სხვადასხვა > რჩევები მშობლებს
ბავშვები და ტელევიზორი: დაიცავით დისტანცია
რით არის მავნე სატელევიზიო გადაცმების ყურება?
1. უპირველეს ყოვლისა ეს არის გადაღლა - ყველაზე მკაფიო, მაგრამ არა ყველაზე დიდი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს პატარა.
სატელევიზიო პროგრამა - ეს არის ბგერებისა და სახეების კალეიდოსკოპი. ბავშვი დიდ ძალისხმევას ახმარს მცდელობას დააკვირდეს მათ და გაერკვეს მათში. შედარებისთვის საათნახევრიანი ფილმის ნახვა ტოლფასია ნახევარსაათიანი სტუმრების მიღებისა: უამრავი რაოდენობის საუბრები სქმეებზე, ლაპარაკი პოლიტიკაზე, ურთიერთობების გარკვევაზე. თანაც სატელევიზიო გადაცემები იწვევენ არა მარტო გადაღლას, არამედ აღგზნებასაც.
რამდენი ხანი შეიძლება დაჰყოს პატარამ ცისფერ ეკრანთან? ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე ძნელია, რადგან ყველა ნორმა გათვლილია საშუალოსტატისტიკურ ბავშვზე. და მაინც ერთ წლამდე ბავშვი 15 წუთზე მეტი არ უნდა დატოვოთ ეკრანის წინ. ერთი წლიდან სამ წლამდე ბავშვის "კვოტა" შეიძლება გაზარდოთ ნახევარ საათამდე.
2. ტელევიზიის მეორე საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს ყველაზე ნამდვილი დამოკიდებულება
დიდებიც კი ექვემდებარებიან ცისფერი ეკრანის მომხიბლაობას. თქვენ თუ ხშირად უყურებთ ტელევიზორს იმისთვის, რათა გაართოთ ბავშვი, სხვა რამისკენ მიაქციოთ მისი ყურადღება, სანამ თქვენ კერძო საქმეებით ხართ დაკავებული, ის აღმოჩნდება ტელევიზორზე დამოკიდებულების რისკის ქვეშ, ანუ შესაძლოა ტელევიზორი მისი მეგობარი გახდეს, მას ხომ შეუძლია არასასიამოვნო აზრებისგან განშორება და ერთგვარი ნუგეშისცემა. თანაც ის ამისთვის არაფერს ითხოვს და არც ბრაზდება - რითი არ არის ნამდვილი მეგობარი?
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს არ მოხდეს? არასოდეს შესთავაზოთ ბავშვს ტელევიზორი საკუთარი თავის ნაცვლად. თუ ბავშვს თქვენთან ყოფნა სურს, ნატრობს თქვენთან თამაშს, წიგნის კითხვას და სხვა, ხოლო თქვენ ამის გაკეთება არანაირად შეგიძლიათ, შესთავაზეთ მას თამაშობა, რომელსაც მარტო შეძლებს, გააგზავნეთ ის სტუმრად მეზობელ ბავშვთან - ოღონდ ნუ დააჭერთ "სანუკვარ" ღილაკს! ადრე თუ გვიან პატარა თვითონ აღმოაჩენს, რომ ტელევიზორის მეშვეობით შეიძლება მარტოობის და მოწყენილობის კომპენსირება, მაგრამ ეს თქვენი მიწოდებით არ მოხდება. სხვათა შორის, იმისთვის, რათა ბავშვს ავუხსნათ ტელევიზიის ადგილი ცხოვრებაში, შეიძლება ხაზი გავუსვათ მასთან ურთიერთობის "სუროგატულობას". ბავშვი თუ წაეჩხუბა მეგობარს და არ სურს მასთან შერიგება, და ამასთან გთხოვთ მასთან თამაშს, შეგიძლიათ შესთავაზოთ ტელევიზორის ყურება სიტყვებით: "მე ახლა შენთან ვერ ვითამაშებ. შენ შეგიძლია მოიწვიო შენი მეგობარი, მაგრამ შენ ის არ მოგწონს და არ ელაპარაკები. მაშ, ახლა უყურე მულტფილმს".
ეცადეთ არ გადააქციოთ ტელევიზორი ოჯახური რიტუალების უცვალებელ მონაწილედ: სადლებისა და ვახშმებისა, ძილის წინ საუბრებისა. დაფიქრდით ტელევიზიის როლზე თქვენს საკუთარ ცხოვრებაში. მან თუ დიდი ხნის წინათ გააძევა თქვენი ცხოვრებიდან მეგობრები, საინტერესო მოგზაურობები და თქვენი ჰობი გახდა, გულუბრყვილობა იქნებოდა ფიქრი იმისა, რომ ამ ხვედრს თავიდან აიცილებს თქვენი პატარა. ამ შემთხვევაში, როდესაც დაისახავთ ბრძოლას ეკრანთან, უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავით დაიწყეთ.
3. არსებობს კიდევ ერთი საფრთხე ტელევიზიისგან, ეს არის მის მიერ შემოთავაზებული გართობების პასიურობა (სწორედ ამ თავისებურებით აიხსნება ეკრანისადმი ადვილი მიჩვევა)
ადამიანისა და ტელევიზორის ურთიერთდამოკიდებულებაში აქტიურ როლს თამაშობს თვით ტელევიზორი. თქვენი ამოცანა მდგომარეობს მხოლოდ პროგრამის არჩევაში. გართობის სხვა ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად თვითონ გიწევთ რაიმეს გაკეთება. მაგალითად, ჭადრაკში ან ნარდში - ფიქრი, კომბინაციების გათვლა. წიგნის კითხვისას ტვინი ასრულებს უზარმაზარ სამუშაოს და ასოებსა და სიტყვებს გარდაქმნის სახეებად, პორტრეტებად. აქტიურად წარმოისახავს წიგნში აღწერილ ამბავს; აცოცხლებს პერსონაჟებს, მოვლენებს, პეიზაჟებს.
სტუმრებთან ურთიერთობისთვის თქვენ უნდა შეგეძლოთ საუბრის დაჭერა. ამასთან, რითაც გინდ იყოთ დაკავსებულნი, თქვენ აუცილებლად დაგაინტერესებთ მოქმედების შედეგი: ვინ მოიგო, რითი დასრულდა წიგნი, როგორ დასრულდება საღამო. ხოლო ტელევიზორთან "ურთიერთობის" შემთხვევაში თქვენ ყოველთვის არაფერ შუაში ხრთ, რადგან ვეაფერზე მოახდენთ ზეგავლენას.
ურთიერთობის ასეთი ფორმა ბავშვებისთვისაც მიმზიდველია და მოზრდილებისთვისაც. დიდებს ამოძრავებს სურვილი რაღაც დროით მოიხსნან პასუხისმგებლობა და ჩაეფლონ მოვლენათა ორომტრიალში, ბავშვებისთვის კი ეს მდგომარეობა ჩვეულია, რადგან ისინი ჯერ კიდევ არაფერზე არიან პასუხისმგებელნი, ვერ ახდნენ ზეგავლენას ვითარებაზე, რომელსაც სხვები ქმნიან.
რას და როდის ვუყუროთ?
ტელევიზორი უკვე დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, და თვით ყველაზე დოზირებული ყურების დროსაც კი მრავალი პატარა მისი მძევალი ხდება. ტელე და ვიდეო პროდუქცია მათი სამყაროს ნაწილი ხდება, და კომპეტენტურობა მულტფილმებსა და ფილმებში მათთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დიდებისთვის - ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებში. გასარკვევი რჩება მხოლოდ ის, თუ როგორც აღიქვამენ ბავშვები სურათს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და ამასთან შესაბამისად ტელევიზორის ყურებისგან მივიღოთ მაქსიმალური სარგებლობა.
0-6 თვე: იქ რაღაც მოძრაობს
რაც უფრო მცირეწლოვანია პატარა, მით უფრო დიდი დროს ატარებს ტელევიზორთან დედა ბავშვთან ერთად, და თუ მისი ზეგავლენა ახალშობილზე ჯერ კიდევ შეუსწავლელია, დედისთვის ის ერთგვარ "გამყოფს" წარმოადგენს, შესაძლებლობას თავი დაიცვას ბავშვზე გაუთავებელი ზრუნვისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას არავინ ეხმარება. ცხოვრების პირველ დღეებში ტელევიზორის მიყრუებული ხმა მხოლოდ აძინებს პატარას, მაგრამ უკვე 2-3 თვის ასაკში ბავშვი თავს აბრუნებს მანათობელი ეკრანისკენ, ხოლო კიდევ ორი თვის შემდეგ რეაგირებს ცნობილ კადრებზე. ცნობილია, რომ კავშირი მხედველობით და შეხებით აღქმას შორის მყარდება ძალიან ადრე. ხოლო კავშირი სმენით და ვიზუალურ აღქმას შორის და მისი ზეგავლენა ბავშვის განვითარებაზე ნაკლებად არის შესწავლილი. მკვლევარებმა 4 თვის ბავშვებს აჩვენეს მულფტილმი: პირველ შემთხვევაში გახმოვანება იყო სინქრონული, მეორე შემთხვევაში - არა. პატარები უფრო დაინტერესდნენ "სწორი" მულტფილმით. კითხვაზე, როგორ აღიქვამენ მოძრავ სურათებს ბავშვები, ცალსახად პასუხის გაცემა ძნელია. ცხადია, რომ განვითარების ამ ეტაპზე გრძნობითი აღქმა მთლიანად დედაზეა დამოკიდებული, ასევე მამაზე ან ადამიანზე, რომელიც პატარას უვლის.
ჩვენი რჩევაა: ნუ გამოიყენებთ ტელევიზორს ბავშვთა ოთახში ხმოვან ფონად. ნუ უყურებთ საყვარელ ტელეგადაცემას, როდესაც ბავშვს მკერდს აწოვებთ ან ბოთლიდან აჭმევთ. თქვენ ძალიან გაერთობით ეკრანზე მიმდინარე ისტორიით, ხოლო ჭამის დროს ბავშვისთვის აუცილებელია თქვენი აბსოლუტური ყურადღება.
6-18 თვე: ბრმა მიბაძვა
ამ ასაკში ძნელია ბავშვის ყურადღების შეჩერება რაიმე ერთ საგანზე. მიუხედავად ამისა ამ მომენტებს ის მაქსიმალურად იყენებს. ექვსი თვიდან ბავშვს შეუძლია ისწავლოს სათამაშოს სწორი გამოყენება, რომელიც რამოდენიმე დღის წინ ნახა ტელევიზიით, თუ როგორ ეჭირა ის უცხო ადამიანს. იმიტაციის ეს გასაოცარი უნარი ადამიანებში ძალიან ადრე ვლინდება, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ. ამ აზრით ტელევიზორის ყურება - ეს გარკვეული გამოცდილებაა. მაგრამ ლაპარაკის დაწყებამდე ბავშვი თუ ტელევიზორს უყურებს ეს ნიშნავს, რომ ის ხდავს და მას ესმისრაღაც, რაც მისი ცნობიერებისთვის მიუწვდომელია. არაადაპტირებული სიუჟეტი მისთვის სრულიად გაუგებარია. ფერები, მოძრაობები, სურათები ბავშვებს ეკრანისკენ იზიდავენ, მაგრამ მათ სულ სხვა აზრი გამოაქვთ ნანახიდან, და არა ის, რასაც რეჟისორი გეგმავდა. თავს ნუ მოვიტყუებთ: როდესაც გაუგებარ სიუჟეტს აკვირდება, ბავშვი მას მაინც ემოციურად აღიქვამს. შეცდომაა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოსდა ის ბავშვზე არ ახდენს არავითარ ზეგავლენას.
ჩვენი რჩევა: ისეთი ბავშვის აღქმას, რომელსაც ჯერ კიდევ არ გამოუმუშავებია მეტყველება, ყველაზე მეტად შეესაბამება მოკლე პროგრამები, რომლებიც სპეციალურად ყველაზე პატარებისთვის არის განკუთვნილი. რაც შეეხება დისნეის მულტფილმებს, მათი სიუჟეტი და ლექსიკა ამ ასაკის ბავშვებისთვის ჯერ კიდევ რთულია.
18 თვე - 3 წელი: მოითხოვს განმარტებას
ეცადეთ არ დატოვოთ ბავშვი ერთი ერთზე ჩართულ ტელევიზორთან ან ვიდეომაგნიტოფონთან. არსებობს საშიშროება, რომ მას განუვითარდება უსაფუძვლო შიშის გრძნობა ან ჩამოუყალიბდება ცთომილი წარმოდგენა სამყაროზე, რადგან ამ ასაკში ბავშვები ჯერ კიდევ ვერ ფლობენ ინტელექტუალურ და ემოციურ საშუალებებს, რათა განმარტონ ის, თუ რა ხდება ეკრანზე. პატარა, რომელიც მულტფილმს უყურებს, ივსება გრძნობებითა და ემოციებით, მაგრამ მას კატასტროფულად არ ჰყოფნის სიტყვები მათ გამოსათქმელად. ერთადერთი გამოსავალი მშობლებისთვის არის გაახმოვანონ ის, რასაც ის ინტუიტიურად გრძნობს. "იცანი? ეს ჩიტი მიფრინავს ლომთან ერთად. ის კეთილია, ის მას დაეხმარება". ბავშვი ბაძავს, აჩვენებს თითით, შემდეგ იმეორებს სიტყვებს და იმახსოვრებს მათ. მხოლოდ მშობელთა ახნის განმეორებებისა და კომენტირების პირობებში იძენს ის გამოცდილებას, იმახსოვრებს კონტექსტს და იძენს აზრს.
ჩვენი რჩევა: იდეალში აუცილებელი განმარტებები უნდა მივცეთ უშუალოდ ყურების დროს, ეს უფრო მეტ სარგებლობას მოიტანს. მიუხედავად ამისა კვლავ დაბრუნება მულტფილმის სიუჟეტთან, როგორც კი ის დასრულდება, მაინც უმჯობესია, ვიდრე საერთოდ უკომენტაროდ დავტოვოთ ნანახი. შეცდომაა ფიქრი, თითქოსდა 2-3 წლის პატარას ყველაფერი ესმის, მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკვე ცნობს ამა თუ იმ პერსონაჟს. აჟღერებს რა მის სახელს, მან ყოველთვის როდი იცის, რას აკეთებს და რატომ.
3-6 წლამდე: პატარა თავს ადარებს ეკრანულ გმირს
მხოლოდ 3-4 წლისთვის იწყებს ბავშვი იმის გაგებას, თუ რა განსხვავებაა წარმოსახვასა და რეალობას შორის. მან უკვე იცის, რომ მულტფილმი - ეს სიმართლე როდია, და კმაყოფილებით იკვლევს მშვენიერ პრინცთა, ჯადოქართა და მოლაპარაკე ცხოველთა სამყაროს, რომელიც ჰკვებავს მის ოცნებებს, ფანტაზიებს და აქტიურად მონაწილეობს თამაშობებში. რა თქმა უნდა, ბავშვები ჯერაც ვერ აკავშირებენ მოვლენათა ჯაჭვს: ის, რასაც ისინი ხედავენ, ზოგჯერ მათ საკუთარ სურვილებსა და პირად გამოცდილებაში იბლანდება. მაგრამ ამ ასაკიდან ბავშვს უკვე ესმის, რომ ის - ისარის, და შეგნებული აქვს საკუთარი განსხვავება დანარჩენთაგან, მაშასადამე, შეუძლია თავის სხვა ვინმედ მოკატუნება. ასეთ ასაკში იმიტაცია მისი საყვარელი საქმიანობაა. ის განასახიერებს ექიმს, რომელიც ნემსს აკეთებს, ან მკაცრ მამიკოს, რომელსაც უნდა უსმინო. ბავშვებს უყვართ საკუთარი თავის იდენტიფიცირება რომელიმე გმირთან, უფრო ხშირად იმასთან, ვისი განცდებიც მათთან ყველაზე ახლოსაა. პატარასთვის მნიშვნელოვანია "სპეციალურად" განიცადოს ემოცია, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ის ჯერ არ წაწყდომია.
თანამედროვე ბავშვები ხშირად აიგივებენ თავს გამოგონილ პერსონაჟებთან და უფრო იშვიათად - რეალურ ადამიანებთან. მათი წარმოსახვა მეტწილად შეპყრობილია სატელევიზიო ისტორიების სამყაროთი. დგება კითხვა იმის შესახებ, რამდენად წარმატებით შეძლებენ ისინი ცხოვრებისეულ სიტუაციებთან შეგუებას, დედისა ან მამის როლის მიღებას, მეგობრებთან ურთიერთობას და საერთოდ, პიროვნებებს შორის კავშირებს.
ჩვენი რჩევა: შეზღუდეთ ისეთი სათამაშოების ყიდვა რომელიც ასახავს ამა თუ იმ მულტფილმის სიმბოლიკას. ბავშვი რეალობით რომ დაინტერესდეს, საჭიროა მისკენ ინტერესის გაღვივება: ერთად ისეირნეთ ბუნებაში, გამოფენებზე, იყიდეთ სათამაშოები, რომლებიც ავითარებენ წარმოსახვას. ფრთხილად იყავით აგრესიულ, სასტიკ წარმოსახვებთან, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ფსიქიკაზე. ბავშვი რომ დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, საჭიროა მათი გაშიფრვა, სათამაშოების შემქმნელთა განზრახვისა და ხრიკების განმარტება. ასწავლეთ ბავშვს, რომ ნუ დაიჯერებს ყველაფერს, რასაც კი ტელევიზორში ხედავს. ამით თქვენ დაეხმარებით მას ერთმანეთში არ აურიოს წარმოდგენა სინამდვილეზე თვით სინამდვილესთან.
ორიოდ სიტყვა შინაარსის შესახებ
რაც გინდ უცნაური იყოს, ბავშვთა ფსიქიკას ყველაზე მეტ ტრავმას აყენებს არა სასიყვარულო ან აგრესიული სიუჟეტები (გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ მძიმე პორნოგრაფია ან ბრუტალური სცენები საშინელებათა ფილმებიდან), არამედ "საშინელებანი", ფანტასტიკური ფილმები ავისმომასწავებელი მომავლით ან სიუჟეტები, რომლებიც დაკავშირებულია დანაკარგთან, განშორებასთან, მარტოობასთან.
ბავშვმა სისასტიკის (ან პორნოგრაფიის) სცენებს შემთხვევით რომ არ უყუროს, უპირველეს ყოვლისა უნდა იზრუნოთ იმაზე, რათა ტელევიზორი მუდმივად არ მუშაობდეს ფონურ რეჟიმში. მაშინ ბავშვი ეჭით იკითხავს: "ის ხომ ნამდვილად არ მოკვდა?", დაარწმუნეთ იგი, რომ მართალია, რომ მის წინაშე მხოლოდ სურათია, რომელიც ბოლომდე შეუძლებელია ნამდვილი იყოს.
ამისი ახსნა რთულდება, თუ ლაპარაკია დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტზე ან ახალ ამბებზე. ასეთ შემთხვევაში არ უნდა უარვყოთ, რომ ნანახს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. განუმარტეს ბავშვს, რომ მის მიერ ნანახი - სხვა არაფერია, თუ არა რეჟისორის შეხედულება მომხდარზე, ის კი რეალობის მხოლოდ ნაწილს ხედავს. უფროსი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ გაიგონ, რომ ფილმებს მაინც გარკვეული მიზნით იღებენ, კერძოდ, ესენია: შეშინება, სიცილი, რაღაც ახლის უწყება და ა. შ.
თქვენ თუ თავად ისურვებთ არაერთმნიშვნელოვანი ფილმის ნახვას ისე გააკეთეთ, რომ ამ სეანსს ბავშვი არ დაესწროს.
რაც შეეხება ფანტასტიკას, შიში მომავლის, განსაკუთრებით მსოფლიო კატატსროფების წინაშე, ყოველ ადამიანს ახასიათებს. ეს არის შიში გარდაუვალი სიკვდილის ან გაურკვეველი მომავლის წინაშე. ბავშვში მისი ხელოვნური გამოწვევა, რომელიც უკვე ერკვევა ფილმების შინაარსში, ადვილია, ხოლო ბავშვისთვის ამ ნახვით გამოწვეული გრძნობების მოთოკვა ძნელი. თუ მაინც ისე მოხდა, რომ ბავშვმა ნახა ისეთი ფილმი, რომელმაც ის შეაშინა, გამოიჩინეთ მოზარდისადმი დიდი მზრუნველობა: შესაძლოა, მას დასჭირდეს თქვენი თანადგომა, რადგან გამოცდილების უკმარობის გამო შესაძლოა ამის შესახებ ვერაფერი გითხრათ.
განშორების, დაკარგვის და მარტოობის თემა ძალზედ აქტუალურია ყველა ასაკის ბავშვებისთვის. ყველაფრისადმი ინტუიტიურად მგრძნობიარე პატარები, გასაოცრად მიმდობნი არიან იმაში, რაც კი სიყვარულის დაკარგვას ეხება. ამიტომაც, როცა ნახავენ უარყოფილი ადამიანის, მიტოვებულის ან დაკარგული ბავშვის ისტორიას, პატარა იმწამსვე აიგივებს თავს მთავარ გმირთან და შემდეგ დიდხანს განიცდის ნანახს. დაარწმუნეთ ის, რომ მას ამგვარი რამ არ შეემთხვევა, რადგან თქვენთვის ის ძალზედ ძვირფასია და მასზე მზრუნველობა დიდი სიხარულის მომნიჭებელია.
წყარო: http://xn---24-bedtamjj.xn--p1ai/2-uncategorised