პოლიტიკა - არეულობები აშშ-ში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
არეულობები აშშ-ში
ამბოხი
03.06.2020

დღეისთვის მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრშია აშშ-ში მიმდინარე მასობრივი უწესივრობანი. პროტესტს ამერიკელი პოლიციელების მოქმედების წინააღმდეგ აცხადებენ ევროპაშიც. როგორც ჩანს პლანეტაზე პროტესტი ერთი ცენტრიდან იგეგმება და დეტალურად ხორციელდება.

აშშ-ს რუქა ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომს ასახავს. თვით 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროსაც კი უფრო ნაკლები შტატი იყო ჩართული ბრძოლებში, ვიდრე დღეს (შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 37 შტატში - "აპოკ". რედ.). საპროტესტო მანიფესტაციები დაიწყო კანადასა და ავსტრალიაში. ინტერნეტ ქსელში არსებობს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ პროტესტები ერთი ცენტრიდან იგეგმება და დეტალურად ხორციელდება.

იმ ამერიკელ მოქალაქეთა შორის, რომლებიც ამაღელვებელ ინტერვიუებს იძლევიან და ხმამაღალ ლოზუნგებს გაჰყვირიან, ფხიზელი ამერიკელი პატრიოტები პროფესიონალურ კრისიზულ მსახიობებს ცნობენ. მათგან ინტერვიუებს იღებენ CNN და CNBC. ორგანიზატორებს შორის შემჩნეულნი არიან Open Society Institute-ы აქტივისტები, რომელიც ეკუთვნის ჯორჯ სოროსს, ასევე ამერიკულ "ანტიფას".

კომენდანტის საათი უკვე დააწესეს ქალაქებში: მინეაპოლისი, ლოს-ანჟელესი, სან-ფრანცისკო, ჩიკაგო, ატლანტა, დენვერი, ფილადელფია, პიტსბურგი, სიეტლი, მაიამი, კლივლენდი, კოლამბუსი, პორტლანდი, მილუოკი და სოლტ ლეიკ სიტი. ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ხდება. პრეზიდენტმა ნაციონალურ გვარდიას მისცა "განუსაზღვრელი უფლებამოსილებანი".



გუშინ დონალდ ტრამპმა თავის ტვიტერში განაცხადა, რომ აშშ ჯორჯ სოროსის მოძრაობა "ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს, რომელიც არსებითად არის კიდევაც ტერორისტული ორგანიზაცია. "ეს შიდა საერთაშორისო ტერორიზმია" - აცხადებს ტრამპი.

თანაც ჯორჯ სოროსმა ამ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში გააერთიანა ყველა ფემინისტი, შავკანიანი, ანარქისტი, უკიდურესი მემარცხენე, მუსლიმი და ყველა, ვინც კი მზად არის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით მიიღოს გადამწყვეტი და აგრესიული ზომები.

ორგანიზაციის უჯრედები წარმატებით მოქმედებენ არა მარტო აშშ-ში, ევროპაში მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ჰონკონგშიც კი, სადაც ბანკებში გათავდა აშშ-ს დოლარები, დემონსტრანტებს აღმოაჩნდათ ერთი და იგივე ინსტრუქციები, რომლებიც ფერადი რევოლუციების მსხვერპლ ქვეყნებშია დაფიქსირებული.

ჰონკონგის დოლარების ამერიკულზე გაცვლასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, რომელიც ჰონკონგში ხელოვნურად არის შექმნილი თითქმის არ ექვემდებარება ანალიზს. საქმე იმაშია, რომ 1974 წლიდან ჰონკონგის დოლარი მყარად იყო მიბმული ამერიკულს და მისი კურსი თითქმის არ იცვლებოდა 50 წლის განმავლობაში.

ამავდროულად, Tether-ი ბეჭდავს ახალ ასობით მილიონ USDT-ს, და ახდენს NASDAQ-ის ინდექსის მომდევნო ზრდას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ როდესაც მთელი მსოფლიო ეკონომიკა დაეცემა და აშშ გამოაცხადებს დეფოლტს საგარეო ვალებთან დაკავშირებით, გაჩერდება წარმოება და უმუშევართა რიცხვი 100%-მდე გაიზრდება. გაჩერდება ყველაფერი. დარჩება მხოლოდ NASDAQ-ი. ესეც შენი ბიტკოინი.

როგორც ჩანს, პანდემიებს და პოგრომებს ერთი და იგივე ორგანიზატორები ჰყავთ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერი. მათ სახელოებში კიდევ ბევრი მონიშნული კარტები აქვთ ჩამალული. წინ არის გლობალურ-ლოგისტიკური ჯაჭვური ნგრევით გამოწვეული შიმშილი და ფინანსური კრიზისი.

რა იქნება შემდგომ?

სიმპსონებს ხომ არ ჩავუჯდეთ, იქ ხომ ბევრი ამგვარი ამბავია ნაწინასწარმეტყველევი?!... (ეს, ნახევრად ხუმრობით - "აპოკ". რედ.).

მომზადდა ინტერნეტ წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому