პუბლიკაციები - AGENDA 21: მტერი - მთელი კაცობრიობა! - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
AGENDA 21: მტერი - მთელი კაცობრიობა!
ანტიქრისტეს ახალი მსოფლიო წესრიგი
დღეისთვის უკვე არსებობს მომავლის კონცეფცია, რომელიც ზეეროვნული თანხმობისა და მმართველობის ყევლაზე ოდიოზური ჯგუფების წიაღში იშვა. შემდეგ მან გაერო-ს ინსტიტუტებში მიიღო ლეგიტიმაცია და ამგვარად, სამოქმედო-სახელმძღვანელო პროგრამა გახდა.

***

ვინც გატაცებულია დღევანდელი დღის წესრიგით და ხარბად ეწაფება საინფორმაციო ცნობებს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში "კულისებს მიღმა" შედგა XXI ს-ის "მდგრადი განვითარების" გეგმა სახელწოდებით Agenda 21 (დღის წესრიგი 21-ე საუკუნისთვის), რომელიც პლანეტაზე ცხოვრების ახალი წესის დანერგვითა და ეკოსისტემის გადაფორმატებით უნდა დაგვირგვინდეს. ჩანაფიქრის მთელი კომპლექსის ზედაპირზე ამოდის დევიზი "ყველაფერი კარგი ყველაფერ ცუდის წინააღმდეგ", რაც სინამდვილეში მთელი პლანეტის ცხოვრების ტოტალური კონტროლისკენ მიემართება და, რომელსაც ჯორჯ ორუელისა და ოლდსონ ჰაკსლის სცენარების მიხედვით წაუძღვებიან გლობალისტური ელიტის "რჩეული" წარმომადგენლები.

_____________

ჯორჯ ორუელი (ინგლ. George Orwell, ნამდვილი სახელი ერიკ არტურ ბლერი. ინგლ.: Eric Arthur Blair) (1903-1950) - ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი. ყველაზე მეტად ცნობილია როგორც საკულტო ანტიუტოპიური რომანის "1984"-ის ავტორი. პოლიტიკურ ენაში დაამკვიდრა ტერმინი "ცივი ომი", რომელმაც შემდეგ ფართო გამოყენება ჰპოვა. (wikipedia.org)

ოლდოს ლეონარდ ჰაკსლი (ინგლ.: Aldous Huxley) (1894-1963). ინგლისელი მწერალი, ნოველისტი და ფილოსოფოსი. ცნობილი ანტიუტოპიური რომანის "ო საოცარი ახალი სამყარო"-ს ავტორი. ჰაკსლი იყო ჰუმანისტი, პაციფისტი და სატირიკოსი. მოგვიანებით ის დაინტერესდა სულიერი საკითხებით: პარაფსიქოლოგიით და ფილოსოფიური მისტიციზმით, კერძოდ უნივერსალიზმით. თავისი სიცოცხლის ბოლოს ჰაკსლი ფართოდ იყო აღიარებული თავისი დროის ერთ-ერთ უგამოჩენილეს ინტელექტუალად. სხვადასხვა წლებში ის შვიდჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიის ლაურეატის წოდებაზე ლიტერატურის დარგში. კერძოდ: 1938, 1939, 1955, 1959, 1960, 1961, 1963 წლებში (wikipedia.org).
_______________

მოცემული გეგმის მიხედვით პლანეტის გარდასახვისთვის შემუშავებულია სხვადასხვა სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯები, რომლებსაც ეტაპობრივად და შესაძლებლობისდა მიხედვით განახორციელებენ. ასე რომ, დღეისთვის უკვე არსებობს მომავლის კონცეფცია, რომელიც ზეეროვნული თანხმობისა და მმართველობის ყველაზე ოდიოზურ ჯგუფთა წიაღში იშვა. შემდეგ მან გაერო-ს ინსტიტუტებში მიიღო ლეგიტიმაცია და ამგვარად, მოქმედებისთვის სახელმძღვანელო პროგრამა გახდა. ყველა ქვეყანა, ვინც ამ კონცეფციას ხელი მოაწერა, შესაბამისად, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მის განხორციელებაში.

ვებ-გვერდი გაერო-ს საიტზე, რომელიც Agenda 21-ს ეძღვნება: მდგრადი განვითარება წარმოადგენს მოქმედების გეგმას და ხორციელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მთელი დედამიწის, წყლის მთელი რესურსების, ყველა მინერალის, ყველა მცენარის, ყველა ცხოველის, ყველა მშენებლობის, წარმოების ყველა საშუალების, ყველა ენერგიის, ყოველგვარი განვითარების, მთელი ინფორმაციის და ადამიანთა ყოველი არსების ინვენტარიზაციისა და კონტროლის მიზნით. საკვანძო სიტყვებია - ინვენტარიზაცია და კონტროლი.

21-ე საუკუნის დღის წესრიგს არაფერია დაპირისპირებული, მას კონკურენტი არ ჰყავს (ანუ არცერთ მსხვილ სტრუქტურას ან სახელმწიფოს საკუთარ თავზე არ აუღია მსოფლიო ხალხებისთვის შეეთავაზებინა კაცობრიობის განვითარების რაიმე ალტერნატიული იდეა (გარდა ცალკეული ხალხური ინიციატივებისა), რომელიც დაეფუძნებოდა ვითარების სრულიად მომცველ ანალიზს). დღის წესრიგთან ერთად მაშინვე მიღებულ იქნა რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაცია გარემოსა და განვითარებასთან დაკავშირებით.

Agenda21-ს ლამაზ და მომხიბლავ გარსს თუ მოვაცილებთ და გავაანალიზებტ მის არსს იმის გათვალისწინებით, საიდან (ვისგან) მომდინარეობს ინიციატივა, მეტ-ნაკლებად გასაგები აგახდება, რომ მისი მიზნები გულისხმობს:

- ეროვნული სუვერენიტეტის დასასრულს: ყველა სახელმწიფო - მხოლოდ ზეეროვნული ინსტიტუტების (მაგ, გარო-ს ეგიდით შექმნილი ინსტიტუტების) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გამტარებლები არიან.

- შემოღებული იქნება საყოველთაო დაგეგმარება და ყველა რესურსის მართვა, რომლებიც მოიცავენ: ეკოსისტემებს, უდაბნოებს, ტყეებს, მთებს, მარილიან და მტკნარ წყლებს, სოფლის მეურნეობას, სოფლის მოსახლეობის განვითარებას, ბიოტექნოლოგიებს, სურსათის გადანაწილებას და ა. შ.

- სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ყველა ბიზნეს და ფინანსურ რესურსთა როლი ზეეროვნული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

- პოტენციალური განხილვადი შესაძლებლობა - კერძო საკუთრებაზე უარის თქმა.

- "საზოგადოების უჯრედის", ანუ ოჯახის სრული რესტრუქტურიზაცია.

- ბავშვებს აღზრდის სახელმწიფო.

- ადამიანებს ეტყვიან, თუ რაში მდგომარეობს მათი სამუშაო.

- არსებითი შეზღუდვა ყოველგვარ საზოგადოებრივ მოძრაობაზე.

- დასახლებული ზონების შექმნა ადამიანებისთვის.

- მიწების გათავისუფლება ადამიანური საცხოვრებლისგან (ველური ბუნების აღორძინება), ადამიანების მასობრივი იძულებითი გადასახლება მათთვის სპეციალურად შექმნილ ზონებში.

- განათლების დონის გეგმაზომიერი დაქვეითება.

- მასობრივი გლობალური დეპოპულაცია, მათ შორის ყოველივე ზემოთთქმულის წყალობითაც.

პრინციპში, Agenda 21 - ეს არის პოსტდემოკრატიული, პოსტინდუსტრიული საზოგადოების მშენებლობა.

21-ე საუკუნის დღის წესრიგის ლეიტმოტივი გახდა ეკოლოგიის თემა: პლანეტა დედამიწა უნდა ვიხსნათ კაცობრიობისგან, რომელიც მტაცებლურად მოიხმარს მის განუახლებელ რესურსებს, აჭარბებს განახლებადი რესურსების გამოყენების ლიმიტებს, საკმაოდ ბევრს აბინძურებს ბუნებას და აფუჭებს კლიმატს. ის, რომ თვით ამ ელიტას მთელი ამ ხნის განმავლობაში აქედან მაქსიმალური გეშეფტი გააჩნდა და ყველაზე აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ ბარბაროსული ეკონომიკური სტრუქტურების აგებაში, რომელმაც პლანეტა დღევანდელ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა, ფრჩხილებში ჩასმულიც კი არ გახლავთ.

ალექსანდრე კინგი და ბერტრან შნაიდერი ("პიველი გლობალური რევოლუცია: რომის კლუბის საბჭოს მოხსენება"): "ახალი მტრის ძიებაში, რომელსაც შეეძლო ჩვენი გაერთიანება, მივედით იდეამდე, რომ გარემოს დაბინძურება, გლობალური დათბობის საშიშროება, წყლის უკმარობა, შიმშილი და მსგავსი მოვლენები პასუხობენ მტრის ყველა იმ პირობას რომლის მიხედვითაც... რეალური მტერი - თვით კაცობრიობაა".

თუკი პროცესებს დინამიკაში შევხედავთ, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ამერიკა ამ ბოლო დროს გამოიყენება ამერიკისავე გასანადგურებლად. კიდევ ერთხელ ღირს განმეორება, რომ გლობალიზაცია შეიძლება ვითარდებოდეს სხვადასხვა სცენარით. ერთპოლარულ სამყაროზე უარის თქმა არ ცვლის "კულისებს მიღმა" მდებარე ელიტის სურვილს სრული ძალაუფლება მოიპოვოს მასზე. პრინციპში, "ელიტისთვის" მნიშვნელობა არა აქვს როგორი იქნება კონტროლის ფორმა, მათთვის თვით კონტროლია მნიშვნელოვანი.

მეტიც, მმართველობის ხელში ჩაგდების დროს, "ფოსტის, ტელეფონის და ტელეგრაფის" აღება მაშინ უფრო მარტივია, თუკი ისინი ერთ ადგილზე არიან კონენტრირებულნი, რაც ყოველთვის გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე მაშინ, როდესაც ქალაქის სხვადასხვა კუთხეებში არიან გაფანტულნი. თუკი არსებობენ სუპერსახელმწიფოები, რომლებიც ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით შემძლენი არიან წინააღმდეგობა გაუწიონ გლობალურ მსოფლიოს, რომლის მშენებლობა გამალებულად მიმდინარეობს, მსოფლიო დიქტატურა შეიძლება ვერ დამყარდეს, ამიტომაც, სუპერსახელმწიფოების განადგურება მსოფლიო დიქტატურის დაფუძნების საკვანძო მომენტია.

დისტანციური გადახდებისა და საარსებო მინიმუმის შემცირება (რაც ისედაც მცირეა), ბიუჯეტის დეფიციტის მომიზეზებით ინდექსაციაზე უარის თქმა, ტარიფების ზრდა და ა. შ. სახელმწიფოს მიერ ამერიკული ფასიანი ქაღალდების შესყიდვა, რომელიც არანაირად არ აუმჯობესებს ხალხის მდგომარეობას და ხელს არ უწყობს ეკონომიკის განვითარებას, - ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ Agenda 21-ის ხელმომწერი სახელმწიფოს განსაზღვრული სახელისუფლებო წრეები Agenda 21-ის დირექტივებს ასრულებენ, რომელიც ჭარბი მოსახლეობის ბალასტისგან გათავისუფლებას ვარაუდობს.

ამას შეიძლება დავუმატოთ გადასახადების, უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების გადასახადების ზრდა, რომელიც მიმართულია მიწების გამოთავისუფლებისა და მოსახლეობის გადასახლების გეგმის განხორციელებისკენ, რომელიც ისევ და ისევ "მდგრადი განვითარების" გეგმით უნდა წარმოებდეს. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უპირველეს ყოვლისა უარყოფითად აისახება მოსახლეობის ყველაზე ღარიბ და სოციალურად დაუცველ ფენებზე.

დღეს მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ე. წ. "ერთ კაცზე გათვლილი ფართობის სანიტარული ნორმის" შემცირების პროცესი, ანუ იმ საცხოვრებელი სივრცისა, რომელიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური არსებობისთვის მინიმალურად მიიჩნევა. ეს კი ხელს უწყობს ტერიტორიების გამოთავისუფლებას და ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფების გადასახლებას გეტოებში მათი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.

აქ გვსურს დავსვათ შეკითხვა, არის თუ არა ადამიანის საცხოვრისი მისი საკუთრება (როგორც, მაგალითად, ტანისამოსი), თუკი მან უნდა იხადოს გადასახადები? და საერთოდ, კონკრეტულად, მოცემულ შემთხვევაში, რატომ იხდის მოქალაქე გადასახადს საცხოვრებელ ფართზე?

თუკი სახლის პატრონი საცხოვრებლის გადასახადს არ გადაიხდის და შეიძლება ამის გამო ის გამოასახლონ თავისი კარ-მიდამოდან, შეიძლება თუ არა ის წარმოადგენდეს საკუთრებას? თუკი ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს ჭერის გარეშე, ხომ არ არის საცხოვრებელზე და მიწაზე არსებული გადასახადი სიცოცხლის უფლების საურავი?



ფოტო აღებულია საიტიდან: https://www.deviantart.com/agraphicdesigns/art/00-wallpaper-AGENDA-21-743951984
Назад к содержимому