უსჯულოება > ოკულტიზმი და მაგია
ბატორი: სისხლისმსმელი გრაფინია
ელიზაბეტ ბატორის ისტორია - ოკულტური ელიტის მრავალსაუკუნოვანი სადიზმი
"სისხლისმსმელ გრაფინიად" ცნობილი, ელიზაბეტ (ერჟებეტ) ბატორი თავის ციხე-სიმაგრეში იტყუებდა ახალგაზრდა გოგონებს და მათ საშინლად აწამებდა. ეს ბოროტმოქმედება შერწყმული იყო ოკულტურ რიტუალებთან. მისი ცხოვრების დოკუმენტები გვაძლევენ იშვიათ წარმოდგენას ოკულტური ელიტის ჭეშმარიტ ბუნებაზე, რომელიც დღემდე მოქმედებს. შევხედოთ ბატორის ცხოვრებას.
ელიზაბეტ ბატორი უნგრელი თავადის ქალი გახლდათ, რომელიც მე-16 საუკუნეში დაიბადა. ის იყო ლამაზი, ერუდირებული პოლიგლოტი. ბატორი მდიდრულ ციხე-სიმაგრეებში ცხოვრობდა, რადგან წარჩინებულთა წარმომავლობისა გახლდათ და მისი წინაპრები უნგრეთის სამეფოში დიდძალ მიწა-წყალს ფლობდნენ. ელიზაბეტ ბატორი პოლონეთის მეფის, სტეფან ბატორის, ლიტვის დიდი თავადისა და ტრანსილვანიის პრინცის ნათესავიც იყო. ის ქველმოქმედებას ეწეოდა ადგილობრივ გლეხთათვის, რომლებიც მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ. ერთი სიტყვით, ელიზაბეტს ყოველგვარი პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ პოპულარული ყოფილიყო.
მაგრამ შემდეგში ელიზაბეტზე გავრცელდა ხმები, რომ ჯადოქარ-ვამპირია, რომელიც იტაცებდა გოგონებს და თავის ციხე-სიმაგრეში აწამებდა. მოგვიანებით ეს ხმები დადასტურდა... ყოველივე ამას შემდეგში დაემატა სხვა ფაქტებიც. ბატორის სისასტიკე და უზნეობა იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ გაჩნდა ლეგენდები, რომლებიც დღემდე გვესმის.
ელიზაბეტ ბატორი - "სისხლისმსმელი გრაფინია" ან "გრაფინია დრაკულა" - შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც "დასავლეთის სამყაროს ყველაზე სისხლისმსმელი მკვლელი ქალბატონი". ამტკიცებენ, რომ მან მოჰკლა 600-ზე მეტი ქალწული, რათა ახალგაზრდული გარეგნობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, როგორც სჯეროდა, დაელია მათი სისხლი ან განბანილიყო მასში.
ელიზაბეტ ბატორის ცხოვრებაზე უფრო ღრმა წარმოდგენა იშვიათ შესაძლებლობას გვაძლევს შევხედოთ ოკულტური ელიტის მსოფლმხედველობას, რომელიც დღემდე უცვლელია. იმ დროს, როდესაც ეს პირქუში, მაგრამ თვალსაჩინო ისტორიები ჩვეულებისამებრ აღიხოცებიან ხოლმე ისტორიიდან ან მათ წარმოგვიდგენენ, როგორც "ლეგენდას", მაგრამ ხელუხლებლად დარჩენილი დოკუმენტაცია ბატორისა და მის დანაშაულობებზე, ასევე მის სასამართლო პროცესზე, თვალნათლივ წარმოგვიჩენენ ამ სისხლისმსმელი ქალბატონის მოქმედებებს.
ბატორი შეპყრობილი იყო სატანიზმით, ჯადოქრობით და უბრალო ადამიანებისგან სისხლის გამოწოვით. მას თვითონ არაფერი მოუგონია, რადგან ამგვარი ჩვეულებები ფართოდ იყო გავრცელებული იმდროინდელ თავად-აზნაურთა და არისტოკრატთა შორის. ამ მხრივ დღემდე არაფერი შეცვლილა.
აი ბატორის ცხოვრების რამოდენიმე შტრიხი.
ელიტური ოჯახი
ბატორის საგვარეულო გერბი. ბოროტება
ბატორი დაიბადა 1560 წელს, ტრანსილვანიაში. ის იყო ბარონ ჯორჯ ბატორისა და ბარონესა ანნა ბატორის შორის არსებული ინბრიდინგის (ჰომოგამიის) ნაყოფი. მის ოჯახში იყვნენ მეფეები, კარდინალები, რაინდები და მსაჯულები. მათ შორის იყვნენ უსასტიკესი და არანორმალური ფსიქოპათები.
ბავშვობაში ბატორი მისი ოჯახის მიერ აღსრულებული მრავალრიცხოვანი უსასტიკესი აქტის მომსწრე გახდა.
"დადიოდა ხმები, რომ მისი ოჯახის ადგილ-მამულში, ექსელში, ბატორი მომსწრე გახდა იმისა, თუ როგორ იყენებდნენ მისი ოჯახის ოფიცრები სამართლიანობის სახელით სისასტიკის ყველა ფორმას. ცხრა წლის ელიზაბეტი აკვირდებოდა, როგორ ჩააკერეს მომაკვდავ ცხენში ქურდობაში ბრალდებული ბოშა ქალი; ასევე ამბობდნენ, რომ მას ჰქონდა ეპილეფსია, რაც, შესაძლოა, ყოფილიყო ინბრიდინგის შედეგი, რამაც შემდეგ მასში მძვინვარების უკიდურესი ფორმები განავითარა" (The Toast, "Yes, We Can Now Talk About Elizabeth Báthory").
ბატორი სიყმაწვილიდანვე ბნელი ინტერესების მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ტრიალებდა.
"ბატორის მამიდა კლარაზე, წარჩინებულ ქალბატონზე, ამბობდნენ, რომ ლესბოსელი და ჯადოქარი იყო. ბიძა გატაცებული გახლდათ ალქიმიით და ეშმაკის თაყვანისცემით, ხოლო მისი ძმა უბრალო არამზადა იყო, რომლის გვერდით არც ერთი ქალი ან გოგონა თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობდა. რაც ყველაზე უარესია, ბატორის ძიძა, ბავშვობიდან მისი გამზრდელი ილონა ჯუნი ჩაძირული იყო შავი მაგიის პრაქტიკაში, რომელიც, როგორც იუწყებიან, ბავშვთა მსხვერპლშეწირვას ითხოვდა" (ibidem).
15 წლის ასაკში ბატორი ცოლად გაჰყვა ცნობილ მხედართმთავარს გრაფ ფერენც ნადაშდის. საქორწილო გარიგება "წარმატებული" გამოდგა, რადგან ორივე ცოლ-ქმარს ძლიერი სადისტური მიდრეკილებები აღმოაჩნდათ.
"ზაფხულში მსახურებს თაფლს ასხამდნენ და შემდეგ უყურებდნენ, თუ როგორ იყრიდნენ მათზე ფუტკრები. სავარაუდოდ, წამებები ამ წყვილის საერთო ინტერესი გახლდათ, და ისინი დარიგებებს ოკულტისტებისგან და სატანისტებისგან იღებდნენ" (ibidem).
დღევანდელი ელიტისგან განსხვავებით, ელიზაბეტმა იცოდა, კეთილი საქმეებით როგორ დაემალა თავისი ოჯახის ბნელი მხარეები.
"გარდა იმისა, რომ მას შეეძლო ემართა თავისი ვრცელი ტერიტორიები და დაეცვა ისინი, ელიზაბეტი ძალიან გულუხვი იყო ღარიბებისა და ღატაკებისადმი. ის ბევრ ფულს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და ხშირად გამოდიოდა გაღარიბებული ან მიუსაფარი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად... რათა გაემყარებინა თავისი ოჯახის რეპუტაცია და დაემალა მისი სატანისტური ტრადიციები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად კარგად იქცეოდა, მისი ნამდვილი სახე განმარტოვებისას აშკარავდებოდა" (ibidem).
იტყობინებიან, რომ ელიზაბეტისთვის სიამოვნების მისანიჭებლად, მისმა ქმარმა ააშენა საწამებელი საკანი, რომელიც ელიზაბეტის მოთხოვნებს ზუსტად შეესაბამებოდა. სანამ ქმარი თურქებს ეომებოდა, ელიზაბეტი შინ ბნელი საქმეებით იყო დაკავებული.
"მამიდა კლარა ხშირად სტუმრობდა თავის ძმისშვილს მის საყვარელ გართობებზე, როგორიც იყო: გაშოლტვები, ლესბიური ორგიები და სადომაზოხიზმის სხვადასხვა ფორმები. კლარას ეხმარებოდა ერთგული მსახური სახელად ტორკო, რომელმაც ლამაზმანი ერჟებეტი (ელიზაბეტი)ოკულტიზმს აზიარა და მასში მიქსოლოგიისადმი ინტერესი გააღვიძა. ერჟებეტმა ისწავლა სხვადასხვა წამლების, ნახარშების და ბანგების (ნარკოტიკები, საწამლავები - "აპოკ." რედ.) მომზადება; ქმრის არყოფნისას კი მის მრავალგვაროვან სტუმართა შორის იყვნენ თვითმარქვია ჯადოქრები, ნათელმხილველები, მოგვები, მისნები და ალქიმიკოსები" (Leslie Carol, Royal Pains).
მონსტრი
გადიოდა წლები, ელიზაბეტის ლტოლვამ სისხლისადმი შემზარავი სახე მიიღო. ახლომდებარე ქალაქების გლეხი გოგონები რეგულარულად იკარგებოდნენ, და მათ უკვე ვეღარ პოულობდნენ. ზოგიერთი მიმდობი მშობელი ელიზაბეტს თვითონ აბარებდა თავის შვილს, რადგან გრაფინიას კეთილგანწყობას ელტვოდნენ.
ბატორის ციხე-სიმაგრეში გოგონებს სენაკებში ამწყვდევდნენ და საშინლად აწამებდნენ. ტანჯვა-წამება იმდენად შემზარავი იყო, რომ მათი წარმოდგენაც კი ძნელია.
"უნგრეთში ყველა, მიუხედავად რანგისა ან სიახლოვისა, ბატორის შიშით კანკალებდა. ბატორი ჯერ კიდევ სიყმაწვილეში აწამებდა გლეხ გოგონებს. ერჟებეტი სარგებლობდა მომსახურე გოგონების უმცირესი შეცდომებითაც კი, იმიზეზებდა მას, რათა შემდეგ დაესაჯა. ერჟებეტი ხშირად იგონებდა ისეთ დავალებებს, რომელთა შესრულება თითქმის შეუძლებელი იყო, და ამას იმისთვის აკეთებდა, რომ ვინმე ეწამებინა. საყვედურები და სილის გაწნა ნებიერთათვის იყო. მაგრამ, თუ გოგონას დაბრალდებოდა ქურდობა, მაშინ მას აშიშვლებდნენ, შემდეგ კი შიშველ კანზე გავარვარებულ მონეტებს აწებებდნენ. ზოგჯერ გრაფინია უპირატესობას ანიჭებდა ორგანიკას: გოგონებს ჯერ რაიმე მოწყობილობით აწამებდნენ, შემდეგ კი ჭინჭრით ამათრახებდნენ. მაშინაც კი, როდესაც მომსახურე გოგონა კარგად იქცეოდა, ის მაინც შეიძლებოდა დღის გასართობ ობიექტად ქცეულიყო. დასახიჩრება ხშირი მეთოდი იყო ბატორის მენიუში. გოგონებს გალიაში ათავსებდნენ, რომლებიც შიდა მხრიდან წვეტიანი მეტალის შვერილებით იყო მორთული; გალია იკუმშებოდა და მასში მომწყვდეულ ადამიანს აუტანელ ტკივილებს აყენებდა, რაც ხშირად იწვევდა მტანჯველ და სისხლიან სიკვდილს. გავარვარებული მარწუხები და მაშები ხორცის ამოსაგლეჯად იყო განკუთვნილი. გოგონების სათუთ კანს გაცხელებული უთოებითაც შანთავდნენ. ერჟებეტმა სრულყო გოგონების თავის გახეთქვის ტექნიკაც: ის გახევამდე გლეჯდა პირის კიდეებს მანამ, სანამ ყელი ორად არ გაიხლიჩებოდა.
ამბობენ, რომ გრაფინია ამგვარი წამებების დროს სექსუალურ ექსტაზს აღწევდა და თავისი მსხვერპლის აგონიური ხმების გაგონებაზე ვნებიანად კიოდა. მას მოსწონდა გოგონების გაშოლტვა წინა მხრიდან, რათა თვალნათლივ ეხილა საშინელება და შეძრწუნება მსხვერპლის თვალებში. ზოგჯერ, გასართობად და გასაცინებლად, ერჟებეტი თაფლით მოთხვრიდა გოგონას, მიაბამდა ხეზე და ასე ტოვებდა მწერებისა და სიტკბოების სხვა მოყვარულთა საჯიჯგნად" (ibidem).
რკინის ქალწულით (Iron Maiden - საწამებელი იარაღი) შთაგონებულმა, ბატორიმ ააგო საკუთარი მოწყობილობა, რომელსაც რკინის უმანკოება (Iron Virgin) უწოდა.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ელიზაბეტი ახალ დონეზე გადავიდა.
"მართალია გრაფი მონაწილეობას იღებდა თავისი ცოლის სადისტურ გართობებში, თუმცა, შესაძლოა, ის ამით აკავებდა მის ფანტაზიას; როდესაც ის მოკვდა 1600-იანი წლების დასაწყისში, ელიზაბეტის სულიერი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. თავისი ყოფილი მედდის ილონა ჯუს და ადგილობრივი ჯადოქრის დოროთეა სენტეშის დახმარებით ბატორიმ დაიწყო გლეხი გოგონების მოტაცება, რათა ეწამებინა და მოეკლა ისინი. ბატორი ხშირად კბეჩდა თავისი მსხვერპლის სხეულის ნაჭრებს, ხოლო ერთი საცოდავი გოგონა აიძულა მოემზადებინა საკუთარი ხორცი და ეჭამა. როგორც ცნობილია ბატორის აზრით ადამიანის სისხლი ეხმარებოდა მას გაახალგაზრდავებასა და გამოჯანმრთელებაში" (History, Hungarian countesses’ torturous escapades are exposed).
ბატორი სიყმაწვილის დროიდან იყო შეპყრობილი თავისი გარეგნობით. როგორც ცნობილია, ის საათობით იდგა სარკის წინ და საკუთარი გარეგნობით ტკბებოდა, ამავდროულად უცნაურ შეფუცვებს ბუტბუტებდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ბატორი მაქსიმალურად ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ახალგაზრდული გარეგნობა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორმოც წელს იყო მიტანებული.
"ამიერიდან ერჟებეტმა დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ წამებებს და დასახიჩრებებს გააჩნიათ დამატებითი და ჯანსაღი სარგებლობა. ერთხელ, როდესაც ელიზაბეტი შლიდა მარგალიტებით მორთულ თავის კულულებს, ერთმა უიღბლო მსახურმა შემთხვევით მას თმა მოწიწკნა. გოგონამ ისეთი გამაბრუებელი დარტყმა მიიღო, რომ ცხვირიდან სისხლი წასკდა და ერჟებეტს ხელზე მიეცხო (ან სახეზე, თქმულების წყაროს მიხედვით). საკუთარ თავს სარკეში რომ შეხედა, ერჟებეტი დარწმუნდა, - მისი კანი ბევრად უფრო ახალგაზრდა იყო იქ, სადაც მას ქალწულის სისხლი მიეცხო.
ერთი "ტყის ჯადოქრად" ცნობილი თვითმარქვია ადგილობრივი მისანი, რომელიც თავს დარვულიას უწოდებდა (მისი ნამდვილი სახელი იყო ანნა), იმდროისთვის ერჯებეტის კოჰორტის ნაწილი გახდა. დარვულიამ შთააგონა გრაფინიას, თითქოსდა ქალწულთა სისხლში ბანაობა ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას. ამიტომ ერჟებეტი რაც შეიძლება მეტ გოგონებს იტყუებდა ჩეიტში მდებარე თავის ციხე-სიმაგრეში, ასევე სხვა სამფლობელოებშიც, მათ შორის ვენაში მდებარე სასახლეში, რათა გაახალგაზრდავების და სილამაზის შენარჩუნების მისი ახალი მეთოდი და, ამავდროულად გართობის ახალი სახეობა, უწყვეტი ყოფილიყო. ისტორიკოს მარგარეტ ნიკოლასის თქმით, დარვულია და მისი მოკავშირე მაჭანკლები (დაბერებული ქვრივები, რომელთაც კარგად უხდიდნენ მომსახურეობისთვის) მთელ რეგიონში დაძრწოდნენ და შეღამების შემდეგ ახალ-ახალ მსხვერპლს იტაცებდნენ.
ციხე-სიმაგრეებში გოგონებს სისტემატურად კლავდნენ, ხოლო მათ სისხლს სპეციალურ ჭურჭლებში აგროვებდნენ განბანვისთვის, თვით განბანვის რიტუალი იღებდა მისტიურ სახეს და დილის ოთხ საათზე ტარდებოდა" (Op cit., Carol).
თანამედროვე პოპ-ვარსკვლავის, სრულიად გაშიშვლებული კაილი ჯენერის სისხლიანი სესია. დღევანდელი ოკულტური ელიტა ელიზაბეტ ბატორისგან არაფრით განსხვავდება.
დაცემა
მართალია, ხმები იმ საშინელებათა შესახებ, რაც ბატორის ციხე-სიმაგრეში ხდებოდა განუწყვეტლივ ვრცელდებოდა, მაგრამ გლეხობა მაინც დუმილს ამჯობინებდა. მაგრამ, როდესაც ელიზაბეტმა გოგონების დაქირავება მცირე აზნაურული ოჯახებიდანაც დაიწყო, მისი აღვირახნილობა დასასრულს მიუახლოვდა.
"ელიზაბეტი სულ უფრო და უფრო გათავხედდა და თავისი კარიერის ბოლოსთვის ამაზრზენ მკვლელად ჩამოყალიბდა. ვენაში ყოფნისას, მან შეკვეთა გაუგზავნა წმიდა მარიამის ეკლესიის ცნობილ მომღერალ ილონა ჰარცს, რათა მას კერძო კონცერტი ჩაეტარებინა ბატორის ქალაქურ აპარტამენტში, რომელიც ავგუსტინელების ქუჩაზე მდებარეობდა. იმის შემდეგ გოგონა არავის უნახავს, მოწმეები კი ამტკიცებდნენ, რომ ელიზაბეტმა ის მოჰკლა, რადგან მომღერალმა შიშის ან მორიდების გამო ჯეროვნად ვერ იმღერა" (Peter Vronsky, The True Story of Elizabeth Báthory "The Blood Countess").
ხანგრძლივი პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ, რომელშიც უნგრეთის ელიტის მეფეც მონაწილეობდა, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა გადაწყდა ბატორის დაპატიმრება. მის ციხე-სიმაგრეს თავს დაესხნენ 1610 წლის საშობაო დღესასწაულების დროს. შემაძრწუნებელია ამ შტურმის ანგარიშები.
"როდესაც ზამთრის ქარიან ღამეს ციხე-სიმაგრემდე მიაღწიეს, შეამჩნიეს, რომ შესასვლელი კარი ოდნავ გაღებულიყო. მათ შეხვდა არა მსახური, არამედ ქვის ცივ იატაკზე გართხმული გვამი. სისხლის გამოშვებითა და ტანჯვით განაწამები ნახევრად გაშიშვლებული ახალგაზრდა ქალის გვამი პირველი იყო, რომელიც ჯარისკაცებმა კაჰტისის სასახლეში იპოვეს; სხვები ნახევრადმკვდრებივით იყვნენ და სასახლის ჯურღმულებში თავიანთ ხვედრს ელოდნენ. ელიზაბეტი თანამოაზრეებთან და მსახურებთან ერთად ზემოთ, საზეიმო ორგიის პროცესში იპოვეს. ის ხედავდა როგორ აპატიმრებდნენ ყველას მის ირგვლივ, თუმც თავად გათავისუფლებული იყო ამგვარი დამცირებისგან" (Op. Cit. The Toast).
ბატორი. უნგრელი მხატვრის იშტვან ჩოკის ნამუშევარი. დაახლ. 1893 წ.
ბატორის სასამართლოზე მოწმეთა და ცოცხლად დარჩენილთა ჩვენებებმა მოსამართლეები გააოგნა.
"მოწმეთა ჩვენებებმა აჩვენა, რომ მოტაცებული გოგონები სასახლის სარდაფებში ჯაჭვებით იყვნენ მიბმულნი კედელზე; მათ ჰკვებავდნენ, რადგან გრაფინია მიიჩნევდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა მათ სხეულებში სისხლის მოჭარბებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მისი მთვარეული ჯადოქრობისთვის. გოგონებს ასევე აიძულებდნენ დევიანტურ (ნორმიდან გადახრა. – "აპოკ. რედ.) სექსუალურ კავშირს მასთან. თუ ისინი რაიმე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, იმწამსვე აწამებდნენ და შესაძლოა სიკვდილითაც სჯიდნენ. მიუხედავად ამისა, ისინიც კი, ვინც წარმატებული იყო ამ საქმეში ბატორის სწყინდებოდა და სამსახურიდან უშვებდა. ზოგჯერ, გრაფინიას ახირებიდან გამომდინარე, მის საყვარელ გოგონებს ყველაზე უარესად ეპყრობოდნენ. ერთი გოგონა იძულებული გახდა საკუთარი ხელის ნაჭერი მოეგლიჯა. ზოგიერთები წვეტიანი ლურსმნებით მოფენილ პატარა გალიებში ჩაამწყვდიეს" (Op. Cit., Vronsky).
ბატორის სასახლეში ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს წიგნი, რომელშიც ჩაწერილი იყო 600-ზე მეტი მსხვერპლის სახელი. ტერიტორიის ჩხრეკის დროს, მცირე სიღრმის საფლავებიდან ვიდრე სასახლის შიდა საიდუმლო ოთახებამდე, ყველგან პოულობდნენ გვამებს.
ბატორის საწინააღმდეგოდ არსებული შეუვალი მტკიცებულებებისდა მიხედვით, ის შეფარდებითად დაინდეს. იმ დროს, როდესაც მისი თანამოაზრეები და თანამშრომლები დაუყოვნებლივ დასაჯეს და აწამეს, ბატორი არც სასამართლოზე გამოცხადებულა და არც დაუსჯიათ.
"ხელისუფლებაზე ახდენდნენ გავლენას, რათა დაეცვათ მისი პოზიცია ოჯახში, ამიტომაც ბოლოს და ბოლოს ერჟებეტ ბატორის, ოფიციალური განაჩენის გარეშე, სამუდამო შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ელიზაბეტი მოათავსეს ჩახტიცეში, საკუთარ ციხე-სიმაგრეში მდებარე მცირე ზომის ოთახებში. საკუთარ ოთახებში ჩამწყვდეულს შესასვლელები და ფანჯრები ამოუქოლეს ერთი პატარა ხვრელის გარდა, საიდანაც მას ჰაერი და საჭმელი მიეწოდებოდა" (ibidem).
ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ ელიზაბეტ ბატორი, საკუთარ სასახლეში, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბოლოთქმა
ელიზაბეტ ბატორის ისტორია თითქმის წაიშალა ისტორიიდან. ის თავისუფლად შეიძლებოდა გამხდარიყო ბელეტრიზირებული ლეგენდა, ისევე როგორც სხვა მსგავსი ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია ოკულტურ ელიტასთან. მისი სასამართლო 1611 წელს საიდუმლოდ წარმოებდა სლოვაკეთის შორეულ ქალაქში და მისმა გავლენიანმა ოჯახმა თავისი ჩანაწერები დაუყოვნებლივ გაასაიდუმლოვა. არც პრესაში გასულა რაიმე ცნობა ამის შესახებ. არც ერთ წარჩინებულ ოჯახს არ სურდა მათი სანათესაოს სამარცხვინო ამბების გასაჯაროვება. ელიზაბეტს სასამართლოზე მისვლის ნებაც კი არ დართეს. საჯარო სასამართლოს ნაცვლად ის ცოცხლად ამოქოლეს მის ერთ-ერთ შორეულ ციხე-სიმაგრეში.
ბატორის ცხოვრება და დაცემა ბევრწილ გვაგონებს მის თანამედროვე ექვივალენტს: ჯეფრი ეპშტეინს. როგორც ეპშტეინთან, ბატორისთანაც არსებობდა კავშირი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებთან; და, ეპშტეინის მსგავსად, ბატორიც სიმდიდრითა და პრესტიჟულობით აცთუნებდა ახალგაზრდა გოგონებს. მაგრამ, როგორც ეპშტეინის შემთხვევაში, ბატორიც საკმაოდ გაკადნიერდა და ხმების მისი გარყვნილების შესახებ მთელ ქვეყანას მოედო.
გაუთავებელი მოტაცებები ელიტისთვის შემაშფოთებელი გახდა, რადგან მისი ბნელი საიდუმლოებები შესაძლოა გამოაშკარავებულიყო. ამრიგად, როგორც ეპშტეინი, ასევე ბატორი ჩამწყვდეულები იყვნენ ვიდრე სიკვდილამდე, და მას არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა ერთი სიტყვაც კი ვინმესთვის მიეწვდინა. ბოლოს და ბოლოს, როგორც ეპშტეინის შემთხვევაში, ბატორის ყველა თანამოაზრეს და თანამშრომელს დადუმება აიძულეს.
ბატორის სიკვდილიდან დაახლოებით 500 წლის შემდეგ თანამედროვე ოკულტური ელიტა ადრინდელივით შეპყრობილია იმავე საშინელი პრაქტიკებით. ამას ადასტურებს მრავალრიცხოვანი სტატიები და ელიტის დოკუმენტირებული მიდრეკილება გარყვნილი, ამაზრზენი და აშკარა ბოროტებისადმი. დღევანდელი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები სავსეა შეურაცხყოფებით, სატანიზმით, კანიბალიზმით, სისხლიანი რიტუალებითა და ყველასთვის დამამცირებელი პრაქტიკებით, რომლის წარმოდგენაც კი ადამიანის ცნობიერებას ძალუძს.
ელიტის სიგიჟეს ადრე მალავდნენ, ახლა კი მისი ნორმალიზების პერიოდი დადგა.
წყარო: vigilantcitizen.com