პოლიტიკა - NHL-ის მოთამაშეები პრაიდის წინააღმდეგ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
NHL-ის მოთამაშეები პრაიდის წინააღმდეგ

ავტორიტეტული მასმედიის ნეგატიური რეაქცია ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეთა უარზე ჩაიცვან Pride-ის მაისურები
მოვლენები
NHL (National Hockey League)-ის ზოგიერთმა მოთამაშემ უარი თქვა ეტარებინა ცისარტყელას დროშებიანი მაისურები, რაც საკუთარი რელიგიური მრწამსით გაამართლეს. და ყოველთვის, ჟურნალისტები ახორციელებდნენ ტოტალური ცილისწამებას ამ ჰოკეისტთა მიმართ. აი ვითარება, რომელიც ავტორიტარულ მიმართულებას იღებს.
 
ამ წელს ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (ინგლ.: NHL) რაღაც არაჯანსაღი ხდება. კვირეებია NHL-ის გუნდები "პრაიდის ღამეს" (Pride Night) ატარებენ, რათა სახელი გაუთქვან LGBTQA+ საზოგადოებას, და კვირეებია ჩნდება ახალ-ახალი დაპირისპირებები, როდესაც მასმედია ლანძღავს მოთამაშეს ამ მოთხოვნილების შეუსრულებლობის გამო.
 
დაპირისპირებათა ესკალაციისდა მიხედვით, ჩნდება ჟინიანი, ახირებული და ავტორიტარული სქემა, როდესაც მოთამაშე ან უნდა დაემორჩილოს, ან კიდევ, ზედიზედ რამოდენიმე დღის განმავლობაში, საჯაროდ გაიკიცხოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებათაგან.
 
ამ Pride Nights-ების ძირითადი საზრუნავი ასეთია: მათ სურთ NHL-ის ყველა მოთამაშემ ისრიალოს LGBTQA+ ცისარტყელას ფერებიანი მაისურით თამაშების ან მოთელვის დროს. აიძულებენ რა მოთამაშეებს ჩაიცვან პრაიდ-მაისურები - ანუ მაისურები მათი გვარებით, და პრაიდ გაფორმებით - ეს ღონისძიებები LGBTQA+ საზოგადოებისადმი ერთგულების თავისებურ ავტორიტარულ ფიცს დაემსგავსა. და ისინი, ვინც უარს ამბობენ ატარონ ასეთი მაისურები, ავტორიტარიზმის მსხვერპლნი ხდებიან. კერძოდ, ეს გამოიხატება მათი რეპუტაციის შებღალვაში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან, რომელთაც ელიტა აფინანსებს.
 
იცით თუ არა თქვენ, რომ კომუნისტური ჩინეთი მსგავს ტაქტიკას თავისი "კულტურული რევოლუციის" დროს მიმართავდა?
 
აი მოკლე ქრონოლოგია იმისა, რაც NHL-ში ხდება.
 
 
ივან პროვოროვი
 
დავა ივან პროვოროვთან დაიწყო იანვარში, როდესაც "ფილადელფია ფლაერზის" მცველმა თავის თანაგუნდელებთან ერთად პრაიდის მაისურით სათამაშოდ გასვლაზე უარი თქვა. კერძოდ: მოთამაშეები არენაზე უნდა გასულიყვნენ ცისარტყელას ფერებიანი მაისურებით და ასევე ყვანჭებით (клюшка), რომელზეც ცისარტყელასფერი ლენტიონები იქნებოდა შემოხვეული.


 
თამაშის შემდეგ პროვოროვს ჟურნალისტების წინაშე ახსნა-განმარტების მიცემამ მოუწია.
 
ჟურნალისტების დაკითხვაზე პროვოროვმა განმარტა, რომ ეს პრაიდული ღონისძიებები მის მართლმადიდებლურ მრწამსს ეწინააღმდეგება.
 
"მე პატივს ვცემ ყველას და ყოველი ადამიანის პიროვნულ არჩევანს. ჩემი არჩევანია - საკუთარი თავისა და სარწმუნოების ერთგულება. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც მინდა. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთბ. თუკი გაქვთ კითხვები ჰოკეისთან დაკავშირებით, გიპასუხებთ".
 
იმის ნაცვლად უგულებელეყოთ პროვოროვი და პატივი ეცათ მისი არჩევანისთვის, ჟურნალისტები და კომენტატორები მისი რეპუტაციის ტოტალურ განადგურებას შეუდგნენ.


