პუბლიკაციები - ბაბილონის იდეოლოგია - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ბაბილონის იდეოლოგია
მეძავი ბაბილონი
გავრცელებული შეხედულებისდა საწინააღმდეგოდ, ეშმაკი სულაც არ არის დაინტერესებული კაცობრიობის ამოწყვეტაში. პირიქით, ის დაინტერესებულია იმაში, რომ კაცობრიობამ უარყოს ღმერთი. თუმცა, სატანას ესეც ეცოტავება. მას სურს, რათა კაცობრიობამ უარყოს ღმერთი და ღმერთად აღიაროს ეშმაკი!
 
ამაშია დიდი ჭირვების ორი ეტაპის არსი - ჯერ ბაბილონი, რომელიც კაცობრიობას ეტყვის "თქვენ ღმერთები ხართ", შემდეგ კი მხეცი, რომელიც იტყვის "მე ვარ ღმერთი, მე მეცით თაყვანი". პირველი კაცობრიობას მისცემს ყალბ თავდაჯერებულობას იმაში, რომ ბიბლიის ღმერთი ეს არის ტირანი და დიქტატორი, რომელსაც "არ სურს, რათა თქვენ შეიმეცნოთ, თუ როგორ უნდა გახდეთ მისი თანასწორნი", მეორე კი იტყვის - ან თაყვანისმეც მე, ან მოკვდი.
 
ბაბილონი 100%-ით იქადაგებს ნაციზმის მსგავს იდეოლოგიას, ოღონდ თუ ნაციზმში უმაღლესი რასა იყვნენ გერმანელები ("არიელები"), ბაბილონში ეს იქნება - მთელი კაცობრიობა, ანუ ყველა ისინი, ვინც იქნებიან ანტიქრისტეს თაყვანისმცემელნი. ... ქრისტიანთა გარდა... ქრისტიანები მისთვის დაბალი რანგის, განუვითარებელ პირუტყვებად შეირაცხებიან.
 
ბაბილონი გამოაცხადებს, რომ დადგა ახალი ერა, ევოლუციის ახალი ეტაპი - ჩვენ კი მას ხელს "ვუშლით". ბაბილონის თვალსაზრისით მთელი კაცობრიობა დაიყოფა ორ კატეგორიად - მის მიმდევრებად და "მოწინააღმდეგეებად", ანუ ქრისტიანებად, რომლებიც მხოლოდ სიკვდილს თუ იმსახურებენ. ბაბილონის თვალსაზრისით, ჭეშმარიტი ქრისტიანობა უდიდესი საფრთხეა მისი არსებობისთვის და შესაბამისად ყველა, ვისაც კი სწამს იესუ ქრისტესი, დაპატიმრებულ და დასჯილ უნდა იქნან.
 
ბაბილონი გამოაცხადებს, რომ მხოლოდ მას ესმის "ყოფიერება" მთელი მისი სირთულით. ის გამოაცხადებს, რომ ადამიანის ხასიათი, მისი დამოკიდებულება გარემომცველი სამყაროსადმი, უნარები და თვით ქცევებიც ბაბილონის იდეოლოგიის მიღება/არმიღებით არის განპირობებული. წმიდა წერილი ამბობს იმის შესახებ, რომ ბაბილონი თავისი მეძავობის "ღვინით" დაათრობს დედამიწის ხალხებს. ეს "ღვინო" არის იდეოლოგია, ანუ სწავლება იდეებზე, სამყაროს აგებულებაზე, რომელსაც წმიდა წერილი მეამბოხე გულსა და წინააღმდეგობის სულს უწოდებს.
 
ბაბილონის იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნება გადარჩენის ინსტინქტის საკითხი - ოღონდ არა უბრალოდ ინდივიდუმის გადარჩენისა, ან თუნდაც ერის გადარჩენისა, არამედ მთელი კაცობრიობისა. არსებითად, მე-2 ფსალმუნი შესანიშნავად ასახავს ამ ასპექტს - ამქვეყნიური მეფეები გადაწყვეტენ, რომ დროა გაილაშქრონ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ, რათა დაგლიჯონ მათი სადავეები და მოიშორონ მათი მონური ხუნდები (იხ. ფსალმ. 2:2-3) - არსებითად ეს იქნება მათი, ანუ უკეთურთა გადარჩენის საკითხი - ამაშია სწორედ ღმრთის წინააღმდეგ შეთქმულების არსი - "შეიქმნათ სახელი, გოდოლი, რაც გნებავთ, ოღონდ გადავრჩეთ, დავამხოთ სიმართლის ხუნდები და მორჩილება შემოქმედისადმი".
 
ბაბილონისთვის ქრისტიანი - ეს არის პარაზიტი, მტერი ნომერ 1-ლი, განგრენა, სიმსივნე, რადგან ის მას მუდმივად შეახსენებს იმის შესახებ, რომ ბაბილონის კარიერა დასასრულს უახლოვდება და, როგორც კი ბაბილონი მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდება, - ეს მისი დასასრულის დასაწყისი იქნება.
 
ბაბილონის იდეოლოგიის თვალთახედვით მთელი კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა, - ისინი, ვინც შესვა მისი "ღვინო" და გახდა მისი გაბრიყვებული ქვეშევრდომი, რითაც ის ათასგვარი სიკეთეებითა და პრივილეგიებით გააბრიყვებს მის მიმდევართ, და ისინი, ვინც ზიზღით უარყო მისი "ღვინო" - ისინი, ვინც ცნობენ იესუს, როგორც ბრძენ და ჭეშმარიტ ღმერთს და არასოდეს გაცვლიან მას ბაბილონელი მეძავის მყრალ "სიბრძნეზე".

ბაბილონის იდეოლოგია უდავოდ იქნება "მსოფლიო დაპყრობისა" და "დომინირების" იდეის მატარებელი. ისე არ იქნება, ბაბილონმა მიიმხროს ათი ადამიანი და წარმატებით გახარებული, შეჩერდეს. არა, მისი მიზანია "დაათროს" მთელი კაცობრიობა (გამონაკლისის გარეშე); ეს მიზანი აგრესიულია, დამპყრობლურია და ულმობელია სხვაგვარად მოაზროვნეების მიმართ.
 
ბაბილონი არ იფიქრებს, რომ მისი იდეოლოგია ეს არის მორიგი სწავლება, რომელიც შესაძლებლობებით ნაციზმის, ბუდიზმის, იეზუიტობის თანასწორია, რა თქმა უნდა არა. ბაბილონი ვერ მოითმენს კონკურენტებს - მსოფლიოს ყველა რელიგია ან შეერწყმება ბაბილონის იდეოლოგიას ან განადგურდება.
 
წმიდა წერილის მიხედვით, ბაბილონის ლოზუნგია: "მე ვარ ის, რომელიც ვარ და არავინ არს ჩემი მსგავსი" და კიდევ: "მე ვარ მარადიული დედოფალი", ანუ ის თავს ჩათვლის ყველა რელიგიისა და ფილოსოფიის პირველწყაროდ, მაშასადამე განაცხადებს პრეტენზიას თავისი უდავო უპირატესობაზე.
 
რაც შეეხება ჭეშმარიტ ქრისტიანს, მას, რა თქმა უნდა, ბაბილონი ვერ შთანთავს, რადგან ქრისტიანები მასთან კომპრომისს არ დათანხმდებიან, თუნდაც სიკვდილით დასაჯონ, და ამიტომაც მოსალოდნელია უმძლავრესი პროპაგანდა იმისა, რომ ქრისტიანობა ეს არის სულელი და უბირი ქრისტიანების მახინჯი, უგუნური და ფანატიკური მოძრაობა.
 
მეტიც, ბაბილონისთვის (და, ცხადია, ანტიქრისტესთვისაც) ქრისტიანები მარტო თავიანთი არსებობით წარმოადგენენ საშიშროებას. ისინი ხელს შეუშლიან ანტიქრისტეს "ახალი რასის" ჩამოყალიბებას, "ინფილტრაციას" და "შერწყმას" ამ რასასთან. სხვა სიტყვებით, ბაბილონის პოლიტიკა ეს არის ბიბლიის გადმოყირავებული სწავლება, სადაც ყველაფერი პირიქითაა - ეშმაკის თესლი ღმრთის თესლია, ბნელი ეს ნათელია, სიმართლე ცოდვის ჩადენაა, ომი მშვიდობაა, სიცრუე სიმართლეა და ა. შ.
 
მაგალითად, წმიდა წერილი ამბობს: "ნურაფერი გექნებათ საერთო ბაბილონთან", ბაბილონი კი განაცხადებს, "ნურაფერი გექნებათ საერთო მახინჯ და ამაზრზენ ქრისტიანებთან, ევოლუციის ამ უქვემოეს პრიმატებთან". ბაბილონის თვალსაზრისით, იმათი დაჩაგვრა და განადგურება, ვინც განვითარების დონით ღორებზე დაბლა დგას (ჩვენ, წმიდა ნათლისღებით ზეგარდმო შობილნი, ანტიქრისტესთვის სწორედ ამდაგვარნი ვიქნებით) სრულიად უცოდველი საქმეა. ბაბილონი შეეცდება ქრისტიანთა ცთუნებას ("შეაცდენს თუკი შეძლებს რჩეულთაც"), მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლებს და გააფთრებული ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტას შეუდგება, რადგან მიიჩნევს, რომ ანადგურებს არა ადამიანებს, არამედ ევოლუციის ნაყარ-ნუყარს.
 
ბაბილონი საკუთარი თავს წარმოაჩენს, როგორც გადამრჩენელ დედოფალს და გაკიცხავს კაცობრიობას კონფლიქტთა გადაწყვეტის "სუსტი და უსარგებლო" მცდელობებისთვის. ამის პარალელურად 10 უმძლავრესი ლიდერი, რომლებიც მხეცის სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენენ, მკაფიო ნიმუში გახდება ადრინდელ ლიდერთა უძლურებისა და არაეფექტურობისა. ბაბილონის საყოველთაო მესიჯი ასეთი იქნება: "თქვენმა ადრინდელმა ლიდერებმა და თქვენმა პრიმიტიულმა რელიგიებმა კაცობრიობა გზას ააცდინეს და საშიშ ბილიკზე შეაყენეს; მათ ადამიანები ჩამოაშორეს პროგრესსა და ევოლუციას, ამიტომაც, ისინი უკვე საჭირონი აღარ არიან, ახლა ჩემი და მხეცის დროა".
 
არსებობს იდეოლოგიის სხვადასხვა სტადიები - დაწყებული ინდივიდუალობიდან ("მე ვარ ის, ვინც მე ვარ, შევიგნებ საკუთარ თავს და თვითონ ვმართავ ჩემს ბედ-იღბალს") ვიდრე ნაციონალიზმის სტადიამდე ("მე ჩემი ერისა და მისი შეგნების ნაწილი ვარ და, როგორც ერი ჩვენ ვქმნით ჩვენს მომავალს") და თვით უმაღლეს დონემდეც - "მე ვარ კაცობრიობის ნაწილი, კაცობრიობა სამყაროს ნაწილია, მე ვარ კაცობრიობის მიერ შემეცნებული საკუთარი თავის ნაწილი; ბაბილონიც სწორედ შუამავალი გახდება ამ პიროვნულ "მე"-სა და ზოგადსაკაცობრიო "მე"-ს შორის.
 
ბაბილონი განაცხადებს, რომ "უზენაესი გონი", "ევოლუციის უმაღლესი საფეხური" ღმერთის "კაბალის" უარყოფაა, მისი "არტახების" დამტვრევაა და "შემოქმედის გავლენისგან ჭეშმარიტი გათავისუფლებაა". წმიდა წერილი ამბობს, რომ ეს თავისუფლება - მონობის უკიდურესი გამოვლინებაა, ნამდვილი დაკაბალებაა და ჯოჯოხეთისა და ქვესკნელისადმი ნამდვილი მონობაა; ბაბილონის იდეოლოგია იქნება უმაღლესი საცთური, რომელიც ადამიანებს გადააქცევს ცოცხალ მკვდრებად, მოსიარულე გვამებად, რომლებიც შიგნიდან გაიხრწნებიან; ადამიანები უარს იტყვიან ღმერთზე, ჩამოიშორებენ მის "არტახებს", რათა სხვა არტახებით შეიკრან თავი - ჯოჯოხეთის მარადიული და დაურღვეველი არტახებით; ღმერთის სიყვარულისგან და განგებულებისგან "გათავისუფლების" მოწადინენი თავპირქვე გადაეშვებიან მარადიულ ცეცხლის ტბაში, სადაც მას მარადიული ტანჯვის სრული "თავისუფლება" მიეცემათ.
 
