჩერებინათ "კლასიკური გასაუბრებების" პროპაგანდა. მაგრამ, ნურას უკაცრავად: სხვადასხვა მართლმადიდებლური საზოგადოებებიდან მათ არავინ დაეხმარა. მხოლოდ ერთი სინოდალური განყოფილება დაინტერესდა ამ საკითხით. როგორც თვით დაზარალებული ბავშვების მშობლებმა მაცნობეს, ამ განყოფილებაში მათ შეპირდნენ: "წერილით პირდაპირ პატრიარქს მივმართავთ!" მაგრამ შემდეგნ სინოდალურმა მუშაკებმა რატომღაც გადაიფიქრეს და თქვეს: "თუ გსურთ, თვითონ მიწერეთ პატრიარქს". ჩემი აზრით განყოფილების თანამშრომლებმა კულუარებში თავიანთ კოლეგებთან, სხვა განყოფილებათა თანამშრომლებთან ისაუბრეს, და გაიგეს, რომ დეკ. დიმიტრი სმირონვს ისინი ვერ გადაძალავდნენ.
 
თუმცა, შემდეგ, მართლაც რაღაც სასწაული მოხდა: საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გაავრცელეს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ არ აძლევდნენ ამ პროგრამას საკუთარ გრიფს, რადგან მათ ის არ მოეწონათ, ამიტომაც "კლასიკური გასაუბრებების" მეთოდის გამოყენება საკვირაო სკოლებში დაუშვებელია. საპატრიარქოს იმავე წარმომადგენლებმა შამოლინას აუკრძალეს თავისი რეკლამებით გამოსვლა საშობაო შეხვედრებზე და აიძულეს დეკ. დიმიტრი სმირნოვი საჯაროდ გაეკეთებინა კომენტარები "კლასიკურ გასაუბრებებთან" დაკავშირებით. მან თქვა, რომ ის არ პოზიციონირებს, როგორც მართლმადიდებლური პროგრამა და განკუთვნილია მხოლოდ საშინაო სწავლებისთვის. ხოლო იმაზე, რომ "კლასიკური გასაუბრებები" ბავშვებს ადებილებს, დეკ. დიმიტრიმ რატომღაც არაფერი თქვა.
 
 
ისლამის ქადაგება ანაფორის ქვეშ
 
დეკ. დიმიტრი სმირნოვი უბრალოდ რეკლამას უწევდა ისლამს. აი ნაწყვეტი ტაძარში წარმოთქმული მისი ერთი ქადაგებიდან: "ის, თუ რა ნებავს ღმერთს, თანამედროვე მუსლიმმა კარგად იცის. ხოლო თანამედროვე მონათლულმა არ იცის, ღმერთს რა ნებავს. და ვინ უფრო ახლოს ყოფილა ღმერთთან? ამიტომაც მომავალი სწორედ ამ მუსლიმებისაა. ისინი დაასახლებენ ამ დედამიწას" .

ის, რაც მან თქვა, გახლავთ სრული და კადნიერი სიცრუე. შეუძლებელია ღმერთთან ახლოს იყოს ადამიანი, რომელმაც ღმერთი არ იცის, მუსლიმებმა კი არ იციან ღმერთი. ის, ვისაც ისინი პატივს მიაგებენ, - ღმერთი არ არის. ჩვენი მართლმადიდებელი წმინდანები სრულად სხვაგვარად მსჯელობდნენ ისლამზე. მაგალითად, მოწამე ონუფრი, რომელიც ბულგარეთში ცხოვრობდა, მუსლიმებს ასე ეუბნებოდა: "მაჰმადიანობა - სულის წარწყმედაა".

კიდევ შეიძლება დეკ. დიმიტრი სმირნოვის სიტყვები ყურანზე შევადაროთ მოწამეთა სიტყვებს ამავე წიგნთან დაკავშირებით. ერთხელ ტელეარხ "სპასის" (Спас) მაყურებელმა მხცოვან დეკანოზს ჰკითხა: ცოდვა ხომ არ არის ყურანის კითხვა, რადგან მას ძალიან სურს წაიკითხოს ეს წიგნი? რაზეც დეკ. დ. სმირნოვმა უპასუხა: "არა, გეთაყვა, იკითხეთ. მე კაბინეტში მაქვს ყურანის ორი გამოცემა. დრო და დრო გადავშლი ხოლმე, და ვკითხულობ, ზოგჯერ საჭიროა რაღაც ნახო. რა ცოდვაა ამაში? ეს არის ჩრდილოეთ აფრიკის რელიგიური ცხოვრების ძეგლი. ძალიან საინტერესოა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვკითხულობთ არაბულად, არამედ მხოლოდ თარგმანებში. მაგრამ, რას იზამ, რაც არის არის".

წამყვანი მას ეუბნება, რომ იცის ადამიანები, რომლებიც წვდებიან მაჰმადიანობას, და მათ ის მოსწონთ... რაზეც მხცოვანმა დეკანოზმა მისცა გამაოგნებელი პასუხი: "თუკი ისლამი მიმზიდველია, მაშასადამე იმიტომ, რომ იქ არის ისეთი რამ, რაც ჭეშმარიტებას გვაახლოვებს. მე რომ სადმე უზბეკეთში ან ყირგიზეთში მეცხოვრა, აუცილებლად გავიზიარებდი მულიმურ კულტურას, რათა შემესწავლა ის რწმენა, რომლის გარემოცვაში ვცხოვრობ".

არადა, სერბი მოწამე გიორგი ისლამის წარმომადგენლებს ეუბნებოდა: "ზღაპრები, რომლითაც სავსეა ყურანი, აჩვენებს, რომ არაგონივრული საქმეა - ენდო ყურანს". აი რა არის ნათქვამი ყურანზე კონსტანტინოპოლის 1180 წლის კრების ტომოსში: "ანათემა მუჰამედს და მის სწავლებას, გადმოცემულს ყურანში, რომელშიც ის აღიარებს, რომ უფალი ღმერთი და ჩვენი მაცხოვარი იესუ ქრისტე არ არის ღმრთის ძე; კეთილს უწოდებენ ცუდს, ხოლო ნათელს წარმოაჩენენ ბნელად". ანუ მართლმადიდებელმა ადამიანებმა შავით თეთრზე დაწერეს: ყურანში კეთილს ცუდი ეწოდება, და ნათელს კიდევ - ბნელი. მაშ, სად არის აქ ჭეშმარიტებასთან მიახლოვება, მე არ ვიცი.

დეკ. დიმიტრი სმირნოვი არა მარტო თვითონ უწევდა რეკლამას ისლამს მართლმადიდებელთა წინაშე, არამედ მართლმადიდებლურ პუბლიკაში იწვევდა მუფტიებს. უკიდურეს შემთხვევაში, ერთი მათგანი როგორღაც მოიყვანა ტელეარხ "სპასზე", რის შესახებაც 2018 წელს ანტიმოდერნისტი გერმან ივანიცკი ВКонтакте-შიც იუწყებოდა. აი რას წერს ივანიცკი: "7 თებერვალს პროგრამაში "Диалог под часами" (დეკ. დიმიტრის მულტიბლოგი ტელეარხზე "სპასი") გაჩნდა დეკ. დიმიტრი სმირნოვის ერთსაათიანი გასაუბრება მუფტი მუჰამედღალი ხუზინთან. ძირითადად ლაპარაკობდა მუფტი. საგრძნობლად გათამამდა რა საუბრის პირველი ნახევარის საათის შემდეგ, ის ღიად გადავიდა ყურანის ციტირებაზე და სხვადასხვა ცრუ აზრებისა და პოსტულატების დანერგვაზე. მ. დიმიტრის ბნელეთის ეს მოციქული სულაც არ უარუყვია, პირიქით, მუფტის ურჩევდა მეტი და მეტი გამოექვეყნებინა ისლამური, ე. წ. საღვთისმეტყველო შრომები, და მეტიც, შესთავაზა დაეფუძნებინა თავისი მულტიბლოგი, ისეთივე, როგორიც თვით "მედიის დეკანოზს" გააჩნდა.

არც ერთი მართლმადიდებელი მღვდელმსახური არ მოიქცევა ასე. მეტიც, ასე არ გაკადნიერდება არც ერთი ერისკაციც კი. დეკ. დიმიტრი სმირნოვის ამგვარი ქცევიდან გამომდინარეობს, რომ ის სულაც არ იყო მართლმადიდებელი და მითუმეტეს მართლმადიდებელი მოძღვარი. მოძღვრებს თავიანთი სამწყსო ქრისტესთან მიჰყავთ, და არა პირიქით, - ეკლესიიდან მეჩეთში როდი ერეკებიან მათ. ყველა ქრისტიანი ხომ არ არის მტკიცე სარწმუნოებაში, და გაპოპულარულებული დეკანოზის ამგვარი გამოსვლების შემდეგ ვინმე მართლაც გადავიდოდა ისლამში.

 
ლათინი პაპისტი ამბიონზე
 
დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი თავის სიტყვიერ ცხოვართ ერეკებოდა არა მარტო მეჩეთისკენ, არამედ კათოლიკური ცრუეკლესიისკენაც. ინტერნეტში არის ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია, როგორ იწვევს ის თავისი ტაძრის ამბიონზე მეგობარ-კათოლიკეს. ისიც გამოდის და იწყებს კათოლიციზმის ქადაგებას.

არადა ადამიანები განსხვავებულები არიან. როგორც გონიერი ადამიანი, დიმიტრი სმირნოვი უნდა მიმხვდარიყო, რომ მის ტაძარში იქნებოდნენ ისეთი წევრებიც, რომლებიც ამბიონიდან რომაელი-პაპისტის გამოსვლის შემდეგ ეკლესიას დატოვებდნენ. ანუ ეს იყო პროვოკაცია მღვდელმსახურის მხრიდან. გარდა ამისა, ასეთი გამოსვლები - ტაძრის შებილწვაც არის, გარკვეული თვალსაზრისით, რადგან ამბიონიდან ქადაგება შეუძლია მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდელს.
 

თვითმკვლელის გაპატიოსნება
 
2011 წლის 5 დეკემბერს РИА Новости იუწყებოდა, რომ დეკ. დიმიტრი სმირნოვმა გააპატიოსნა და წესი აუგო ტარუსის რაიონის ბლაღოჩინ თვითმკვლელს - გენერალ მიხაელ ეფრემოვს. ის ალყაში მოექცა და სიცოცხლე თვითმკვლელობით მოისწრაფა, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყო. ეს არის კლასიკური თვითმკვლელობა, რომელიც არავის აძლევს უფლებას სახლშიც კი ილოცოს ამგვარ ადამიანზე.

თანაც, დეკ. დიმიტრი იქვე გამოვიდა არა უმაღლესი ხელისუფლების განკარგულების უნებლიე აღმასრულებლად, არამედ, როგორც ჟურნალ "Фома"-ს ("თომა") ამცნო ალექსანდრე შიპკოვმა, ამ გაპატიოსნების ინიციატორად. წესის აგების ორგანიზებაში მას (ალექსანდრე შიპკოვს) დაეხმარნენ დეკ. ვსევოლოდ ჩაპლინი, დეკ. დიმიტრი სმირნოვი და სინოდალური ჩინოვნიკი ვლადიმირ ლეგოიდა.

იმის შესახებ, თუ როგორ დევნიან თვითმკვლელები ცოცხალ ადამიანებს, ვწერდი ჩემს ნაშრომში აქ, ხოლო ეფრემოვთან დაკავშირებულ გამაოგნებელ ისტორიაზე - სტატიის ბოლოში აქ. თვის მხრივ ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა ლუკამ ერთხელ თქვა, რომ არაკანონიკური წესის აგებისთვის ღმერთი საშინლად სჯის მღვდლებს და მათ ოჯახებს. მან იცის ისეთი შემთხვევები, როდესაც მღვდლები, რომლებიც განურჩევლად ყველას აპატიოსნებდნენ, ჭკუიდან იშლებოდნენ, ან ლოთდებოდნენ, ან კიდევ თავს იკლავდნენ.

სხვათა შორის, ჯადოქრები დახმარებისთვის სწორედ თვითმკვლელებს მიმართავენ - ისინიც ხალისით ეხმიანებიან მათ თხოვნას ვინმე მიიყვანონ სუიციდამდე (ცხადია, რომ თვითმკვლელები საიქიოდან ვერავის ვერაფრით დაეხმარებიან, აქ ლაპარაკია - დემონებზე, რომლებიც გარდაცვლილთა სახეს იღებენ - "აპოკ." რედ.). გარდა ამისა, ჯადოქრებს კიდევ გააჩნიათ ისეთი აზრი, რომ თუკი თვითმკვლელის გაპატიოსნება მოხდება ტაძარში, ამ ტაძრისთვის რაღაც ცუდი დატრიალდება...

 
უხამსობა პირდაპირ ეთერში
 
მე ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რომ ამასწინათ გარდაცვლილი დეკანოზი ხშირად შეურაცხყოფას აყენებდა იმ ადამიანებს, ვინც მას მასმედიის მეშვეობით შეკითხვებს აძლევდა. მაგალითად, ერთხელ ერთმა ქალმა დეკ. დიმიტრის ჰკითხა, როგორ ასწავლოს საკუთარ თავს არ სცემოს შვილიშვილები, რაზეც დეკანოზმა უპასუხა, "გიჟი ხარო".
 
ეს არის მღვდლის ხატის ყველაზე ნამდვილი დისკრედიტაცია ნაკლებად გაეკლესიურებული ადამიანების თვალში. ამგვარი პასუხების მოსმენის ან წაკითხვის შემდეგ ეკლესიიდან გარბის მრევლის გარკვეული ნაწილი. რა თქმა უნდა, შეიოძლება ითქვას, რომ ასეთი ქცევა - მხოლოდ ვნებების გამოხატულებაა, რომელიც ყოველ ადამიანს ახასიათებს. მაგრამ, ეს ასეთი გამოხატულებაც იქნებოდა, რომ არ არსებობდეს დეკ. დიმიტრი სმირნოვის ანტიესაეკლესიო და ანტიმართლმადიდებლური საქმიანობის სხვა მაგალითები.
 
 
გამაოგნებელი ფოტოსურათი
 
აი ეს ფოტო თავით ფეხებამდე გასცემს დეკ. დიმიტრის იმაში, რომ ის არ ყოფილა მართლმადიდებელი ქრისტიანი და შეგნებულად ებრძოდა მორწმუნეებს:
 

 
აქ მხცოვანი დეკანოზი რატომღაც უფრო ბებერ ჯადოქარს წააგავს, ვიდრე მართლმადიდებელ მსახურს. ეს ფოტო მე ვიპოვე НТВ-ს საიტზე. მის ქვეშ წერია: "ქსელში გამოქვეყნდა 21 ოქტომბერს გარდაცვლილი დეკანოზის, დიმიტრი სმირნოვის ფოტოსურათი. ფოტო თავის ბლოგზე განათავსა ტელეწამყვანმა ბორის კორჩევნიკოვმა. ფოტო გადაღებულია მაშინ, როდესაც დიმიტრი სმირნოვი ეწვია შეიარაღბულ ძალთა მთავარ ტაძარს".


 
ეს არის შოიგუს ის ტაძარი, რომლის კურთხევის შემდეგ ადამიანებმა მას ეშმაკის ციტადელი და საკერპე უწოდეს. მაშინ მე დავწერე სტატია "ხელისუფლება დასცინის არა მარტო მორწმუნეებს, არამედ ჩვენს ღმერთსაც და პატრიარქსაც" (https://avt1975.livejournal.com/111404.html). იმიტომ, რომ ეს არ არის მართლმადიდებლური ტაძარი, არამედ საშინელი სატანური საკერპე, რომელშიც მართლმადიდებელ ქრისტიანს შესვლის უფლებაც კი არა აქვს. ერთმა ანონომმა კი თავის ბლოგში დაწერა ძალიან კარგი მასალა, რომელშიც დაამტკიცა, რომ ეს ნაგებობა ანტიქრისტეს დაბადების აღსანიშნავად აღიმართა (https://protomarius.livejournal.com/28044.html).
 
შედარებისთვის, იხ., თუ როგორ გამოიყურებიან მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც იმ საშინელ ადგილას აღმოჩნდნენ.



ეს ფოტოსურათი გადაღებულია მაშინ, როდესაც შოგუს საკერპეს აკურთხებდნენ. მღვდელი მარცხნივ ღრმა ფიქრებშია ჩაძირული და განსჯის თუ რაში იღებს მონაწილეობას. მამაო ცენტრში ისე იყურება, როგორც ახალმოწამეები უყურებდნენ თავიანთ მადევრებს დაკითხვებზე. ხოლო მარცხნივ მდგომი მღვდელმსახური თავს აშკარად ბანდიტების ბუნაგში მოხვედრილ ადამიანად გრძნობს, რომელთაგან არც კი იცი რას უნდა ელოდო.
 
მაგრამ დეკ. დიმიტრი სმირნოვი რატომღაც თავს ძალიან კარგად გრძნობს სატანურ ადგილებზე, მხიარულად უქნევს ხელს იქ დამსწრეებს (იხ. ფოტო ზემოთ). ხომ არ ეგონა, რომ სატანის სამფლობელოს "უღრუბლო ცაში" აიჭრებოდა თავისი სიკვდილის შემდეგ?
 
არქიმანდრიტმა კირილემ (პავლოვი) თავის დროს ერთ იღუმენს უთხრა: "საშინელი დრო დგება, ეკლესიას შიგნიდან დაანგრევენ. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია იქ მოკალათებული, რომლებსაც ქრისტე სძულთ. ისინი მიიღებენ გარკვეულ დავალებას და მდგომარეობას საეკლესიო იერარქიაში. თავს მოაჩვენებენ რა ყველას ჭეშმარიტ მართლმადიდებელ იერარქებად, ყოველმხრივ შეეცდებიან ეკლესიის და მართლმადიდებლობის დამცირებას, მისი საძირკვლების მორყევას".
 
ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო დეკ. დიმიტრი სმირნოვი. შესაძლოა, ის ეკლესიაში მოვიდა როგორც ჭეშმარიტი მორწმუნე, მაგრამ შემდეგ რაღაც ისე არ წავიდა, და ჩვენმა საზოგადოებამ შედეგად მიიღო ის, რაც მიიღო. თუმცა, ამგვარი ადამიანების არსებობა არანაირად არ ამართლებს იმ ქრისტიანთ, რომლებიც ეკლესიას შორდებიან. რადგან ეკლესიის მტრებს, მის სტრუქტურებში ჩანერგილ არაკაცებს არ შუძლიათ ერთი ადამიანის ცხონების დაბრკოლებაც კი - ისინი თუ პატივაყრილნი არ არიან, მადლი მათი ხელითაც კი მოქმედებს.
 
ის, რაც დეკ. დიმიტრის სიკვდილს მოჰყვა, ჩემი აზრით, არც ისე უწყინარე საქმეა. ადამიანთა ეს ბრბო, რომელიც მთელი ღამე მიდიოდა ღმრთის მტრის კუბოსთან... ხმამაღალი მოთქმა-გოდებანი ტაძრის წინ... მადიდებელი პოსტების წერა სოცქსელებში, რომ ჩვენ თურმე დავკარგეთ დიდი ნათელმხილველი და წმიდა მართლმკვეთელი ადამიანი... ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ამძიმებს, ისედაც მძიმე სულიერ ატმოსფეროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, და კიდევ უფრო აშორებს ადამიანებს ზეცას. რადგან მრავალი მორწმუნე თავისი სულის მთელ ძალებს აძლევს ბოროტებას დეკ. დიმიტრი სმირნოვის სახით, და არა სიკეთეს, რითაც ბოროტების ენერგიას უფრო აძლიერებს.
 
მოკლედ, მე გავაფრთხილე გონიერი ადამიანები, რომლებიც ახლა დეკ. დიმიტრის სულის საოხად ლოცულობენ. იმიტომ, რომ ღმრთისა და ეკლესიის მტრებზე ლოცვა დაუშვებელია.
 
წყარო: https://avt1975.livejournal.com/120345.html?utm_source=3userpost
Назад к содержимому