აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
დასასრულის დასაწყისი?...
ვფიქრობთ დღეს მსოფლიოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბები ხდება, მაგრამ ის, რაზეც უნდა ვისაუბროთ ქვემოთ, არ ეხება მათ, ვინც ელოდება ჩიპიზაციას, ვაქცინაციას, სკაინეტის მოსვლას და სხვა, ასევე მათაც, ვინც თხრის თავშესაფრებს და ყიდულობს კონსერვებს, რათა გადაიტანოს "ჭირვება", ასევე იმათ, ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს ელოდება...
ეს სტატია ეხება მათ, ვინც კითულობს ჩვენს პუბლიკაციებს და აზროვნებს ისე, როგორც ჩვენ...
ჯერ კიდევ 2020 წლის იანვრის თვეში, როდესაც დაიწყო კარანტინი, ვამბობდით, რომ დაიწყო ისეთი რამ, რაც ადრე არასოდეს ყოფილა. უპრეცედენტო მოვლენა. მაშინ ვამბობდით - დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, რადგან მსოფლიოში რაღაც უჩვეულო ხდება. თუმცა, არ ვიცოდით ეს უჩვეულო ამბავი როგორ დასრულდებოდა. გადიოდა თვეები და კიდევ უფრო უცნაურ მოვლენებს ვაწყდებოდით, თანაც ეს მოვლენები ხშირდებოდა. მსოფლიო პირდაპირ ჩვენს თვალწინ იცვლება. მსოფლიო პოლიტიკაში გაიჟღერა ტერმინმა "რესტრუქტურიზაცია". გარდამავალი პერიოდი. და მართლაც - ამა წლის აპრილის თვიდან მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. ნელ-ნელა ყველაფერი ხილული ხდება.
პირველი მოვლენა - მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ქუჩებში მილიონობით შავი სათვალთვალო კამერები გამოჩნდა - ეს სახის ამოცნობისა და თბოვიზორების კამერებია. პირველი, რაც კი გააკეთა კარანტინმა გახლავთ ის, რომ მან მრავალი სახელმწიფო "აიძულა" მონიტორინგის უფრო ხისტი რეჟიმი და თავისი მოსახლეობის დაჟინებითი თვალთვალი ეწარმოებინა.
მეორე მოვლენა - სოციალურ ქსელებში ცენზურა 100-ჯერ უფრო მკაცრია, ვიდრე 2019 წელს იყო. თანაც ცენზურა სტანდარტული (გინებებისა და ბილწისტყვაობის წინააღმდეგო) კი არ არის, არამედ პოლიტიკური და ინფორმაციულია (თუკი ფბ-მ შენი პოსტი ფეიკად ჩათვალა, მას წაშლიან).
მესამე მოვლენა - 2020 წლის ივნისის თვიდან ათეულობით ქვეყანაში იფეთქა პროტესტის ტალღამ, დაიწყო ქუჩის უწესივრობები, რომლებიც დღემდე არ დასრულებულა. უსასრულო პროტესტებმა პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის რადიკალური გადასინჯვა მოითხოვა, და ეს გადასინჯვა პირდაპირ ახლა თავის პიკზეა.
მეოთხე მოვლენა - რითი "გაგვახარა" 2020-მა? - იმით, რომ მრავალი ქვეყანა უკვე ტოტალიტარიზმისკენ იქაჩება, ვინ ღიად - ვინ კიდევ ფარულად.
მეხუთე მოვლენა - მსოფლიო რელიგიებმა (ისლამმა, ბუდიზმმა, ინდუიზმმა, ქრისტიანობის ფორმალურმა კონფესიებმა და სხვა) თითქმის სრულიად დაკარგეს თავიანთი ავტორიტეტი. ტაძრები თვეობით იკეტება, მარხვები და ლოცვები კარანტინზე ვერ მოქმედებდნენ და სხვა.
