აპოსტასია > რელიგია
მართლმადიდებლური სწავლება მწვალებლობათა ბუნების შესახებ
და კიდევ, არიან თუ არა რომაელი-კათოლიკეები მწვალებლები
(ღია წერილი პროფ. კალინ იანაკიევს)
და კიდევ, არიან თუ არა რომაელი-
(ღია წერილი პროფ. კალინ იანაკიევს)
ავტორი: მღვდელსქიმონაზონი დიმიტრი ზოგრაფელი.
ამ ტექსტის დაწერა გადავწყვიტე მათ გამო, ვინც გულწრფელად ეძებს ერთ ღმერთს და ვისაც მყარად უყვარს ერთი ჭეშმარიტება. ღმერთმა ქნას ჯერ კიდევ არსებობდნენ ასეთი ადამიანები, რადგან ქვეყნიერებაც ხომ ძირითადად მათ გამო დგას.
სტატიის სათაურის კონკრეტული მიზეზი გახდა პროფ. კალინ იანაკიევის სტატია "მოკლე კანონიკური განმარტებები", რომელიც გამოქვეყნდა პორტალში "კულტურა" და, რომელშიც უკვე მერამდენედ გაიქელა მართლმადიდებლობა, როგორც პირდაპირ, ასევე იმ ადამიანთა დისკრედიტირების მცდელობით, ვინც მას იცავს.
პატიოსნების ამგვარი სამწუხარო არარსებობის შესახებ მე ვილაპარაკებ სულ ბოლოს, ახლა კი გადავალ უშუალოდ სარწმუნოების მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე.
მართლმადიდებლობაზე და "მშობლიურ ზილოტებზე" მისთვის ჩვეული სარკასტული თავდასხმების შემდეგ, პროფ კ. იანაკიევი სვამს კითხვას:
"დაე ყოველმა, ვინც ამტკიცებს, რომ კათოლიციზმი არის მწვალებლობა, მიჩვენოს მსოფლიო ხასიათის რომელ კრებაზე იყო ის განკითხული როგორც ასეთი. მიჩვენოს თუნდაც სრულიად მართლმადიდებლური ხასიათის რომელიმე კრება მაინც, რომელზეც კათოლიციზმი შერაცხილ იქნა მწვალებლობად".
თუმცა მანამდე პროფესორი კიდევ უფრო ამჟღავნებს თავის მოუმზადებლობას, როდესაც მე მისთვის ჩვეული მენტორული ტონით მომმართავს:
"მაგრამ "მწვალებლებად", თქვენო ყოვლადღირსებავ, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევდა მხოლოდ იმ ჯგუფებს, ვისი უთანხმოებაც სარწმუნოებასთან და სწავლების გადმოცემასთან, მსოფლიო კრებების მიერ იყვნენ განკითხულნი. სწორედ მსოფლიო კრებების მიერ, და არა ეკლესიის ამა თუ იმ (თუნდაც დიდი ან წმიდა) მამების მიერ, არაფერი რომ არ ვთქვათ არაგონივრულ მოსაგრეებზე".
თქვენი მტკიცებულება ღრმად მცდარია, ბ-ნო პროფესორო. საეკლესიო სწავლება, კანონები და ისტორია ერთსულოვნად მოწმობენ, რომმწვალებელი - ეს არის ადამიანი, რომელიც გადაიხარა მართალი სარწმუნოებიდან, და არა აქვს მნიშვნელობა, განკითხულია ის საეკლესიო კრებების მიერ თუ არა. მაგალითად, I, II და III საუკუნეების მრავალრგვაროვანი გნოსტიკური სექტები ან კიდევ III და IV საუკუნეების მანიქევლები არ განუკითხავს არც ერთ კრებას, მაგრამ ეკლესია მათ მაინც უეჭველ მწვალებლებად მიიჩნევდა. მსგავსადვე, ჩვენს დროშიც არსებობს მრავალი ქრისტიანული სექტა, რომლებიც არ განუკითხავს არც ერთ კრებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი - მაინც მწვალებლური საზოგადოებებია, რომლებიც იმყოფებიან ეკლესიის გარეთ.
არსებითად, თვით წმიდა წერილიც ლაპარაკობს სხვადასხვა კრიტერიუმებზე იმისა, თუ ვინ არის მწვალებელი და როგორ ხდება მისი განკითხვა ამისთვის. აი, მაგალითად, რას ბრძანებენ ქრისტეს მოციქულები:
"მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:10-11).
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მწვალებელი უხილავად თვითონ სჯის საკუთარ თავს, თუნდაც საეკლესიო სანქციის გარეშე, რადგან მწვალებლობის კრიტერიუმი - რაიმე გარეგანი ფაქტორი კი არ არის, არამედ თვით სამოციქულო რწმენის შერყვნა.
"ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალ. 1:8).
აქედან მომდინარეობს წმ. იოანე ღვთისმეტყველის მხილება იმათ მიმართ, ვინც ჯერ კიდევ მის დროს თვითნებურად გამოეყოფოდა რწმენას: "ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი" (1 ინ. 2:19).
"მაგრამ, მაშინ რაღა საჭიროა მსოფლიო კრებები?" - იკითხავს ვინმე. მსოფლიო კრებებს იწვევდნენ მაშინ, როდესაც მწვალებლობა საშიში ხდებოდა თვით საზოგადოებისთვის, ასევე მაშინაც, როდესაც მწვალებლური ცთომილება ძნელი გასარჩევი იყო ქრისტიანთა უმეტესობისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიო კრებები აუცილებელია ისეთ შემთხვევებში, როდესაც მწვალებლობები იღებენ ეპიდემიურ ხასიათს, და ერეტიკოსთა საეკლესიო-კრებითი განკითხვა წარმოადგენდა ეკლესიისგან მწვალებელთა უხილავი განდგომის ხილულ მოწმობას, ხილულ დადასტურებას .
ანალოგიურად ხდება კონკრეტული წმინდანის კრებითი კანონიზაციაც, როდესაც ეკლესია ხილულად ადასტურებს მისი ზეციური განდიდების ფაქტს, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე მოხდა (უფრო ზუსტად, მოხდა მისი მიძინების მომენტში), და არა იმიტომ, თითქოსდა კანონიზაცია აუცილებელი იყოს იმისთვის, რათა ესა თუ ის მოღვაწე წმინდანი გახდეს.
აი რატომ არ არის ოფიციალურად კანონიზირებული ძველი დროების მრავალი წმინდანი, თუმცა ეს სულაც არ აყენებს ეჭვქვეშ მათ წმინდანობას. ამგვარ საკვირველთმოქმედ წმინდანს, რომლის შესახებაც არ გვაქვს ცნობები მის ოფიციალურ კანონიზაციაზე, გახლავთ წმ. იოანე რილეელი (X ს.), მაგრამვფიქრობ, არავინ ნორმალურ ქრისტიანთაგან ეჭვქვეშ არ დააყენებს მის სიწმიდეს.
მოდი განვიხილოთ კიდევ რამოდენიმე თვალსაჩინო მაგალითი.
მოციქულთა 45-ე, 46, 62 და 68-ე კანონები, რომლებიც გაჩნდა I მსოფლიო საეკლესიო კრებამდე (325 წ.) ლაპარაკობენ მწვალებლებზე, თუმცა ეს ძველი მწვალებლები, არასოდეს ყოფილან "მსოფლიო კრებების მიერ განკითხულნი", რასაც ასე დაჟინებით ითხოვს პროფ. იანაკიევი.
მსოფლიო კრებების პერიოდი:
ცნობილი საეკლესიო მოძღვარი ორიეგენე (+ 253 წ.) მოღვაწეობდა III ს-ში, მაგრამ მისი მწვალებლური სწავლება და თვითონ ორიგენეც ანათემას მოგვიანებით გადასცა მეხუთე მსოფლიო კრებამ (553 წ.). თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ ორიგენე მწვალებლად გადაიქცა მისი სიკვდილიდან 300 წლის შემდეგ (რაც სრული უაზრობაა), არამედ ნიშნავს, რომ ეკლესიამ 553 წელს ოფიციალურად დაადასტურა სამწუხარო ფაქტი, რომ ორიგენემ თავისი სიცოცხლე დაასრულა როგორც მწვალებელმა. ხოლო მისი საეკლესიო განკითხვა საჭირო იყო იმიტომ, რომ ორიგენეს მწვალებლობა ძლიერ გავრცელდა და უკვე საშიში ხდებოდა საზოგადოებისთვის.
როდესაც VII ს-ის დასაწყისში ჩნდება მონოთელიტური სწავლება, წმ. მაქსიმე აღმსარებელი (+ 662 წ.) იმთავითვე აცხადებს მას მწვალებლობად და მსოფლიო კრების გადაწყვეტილებამდე (VI მსოფლ. კრებას მოიწვევენ 681 წელს, როდესაც წმიდა მამა უკვე მანამდე 20 წლის გარდაცვლილია) წყვეტს საეკლესიო თანაზიარობას ყველა მონოთელიტ პატრიარქთან. მაგრამ პროფ. კ. იანაკიევის "კანონიკური" ლოგიკიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა მწვალებლობის "მსოფლიო კრებითი" განკითხვა, წმ. მაქსიმე უბრალოდ უნდა შეირაცხოს მორიგ ზილოტ-სქიზმატიკოსად, რომელიც პატივს არ სცემს საეკლესიო იერარქიას და თვითნებობს. მაგრამ, სულიწმიდით განბრძნობილმა ეკლესიამ, მაღალი შეფასება მისცა წმ. მაქსიმეს ღვაწლს სწორედ იმიტომ, რომ მონოთელიტობა თავისი გაჩენიდანვე იყო მწვალებლური სწავლება, და არ გადაქცეულა ასეთად მხოლოდ მეექვსე მსოფლიო კრების მამათა კრებითი განკითხვის შემდეგ.
ხოლო ის, რომ ეს არის საზოგადო საეკლესიო გაგება, ჩანს მეშვიდე მსოფლიო კრების (787 წ.) საქმეებიდან, რომელიც განიხილავდა ხატმებრძოლ ეპისკოპოსთა ეკლესიაში მიღების საკითხს (რომლებიც ჯერაც არ იყვნენ განკითხულნი არც ამ კრების და არც სხვა რომელიმე კრების მიერ). და კრებითი განკითხვის გარეშეც ეს ეპისკოპოსები უკვე ითვლებოდნენ მწვალებლებად და ეკლესიის გარეთ მყოფებად:
"იოანემ, აღმოსავლეთში სამოციქულო საყდრის ღვთითსათნო ადგილნაცვალმა, ბრძანა: "მწვალებლობა ეკლესიისგან განაშორებს ყოველ ადამიანს". წმიდა კრებამ თქვა: "ეს ცხადია" (Деяния Вселенских Соборов: В 7 т. Казань, 1908. Т. VII. С. 353).
ამასთან დაკავშირებით ღმრთის დიდი წმინდანი გრიგოლ პალამა (+ 1359) ბრძანებს: "ადამიანები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ჭეშმარიტებას, არც ეკლესიას განეკუთვნებიან; და ეს ასეა, თუნდაც მოიტყუონ საკუთარ თავზე და ამტკიცონ, რომ ჭეშმარიტნი არიან; თუნდაც მათი მიმდევრები წმიდა მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს უწოდებდნენ; რადგან ღმრთისგან გვესწავლა, რომ ქრისტიანობა გამოირჩევა არა იმით, რაც გარედან ჩანს, არამედ ჭეშმარიტებითა და ზუსტი სარწმუნოებით" (Св. Григорий Палама патриарху Антонию, цит. по: Георгий Мандзаридис. Об обожении человека. Солоники, 1998. С. 197–198 (на греч. яз.).
ამავე სულისკვეთებით არის გამსჭვალული რომის პაპ კელესტინეს (+ 432) დარიგება, რომ არ უნდა ვემორჩილებოდეთ მწვალებელ იერარქებს: "მწვალებლობის მქადაგებლები თუ აკრძალავენ მათდამი დაპირისპირებულ მართლმადიდებელთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მათი აკრძალვა არაჭეშმარიტია და საეკლესიო ძალა არ გააჩნია იმ დროიდან, როდესაც დასაბამი მიეცა მათ (მწვალებლურ) ქადაგებას" (1).
_____________
1. "საერთოდ ვბრძანებთ, რათა მართლმადიდებლებთან და მსოფლიო კრებებთან თანამოაზრე კლერიკოსები არასოდეს დაემორჩილონ მართლმადიდებლობისგან განდგომილ ეპისკოპოსებს" (Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, еп. Далматинско-Истрийского: В 2 т. СПб., 1911. Т. 1. С. 298–299).
_____________
რაც შეეხება კონკრეტული მწვალებლობის მხილებაში წმიდა მამათა უზარმაზარ როლს, თქვენ, ბ-ნო პროფესორო, აქაც მწარედ ცდებით, როდესაც წერთ, თითქოსდა "თვით დიდ წმიდა მამებსაც" არა აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ საკითხებში.
წმიდა მამათა შორის თანხმობა მოცემულ საკითხში ეკლესიის წმიდა გადმოცემის არსებითი ნაწილია, ხოლო 861 წლის კონსტანტინოპოლისორგზისი კრების 15-ე კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს:
"ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდეთავის თავს განაშორებს ასეთ ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი ..." (იქვე. Там же. Т. 2. С. 307–308. იხ. ასევე: კონსტანტინოპოლის წმ. მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი კანონები. http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=221%3A2010-07-25-10-56-29&catid=34%3A2009-12-29-11-31-18&Itemid=59&lang=en ).
ამ სიტყვებიდან ნათელი ხდება, რომ მწვალებლობა შეიძლება განკითხულ იქნას კრებების ან მამების მიერ, და ორივე შემთხვევაში აღიარებულია, რომ მწვალებლობა ჯეროვნად არის მხილებული. და ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ჯერ კიდევ წმ. მოციქული პავლე ამბობდა: "ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას?" (1 კორ. 6:2). ხოლო რადგან წმინდანნი გაკითხავენ ქვეყანა, მაშინ ცხადია, მათ შეუძლიათ მწვალებელთა განკითხვაც.
ეს მართლმადიდებლური სწავლება, რა თქმა უნდა, არანაირად არ აწყობს პროფ. იანაკიევს, რადგან XI საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ეკლესიაში გაბრწყინდა უამრავი წმინდანი, რომლებიც კატეგორიულად ამხელენ ლათინობას (კათოლიციზმს) როგორც სულის წარმწყმედელ მწვალებლობას. პრაქტიკაში სრულიად ცხადია "მამათა კონსენსუსი" (consensus patrum). სტატიაში "ფართო "კარების" შესახებ არამართლმადიდებლობისკენ" (რუს. თარგმანში იხ. http://www.agionoros.ru/docs/2290.html) მე უკვე დავიმოწმე ზემოთთქმულის მრავალი მაგალითი, მაგრამ აი კიდევ რამოდენიმე თვალსაჩინო ციტატა:
წმ. პატრიარქი ფოტი კონსტანტინოპოლელი: "ვინ არ დაიხშობს თავის ყურებს, რათა არ ისმინოს ეს უკიდურესი მკრეხელობა (filioque), რომელიც სახარებისა და წმიდა კრებების საწინააღმდეგოა, უარყოფს ნეტარ და წმიდა მამებს... ეს არის მკრეხელობა და ღმრთისმგმობი ხმა, რომელიც ყველა წინასწარმეტყველის, მოციქულის, მღვდელმთავრის, მოწამის და თვით უფლის სიტყვების წინააღმდეგ ამხედრებულა... ამ მატყუარებსა და ღმრთისმბრძოლთ ჩვენ კრებითად და საღმრთო ხმით ვგმობთ" (ციტ.: Иоаннис Кармирис. Догматические и символические памятники Православной Вселенской Церкви. Афины, б/г. С. 195 (на греч. яз.). На рус. яз. см.: http://www.verapravoslavnaya.ru/?Svyatye_otcy_o_katolicizme).
წმ. მარკოზ ეფესელი: "ჩვენ ლათინები უარვყავით არა სხვა რაიმე მიზეზის გამო, თუ არა იმისა, რომ ისინი არიან მწვალებლები. ამიტომაც სრულიად არასწორია მათთგან ერთობა" (იქვე. С. 353-362).
"ლათინები არა მარტო სქიზმატიკოსები არიან, არამედ მწვალებლებიც. ჩვენი ეკლესია დუმდა ამის შესახებ იმიტომ, რომ მათი თემი ჩვენზე უფრო დიდი და ძლიერია" (იქვე).
ღირ. ნიკოდიმე მთაწმინდელი: "ლათინები არიან მწვალებლები" (Комментарий на 43-е апостольское правило // Пидалион. Изд-во Ригопуло, 1991. С. 55 (на греч. яз.).
წმ. ეპისკოპოსი ნექტარი პენტაპოლელი, საკვირველმოქმედი: "პაპები სცოდავენ, და შთახდებიან ჯოჯოხეთს ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, შესაძლოა, სამუდამოდაც იმ ბოროტებისთვის, რასაც ისინი ბერძნულ ეკლესიას აყენბენ, ასევე მათი ფსევდო-უნიისთვის, და უკეთური ანტიქრისტიანული დადგენილებებისთვის" (Μελέτη ἱστορικὴ περὶ τῶν αἰτιῶν τοῦ σχίσματος [Историческое исследование причин схизмы (1054 года)]. Афины, 1912. Т. 2. С. 103).
ღირ. პაისი ველიჩკოვსკი: "ლათინობა განიდრიკა ეკლესიისგან და შთავარდა მწვალებლობათა და ცთომილებათა უფსკრულში, სადაც წევს აღდგენის ყოველგვარი სასოების გარეშე" (Сочинения о знамении Честнаго и Животворящаго Креста. гл. 11, см.: http://www.verapravoslavnaya.ru/?Svyatye_otcy_o_katolicizme).
წმ. მაქსიმე ბერძენი: "მე ჩემს თხზულებებში ვამხელ ყოველგვარ ლათინურ მწვალებლობას და ყოველგვარ გმობას იქნება ეს იუდაური თუ წარმართული..." (Прп. Максим Грек. Ответ Николаю латинянину // Творения. СТСЛ, 1996. Ч. 2. С. 323).
"ლათინთა ცთომილებები, რომლებიც წარმოადგენენ ბარიერს ჩვენსა და მათ შორის, იმდენად დიდია, იმდენად სულისწარმწყმედელია მათი სწავლება და იმდენად შორს დგანან ისინი ეკლესიისგან, რომ მხოლოდ ღმერთს თუ ძალუძს მათი გამოსწორება" (იქვე).
არის მრავალი რუსი წმინდანი, რომელიც იგივეს ამბობს, მაგრამ მე აქ უფრო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდანების გამონათქვამები შევაგროვე, რადგან ჩვენთვის ცნობილია პროფ. იანაკიევის მიდრეკილება მათდამი, თუმცა ჭეშმარიტებისადმი მიდრეკილება ამ პროფესორის სიტყვებში არ შეიმჩნევა.
რაც შეეხება საეკლესიო კრებებს, რომლებიც განიკითხავენ რომაულ-კათოლიციზმს როგორც მწვალებლობას (მათ შორის პაპიზმის სხვადასხვა მწვალებლურ სწავლებებს), შეიძლება ჩამოვთვალოთ სულ მცირე შემდეგი კრებები: 1170, 1341, 1351, 1450, 1672, 1722, 1755, 1838, 1848 და 1895 წლების.
მაგრამ განსაკუთრებულად ავტორიტეტულია 879-880 წლების კრებები, რომლებიც გაიმართა კონსტანტინოპოლში და, რომელსაც მრავალი მერვე მსოფლიო კრებასაც უწოდებს. მას ესწრებოდა ყველა საპატრიარქოს წარმომადგენელი (მათ შორის პაპი ოანე VIII). ამ კრებამ კატეგორიულად დაგმო filioque-ს მწვალებლობა, რომელიც მოგვიანებით, ლათინებმა კადნიერად შეიტანეს თავიანთ მრწამსში.
აი კიდევ სხვა, უფრო გვიანდელი დროის კრებითი დადგენილებები:
1450 წლის კონსტანტინოპოლის კრებამ (სოფია წმიდის ტაძარში) განიკითხა ცრუ უნია, რომელიც მიიღეს ფერარო-ფლორენციის კრებაზე, ასევე ლათინთა მწვალებლური სწავლებები;
1722 წლის კონსტანტინოპოლის კრება: "გაექეცით სიცრუეს... დაშორდით სიახლეებს და ლათინთა გამოგონებებს, რომლებმაც ეკლესიის არც ერთი დოგმატი და საიდუმლო არ დატოვეს დამახინჯებისა და გაპარტახების გარეშე;
1838 წლის კონსტანტინოპოლის კრება: "აღმოსავლეთის ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები პაპიზმის მკრეხელობებისგან... პაპიზმის მწვალებლობათა უფსკრულისა და სულის გამხრწნელი დაცემებისგან რომ დავიცვათ, ... უწყოდეთ, თუ რამდენად განსხვავდებით ჩვენ, მართლმადიდებლები, მათგან, რათა არ შევცდეთ და მათი სოფიზმებისა და სიახლეების გამო ამ სულწარწყმედილ მწვალებელთა ცთომილებებისა და სატანური მწვალებლობების უფსკრულში არ შთავცვივდეთ" (Иоаннис Кармирис. Цит. соч. С. 900).
ძალზედ ავტორიტეტულია 1848 წლის კონსტანტინოპოლის კრებაც, რადგან მისი მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ხელმოწერილია ოთხი აღმოსავლელი პატრიარქისა და მათი სინოდების მიერ. აი რამოდენიმე სანიმუშო ამონაწერი ამ კრების ეპისტოლედან:
"განყოფილება მე-4: მწვალებლობათაგან, რომლებიც ერთმა ღმერთმა უწყის როგორ გავრცელდა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, იყო არიანელობა, ახლა კი - პაპიზმი. მაგრამ ეს უკანასკნელიც (პირველის მსგავსად, რომელიც უკვე სრულიად გაქრა), თუმც დღემდე ძალაშია, ბოლომდე ვერ გაძლებს, რრამედ გადავა და განქარდება, როდესაც უზენაესი ხმა იტყვის მასზე: "დაემხო!" (გამოცხ 12:10).
განყოფილება მე-5: ამიტომაც ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია, მისდევს რა აღმოსავლეთისა და დასავლეთის წმიდა მამებს, როგორც ძველად, ასევე ახლაც კრებითად იუწყება, რომ ეს ახალდანერგილი შეხედულება, თითქოსდა სულიწმიდა გამოდის მამისა და ძისაგან, არის მწვალებლობა, და მისი მიმდევრები, ვინც გინდ იყონ, არიან მწვალებლები უწმიდესი პაპის დამასის კრებითი დადგენილებების მიხედვით; მათგან შედგენილი საზოგადოებები მწვალებლური საზოგადოებებია, და საყოველთაო ეკლესიის მართლმადიდებელ შვილთა ყოველგვარი სულიერი საღვთისმსახურებო ურთიერთობა მათთან - უსჯულოა, როგორც ამას III მსოფლიო კრების მე-7 კანონი განაწესებს" (Догматические послания православных иерархов XVII–XIX веков о православной вере. СТСЛ, 1995. С. 202, 206–207).
რაც შეეხება რომაული-კათოლიციზმის თანამედროვე მდგომარეობას, ის კიდევ უფრო ტრაგიკულია მანამდე აღწერილ მდგომარეობასთან შედარებით, და ამისი ერთ-ერთი მიზეზია ვატიკანის მეორე კრების (1962-1965) დადგენილებები, რომლებიც კიდევ უფრო აშორებენ პაპიზმს ავთენტური მართლმადიდებლობისგან.
საჭირო თუ გახდება ორიოდ სიტყვით აღვწეროთ, საით მიექანებიან რომაელი-კათოლიკეები, ეს სიტყვებია - რელიგიათშორისი შემთანხმებლობა უფრო დაუფარავი სინკრეტიზმის საფუძველზე.
ვატიკანის მეორე კრების დეკრეტების, დელკარაციებისა და დოკუმენტების უმეტესობის დეტალური ანალიზი მოგვცეს მიტრ. ანდრია დრინოპოლელმა და მიტრ. სერაფიმე პირეელმა პაპ ფრანცისკისადმი 2014 წლის 10 აპრილს მიწერილ თავიანთ ღია წერილში (იხ.: http://apologet.spb.ru/ru/1745.html). მე კი მხოლოდ დავიმოწმებ იოანის კარმირისის სიტყვებს პაპის პირველობის გაძლიერებაზე:
"ვატიკანის მეორე კრებამ უყურადღებოდ არ დატოვა პაპის პირველობის საკითხი და სცადა კიდევ უფრო გაეძლიერებინა პაპის თანამდებობა იმ დონემდე, რომ პაპის საყდრის ზოგიერთმა თავგამოდებულმა მიმდევარმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოსდა ეკლესიის თავი უკვე ქრისტე კი არა პეტრე იყოს, მისი მეშვეობით კი - რომის პაპი" (იხ.: Иоаннис Кармирис. Православие и римо-католицизм. Афины, 1964. Т. I. С. 25 (на греч. яз.)).
რაც შეეხება მართლმადიდებელთადმი დათმობას, ეს მხოლოდ - "რომის ეკლესიის პოლიტიკის გარეგანი გამოვლინებაა და არა მისი სწავლების შინაგანი ცვლილება" (იქვე. Т. 2. С. 170).
ამ ტექსტის დაწერა გადავწყვიტე მათ გამო, ვინც გულწრფელად ეძებს ერთ ღმერთს და ვისაც მყარად უყვარს ერთი ჭეშმარიტება. ღმერთმა ქნას ჯერ კიდევ არსებობდნენ ასეთი ადამიანები, რადგან ქვეყნიერებაც ხომ ძირითადად მათ გამო დგას.
სტატიის სათაურის კონკრეტული მიზეზი გახდა პროფ. კალინ იანაკიევის სტატია "მოკლე კანონიკური განმარტებები", რომელიც გამოქვეყნდა პორტალში "კულტურა" და, რომელშიც უკვე მერამდენედ გაიქელა მართლმადიდებლობა, როგორც პირდაპირ, ასევე იმ ადამიანთა დისკრედიტირების მცდელობით, ვინც მას იცავს.
პატიოსნების ამგვარი სამწუხარო არარსებობის შესახებ მე ვილაპარაკებ სულ ბოლოს, ახლა კი გადავალ უშუალოდ სარწმუნოების მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე.
მართლმადიდებლობაზე და "მშობლიურ ზილოტებზე" მისთვის ჩვეული სარკასტული თავდასხმების შემდეგ, პროფ კ. იანაკიევი სვამს კითხვას:
"დაე ყოველმა, ვინც ამტკიცებს, რომ კათოლიციზმი არის მწვალებლობა, მიჩვენოს მსოფლიო ხასიათის რომელ კრებაზე იყო ის განკითხული როგორც ასეთი. მიჩვენოს თუნდაც სრულიად მართლმადიდებლური ხასიათის რომელიმე კრება მაინც, რომელზეც კათოლიციზმი შერაცხილ იქნა მწვალებლობად".
თუმცა მანამდე პროფესორი კიდევ უფრო ამჟღავნებს თავის მოუმზადებლობას, როდესაც მე მისთვის ჩვეული მენტორული ტონით მომმართავს:
"მაგრამ "მწვალებლებად", თქვენო ყოვლადღირსებავ, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევდა მხოლოდ იმ ჯგუფებს, ვისი უთანხმოებაც სარწმუნოებასთან და სწავლების გადმოცემასთან, მსოფლიო კრებების მიერ იყვნენ განკითხულნი. სწორედ მსოფლიო კრებების მიერ, და არა ეკლესიის ამა თუ იმ (თუნდაც დიდი ან წმიდა) მამების მიერ, არაფერი რომ არ ვთქვათ არაგონივრულ მოსაგრეებზე".
თქვენი მტკიცებულება ღრმად მცდარია, ბ-
არსებითად, თვით წმიდა წერილიც ლაპარაკობს სხვადასხვა კრიტერიუმებზე იმისა, თუ ვინ არის მწვალებელი და როგორ ხდება მისი განკითხვა ამისთვის. აი, მაგალითად, რას ბრძანებენ ქრისტეს მოციქულები:
"მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:10-
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მწვალებელი უხილავად თვითონ სჯის საკუთარ თავს, თუნდაც საეკლესიო სანქციის გარეშე, რადგან მწვალებლობის კრიტერიუმი -
"ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალ. 1:8).