                                               
ჰოკეისტმა ქალმა "ტვიტერში" დაწერა, რომ პროვოროვი უნდა დაესაჯათ იმისთვის, რომ მაისური არ ჩაიცვა. ეს ჯერაც თავისუფალი ქვეყანაა?

ამ სტატიაში პროვოროვის გადაწყვეტილება არ ჩაეცვა Pride-ის მაისური "დაუმორჩილებლობის დემონსტრირებად" არის შერაცხილი. ასეთი სათაურები შეგვიძლია ვნახოთ კომუნისტურ ჩინეთშიც.


 
 
თვით Flyers Nation-მაც კი,- რომელიც არის ფილადელფია ფლაერზის ოფიციალური გამოცემა, - გამოაქვეყნა სტატია პროვოროვზე თავდასხმით... რომელიც ფლაერზის წევრია.


იმ დროს, როდესაც მასმედია ცდილობდა გაენადგურებინა პროვოროვი, გამოჩნდნენ ავტორიტეტული ადამიანები, რომლებმაც ის დაიცვეს. მაგალითად, "ფლაიერზის" მწვრთნელმა ჯონ ტორტორელამ განაცხადა, რომ პატივს სცემს პროვოროვს იმისთვის, რომ საკუთარი თავის ერთგული რჩება. გრდა ამისა, პროვოროვის მაისური (ნამდვილი, და არა ცისარტყელიანი) ამ სკანდალის შემდეგ სწრაფადვე გაიყიდა.
 
მომდევნო კვირეებში NHL-ის ზოგიერთმა გუნდმა, როგორებიცაა "ნიუ-იორკ რეინჯერსი" და "მინესოტა უაილდი", Pride Night-ები გააუქმა, ალბათ იმიტომ, რომ ზოგიერთმა მოთამაშემაც არ ისურვა ამისი გაკეთება. სრულიად ცოტა ხნის წინ "ჩიკაგო ბლეჰოკსმაც" შეცვალა Pride Night-ი, და კონკრეტული მიზეზიც დაასახელა: ამან რისკის ქვეშ დააყენა რუსი მოთამაშეების ბედი პუტინის კანონების გამო, რომელიც LGBTQA+ საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.
 
იმ დროს, როდესაც მასმედია ცდილობს ამ ისტორიას მისცეს პოლიტიკური შეფერილობა (ანუ ეს, თურმე, პუტინის ბრალი ყოფილა), ამ მიმართულებას საფუძველი გამოეცალა, რადგან კანადელმა მოთამაშემ, ჯეიმს რეიმერმაც პრაიდის მაისურის ჩაცმაზე უარი თქვა.
 
 
ჯეიმს რეიმერი
 
20 მარტს ჯეიმს რეიმერმა "სან-ხოსე შარკს"-იდან უარი თქვა ეტარებინა პრაიდის მაისური და თამაშიდან გავიდა.



ჯეიმს რეიმერი

სოციალურ ქსელებში, "ზვიგენების" ("სან-ხოსე შარკს" ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც სან ხოსეს ზვიგენები - "აპოკ." რედ.) აკაუნტებში განთავსდა განცხადება:


 
რეიმერი წერდა: "ჩემი 13 წლიანი კარიერის განმავლობაში, რაც NHL-ში ვთამაშობ, ყოველთვის ქრისტიანი ვიყავი, - არა მარტო სახელწოდებით, არამედ ყოველდღიური ცხოვრებითაც. მაქვს პირადი რწმენა იესუ ქრისტესადმი, რომელიც ჯვარზე ჩემი ცოდვებისთვის მოკვდა და საპასუხოდ ჩემგან ყველა ადამიანის სიყვარულსა და მისდამი მიმდევრობას მთხოვს. ჩემს გულში არავისადმი სიძულვილი არ დევს, და მე ყოველთვის ვისწრაფვოდი პატივისცემა მქონოდა ყველას მიმართ, ვისთანაც კი შეხვედრა მიწევდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვამჯობინებ არ დავუჭირო მხარი იმას, რაც ჩემს პირად შეხედულებებს ეწინააღმდეგება, და ეფუძნება ბიბლიას, უდიდეს ავტორიტეტს ჩემს ცხოვრებაში".
 
