პოლიტიკა - რა არის დიადი გადატვირთვა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
რა არის დიადი გადატვირთვა?

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაუფარავი პროპაგანდისტული ვიდეო
გლობალური გადატვირთვა
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ამასწინათ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც პროპაგანდას უწევს "დიად გადატვირთვას" (ინგლ.: Great reset), ამავდროულად განიხილავენ მის ირგვლივ არსებულ შეთქმულების თეორიას. შედეგი: უცნაური ორუელისეული ვიდეო, რომელიც ჩვენთვის ცნობილი კაპიტალიზმის სიკვდილს იუწყება.
გლობალური გადატვირთვა
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ამასწინათ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც პროპაგანდას უწევს "დიად გადატვირთვას" (ინგლ.: Great reset), ამავდროულად განიხილავენ მის ირგვლივ არსებულ შეთქმულების თეორიას. შედეგი: უცნაური ორუელისეული ვიდეო, რომელიც ჩვენთვის ცნობილი კაპიტალიზმის სიკვდილს იუწყება.
 
ვიდეო "რას წარმოადგენს დიადი გადატვირთვა" პიარის (პროპაგანდის) უცნაური ნიმუშია. ერთი შეხედვით გვამშვიდებენ: "ნუ ღელავთ დიად გადატვირთვაზე, რადგან თქვენ ყველანი ძალზედ გვიყვარხართ". მაგრამ ამ ყალბი სიტყვებისა და მძლავრი სიმბოლიზმის მიღმა ადამიანთა უმრავლესობა იღებს გზავნილს: "ჩვენ ამას გავაკეთებთ... მიუხედავად იმისა, მოგეწონებათ ეს თუ არა".
 
მლიქვნელური ტონითა და უსიამოვნო ფორმულირებებით, ვიდეო ძირითადად გვიჩვენებს, თუ როგორი მედიდურობით ელაპარაკება ელიტა რიგით ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მის გეგმებში დაეჭვებას ბედავს.
 
ამ ვიდეოს მიზანი დიადი გადატვირთვის გარშემო არსებული ეჭვების გაფანტვა თუ იყო, მაშინ ის სრულიად ჩაიფუშა. მტკიცებულება: YouTube-ზე კომენტარების 99,9% ნეგატიურია. აი რამოდენიმე მაგალითი:




აი ვიდეოც:
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/uPYx12xJFUQ" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ეს ვიდეო მნიშვნელოვანია და მისი კომენტირება საჭიროა რამოდენიმე მიზეზის გამო:
 
ჯერ-ერთი, ის მომზადდა თვით მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (მეფ) (WEF - World Economic Forum) მოამზადა. როგორც სხვა მრავალ სტატიაში იყო მითითებული, WEF-ი იმ არადემოკრატიულ ელიტურ ორგანიზაციათა შორის ერთ-ერთია, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას გლობალურ დონეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი WEF-ი გამოუშვებს ვიდეოს რაღაცასთან დაკავშირებით, მას ამის განხორციელების შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია. ფაქტობრივად, ეს ყოველივე უკვე ხორციელდება.
 
მეორეც, ეს სასიამოვნო ვიდეორგოლი როდია, როგორც, მაგალითად, "მოდი ერთად ვებრძოლოთ პანდემიას". ის ფაქტობრივად "ჩვენთვის ცნობილი კაპიტალიზმის სიკვდილს იუწყება", ის გვამცნებს ისტორიული და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გლობალურ დონეზე. ის ახალ მსოფლიო წესრიგს აცხადებს.
 
იხილეთ როგორ აღწერა ახლავს ამ ვიდეოს YouTube-ზე: "პანდემიამ მსოფლიო რადიკალურად შეცვალა, ის უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო; ვმუშაობთ რა აღდგენაზე, მოქმედებები, რომლებსაც დღეს მივმართავთ, განსაზღვრავს ჩვენს თაობას. აი რატომ მოუწოდებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კაპიტალიზმის ახალი ფორმისკენ, რომელიც ადამიანებს მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზე დააყენებს, რადგან COVID-19-ის შემდეგ ჩვენ ერთად შევიკრიბებით, მსოფლიოს აღსადგენად".

ამ აღწერის პირველი წინადადება გვამცნობს პირველ ყოვლისმომცველ უწყებას: პანდემიამ გაანადგურა მსოფლიო და ელიტა ამის გამოსწორებას აპირებს.
 
მაგრამ ამ აღწერაში არის ერთი აშკარა გაყალბება: მსოფლიო რადიკალურად თვით პანდემიამ კი არ შეცვალა, არამედ რეაქციამ მასზე. და ეს პასუხი ნაკარნახევია თვით იმ ელიტის მიერ, რომელიც ახლა დიად გადატვირთვაზე ლექციებს გვიკითხავს.
 
მართლაც, იმის ნაცვლად პანდემიასთან ბრძოლა დაბალანსებულად და მიზანმიმართულად წარმოებულიყო, რომელიც მართლაც რისკის ჯგუფებში მყოფ ადამიანებზე იქნებოდა ორიენტირებული, ელიტამ მცირე და საშუალო საწარმოების თვეობით დახურვა მოითხოვა, რითაც მილიონობით სამუშაო ადგილი გააუქმას. ამასთან, ელიტის საკუთრებაში მყოფი მეგაკორპორაციებს ეს პროცესი არ შეხებია.
 
იმის შემდეგ, რაც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ახრჩობდნენ მასებს, WEF-ი აცხადებს, რომ სისტემა განადგურდა. მაგრამ არ აცხადებს იმას, რომ ეს სისტემა თვითონ გაანადგურეს. ხოლო იქამდე, სანამ ამას იზამდნენ, ჩვენ ფაქტობრივად ეკონომიკის ყველაზე ხანგრძლივი აღდგენის პროცესში ვიყავით. მე არ ვამბობ, რომ კაპიტალიზმის, როგორც ჩვენ ის ვიცით, სრულყოფილია. მაგრამ ჩვენ გვთავაზობენ "პრობლემის გადაჭრას", რომლებიც მათ სპეციალურად შექმნეს. მოკლედ: იწყება ქაოსის მოწესრიგება.


ნიღაბი შენს სახეზე
 
ჩვეულებისამებრ PR-ძალისხმევები ლამაზი სიტყვებისა და უაზრო წინადადებების მიღმა მალავენ თავიანთ ჭეშმარიტი ზრახვებს. ეს უდავო სინამდვილეა. რა თქმა უნდა, ყოველივე უნდა დაიწყოს ელიტის გააფთრებული მონდომებით მსოფლიოს ნიღაბი ააცვას.
გლობალური გადატვირთვა
ვიდეოს დასაწყისში ჩვენ ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც პირბადეებს (ნიღბებს) ნახევრად-რიტუალური სახით ატარებენ: ეს ელიტისადმი მორჩილების ნიშანია.
 
 
შემდეგ გვესმის, თუ როგორ აღწერს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი პანდემიას, როგორც "შესაძლებლობას".
გლობალური გადატვირთვა
უცნაურ კადრში, რომელიც მოიცავს მასობრივ სავსემთვარეობას, გუტიერესი ლაპარაკობს "იმედზე", რომელიც ვაქცინებს მოაქვთ. ის ასევ ამატებს: "პლანეტისთვის არ არსებობს ვაქცინა, ბუნებას დახმარება სჭირდება". სხვა სიტყვებით: თუკი ისტერია, რომელიც COVID-ს უკავშირდება ოდესმე ჩაცხრება, ის დაუყოვნებლივ შეიცვლება გლობალური დათბობის ისტერიით.
გლობალური გადატვირთვა
შემდეგ ვიდეო წარმოგვიდგენს შენობის ნგრევას, მთხრობელი გვამცნობს: "როდესაც ყვეალფერი ინგრევა, ჩვენ, ადრინდელთან შედარებით, შეგვიძლია მსოფლიო წარმოუდგენლად შევცვალოთ". ეს მძლავრი, ქვეცნობიერი სიმბოლოები გახლავთ.

