აპოსტასია > პოლიტიკა
G6 ამზადებს ციფრულ ანგარიშსწორებას
ციფრული ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკის კარი ეს-ესაა დაიკეტება. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ცენტრალური მსოფლიო ბანკის დიდი ექვსეული - ე. წ. G6, ერთიან ციფრულ ვალუტას გამოუშვებს, რომლის შექმნაზეც დიდი ხანია მუშაობენ. ამის შესახებ მოგვითხრობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვალენტინ კატასონოვი:
"უკვე თვით ამერიკელები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ამერიკული ეკონომიკა და ფედერალური სარეზერვრო სისტემა ჰგვანან თვითმფრინავს, ასაფრენი ბილიკიდან 500 მეტრში რომ აფრინდა, მაგრამ დასაშვებად კილომეტრ ნახევარი სიგრძის ზოლი სჭირდება. პარაშუტიანი მგზავრი შეიძლება გადარჩეს, მაგრამ თავად თვითმფრინავი დაიმსხვრევა. და რაღა იქნება შემდგომ?
დღეს ცენტრალური ბანკები ამაოდ როდი განიხილავენ ისეთ, თითქოსდა ეგზოტიკურ თემას, როგორიც ციფრული ვალუტაა. სხვათა შორის, ძალიან ბევრი არასწორად უწოდებს მას კრიპტოვალუტას. არა, კრიპტოვალუტა - ეს ერთგვარი საიდუმლო, ანონიმური, არაგამჭვირვალე რამეა. ციფრული ვალუტის ემიტენტებისთვის, ანუ ცენტრალური ბანკებისთვის, ფულის ეს ერთეული უკიდურესად გამჭვირვალე უნდა გახდეს. ბლოკჩეინების მეშვეობით ისინი დააკვირდებიან ყოველი რუბლის, ყოველი დოლარის ტრაექტორიას.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამგვარი გეგმა "ბ" უკვე დიდი ხანია გააჩნიათ და აქტიურად მიმდინარეობს მისი სრულყოფა. დიდი ექვსეული, ე. წ. G6, ეს ექვსი წამყვანი ცენტრალური ბანკია: ფედერალური სარეზერვო სისტემა, ევროპის ცენტრალური ბანკი, ინგლისის ბანკი, იაპონიის ბანკი, შვეიცარიის ეროვნული ბანკი და კანადის ბანკი. ისინი კოლექტიური ციფრული ვალუტის სრულყოფაზე მუშაობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბანკებს შორის ურთიერთობა ძალზედ არაფორმალურია, მის შესახებ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით.
ამ სამი წლის განმავლობაში ვიპოვე ბუკვალურად იფორმაციის სამად სამი ნაგლეჯი, რომელიც ადასტურებს ჩემს ვერსიას იმის შესახებ, რომ ამ ცენტრალურმა ბანკებმა ურთიერთშორის სადამსჯელო შეთანხმება გააფორმეს. ანუ, ეს მოგვაგონებს იმ ფულად სისტემას, რომელიც ევროპაში XIX ს-ის შუაწლებში არსებობდა. მაშინ ასეთი ისტორია მოხდა, რამოდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ გამოუშვა ოქროს მონეტები, რომლებსაც სხვადასხვა გაფორმება და ფულადი ერთეულის სხვადასხვა სახელწოდება ჰქონდა, მაგრამ ამასთან აბსოლუტურად სტანდარტიზირებული იყო წონისა და სინჯის თვალსაზრისით.
ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ, მაგალითად, შვეიცარიულ ფრანკზე და ევროზე, შევნიშნავთ: დიახ, რა თქმა უნდა, ისინი ოდნავ "ეცეკვებიან" ერთმანეთს, მაგრამ მე, როგორც ადამიანი, რომელიც უფრო ციფრებთან ვმუშაობ, და არა ტექსტებთან, ვხედავ, რომ რხევების ეს დიაპაზონი, ეს კორიდორი ამ ექვს ცენტრალურ ბანკს ძალზედ მცირე აქვს.
გარდა ამისა, ამ ცენტრალურმა ბანკებმა თავის დროზე დადეს შეთანხმება სავალუტო სვოპის (ინგლ.: swap) შესახებ, რაც გახლავთ ვალუტის ისეთი გაცვლა, რომელიც მიმართულია ამ რხევათა ჩაქრობისკენ. სვოპებით ისინი ცდილობენ დაადაბლონ სავალუტო წყვილების ვოლატიურობა. ყოველივე ამის გარდა შექმნილია კერძო ბანკების კონსორციუმი - ევროპასა და ამერიკაში, რომლებიც უნივერსალური ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობენ.
შენიღბვის ლეგენდა ასეთია: ჩვენ ამ ციფრულ ვალუტას საკუთარი ბანკთაშორისი ოპერაციებისთვის. შიდა ურთიერთობისთვის ვქმნით.
მაგრამ, ყველა მათგანი ხომ ცენტრალური ბანკი არ არის. მაგალითად, JP Morgan Chase - ფედერალური სარეზერვო სისტემის ერთ-ერთი აქციონერია. ან, მაგალითად, ჰონკონგის და შანჰაის კორპორაციები - ეს არის ბანკი, რომელიც ინგლისის ბანკს და Deutsche bank, Santander-სა და Barclays უახლოვდება; ანუ ეს ისეთი კონსორციუმია, რომელიც ამუშავებს საკუთარ ვალუტას, რომლის ლეგალიზებაც სურს. ხოლო ფულადი ერთეულის ლეგალიზაცია რომ მოხდეს, საჭიროა მიიღო სწორედ ამ 6 ცენტრალური ბანკის თანხმობა. მათი გვერდის ავლით მათ ურთულესი სქემის აგება მოუწევთ...
ევროპის ცენტრალური ბანკი რაღაც მომენტში დაემხობა, რადგან იქ უკვე ევროების კოლოსალური რაოდენობა დაიბეჭდა... ფედერალური სარეზერვო სისტემა, იაპონიის ბანკი... მათ უკვე გამართული აქვთ ჯირითობა და მთელი საქმე იმაშია, თუ ვინ ვის გადაასწრებს.
დრომდე და ჟამამდე ხალხი უბრალოდ ამას ვერც იგრძნობს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბეჭდვითი დაზგების მთელი პროდუქცია ფინანსურ ბაზრებზე მიდის. ეკონომიკის რეალურ სექტორში არაფერი შედის, სამომხმარებლო საგნების ბაზარზეც, რომელთანაც აქვს შეხება უბრალო მოქალაქეს, ასევე არაფერი შედის.
ამიტომაც ჩნდება უცნაური და ეკონომიკის ნებისმიერი სახელმძღვანელოს საწინააღმდეგო რამ, რომლებშიც წერია, რომ სასაქონლო-ფულადი მასა დაბალანსებული უნდა იყოს. თუკი ფულადი მასა დაჩქარებულად ვითარდება, მაშინ დაიწყება ინფლაცია და ჰიპერინფლაცია. ამერიკასა და ევროპაში დღემდე ებრძვიან დეფლაციის საშიშროებას. თუ შევადარებთ, ეს წააგავს წყალსაცავს, რომელსაც მუდმივად ავსებენ. ერთხელაც კი ის სადღაც გაირღვევა და კატასტროფას გამოიწვევს. ასე იქნება ინფლაციის დროსაც, ეს ყველაფერი გამოანგრევს ეკნომიკის რეალურ სექტორს და ყველაფერს თან გაიყოლებს. სასაქონლო ბაზარზე დაიწყება ჰიპერინფლაცია, თანაც ისეთი ჰიპერინფლაცია, რომ 1920 წლის ვეიმარის რესპუბლიკა მონაგონი იქნება...
ეს კარგად ესმით გლობალისტებსაც: ადრე თუ გვიან მათი "წყალსაცავიც" გაირღვევა აქედან გამომდინარე ყველა შედეგირთურთ, და ისინი ამისთვის ემზადებიან. ეს სამზადისი კი სწორედ აბსოლუტურად უნაღდო ანგარიშსწორების სისტემასთან მიგვიყვანს.
ნაღდი ფული აღარ იქნება!
პირველად ენამ ჩინელებს უყივლა. დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვერ ვიგებდი, თუ რას გულისხმობდა ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტა...
იქნებ ეს ელექტრონული ვალუტაა? მათ ხომ უკვე ყველაფერი ისედაც ელექტრონულ ფორმაში აქვთ.
ქაღალდის ფულზე ყველაფერი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1980-იან წლებში დასრულდა და ისინი ელექტრონულ მატარებლებზე გადავიდნენ.
არა, ეს ელექტრონული ფული არ არის, ეს სწორედ ციფრული ვალუტაა.
ეს არის ის ციფრული ვალუტა, განაცხადა ჩინეთის სახალხო ბანკმა, რომელიც ნაღდ იუანს ჩაანაცვლებს. სხვებს ეს ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ მიხვედრა ადვილია. და აი ამის შემდეგ გამოჩნდება არა უბრალოდ ერთიანი მსოფლიო ციფრული ვალუტა: მთავარი ისაა, რომ ეს ვალუტა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმა იქნება. ეს ნიშნავს, რომ ამ ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკის კარიბჭე დახურება. კაცობრიობა მასში გამოკეტილი აღმოჩნდება.
მე არ ვიცი, იქნებ ხალხმა იპოვოს ამ საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცევის რაიმე შესაძლებლობა - ვთქვათ, გაცვლის შემთხვევითი ფორმები, როგორც მარქსის "კაპიტალშია" აღწერილი და სხვა. იქნებ, ადამიანებმა დაიწყონ ბარტერული გაცვლები... არ ვიცი, ჯერ-ჯერობით რაიმეს თქმა მიძნელდება.
მაგრამ, მთლიანობაში ეს წააგავს ნაბიჯებს ვითარებისკენ, რომელიც აღწერა ჯორჯ ორუელმა, სადაც დიდი ძმა ადამიანის ყოველ დაცხინკებას და ყოველ მოძრაობას აკვირდება, მის აზრებსაც კი - მას ხომ აქვს გონებრივი დანაშაულობის ცნებაც, რომელსაც ფიქრების პოლიცია აკონტროლებს..."
წყარო: newizv.rг
ფოტოსურათის წყარო: https://gestar.ru/nalichnye-ili-beznalichnye-dengi