პოლიტიკა - ანატოლი ვასერმანი: ომი უკვე მიმდინარეობს, წინ კი გართულება გველოდება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
ანატოლი ვასერმანი: ომი უკვე მიმდინარეობს, წინ კი გართულება გველოდება
 მესამე მსოფლიო ომი
ანატოლი ალექსანდრეს ძე ვასერმანი (უკრ. დაიბ. 1952 წ. ოდესა, უკრ.) - უკრაინელი და რუსი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ტელეწამყვანი, პოლიტიკური კონსულტანტი, ინტელექტუალური ტელეთამაშების მონაწილე და მრავალგზის გამარჯვებული. რუსეთის მოქალაქე 2016 წ-ის 27 იანვრიდან (https://ru.wikipedia.org/wiki/ Вассерман,_Анатолий_Александрович).
კორონავირუსმა ომი ჩაანაცვლა ან კორონავირუსი ომამდე მიგვიყვანს - ეს არის ამ ბოლო დროს მომავლის პროგნოზირებისადმი ორგვარი პოპულარული მიდგომა.
 
ანატოლი ვასერმანმა ახლახან განაცხადა, რომ ამჯერად "მეორე დიდი დეპრესია", რომლის ნიშნები ჯერ კიდევ ათი წლის წინ იყო შესამჩნევი, კორონავირუსის გამო მეორე დონეზე გადავიდა. წინ - დოლარის გაუფასურება და პლანეტარული მასშტაბის ჰიპერინფლაციაა. პირამიდა, რომელსაც მსოფლიო წლების განმავლობაში აშენებდა, უნდა დაინგრეს; ამ პროცესის გამშვები მექანიზმი კი სწორედ კორონავირუსი გახდა. ახლა, როგორც წესი, გლობალურ კრიზისს გლობალური კონფლიქტი უნდა მოჰყვეს. ადრე ვარაუდს იმის შესახებ, რომ დიდი კონფლიქტი მოსალოდნელია ევროპაში მაქსიმ შევჩენკოც (1) დაეთანხმა.

______________
 
1.  მაქსიმე ლეონარდის ძე შევჩენკო (დაიბ. 1966 წ. 22 თებ. მოსკოვი) - რუსი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და საზოგადოებრივი მოღვაწე. 2018 წლის 9 სექტემბრიდან ვლადიმირის ოლქის საკანონმდებლო კრების VII მოწვევის დეპუტატი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული საბჭოს წევრი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის დარგში (2020 – 2018). რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის მეორე და მესამე შემადგენლობის წევრი (2008-2012) (https://ru.wikipedia.org/wiki/Шевченко,_Максим_Леонардович).
 
______________

როგორც "თავისუფალი პრესა" ("Свободная пресса") გვამცნობს, ანატოლი ვასერმანის თქმით ოდითგანვე ცნობილია, რომ საშინაო პრობლემებისგან თავის დაცვა ყველაზე ადვილია საგარეო პრობლემების შქმნით. - ომი უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს და მეტიც, ის უკვე ათწლეულებს ითვლის. სხვა საქმეა, რომ დიდმა სახელმწიფებმა ისწავლეს ომების ბინებივით გაცვლა: ერთ დიდის გადაცვლა სხვადასხვა რაიონის მრავალ მცირეში. ახლა ცივი ომია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოსდა ის უსაფრთხო ფორმატში მიმდინარეობდეს. მივა თუ არა იგი ცხელ ფაზამდე - უცნობია. ჩემი აზრით, ომი გამძაფრდება სწორედ დღევანდელ ეკონომიკურ ფორმატში. მაგრამ ვფიქრობ ამისგან საშეღავათოს არაფერს უნდა ველოდეთ.

პუბლიცისტის აზრით, უახლოეს დროს მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთის კამპანიის გაგრძელება. იქნება სხვა გართულებებიც, მაგრამ კონკრეტულად როგორი - ამ მომენტში ძნელი სათქმელია.

ვასერმანმა ასევე ყურადღება მიაქცია იმას, რომ დღევანდელი ლიბერალური თეორიების კაცთმოძულეობრივი ნაწილის ჩარჩოებში კორონავირუსი მომგებიანიც კი გახდა, რადგან, უპირველეს ყოვლისა, თავიდან იცილებს მოხუცებს, ანუ მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომლებიც ამ თეორიების თვალსაზრისით უსარგებლონი არიან.

თუმცა, ახლახან მწერალმა და ესეისტმა მაქსიმ კანტორმა განაცხადა, რომ ომი აუცილებლად უნდა ყოფილიყო და ამისთვის მრავალი მიზეზი და მინიშნებაც არსებობდა: სირიასა და უკრაინაში ფასების ომთა გართულებებიდან დაწყებული ნავთობკონფლიქტებით დამთავრებული. ომის ნაცვლად მოვიდა პანდემია, ერთი მხედრის ნაცვლად გამოცხადდა მეორე.

- მახსენდება რონალდ რეიგანის სიტყვები, რომელიც მან 1987 წლის გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა და ბრძანა, რომ კაცობრიობას სჭირდება ისეთი შერყევა, როგორიც არის უცხოპლანეტელთა შემოსევა, რათა განზე გადადოს ნაციონალისტური დავა და გაერთიანდეს. ფუტუროლოგ ალექსანდრე კონონოვის აზრით, ამგვარი გლობალური კონფლიქტი საჭიროა იმისთვის, რათა შეგნებულ იქნას, რომ ერთ ნავში ვსხედვართ, და ყველა ჩვენი კონფლიქტი არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა შეიძლება ყველას ერთად დაგვემუქროს. - დღეისთვის ამგვარი "უცხოპლანეტელების" როლს კორონავირუსი ასრულებს.

პანდემია - მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია მსოფლიო მასშტაბის მქონე საშიშროებათაგან, რომელიც მრავალია - ბიოლოგიური იქნება ეს, გეოდეზიური თუ კოსმიური.  თუმცა ყოველი ცალკეული აპოკალიპტური სცენარის რეალიზაციის ალბათობა მინიმალურია, საშიშად მათ სწორედ რაოდენობა აქცევს. ყველა მათგანს რომ დაუპირისპირდეს, კაცობრიობას გაერთიანება სჭირდება, ცივილიზაცია უნდა შეიცვალოს. სხვა საქმეა, გააკეთებს თუ არა ცივილიზაცია სწორ დასკვნას? ალექსანდრე კონონოვის აზრით - ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

- არსებობს ორი ვარიანტი, პირველი: ოპტიმისტური, რომელშიც კორონავირუსი შეასრულებს "უცხოპლანეტელთა" როლს და ყველას შეაგნებინებს ცივილიზაციის ერთობის, კაცობრიობის გაერთიანების მნიშვნელობას, რომ ყველამ უნდა ეცადოს კონფლიქტების მოგვარება და თავიდან აცილება; რომ ყველამ უნდა შეცვალოს მიდგომა ცივილიზაციის განვითარებისადმი. და მეორე: ნეგატიური - ის ვარიანტი, რომელშიც ვითარება კორონავირუსის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდება. ასე მოხდება, თუკი მიღებულ იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც დაჰყოფენ ცივილიზაციას, დაჰყოფენ კაცობრიობას და ქვეყნებს საკუთარ თავში ჩაკეტვას აიძულებენ. ამგვარ ვითარებას დღეს უკვე ვხედავთ, როდესაც, მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტი იწყებს ჩინელების ბრალდებას კორონავირუსის გავრცელებაში, ხოლო ჩინეთში პირიქით, ვირუსის გავრცელებაში ამერიკელებს ადანაშაულებს. არსებობს ნეიტრალური ვარიანტიც: ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო.

წყარო: https://news.rambler.ru/other/43885508/?utm_content=news_media&utm_medium=read_more&utm_source=copylink
Назад к содержимому