სწავლანი > ლიტურგიკა
აღვიარებ
ერთსა ნათლისღებასა...
ავტორი: პროტოპრესვიტერი გიორგი მეტალინოსი.
წყარო: Исповедую едино Крещение... Изъяснение и применение 7-го Правила Второго Вселенского собора Отцами-Колливадами и иереем Константином Икономосом / Протопр. Георгий Металлинос; Пер. с греч. на англ. иером. Серафима, пер. с анг. на рус. Н. Россомагиной; Ред. Пер. и прим. канд. филол. наук Е. Огородник. - Пермь: «Панагия», 2004 .
შინაარსი:
წიგნში "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა..." ათენის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი პროტოპრესვიტერი გეორგი მეტალინოსი მკითხველს აცნობს კოლივად-მამათა (1) და მღვდელ კონსტანტინე იკონომოსის, ასევე XVIII და XIX საუკუნეთა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაჩინო მეცნიერთა და მღვდელმსახურთა მართლმადიდებლურ შეხედულებას. მათი შრომების საფუძველზე, რომელიც დღემდე ნაკლებად ცნობილია როგორც ჩვენში, ასევე დასავლეთში, ის აანალიზებს მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონს, რომელიც არეგულირებს ეკლესიაში ახალმოქცეულთა მიღების მეთოდს. მოცემულია აკრიბიისა და იკონომიის პრინციპების განსაზღვრებანი, შემოფარგლულია მათი მოქმედების საზღვრები და განმარტებულია მათი გამოყენება წარსულში. წიგნი "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა...", უეჭველად, გამოიწვევს დიდ ინტერესს, როგორც მღვდელმსახურთა, ასევე ერისკაცთა შორის.
____________________
1. ბერძნ. Κολλυβάδες – XVIII ს-ის მეორე ნახევერში ათონელ ბერთა შორის გაჩენილი მოძრაობა გაუმართლებელ ინოვაციათა წინააღმდეგ და ბრძოლა სულიერი ცხოვრების ტრადიციული პრაქტიკის აღდგენისთვის.
____________________
* * *
ავტორის შესახებ
პროტოპრესვიტერი გეორგი მეტალინოსი (1940–2019), ელადის კანონიკური ეკლესიის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია. ის დაიბადა კუნძულ კერკირაზე (კორფუ) 1940 წელს. ათენში ის სწავლობდა ღვთისმეტყველებას და კლასიკურ ლიტერატურას, ბონსა და კელნში ღვთისმეტყველების ისტორიას და სოციოლოგიას. ათენის უნივერსიტეტში აყვანილ იყო ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხში და ისტორიის დოქტორის ხარისხში კელნის უნივერსიტეტში.
1978 წლიდან მ. გიორგი იღვწოდა ათენის უნივერსიტეტში მასწავლებლისა და დოცენტის რანგში, ხოლო 1990 წლიდან - როგორც ადიუნქტ-პროფესორი; კითხულობდა კურსებს: "ელადის ეკლესიის ისტორია და სულიერი ცხოვრება პოსტბიზანტიურ პერიოდში", "ღვთისმსახურების ისტორია და ღვთისმეტყველება". ის იყო მრავალრიცხოვანი მონოგრაფიისა და სტატიის ავტორი; მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომები ეძღვნება ძირითადად პოსტბიზანტიიურ და თანამედროვე ელინიზმსა და მართლმადიდებლობას. საბერძნეთში და უცხოეთში მ. გეორგი მეტალინოსი ფართოდ არის ცნობილი, როგორც მქადაგებელი. ის ეკლესიის წარმომადგენელი იყო სხვადასხვა შეხვედრებზე, კონფერენციებზე, საერთაშორისო ფორუმებზე.
გარდა იმისა, რომ დასაქმებული იყო მეცნიერებითა და ლიტერატურით, მ. გეორგი ეწეოდა სამოძღვრო საქმიანობას ახალგაზრდობასთან, იყო წმ. ანტიპას სახელობის ტაძრის მოძღვარი ათენის უნივერსიტეტში. თავის მეუღლესთან, დედაო ბარბარესთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო საქმიანობაში და მრავალ დროს უთმობდა ღარიბთა შეწევნას. მ. გეორგი მეტალინოსი გარდაიცვალა 2019 წლის 19 დეკემბერს, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს.
II მსოფლიო კრების (კონსტანტინოპოლი, 381 წ.) მე-7 კანონი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივიღოთ მწვალებლები
"მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა სურთ და გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსელებს, საბატიანელებს, ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და საუკეთესოებს უწოდებენ, ასევე მეათოთხმეტელებს ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებნ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე. და ცხებისას ვიტყვით: სული წმიდის ნიჭის ბეჭედი.
ხოლო ევნომიანელებს, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავენ და მონტანელებს, ფრიგველებად წოდებულთ, აგრეთვე საბელიანელებს, ძე-მამობას რომ ქადაგებენ და სხვა სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა დანარჩენ მწვალებლებს (აქ ბევრია ასეთი, განსაკუთრებით გალატელთა მხრიდან), რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობას ეზიარონ, მივიღებთ ისეთივე წესით, როგორითაც წარმართებს ვიღებთ. პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხავთ, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს შელოცვებს ვუკითხავთ სამგზის შებერვით სახეში და ყურებში და ასე ვყოფთ მათ კათაკმეველებად და ვუწესებთ ეკლესიაში წმიდა წერილების მოსმენას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვნათლავთ".
როგორ მივიღოთ დასავლეთიდან ახალმოქცეულნი?
"ის, ვინც არ იყო კანონიკურად მონათლული და არ აღორძინებულა სულიერად, შუძლებელია თანაზიარი იყოს ქრისტესი მხოლოდ მირონცხებით, რადგან ადამიანის აღორძინება ხორციელდება არა მირონცხებით, არამედ ნათლისღებით" (ნეოფიტე კაფსოკალივიტი).
"... ლათინობიდან მოქცეული უსიტყვოდ, აუცილებლადდა გარდაუვალად უნდა იქნას ნათელღებული" (ათანასე პაროსელი).
არის თუ არა რომაელ-კათოლიკეთა ნათლობა ნამდვილი?
"... მათი ნათლობა არ შეესაბამება თვით სახელწოდებას... და არც აკრიბიის პრინციპების შესაბამისად არის მისაღები, და არც იკონომიით" (წმ. ნიკოდიმე მთაწმინდელი).
"... პკკურება ლათინებში, რომელიც მოკლებულია წყალში შთაფლვას და აღმოსვლას წყლიდან, შესაბამისად, არ არის ამსახველი სამდღიანი სიკვდილის, დაფლვის... და მკვდრეთით აღდგომის... მასში ასევე არ არის არანაირი მადლი, განწმენდა და ცოდვათა მიტევება" (კონსტანტინე იკონომოსი).
ავტორის წინასიტყვაობა რუსული გამოცემისთვის
ვმადლობ ჩვენს ღმერთს, წმიდა სამებას, რომელმაც განმანათლა და მომანიჭა აზრი დეტალურად შემესწავლა ეს თემა კონფერენციისთვის, რომელიც II მსოფლიო კრებას (381) მიეძღვნა და, რომელიც 1981 წელს შედგა თესალონიკში. მოხსენება, რომელიც ამ კონფერენციისთვის მოვამზადე, შემდეგში შეივსო და საფუძვლად დაედო წიგნს: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა...", რომელიც თბილად მიიღო მკითხველთა აუდიტორიამ და მრავალ ენაზეც იქნა გადათარგმნილი, მათ შორის ჩინურზეც.
მოცემული წიგნი ეძღვნება ჩვენი ეკლესიოლოგიისა და პოზიციის ერთ-ერთ აქტუალურ თემას, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია მისდევს ე. წ. "ეკუმენისტურ დიალოგში".
როგორც ცნობილია, შემაჯამებელ დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოეწერა ერთობლივი საერთაშორისო კომისიის VII პლენარულ სესიაზე, რომელიც კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ოფიციალური საღვთისმეტყველო დიალოგის აუცილებლობასთან იყო დაკავშირებული და, რომელიც ჩატარდა 1993 წელს ბალამანდში (ლიბანი), ცხრა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს წინადადებები მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა მხრიდან საიდუმლოთა ურთიერთ აღიარებაზე, თანაც ისე, რომ უგულებელჰყვეს მსოფლიო კრებათა დადგენილებები, მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრება და ისტორია, რათა ამრიგად განავითარონ უნია პაპიზმთან (ამასთან ამ სესიას არ ესწრებოდნენ იერუსალიმის, საქართველოს, საბერძნეთის, სერბეთის, ბულგარეთის და ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები). სამწუხაროდ, ეს წინადადება გადავიდა სრულიად მართლმადიდებლურ დონეზე და გააუქმა უმნიშვნელოვანესი ტრადიცია, რომელსაც დასაბამი მიეცა კართაგენის კრებაზე და, რომელიც გაფორმდა II მსოფლიო კრების მე-7 კანონში.
მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ჩვენი წმიდა მამების ერთგულია, კი არ გადანათლავს მწვალებლებს, არამედ თავიდან ნათლავს მათ, და ეს იმ მიზეზით, რომ არამართლმადიდებლებს, სინამდვილეში, ამ მომენტამდე არ მიუღიათ ის ერთადერთი კანონიკური ნათლობა ეკლესიისა, რომლის შესახებაც ლაპარაკია სარწმუნოების სიმბოლოში ("მრწამსში").
ჩემი უღირსებისთვის დიდ პატივად მივიჩნევ ინტერნეტ-პორტალ "Православный Апологет" ("მართლმადიდებლური აპოლოგეტი")-ის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსულ თარგმანში გამოაქვეყნოს ჩემი წიგნი "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა..." კართაგენის კრების ძირითადი ტექსტების დამატებით, რომელთაც დაეფუძნა II მსოფლიო კრების მე-7 კანონი.
ვისურვებ, რომ ამ გამოცემამ ხელი შეუწყოს მორწმუნეთა გულებში ჩვენი წმიდა და უზადო მართლმადიდებლური რწმენის უკეთ შემეცნებას და დამკვიდრებას; განაძლიეროს ისინი ნებისმიერი მცდელობის წინაშე "ხელახლა გადაწერონ" - დაამახინჯონ - წმიდა მამათა მართლმადიდებლური გადმოცემა, როგორც ამას ცდილობს "ეკუმენისტური მოძრაობის" ბაირაღქვეშ გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება სწავლებას ეკლესიის შესახებ და არსებითად არის მისი მტერი.
მხურვალე ლოცვებით უფლის მიმართ, პროტოპრესვიტერი გეორგი დ. მეტალინოსი, ათენის უნივერსიტეტის საპატიო მასწავლებელი. 04.04.2019 წ.
ბერძნული გამოცემის წინასიტყვაობა
ჩვენი დროის საღვთისმეტყველო დისკუსიების ყურადღების ცენტრში დგას საკითხი წმიდა საიდუმლოებების შესახებ. მათი ერთობისა და თანხმობის შესახებ ბევრია ნათქვამი ეკუმენური მოძრაობის ჩარჩოებში. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ დიდ პოლემიკას უნდა იწვევდეს საკითხი წმიდა ნათლისღების შესახებ - საიდუმლოს შესახებ, რომლითაც ხორციელდება ეკლესიაში გაწევრიანება. ამიტომაც სრულიად აუცილებელია ღრმად და მთელი სისრულით უნდა იქნას შესწავლილი წმიდა მამათა სწავლება ამ საგანზე, რათა მსგავს დისკუსიებში ყოველთვის ჩანდეს სავალი გზა ერთადერთი, მაცხოვნებელი შეჭმარიტებისკენ.
ამის გათვალისწინებით ავიღეთ ჩვენც საკვლევი საგანი, როდესაც პატივად გვერგო მიწვეულები ვყოფილიყავით საღვთისმეტყველო სიმპოზიუმში, რომელიც მოაწყო "წმიდა მამათა მემკვიდრეობის კვლევის საპატრიარქო ინსტიტუტმა" პროფ. პანაიოტის ქრისტუს ხელმძღვანელობით. სიმპოზიუმი გაიმართა 1981 წლის 24-27 აგვისტოს თესალონიკში, და მასზე განსახილველი თემა იყო მეორე მსოფლიო კრება.
მოხსენება, რომელიც სიმპოზიუმზე იქნა წაკითხული, მიეძღვნა მეორე მსოფლიო კრების მიერ მიღებულ მე-7 კანონს, და მის განმარტებას კოლივადი მამებისა და მღვდელ კონსტანტინე იკონომოსის მიერ. ამ მოხსენების შინაარსი საფუძვლად დაედო წინამდებარე ნაშრომის პირველ თავს. მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივიჩნიეთ შეგვევსო იგი პრობლემის ისტორული ასპექტის განხილვით, ანუ იმავე ავტორთა სწავლებით მოცემული კანონის ეკლესიის ცხოვრებაში გამოყენების მხრივ.
ჩვენ გულითადად ვმადლობთ "საპატრიარქო ინსტიტუტს", რომელმაც მიზეზი მოგვცა შეგვექმნა ეს ნაშრომი, ასევე იმ ღირს მთაწმინდელ მამებს, რომლებიც არა მარტო მორალურად, არამედ მატერიალურადაც უჭერდნენ მხარს მის გამოქვეყნებას. ის უდავო ფაქტი, რომ წმიდა მთა ყველა საუკუნესი და განსაკუთრებით დღეს არის კიდობანი, რომელშიც უცვალებელი სახით არის დაცული ისიქაზმი, როგორც სიცოცხლის მართლმადიდებლური ღვთითშთაგონებული ხატი და დაუზიანებლად არის დაცული მართლმადიდებლური რწმენა, ხაზს უსვამს როლს, რომელიც ამ საქმეში შეასრულეს წმიდა მთის, ათონის კოლივადმა მამებმა - მათ შორის წმიდა ნიკოდიმე მთაწმინდელმა - როგორც მართლმადიდებლური გადმოცემის მოწმემ და მტვირთველმა.
პროტოპრესვიტერი გეორგი დ. მეტალინოსი. ღვთის გამოცხადება, 1983 წ.
შემოკლებანი:
Е = Επιτομή των Ιερών Κανόνων (ნეოფიტე კაფსოკალივიტი, წმიდა კანონთა კრებული) (გამოუქვეყნებელია).
Р = Πηδάλιον... υπό Αγαπίου Ιερομονάχου και Νικοδήμου Μοναχού, Αθήναι 1976 (ბერ აღაპისა და ბერ ნიკოდიმეს "პიდალიონი"), 8th ed., 1976. Ср. ინგლისური თარგმანი, D. Cummings, Chicago, 1957, და განსაკუთრებული შენიშვნები წმ. ნიკოდიმესი შესაბამის კანონთა მიმართ. მოცემულ ნაშრომში მოტანილია პიდალიონის ყველა წყარო, და ისინი ხელახლა ითარგმნა 1976 წლის ბერძნული წყაროდან.
М = Αθανασίου Παρίου, Ότι οι από Λατίνων επιστρέφοντες, αναντιρρήτως, απαραιτήτως και αναγκαίως πρέπει να βαπτίζωνται και Επιτομή... των θείων, της πίστεως δογμάτων... Εν Λειψεία της Σαξωνίας 1806 (ათანასე პაროსელი, იმის შესახებ, რომ ლათინობისგან მოქცეულნი უსიტყვოდ, სავალდებულოდ და აუცილებლად უნდა იქნან მონათლულნი, და რწმენის წმიდა დოგმატების... კრებული (Leipzig, Saxony, 1806). ამონაწერები ნაშრომში: Θεοδωρήτου Μοναχού, Αγιορείτου, Μοναχισμός και Αίρεσις, Αθήναι 1977, σ. 263 (ბერი თეოდორიტ მთაწმინდელი, ბერ-მონაზვნობა და მწვალებლობანი), Αθήναι, 1977, σ. 263 ε.ε.