მეექვსე მოვლენა - ისრაელი ხისტ ავტორიტარულ (დიქტატორულ) სისტემად გადაიქცა, რომელიც ექსტრემალურად უთვალთვალებს თავის მოქალაქეებს და ამყარებს სრულ ტოტალურ კონტროლს. ისრაელში უმთავრეს ძალას ყოველთვის სამხედროები წარმოადგენდნენ, მაგრამ დღეს არმია და ძალოვანი სტრუქტურები არსებითად მმართველი ელიტა გახდა. კიდევ ცოტაც და - ისლამს საერთოდ განდევნიან აქედან, წაართმევენ ყოველგვარ უფლებებს და მაშინ, ტაძრის მთა კვლავ ისრაელის ხელისუფალთა სრულ განკარგულებაში აღმოჩნდება.
კარანტინის გამო გადაიჭრა ემიგრაციული კრიზისი. თუკი 2019 წელს არავინ იცოდა, როგორ უნდა შეეკავებინა ევროპას მიმწყდარი მილიონობით ლტოლვილი, 2020-ში სრული სიმშვიდე და სიჩუმეა - საზღვრები ხომ დაკეტილია.
კიდევ მრავალი რამ მოხდა ამ ბოლო თვეების განმავლობაში, მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამიტომ, მოდი, უახლოეს თვეზე (ოქტომბერზე) გადავიდეთ.
2019 წელს ვინ დაიჯერებდა, რომ 2020 წლის ოქტომბერში საფრანგეთი, გერმანია, ბალტიისპირეთი, პოლონეთი და ზოგიერთი სხვა სახელმწიფო რეალურად ცივ ომს გამოუცხადებდა რუსეთს? ამასთანავე ბელორუსიასაც ლუკაშენკოსთან ერთად?
ვინ დაიჯერებდა, რომ საფრანგეთში, რომელიც ათასგვარი ტერაქტების მიუხედავად, ყოველთვის ეფერებოდა ისლამს, უეცრად 180 გრადუსით შეუტრიალდებოდა მას და ძალზედ ხისტად (თუმცა სამი ტერაქტის შემდეგ) დაიწყებდა ისლამის რეპრესირებასა და წმენდას. მაკრონმა გააკეთა გამაოგნებელი განცხადება: "ჩვენ საფრანგეთში გვსურს ისლამის საკუთარი ვერსია"; ანუ მან ისლამს ომი გამოუცხადა! სხვათა შორის, ისლამიც სულ უფრო და უფრო უძლურდება.
ვინ დაიჯერებდა, რომ 2020 წელს ხისტი სუნიტური ქვეყნები, რომლებსაც სძულდათ ისრაელი და აშშ უეცრად ამ ქვეყნების მეგობრები და სავაჭრო პარტნიორები გახდებოდნენ?
მე უკვე არ ვახსენებ რა ხდება ბელორუსიასა და ხაბაროვსკში.
ყარაბახის ომიც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა - იქ ჩართულნი არიან ისლამური ქვეყნები და არავინ იცის კონფლიქტი როგორ დამთავრდება.
მაგრამ, ეს კიდევ ყველაფერი როდია...
აშშ-ში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ბაიდენმა გაიმარჯვა. მსოფლიო გარდამავალი პერიოდის აგონიაშია, ჩვენ კი ვიცით, რომ გარდამავლობა უსასრულოდ როდი გაგრძელდება, დღეს თუ ხვალ ის სხვა სტადიაში გადავა და ვფიქრობ ეს სტადია უკვე კარზეა მომდგარი.
მაინც რა უნდა მოხდეს? - არ ვიცით. მაგრამ, თუკი ჩვენ დასასრულის დასაწყისთან ვდგავართ, მაშინ ძალიან მალე გამოჩნდება მეძავი ბაბილონი - ულტრამეგაიდეოლოგია, რომელიც თავისი პროპაგანდით - "თქვენ ღმერთები გახდებით" - არნახული სისწრაფით დაიპყრობს მთელი მსოფლიოს ცნობიერებას. ბაბილონი ამ წუთისოფლის სულია - მაგრამ ერთხელაც ის საკუთარ თავს გამოაჩენს და უსჯულოების საიდუმლოც სრული ძალით, ხილულად და შესაგრძნობად ამოქმედდება. ეს იქნება სწორედ ის უძლიერესი საცთური (იხ. 2 ტიმ. 2:9-12), რომელიც მთელ მსოფლიოს ღმრთის სიძულვილით დაათრობს.
