აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
აპოკალიფსისი და თანამედროვე სამყარო
საუბრები აპოკალიფსისზე
ინტერვიუ წმ. ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის მასწავლებელთან, იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" (აპოკალიფსისის) სპეცკურსის ავტორთან ანტონ ნებოლსკისთან.
უდავოდ, აპოკალიფსისი ბიბლიის ყველაზე ცნობილი წიგნია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოიძებნება კაცი, ვისაც ის არ წაუკითხავს, შეუძლებელია არ სმენოდა მაინც მის შესახებ. აპოკალიფსისი ყველაზე რთულად გასაგები წიგნია. როგორ უნდა გაიგონ ის დღეს იმათ, ვისკენაც არის ეს წიგნი მიმართული, - ქრისტიანებისკენ, ვინც ქრისტეს მეორედ მოსვლას ელიან? რისი უწყება სურს ღმერთს სამყაროს მომავალი ბედის გამოცხადებით? როგორ ვუპასუხოთ მის მოწოდებას დღეს? როგორ ქადაგებდნენ მოციქულები ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაზე? სწორედ ამ თემებზე იქნება მსჯელობა წინამდებარე ინტერვიუში ანტონ ნებოლსკისთან.
- საიდან უნდა დაიწყოს აპოკალიფსისის გაცნობა თანამედროვე ქრისტიანმა?
აპოკალიფსისი - ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო წიგნია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, მხოლოდ მის საფუძველზე არ შეგვიძლია ამომწურავი პასუხები გავცეთ კითხვებს, რომელსაც ჩვენს წინაშე აყენებს სულიერი ცხოვრება. აპოკალიფსისის მოწმობა ერთადერთი არ არის, და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების გაგება საჭიროა ეკლესიის გადმოცემის კონტექსტში. განსაკუთრებულად უნდა გავუსხვათ ხაზი იმას, რომ ეს წიგნი ყველაზე რთული გასაგებია ახალი აღთქმის წიგნთა მთელი კორპუსიდან, მაგრამ, უეჭველად, ის ყველაზე ცნობილი ბიბლიური წიგნია თანამედროვე მსოფლიოში.
აპოკალიფსისი ღირებულია იმით, რომ პასუხობს ყოველი ქრისტიანის საჭირბოროტო საკითხებს. ის ჩვენ გვიყვება ღმერთის, როგორც მაცხოვარის შესახებ; რომ ღმრთის დასაბამიერი ჩანაფიქრი სამყაროს ცხონებაში მდგომარეობს. ეს წიგნი მთავრდება ზეციური იერუსალიმის, ანუ მომავალი საუკუნის ეკლესიის ხილვით. მაგრამ ამავე წიგნში ჩვენ ვხედავთ ჩვენს სამყაროში მოღვაწე და მებრძოლი ეკლესიის სახესაც. ამასთან აპოკალიფსისში დიდი ადგილი უკავია სასჯელებსა და უბედურებებს, რომელიც თავს დაატყდება გარემომცველ სამყაროს.
- როგორ უნდა გავიგოთ ამ უბედურებათა აზრი?
- ზოგიერთი კომენტატორი ამბობს, რომ უბედურებები - ეს მხოლოდ ფონია, რომელზეც არის ნაჩვენები ეკლესიის სიწმიდე. მაგრამ კომენტატორთა უმეტესობა ასწავლის, რომ დაშვებულ უბედურებათა მიზანი - ადამიანის სინანულისკენ მოწოდებაა. თუმცა სინანულის თემა აპოკალიფსისში ძლიერ განვითარებული არ არის - მასში ნაკლებად არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ ღმრთის მცნებათა მიხედვით, შეინანებენ.
აპოკალიფსისი ასწავლის, რომ წარმართულ სამყაროში ყოფნა შესაძლოა საშიში იყოს ქრისტიანის სულიერი ცხოვრებისთვის და, რომ ქრისტეს მიმდევარმა "წუთისოფელს" ზეციური სასუფეველი უნდა ამჯობინოს. წარმართობის გავლენის საშიშროება არაერთგვაროვანია, ის შეიძლება რამოდენიმე ნაწილად დავყოთ.
პირველი, ეს არის დევნულებათა საშიშროება. დევნულება შეიძლება იყოს პირდაპირიც - ტოტალიტარული, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან. სახელმწიფო მანქანა - მძლავრი ძალაა, რომელსაც შეუძლია დაემუქროს ქრისტიანებს დევნულებით თუნდაც იმისთვის, რომ ადამიანი ქრისტიანია და უარყოფს მის (იმპერატორის ან სახელმწიფოს - "აპოკ". რედ.) ღვთაებრივ სტატუსს. წმ. იოანე ღვთისმეტყველი ანტიქრისტეს სამეფოს ნიშნებს მისი თანამედროვე რომის იმპერიის ნიშნებში ხედავდა, რადგან იქ იმპერატორის გაღმერთების კულტი არსებობდა. ვინც უარს აცხადებდა იმპერატორის კულტში მონაწილეობაზე, დიდ საფრთხეში იგდებდა თავს და შესაძლო იყო სიცოცხლესაც გამოსალმებოდა.
"მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ" (გამოცხ. 8:10-11).
მეორე საშიშროება - ეს არის საცთური ქრისტეს დათმობის ფასად შეეწყო გარემომცველ სამყაროს, რომელიც გარკვეულ, ამსოფლიურ სიამეებს იძლევა. ქრისტიანს ეძლევა ალტერნატივა: "თუ მსხვერპლს შესწირავ იმპერატორს როგორც ღმერთს (რაც ქრისტეს უარყოფას ნიშნავს), მაშინ ამ ცხოვრებაში არაფერი დაგაკლდება და პრობლემები არ გექნება".
მართლაც, როდესაც ქრისტიანები ცხოვრობენ წარმართულ სამყაროში, მათ შეუძლია ასე იფიქრონ: "ჩვენ ვიღვწით, ვექვემდებარებით შეზღუდვებს, და რისთვის ეს ყოველივე? ადამიანები ხომ ჩვენს ირგვლივ კარგად და უზრუნველად ცხოვრობენ. რატომ არ შეგვიძლია ჩვენს მათ მსგავსად ცხოვრება? ქრისტე ლაოდიკიის ეკლესიას ეუბნება, რომ იქაური ქრისტიანები გამდიდრდნენ, მაგრამ არ იციან, რომ ღატაკნი არიან და შიშველნი. დღეს ცნობილია, რომ ისინი მართლაც ძალიან მდიდრები იყვნენ, როდესაც მოხდა მიწისძვრა და ქალაქი სრულიად დაანგრია, მისმა მცხოვრებლებმა საკუთარი სახსრებით აღადგინეს ქალაქი ისე, რომ სახელმწიფოს დახმარებისთვის არ მიუმართავთ.
- ბაბილონის მეძავის სახეც ჩვენში აპოკალიფსისიდან მოვიდა. რას ამბობს წინასწარმეტყველება მის შესახებ?
- წინასწარმეტყველური წიგნი ბაბილონის მეძავის სახეს აერთიანებს თვით ქალაქ ბაბილონთან. მათში ჩვენ ვხედავთ თანამედროვე მეგაპოლისს მრავალი გასართობებით, გამდიდრების შესაძლებლობებით და ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებით - იქნება ეს მატერიალური თუ გრძნობითი. სიამტკბილობათა სამყარო ძალიან მაცთურია, ამიტომაც არის საშიში ის ქრისტიანული სულისთვის.
საინტერესოა აპოკალიფსისის მე-18 თავი, სადაც, თანამედდროვე ენით რომ ვთქვათ, აღწერილია ბაბილონის მეძავის დაღუპვის შემდეგ მოწევნული "ეკონომიკური კრიზისის დეტალები".
როგორც უკვე ვთქვით, ბაბილონის სახე, - ეს არის დიდი მეძავი დედაკაცი, რომელიც თავისი საცთურებით აცტუნებს დედამიწის ხალხებს. ღმერთი მასზე აღასრულებს თავის სამართლიან მსჯავრს და ბაბილონს ღვთის რისხვა მაშინ დაატყდება თავს, როდესაც ის ამას არც ელის. მე-18 თავში ჩვენ გვესმის ამა სოფლის ვაჭართა და "მიწიერ მეფეთა", თანამედროვე ენით რომ ვთქვათ - "მმართველთა" და "ბიზნესმენთა" გლოვა, რომელიც გამოწვეულია მეძავი ბაბილონის დაღუპვით. მისი დაცემა - მათი ცხოვრების კრახია.
აპოკალიფსისის ადგილები, სადაც აღწერილია მდიდართა გლოვა საინტერესოა თავისი მკაფიო აღწერით და იმ საგანთა დეტალური აღწერით, რომელსაც კატასტროფის შემდეგ არავინ იყიდის და გაუფასურდება, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ეს არის "ეკონომიკური კრიზისის დეტალები". მოდი მთლიანად წავიკითხოთ იგი:
ბაბილონის დაცემა
"ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს, ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ბისონს და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ნაირგვარ ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს, დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს. შენი სულის სასურველი ხილი გაგშორდა, ყოველივე ბრწყინვალე და პოხიერი ხელიდან გამოგეცალა, და ვეღარასდროს იპოვი მათ. ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ" (გამოცხ. 18:11-
ბაბილონის მეძავის სახე აპოკალიფსისიდან ადვილად შეგვიძლია მივუყენოთ ჩვენს გარემომცველ სინამდვილეს: საკმარისია დღეს გავიდეთ ქუჩაში და დავაკვირდეთ, რა ხდება დიდ ქალაქებში. ჩვენ, XXI ს-
ეკლესია შედგება ადამიანებისგან, რომელთაც წუთისოფელში თავიანთი პროფესიები გააჩნიათ. ძველ დროში იმისთვის, რათა აღესრულებინათ საერო სამუშაო, ძალიან ხშირად აუცილებელი იყო კონტაქტი წარმართებთან და მათთან პროფესიონალურ თანამეგობრობაში შესვლა, რომლებსაც მფარველებად თავიანთი "ღმერთები" ჰყავდათ. ქრისტიანს უნდა გაეკეთებინა არჩევანი: მას ან უნდა შეეზღუდა არჩევანი წარმართთა სამყაროსთან, არ მიეღო მონაწილეობა ცხოვრების მათ ფორმებში, რომლებიც შეფერილი იყო წარმართული რელიგიურობით. მაგრამ მაშინ ის მზად უნდა ყოფილიყო მსხვერპლის გასაღებად, ვიდრე მოწამეობრივ აღსასრულამდე; ან კიდევ თვალი დაეხუჭა ყოველივე ამის წინაშე: "რა მოხდება, თუ მე მონაწილეობას მივიღებ წარმართულ მსხვერპლშეწირვებში, რაღაცნაირად ხომ უნდა ვიარსებო?" მაგრამ მაშინ ეკლესია წარმართობაში აითქვიფება.
ქრისტიანისთვის უმჯობესია აირჩიოს მოწამეობრივი გზა, ვიდრე კომპრომისზე წავიდეს დაცემულ სამყაროსთან. განა ეს მოწოდება დღეს აქტუალური არ არის?
ადამიანზე სამყაროს ამგვარი ზემოქმედების მაგალითი იყო რომის იმპერია -
-
-
გამოცხადების მე-
აპოკალიფსისში ერთმანეთს მოსდევს ცნობები იოანე ღვთისმეტყველის თანამედროვე ცხოვრებაზე, სამყაროს აღსასრულის ესქატოლოგიური პერსპექტივით. რომის იმპერია წარმოჩინდებოდა როგორც სახელმწიფოს ანტიქრისტიანული სისტემა. ქალაქის ნიშნები -
-
იოანე, უპირველეს ყოვლისა, აჩვენებს, რომ ღმრთისმბრძოლი სამყაროს დასასრული არასახარბიელოა: ის დაექვემდებარება სასჯელებს, რომელთაც ვერავინ ვერსად გაექცევა. ეს სასჯელები, რომელიც მსოფლიოს კაცობრიობის ისტორიული განვითარების პროცესში ევლინება, ყოველგვარ ეჭვგარეშე, მსოფლიოს ისტორიის აღსასრულსაც მიეწევა.