ბაბილონი გამოაცხადებს, რომ "მისი შვილები" - ევოლუციური პირამიდის მწვერვალზე არიან და, რომ "მათ არასოდეს არაფერი შეემთხვევათ". მაცხოვარი გვაფრთხილებდა: "წუთისოფელი მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო" - როგორც გინდ მოიკატუნოს თავი ბაბილონმა, ის ვერ დამალავს თავის სიძულვილს იესუ ქრისტეს სახელის მიმართ. ბაბილონი გამოაცხადებს "ერთობისა და აღორძინების" ახალ ერას, რომელშიც ქრისტესა და ქრისტიანის ადგილი არ არის.
 
საერთოდ, ბაბილონის თვალსაზრისით, "ჰარმონიისთვის" ყველაზე საშიში ჯგუფი - ზეგარდმო შობილი ქრისტიანები არიან, ხოლო კიდევ უფრო საშიშნი - იესუს მღვდლები და ეპისკოპოსები. ამიტომაც მათ პირველ რიგში გააგზავნიან "გამოსასწორებელ" ბანაკებში, ხოლო ვინც გამოსწორებას არ დაემორჩილება ფიზიკურად მოისპობიან.
 
ქრისტიანებზე დევნულება მხეცის ხატის დადგმამდე დიდი ხნით ადრე დაიწყება, რადგან ფაქტობრივად, ბაბილონის პირველი თეზისი გახლავთ ის, რომ - ქრისტიანები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ. ბაბილონის თვალსაზრისით ქრისტიანები ყველაზე ცრუ, მატყუარა, მზაკვარი და უცნაური ადამიანები არიან, რომლებსაც ახასიათებთ გამყიდველობა და საბოტაჟი. ქრისტიანები, იტყვის ბაბილონი, არიან ისინი, ვინც ქვის ხანის მორალით სულ ფეხებში ებლანდებიან "მოწინავე" კაცობრიობას. ქრისტიანები ნეანდერტალელები არიან, რომლებიც ჯერაც არ გადაშენებულან, მაშ, - იტყვის ბაბილონი, - მოდი, დავეხმაროთ მათ ამაშის! ქრისტიანთა თვით არსებობაც კი ანომალიაა, - იტყვიან უსჯულოების ძენი. ქრისტიანებს საგანთა ბუნებრივი მიმდევრობის მოწინააღმდეგეებად გამოაცხადებენ, რომლებიც ხელს უშლიან ისტორიის მსვლელობას, ხელს უშლიან ახალი ევოლუციისკენ გადასვლას, ხელს უშლიან ჰარმონიასა და ერთობას.
 
ყოველივე, რაც კი აღწერილია დიდი ჭირვების პირველ 3,5 წელიწადში ერთნაირად იქნება ანტიქრისესა და ცრუწინასწარმეტყველის პოლიტიკაც, ოღონდ მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ცრუწინასწარმეტყველი თავიდან ყველაფერს იტყვის და გააკეთებს ანტიქრისტეს სასარგებლოდ, და ბაბილონს მხარს დაუჭერს მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ დრომდე შეესაბამება ანტიქრისტეს ინტერესებს.
 
 
გაანადგურებს თუ არა ბაბილონი ყველა ქრისტიანს?
 
ქრისტიანები არიან სამი სახის:
 
1) ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ სწამთ ღმერთის, და თავს ქრისტიანად მიიჩნევენ, რადგან ისეთ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომელიც ტრადიციულად ქრისტიანულია, მაგრამ არსებითად არაფერი ესმით საკუთარი სარწმუნოების, ეკლესიაში წელიწადში ორჯერ თუ მივლენ - ქრისტეს შობასა და პასექზე. ამდაგვართ უბრალოდ წინააღმდეგობის გარეშე გადასანსლავს ბაბილონი, რადგან ისინი ბაბილონის მხარეს დადგებიან. მათ არავინ დაუწყებს დევნას - მათ უბრალოდ დაიქირავებენ და მორჩა. თუმცა, ჩვენი აზრით, ამდაგვარნი მაინც იერარქიის უქვემოეს საფეხურებზე იქნებიან, როგორც, მაგალითად, უნგრელი ფაშისტები იყვნენ რანგით დაბლა მესამე რეიხის ფაშისტებზე. ჩვენი აზრით ბაბილონს მიმხრობილი "ქრისტიანების" ფუნქცია ოკუპანტი პოლიციელებისა და მეთვალყურეების ფუნქციაზე დიდ  არ იქნება. როგორც ეს იყო ნაცისტების დროს, როდესაც სულმოკლე მოსახლეობა ფაშისტებს ემხრობოდა და მათ დავალებებს ასრულებდა. თუმცა, თვით გერმანელებისთვის ისინი მაინც უდაბლესი ფენა იყვნენ. მათ უბრალოდ ითმენდნენ, არც მეტი - არც ნაკლები.
 
2) ისინი, ვინც სტაბილურად დადიან ეკლესიაში, ლოცულობენ, კითხულობენ ბიბლიას, მიაქვთ თავიანთი შემოსავლის მეათედი და ასე იღვწიან წლიდან წლამდე. ამ კატეგორიიდან, გვწამს, უფალი გამოიყვანს თავისიანებს - ისინი განსწავლულნი და ინსტრუქტირებულნი იქნებიან მესამე კატეგორიის მიერ. დანარჩენები კი ბაბილონის პროპაგანდის ზეწოლას ვერ გაუძლებენ და მრავალი მათგანი დამსმენობასა და გამყიდველობას დაიწყებს. ისინი ჭეშმარიტ ქრისტიანებს შეერევიან და ფაქტობრივად ოფიციალური ხელისუფლების დავალებებს შეასრულებენ. სწორედ მათნაირებზეა ნათქვამი, რომ "ისინი არასოდეს იყვნენ ჩვენთაგანნი".
 
3) მესამე კატეგორიას განეკუთვნებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც პირდაპირ დღესვე არიან მზადების პროცესში და მომავალ ვითარებებში გარკვევას ცდილობენ, რათა, როდესაც ბაბილონი მოვა, დაარიგონ მრავალნი. როგორც ნათქვამია, ესენი არიან "სარწმუნო ხალხი", რომლებიც "შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც" (2 ტიმ. 2:2). მაგრამ, თვითონ ეწამებიან ბაბილონის რეპრესიული აპარატის, ჯალათებისა და მოღალატეების ხელით.
 
მათგან ზოგიერთი საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდება, ზოგს დასჯიან, ზოგს დაწვავენ, ზოგს თავს მოაჭრიან (ჩვენი აზრით, ბაბილონის და ანტიქრისტეს დროს აღდგება ინკვიზიციის, ე. წ. "სახალხო კომისრებისა" (НКВД) და ფაშისტური SS-ის დროს არსებული ყველა სახის სატანჯველი. ვიღაცეებს გადაასახლებენ, ვიღაცას ქონებას წაართმევენ, მაგრამ, მიუხედავად ამგვარი რეპრესიებისა, ეს გმირი ქრისტიანები თავიანთ მოვალეობას მაინც შეასრულებენ. ისინი იქნებიან ღმერთის მოწამეები, მძლეველნი, უფლის დიად დღეს დიდებით აღდგომის ღირსნი. მათ მიერ მრავალი გაძლიერდება რწმენაში.
 
მესამე კატეგორიას არავინ დაუწყებს ჭკუის სწავლებას - ბაბილონისა და მისი დამქაშების აზრით მათთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება მხოლოდ მათი განადგურებაა. შინაგან გარდაქმნას შეიძლება დაექვემდებარონ პირველი და ნაწილობრივ მეორე კატეგორიის ნელთბილი ქრისტიანები (აპოკ. 3:15-16).
 
იმისთვის, რათა გამოავლინონ "დაუმორჩილებელნი", ბაბილონი და მისი დამქაშები ჯერ პროპაგანდის ინსტრუმენტებით დაიწყებენ ადამიანების შემოწმებას, - თუ ვინ და როგორ რეაგირებას მოახდენს მასზე; გამოავლენენ სხვაგვარად მოაზროვნეებს, რათა დარწმუნდნენ - ესენი ის ჯიუტი ქრისტიანები არიან თუ არა, რომლებიც არაფრის გულისთვის თავიანთ უფალს არ დათმობენ; და თუ მართლაც ამდაგვარნი აღმოჩნდებიან, მაშინ მათთვის გამზადებული იქნება სიკვდილის ბანაკები და სასჯელები, რადგან მხოლოდ ასე თუ არის შესაძლებელი ქრისტიანული "ბოროტების" აღმოფხვრა (ცხადია, რომ ქრისტიანობა ბაბილონის იდეოლოგიისთვის ბოროტებაა).
 
 
ბაბილონის პროპაგანდის არსი
 
ახალი იდეოლოგიის თეზისები და დოქტრინები საზოგადოების ყველა ფენაში დაინერგება - საბავშვო ბაღებიდან მოხუცთა სახლებამდე, ღარიბებიდან მდიდრებამდე. წარმოიდგინეთ, თქვენს მობილურ ტელეფონებში მუდმივად იქნება ბაბილონის რეკლამა, რომლისგანაც შეუძლებელი იქნება უარის თქმა, იუთუბზე ყველა ვიდეორგოლი დაიწყება ბაბილონის რეკლამით, და მათი გამოტოვება შეუძლებელი იქნება (როგორც ასევე გადახვევა), ყველა საინფორმაციო გადაცემა ხოტბა-დიდებას შეასხამს ახალ სწავლებას, ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავი პოპულარიზაციას გაუწევს ახალ იდეოლოგიას - რეკლამა იქნება ყველგან, და მას ვერავინ გაექცევა - ვფიქრობთ, ტრანსპორტშიც, ვაგზლებში, აეროპორტებში, ყველგან გამოკრული იქნება ბაბილონის ლოზუნგები. უსასრულო ბროშურები, სტატიები, ვიდეო, მილიარდობით დაისშტამპება და ადამიანებს დაურიგდება. ყოველი, ვინც უარს იტყვის მასზე, "არასაიმეთოდა" შავ სიაში იქნება შეტანილი.
 
დარწმუნებულნი ვართ, რომ იმ დროს იქნება ლოზუნგების, ბუკლეტების, სლოგანების, ასევე სიმბოლოების, დროშების, რიტუალების, რაღაც მემების, სმაილების წარმოუდგენელი სიუხვე. საქმეში გაუშვებენ ყველაფერს, რითაც კი ბაბილონის იდეოლოგიის პროპაგანდირება იქნება შესაძლებელი. ბაბილონის ფლაგმანი გახდება ახალგაზრდობა, სოციალური ქსელები გაივსება "მოწმობებით", თუ "როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, როდესაც მე ბაბილონს შევუერთდი".
 
ბაბილონის სპეციფიკური პროპაგანდა არ დასიზმრებია არც ჰიტლერს, არც სტალინს, არც კიმ ჩენ ინს და არც მაოს - მსოფლიო ელიტა ("ქვეყნიერების მეფენი) არქიდემონების მეთაურობით გამოიყენებენ უსაზღვრო რესურსებს (ტრილიონობით დოლარებს ან იმდროინდელ სხვა ვალუტას), მილიონობით მოხალისეს, უმძლავრეს კორპორაციებს, საერთაშორისო პლატფორმას, მუდმივად "მწვანე შუქს", ცენზურას სახელმწიფო დონეზე - მაშინ დიქტატს დაამყარებს არა ერთი სახელმწიფო, არამედ სახელმწიფოთა კონგლომერატი - ჩვენს შემთხვევაში მხეცის მე-4 სამეფო.
 
ბაბილონის იდეოლოგია განვითარდება ყველა წარმოსადგენი და წარმოუდგენელი მეთოდებით - ფილმების ლავინა, სიმღერების ოკეანე, სურათები, სკულპტურები - ეს ყველაფერი თავს დაატყდება კაცობრიობას. პროპაგანდის პირველი ტალღა მარტივი იქნება - ნახეთ, ყველანი ბაბილონს მიჰყვებიან, შენ რატომ არ მიდიხარ? (გახსოვთ ალბათ სლოგანი: "მე არჩევნებზე მივდივარ, - შენ?!") ბაბილონი, იტყვიან ისინი, ეს კაცობრიობის ყველა პრობლემის გადაწყვეტაა, ბაბილონი პასუხია ყველა კითხვაზე, მაშ, რატომ აგვიანებ? რატომ ჯერაც არ ხარ მის გვერდით?
 
ბაბილონის და მისი დამქაშების თვალსაზრისით ერთადერთი სტრაგეგია - დაპყრობაა. ეს არის კონკისტა, ეს არის ომი სხვაგვარად აზროვნებასთან (ქრისტიანობასთან); ეს არის ულმობელი, დაუძინებელი და სისხლიანი დაპირისპირება. მხოლოდ ყველა "არამართლმორწმუნის" განადგურებით, მათი "განთესვით" (უკვალო გაქრობით), შეიძლება ახალი უმაღლესი რასის დომინირება მთელ კაცობრიობაზე - "თქვენ იქნებით ვითარც ღმერთნი". ეს იდეა მიღწეულ რომ იქნას, საჭიროა სრული ერთობა, სრული თანამშრომლობა.
 
თქვენ იტყვით, რომ ვაჭარბებთ, ეს რაღაც ფანტასტიკაა. სინამდვილეში პირდაპირ ახლა, რუსეთში, ბელორუსიაში, უნგრეთში, ვენესუელაში და უკრაინაშიც კი (დიახ, დიახ), და მრავალ სხვა ქვეყანაში ეძებენ ხელისუფლების ოპოზიციის დათრგუნვის მეთოდებს. ხოლო იქ, სადაც ოპოზიციის დათრგუნვას ცდილობენ, სხგვაგვარად მოაზროვნეობის დათრგუნვამდეც დიდი მანძილი არ არის (რასაც ვხედავთ, მაგალითად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მაგალითზე).
 
როგორ ფიქრობთ, გასულ წელს, როდესაც აშშ-ში, რუსეთში და ბელორუსიაში პროტესტების ტალღამ იფეთქა, რატომ ეკავა მთავრობას პასიური პოზიცია? სავარაუდოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შესაძლებლობა მისცა პროტესტის მომხრეებს გამოევლინათ საკუთარი თავი, გამოვლენილიყო ყველა უკმაყოფილო ადამიანი, ყველა, ვინც წინააღმდეგაა, რათა შემდეგ, მოგვიანებით, მთელი რეპრესიული აპარატი დაეტეხა თავზე იმ მოვლენების მონაწილეებისთვის. მათ, ვინც 2020 წლის აგვისტოში მინსკის ქუჩებში გაჰყვიროდა "ლუკაშენკო ავტოპატიმრობაში", ვინც 2020 წლის შემოდგომით აქციებს ატარებდა ხაბაროვსკში, დღეს, 2021 წლის მარტში აპატიმრებენ და გარკვეულ ზომებს უფარდებენ 2020 წლის მოვლენებისთვის. თითქოსდა ნახევარი წელი გავიდა იმ მოვლენების შემდეგ, მაგრამ, როგორც იცით - ხელისუფლება არაფერს პატიობს ოპოზიციას, აბსოლუტურად არაფერს.
 
ზუსტად ასე იმოქმედებს ბაბილონიც. ჩვენი აზრით, ჯერ, მცირე ხნით, იქნება პროპაგანდისტული კომპანია, რომლის მიზანი იქნება მოწინააღმდეგეთა გამოვლენა. შენიშნეთ, ჩვენ არ ვამბობთ, მიზანი იქნება იმისი გამოვლენა, თუ ვინ იქნება წინააღმდეგი და ვინ მომხრე. არა, - მიზანი იქნება მხოლოდ იმათი გამოვლენა, ვინც წინააღმდეგი იქნება. ბაბილონს არ დასჭირდება იმპროვიზაციული ორიენტირება და სტრატეგიის შეცვლა. მას არ გაუკვირდება, რომ პირველები მის იდეოლოგიას ქრისტიანები დაუპირისპირდებიან. არა! ბაბილონმა კარგად და ადრიდანვე უწყის, თუ ვინ იქნება ნომერ პირველი მტერი, ვინ იქნება ოპოზიცია და ვინ გაუწევს მის პოლიტიკას წინააღმდეგობას - ბუნებრივად, ესენი ჭეშმარიტი ქრისტიანები იქნებიან, - ამიტომაც, ყველა ბროშურა, ლოზუნგი და პროპაგანდისტული მანქანა ადრიდანვე მზად იქნება ამ წინააღმდეგობისთვის.
 
ბაბილონმა იცის, თუ ვინ არის მისი მტერი და დაიწყებს საინფორმაციო ომს კონკრეტულად ქრისტიანთა და ქრისტიანობის წინააღმდეგ (ის უკვე მიმდინარეობს). ჩვენ ეს ვიცით, რადგან ბაბილონი და მისი მეფეები (ანტიქრისტესთან და ცრუწინასწარმეტყველთან ერთად) მხეცის მკრეხელობით აღსავსე თავებია, ამიტომ, მათ იმთავითვე ეცოდინებათ ვის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა - წმიდა წერილი ფაქტობრივად ასეც ბრძანებს: "და მიეცა მას (მხეცს - "აპოკ". რედ.) ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (აპოკ. 13:7). ანტიქრისტემ იცის ვის წინააღმდეგ იბრძვის.
 
ბაბილონი ყველასგან აბსოლუტურ მორჩილებას მოითხოვს. არანაირი კრიტიკა დაშვებული არ იქნება. დაიწყება საზოგადოების მუდმივი წმენდა იმათგან, ვინც ბაბილონის იდეოლოგიას არ დაემორჩილება და მისი ხედვას არ გაიზიარებს. ყველა ამდაგვარი "წმენდას" დაექვემდებარება. ამიტომაც უზენაესი რასა ეს რომელიმე ერი კი არ იქნება, არამედ ისინი, ვინც შეიწყნარებენ ბაბილონის იდეოლოგიას. ხოლო ყველა ის, ვინც მას უარყოფს - კაცობრიობის მტრად გამოცხადდება. არ შეეხებიან მხოლოდ ძლიერთ ამა ქვეყნისა, ანუ ბაბილონის მიმდევრებს. რაც მაღლა იქნება ადამიანი მე-4 სამეფოს იერარქიაში, მით უფრო მაღალი იქნება მისი პირამიდული ევოლუციის მაჩვენებელი.
 
ამას კიდევ დაამატეთ ის, რომ მოხდება ჯადოქრობის, ოკულტიზმის და ექსტრასენსორიკის არნახული და უპრეცედენტო გამოთავისუფლება. მსოფლიოს სცენაზე გამოვა ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სამყაროს ნიშებითა და სასწაულებით გააკვირვებს; ამასვე მიუმატეთ ტექნიკური პროგრესი და მოსახლეობის კონტროლი; მიუმატეთ ასევე თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ მაინც ხალხთა ერთობა (თუმცა, წმიდა წერილის თქმით, მსოფლიოში იქნება ორი სამეფო - ჩრდილოეთისა და სამხრეთის, რომელთაგან ჩრდილოეთს ანტიქრისტე უმეთაურებს. მიუხედავად ამისა, მათ ექნებათ საერთო აზრი, რომ ნომერ პირველი ბოროტება - ეს ქრისტიანობაა, და ამგვარი აზრი მსოფლიოში იბატონებს).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაბილონის მოსვლა მე-4 სამეფოს სახით დაამყარებს ტოტალიტარული რეჟიმის უმაღლეს ფორმას. ბაბილონის გოდოლის დროიდან მასში პირველად მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიოს ერები და ხალხები. ყველა, ვინც ახალ რეჟიმს დაეთანხმება - დროებით პრივილეგიებს მიიღებს, ხოლო ვინც უარყოფს მას და იტყვის მის საწინააღმდგოს - დროთა განმავლობაში განადგურდებიან. და პირველი, ვინც ასეთი რეპრესიების ქვეშ მოხვდება, სწორედ ზეგარდმო შობილი ქრისტიანები იქნებიან. ისინი არ დადუმდებიან და სასტიკად ამხელენ მხეცსა და ბაბილონს.
 
წმიდა წერილი ამდაგვარ გაბედულ ქრისტიანებს "თავისი ღმერთის მცოდნე ხალხს" უწოდებს, ვინც "იმძლავრებენ კრავის სისხლით" (აპოკ. 12:11).
 
ეს იქნება პირველი ეტაპი, მოდი, მას მშვიდობისა და უსაფრთხოების ეტაპი, ბაბილონის მეძავობის ღვინით დათრობის ეტაპი ვუწოდოთ. ის დასრულდება დიდი ჭირვების შუაწელს, როდესაც ანტიქრისტე ჩამოიშორებს ბაბილონს, და დაამყარებს ახალ მსოფლიო წესრიგს - ამიერიდან უკვე აღარ იქნება ლოზუნგი "თქვენ ღმერთები გახდებით", არამედ - "მე ვარ ღმერთი"-ო იტყვის ანტიქრისტე და არავის მოუწოდებს "წინ ჰარმონიისკენ, მშვიდობისა და ევოლუციის უმაღლესი ფაზისკენ", არამედ "ან თაყვანი მეც მე, როგორც ღმერთს - ან მოკვდი".
 
და ეს იქნება დიდი ჭირის მეორე ფაზა, - მხეცის სამეფოს ფინალი.



ჰე, მოხვიდოდე უფალო იესუ!


წყარო: ანონიმი ავტორი Eugen Evan Announ-ის მასალის მიხედვით.

საიტი "აპოკალიფსისი".
Назад к содержимому