ზემოთაღწერილი შენობისგან განსხვავებით, მსოფლიო თითქმის კონტროლირებად განადგურებას ექვემდებარება და ამ განადგურების დინამიტიც თვითონ ჩადეს. რისთვის?
გლობალური გადატვირთვა
შემდეგ მთხრობელი ამბობს: "აი რატომ მოუწოდებს მრავალი დიადი გადატვირთვისკენ"
 
არავინ (ელიტის გარდა) დიადი გადატვირთვისკენ არ მოუწოდებს. ყველანი (ელიტის გარდა) მოუწოდებენ თავისუფლების სრული აღდგენისკენ. შემდეგ მთხრობელი უცნაური ფორმით გვიყვება იმას, რომ დიადი გადატვირთვა თითქოსდა შეთქმულების თეორიას წააგავს. "დიადი გადატვირთვა? ეს უფრო იმ მოდურ სიტყვას წააგავს, რომლის მიხედვითაც ის თითქოსდა მსოფლიო ბატონობის ამაზრზენ გეგმას მალავს".
 
ამ სიტყვების წარმოთქმისას კადრებში მძლავრი სიმბოლოები აისახება.
გლობალური გადატვირთვა
მართალია ეს გამოსახულება მოწოდებულია დასცინოს დიადი გადატვირთვის თეორიას, სინამდვილეში ის შეფარდებითი სიზუსტით გამოხატავს იმას, რასაც მიაღწია დიადმა გადატვირთვამ: ელიტის ხელი, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკა ძაფებით უჭირავს.
გლობალური გადატვირთვა
შემდეგ კადრში მოდის ფეიკური გაზეთი სათაურით: "გლობალური ელიტის გეგმა თქვენი მომავლისთვის"
 
 
და კვლავ, ეს სათაური თუმც კრიტიკისთვის არის განკუთვნილი, ის ასევე ქვეცნობიერად ასიმილირდება მაყურებელთან. ამ ფეიკური სტატიის სინაარსი საკმაოდ საყურადღებოა:
 
დიადი გადატვირთვა კარგად არის დოკუმენტირებული.
 
დიადი გადატვირთვა ეწოდა შეთქმულების თეორიას, და მისი ზოგიერთი ნაწილი ჟღერს კიდეც, როგორც შეთქმულების თეორია, მაგრამ ყველაფერი, რაც კი ჩვენ ვიცით მის შესახებ, თვით გლობალური ელიტისგან მოდის, რომლებიც საკმაოდ ღიად მსჯელობენ ამ საგანზე.
 
"ეს შეთქმულების თეორია როდია, ეს არის კარგად დოკუმენტირებული მოძრაობა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის", - ლაპარაკობს ჯასტინ ჰასკინსი, ჰარტლენტის ინსტიტუტის რედაქტორული დირექტორი და წამყვანი ავტორიტეტი დიადი გადატვირთვის საკითხში, "არსებითად, ეს არის ფაქტობრივად ყველაფრის რადიკალური და სრული ტრანსფორმირება, ყველაფრისა, რასაც კი ჩვენს საზოგადოებაში ვაკეთებთ, - ამატებს ჰასკინსი, - ეს შეცვლის ბიზნესის შეფასების მეთოდს, ეს აიძულებს ბიზნეს მისდიოს ფარულ მიზეზებს".
 
"დიადი გადატვირთვა" წარმოდგენილ იქნა დავოსის (შვეიცარია) მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც მსოფლიო პრობლემების გადასაწყვეტად იკრიბებიან მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები. მათ განაცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემია წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას შეიცვალოს მსოფლიოს ცხოვრება".
 
COVID-19-ის პანდემია არის სწორედ ყველაფრის შეცვლის "შესაძლებლობა".
 
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვიდეო გვაფრთხილებს: "პირდაპირ ახლა ჩვენ ვაწყდებით საერთაშორისო მასშტაბის კრიზისს. ეს ჩვენზე გრძელვადიან გავლენას მოახდენს".
 
მათი გეგმა - გლობალური სოციალიზმია. იფირეთ ახალ მწვანე კურსზე COVID-19-ის იზოლაციასთან შეხამებაში და დაუმატეთ მას ე. წ. მეოთხე საწარმოო რევოლუცია, რომელშიც ტექნოლოგიები რადიკალურად შეცვლიან თქვენს ცხოვრებას.
 
ჰასკინსი ამბობს: "ელიტები, საზოგადოების ტექნოკრატები, ყველაზე განათლებული ადამიანები ხედავენ საზოგადოების გაკონტროლებისა და მისი მანიპულირების შესაძლებლობას; საზოგადოებაში მათ ხელთ უპყრიათ ის ბერკეტები, რითაც მართავენ მათ ცნობიერებას".
 
როგორც ხედავთ, ამ გაზეთის შინაარსი ბოდვა როდია. მასში ნახსენებია მკვლევარი ჯასტინ ჰასკინსი ჰარტლენდის ინსტიტუტიდან, ნამდვილი ანალიტიკური ცენტრიდან, რომელიც დიადი გადატვირთვის მასშტაბურ შედეგებზე გვაფრთხილებდა.
გლობალური გადატვირთვა
ამის შემდეგ ვიდეო რგოლში ვხედავთ კლასიკურ სცენას ფილმიდან "ისინი ცხოვრობენ"

 
 
ამგვარად, ვიდეო არიარებს, რომ დიადი გადატვირთვა ჟღერს როგორც მასობრივი შეთქმულების თეორია, რომლის მიზანია COVID-19 გამოყენება გლობალური სოციალიზმის დასამყარებლად. შემდეგ, იმის ნაცვლად, გაფანტოს ეს შეხედულება, ვიდეო ფაქტობრივად მას ადასტურებს.
 
დიქტორი ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკნომიკური ფორუმი მოწოდებულია "გააერთიანოს ადამიანები". ის ამბობს: "მიუხედავად იმის, ვინ იქნებიან ესენი: პოლიტიკოსები თუ გენერალური დირექტორები, მეცნიერები თუ აქტივისტები, თქვენ, ჩვენ, ყველანი ადამიანთა გაერთიანებისკენ მივისწრაფვით".
 
მიიწვიეს თუ არა რომელიმე თქვენგანი WEF-ის სხდომებზე? არა, არავინ. მათ საერთოდ არ სურთ თქვენი გარეთ გამოსვლა.
გლობალური გადატვირთვა
ადამიანთა "გაერთიანების" საილუსტრაციოდ, ვიდეო აჩვენებს გავლენიანი ადამიანების კოლაჟს (იმ პაიკებისას, რომლებიც ელიტას ეკუთვნიან და მის ყურმოჭრილ მონებს წარმოადგენენ).
გლობალური გადატვირთვა
კადრში ჩნდება გამოსახულება, რომელიც მოგვაგონებს ჟურნალ "ეკონომისტის" 2015 წლის ნომერს მსოფლიო ელიტის ფიგურებით
 
 
შემდეგ, პანდემიაზე და გლობალურ დათბობაზე დაყრდნობით, ვიდეო საკმაოდ ექსტრემალური ხდება.
გლობალური გადატვირთვა
ვიდეოში ნათქვამი: "კაპიტალიზმი, როგორც მას ვიცნობდით, მოკვდა". ეს ვითარება რომ ჩვენთვის განემარტათ, ვიდეოს შემქმნელებმა ბუკვალურად გამოსახეს საფლავის ქვა წარწერით: Capitalism RIP 2020 (კაპიტალიზმის გარდაცვალება 2020).
  
ამ ვიდეოში დაახლოებით 23-ე წამამდე მიმართავდნენ კრიტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დიადი გადატვირთვა ეს გლობალური სოციალიზმის დამყარებაა. შემდეგ ის უცებ აჩვენებს საფლავის ქვას წარწერით "კაპიტალიზმის გარდაცვალება 2020"... და კვლავ მძლავრი სიმბოლოები ...
  
შემდეგ ვიდეო გვაცნობს "დაინტერესებულ პირთა კაპიტალიზმს" - სისტემას, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის ბიზნესისა და ეკონომიკის ფუნქციონირებას.
  
"სწორედ ამ მიზეზით ლაპარაკობს ფორუმი ე. წ. დაინტერესებულ პირთა კაპიტალიზმზე, რომელიც ბიზნესს განაყენებს უბრალო მოგებისგან, რადგან, ჩვენ თუ ჩვენი აღდგენის მიმართულების შეცვლა გვსურს, ახალი ეკონომიკისთვის უფრო საინფორმაციო პანელი გვჭირდება. და ამან მთელი პლანეტის მოსახლეობა უნდა მოიცვას, უნდა დაიწყოს გაფურჩქვნა და ინსტიტუტების ჩამოყალიბება".
იმ დროს, როდესაც კაპიტალიზმი დაფუძნებულია მოთხოვნილებისა და შეთავაზების თვითრეგულირებად სისტემაზე, დიადი გადატვირთვა ისწრაფვის ახალი პარამეტრების დახმარებით მოახდინოს ბიზნესის შეფასების განსაზღვრების შეცვლა. მათგან მთავარია: ბიზნესი შეესაბამებოდეს ელიტის სოციალურ-პოლიტიკურ ინტერესებს.
 
ამის შემდეგ დიქტორი წარმოთქვამს იდუმალ ფრაზას: "მთელი საქმე იმაშია, რათა საჭირო დროს საჭირო ადამიანები მიყვანილ იქნან საჭირო ადგილას".
 
მართალია, ვიდეო არ განმარტავს, თუ რას ნიშნავს ეს წინადადება რეალურ ცხოვრებისეულ ვითარებებში, მაგრამ მისი შედეგები საკმაოდ შემაშფოთებელია. იმის ნაცვლად, წარმატებულ ადამიანებს და წარმოებებს მიეცეთ ორგანული ზრდის შესაძლებლობა, ელიტის სისტემა მათ ხელს შეუშლის და შეეცდება თავისი პროგრამის შესაბამისად "საჭირო დროს საჭირო ადამიანები მიიყვანოს საჭირო ადგილას". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემა ფალსიფიცირებული იქნება, და დღის უფრო ფართო წესრიგი ახალ ეკონომიკაში სავალდებულო გახდება.
 
 
ვიდეო მთავრდება მაყურებლისადმი მოწოდებით მონაწილეობა მიიღოს ყოველივე ამაში. მაგრამ, სინამდვილეში, თქვენ, რა თქმა უნდა, არავინ გიწვევთ WEF-ის სხდომებზე. სინამდვილეში მათ სურთ პირი მოკეტოთ, აიფაროთ პირბადე და სახლში გამოიკეტოთ.
 
 
დასკვნა
 
თუკი დავათვალიერებთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ YouTube-ზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ვიდეოს, ადვილად შევნიშნავთ საერთო ნიშნულს: 1. შეაშინეთ ადამიანები კატასტროფული უბედურებებით (ეს ვიდეო ეძღვნება COVID-ს და გლობალურ დათბობას). 2. წარმოადგინეთ რადიკალური გადაწყვეტილება, რომელშიც მონაწილეობს არადემოკრატიული ელიტა, რომელიც მსოფლიოს არეგულირებს.
 
დიადი გადატვირთვის გასამართლებლად WEF-ი ახსენებს "ეკონომიკურ დისპროპორციას", რომელიც COVID-19-მა გამოიწვია. თუმცა ეს დისპროპორციები გამოწვეულია ეკნომიკის მკვლელი პოლიტიკით, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კარნახობს - კიდევ ერთი ელიტური ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვანწილად არის დაფინანსებული ჩინეთისგან. მიიღეს რა მასობრივი ბლოკირებები, მათ იცოდნენ, თუ რა მოხდებოდა. მათ შექმნეს ქაოსი, ახლა კი სურთ წესრიგის დამყარება.
 
ყოველივე ამის მიუხედავად, რეალური პრობლემა - ეს თავისუფლებაა. თავისუფალი ბაზარი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს შექმნას ბიზნესი და ამით სარჩო-საბადებელი მოიპოვოს. და სანამ ასეთი მოთხოვნილება არსებობს, ბიზნესი შეიძლება გაიზარდოს, და ყველა მისი მონაწილე აყვავდება. თავისუფალი მეწარმეობა - ეს არის თავისუფლების ვექტორი, რომელიც წარმატებულ ადამიანებს აძლევს კომფორულად ცხოვრების შესაძლებლობას, მიუხედავად მათი სოციალური და პოლიტიკური კუთვნილებისა.
 
"დიადი გადატვირთვა" ცდილობს თავისუფლების ამ ვექტორის გადამტვრევას, და თავისუფალ ბაზარში შემოაქვს სოციალური და პოლიტიკური კომპონენტები. თუ ვინმე არ დაემორჩილება, წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის ნაცვლად ისინი "საჭირო დროს საჭირო ადამიანს დააყენებენ საჭირო ადგილზე".
 
 
წყარო: vigilantcitizen.com
Назад к содержимому