აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
"აპოკალიფსური ჟამის" მოახლოვების მარტივი და ყველაზე გასაგები ნიშანი
მიიჩნევა, რომ სამყაროს აღსასრულის მოახლოვებასთან ერთად მატულობს გიჟების რაოდენობაც. ეს არის, სხვა დროებისგან განსხვავებით, "აპოკალიფსური ჟამის" ყველაზე მარტივი და გასაგები ნიშანი, კაცობრიობა ხომ დღემდე თავს იმტვრევს "მხეცის რიცხვზე" (666) და სხვა არანაკლებ იდუმალ წინასწარმეტყველებებზე.
"აპოკალიფსურ ბოლო ჟამს" გიჟების რაოდენობის მატებაზე საკმაოდ მახვილგონივრულად შენიშნავდა ღირ. ანტონი დიდი: "ბოლო ჟამი დადგება მაშინ, როდესაც ცხრა ავადმყოფი მივა ერთ ჯანმრთელთან და ეტყვიან: შენ ავად ხარ, რადგან ჩვენნაირი არ ხარ".
ანტონი დიდი - ადრექრისტიანული მოსაგრე და მეუდაბნოვე, დაყუდებული ბერ-მონაზვნობის დამფუძნებელი
ანტონი მდიდარი კოპტური ოჯახიდან იყო და ეგვიპტეში დაახლოებით 1700 წლის წინ ცხოვრობდა. კოპტებს იმ დროს ქრისტიანებს უწოდებდნენ.
აღსანიშნავია, რომ კოპტებმა, რომლებიც ეგვიპტელების პირდაპირი შთამომავლები არიან, დღემდე შეინარჩუნეს ადრექრისტიანული ტრადიციები, ხოლო კოპტური ენა ეგვიპტური ენის განვითარების უკანასკნელი საფეხურია.
ეგვიპტური ენა - დღეისთვის ძველი ეგვიპტის მცხოვრებთა მკვდარი ენაა, რომელიც აფროაზიული ენების ჯგუფის შტოს წარმოადგენს.
დღეს მრავალი ადამიანი უბრალოდ თავს იგიჟიანებს, რათა, მაგალითად, შეაგროვოს მოწყალება (ან შეწირულობა). ასე იყო ყოველთვის, მაგრამ ჩნდება მყარი შეგრძნება, რომ მსგავს თაღლითთა რაოდენობა დღეს ერთიათად თუ ერთიასად არის გაზრდილი, სხვა საქმეა, რომ ისინი ამას თვითონაც ვერ გრძნობენ, ამიტომ, მათ თავის მოკატუნებაც კი არ სჭირდებათ, ისინი ხომ მართლაც გიჟები არიან. მხოლოდ გიჟი თუ მოაჩვენებს სხვას თავს სულიერ ავადმყოფად, რათა მოატყუოს საზოგადოება და ამაზე ფული აკეთოს.
და აი დადგა დრო, როდესაც ადამიანებს გიჟებად მოაქვთ თავი სხვა გიჟების წინაშე.
ბნელ ძალთა კრება
დღეს ყველაფერი სიგიჟის იდეით არის გაჟღენთილი; გარეგნობა, სახის გამომეტყველება, მისწრაფებები, მოქმედებები, აზრები... მუსიკა, ფილმები, კომპიუტერული თამაშები, წიგნები. ეს ყველაფერი, ბრწყინვალედ ასახავს თანამედროვე საზოგადოების სიგიჟეს და გადარეულობას.
"ვინც უდაბნოში ცხოვრობს და მდუმარებას მისცემია, ის თავისუფალია სამი ვნებისგან: პირველია სმენითი ვნება, მეორე, რომელსაც ფუჭმეტყველებით ენა ბადებს და მხედველობითი ვნება, რასაც შეუძლია ადამიანის გულის მოწყვლა" (ანტონი დიდი).
გონების სნეულება მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის გარემომცველ სოციალურ პირობებზე. თანამედროვე ადამიანის გონება პრაქტიკულად არასოდეს იღვიძებს, მას არსად აქვს წასასვლელი, რათა განერიდოს ყველაფერ იმას, რაც უხვად იღვრება მასმედიიდან, ტელევიზიიდან და ინტერნეტიდან. ადამიანთა გონება დასნებოვნდა.
ის, რაც გუშინ სამარცხვინოდ ითვლებოდა, დღეს განიდიდება. იმას, რისთვისაც ადრე ორმოში აგდებდნენ, დღეს მოგება მოაქვს.
ადამიანები განსაკუთრებულად როდი იცვლებია, კეთილ და ბოროტ, ძლიერ და სუსტ, გონიერ და ბრიყ ადამიანთა პროცენტული შეფარდება ძველი დროიდანვე თითქმის თანაბარია. მაგრამ, ერთი რამეა უდავო - რაც უახლოვდება კაცობრიობა ბოლო, აპოკალიფსურ ჟამს, მით ძლიერ იცვლება მისი ცნობიერება. და აქ ვერაფერს იზამ, რადგან ეს მომავალი აპოკალიფსისის ყველაზე მკაფიო ნიშანია.
წყარო: zen.yandex.ru