პუბლიკაციები - უკეთურები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
უკეთურები
გველის თესლი
"მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ - მათ დანაშაულს"
(ესაია 13:11)

მთელი კაცობრიობა იყოფა 2 კატეგორიად.
 
გლობალურად ის იყოფა ღმრთის თესლად და გველის თესლად, მაგრამ ეს დაყოფა ჩვენთვის უხილავია.
 
გველის თესლი, თავის მხრივ, იყოფა კიდევ ორ კატეგორიად - ურწმუნოებად და უკეთურებად. ურწმუნოები მიეკუთვნებიან 5 მსოფლმხედველობას, კერძოდ: პანთეიზმს, ნიჰილიზმს, ნატურალიზმს, ეგზისტენციალიზმს და დეიზმს. თავიანთ უღვთოებაში ისინი საკმაოდ მრავალგვაროვანნი არიან. მათი მთავარი ნიშანია ის, რომ - ცხოვრობენ საკუთარი ცხოვრებით, ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე, "მათი ღმერთი - მუცელია", ისინი უგუნური პირუტყვებივით არიან.
 
უკეთურები კი უბრალოდ ურწმუნოები როდი არიან. მათ სწამთ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ შეგნებულად და მიზანმიმართულად იბრძვიან მის წინააღმდეგ. მათ სძულთ ქრისტე იმიტომ, რომ ის ქრისტია და ქრისტიანებიც იმიტომ, რომ - ისინი ქრისტიანები არიან. უკეთურთა განმასხვავებელი ნიშანია - ღმრთისმგმობელობა. მათ ძლიერ უყვართ ქრისტიანთა დაცინვა და დამცირება.
 
წმიდა წერილში უამრავი ადგილი ეძღვნება უკეთურთა უკეთურებას. ბიბლიაში 450-ზე მეტი ადგილი მოგვითხრობს უკეთურებსა და მათ უკეთურობებზე. მარტო ფსალმუნში - 105 ადგილია უკეთურებზე!
 
იცით, რას ადარებს დავით წინასწარმეტყველი უკეთურებს? წარმოიდგინეთ, მიდიხართ გზაზე, და ხედავთ ნაგავს, მტვერს, გამხმარ ფოთლებს და ა. შ. აჰა მოვარდა ქარი, მთელი ეს ნაგავი ახვეტა და გაფანტა (იხ. ფსალმ. 1:4)). აი, ეს მტვერი და ნაგავი უკეთურებია.
 
მართალნი წმიდა წერილში ედრებიან ხეს, რომელსაც მიწაში თავისი ფესვები ღრმად გაუდგამს, მართალნი უზარმაზარი მუხასავით არიან, რომელსაც ვერავითარი ქარი ვერ ამოძირკვავს.
 
უკეთურები არასოდეს ცხოვრობენ ყოველდღიური უბრალო ცხოვრებით. ისინი ყოველთვის რაღაცას აკეთებენ, ყოველთვის მაღალი პოზიციები უპყრიათ, და საერთოდ, წუთისოფელში საკვანძო ადგილებზე მოკალათებულან. უკეთურები - ღმრთისა და ჯვრის მტრები არიან. ისინი მტრობენ ყველაფერს, რაც ღმრთისგანაა; ისინი თავს იკატუნებენ, მაგრამ ყოველთვის მგლები არიან, რაც გინდ კრავივით მოგაჩვენონ თავი. უკეთური არასოდეს ინანიებს თავის ცოდვებს, რადგან ღმერთზე გამძვინვარებულია და საკუთარი თავი მართალი ჰგონია.
 
უკეთური ყოველთვის მტაცებელია, ყოველთვის მგელია, ტურაა, მელაა, გიენაა, მას არ შეუძლია უფლის ცხვარი იყოს.
 
უკეთურები წუთისოფლის ძლიერთა მიერ არიან "კურთხეულნი", რომლებიც აქეზებენ მათ და მრავალგვარ პრივილეგიებს ანიჭებენ საკუთარ მონებს.
 
წმიდა წერილი ამბობს, რომ უკეთურებს ჩვეულებრივი სნეულებებიც კი არ ემართებათ. ისინი ადვილად აღწევენ ყველაფერს, რაც კი სურთ, იმიტომ, რომ მათ ხელს უწყობს არსებული სისტემა.
 
უკეთურები ძალიან წარმატებულნი არიან ბიზნესში. ეს ელემენტარულია, რადგან მათი ღმერთი - მამონაა.
 
უკეთურები ჯუნგლების კანონით ცხოვრობენ - ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. მათ თუ უძლური ნახეს - შესანსლავენ. შეუძლებელია მათი გულის მოლბობა ან მოწოდება თანალმობისკენ - მათ მხოლოდ თავისიანების ესმით, შენი სიტყვები კი მათთვის მხოლოდ თეთრი ხმაურია.
 
უკეთურს უყვარს ძალადობა მის ყოველგვარ გამოვლინებაში - არ არის სავალდებულო ეს იყოს ფიზიკურ დარტყმები ან სროლა, ან თუნდაც ცემა.
 
ფსიქოლოგიური ძალადობა, ადამიანის მორალური გატეხვა, მისი დამორჩილების წყურვილი, ადამიანის მუდმივი დამცირება და იმის ჩვენება, თუ როგორი იდიოტია ადამიანი - უკეთურებს სისხლში აქვს გამჯდარი. უკეთური სისხლისმსმელია, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.



ცნობილი ნორვეგიელი მეტალისტი (მუსიკალური მიმართუელბა) ვარგ ვიკერნესი (ნამდვილი სახელი და გვარი: კრისტიან ვიკერნესი). თავისი მეგობრის მკვლელობისა და სამი უძველესი ხის ეკლესიის დაწვისთვის ვარგ ვიკერნესს ნორვეგიაში მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - 21 წელი. მოიხადა 16 წელი. ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში.

 
ყველაზე მთავარი განსაზღვრება უკეთურისა წმიდა წერილში ასეა მოცემული: "არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა" (რომ. 3:18). მას არ ეშინია ღმრთისა, რადგან ღმერთს არასოდეს უჩვენებია მისთვის საკუთარი თავი და ფიქრობს, რომ "ღმერთი ვერ ხედავს, უზენაესმა არ იცის".
 
უკეთურის მთავარი ნიშნებია: სიამაყე, ამპარტავნება, მედიდურობა და ქედმაღლობა. ეს მათ ახასიათებთ ყველგან და ყველაფერში. ზემდგომის წინაშე ქვემძრომია, ხოლო დაქვემდებარებულთა წინაშე - დესპოტი.
 
წერილი ამბობს, რომ ერთხელაც მოვა დრო და უკეთურები აღარ იქნებიან. საერთოდ. "მათი თესლი განადგურდება", ანუ ახალ ცასა და ახალ მიწაზე გველის თესლი აღარ იარსებებს.
 
ფსალმუნი ლაპარაკობს, რომ უკეთურები მხოლოდ წუთისოფელში იხარებენ. "აჰა, ესერა, ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე" (ფსალმ. 72:12).
 
წერილი ამბობს, რომ თუმც უკეთურნი ყვავილებივით მომხიბლავნი არიან, "საუკუნო წარსაწყმედელში წავლენ". "როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე" (ფსალმ. 118:119). "ნაყარ-ნუყარი" ეს არის ის, რაც რჩება მეტალის დამუშავების შემდეგ, ანუ ნახერხი, ნაქლიბი, ბურბუშელა და სხვა ნაგავი.
 
ყველა უკეთური, გამონაკლისის გარეშე, ცეცხლის გეენაში ჩაემხობა.
 
სხვათა შორის არის ასეთი საინტერესო მომენტი - არც ერთი წინასწარმეტყველი ან მოციქული საკუთარ თავს "უკეთურს" ან "გველის თესლს" არ უწოდებს. მოციქულები წერდნენ, რომ ისინი ცოდვილები არიან, უმეცრები, პავლე ეკლესიის მდევნელი და მკვლელიც კი იყო, მაგრამ არ ყოფილან უკეთურნი. უკეთური იყო იუდა ისკარიოტელი. და ჩვენ ვიცით თავისი არსებობა როგორც დაასრულა.


საიტი "აპოკალიფსისი".

მასალა მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვ8ით. 2021 წ.
Назад к содержимому