აპოსტასია > მედიცინა
ექიმები და მეცნიერები სამედიცინო რეგულატორ EMA-ს წინააღმდეგ
ექიმები და მეცნიერები სამედიცინო რეგულატორ EMA-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საშიშროების გაიოლებაში ადანაშაულებენ
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ევროპის სამედიცინო სააგენტოს შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და მათ სამედიცინო ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიღებას აიძულებს.
ექიმები Covid-ისთვის.
2021 წლის 1 აპრილს 25 ქვეყნის ექიმებმა და მეცნიერებმა ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) გაუგზავნეს უარყოფის წერილი იმის შემდეგ, რაც მარეგულირებელმა ორგანომ უკუაგდო მათი ადრინდელი გაფრთხილება, რომ COVID-19-ის ვაქცინები იწვევდნენ სისხლის შედედებას და სისხლდენებს.
იმის შემდეგ, რაც EMA-მ 1 მარტს მიიღო მეცნიერთა ჯგუფის გამაფრთხილებელი წერილი, რომელშიც აღწერილია COVID-19-ის ვაქცინისგან სისხლის შესაძლო დაავადების რისკი, ათეულობით ქვეყანამ შეაჩერა AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელმაც სისხლის შედედებისა და სისხლდენების გამო პაციენტთა სიკვდილი გამოიწვია. სწორედ ამის შესახებ აფრთხილებდნენ EMA-ს ევროპელი ექიმები და მეცნიერები.
მიუხედავად ამისა, 23 მარტს EMA-მ უკუაგდო ჯგუფის გაფრთხილება, როგორც "უმნიშვნელო" და "იშვიათი" მოვლენა, და დაასკვნა, რომ "დადგენილ იქნა სარგებლობისა და რისკის დადებითი ბალანსი".
დღეს კი ექიმებმა და მეცნიერებმა EMA-ს მიაყენეს მორიგი დარტყმა. მათ EMA დაადანაშაულეს იმაში, რომ საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში რისკის ჭეშმარიტ პროფილთან და ვაქცინათა სარგებლიანობასთან დაკავშირებით.
"23 მარტის თქვენი პასუხი არადამაჯერებელია და მიუღებელი", - წერენ ექიმები და მეცნიერები, და აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის შემდეგ თავის ტვინის ვენების საშიში ტრომბოზის (CSVT) დარეგისტრირებული შემთხვევები, სავარაუდოდ, "წარმოადგენენ უზარმაზარი აისბერგის მხოლოდ ზედა, ხილულ ნაწილს". ისინი აცხადებენ, რომ საერთო რეაქციები ვაქცინაციაზე, მათ შორის თავის ტკივილები, გულისრევის შეგრძნებები, მხედველობის დაქვეითება და ღებინება სწორედ CSVT-ს სიმპტომებია და დაუყოვნებლივ ასეთად უნდა იქნას შეფასებული.
ჯგუფმა გააფრთხილა EMA, რომ "ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედება და სისხლდენა შეიძლება ასევე გაიზარდოს ყოველი განმეორებითი ვაქცინაციის შემდეგ, თანაც კორონავირუსის ყოველი შუალედური ზემოქმედების დროს". დროთა განმავლობაში "ეს გარემოება საშიშს გახდის როგორც განმეორებით ვაქცინაციას, ასევე ჩვეულებრივ კორონავირუსს ახალგაზრდა და ჯანმრთელ ასაკობრივ ჯგუფთათვის, რომლებისთვისაც - COVID-19-ზე აუცრელობა არ წარმოადგენს არსებით რისკს. ასეთია COVID-19-ის "ვაქცინის" რისკისა და სარგებლობის რეალური ანალიზი. აქედან გამომდინარე ან EMA-ს არ ჰყოფნის საგნობრივი გამოცდილება, რათა შეაფასოს ამ რეალობის მოლეკულარული მეცნიერება, ან მას არ ჰყოფნის სამედიცინო ეთიკა შესაბამისი საქციელისთვის".
ჯგუფმა Doctors for Covid Ethics, რომელშიც შედიან იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის პროფესორები, EMA-ს პასუხები მათ გაფრთხილებაზე შეაფასა, როგორც "არამეცნიერული", "ბუნდოვანი" და არაუტყუარი. მათ სააგენტო EMA-ს შესთავაზეს თანამშრომლობა, რათა შეემცირებინათ ვაქცინაციის რისკი და ეთიკური დარღვევები; ეს თანამშრომლობა ასევე მოიცავს "ფარმაკოდაკვირვების მიზანმიმართული გეგმის შემუშავებას".
მეცნიერთა ჯგუფმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ არასაკმარისად ტესტირებული გენური ვაქცინების გამოყენება წარმოადგენს საშიშ სამედიცინო ექსპერიმენტს, "რომლის ჭეშმარიტი რისკი ბევრად აჭარბებს ნებისმიერ თეორიულ უპირატესობას", და ასახავს "სამედიცინო ეთიკისა და მოქალაქეთა სამედიცინო უფლებების სერიოზულ დარღვევებს".
როგორც ექიმები და მეცნიერები იუწყებიან: "მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და იძულება მიიღონ საკვლევი აგენტები, როგორიცაა გენის საფუძველზე შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა, ან მათი იძულება მიიღონ "ვაქცინის პასპორტი", ნიურნბერგის კოდექსის აშკარა და აღმაშფოთებელი დარღვევაა".
წერილი გაეგზავნა EMA-ს აღმასრულებელ დირექტორს ემერ კუკს, მისი ასლები გადაეგზავნა ადვოკატებს რაინერ ფუელმიხს, შარლ მიშელს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს და ევროპის კომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.
ექიმთა და მეცნიერთა წერილი (1 აპრილi): https://doctors4covidethics.medium.com/rebuttal-letter-to-european-medicines-agency-from-doctors-for-covid-ethics-april-1-2021-7d867f0121e
EMA-ს პასუხი (23 მარტi): https://doctors4covidethics.medium.com/reply-from-the-european-medicines-agency-to-doctors-for-covid-ethics-march-23-2021-d6760984dd06
ექიმთა და მეცნიერთა წერილი (1 მარტი): https://doctors4covidethics.medium.com/urgent-open-letter-from-doctors-and-scientists-to-the-european-medicines-agency-regarding-covid-19-f6e17c311595
Tiana Rai: https://t.me/TianasInsights
წყარო: https://t.me/qanonrus/4569
თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 16 აპრილი. 2021 წ.