პუბლიკაციები - ნელთბილობა: ცნების ისტორია და საღვთისმეტყველო დასაბუთება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ნელთბილობა: ცნების ისტორია და საღვთისმეტყველო დასაბუთება
ლაოდიკიის ეკლესია
ავტორი: ალექსეი ლისენკო.

წმიდა მამები თანხმიერნი არიან იმაში, რომ ნელთბილობა - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სულიერი დაავადებაა ქრისტიანთა შორის. განსაკუთრებით აქტუალურია ის თანამედროვე საზოგადოებისთვის, რომელშიც აქტიურად ეწევიან უგუნური, მხიარული ცხოვრების პროპაგანდას. ასეთ პირობებში გულწრფელი, მხურვალე რწმენა ე. წ. საზოგადოებრივ ჩარჩოებს გადაცდენილ ფანატიზმად მიიჩნევა. ამიტომაც მათ, ვისაც სურს ღმრთის სასუფევლის დამკვიდრება, უნდა გაურბოდეს ასეთ მდგომარეობას, და ასევე იცოდეს, თუ საიდან იღებს ის თავის სათავეს.
 


 
შინაარსი:

ტერმინის წარმომავლობა

ნელთბილობის შესახებ წმიდა წერილში



***


ტერმინის წარმომავლობა

ყოველ ადამიანს, რომელსაც სურს ცოდვისგან თავის დახსნა და ღმრთის კურთხევის გარდამოწვევა, "უპირველეს ყოვლისა მართებს უწყოდეს, თუ რაში მდგომარეობს ცოდვათაგან გათავისფულება. ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, ასე ვთქვათ, ცოდვის მექანიზმი, უნდა ვიცოდეთ, როგორ იბადება ის ადამიანში, როგორ ვითარდება, როგორ პირობებში იფურჩქნება და მოქმედებს" (Варнава (Беляев), еп. Основы искусства святости. ― Нижний Новгород: Издание Братства во имя святого князя Александра Невского, 1995. С.296).

ტერმინ ნელთბილობის აღმოცენების ისტორია უკავშირდება ერთ ნაწყვეტს მოციქულ იოანეს "გამოცხადებიდან". მასში მოთხრობილია, თუ როგორ კიცხავს უფალი ლაოდიკიის ეკლესიის ქრისტიანთ, როდესაც მიმართავს ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს. უფალი კიცხავს ლაოდიკიელ ქრისტიანთა სულიერ განწყობას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მხურვალე სარწმუნოების არქონაში ვლინდებოდა: "ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა.  ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან" (გამოცხ. 3:14-16).

უნდა ითქვას, რომ სიტყვა "თბილი" მოცემულ კონტექსტში ვერ ასახავს საღვთისმეტყველო აზრის მთელ სურათს, ამიტომ უნდა მივმართოთ წმიდა წერილის სხვა თარგმანებს.

სლავურ ბიბლიაში სიტყვა "тепл" (თბილი)-ის ადგილას დგას მოკლე ზედსართავი სახელი "обуморен", რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც "მოთბო", "გარემოდან საკუთარ თავში განურჩევლად მიმღები, როგორც სითბოსი, ასევე სიცივისაც" (Лингвистические примечания к тексту Апокалипсиса [Электронный ресурс] // URL: http://farisaios.livejournal.com/ (дата обращения: 20.03.2018)) (სლავ. ტექსტი: "Тако, яко обуморенъ еси, и ни теплъ ни студенъ, изблевати тя от устъ моихъ имамъ (тако, понеже теплъ еси, и ни студенъ еси ниже горящь, имамъ тя изблевати изъ устъ моихъ").

გადატანითი აზრით "обуморенный" - ნიშნავს დაბნეულს, მომჩვარულს, დაუძლურებულს. მაგალითად, თეოფანე დაყუდებული მოცემულ სიტყვას იყენებს ცოდვილი ადამიანის მდგომარეობის აღსაწერად: "ამრიგად, ცოდვილ ადამიანს შეუძლებელია საღი ცნობიერება ჰქონდეს. და არცა აქვს. ის ნისლში დაიარება ცოცხალ-მკვდარივით, დაყიალობს, როგორც ქარბუქში" (რუს.: " Он ходит как в тумане, как бы обуморенный, кружится как в вихре"). როგორც ძილ-ბურანში მყოფი ძლივს ასხვავებს საგნებს საკუთარი თავისგან, ასევე ვნებებს მიცემულიც. ეს მოვლენა ძალიან უცნაურია: სიამაყეში მყოფი საკუთარ თავზე მაღლა არავის მიიჩნევს, არადა საკუთარ თავს ძლივს თუ შეიცნობს" (Феофан Затворник, свт. Начертание христианского вероучения. ― М.: Директ-Медиа, 2014. С. 137). საინტერესოა აღინიშნოს, რომ სიტყვას "обуморенный" გააჩნია საერთო ფუძე ისეთ სიტყვებთან, როგორიცაა "Уморятися", რაც ნიშნავს "განადგურებას, შიმშილით სიკვდილს", და "Морити" – "ჯანის გამოლევა, ღონის მიხდა, დაძაბუნება, მოკვდინება" (Вейсман А. Д. Греческо-русский словарь. СПб., 1899. С. 1304). ამგვარად, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, სლავური - ОБУМОРЕННЫЙ - ეს არის გასავათებული, ცოცხალ-მკვდარი, გამოფიტუილ ადამიანი.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ენაში სიტყვა "теплохладность" (ქართ.: "ნელთბილობა") დამკვიდრდა შედარებით გვიანდელ პერიოდში, დაახლოებით XIX ს-ის მეორე ნახევარში ან მის მიწურულს.

ბერძნულ ტექსტში სიტყვა "თბილის" აღსანიშნად გამოიყენება χλιαρς ("ხლიაროს") (ბერძნ. ტექსტი "οτως τι χλιαρς ε κα οτε ζεστς οτε ψυχρς μλλω σε μσαι κ το στματς μου" ) (იხ. https://azbyka.ru/biblia/?Apok.3&r~c~y~g), რაც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც "ისეთი რამ, რასაც საკუთარ თავში არ გააჩნია სითბოს წყარო, და სითბოს და სიცივეს იღებს გარემოსგან") (Лингвистические примечания к тексту Апокалипсиса [Электронный ресурс] // URL: http://farisaios.livejournal.com/ (дата обращения: 20.03.2018)). ბერძნები ამ ტერმინის იყენებენ არა მარტო ფიზიკური მდგომარეობის აღსაწერად, არამედ ზნეობრივი მიმართებითაც, მაგალითად, χλιαρός xριστιανός - გულგრილი ქრისტიანი. ლექსიკონებში χλιαρός მეტაფორული თვალსაზრისით განმარტებულია, როგორც სულის მდგომარეობა, რომელიც "მტანჯველად მერყეობს გახევებასა და მხურვალე სიყვარულს შორის" (Strong’sGreek: 5513. Chliaros[Электронный ресурс] // URL: http://biblehub.com/greek/5513.htm (дата обращения: 13.11.2017)). მას თავიანთ ნაწარმოებებში იყენებდნენ ძველბერძენი პოეტები ჰეროდოტე, დიოდორე, პინდარი და სხვები.

სიტყვა "თბილის" ლათინური ეკვივალენტია - tepidus ("ტეპიდუს") (ლათ. თარგმანი: "Sic quia tepidus es et nec calidus nec frigidus, incipiam te evomere ex ore meo" ) (იხ. https://azbyka.ru/biblia/?Apok.3&r~c~y~l). ამ სიტყვასაც, ისვე როგორც სხვა ენებში, რამოდენიმე მნიშვნელობა გააჩნია: 1) ზომიერად თბილი; 2) გაციებული; 3) მოდუნებული, უსიცოცხლო (Большой латино-русский словарь [Электронный ресурс] // URL: http://linguaeterna.com/vocabula/ (дата обраения 13.11.2017)). "ტეპიდარიებად" (ლათ. სიტყვიდან: tepidarium) ძველ რომაელებში იწოდებოდნენ "ისეთი აბანოები, სადაც დაცული იყო ზომიერი ტემპერატურა, სადაც ისვენებდნენ მცირედი ხნით, აბანოში შესვლამდე" (Словарь иностранных слов русского языка [Электронный ресурс] // URL: https://dic.academic.ru/dic.nsf/dic_fwords/35611/ТЕПИДАРИЙ (дата обращения: 12.10.2017)).

ებრაულ ტექტსტში გამოიყენება სიტყვა פושר, რომელიც ასევე ითარგმნება, როგორც "მოთბო", "არც ისე მოშურნე", "ინდიფერენდული" (Самоучитель иврита, букварь и грамматика [Электронный ресурс] // URL: http://ulpanet.netzah.org/ri-slovar/ (дата обращения: 13.11.2017)).

ხოლო არაბული فاتر (fatir) ("ფატირ") (Большой арабо-русский словарь с транскрипциями [Электронный ресурс] // URL: http://bars.org.ru (дата обращения: 13.11.2017)), რომელიც გამოიყენება მოცემულ მონაკვეთში, ძირითადი აზრის გარდა კიდევ ნიშნავს "ზარმაცს".

მეფე იაკობის ბიბლიაში (New King James Version) გამოიყენება სიტყვა lukewarm, რაც ითარგმნება, როგორც "თბილი", "დუნე", "უსიცოცხლო". ზოგიერთი კვლევის თანახმად, ის პირველად ხმარებაში შემოვიდა XIV ს-ში., უიკლიფის ბიბლიაში. მხატვრულ ნაწარმოებებში მოცემული სიტყვა გვხვდება უკვე XVI ს-დან შექსპირის ნაწარმოებებში (Lukewarm. Etymology[Электронный ресурс] // URL: https://www.reddit.com/r/etymology/comments/4arimk/lukewarm/ (дата обращения: 21.03.2018)).

რუსულ ენაში სიტყვა "ნელთბილობა" შედარებით გვიან დამკვიდრდა, დაახლოებით XIX ს-ის შუაწლებში ან მიწურულს. ის ნაწარმოებია ორი არსებითი სიტყვისგან: "тепло" (თბილი) (ლათინურიდან: tepeo - თბილი ვარ/სითბოში ვარ) და "холод" (ცივი, სიცივე) (გოთური სიტყვისგან: kalds - ცივი) (Семенов А. В. Этимологический словарь русского языка. М.: Юнвес, 2003. С. 265). სიტყვა საეკლესიო ტერმინია და ძირითადად გვხვდება ასკეტურ ლიტერატურასი. მაგრამ დღეისთვის ის სხვა ჟანრებშიც გამოიყენება.

ამგვარად, წმიდა წერილის ყველა ძირითად თარგმანში გამოიყენება პრაქტიკულად ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვა. აქედან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ლაოდიკიელი, რომელსაც უფალი ამხელს, იყო დუნე, უსისოცხლო, არამხნე ქრისტიანი. მას ქრისტიანულ, სულიერ ცხოვრებაში არ ჰყოფნიდა სიმხნე, პრინციპულობა, ის მისთვის პრაქტიკულად უმნიშვნელო იყო. თავისთავად იგულისხმება, რომ ასეთ სულიერ მდგომარეობას შეუძლებელია არ გამოეწვია გაკიცხვა.
ლაოდიკიის ეკლესია
ლაოდიკია

ნელთბილობის შესახებ წმიდა წერილში

ტერმინ "ნელთბილობის" საღვთისმეტყველო კონტექსტი რომ გავიგოთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მივმართოთ მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" ეგზეგეტიკურ და კულტურულ-ისტორიულ კომენტარებს. ისტორიკოსების ცნობით, ლაოდიკია, ერთ-ერთი უმსხვილესი ძველბერძნული ქალაქი, განლაგებული იყო მცირე აზიის სავაჭრო გზაზე (ეფესოს აღმოსავლეთით) და განთქმული იყო თავისი ნაყოფიერი მიწებითა და სიმდიდრეებით (Жданов А. Откровение Господа о семи азийских церквах. М., 1891. С. 280). მას თავის ეპისტოლეებში ახსენებს მოციქული პავლე (კოლას. 2:1; 4:13). 363-364 წლებში აქ ჩატარდა ადგილობრივი კრება. თურქეთსა და ბიზანტიას შორის გაუთავებელი ომების, ასევე მიწისძვრების შედეგად, ოდესღაც ბრწყინვალე ქალაქიდან სადღეისოდ მხოლოდ პატარა სოფელიღა დარჩა, სახელწოდებით ესკი-ჰისარი (თურქ. თარგმნ. "ძველი ციხე-სიმაგრე" (Глубоковский Н. Н. Библейский словарь. Сергиев Посад: Издательство Троице-Сергиевой Лавры, 2007. С. 429).

მატყლის წარმოების, ვაჭრობისა და მონეტების მოჭრის წყალობით ლაოდიკიის მცხოვრებლები თავიანთი დროის საკმაოდ მდიდარი და შეძლებული ადამიანები იყვნენ ( Жданов А. Откровение Господа о семи азийских церквах. М.,1891. С. 280). საინტერესოა აღინიშნოს, რომ ქალაქში არ არსებობდა წყლის ბუნებრივი წყარო, ის შორს მდებარე ცხელი წყაროებიდან მოჰქონდათ, რომელიც გზაში თბებოდა (Крейг С. Кинер. Библейский культурно-исторический комментарий. Часть 2. Новый Завет. М.: Мирт, 2005. С. 145). ამგვარად, გამოთქმა "არც ცივი ხარ და არც ცხელი" ლაოდიკიელთათვის იღებდა გასაგებ შინაარსს.

რელიგიური თვალსაზრისით ლაოდიკიამ თავი გამოიჩინა იმით, რომ პირველად აქ მოინდომეს "შეექმნათ ერთგვარი სინკრეტული რელიგია ქრისტიანობის, იუდაიზმისა და მცირე აზიური წარმართობის ელემენტებით" (Георгий Урбанович, прот. Семь Церквей Апокалипсиса. Церковно-археологический очерк. ― Смоленск: Смоленская Православная духовная семинария, 2011. С. 214). ქალაქში ცხოვრობდა მრავალრიცხოვანი ებრაული თემი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ყოფილ თანამემამულეებზე. დეკ. გეორგი ურბანოვიჩის თქმით, ლტოლვილები "კარგად მოეწყვტნენ ახალ სამშობლოში, გამდიდრდნენ და სიამოვნებით იღებდნენ პალესტინიდან გამოქცეულ თანამემამულეებს" (Там же). რაც შეეხება ლაოდიკიის ეკლესიას, გამოცხადებაში ნახსენებ ეკლესიათაგან, სავარაუდოდ, ის ყველაზე ადრე გაქრა (Там же). პროფ ნ. ე. პესტოვს მოჰყავს პარალელები ლაოდიკიის ეკლესიასა და თანამედროვე პროტესტანტულ ეკლესიებს შორის, რომლებშიც მათში გამეფებულ და იდენტურ სულისკვეთებას ხედავს" (Пестов Н. Е. Свет Откровения. Размышления над Апокалипсисом. ― М.: Братство святого апостола Иоанна Богослова, 2010. С. 66).

ლაოდიკიელთა ზნეობრივ მდგომარეობაზე მსჯელობენ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებისადმი მიძღვნილ მრავალრიცხოვან ნაშრომებში. II ს-დან მოყოლებული წმ. იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისი აღიარებული ხდება რომის იმპერიის ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში და ჩნდება პირველი განმარტებებიც ამ წიგნზე (მღვდელმოწ. იპოლიტე რომაელი, წმ. ირინეოს ლიონელი, წმ. მეთოდე პატრელი, წმ. პაპიუს იერაპოლელი)  (Иоанн Богослов. Откровение. Православная энциклопедия [Электронный ресурс] // URL: http://www.pravenc.ru/text/471605.html#part_15 (дата обращения: 13.01.2018)). მაგრამ პრაქტიკულად მას არანაირ კომენტარს არ აძლევენ III და IV საუკუნის ღვთისმეტყველები. არცერთხელ არ იმოწმებენ მას წმ. იოანე ოქროპირი და ნეტ. თეოდორიტე კვირელი.

მოცემულ თემაზე, ჩვენამდე მოსულ უპირველეს განმარტებად მიიჩნევა წმ. ანდრია კესარიელის "აპოკალიფსისის განმარტება", რომელიც თარიღდება ქრ. შ.-დან V საუკუნით. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ერთ-ერთი ნაწყვეტის განმარტებისას (3:15-16) ის გვაფრთხილებს, რომ შეუძლებელია კომპრომისი სარწმუნოებრივ საკითხებში. ის ლაპარაკობს იმაზე, რომ თუ ყოფით საკითხებში შეიძლება და საჭიროც კი არის ერთგვარი შუალედური გზის არჩევა, სასულიერო საკითხებში აუცილებელია სულიერი "წვა". კომენტატორის აზრით, ნელთბილი საკვები ღებინებას იწვევს, ისევე, როგორც უარიყოფა ღმრთისგან ნელთბილი რწმენის მქონე მორწმუნე (Откровение апостола Иоанна Богослова. Толкование. [Электронный ресурс] // URL: https://ekzeget.ru/tolk.php?kn=otkr&gl=3&st=15&id_tolk=203 (дата обращения: 19.02.2018)).

წმ. ანდრია კესარიელის თანამედროვე ეპისკოპოსმა პრიმასიმაც დაწერა "აპოკალიფსისის განმარტება", რომელიც გახლავთ ჩვენდ დრომდე მოღწეული მისი ერთადერთი ნაშრომი. პრიმასის პარალელს ავლებს I საუკუნის ლაოდიკიელთა და "ამ წუთისოფლის მდიდართა" (იქვე), ანუ მის თანამედროვეთა შორის. ეპისკოპოსის თქმით, ნელთბილ ადამიანებს ათბობთ მათი სიმდიდრე და მატერიალური კეთილდღეობა, რომლისგან ისინი გახევებულები არიან და უკვე აღარ შეუძლიათ კეთილ საქმეთა ქმნა მოყვასის საკეთილდღეოდ. პრიმასის აზრით ნელთბილები არიან ისინი, ვინც ქრისტიანებად რჩებიან მხოლოდ საკუთარ სახლში, ხოლო ქუჩაში გამოსვლისას მალავენ თავიანთ სარწმუნოებას (იქვე).

სხვა ცნობილ ეგეგეტი ეკუმენიოსი, რომლის ნაშრომმაც ასევე მთლიანად მოაღწია ჩვენს დრომდე, აპოკალიფსისის მე-3 თავის 15 და 16-ე მუხლების განმარტებისას, რწმენაში თბილს უიმედოსა და წარწყმედის გზაზე მდგომს უწოდებს. ასეთმა ქრისტიანმა, "რომელიც სულიწმიდას ეზიარა ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით, საკუთარი დაუდევრობით ჩააქრო მადლის ცეცხლი და წარმავალის ზრუნვაზე გადაერთო" (იქვე). მთლიანობაში ამ ნაწყვეტის მისეული განმარტება ძალიან წააგავს წმ. ანდრია კესარიელისას (იქვე).

ადრექრისტიანულ ლათინ ავტორთაგან უნდა აღინიშნოს მღვდელმოწ. ვიქტორინ პეტავიელის (IV ს. ქრ. შ.-დან) განმარტებები. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით ეს არის "გამოცხადების" პირველი სრულად შემორჩენილი განმარტების ავტორი (Откровение апостола Иоанна Богослова. Толкование [Электронный ресурс] // URL: https://ekzeget.ru/tolk.php?kn=otkr&gl=3&st=15&id_tolk=203 (дата обращения: 19.02.2018)). წმ. ვიქტორინესთვის შვიდი ეკლესია, რომელსაც უფალი მიმართავს აპოკალიფსისში - ქრისტიანთა ერთგვარი შვიდი ჯგუფი ან კატეგორიაა. ლაოდიკიელები განეკუთვნებიან უკანასკნელ, მეშვიდე ჯგუფს. კომენტატორის აზრით, ეს არიან შეძლებული, მორწმუნე და საზოგადოებაში მაღალი თანამდებობების მქონე ადამიანები. ისინი გამოირჩევიან თავდაჯერებულობით და განათლებულობით, მაგრამ სარწმუნოების საქმეებში არიან ცარიელნი. ამგვარ ქრისტიანს ვერ უწოდებ ვერც მორწმუნეს და ვერც ურწმუნოს. აქ წმ. ვიქტორინე, ისევე როგორც სხვა ეგზეგეტები, იყენებს თბილი საკვების პრინციპს, რომელიც ღებინებას იწვევს და ადარებს მას ნელთბილ ქრისტიანებს. კომენტატორი იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს რომ შეენანათ, შეძლებდნენ დიდი სარგებლობის მოტანას არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ გარშემომყოფთათვისაც, მაგრამ წმიდა წერილის ვრცელ ცოდნას ისინი არანაირად არ იყენებენ (იქვე).

პრესვიტერი სალვიან მარსელელი - V ს-ის მწერალი და მოძღვარი განსახილველი მონაკვეთის განმარტებაში ამბობს, რომ ნელთბილი ქრისტიანების მიერ იგმობა ღმერთი, რადგან ისინი ლაპარაკობენ სიკეთეზე და იქმან ბოროტებას. თავიანთი ზნეობით ასეთი ქრისტიანები ურწმუნოებზე უარესები არიან, რადგან თავი მოსწონთ სჯულით, რომელსაც არ ასრულებენ (იქვე).
ლაოდიკიის ეკლესია
ლაოდიკია

რუსულ ბიბლეისტიკაში სპეციალურ ნაშრომებს შორის, რომელიც გამოცხადების წიგნს ეძღვნება, აღსანიშნავია პროფ. ა. ა. ჟდანოვის ვრცელი გამოკვლევა, რომლის სახელწოდებაა: "უფლის გამოცხადება ასიის შვიდ ეკლესიას", რომელიც 1891 წელს გამოიცა. ის შეიცავს აპოკალიფსისის პირველი სამი თავის დეტალურ ანალიზს. პროფესორი აღნიშნავს, რომ მრავალი კომენტატორი უშვებს შეცდომას, როდესაც "სიცივე (ψυχρός), სითბო (χλιαρός) და მხურვალება (ζεστός) ერთი და იმავე დადებითი ზნეობრივი თვისების სხვადასხვა ხარისხებად მიაჩნია" (Жданов А. Откровение Господа о семи Азийских Церквах (Опыт изъяснения первых трех глав Апокалипсиса). ― М.: Типография А.И. Снегиревой, 1891. С. 285). ავტორის აზრით "ζεστός (მხურვალება), მოცემულ კონტექსტში უთითებს ქრისტეს მიმართ სიყვარულზე და მისდამი თავდადებაზე; ასევე მიანიშნებს ქრისტეს მიმართ და სხვა მსგავს თვისებებზე; ψυχρός (სიცივე) - როგორც სიმხურვალის საპირისპირო თვისება, მიანიშნებს წუთისოფლისადმი სიყვარულზე, მიწიერ სიკეთეთადმი მიდრეკილებაზ; ხოლო χλιαρός (ნელთბილობა), თავის მხრივ, აერთებს ამ ორ ურთიერთსაპირისპირო თვისებას - მხურვალებისა და სიცივისა, და, შედეგად, ზნეობრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს სიყვარულს როგორც ღმრთისადმი, ასევე წუთისოფლისადმიც (იქვე). აქედან კი გამოდის, რომ ლაოდიკიელებს გულში გააჩნდათ ორპირობა, რადგან ისინი ცდილობდნენ ღმრთისადმი მსახურებისთვის შეეწყოთ მამონასადმი მონობა და მსახურება.

ცნობილი ბიბლეისტის მ. ვ. ბარსოვის წიგნში "Сборник статей по истолковательному и назидательному чтению Апокалипсиса" ("სტატიათა კრებული მიძღვნილი აპოკალიფსისის განმარტებითი და დამრიგებლობითი კითხვისადმი") დამოწმებულია ეპისკოპოს ბესარიონის (ნეჩაევის) კომენტარი სიტყვებზე "არც ცივი ხარ და არც ცხელი", სადაც მოცემულია ამ სიტყვების დეტალური დახასიათება. რაც შეეხება სიტყვას "თბილი", აქ იგულისხმება ის, რომ შეუძლებელი იყო ლაოდიკიელების განკუთვნება ან წარმართობისადმი ან ქრისტიანობისადმი. ეპ. ბესარიონი წერს, რომ ქრისტიანად ყოფნისთვის არ არის საკმარისი მარტოდენ არ ჩადიოდე სისხლის სამართლის დანაშაულობებს. ქრისტე მოვიდა, რათა განეკურნა ცოდვით დაზიანებული ჩვენი ბუნება, და არა იმისთვის, რომ ჩვენ უბრალოდ "კარგი" ადამიანები ვყოფილიყავით სამოქალაქო კანონის თვალსაზრისით" (იქვე).

პროფ. ა. პ. ლოპუხინი შენიშნავს, რომ ლაოდიკიის ეკლესიის მისამართით უფალი არავითარ მოსაწონ სიტყვას არ იმეტებს. სხვა მკვლევართა და პროფესორთა მსგავსად, ისიც გვაძლევს ნელთბილი ქრისტიანის აღწერას. მისი თქმით, ასეთი ადამიანები, თუმც კი მიაკუთვნებენ თავს ქრისტიანთა საზოგადოებას, სინამდვილეში საღმრთო მადლის თანაზიარნი არ არიან" (Лопухин А. П. Толковая Библия, или комментарии на все книги Св. Писания Ветхаго и Новаго Завета. М., 1909. С.615).

შოტლანდიელი ბიბლეისტი უილიამ ბარკლი თავის წიგნში "ახალი აღთქმის კომენტარები" ამტკიცებს, რომ ლაოდიკიელთა მიწიერმა სიმდიდრემ სულიერი მიმართებით ისინი სრულიად გააღატაკა. ბიბლეისტის თქმით, მაცხოვრის სიტყვები: "ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი" (გამოცხ. 3:15) ნიშნავს იმას, რომ უმჯობესია სულაც არ გახდე ქრისტიანი, ვიდრე დაეშვა ნელთბილი ქრისტიანის დონემდე (Баркли У. Комментарии к Новому Завету [Электронный ресурс] // URL: http://azbyka.ru/otechnik/Biblia/kommentarii-k-novomu-zavetu/3(дата обращения: 03.04.2017)).

პროფ. ნ. ე. პესტოვი თავის წიგნში "Свет Откровения. Размышления над Апокалипсисом ("გამოცხადების ნათელი. ფიქრები აპოკალიფსისზე"), საკვლევი ადგილის კომენტირებისას, განმარტავს, თუ რატომ ამჯობინებს უფალი სიცივეს და არა ნელთბილობას. ავტორის აზრით, ის ადამიანები, ვინც არ უწყიან ღმერთი, თავდაუზოგავად შრომობენ და იღვწიან, ზოგჯერ კი სიცოცხლესაც კი თმობენ თავიანთი აზრით მაღალი იდეალების მისაღწევად. ამგვართ, მართალია, არ უწყიან ქრისტე, მაგრამ ისინი უფრო "საყვარელნი" არიან ღმრთისთვის, ვიდრე ისინი, ვისთვისაც გახსნილია ქრისტეს ჭეშმარიტება, და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა საკუთარ სულებში აღზარდონ სათნოებები. პროფესორს მოჰყავს წმიდა მოციქულ პავლეს მაგალითი, რომელიც ასეთი "ცივი" იყო მოქცევამდე და "მხურვალე" გახდა მოქცევის შემდეგ.

საბოლოოდ, შეჯამების სახით, ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ცნებას "ნელთბილობა" შეიძლება მივცეთ შემდეგი დახასიათება. ეს ცნება გაჩნდა წმიდა წერილის, კერძოდ იოანე მოციქულის გამოცხადების მითითებული ადგილიდან გამომდინარე. ის ნიშნავს ქრისტიანის ნეგატიურ, ცოდვილ სულიერ მდგომარეობას, რომელიც ვლინდება გულგრილობაში, მოდუნებაში, არასაკმარისად მყარ დამოკიდებულებაში ღმრთისა და მისდამი რწმენისადმი. როგორც ნებისმიერი ცოდვა, ნელთბილობას სჭირდება სულიერი მკურნალობა, და ქრისტიანი ვალდებულია თავი დაიცვას, რათა არ ჩავარდეს ამ სნეულებაში.

წყარო: http://sdsmp.ru/news/n8686
Назад к содержимому