აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
"ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ..."
იოანეს გამოცხადების, დანიელის ან წმიდა წერილის რომელიმე წინასწარმეტყველის განმარტება იმის შეგნების გარეშე, რომ ღმერთი აბსოლუტური სუვერენია, ანუ უმაღლესი ძალაუფლების მპყრობელია - დროის უაზრო ხარჯვაა. სწორედ მაშინ იბადება შეთქმულების ათასგვარი თეორია, როდესაც არ ვითვალისწინებთ მის უზენაესობას და ყოვლისშემძლეობას; სწორედ მაშინ იწყებენ ქრისტიანები იმაზე ფიქრს, რომ მსოფლიო ელიტა რაღაცას განიზრახავს, და ეს განზრახვა ეს ესაა აღსრულდება.
მაგრამ ის აღსრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩანაფიქრი მისი განგებულების თანხმიერია. ავიღოთ თუნდაც სატანის გეგმა ჯვარზე გაეკრა ქრისტე და რა? ის არასოდეს განხორციელდებოდა უფლის ჩანაფიქრი და განგება რომ არ ყოფილიყო. ქრისტე ჯვარზე გაეკრა იმიტომ, რომ ღმერთმა წარმოაგზავნა იგი ცოდვის წყევისგან კაცთა მოდგმის გამოსახსნელად, და არა იმიტომ, რომ სატანამ ქრისტეს მოკვლა გადაწყვიტა.
ამას დეტალურად განგვიმარტავს დავით წინასწარმეტყველის მე-2 ფსალმუნი: "რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები იზრახავენ ამაოებას? ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე (ქრისტეზე - "აპოკ." რედ.) გალაშქრებულან. დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო. მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ" (ფსალმ. 2:1-4).
იცით როგორ გამოიყურება თანამედროვე ცხოვრებაში ამა ქვეყნის მთავართა და წარჩინებულთა ეს ამხედრება და გალაშქრება უფლის წინააღმდეგ?
აი, მაგალითად, ილონ მასკმა მტკიცედ გადაწყვიტა შექმნას ხელოვნური ინტელექტი, აითვისოს კოსმოსი და მიაღწიოს თავის ყველა მიზანს. სოროსმა გადაწყვიტა, რომ იქნება კორონავირუსი და ვაქცინაცია. ვიღაცამ კიდევ განიზრახა, რომ დაიწყებს სათითაო ჩიპიზაციას. დიდმა შვიდეულმა, დიდმა ოცეულმა, დიდმა ექვსეულმა ჩაატარეს სამიტი, სადაც გადაწყვიტეს/დაადგინეს/განსაზღვრეს.
მაგრამ განა ამაოება არ არის მათი გადაწყვეტილება? განა მტვერივით არ გაიფანტება მათი განაზრახი? განა ამაზე არ არის ნათქვამი (მე-2 ფსალმუნიდან გამომდინარე): "კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო"?
მიწის ეს მტვერნი არარაობანი არიან თვით ყველაზე უძლურ ანგელოზთან შედარებითაც კი. სატანა არავინაა სხვა ზოგიერთ ანგელოზთან შედარებით მაგრამ, როგორც აპოკალიფსისი გვაუწყებს, ერთმა ზეცით ჩამომავალმა ანგელოზმა: "რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა..." (აპოკ. 20:1-3).
მე-2 ფსალმუნი ამბობს, რომ ხალხები და ერები, ამქვეყნიური მეფეები აწყობენ შეთქმულებას, სახავენ გეგმებს, იკრიბებიან და ატარებენ სესიებსა და თათბირებს, კრებებსა და სამიტებს, რადგან თავიანთი უგუნური ჩანაფიქრით ჰგონებენ "დავგლეჯთ ღმრთის სადავეებს და მოვიშორებთ მის ხუნდებსო" (შეად. ფსალმ. 2:3), ანუ ღმრთისგან დამოუკიდებელნი გავხდებითო; იტყვიან "არა არს ღმერთი"-ო და იცხოვრებენ თავიანთი ვნებებისა და ბილწი ზრახვების შესაბამისად, მაგრამ მათი ყველა გეგმა ჩაიფუშება!
სხვათა შორის შეთქმულების ყველა თეორია და კონსპიროლოგია ამბობს - "მსოფლიო ელიტას სურს გაანადგუროს მილიარდები, რათა დატოვოს ოქროს მილიარდი, გააუქმოს რელიგია, შექმნას გაბატონებულთა და მონათა კლასები და იმეფოს დაუსრულებლად".
მაგრამ ეს არასოდეს მოხდება!
უფალი ბრძანებს: "მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ" (ფსალმ. 2:4).
ღმერთს ეცინება ამ ჭიაღუების და ბუჭყების გრანდიოზულ გეგმებზე, რომლებმაც გაბედეს თავი ყოვლისშემძლეებად წარმოედგინათ. უფალი არა უბრალოდ გაიცინებს მათზე, არამედ დასცინებს მათ გეგმებსაც.
ხოლო როდესაც უფალი დაასრულებს სიცილს მიწიერ მეფეთა იდიოტურ ჩანაფიქრზე, გადმოხედავს მათ და "ეტყვის თავისი რისხვით" - თქვენი გეგმები მიწის მტვერია, ჩემი გეგმა კი - მარადიული ჭეშმარიტება. "მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე" (ფსალმ. 2:9). განხორციელდება მისი და არა თქვენი გეგმა; დამყარდება მისი და არა თქვენი სამეფო, და დამწყემსავს მათ "რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევს" მათ (შეად. ფსალმ. 2:9).
ამიტომაც, როდესაც გესმით სოროსის, ბილ გეიტსის, ილონ მასკის და სხვა ცნობილ მასონთა და ილუმინატთა მორიგი ოპუსები, როდესაც გესმით "მე ხელთ მიჭირავს მსოფლიო ელიტის განსაკუთრებული დოკუმენტი, მსოფლიოს დაპყრობის მათი გეგმა", გაიცინეთ ამა ქვეყნის სულელ მმართველებზე და თქვით: "მეფეებო, პრეზიდენტები და მსოფლიო ელიტა, ნეტავ "გონს მოხვიდოდეთ და განისწავლებოდეთ" (შეად. ფსალმ. 2:10); ნეტავ "ემსახურებოდეთ უფალს შიშით და შეჰღაღადებდეთ თრთოლვით" (შეად. ფსალმ. 2:11), ნეტავ შეისმენდეთ უფლის გაფრთხილებას".
მსოფლიო ელიტა მრავალი მოვლენის პროგნოზირებას აჟღერებს და ყურებჩამოყრილი ქრისტიანები შიშით უსმენენ მათ მუქარებს. უფალი კი ამ ელიტას ასე აფრთხილებს: "ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი" (ფსალმ. 2:12). მსოფლიო ელიტის ყველა ზრახვა და შეთქმულება - ბზეა, მიწის მტვერია - ამოვარდება ქარი და ბზეს გაფანტავს.
ნუ დაიმუხტებით იმგვარ ცნობებზე, რომლებშიც ნათქვამია: "სოროსმა განაცხადა, ბილ გეიტსმა დაგეგმა, შეიხმა წაიბუტბუტა, ტრამპმა (ან ბაიდენმა, ან რომელიმე სხვა პრეზიდენტმა) დაამტკიცა, მასონებმა გადაწყვიტეს, "გახსნილია საიდუმლო შეთქმულება" და მრავალი სხვა. ეს არის რადიაქტიურ ნარჩენთა სანაგვე, არც მეტი არც ნაკლები, - შხამიანი და მავნე.
"ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ. მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი" (ესაია 8:12-13).
ყველა, ვისაც ეშინია არა ღმრთისა, არამედ ყველა ჯურის სოროსისა და გეიტსისა, უბრალოდ ღმრთის უარმყოფელია. ამგვარი ადამიანებისთვის "მასონთა მამხილებელი" იუთუბ არხები უფრო მნიშვნელოვანი საინფორმაციო საშუალებაა, ვიდრე წმიდა წერილი. მათ უყვართ ამ რადიაქტიურ ნაგავში ქექვა და ლუღლუღი "ამაოდ ხომ არ წერენ ამ ყველაფერს, ალბათ რაღაც მართლაც იციან". მაგრამ, დაბეჯითებით ვიტყვით: მათ არაფერი იციან, მათ უბრალოდ სურთ განსაზღვრული მოვლენების აღსრულება, და ისე გამოდის, რომ მათი ზოგიერთი იდეა ხანდახან ნაწილობრივ ემთხვევა უფლის გეგმას (აპოკალიფსისი კი ეს ჩვენთვის განცხადებული უფლის გეგმაა), სწორედ ამიტომ სრულდება ისინი, მაგრამ ყველა მათ პროგნოზს როდი უწერია აღსრულება...
ასე, მაგალითად, ავიღოთ პანდემია, საზღვრების ჩაკეტვა და თანმდევი მოვლენები - აშკარად, ეს მსოფლიო ელიტის რაღაც გეგმაა, რომელიც ამ წუთისოფლის მპყრობელთა და ცისქვეშეთის ბოროტ სულთა გავლენის ქვეშ მოქმედებს, მაგრამ საქმე ისე როდი მიდის, როგორც მათ სურდათ, რადგან უფალს ისინი საკუთარ ლიანდაგზე გადაჰყავს, და ისინიც, რა ღონესაც გინდ მიმართონ, როგორც გინდ ეწინააღმდეგონ - უდავოდ მოიყვანენ მსოფლიოს ღმრთის ჩანაფიქრით განსაზღვრულ მდგომარეობამდე და მაშინ ანტიქრისტეც მოვა.
თვით ანტიქრისტეც კი მოვა არა მაშინ, როდესაც ბოროტების სულნი და მიწიერი მეფეები ისურვებენ ამას, არამედ "საჭირო დროს", როდესაც უფალი დაუშვებს. ყოველთვის ყველაფერი ხდება არა იმიტომ, რომ ვიღაცამ "იწინასწარმეტყველა" - და არა აქვს მნიშვნელობა, ეს მოვლენა ქალაქური დონისა იქნება თუ პლანტარულის, ღმრთისთვის ეს სრულიად უმნიშვნელოა, - ყველაფერი მოხდება სწორედ ისე, როგორც ამას დაუშვებს ღმრთის განგება, ყველაფერი მოხდება სწორედ იმიტომ, რომ ასე ინება ქვეყნიერების შემოქმედმა.
როდესაც ვიღაც გარდაუვალ და საყოველთაო ჩიპიზაციაზე ლაპარაკობს, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხოს - სად არის ამ სცენარში საკუთრივ ღმერთი? ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ის ზეცაში იგლოვებს და იტყვის: "ო, არა, მსოფლიო ელიტამ ჩიპები დაამკვიდრა, ყველაფერი დაიღუპა, ვაიმე რა ვქნა?!" - რა თქმა უნდა, არა! ის ამას უბრალოდ არ დაუშვებს.
დიდი ბაბილონის დიდი დიქტატორი, ნაბუქოდონოსორი მანამდე ვერ მიხვდა, რომ ღმერთს "ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი", სანამ პირუტყვივით ბალახის ჭამა არ დაიწყო (დანიელი 4:30).
ასე რომ, ვისაც ყური აქვს სმენად ისმინოს!
ჰე, მოხვიდოდე, უფალო იესუ! (აპოკალიფსისი).
მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ.