პოლიტიკა - საზოგადოებრივი წესრიგი გარყვნილ საზოგადოებასა და მოდერნისტულ ეკლესიაში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
საზოგადოებრივი წესრიგი გარყვნილ საზოგადოებასა და მოდერნისტულ ეკლესიაში
საკანონმდებლო სტომაქი
ქრისტიანი გონებით წარსდგება ღმრთის წინაშე. მაგრამ, ამავდროულად, ის იმყოფება საზოგადოებასა და ეკლესიაში.
 
ნორმალურ, ქრისტიანულ სახელმწიფოში წესრიგი შედგება კარგი და ცუდი ადამიანებისგან. ის შედგებოდა მართლმადიდებელთა და მაჰმადიანთაგან, სქიზმატიკოსთა და სხვა სარწმუნოების მქონეთაგან, სადაც ყოველს მიჩენილი ჰქონდა თავისი ადგილი.
 
გარყვნილ საზოგადოებასა და ეკლესიაში, თუკი მასში გამოჩნდებიან მოდერნისტები, უცებ ჩნდება კითხვა ქრისტიანის ადგილთან დაკავშირებით.
 
ასეთ საზოგადოებაში, - მაგალითად, როგორიც ჩვენშია, - მიმდინარეობს ომი. მშვიდობა არ არის, არამედ განხეთქილება, გადაულახავი უფსკრული კარგსა და ცუდს შორის.
 
გარყვნილი საზოგადოება და მოდერნისტული ეკლესია ელტვიან მშვიდობას. რას ნიშნავს ეს?
 
მიდის ომი, ყველა ყველას წინააღმდეგ, მაგრამ ამ ომზე რევოლუციონერები აგებენ ახალ წესრიგს. ყინავენ ჭაობს, ასე ვთქვათ...
 
 
ქრისტიანი მხარს უჭერს საზოგადოებრივ წესრიგს
 
ისიც ხომ ელტვის მშვიდობას და წესრიგს. თავისი სულიერი და მორალური ბუნებით ის
 
    • ბრწყინვალე მოქალაქეა.
    • ეკლესიის ყველაზე მორჩილი და ერთგული წევრია.
 
ის მხარს უჭერს ერთობას და არა ომებს. მაგრამ ჭეშმარიტებისადმი ერთგულება მას გარყვნილი საზოგადოების მტრად ხდის. ამიტომ მას ყველგან ნგრევა მოაქვს:
 
    • ცრუ სამყაროში მას შემოაქვს განხეთქილება;
    • მოჩვენებით წესრიგში შემოაქვს უწესივრობა.
 
სანიმუშოდ ავიღოთ ეკუმენიზმი. რა არის ეს - ლტოლვა მშვიდობისკენ? უეჭველად, მაგრამ ქრისტიანი გამოდის ეკუმენიზმის წინააღმდეგ, და ამიტომაც არამშვიდობისმოყვარედ გამოიყურება. "როგორ, თქვენ სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანთა შორის მტრობას ემხრობით? განა თქვენ გსურთ რასული და რელიგიური ქაოსი?"
 
დააკვირდით, რა გამოდის: ადამიანები - მოჩვენებითად თუ გულწრფელად - ცდილობენ ომის შეწყვეტას გარყვნილ საზოგადოებაში:
 
    • თვალთმაქცებს ესმით, რომ ეს შეუძლებელია. ისინი მატყუარები, იდეოლოგები, პირმოთნეები და აფერისტები არიან ისევე, როგორც ჩვენი ეკუმენისტები. მათ ყველამ კარგად უწყიან, რომ არსებობს დაუოკებელი მტრობა სხვადასხვა სარწმუნოებებს შორის, და მაინც ისეთ სახეს იღებენ, თითქოსდა მათ შესარიგებლად მუშაობდნენ, სინამდვილეში კი ამ ომს კიდევ უფრო ამძაფრებენ.
    • უმეტესობამ კი არ იცის, რომ მშვიდობა და წესრიგი უკვე აღარ არსებობს. ისინი დიდი თუ მცირე გატაცებით მხარს უჭერენ მცირე წესრიგს, მონაწილეობენ პროფესიონალ შემრიგებელთა ძალისხმევებში.
 
ქრისტიანი კი არ არის თვალთმაქცი და არ ცდება. მან იცის საგანთა ჭეშმარიტი მდგომარეობა, როგორც საზოგადოებაში, ასევე ეკლესიაში.
 
 
მოვიდა ქრისტიანი და ყველაფერი დაანგრია...
 
და მაშინ ის დგება დილემის წინაშე: მან უნდა შეინარჩუნოს ერთგულება ჭეშმარიტებისადმი, მაგრამ ამით მხოლოდ ტანჯვას აყენებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც, ანგრევს დროებით, თუნდაც ყალბ წესრიგს. თავისი მტრობით (სიცრუისადმი) ის აცთუნებს გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც შეცბუნებულნი არიან ქრისტიანის "უწესივრო" ქცევით.
 
არადა, რა კარგი იყო ადრე, ყველაფერი შეთანაწყობილად იყო. ამ დროს მოვიდა ქრისტიანი და ყველაფერი დაანგრია...
 
ბლეზ პასკალის შემთხვევაში საკითხი ასე იდგა:
 
"როგორ შევუთანაწყოთ პაპისადმი ერთგულება იმას, რომ პაპს უყვარს იეზუიტები?"
 
ეს რთული მდგომარეობაა, და მის გადასაწყვეტად პასკალმა ბევრი რამ გააკეთა. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ ვპოულობთ ლეიბნიცთან.
 
რას ამბობს ლეიბნიცი?
 
მცირე - ყალბი - წესრიგი ეკლესიასა და საზოგადოებაში შეიძლება დამყარდეს, თუ არ იქნება ქრისტიანი. ცრუ წესრიგი მტკიცე იქნებოდა, ჭეშმარიტებისადმი ერთგული ადამიანები რომ არ არსებობდნენ. თუნდაც უძლურნი, შეუმჩნეველნი, მაგრამ ქრისტესადმი ერთგულნი.
 
იდეოლოგებმა და მოდერნისტებმა - თვალთმაქცებმა, რომლებზეც ვსაუბრობდით, - ეს იციან და ცდილობენ ამ ამოცანის გადაწყვეტას: რაღაც უნდა მოვუხერხოთ ქრისტიანებს, ისინი სადღაც უნდა გადავხვეწოთ.
 
მაგრამ ეს შეუსრულებელი ამოცანაა. ყოველი ძალისხმევისდა მიუხედავად, ქრისტიანები არსებობენ, და მათ მხარეზეა თვით ღმერთი.
 
მაშასადამე, ანტისახელმწიფოს და რეფორმირებადი ეკლესიის მცირე წესრიგი არა მარტო ყალბია, არამედ მყიფეც. ხოლო თვალთმაქცების ყოველი მცდელობა ფუჭი.
 
წყარო: antimodern.ru
Назад к содержимому