სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი
ტრანსევოლუცია. ადამიანის განადგურების ეპოქა
თავი III
მასობრივი ფსიქოლოგიის მოდელი
დღევანდელ ელიტას წინამორბედებიც ჰყავს: ეს არის წარმართული საკულტო რიტუალები, რომელმაც ეგვიპტისა და რომის იმპერიები გახრწნა. ხოლო ამ მაკონტროლებელ სტრუქტურებს თავისი ისტორია გააჩნიათ. ღირს გავერკვეთ აპოლონიოსის კუკლტის მემკვიდრეობითობაში.
არსებობს ე. წ. "შავი არისტოკრატიის" ოჯახები, რომელთა საერთო პოლიტიკური ტრადიციები რომის იმპერიის დროებამდე მიდის.
რესპუბლიკა და იმპერია, რომლის დროსაც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, თავის მხრივ, კონტროლდებოდნენ აპოლონიოსის კულტის რომაული განშტოების მიერ. ეს კულტი იმ დროს, ამა თუ იმ სახით, წარმოადგენდა შუაზღვი მთავარ მევახშეობრივ ინსტიტუციას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში (How to Profile the Terrorist, EIR, Volume 5, number 37, September 26, 1978).
ეს კულტი წარმოადგენდა პოლიტიკური დაზვერვისა და სხვა კულტების შექმნის სამსახურს.
ალექსანდრე დიდის სიკვდილის შემდეგ და მანამ, სანამ აპოლონიოსის კულტი თვითონვე დაიშლებოდა და, ჩვ. წ-მდე II ს-ში სტოიციზმის კულტად გარდაიქმნებოდა, ეგვიპტის ელინისტური კულტის ბაზას წარმოადგენდა, საიდანაც ის რომს აკონტროლებდა. ეგვიპტეში აპოლონიოსის კულტს მიამატეს იზიდას და ოზირისის კულტები, რითაც ჩამოაყალიბეს დიონისეს ფრიგიული კულტის ზუსტი ასლი და მისი რომაული ვერსია - ბახუსის კულტი.
სწორედ იქ აპოლონიოსის კულტთან ერთად შეიქმნა სტოიკური ირაციონალიზმის კულტიც. სწორედ აპოლონიოსის კულტმა ააშენა რომის იმპერია, რომელმაც შემდეგ შექმნა რომაული სამართალი, რომელიც არისტოტელეს ანტიჰუმანურ "ნიკომაქეს ეთიკას" დაეყრდნო. ასეთია ტრადიცია, რომელსაც აგრძელებენ ძველი "შავი" რომაული ოჯახები. დროთა განმავლობაში ისინი ცნობილნი გახდნენ, როგორც "ვენეციური შავი არისტოკრატია". დღეს ამ ოჯახებს ყველაზე საკვანძო პოსტები უკავიათ ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც ბილდერბერგის კლუბია.
ეს ტრადიცია სხვადასხვა ინსტიტუციონალურ ფორმაში საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა. მან უცვალებლად დაიცვა სამყაროს თავისი ფუძემდებლური ხედვა და დოქტრინა. ბრიტანული მონარქია, ევროპის ლენდლორდებისა და მალტის ორდენის ფეოდალური გაერთიანებები, სადაც ევროპელები დომინირებენ, - ეს ყველაფერი გახლავთ იმავე აპოლონიოსის ძველი კულტის დაურღვეველი ტრადიციისა და პოლიტიკის თანამედროვე კონცენტრირებული გამოხატულება.
არისტოტელეს მიმდევრებმა იციან, რომ "... მთლიანობაში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, მისი ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობებისა და ინოვაციათა თავისუფლების გათვალისწინებით, კაცობრივი გონების შემოქმედებითი პოტენციალის მიმართ მოქალაქეებში აღზრდის ერთგულებას, რაც ოლიგარქიული სისტემის სრული ანტითეზაა.
ათასწლეულების განმავლობაში არისტოტელეველებს სძულდათ და სძულთ საკუთარი ცოდნა იმის შესახებ, რომ მზარდი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი მთლიანად, როგორც საზოგადოების განვითარების წარმმართველი კურსი, გარდაუვალად მიდის რესპუბლიკანურ ჰეგემონიამდე, რომელიც სამუდამოდ გამორიცხავს მსოფლიოში ოლიგარქული მმართველობის დამყარების შესაძლებლობას, და ეშინიათ ამისი" (იქვე).
დღევანდელი ელიტა მიმართავს იმავე მეთოდებს, რომლითაც სარგებლობდნენ ძველად აპოლონიოსის მოგვები - ისინი პროპაგანდას უწევენ ნარკოტიკების დიონისესეულ კულტს, ასევე ეროტიკისა და ორგიების კონტრკულტურას, მხარს უჭერენ "გამანადგურებელი მანქანების" თავმოყრას და ამრავლებენ მანიაკ-ტერორისტებს. ისინი იყენებენ ფსიქოლოგიურ ომებს, რათა ჭკუასუსტი ბრბოს ეს გაერთიანებული ძალა წარმართონ იმ საზოგადოებრივი ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ერთგულნი არიან სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის.
არ არსებობს ამ მიზნის მიღწევის უკეთესი საშუალება, ვიდრე ტვინთა მასობრივი "გარეცხვაა", ხოლო ადამიანთა გულებამდე და გონებამდე უმოკლესი გზა ყოვლისმომცველ გლობალურ კომუნიკაციებზე გადის.
ტელევიზია
კონტროლის უდიდესი ფორმა ისაა, რომლის დროსაც მანიპულაციების მეშვეობით მოსახლეობას არწმუნებენ, თითქოსდა ის თავისუფალია, მაშინ როდესაც სინამდვილეში მათ უბრძანებენ და მათით მანიპულირებენ. დიქტატურის ერთ-ერთი ფორმაა - იმყოფებოდა ციხეში და ხედავდე გისოსებს. მაგრამ არის დიქტატურის სხვა, უფრო დახვეწილი ფორმა, როდესაც გისოსები არ ჩანს და ფქირობ, რომ თავისუფალი ხარ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჰიპნოტიზიორი - ეს არის ოთხკუთხედი ყუთი ოთახის კუთხეში, რომელიც ადამიანებს ეუბნება, თუ როგორ უნდა იფიქრონ და როგორ ირწმუნონ. ტელევიზია, რომელმაც ყოველი ადამიანის სახლში შეაღწია, მოქალაქეთა ცნობიერების მასობრივი მანიპულაციის ძლიერ საფუძველს ქმნის.
ტელევიზიის გამო ადამიანები აუქმებენ კრიტიკული აზროვნების საკუთარ უნარს, რადგან ხმებისა და სახეების შერწყმა მათ ძილის მსგავს მდომარეობაში აგდებს, რომელიც ზღუდავს აზროვნებით და შემეცნებით უნარებს (Wolfe, Lonnie Turn off your TV, New Federalist, p. 5, 1997).
ჰალ ბეკერი კომპანიიდან Futures Group ამტკიცებს, რომ სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამებზე კონტროლის მეშვეობით მას შეუძლია ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი აზრი, მანიპულირებს რა მით, თუ როგორ ვფიქრობთ და ვაზროვნებთ.
ამერიკელები ფიქრობენ, რომ მათ მართავენ ვიღაც ვაშინგტონელი ბიუროკრატები, რომლებიც ქმნიან კანონებს და ანაწილებენ თანხებს. როგორ ცდებიან ისინი! ამერიკელებს თავიანთი ცრურწმენები მართავს, ხოლო მათი ცრურწმენები საზოგადოებრივ აზრად აყალიბებენ... ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითონ ვირჩევთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს ყველაფერთან დაკავშირებით. როგორ ვიტყუებთ თავს! ჩვენს არჩევანს ჩვენს ნაცვლად აკეთებს ე. წ. საზოგადოებრივი აზრი. ის იყენებს ჩვენს ჯოგურ ინსტინქტს, თითქოსდა შეშინებული ცხოველებივით ვიყოთ.
მაგრამ პირუტყვსა და ადამიანს შორის უდიდესი განსხვავებაა. ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მარადიული ჭეშმარტიების ძიებაშია, სიცოცხლის აზრის ძიებაშია. ჭეშმარიტება პროცესებში უფრო მაღალ კატეგორიებშია და ადამიანის ცნობიერების შემოქმედებით უნარებშია. ეს ზნეობრივი და ადამიანური ყოფიერების პრობლემა, რომელსაც ვერც ერთი პირუტყვი ვერასოდეს გადაწყვეტს.
ყოველი ახალი თაობა წინა თაობას უნდა უსწრებდეს. ნებისმიერი ადამიანის ცნობიერებაშიც სწორედ იმისი იმედი უნდა არსებობდეს, რომ ეს აღსრულდება. ადამიანი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება. სიბერეში კი ის იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მის ცხოვრებას რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა და მისი ცხოვრების წყალობით ქვეყნიერება ოდნავ უკეთესი გახდა.
გამოკითხვები ციფრებში
მასობრივი კომუნიკაციების და ფსიქოლოგიური ომების გურუები ქმნიან სტერეოტიპებს და მათით მანიპულირებენ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სურთ გაიძულონ ან იფიქროთ ძალიან მკაფიოდ ან კიდევ საკმაოდ ღრმად იმ ხატებებში, რომელთაც იღებთ, ან პირიქით, რათა მოცემულ სტიმულებზე რეაგირებდეთ პავლოვის ძაღლივით.
ედუარდ ბერნეისი, ზიგმუნდ ფროიდის ნათესავი და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ტექნიკის ერთ-ერთი შემქმნელი, ამბობდა: "ჩვენ გვმართავენ, ჩვენი აზროვნება მოდელირებულია შაბლონის მიხედვით, ჩვენი გემოვნება და უპირატესობები კონსტრუირებულია, ჩვენი იდეები უმეტესწილად მოცემულია იმ ადამიანების მიერ, რომელთა შესახებაც არაფერი გვსმენია. როგორი დამოკიდებულებაც გინდ გქონდეთ საქმეთა ასეთი მდგომარეობისადმი, ფაქტი ფაქტად რჩება - ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყოველ მოქმედებაში, იქნება ეს პოლიტიკის ან ბიზნესის სფერო, ჩვენი სოციალური ქცევა თუ ეთიკური აზროვნება, ჩვენ დაქვემდებარებულნი ვართ ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფს, ჩვენი 120 მილიონის (აშშ-ს მოქალაქეთა რაოდენობა იმ მომენტისთვის) უმცირეს ნაწილს, რომელთაც ესმით მენტალური პროცესები და მასების სოციალური ინტერესები. სწორედ ისინი ექაჩებიან ძაფებს, რომლებიც აკონტროლებენ საზოგადოებრივ ცნობიერებას, ამცირებენ ძველ სოციალურ ძალებს და იგონებენ ახალ გზებს მსოფლიოს შესაკრავად და მის სამართავად" (Bernays, Edward Propaganda, 1928, reprint, Ig Publshing, 2004).
ასე იქნა აწეული ირაციონალიზმი საზოგადოებრივი ცნობიერების უმაღლეს დონემდე. შემდეგ მანიპულატორები თამაშობენ ამ ირაციონალობაზე, რათა დათრგუნონ და გაფანტონ რეალობის გრძნობა, რომელიც ნებისმიერ კონკრეტულად აღებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული. და თანამედროვე განვითარებული საზოგადოების პრობლემათა გართულებისდა კვალად უფრო მარტივი ხდება დამოწმებულ იქნას უმეტესი და ძლიერად გამანეიტრალებელი ფაქტორები, რის შედეგადაც ვიღებთ აბსოლუტურად არათანმიმდევრულ აზრს ადამიანთა მასებისა, რომლებიც ხელმარჯვე მანიპულატორების მიერ არის შექმნილი. ამის შემდეგ ასეთი "აზრი" მიიღება, როგორც "სამეცნიერო" ფაქტების ანარეკლი.
ლაპარაკია ფროიდის მასობრივ ფსიქოლოგიაზე, რომელიც ინფანტილური ცხოველური ქცევისკენ არის მიმართული და სპეციალურად გვერდს უვლის ადამიანის შემოქმედებით, გონებრივ შესაძლებლობებს, რომელთა საფუძველშია - ზნეობრივი მსჯელობანი და საზოგადო ჭესმარიტების ოდითგანდელი ძიებანი.
სინამდვილეში, როდესაც ლაპარაკია ტელევიზიაზე, ჭეშმარიტების საკითხი არასოდეს დგება და არ განიხილება. ტელევიზია - ეს არ არის ჭეშმარიტება. ტელევიზია - ეს არის გართობის პარკი, ჟონგლიორთა ჯგუფი, მუცლის ცეკვის შემსრულებელი, მეზღაპრე, მომღერალი და სტრიპტიზიორი. მაგრამ ჩვენ, ადამიანები, ტელევიზორმა სრულიად დაგვაჰიპნოზა. და აი, თქვენ ზიხართ მის წინ დღიდან დღემდე, ღამიდან ღამემდე: ტელევიზია - ეს უმეტესი ნაწილია ყოველივე იმისა, რაც თქვენ იცით! ამერიკელთა მხოლოდ 5% კითხულობს 5-ზე მეტ წიგნს წელიწადში (ეს არის დაახლ. 15 მლნ. ადამიანი); მაგრამ ამასთან მილიარდობით ადამიანი უყურებს "ოსკარის" პრემიის გადაცემის რიტუალს. თქვენ ოცნებობთ, როგორც ყუთი, ლაპარაკობთ როგორც ყუთი, სუნი გდით, იცმევთ და იქცევით, როგორც თქვენი ტელევიზორი. ადამიანთა უმეტესობას ეჩვენება, რომ ისინი უკეთ იცნობენ პერის ჰილტონს, ბრიტნი სპირსს ან ლედი გაგას, ვიდრე საკუთარ ქმარს ან ცოლს. მაგრამ - ეს ხომ სიგიჟეა!
ჩვენგან რამდენი მილიონია მზად იმისთვის, რათა დაიჯეროს, რასაც ამბობს ტელევიზორი? მეტიც, ზემდგომი ადამიანები მზად არიან გვითხრან ყველაფერი "ტერორიზმთან ომის" სახელით, გველაპარაკონ აუდიტორიის წილზე და შემოსავლებზე რეკლამიდან მანამ, სანამ ჩვენ მათ ხმებს ვაძლევთ, ვყიდულობთ მათ პროდუქციას და უფლებას ვაძლევთ გამოგვირეცხონ ტვინები.
ტელევიზია ჰომოგენური კულტურის, მასობრივი კულტურის შექმნის იდეალური საშუალება გახდა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და მისი ისე კონტროლირება, რათა ყველანი ქვეყანაში ერთნაირად ფირობდნენ (Schlanger, Harley Who owns your culture? Fidelio, Vol. XII, No. I Summer 2003).
და კვლავ, ტელევიზია - ეს არ არის ჭეშმარიტების შსახებ, არამედ რომელიღაც რეალობაზეა. იოტისოდენა მნიშვნელობა არა აქვს რეალურია თუ არა ის სურათები, რომელთაც ტელევიზიით ხედავთ, ან ისინი კოპირებულია სხვა მოვლენებიდან თუ არა, რადგან ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ისინი რეალურია, ახლა ხდება და, შედეგად, ჭეშმარიტია.
მაგალითად, 2010 წლის მარტში, როდესაც იაპონიაში მოხდა მიწისძვრა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები დღედაღამ ატრიალებდნენ მაღაზიათა ცარიელი დახლების ფოტო-კადრებს და მოურიდებლად აცხადებდნენ, რომ იაპონია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განიცდის წყლის მოხმარების ყველაზე უარეს ნორმირებას.
სინამდვილეში ცარიელი დახლების კადრები აღებული იყო ფოტოსურათების ბაზიდან, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო მიწისძვრასთან ან ბუტილიზებული წყლის დეფიციტთან. ამგვარად, რეალობა რომლის ტრანსლირებას ახდენენ ღამის საინფორმაციო გამოშვებები, ყოველდღე ანადგურებს ჭეშმარიტებას. ემერიმ და ტრისტმა აღნიშნეს, რომ:
"... რაც უფრო მეტად უყურებს ადამიანი ტელევიზორს, მით ნაკლებად ესმის და მით მეტად იღებს, მით მეტად შორდება თავის საკუთარ სააზროვნო პროცესს. ტელევიზია აჯადოვებს უფრო მეტს, ვიდრე ნეიბსმიერი სხვა სამომხმარებლო პროდუქტი, რადგან ის საგნებს აქცევს ნორმალურ შეფუთვაში, ის ერთგვაროვანს ხდის რეალობის ცალკეულ ფრაგმენტებს. ის უპირატესად მიუღებელი ინგრედიენტებიდან აკოწიწებს მისაღებ რეალობას (მითს). მითის მხილება ნიშნავს აღიარო საკუთარი უსარგებლობა, იზოლირებულობა და უუნარობა... ისინი (სატელევიზიო კადრები) "ჭეშმარიტებად" გარდაიქმნებიან.
სოციალური ტრანსფორმაციის ამ პროცესში ტვინების ჩარეცხვაზე პასუხისმგებელმა პირებმა აამოქმედეს თავიანთი მთავარი ხრიკი: მათ შეძლეს ჩვენი დარწმუნება იმაში, რომ იმის გარდა, რასაც ისინი გვიჩვენებენ, სხვა არაფერია სანახავი. შედეგად თქვენ შემოგცინიან სახეში, როდესაც ცდილობთ ვინმეს დაუხატოთ საზოგადო სურათი და განუმარტოთ მათთვის უხილავი და ფარდის მიღმა არსებული რეალობა.
ტვინების ჩამრეცხავებისთვის ცხადი გახდა: იმისთვის, რათა შეიჭრან და გზა გაიკვალონ მოსახლეობის ზნეობრივ ორიენტირებში, აუცილებელია მიმართონ ემოციურობას - საჭიროა საზოგადოება დაყვანილ იქნას ინფანტილიზმამდე.
1972 წელს დოქტორმა ფრედ ემერიმ, რომელიც არის მასმედიის მთავარი ექსპერტი ტავისტოკის ადამიანურ ურთიერთობათა ინსტიტუტში, თავის ნაშრომში გააკეთა გარკვეული დასკვნები ამერიკელებზე ტელევიზიის გავლენის შესახებ:
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ტელევიზია აღვიძებს დამოკიდებულების საბაზისო პრინციპს. ის უნდა აღვიძებდეს კიდეც მას (დამოკიდებულებას), რადგან ეს არსებითად ემოციური და ირაციონალური საქმიანობაა... ტელევიზია - ეს არის მფარველი, რომელიც შეუჩერებლად უზრუნველყოფს ყოველივე აუცილებელს და დაცვას".
თავის მოცულობით მოხსენებაში თუ რა ზემოქმედებას ახდენს ტელევიზია ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, ჟურნალისტი ლონი ვოლფი, რომელიც დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებდა, წერს იმის შესახებ, რომ, როგორც ემერი, ასევე ერიკ ტვისტი, რომელიც თავის სიკვდილამდე, ანუ 1993 წლამდე მეთაურობდნენ აშშ-ში ტავისტოკის ინსტიტუტის საქმიანობას, აღნიშნავდნენ, რომ:
"... მთლიანობაში ტელევიზია ახდენს დისოციატიურ გავლენას ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, აკნინებს მისი რაციონალური აზროვნების უნარს. მაყურებელს, რომელიც ყოველდღიურად ექვს საათზე მეტი ხნით უყურებს ტელევიზორს, უქვეითდება საღი აზროვნების უნარი და უფრორე ტელევიზორის კადრებისა და ხმების მიხედვით აპელირებს".
ტავისტოკის ინსტიტუტის მკვლევრებმა აღიარეს, რომ ტელევიზიის რეგულარული ყურება დამღუპველ გავლენას ახდენს ადამიანის კრიტიკული აზროვნების უნარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტელევიზორი ადამიანებს ადებილებს.
ინსტიტუტის აზრით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საზოგადოების დაყვანა ცხოველთა დონემდე, მით უფრო, თუკი დღის წესრიგშია ამოცანა დაიმორჩილო მთელი დედამიწა.
რადგან სამყაროს ჩარჩოებში ადამიანის, როგორც სახეობის, ძლიერების გაზრდის ერთადერთი წყარო - ეს არის აღმოჩენილ ფიზიკურ კანონთა მრავალფეროვნება, შედეგად, ადამიანური საქმიანობის ერთადერთი ფორმა, რომელიც ადამიანს პირუტყვისგან განასხვავებს, არის შემეცნება, რომელსაც ადამიანი უნივერსალურ ფიზიკურ პრინციპთა აღმოსაჩენად და დასამტკიცებლად იყენებს. სწორედ ამ ცოდნის თაობიდან თაობამდე დაგროვება და პრაქტიკული გამოყენება განსაზღვრავს და ნამდვილად ადასტურებს აბსოლუტურ სხვაობას ადამიანსა და პირუტყვს შორის (LaRouche, Lyndon Star Wars and Littleton, June 11, 1999, EIR).
ამერიკელებისა და ევროპელების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ არსებობს თავისუფალი პრესა. და ეს მოსახლეობის გაბრიყვების (ტვინების ჩარეცხვის) ერთ-ერთი საკვანძო ასპექტია. ამავდროულად ამერიკელთა და ევროპელთა უმეტესობა ინფორმაციას იღებს სახელმწიფო ტელევიზიისგან, იმ ცრუ წარმოდგენიდან გამომდინარე, რომ რეპორტიორები მოწოდებულნი არიან ემსახურონ საზოგადოებას, ადამიანებს შეთავაზონ არჩევანი მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებში და სხვადასხვა თვალსაზრისი.
სინამდვილეში, რეპორტიორები სულაც არ ემსახურებიან საზოგადოებას, ხოლო ყველა თვალსაზრისს აკონტროლებს ელიტა. რეპორტიორები - დაქირავებული მუშახელია, ისინი ემსახურებიან მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა მფლობელებს, რომელ კომპანიათა აქციებით ვაჭრობენ უოლ-სტრიტზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც ფლობენ მასმედიას, გვკარნახობენ რა უნდა ვიფიქროთ.
ამ სისტემის კონტროლირებით, ელიტა ახდენს ადამიანების მანიპულირებას, აიძულებს მათ დაიჯერონ, რომ ის გადაწყვეტილებანი, რომელსაც ისინი იღებენ, დამოუკიდებელია და ეფუძნება მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას. სინამდვილეში ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ძირითადი კორპორატიული მასმედიის მეშვეობით ვიღბთ, მანიპულაციისა და კონტროლის მხოლოდ ნაწილია.
მაგალითად, რა არის საერთო საერთაშორისო ტერორიზმს, მსოფლიო ფინანსურ ბაზარს, იმპერიათა შემქმნელებსა და კაპიტალიზმს შორის? სრული დამოკიდებულება მათი არსებობისა იმ შემოსავლებზე, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობისგან მოდის.
ომი ნარკოტიკებთან - სრული სიცრუეა. მთელ მსოფლიოში ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლამ გამოააშკარავა, რომ შემოსავლების მოცულობა, რომელსაც ყოველწლიურად იღებენ ნარკოტიკებით ვაჭრობისგან, ტრილიონ დოლარს უახლოვდება.
თანამედროვე მსოფლიოში ფული, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვიდან შემოდის, მსოფლიო საბანკო და ფინანსური სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ლიკვიდურ განაღდებას, რომელიც აუცილებელია ყოველთვიური გადახდების განსახორციელებლად გიგანტურ საბირჟო და დერივატიულ ინვესტიციათა ჩარჩოებში. მაგრამ თქვენ ვერასოდეს მოისმენთ ამას კორპორატიული მასმედიისგან, რადგან მათ უკან დგანან იგივე ფინანსური და პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც აკონტროლებენ ამაზრზენ ნარკობიზნესს და იღებენ მისგან კოლოსალურ შემოსავალს.
ამერიკული მედია-ელიტა ახორციელებს "სამხედრო დროის" საინფორმაციო ცენზურის უხეშ, თუმცა კარგად დაფარულ ფორმას, მაგრამ ამ კონტროლის მექანიზმები უკვე ღიად არის აღიარებული. ჯონ ჩენსელორი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ახალი ამბების წამყვანი NBC-TV-ის არხზე, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, სადაც ის აღწერს საკუთარ მუშაობას "The New News Business"-ის ახალი ამბების განყოფილებაში (John Chancellor with Walter R. Mears, The New News Business, New York: Harper Perennial, 1995) აღიარებს, რომ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, ისეთ ფორმალურ სტრუქტურებში, როგორებიცაა "ასოშიეიტედ პრესი", და ისეთ არაფორმალურ "კლუბებში" როგორიცაა თუნდაც საერთაშორისო ურთიერთობების საბჭო ნიუ იორკში, მიიღება გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რას მოუყვებიან ამერიკელებს, და ზოჯერ რომელი მოვლენები არასოდეს იქნება გაშუქებული (Steinberg, Jeffrey The Cartelization of the News Industry, The American Almanac, May 5, 1997).
საერთაშორისო ურთიერთობების საბჭო (ინგლ. Council on Foreign Relations, CFR) - ეს არის საკმაოდ გავლენიანი ბილდერბერგის კლუბის ამერიკული ქვეყანგოფილება, რომელიც დიდი მოშურნეობით მალავს თავის საიდუმლოებებს. ეს ასევე არის ამერიკული ანალიტიკური ცენტრი აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სფეროში და ერთ-ერთი საკვანძო ინსტიტუტი, რომელიც ახდენს ამერიკული ელიტის სოციალიზირებას, როგორც ცალკეულისა და განსხვავებულისა საზოგადოების დანარჩენი და ძირითადი სექტორებისგან. სწორედ აქ აწარმოებენ ელიტის წარმომადგენლები ერთობლივ მუშაობას კონსენსუსის ჩამოსაყალიბებლად უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომლებიც აშშ-ს იმპერიულ ინტერესებს ეხება მთელ მსოფლიოში. CFR ხშირად ამუშავებს ამერიკული პოლიტიკის სტრატეგიას და ამერიკის პოლიტიკურ წრეებში ფლობს უდიდეს გავლენას, რომლის საკვანძო ფიგურები ხშირად - პრაქტიკულად ყოველთვის - თვით CFR-ისგან არიან (Marshall, Andrew Gavin America's Strategic Repression of the 'Arab Awakening' Part 2, globalresearch.ca, February 9, 2011).
აშშ-ს კორპორატიული მასმედია - ეკონომიკური ისტებლიშმენტის განუყოფელი ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია უოლ-სტრიტთან, ვაშინგტონის ანალიტიკურ ცენტრებთან, ბილდერბერგის ჯგუფთან და საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოსთან, მათი მეშვეობით კი მსოფლიოში ტვინების ჩარეცხვის მთავარ ცენტრთან - ტავისტოკის ინსტიტუტთან.
თავის ესეში სახელწოდებით "მმართველი კლასის ჟურნალისტები" ("Ruling Class Journalists"), 1993 წლის 30 ოქტომბრიდან Washington Post-ის ომბუდსმენი რიჩარდ ჰარვუდი გულახდილად წერდა იმის შესახებ, თუ როგორ მართავენ საინფორმაციო მასმედიას გავლენიანი კერძო და ნახევრად დახურული ორგანიზაციები, როგორებიცაა, თუნდაც ბილდერბერგის კლუბი: "რედაქციული სვეტის რედაქტორი, რედაქციული სვეტის რედაქტორის მოადგილე, გამომცემელი რედაქტორი, პასუხისმგებელი რედაქტორი, რედაქტორი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში, რედაქტორი ნაციონალური პოლიტიკის სფეროში, საქმიანი და ფინანსური რედაქტორი, სხვადასხვა ავტორები, ასევე (აწ გარდაცვლილი) კეტრინ გრემი, გაზეთის მთავარი მფლობელი, წარმოადგენენ Washington Post-ს საბჭოში". მედიის ეს მძიმეწონოსნები "უბრალოდ კი არ აანალიზებენ და განმარტავენ საგარეო პოლიტიკას შეერთებული შტატებისთვის; ისინი ხელს უწყობენ მის ჩამოყალიბებას", - ასკვნის ჰარვუდი.
მედია ისტებლიშმენტს არ სთავაზობენ დამოუკიდებელ შეხედულებას ჩვენი მმართველების მოქმედებებზე, არამედ გამოდიან ელიტის რუპორებად - ამზადებენ საზოგადოებას იმისთვის, რათა მან მიიღოს "განდობილთა" ზრახვები, რომლებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მიუღწეველი იქნებოდა.
გაგრძელება იქნება.
წყარო: Даниэль Эстулин. Трансэволюция. Эпоха разрушения человека. // Книжный мир. 2015 г.
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2024 წ.
.jpg)
.jpg)