აქედან მომდინარეობს წმ. იოანე ღვთისმეტყველის მხილება იმათ მიმართ, ვინც ჯერ კიდევ მის დროს თვითნებურად გამოეყოფოდა რწმენას: "ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი" (1 ინ. 2:19).
"მაგრამ, მაშინ რაღა საჭიროა მსოფლიო კრებები?" -
ანალოგიურად ხდება კონკრეტული წმინდანის კრებითი კანონიზაციაც, როდესაც ეკლესია ხილულად ადასტურებს მისი ზეციური განდიდების ფაქტს, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე მოხდა (უფრო ზუსტად, მოხდა მისი მიძინების მომენტში), და არა იმიტომ, თითქოსდა კანონიზაცია აუცილებელი იყოს იმისთვის, რათა ესა თუ ის მოღვაწე წმინდანი გახდეს.
აი რატომ არ არის ოფიციალურად კანონიზირებული ძველი დროების მრავალი წმინდანი, თუმცა ეს სულაც არ აყენებს ეჭვქვეშ მათ წმინდანობას. ამგვარ საკვირველთმოქმედ წმინდანს, რომლის შესახებაც არ გვაქვს ცნობები მის ოფიციალურ კანონიზაციაზე, გახლავთ წმ. იოანე რილეელი (X ს.), მაგრამვფიქრობ, არავინ ნორმალურ ქრისტიანთაგან ეჭვქვეშ არ დააყენებს მის სიწმიდეს.
მოდი განვიხილოთ კიდევ რამოდენიმე თვალსაჩინო მაგალითი.
მოციქულთა 45-
მსოფლიო კრებების პერიოდი:
ცნობილი საეკლესიო მოძღვარი ორიეგენე (+ 253 წ.) მოღვაწეობდა III ს-
როდესაც VII ს-
ხოლო ის, რომ ეს არის საზოგადო საეკლესიო გაგება, ჩანს მეშვიდე მსოფლიო კრების (787 წ.) საქმეებიდან, რომელიც განიხილავდა ხატმებრძოლ ეპისკოპოსთა ეკლესიაში მიღების საკითხს (რომლებიც ჯერაც არ იყვნენ განკითხულნი არც ამ კრების და არც სხვა რომელიმე კრების მიერ). და კრებითი განკითხვის გარეშეც ეს ეპისკოპოსები უკვე ითვლებოდნენ მწვალებლებად და ეკლესიის გარეთ მყოფებად:
"იოანემ, აღმოსავლეთში სამოციქულო საყდრის ღვთითსათნო ადგილნაცვალმა, ბრძანა: "მწვალებლობა ეკლესიისგან განაშორებს ყოველ ადამიანს". წმიდა კრებამ თქვა: "ეს ცხადია" (Деяния Вселенских Соборов: В 7 т. Казань, 1908. Т. VII. С. 353).
ამასთან დაკავშირებით ღმრთის დიდი წმინდანი გრიგოლ პალამა (+ 1359) ბრძანებს: "ადამიანები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ჭეშმარიტებას, არც ეკლესიას განეკუთვნებიან; და ეს ასეა, თუნდაც მოიტყუონ საკუთარ თავზე და ამტკიცონ, რომ ჭეშმარიტნი არიან; თუნდაც მათი მიმდევრები წმიდა მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს უწოდებდნენ; რადგან ღმრთისგან გვესწავლა, რომ ქრისტიანობა გამოირჩევა არა იმით, რაც გარედან ჩანს, არამედ ჭეშმარიტებითა და ზუსტი სარწმუნოებით" (Св. Григорий Палама патриарху Антонию, цит. по: Георгий Мандзаридис. Об обожении человека. Солоники, 1998. С. 197–198 (на греч. яз.).
ამავე სულისკვეთებით არის გამსჭვალული რომის პაპ კელესტინეს (+ 432) დარიგება, რომ არ უნდა ვემორჩილებოდეთ მწვალებელ იერარქებს: "მწვალებლობის მქადაგებლები თუ აკრძალავენ მათდამი დაპირისპირებულ მართლმადიდებელთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მათი აკრძალვა არაჭეშმარიტია და საეკლესიო ძალა არ გააჩნია იმ დროიდან, როდესაც დასაბამი მიეცა მათ (მწვალებლურ) ქადაგებას" (1).
_____________
1. "საერთოდ ვბრძანებთ, რათა მართლმადიდებლებთან და მსოფლიო კრებებთან თანამოაზრე კლერიკოსები არასოდეს დაემორჩილონ მართლმადიდებლობისგან განდგომილ ეპისკოპოსებს" (Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, еп. Далматинско-
_____________
რაც შეეხება კონკრეტული მწვალებლობის მხილებაში წმიდა მამათა უზარმაზარ როლს, თქვენ, ბ-
წმიდა მამათა შორის თანხმობა მოცემულ საკითხში ეკლესიის წმიდა გადმოცემის არსებითი ნაწილია, ხოლო 861 წლის კონსტანტინოპოლისორგზისი კრების 15-
"ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდეთავის თავს განაშორებს ასეთ ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი ..." (იქვე. Там же. Т. 2. С. 307–308. იხ. ასევე: კონსტანტინოპოლის წმ. მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი კანონები. http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=221%3A2010-
ამ სიტყვებიდან ნათელი ხდება, რომ მწვალებლობა შეიძლება განკითხულ იქნას კრებების ან მამების მიერ, და ორივე შემთხვევაში აღიარებულია, რომ მწვალებლობა ჯეროვნად არის მხილებული. და ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ჯერ კიდევ წმ. მოციქული პავლე ამბობდა: "ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას?" (1 კორ. 6:2). ხოლო რადგან წმინდანნი გაკითხავენ ქვეყანა, მაშინ ცხადია, მათ შეუძლიათ მწვალებელთა განკითხვაც.
ეს მართლმადიდებლური სწავლება, რა თქმა უნდა, არანაირად არ აწყობს პროფ. იანაკიევს, რადგან XI საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ეკლესიაში გაბრწყინდა უამრავი წმინდანი, რომლებიც კატეგორიულად ამხელენ ლათინობას (კათოლიციზმს) როგორც სულის წარმწყმედელ მწვალებლობას. პრაქტიკაში სრულიად ცხადია "მამათა კონსენსუსი" (consensus patrum). სტატიაში "ფართო "კარების" შესახებ არამართლმადიდებლობისკენ" (რუს. თარგმანში იხ. http://www.agionoros.ru/docs/2290.html) მე უკვე დავიმოწმე ზემოთთქმულის მრავალი მაგალითი, მაგრამ აი კიდევ რამოდენიმე თვალსაჩინო ციტატა:
წმ. პატრიარქი ფოტი კონსტანტინოპოლელი: "ვინ არ დაიხშობს თავის ყურებს, რათა არ ისმინოს ეს უკიდურესი მკრეხელობა (filioque), რომელიც სახარებისა და წმიდა კრებების საწინააღმდეგოა, უარყოფს ნეტარ და წმიდა მამებს... ეს არის მკრეხელობა და ღმრთისმგმობი ხმა, რომელიც ყველა წინასწარმეტყველის, მოციქულის, მღვდელმთავრის, მოწამის და თვით უფლის სიტყვების წინააღმდეგ ამხედრებულა... ამ მატყუარებსა და ღმრთისმბრძოლთ ჩვენ კრებითად და საღმრთო ხმით ვგმობთ" (ციტ.: Иоаннис Кармирис. Догматические и символические памятники Православной Вселенской Церкви. Афины, б/г. С. 195 (на греч. яз.). На рус. яз. см.: http://www.verapravoslavnaya.ru/?Svyatye_otcy_o_katolicizme).
წმ. მარკოზ ეფესელი: "ჩვენ ლათინები უარვყავით არა სხვა რაიმე მიზეზის გამო, თუ არა იმისა, რომ ისინი არიან მწვალებლები. ამიტომაც სრულიად არასწორია მათთგან ერთობა" (იქვე. С. 353-
"ლათინები არა მარტო სქიზმატიკოსები არიან, არამედ მწვალებლებიც. ჩვენი ეკლესია დუმდა ამის შესახებ იმიტომ, რომ მათი თემი ჩვენზე უფრო დიდი და ძლიერია" (იქვე).
ღირ. ნიკოდიმე მთაწმინდელი: "ლათინები არიან მწვალებლები" (Комментарий на 43-
წმ. ეპისკოპოსი ნექტარი პენტაპოლელი, საკვირველმოქმედი: "პაპები სცოდავენ, და შთახდებიან ჯოჯოხეთს ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, შესაძლოა, სამუდამოდაც იმ ბოროტებისთვის, რასაც ისინი ბერძნულ ეკლესიას აყენბენ, ასევე მათი ფსევდო-
ღირ. პაისი ველიჩკოვსკი: "ლათინობა განიდრიკა ეკლესიისგან და შთავარდა მწვალებლობათა და ცთომილებათა უფსკრულში, სადაც წევს აღდგენის ყოველგვარი სასოების გარეშე" (Сочинения о знамении Честнаго и Животворящаго Креста. гл. 11, см.: http://www.verapravoslavnaya.ru/?Svyatye_otcy_o_katolicizme).
წმ. მაქსიმე ბერძენი: "მე ჩემს თხზულებებში ვამხელ ყოველგვარ ლათინურ მწვალებლობას და ყოველგვარ გმობას იქნება ეს იუდაური თუ წარმართული..." (Прп. Максим Грек. Ответ Николаю латинянину // Творения. СТСЛ, 1996. Ч. 2. С. 323).
"ლათინთა ცთომილებები, რომლებიც წარმოადგენენ ბარიერს ჩვენსა და მათ შორის, იმდენად დიდია, იმდენად სულისწარმწყმედელია მათი სწავლება და იმდენად შორს დგანან ისინი ეკლესიისგან, რომ მხოლოდ ღმერთს თუ ძალუძს მათი გამოსწორება" (იქვე).
არის მრავალი რუსი წმინდანი, რომელიც იგივეს ამბობს, მაგრამ მე აქ უფრო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდანების გამონათქვამები შევაგროვე, რადგან ჩვენთვის ცნობილია პროფ. იანაკიევის მიდრეკილება მათდამი, თუმცა ჭეშმარიტებისადმი მიდრეკილება ამ პროფესორის სიტყვებში არ შეიმჩნევა.
რაც შეეხება საეკლესიო კრებებს, რომლებიც განიკითხავენ რომაულ-
მაგრამ განსაკუთრებულად ავტორიტეტულია 879-
აი კიდევ სხვა, უფრო გვიანდელი დროის კრებითი დადგენილებები:
1450 წლის კონსტანტინოპოლის კრებამ (სოფია წმიდის ტაძარში) განიკითხა ცრუ უნია, რომელიც მიიღეს ფერარო-
1722 წლის კონსტანტინოპოლის კრება: "გაექეცით სიცრუეს... დაშორდით სიახლეებს და ლათინთა გამოგონებებს, რომლებმაც ეკლესიის არც ერთი დოგმატი და საიდუმლო არ დატოვეს დამახინჯებისა და გაპარტახების გარეშე;
1838 წლის კონსტანტინოპოლის კრება: "აღმოსავლეთის ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები პაპიზმის მკრეხელობებისგან... პაპიზმის მწვალებლობათა უფსკრულისა და სულის გამხრწნელი დაცემებისგან რომ დავიცვათ, ... უწყოდეთ, თუ რამდენად განსხვავდებით ჩვენ, მართლმადიდებლები, მათგან, რათა არ შევცდეთ და მათი სოფიზმებისა და სიახლეების გამო ამ სულწარწყმედილ მწვალებელთა ცთომილებებისა და სატანური მწვალებლობების უფსკრულში არ შთავცვივდეთ" (Иоаннис Кармирис. Цит. соч. С. 900).