თამაშის შემდეგ რეიმერიც ისეთივე საჯარო გაკიცხვას დაექვემდებარა მასმედიის მხრიდან, როგორსაც პროვოროვი.

კეიტ ოლბერმანმა მოუწოდა გაეძევებინათ რეიმარი იმისთვის, რომ მან ესოდენ მნიშვნელოვანი მაისური არ ჩაიცვა.

ამ სათაურში კი ნათქვამია, რომ მოთამაშეები, რომლებიც არ ჩაიცმევენ მაისურებს, "დეტალურ დაკვირვებას" იმსახურებენ. თითქმის ჩინური განკარგულებასავით ჟღერს.
 

არსებობს ბუკვალურად ასობით სტატია, რომლებიც აკრიტიკებენ რეიმერს და მის გაძევებას ითხოვენ. რატომ? იმიტომ, რომ მან უარი თქვა ეტარებინა პრაიდის ფორმიანი მაისური.
 
 
ძმები სტაალები


 
 ერიკ, ჯორდან და მარკ სტაალები
 
ორმა მოთამაშემ "ფლორიდა პანტერზ"-იდან გამოტოვეს პრაიდ მაისურებიანი თამაშები და ყველა მათგანი თავის ქრისტიანულ რწმენას დაეფუძნა. ისინი კანადელები არიან და ამიტომაც მასმედიას არ შეეძლო მათ მიმართ რუსული ვერსიები წამოეყენებინა. თუმცა ჟურნალისტებს ამან ხელი ვერ შეუშალა მათ მიმართაც საჯარო გაკიცხვის "რიტუალი" ჩაეტარებინათ და მათი რეპუტაცია დაეკნინებინათ.

     
 
ხედავთ როგორ ვითარდება "დამკვირვებლობა"?
 

 
ავტორიტარულობა
 
არის რაღაც უკიდურესად საგანგაშო ამ ვითარებაში. საქმე "ადამიანთა პოპულარიზაციაში" კი არ არის, არამედ განსაზღვრული იდეოლოგიის დაცვაშია. ეს ფარსი უცნაურად მოგვაგონებს ჩინურ კულტურულ რევოლუციას, როდესაც "იდეოლოგიის მტრებს" ამხილებდნენ და საჯაროდ კიცხავდნენ "ბრძოლის სესიებზე".
 
დეტალურად დაგეგმილი და ორგანიზებული მასობრივი სასამართლო პროცესები, საბრალდებო მიტინგები მკაფიო და გულმოდგინედ ჩამოყალიბებულ სქემებს მისდევდა. დრამატული ხერხები, ისეთები, როგორიცაა დადგმა, რეკვიზიტი, სამუშაო სცენარი, აგიტატორები და კულმინაციური მომენტები, გამოიყენებოდა აუდიტორიაზე ეფექტური ზემოქმედების მოსახდენად - კერძოდ, გაეჩაღებინათ მრისხანება მიზნობრივი ჯგუფების წინააღმდეგ და მოეხდინად აუდიტორიის მობილიზება რეჟიმის მხარდასაჭერად (Мюльхан, Клаус (2009). Уголовное правосудие в Китае: история).


 
გაკიცხვა და დახვრეტა "კონლფიქტის სესიის" დროს (1964 წ.)

 
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს შედარება გადაჭარბებულია, მაგრამ არა... ეს ასე არ არის. ფუძემდებლური პრინციპი იდენტურია: მათი გაკიცხვა, ვინც ელიტის განკარგულებებს არ ემორჩილება, რათა დანარჩენებმა ყურად იღონ და გამოავლინონ მორჩილება.
 
 
დასკვნა
 
როგორც მრავალი საზოგადოებრივი ინსტიტუტი NHL მისდევს მკაფიო მიზანმიმართულ გეგმას აღმოფხვრას და ამხილოს ისინი, ვინც არ შეესაბამება ელიტის იდეოლოგიას. ამგვარი სახით, ისინი აიძულებენ მოთამაშეებს ან დაემორჩილონ მათ მოთხოვნებს, ან დაიტანჯონ ჩინური ე. წ. "კონფლიქტის სეანსების" თანამედროვე ვერსიებით, და მოხდეს "დაუმორჩილებელთა" საჯარო გაკიცხვა და მარგინალიზაცია.


წყარო: vigilantcitizen.com

მასალა ინგლისურიდან ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому