პუბლიკაციები - მოლდოვას სასულიერო დასის მიმართვა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
მოლდოვას სასულიერო დასის მიმართვა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით,
რომელიც შეიძლება შემოიღონ ვირუს SARS-COVID-19-ის მიზეზით
სავალდებულო ვაქცინაცია
მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ბ-ნ იგორ დოდონს

 
 
მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ქ-ნ ზინაიტა გრეჩანის

 
 
მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბ-ნ იონ კიკუს

 
 
 
მიმართვა

სავალდებულო ვაქცინაციის კანონიერებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შემოიღონ ვირუს SARS-COVID-19-ის მიზეზი

2020 წლის 17 მარტიდან მოლდოვას რესპუბლიკაში 60 დღის განმავლობაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა ახალ ვირუს SARS-COVID-19-თან დაკავშირებით. ამ პერიოდის ბოლოს, საგანგებო სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების საშიშროების გამო დაწესებულია წითელი კოდი.

ამ დროის განმავლობაში ყველამ საკუთარი გამოცდილებით გავიგეთ, თუ რა არის ძირითადი უფლებების შეზღუდვა. მიუხედავად ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული მრავალი შეკითხვისა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც მოიცავს, მოცემულ ნაშრომში ჩვენ გთავაზობთ გააანალიზოთ ამ იდუმალი ვირუსის სხვა უარყოფითი შედეგიც.

დღეისთვის უკვე მრავალი სახელმწიფოს მეთაური, პოლიტიკოსი, დეპუტატი, ბიზნესმენი და სამედიცინო ექსპერტი ღიად გამოდის COVID-19-ის საყოველთაო და სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები გაისმა რესპუბლიკა მოლდოვას პოლიტიკურ გარემოშიც. ჩვენ გაგვაფრთხილეს ნოემბერში მოსალოდნელი "პანდემიის" ახალი ტალღისა (ანალოგიური განცხადება გაკეთდა საქართველოშიც - "აპოკ". რედ.) და მთელი მოსახლეობის ვაქცინაციის კამპანიის შესახებ.

ქვემოთმოტანილ იურიდიულ ანალიზში ვაპირებთ შევისწავლოთ პოტენციალური სავალდებულო ვაქცინაციის კანონიერების საკითხი, ჩავატაროთ შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან, ასევე განვიხილოთ ნანოჩიპებისა და სხვა მოწყობილობების დანერგვის არახელსაყრელი შედეგები, რომლებიც შეიძლება ჩართულ იქნას სავარაუდო ვაქცინაციის შემადგენლობაში.

ვაქცინაცია გახლავთ პრევენტიული სამედიცინო პროცედურა. ანუ ის გამოიყენება ჯანმრთელი ორგანიზმის მიმართ იმ მიზნით, რათა ის კიდევ უფრო ჯანმრთელი იყოს ან იმისთვის, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული განსაზღვრული დაავადება.

ამ პირობებში ადამიანს გააჩნია ორი ძირითადი უფლება: უფლება ინფორმაციაზე, რომელიც გამყარებულია მოლდოვას რესპუბლიკის კონსტიტუციის 34-ე მუხლით და უფლება გარანტირებულ ჯანმრთელობაზე, რომელიც გამყარებულია ძირითადი კანონის 36-ე მუხლით, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება 50-ე მუხლის მე-4 პარაგრაფს და აშკარად კრძალავს არასრულწლოვანთა ჩართვას მოქმედებაში, რომელიც ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას.

უფლება ინფორმაციაზე, როგორც ეს განსაზღვრულია 34-ე მუხლში (§§ 1, 2), ითვალისწინებს შემდეგს: (1) "ნებისმიერი ინფორმაციისადმი წვდომა, რომელიც ეხება საზოგადოებრივ საქმეებს, არ შეიძლება იყოს შეზღუდული"; და ასევე (2) "ხელისუფლება თავისი კომპეტენციის შესაბამისად ვალდებულია მოქალაქეები უზრუნველყოს სანდო ინფორმირებულობით საზოგადოებრივ საქმეებთან და პირადი ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით".

ამავე კონტექსტში, 2002 წლის 19. 07.-ში მიღებული № 1256-ე კანონის მიხედვით, - რომელიც ეხება კონვენციის რატიფიკაციას ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ და ადამიანის ღირსების დაცვას ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენების სფეროში, ასევე ქ. ვიედოში (ესპ. – "აპოკ." რედ.) მიღებულ დამატებით პროტოკოლს ადამიანის კლონირების აკრძალვასთან დაკავშირებით, - მოლდოვას რესპუბლიკამ ვალდებულება აიღო დაიცვას შემდეგი მდგომარეობები:

მუხლი 2: ადამიანის პრიორიტეტი. ცალკეული ადამიანის ინტერესები და კეთილდღეობა პრევალირებს საზოგადოების ან მეცნიერების ინტერესებზე (აქედან გამომდინარე - საზოგადოებრივი კეთილდღეობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის საზიანოდ).

მუხლი 4: პროფესიონალური ვალდებულებები და ქცევის წესები. ნებისმიერი ჩარევა ჯანდაცვის სფეროში, გამოკვლევების ჩათვლით, უნდა ჩატარდეს პროფესიონალური წესებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ასევე ქცევის წესების შესაბამისად, რომელიც გამოიყენება მოცემულ სფეროში.

მუხლი 5: საზოგადო წესი. სამედიცინო ჩარევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც შესაბამისი პიროვნება ნებაყოფლობით დათანხმდება ამაზე და გასცემს წერილობით თანხმობას. ეს პიროვნება ადრევე იღებს შესაბამის ინფორმაციას ჩარევის მიზანსა და ხასიათზე, ასევე მის შედეგებსა და რისკზე. ამ პიროვნებას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უკან გაიწვიოს თავისი თანხმობა.

მუხლი 10, პუნტქი 1: კერძო ცხოვრება და უფლება ინფორმაციაზე. ყოველ პიროვნებას აქვს უფლება საკუთარი კერძო ცხოვრების პატივისცემაზე (მის ჯანმრთელობაზე არსებული ინფორმაციის თვალსაზრისით).


მოლდოვას რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსი:

მუხლი 43, პუნქტი 1: კანონის მიხედვით ყოველ ფიზიკურ პირს აქვს უფლება სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და ფსიქიურ ხელშეუხებლობაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, სახელზე, ღირსებაზე, პატივზე და პროფესიონალურ რეპუტაციაზე, თვითშეფასებაზე, ინტიმური, საოჯახო და პირადი ცხოვრებისადმი პატივისცემაზე, პერსონალური მონაცემების დაცვაზე, გარდაცვალების შემდეგ მისი ხსოვნისა და სხეულის პატივისცემაზე, ასევე კანონით აღიარებულ სხვა მსგავს უფლებებზე.

 
კანონი 263-ე (27.10.2005 წ) პაციენტის უფლებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ:

მუხლი 1, § 2:  პაციენტი (სამედიცინო მომსახურეობის მომხმარებელი) - ეს არის პირი, რომელიც საჭიროებს სამედიცინო მომსახურეობას, რომელიც იყენებს მათ ან მიმართავს მათ, ჯანმრთელობის მდგომარეობისდა მიუხედავად, ან კიდევ, როგორც სუბიექტი ნებაყოფლობით იღებს მონაწილეობას ბიოსამედიცინო გამოკვლევებში;

 
პაციენტის უფლებები:

- ეს არის უფლებები, რომლებიც მომდინარეობენ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ადამიანის ძირითადი უფლებიდან და მოიცავენ სოციალურ უფლებებს, დაკავშირებულთ წვდომადობასთან, სამართლიანობასთან და სამედიცინო მომსახურეობის ხარისხთან; ეს არის ასევე ინდივიდუალური უფლებები, რომლებიც ეხება პიროვნების ღირსების პატივისცემის უზრუნველყოფას, ასევე პაციენტის ორგანიზმის მთლიანობას, რომელიც ხორციელდება მის მიერ სამედიცინო მომსახურეობის გამოყენების დროს ან სუბიექტის სახით მისი ნებაყოფლობითი მონაწილეობის დროს ბიოსამედიცინო გამოკვლევებში;


სამედიცინო ჩარევა (სამედიცინო აქტი)

- ეს არის ნებისმიერი გამოკვლევა, მკურნალობა, კლინიკური გამოკვლება, დახმარება ან სხვა მოქმედება, რომელიც გამოიყენება პაციენტის მიმართ პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან ბიოსამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით, რომელსაც ახორციელებს ექიმი ან სხვა სამედიცინო მუშაკი;

 
თანხმობა

- ეს არის პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (თუ ასეთი არ არის, მაშინ უახლოესი ნათესავის) შეგნებული თანხმობა სამედიცინო ჩარევის განხორციელებაზე, რომელიც მის მიერ მოცემულია ნებაყოფლობით ყოველმხრივი და ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც პაციენტს მიღებული აქვს მკურნალი ექიმისგან ან იმ ექიმისგან, ვინც ატარებს ბიოსამედიცინო (კლინიკურ) გამოკვლევას და დადასტურებულია როგორც პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (ახლო ნათესავის) ხელმოწერით, ასევე ექიმის ხელმოწერით შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაში;

მუხლი 13: სამედიცინო ჩარევაზე ინფორმირებული თანხმობის ან ნებაყოფლობითი უარის გაფორმების თანმიმდევრობა: (1) სამედიცინო ჩარევისთვის წინა სავალდებულო პირობას წარმოადგენს პაციენტის თანხმობა, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (2) პაციენტის თანხმობა სამედიცინო ჩარევაზე შეიძლება გამოხატულ იქნას ზეპირი ან წერილობითი ფორმით. ის ფორმდება მის სამედიცინო დოკუმენტაციაში ჩაწერით და სავალდებულო წესით მოეწერება ხელი პაციენტის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლის) და მკურნალი ექიმის მიერ. მომატებული რისკის (ეპიდემიური ან ქირურგიული ხასიათის) სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში თანხმობა სავალდებულო წესით ფორმდება წერილობით, სადაც ივსება სპეციალური ფორმულარი სამედიცინო დოკუმენტაციიდან, ე. წ. ინფორმირებული თანხმობიდან. სამედიცინო ჩარევის ჩამონათვალი, რომლის დროსაც აუცილებელია გაფორმდეს ინფორმირებული თანხმობა წერილობითი ფორმით, და შესაბამისი ფორმულარის ნიმუში მუშავდება შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

(3) ინფორმირებული თანხმობა აუცილებელი წესით უნდა შეიცავდეს პაციენტისთვის მისაწვდომ ფორმაში გადმოცემულ ინფორმაციას სამედიცინო ჩარევის მეთოდებზე, მოსალოდნელ ეფექტზე, მის პოტენციურ რისკზე და შესაძლო სამედიცინო-სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა შედეგებზე, ასევე მკურნალობის ალტერნატიულ და სამედიცინო მომსახურეობებზე.


შედარებითი ანალიზი

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, რუმინეთში, ერთი მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და მოქმედებდნენ სავალდებულო ვაქცინაციის დაკანონების მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების წარმომადგენელები, სპეციალისტები (118 ექიმი, რომლებიც მოუწოდებდნენ მოსახლეობას უარი ეთქვათ სავალდებულო ვაქცინაციის პროექტზე), არასამთავრობო ორგანიზაციები ქსელურ მასმედიაში, დიდი სახალხო მოძრაობები და მთელი ქვეყანა სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ამგვარად თუკი 2013 წელს რუმინეთში გაშვებულ იქნა აბსოლუტისტური და ფუნდამენტალისტური ხასიათის პროექტი, რომლის თანახმადაც სავალდებულო ვაქცინაცია კანონი უნდა გამხდარიყო, დღეისთვის ეს ვითარება შეიცვალა. დეპუტატთა პალატის კომისიამ ჯანმრთელობისა და ოჯახის დაცვის სფეროში მიიღო პროექტის ძირითადი ჩასწორებანი, რომლებიც მიზნად ისახავდა ბავშვებისა და მათი მშობლების დაცვას სახელმწიფოს თვითნებობისგან და აძლევდა მათ შესაძლებლობას მიეღოთ კომპენსაცია, თუკი ვაქცინაციისას ისინი გადააწყდებოდნენ გვერდით მოვლენებს.

ამ თვალსაზრისის სასარგებლო ჩასწორებების შეთავაზებისას, დეპუტატი მატეი დობროვიე ამტკიცებდა: "არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დავსვათ ბავშვის უგულებელყოფასა და მშობლის უფლებას შორის თავისი შვილისთვის აირჩიოს ესა თუ ის სამედიცინო მომსახურეობა. მანამ, სანამ აცრებში შეგვხვდება გვერდითი მოვლენები და ბავშვებზე მათი მავნე გავლენის მრავალი შემთხვევა, მშობლების პოზიცია, რომლებიც უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე, გამართლებულია. ვაქცინაცია თამაშობს პროფილაქტიკურ როლს. უარის თქმა სამედიცინო მკურნალობაზე, რომელიც პოტენციურად კეთილმიზნობრივია, მაგრამ არ გააჩნია გარანტია, და რომელსაც, როგორც ნებისმიერ წამალს, ახლავს რისკის ფაქტორი, შეუძლებელია კლასიფიცირებულ იქნას როგორც "ბავშვის სამედიცინო უგულებელყოფა".

ვაქცინაციის თემაზე დებატების დროს საჯარო განცხადებაში ლიბერალთა და დემოკრატთა კავშირის (ლდკ) წარმომადგენელმა პარლამენტში ვარუჯან ვოსგანიანმა ხაზი გაუსვა, რომ რუმინეთმა ხელი მოაწერა ოვიედოს (ესპანეთი) ზემოთხსენებულ კონვენციას და არა აქვს უფლება თავს მოახვიოს თავის მოქალაქეებს სავალდებულო ვაქცინაცია, განა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გააუქმებს ამ ხელშეკრულებაში საკუთარ ხელმოწერას.

ხელმოწერის უკან გამოთხოვა გახდება საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი, რომელიც სანქციებს გამოიწვევს.

შვედეთში აკრძალულია სავალდებულო ვაქცინაცია. შვედეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ფედერაციამ კომიტეტში წერილი გააგზავნა და განმარტა, რომ კანონი სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ დაარღვევს კონსტიტუციას, თუკი შემოღებული იქნება იძულებითი ვაქცინაცია ან სავალდებულო აცრები. ასეთ პოზიციაზე დგანან სოფია არკელსტენის მოძრაობის წარმომადგენლები (სოფია არკელსტენი - შვედი პოლიტიკოსი, რიკსდაგის წევრი და ზომიერთა პარტიის მდივანი).

ასევე (შვედეთის ჯანდაცვის ეროვნულის ფედერაციის გარდა) უამრავმა შვედმა გააგზავნა საპროტესტო წერილი პარლამენტში და მოუწოდა პოლიტიკოსებს უარი თქვან ამ კანონზე. პარლამენტში, რა თქმა უნდა, შენიშნეს, რომ საზოგადოებაში იზრდება წინააღმდეგობა აცრებთან დაკავშირებული ყოველგვარი იძულებების მიმართ. შვედეთმა აკრძალა იძულებითი ვაქცინაცია და დაიმოწმა "ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები", და ის ფაქტიც, რომ ამით (ანუ იძულებითი ვაქცინაციის შემთხვევაში - "აპოკ". რედ.) დაირღვევა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება მკურნალობა აირჩიონ საკუთარი შეხედულების მიხედვით.

10 მაისს შვედეთის პარლამენტმა უარი თქვა შვიდ შუამავლობაზე შემოღებულ ყოფილიყო კანონი სავალდებულო ვაქცინაციაზე, და განაცხადა, რომ "სავალდებულო ვაქცინაცია იქნება შვედეთის კონსტიტუციის დარღვევა". ამ კონტექსტში აუცილებელია ითქვას, რომ ვაქცინაცია შეიცავს მიკროჩიპირების ან ადამიანის ორგანიზმში უცხო მოწყობილობების შეყვანის საშიშროებას.

საზოგადოება მრავალ ევროპულ ქვეყანაში აპროტესტებს სავალდებულო ვაქცინაციას, განსაკუთრებით COVID-19-ის წინააღმდეგ, რადგან მიიჩნევს მას მეთოდად, რომლის დახმარებითაც მსოფლიო ანტიქრისტიანული სისტემა ცდილობს ადამიანის სხეულში ჩანერგოს მიკროჩიპები ადამიანთა 5G ტექნოლოგიით გაკონტროლების მიზნით.
 
იტალიის პარლამენტში დეპუტატმა ოფიციალურად მოითხოვა ბილ გეიტსის დაპატიმრება და მას "საერთაშორისო დამნაშავე" უწოდა. ბილ გეიტსი მან კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა, რადგან მისი ვაქცინებისგან ინდოეთში 500 000 ბავშვი დაიღუპა. ბილ გეიტსი გახლავთ პლანეტის მოსახლეობის შემცირებისა და გენოციდის იდეის მომხრე.

1.1 უნდა აღინიშნოს, რომ ბილ გეიტსი მიიჩნევა ვაქცინის დახმარებით მოსახლეობის მიკროჩიპირების ტექნოლოგიის შექმნის მთავარ ინიციატორად. ეს ვაქცინა შეიცავს ნანონაწილაკებს, რომლებიც რეაგირებენ 5G ტექნოლოგიით გადაცემულ ტალღებზე, და სისტემას შესაძლებლობას აძლევენ დისტანციურად გააკონტროლონ ადამიანები. მიიჩნევა, რომ 5G ტექნოლოგია განსაზღვრულ ვაქცინებთან შეხამებაში, რომლებიც ჩინეთსა და იტალიაში გამოიყენება, ამ ვირუსის გამოჩენის საფუძველი გახდა, რომელმაც მთელი პლანეტა გადმოაყირავა.

ამასთან ერთად დაიწყო ევროპის მოსახლეობის მასობრივი მიკროჩიპირება. თუმცა შვედეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, ათასობით ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ნებაყოფლობით იღებენ მიკროჩიპებს, რომლებსაც შპრიცის დახმარებით კანქვეშ ინერგავენ. შვედეთში შემუშავებული ტექნოლოგია, როგორც ჩანს, უკვე იტალიაშიც გაჩნდა და მომავალშიც განვითარდება, რადგან მთავრობები, რომლებიც ამ პლანეტარული ვირუსის წინააღმდეგ გამოდიან, მოისურვებენ გააკონტროლონ დაავადების გავრცელება, რაშიც მხოლოდ ჩიპების ჩადგმა დაეხმარებათ.
 
2.2 თუკი ცივილიზებულ ქვეყნებში ჩიპების შემოღება ჯერაც მოქალაქის უფლებების ფარგლებში ხდება, რომელიც თვითონ წყვეტს მიიღოს ასეთი ჩიპი თუ არა, პრიმიტიული რეჟიმების ქვეყნებში ეს მიკროჩიპირება შეიძლება კანონისა და სოროსის ორგანიზაციების პროპაგანდით აუცილებლობა გახდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უბრალოდ გააოგნა ისრაელის საზოგადოებრივი აზრი, როდესაც მას სკოლის დაწყებისთანავე ყველა ბავშვის მიკროჩიპირება შესთავაზა.

სტატიამ, რომელიც "The Jerusalem Post"-ში დაიბეჭდა, მთელი ქვეყანა აახმაურა, რადგან ამ ზომის გატარება ივარაუდება ე. წ. "სოციალური დისტანცირების" თავსმოხვევის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებმა დაიცვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი და განმარტეს, რომ ნეთანიაჰუ ლაპარაკობდა არა ჩიპზე, არამედ იმპლანტზე, აზრი იმაშია, რომ ეს ჩიპი/იმპლანტი ჩანერგილი იქნება ბავშვის სხეულში, ანუ მოხდება მისი მიკროჩიპირება.

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით,
 

გთხოვთ:

მოსახლეობის ვაქცინაცია (ანტი COVID-19) და სხვა სამედიცინო ჩარევები ჩაატაროთ მხოლოდ ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი პაციენტი სწორად იქნება ინფორმირებული ვაქცინაციის მიზნებზე და დათანხმდება მას (მათ შორის ის ინფორმირებული უნდა იყოს ვაქცინის შემადგენლობასა და შესაძლო გვერდით მოვლენებზე). ეს ყოველივე უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის შესახებ არსებულ კონვენციას, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკაში რატიფიცირებულია.

უზრუნველყოფილ უნდა იქნას ადამიანთა ყველა ძირითადი უფლება, რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე და დაცულ იქნან ისინი შესაძლო დისკრიმინაციისა ან შეზღუდვებისგან.  

უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლება უარი განაცხადოს იმპლანტების ან სხვა რაიმე სახის მოწყობილობებისა და ჩიპების ჩანერგვაზე, რომელიც ადამიანის სხეულისთვის უცხოა; მიღებულ იქნას ინფორმაცია მათი საშიშროების შესახებ, რომელსაც გვთავაზობენ მეცნიერები, ასევე წმ. იოანე ღვთისმეტყველის წინასწარმეტყველება წიგნში "აპოკალიფსისი" და წმიდა მამათა გაფრთხილებებში.

მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის თავმჯდომარე ვლადიმირი, კიშინოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი.

საბა, ტირასპოლისა და დუბოსარის არქიეპისკოპოსი

ანატოლი, კაგულისა და კომრატის ეპისკოპოსი

პეტრე, უნგენისა და ნისპორენის ეპისკოპოსი

მარკელი, ბელცისა და ფელეშტის ეპისკოპოსი

ნიკოდიმე, ედინეცისა და ბრიჩანის ეპისკოპოსი

იოანე, სოროკის ეპისკოპოსი და კიშინიოვის ეპარქიის ვიკარიუსი

სილუანე, ორხეის ეპისკოპოსი და კიშინევის ეპარქიის ვიკარიუსი

სინოდის მდივანი, დეკანოზი ვადიმ კეიბაში

__________________________________________

წყაროები:



3. Citeşte mai mult pe aparatorul.md: ОБРАЩЕНИЕ относительно законности обязательной вакцинации, которая может быть введена по причине вируса SARS-COVID-19 https://www.aparatorul.md/obrashhenie-otnositelno-zakonnosti-o/
Назад к содержимому