მეორე, კიდევ რაც შეიძლება მოხდეს, გახლავთ ის, რომ გამოჩნდება დანიელის წინასწარმეტყველების (თ. 7) 10 რქა მხეცის თავზე, ანუ ჩამოყალიბდება ანკლავი, კონგლომერატი, რომელიც მხეცის მე-4 სახელმწიფო გახდება და, რომელსაც შემდეგ სათავეში ანტიქრისტე ჩაუდგება.
მეძავი ბაბილონი მანამ არ მოვა, სანამ მსოფლიო ანტი-ქრისტიანული, ანტი-რელიგიური არ გახდება და სრულიად იმედგაცრუებული დარჩება ბიბლიური ღმერთით. ეს კი პირდაპირ ჩვენს თვალწინ ხდება. ეკუმენიზაციის (რელიგიათა გაერთიანების) უდღეური მცდელობებიც დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობაა და საზოგადოდ ყველა რელიგიისადმი ნდობის გაუქმებას ისახავს მიზნად. რატომ? იმიტომ, რომ სანაცვლოდ უნდა მოვიდეს ყველა რელიგიის დედა, მეძავი ბაბილონი, რათა მცირე ხნით დაიმონოს ადამიანთა გონება.
ვინ არის 10 მეფე? - არ ვიცით. მაგრამ ვიცით ერთი რამ - ისინი არ იქნებიან მორიგი პრეზიდენტები. მათზე ნათქვამია, რომ ისინი აბსოლუტურად ანტიქრისტეს "თანამოაზრეები" იქნებიან, და ისევე დაგმობენ ღმერთს, როგორც მათი ლიდერი - ანტიქრისტე. ისინი მას ბოლომდე გაჰყვებიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ძველი მეფეებივით იქნებიან მძლავრი ჯადოქრები და სტრატეგები, რომლებიც ადამიანებს თავიანთი პიროვნებითაც რომ თრგუნავენ, როგორებიც არაერთი იცის მსოფლიო ისტორიამ. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში გააერთიანებს ნერონს, ლენინს, ჰიტლერს, მუსოლინის და ნაპოლეონს. - მაშ, წარმოიდგინეთ? - აი ასეთი ათი მმართველი მოვა!
ამრიგად, მსოფლიო გრანდიოზული და ცუდი ცვლილებების მოლოდინშია. ბოროტება ძლიერდება: დიქტატურა, ტოტალური კონტროლი, ძალადობა, ქაოსი, უწესივრობანი, გულგრილობა და მტრობა ქრისტიანობისადმი - ეს ყველაფერი მშობიარობის დასაწყისია.
დღეს მსოფლიო ავისმომასწავებელი ამბების მოლოდინშია გაყუჩებული და არავინ იცის ხვალ რა მოხდება. ჩვენ კი ვიტყვით - არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ხვალ, რადგან ვერავინ შეძლებს ცვლილებების მატარებლის შეჩერებას - მას მხოლოდ უბიძგებენ და დააჩქარებენ.
თქვენ იკითხავთ - მაშ, ჩვენ რა ვქნათ? - კონსერვები ვიყიდოთ და ბუნკერები ვთხაროთ, თუ სადმე "მშვიდობიან" ქვეყნებში გავიქცეთ?
წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ვინც იცნობს თავის ღმერთს უფრო გაძლიერდება და შეეწინააღმდეგება ანტიქრისტეს. მართალია, მრავალს მოჰკლავენ, მაგრამ ისინი ძლევამოსლები აღდგებიან მკვდრეთით და ქრისტესთან ერთად მარადიულად იმეფებენ. ასე, რომ კონსერვები კი არ უნდა მოვიმარაგოთ - არამედ ღმერთს მივუბრუნდეთ, ჩვენს იესუს, ვიყოთ მისი შვილები და სიკვდილს არ შევუშინდეთ. დანარჩენი ღმერთმა იცის, ყოველივეს ის მიხედავს, რადგან ახლოვდება დღე უფლისა - დიადი და საშინელი.
ჰე, მოხვიდოდე, უფალო იესუ! (აპოკალიფსისი).
მომზადებულია ინტერენეტ მასალების მიხედვით.