პოლიტიკა - დანიის პარლამენტმა მიიღო კანონი იძულებითი ვაქცინაციის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
"პირველი მერცხალი" - დანიის პარლამენტმა მიიღო კანონი იძულებითი ვაქცინაციის შესახებ
ვაქცინაცია
"პირველი მერცხალი" უკვე გამოჩნდა... დანიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონი კორონავირუსისგან იძულებითი ვაქცინაციის შესახებ.

რედ. შენიშვნა: ძვირფასო ძმები და დებო იესუ ქრისტეში! დაიწყო ის, რაზეც გაფრთხილებდით. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ კორონავირუსი - ეს არის დივერსია მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ, დაახლოებით იმის მსგავსი, როგორიც იყო 9.11-ის ტერაქტი აშშ-ში. ამ კორონავირუსული ტერაქტის გამო მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქე დაკარგავს თავის ძირითად უფლებებსა და, რაც მთავარია, თავისუფლებას, რომლითაც აქამდე ასე თუ ისე სარგებლობდნენ.

ამ კორონავირუსული დივერსიის ერთ-ერთი მიზანი - პლანეტარული მასშტაბით იძულებითი ვაქცინაციის ჩატარებაა. ჩვენ უკვე ვხედავთ, მსოფლიო ანტიქრისტიანული მთავრობის დუდუკქვეშ მოცეკვავე მთავრობები და ხელისუფლებანი როგორ იღებენ შესაბამის კანონებს.

ძმანო და დანო! ეს იქნება მომაკვდინებელი ვაქცინაცია. ის უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე დედამიწაზე ცნობილი რომელიმე ვირუსი. ვისაც გულისხმაყოფა შეუძლია, გულისხმა ჰყოს!

საიტი: 3rm.info
დანიის პარლამენტმა ერთსულოვნად მიიღო კანონი საგანგებო ვითარების შესახებ, რომელიც ჯანდაცვის ორგანოებს უფლებას აძლევს ჩაატარონ ტესტირება, მკურნალობა და კარანტინი პოლიციის მხარდაჭერით.

გაძლიერებული საკარანტინო ღონისძიებებთან ერთად, კანონი ასევე უფლებას აძლევს ხელისუფლებას აიძულოს ადამიანები ჩაიტარონ ვაქცინაცია, თუმცა დღეისთვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ეს ასევე აძლევს მათ უფლებას აკრძალოს წვდომა სახელმწიფო დაწესებულებებზე, სუპარმარკეტებზე და მაღზიებზე, ასევე მოხუცთა სახელმწიფო და კერძო პანსიონატებზე, საავადმყოფოებზე, ასევე შემოიღონ შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

ეს შორს მიმავალი კანონი იმოქმედებს 2021 წლის მარტამდე, ანუ მისი ვადის ამოიწურვამდე.

Jens Elo Rytter-მა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა, განაცხადა, რომ ამგვარი ღონისძიება ბოლო 75 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. "უდავოდ, ეს ყველაზე ექსტრემალური ღონისძიებაა მეორე მსოფლიო ომის დროიდან დღემდე", - განუცხადა მან გაზეთ Jyllands-Posten-ს.

დანიის რესპუბლიკის სასამართლო კორესპოდენტმა ტრინე მარია ილსოემ განაცხადა, რომ დანიის მოქალაქეები შეიძლება გახდნენ სამართლებრივი დევნის ობიექტები, თუკი ისინი უარს იტყვიან ჯანდაცვის ორგანოთა მოთხოვნების შესრულებაზე. "ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება დაისაჯოთ, თუკი, მაგალითად, უარს იტყვით კორონავირუსის ტესტირებაზე", - თქვა მან.

ჯანდაცვის სამინისტრო ამიერიდან იმუშავებს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და დააკონკრეტებს, თუ როგორ უნდა იმუშაოს პოლიციამ ჯანდაცვის თანამდებობის პირებთან მათი მოთხოვნების შესასრულებლად.

სხვადასხვა საკარანტინო ღონისძიებებთან ერთად, კანონი ასევე უფლებას აძლევს ხელისუფლებას აიძულოს ადამიანები გაიარონ ვაქცინაცია, თუმცა დღეისთვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არსებობს.

თავიდან მთავრობას სურდა, რათა კანონს უფლება მიეცა პოლიციისთვის თავისუფლად, სასამართლოს დადგენილების გარეშე შესულიყო კერძო სახლებში, თუკი იქნებოდა ეჭვი კორონავირუსის ინფექციაზე, მაგრამ ეს იდეა პარტიებმა პარლამენტში არ მიიღეს.



წყარო: https://www.thelocal.dk
Назад к содержимому