ძალზედ ავტორიტეტულია 1848 წლის კონსტანტინოპოლის კრებაც, რადგან მისი მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ხელმოწერილია ოთხი აღმოსავლელი პატრიარქისა და მათი სინოდების მიერ. აი რამოდენიმე სანიმუშო ამონაწერი ამ კრების ეპისტოლედან:
"განყოფილება მე-
განყოფილება მე-
რაც შეეხება რომაული-
საჭირო თუ გახდება ორიოდ სიტყვით აღვწეროთ, საით მიექანებიან რომაელი-
ვატიკანის მეორე კრების დეკრეტების, დელკარაციებისა და დოკუმენტების უმეტესობის დეტალური ანალიზი მოგვცეს მიტრ. ანდრია დრინოპოლელმა და მიტრ. სერაფიმე პირეელმა პაპ ფრანცისკისადმი 2014 წლის 10 აპრილს მიწერილ თავიანთ ღია წერილში (იხ.: http://apologet.spb.ru/ru/1745.html). მე კი მხოლოდ დავიმოწმებ იოანის კარმირისის სიტყვებს პაპის პირველობის გაძლიერებაზე:
"ვატიკანის მეორე კრებამ უყურადღებოდ არ დატოვა პაპის პირველობის საკითხი და სცადა კიდევ უფრო გაეძლიერებინა პაპის თანამდებობა იმ დონემდე, რომ პაპის საყდრის ზოგიერთმა თავგამოდებულმა მიმდევარმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოსდა ეკლესიის თავი უკვე ქრისტე კი არა პეტრე იყოს, მისი მეშვეობით კი -
რაც შეეხება მართლმადიდებელთადმი დათმობას, ეს მხოლოდ -
***
მე კვლავ დავუბრუნდები მწვალებელთა საიდუმლოებების უმოქმედობას, კერძოდ -
პროფ. იანაკიევი უკვე წერილობით ამტკიცებს, თითქოსდა მთელი მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს კათოლიკეთა ნათლობას, მიროცნხებას და მღვდლობას, რადგან რუსეთის ეკლესია XX ს-
ამ ყოველივეს რეფრენივით გასდევს მისამღერი: "ლათინები არ არიან მწვალებლები". მაგრამ ამ ლოგიკით, მაშინ არც ნესტორიანელები ყოფილან მწვალებლები, რადგან VI მსოფლიო კრების 95-
პრაქტიკაში, შეიძლება გაუაზრებლადაც, პროფესორი ქადაგებს ახალ ეკუმენისტურ სწავლებას, რომლის შესახებაც მიტრ. სერაფიმე პირეელი წერს:
"თავისი მიზნის განსახორციელებლად, ეკუმენიზმი ქმნის სხვადასხვა თეორიებს, როგორიცაა, მაგალითად, ცრუ-
მოდი, ამასთან დაკავშირებით შევხედოთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტსაც.
თავის სტატიაში პროფ. იანაკიევს მოჰყავს ამონაწერები ს. ბულგაკოვის წიგნიდან: "Настольная книга священно-
__________
2. შენიშვნა "აპოკალიფსისის" რედაქციისგან: აქ იგულისხმებიან ის მწვალებლები, რომლებიც არღვევდნენ ნათლისღების საიდუმლოს ფორმას ან ფორმულას ("ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა"). ამ უაღრესად საინტერესო თემაზე მზადდება სპეციალური პუბლიკაცია, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებთ ჩვენს საიტზე.
__________
მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა ეკლესიაში მიღების პრაქტიკა შეიძლება აღსრულდეს იკონომიის (შეწყნარების) საფუძველზე, და ამიტომაც ზოგიერთი მწვალებლისგან ეკლესია არ ითხოვდა არაფერს სინანულის გარდა, რადგან მიიჩნევა, რომ ეკლესიაში მწვალებლის დაბრუნების შემდეგ ღმრთის მადლი აღავსებდა ყოველივეს, რაც მწვალებელს ეკლესიის გარეთ აკლდა.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ პროფ. იანაკიევი დეტალურად მსჯელობს რმე-
ამით კი კიდევ უფრო უკეთ განიმარტება მიტრ. სერაფიმ პირეელის სიტყვები ეკუმენისტთა ცთომილებებზე, რომლებიც "საეკლესიო შემწყნარებლობის ზოგიერთ პრაქტიკას, რომელსაც გააჩნია დროებითი ხასიათი და კონკრეტული სამოძღვრო მიზანმიმართულება, წარმოადგენენ როგორც უცვალებელი დოგმატური ხასიათის მქონედ" (Митр. Серафим Пирейский. Пастырское окружное послание в Неделю Торжества Православия, 2013 г. Ср. рус. пер.: http://www.odigitria.by/2017/03/06/pastyrskoe-
***
დასასრულ, რატომ დუმთ თქვენ, ბ-
ეს არის კონსტანტინოპოლის 1755 წლის კრება, რომლის დადგენილებები ხელმოწერილია სამი აღმოსავლელი პატრიარქის მიერ, კერძოდ, ესენია: კირილე კონსტანტინოპოლელი, მათე ალექსანდრიელი და პართენ იერუსალიმელი, რომლებიც უარყოფენ პაპისტურ ნათლობას, როგორცმწვალებლურს და არასწორად აღსრულებულს (იგულისხმება ე. წ. წყალპკურებითი და წყალგადავლებითი "ნათლობა" -
სულ ბოლოს, ბ-
იეროსქიმონაზონი დიმიტრი ზოგრაფელი. 2016 წლის 22 ივნისი.
წყარო:
http://www.bg-
http://www.odigitria.by/2016/08/05/pravoslavnoe-