-
-
ზეციური ლიტურგია
- რას ამბობს აპოკალიფსისი ეკლესიის შესახებ?
- ეკლესია - ზეციერი და მიწიერი - დაპირისპირებულია წაწყმედის გზაზე მავალ მსოფლიოს - ბაბილონის მეძავს. იოანე აჩვენებს ეკლესიის, -ზეციერი იერუსალიმის, კრავის პატარძლის სახეს, განდიდებულს, წმიდას, სადაც ადამიანები სრულ ერთობაში იმყოფებიან ღმერთთან და ქრისტესთან.
აპოკალიფსისში მოცემულია ძველ ეკლესიაში გავრცელებული სწავლება ცხოვრების ორ გზაზე. წიგნის კითხვისას, ადამიანები თვალწინ ხედავდნენ ორ გზას: აი აქ შენ მოიპოვებ დროებით სიამტკბილობას, რისი ბოლოც წარწყმედაა, ხოლო აი აქ - დროებით ტანჯვას, მაგრამ საბოლოო გამარჯვებას და მარადიულ ნეტარებას.
პირველად ზეციურ ეკლესიას ჩვენ ვხედავთ მე-4 თავში, სადაც ვხედავთ ზეციერ საყდარს (ბოდიშს მოვითხოვთ ვრცელი ციტატებისთვის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ისინი აუცილებელია იმისთვის, რათა მკითხველს წარმოდგენა ჰქონდეს ამ წარმტაც სახეებზე):
"ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი. ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული".
ამის შემდეგ მოდის ოთხი ცხოველის ცნობილი სახეები: "ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი. პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი. ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა".
შემდეგ ვკითხულობთ, რომ ოცდაოთხი უხუცესი იტყვის "ღირს ხარ", რომელიც ღვთისმსახურებაშიც შევიდა ("ღირს არს"): "და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე, ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ" (გამოცხ. 4:4-11).
შემდეგ (მე-5) თავში უხუცესებს და აპოკალიპტურ ცხოველებს შეუერთდებიან ანგელოზური ძალები და ბოლოს მთელი ქმნილება ღმერთსა რომელიც დაბრძანებულია საყდარზე და კრავს, ანუ ქრისტეს დიდებას აღუვლენს. ასე აღესრულება ზეციერი ლიტურგია.
ზეციერი ეკლესიის ყველაზე მკაფიო სახეს შეიცავს აპოკალიფსისის მე-7 თავი. აქ უდიდეს როლს თამაშობენ კაცობრიობის წარმომადგენლები, რომლებმაც ღირსეულად განვლეს თავიანთი სიცოცხლის გზა და ზეციერ ეკლესიაში აღმოჩნდნენ: "შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი. ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის! ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა: ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე! ამინ" (გამოცხ. 7:9-12).
იოანე ლაპარაკობს იმაზე, რომ ქრისტიანთა ტანჯვას ზეციური მისაგებელი მოსდევს: "ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი. ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით. ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს" (გამოცხ. 7:9-17).
- რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს იმისთვის, რომ თანამედროვე ქრისტიანები განვაშოროთ საშიშრეობას?
- აპოკალიფსისის დადებითი სახეები - ზეციური იერუსალიმი და ზეციური ეკლესია, - რომლითაც არის გაჟღენთილი მთელი წიგნი, ღმრთისა და ადამიანების ურთიერთობის გამოცხადებაში მოცემული მაგალითები, ადამიანებისა, რომლებმაც უდიდესი ტანჯვა-წამება გაიარეს, დღემდე დარწმუნების უდიდეს ძალას ფლობენ, ამიტომაც ისინი სამოძღვრო ქადაგებებში გამოყენებულ უნდა იქნან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არც ისე ხშირად იყენებენ.
-
აპოკალიფსისში მოცემულია ძველ ეკლესიაში გავრცელებული სწავლება ცხოვრების ორ გზაზე. წიგნის კითხვისას, ადამიანები თვალწინ ხედავდნენ ორ გზას: აი აქ შენ მოიპოვებ დროებით სიამტკბილობას, რისი ბოლოც წარწყმედაა, ხოლო აი აქ -
პირველად ზეციურ ეკლესიას ჩვენ ვხედავთ მე-
"ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი. ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული".
ამის შემდეგ მოდის ოთხი ცხოველის ცნობილი სახეები: "ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი -
შემდეგ ვკითხულობთ, რომ ოცდაოთხი უხუცესი იტყვის "ღირს ხარ", რომელიც ღვთისმსახურებაშიც შევიდა ("ღირს არს"): "და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე, ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ" (გამოცხ. 4:4-
შემდეგ (მე-
ზეციერი ეკლესიის ყველაზე მკაფიო სახეს შეიცავს აპოკალიფსისის მე-
იოანე ლაპარაკობს იმაზე, რომ ქრისტიანთა ტანჯვას ზეციური მისაგებელი მოსდევს: "ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი. ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით. ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს" (გამოცხ. 7:9-
-
-
ლიტურგია აპოკალიფსისში
- იოანე ერთ-ერთი მოციქულთაგანი იყო - მოწმე საიდუმლო სერობისა. ახსენებს თუ არა ის მას?
აპოკალიფსისი საიდუმლო სერობას არ ახსენებს, მაგრამ არსებობს გამომსყიდველი სისხლის იდეა. მისი მნიშვნელობა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ძალზედ მკაფიოდ არის ხაზგასმული (იხ. გამოცხ.: 1:5; 5:9; 7:14). ის, რომ ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლი ადამიანთა გამომსყიდველია, ნათქვამია თვით მაცხოვრის მიერ საიდუმლო სერობაზე, როდესაც მან აკურთხა თასი და გადასცა ის მოწაფეებს და უთხრა, რომ ეს არის მისი სისხლი ახალი აღთქმისა, რომელიც მათთვის იღვრება.
- ლაპარაკობს თუ არა აპოკალიფსისი იმაზე, თუ როგორ აღესრულებოდა ლიტურგია იოანე მოციქულის დროს?
- დეტალურად აპოკალიფსისის სახეებისა და გამოთქმების გავლენის შესახებ თანამედროვე ლიტურგიაზე არ შემიძლია, რადგან ამისთვის ლიტურგიკის სპეციალისტი უნდა იყო, მაგრამ სრულიად ცხადია, რომ თავისი ძალით აპოკალიფსისი ძალიან ახლოს არის ჩვენს ღვთისმსახურებასთან. მაგალითად, საყდარი, რომლის ირგვლივაც აღესრულება აპოკალიფსისის ღვთისმსახურება, შეუძლებელია თანამედროვე მართლმადიდებლური ტაძრების საკურთხეველთა მოწყობის ასოციაციას არ იწვევდეს.
აპოკალიფსისი - ეს არის წიგნი, რომელიც დახუმძლულია ლიტურგიკული მოტივებით. ეს მოტივები, ისევე როგორც აპოკალიფსისის სიმბოლოთა მნიშვნელოვანი ნაწილი, თავიანთ დასაბამს ძველ აღთქმაში იღებენ. მაგალითად, სამწმიდაო გალობა, რომელსაც ოთხი ცხოველი ღმერთს აღუვლენს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მე-4 თავში, ვლინდება წინასწარმეტყველ ისაიასთან; ჩვენ ვხედავთ აპოკალიფსისში ასევე ფსალმუნთა მრავალ სახეს.
-
-
აპოკალიფსისი -
"ღირს არს"
-
-
რომაულ სამყაროში მოქმედებდა ასამაღლებელთა და ნიშანთა სისტემა, რომლებითაც გამოხატავდნენ ხალხის დამოკიდებულებას იმპერატორისადმი, როგორც ყველა სიკეთისა და წყალობის მომნიჭებლისადმი. კერძოდ, მათ განეკუთვნება იმპერატორის თაყვანისცემის "ღირს" პიროვნებად აღიარება. როდესაც ასეთი ასამაღლებლები გაისმის მმართველის მისამართით, ისინი ქებას და დიდებას აღუვლენენ ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად. ეს არის კერპთაყვანისმცემლობა, რომელთაც აპოკალიფსისი ედავება.
მაგრამ ეს ასამაღლებლები შევიდა ჩვენს ღვთისმსახურებაშიც. ასე, მაგალითად, გალობაში "ნათელი მხიარული" ჩვენ მივმართავთ ქრისტეს: "ღირსცა ხარ შენ ყოველსა ჟამსა გალობად ხმითა ტკბილითა..." სიტყვა "ღირს არს" ეხმიანება აპოკალიფსისს. მე-
სახარება, როგორც მოციქულთა ქადაგება
- იოანე ღვთისმეტყველმა დაწერა აპოკალიფსისი და სახარება. რა კავშირი შეიძლება ვნახოთ ამ ორ წიგნს შორის?
- ეს ორი წიგნი იმდენად ძლიერ განსხვავდება ერთურთისგან სტილისა და ჟანრის მიხედვით, რომ ძველად ბევრი ეჭვობდა ეკუთვნოდა თუ არა ორივე ეს წიგნი ერთსა და იმავე ავტორს. მაგრამ ეკლესიისთვის როგორც ერთის, ასევე მეორის სინამდვილე უეჭველია. კავშირი შეგვიძლია დავინახოთ, უპირველეს ყოვლისა, ყოველი მათგანის დასაწყის სტროფებში. იოანეს სახარების პროლოგის წინასწარმეტყველური ჭვრეტა: "დასაბამიდან იყო სიტყვა" და აპოკალიფსისის პროლოგი აღბეჭდილია ზებუნებრივი ძალის მყოფობის ბეჭდით. ჩვენ არ ვიცით იმ დროის სხვა ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ ასეთი მასშტაბის წინასწარმეტყველება.
- რაშია სიტყვა "სახარების" დასაბამიერი აზრი თვით მოციქულთათვის?
- ეს არის სამოციქულო ქადაგების სხვა სახელწოდება. როდესაც ისინი მიდიოდნენ რომელიმე ქალაქში და წარმოთქვამდნენ ქადაგებას, მათი სიტყვის ძირითად შინაარს წარმოადგენდა ქრისტე, რომ ის იშვა, ცხოვრობდა, ჯვარზე გააკრეს და მკვდრეთით აღდგა. არსებითად, სინოპტიკური სახარებები -ეს არის სამოციქულო ქადაგების ჩანაწერი.
სიტყვა "ევანგელიონ" ბერძნულად ნიშნავს "ხარებას". ის გამოიყენება ლიტერატურული ჟანრის აღსანიშნად, მაგრამ ამავდროულად ის წარმოადგენს პირველქრისტიანული ქადაგების აღნიშვნას. სახარება - ეს არის ხარება, კეთილი, სასიხარულო უწყება, რომლის მთავარი შინაარსი არის ის, რომ ქრისტე აღდგა და სიკვდილი დაითრგუნა.
მოციქულ პავლეს არ დაუწერია სახარება იმ აზრით, რომლითაც ჩვენ ვლაპარაკობთ "მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს" სახარებებზე. მიუხედავად ამისა, ის ამბობს: "სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი" (გალატ. 1:11). ანუ სახარებაში მას ესმის არა ჩაწერილი ტექსტი, არამედ თავისი უწყების მთლიანობა. ჩვენ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახარების შემადგენლობაში, როგორც სამახარობლო უწყებაში, შედიოდა ქადაგება ქრისტგეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ზუსტად, ის არა მარტო შედიოდა, არამედ მის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა.
წყარო: https://pravoslavie.ru/77257.html