О = Τα σωζόμενα εκκλησιαστικά συγγράμματα Κωνσταντίνου Πρεσβυτέρου και Οικονόμου του εξ Οικονόμων, εκδιδόντος Σοφ. Κ. του εξ Οικονόμων (დღემდე მოღწეული სულიერი შრომები პრესვიტერ კონსტანტინე იკონომიელ იკონომოსისა, რომლებიც გამოაქვერყნა ს. კ. იკონომიელმა), τόμος Α’, Αθήναι αωξβ’ (1862), стр. 398–515.
* * * * *
შესავალი
დისკუსია არამართლმადიდებელთა მიერ შესრულებული ნათლისღების საიდუმლოს აღიარებისა ან უარყოფის გარშემო (ანუ ნამდვილია თუ არა მათ მიერ შესრულებული საიდუმლო), რომელიც მათ მიღებული ჰქონდათ მართლმადიდებლობაში გადმოსვლამდე, მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) საპატრიარქოში გამძაფრდა დაახლოებით XVIII ს-ის შუაწლებში, კირილე V-ის (1) პატრიარქობის დროს (1750 წლიდან და შემდგ.), რადგან ეს საკითხი (2) ეკლესიისთვის უძველესი დროიდანვე ყოველთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.
ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებამ, - რომელიც ამ პატრიარქის მიერ იყო ინიცირებული ისტორიულ პირობათა შეცვლის გამო და მის მიერ დაწესებულ იქნა განმეორებითი (არსებითად - ერთადერთი და ნამდვილი) ნათლობა ლათინობიდან (ანუ რომაულ-კათოლიკური ეკლესიიდან) მართლმადიდებლობისკენ გადმომსვლელთათვის, - გამოიწვია ინტენსიური კამათი, რომელიც იმ ეპოქის მრავალრიცხოვან ნაშრომებში აისახა (3). ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ XVIII ს-ის მიწურულისთვის, რომელიც არც ისე მდიდარია საეკლესიო-საღვთისმეტყველო მოვლენებით, უმთავრესი თემა გახდა სწორედ ეს ზემოთხსენებული საკითხი, ასევე "კოლივადური მოძრაობა" (4), რომელიც დაახლოებით ამავე პერიოდში დაიწყო.
იმის გამო, რომ ადრინდელ მწვალებელთა მიღების საკითხი ძველი ეკლესიის მიერ გადაწყვეტილი იყო კრებითად (კრებებზე), მაგალითად, მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონით (5), ახლაც, უახლესი მწვალებლების - საზოგადოდ "დასავლელ ქრისტიანთა", და კონკრეტულად ლათინთა მიღებასთან დაკავშირებით - სრულიად გამართლებული და ბუნებრივი იყო ამ საკითხის რეგულირებისას, შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის, ამ კანონის განმარტებას დაფუძნებოდნენ.
ათონის მთის კოლივადი მამები (6), რომლებიც ნამდვილი ღვთისმეტყველები იყვნენ (როგორც ვნებათაგან განწმენდილები), და რომლებიც ე. წ. "არამართლმადიდებელთა ნათლობის შესახებ არსებული უთანხმოების" (7) პირდაპირი მოწმეები და მონაწილეებიც იყვნენ, ხსენებული პრობლემის გადაწყვეტაში საბაზისოდ და უმთავრესად სწორედ მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონს აღიქვამდნენ, რის გამოც კონკრეტული პოზიცია ეპყრათ ამ საკითხთან მიმართებაში და გამოხატეს კიდევაც იგი თავიანთ წერილობით შრომებში, რითაც პასუხი გასცეს ეპოქის მიერ დაყენებულ საკითხს იმ საღვთისმეტყველო პრინციპების თანახმად, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ თავიანთ ცხოვრებაში.
ბერმა ნეოფიტე კაფსოკალივიტმა (1689-1784) (8), რომელიც კოლივადური მოძრაობის მთავარი ინიციატორი და წინამძღოლი იყო, ასევე ღირ. ნიკოდიმე მთაწმინდელმა (1749-4809) (9) და ათანასე პაროსელმა (1721-1813) (10), რომლებიც სრულ ურთიერთთანხმობაში იყვნენ, ყოველგვარი მერყეობის გარეშე დაუჭირეს მხარი პატრიარქ კირილე V-ის გადაწყვეტილებას და ავსტრატი არგენტისის (1985-1762) (11) საღვთისმეტყველო პოზიციას, რომელმაც თავისი სისტემური და დამაჯერებელი გადმოცემით მონიშნა განსახილველი პრობლემის საღვთისმეტყველო და კანონიკური საზღვრები.
ამ კოლივად-მამათაგან (12) თითოეულმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დადებითი პოზიცია დაიკავა არგენტისის მიერ შემოთავაზებული პრობლემის აღწერისა და მისი გადაწყვეტისადმი (13), და თითოეულმა მათგანმა თავისი სიტყვითა და ფორმულირებებით გამოხატა იგივე პრინციპები, რითაც გაიმეორა და გააგრძელა ეკლესიის ძველი პრაქტიკის კანონებში გამოთქმული ჭეშმარიტება, რომლებიც წმიდა კვიპრიანე კართაგენელისა და ბასილი დიდის მიერ იყო ფორმულირებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მღვდელმონაზონი იონა (14), ღირ. აკაკი კაფსოკალივიტის მოწაფე, რომელიც პატრიარქ კირილე V-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თანამოსაგრე იყო, პირადად ასრულებდა (ლათინთა და სომეხთა) ნათლისღებას; ისიც კაფსოკალივიტი იყო (ანუ გარკვეული დროის განმავლობაში კაფსოკალივიის ათონურ სკიტეში ცხოვრობდა), იცნობდა ბერ ნეოფიტეს, და, ჩემი აზრით, შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენილიყო. შესაძლოა, ზოგიერთი კონკრეტული ათონელი ბერი, რომელთა გარემოცვაში ცხოვრობდა მღვდელმონაზონი იონა, და, კერძოდ, ბერი ნეოფიტე, უფრო მეტად მონაწილეობდა განსახილველი პრობლემის გადაწყვეტაში, ვიდრე ეს ჩვენთვის დღემდე ცნობილი იყო. მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რომელიც უფრო ღრმა შესწავლას იმსახურებს.
დაახლოებით XIX ს-ის შუაწლებში იმავე პრობლემის გადაწყვეტისკენ მოწოდებულ იქნა ცნობილი პრესვიტერი კონსტანტინე იკონომოსი (1780-1857), როდესაც "ანგლიკანელი არქიდიაკვნის უილიამ პალმერის (William Palmer) საქმის" გარჩევა გახდა საჭირო (15). ის, თავის საყვარელ სტილში, სამ დიდ გამოკვლევაში (16), დეტალურად განიხილავს ამ პრობლემას, ასევე მიჰყვება პატრიარქ კირილე V-ისა და არგენტისის ხაზს, და, შედეგად, კოლივადებისასაც (17), რითაც ერთსულოვნებას ინარჩუნებს მათთან. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონის განმარტებისას მას მოჰყავდა საკუთარი არგუმენტები და კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ეს კანონი გამოყენებული მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ "დასავლელ ქრისტიანთადმი", კერძოდ - ლათინთადმი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: კანონის გამოყენების ვარიანტი, რომელიც კოლივადების მიერ იყო შემოთავაზებული, ემთხვევა მამა კონსტანტინე იკონომოსის ვარიანტს იმაში, რომ ხელშეუხებლად აუცილებელია კანონში გადმოცემული და განსაზღვრული პირობების დაცვა ეკლესიასთან ე. წ. უახლეს მწვალებელთა შემოერთებისას.
ჩვენ, ასევე ნათლად ვხედავთ, რომ ამ ღვთისმეტყველებმა ყველაფერი იღონეს, რათა გამოყენებულ და უცვლელად ყოფილიყო დაცული ეკლესიის ადრინდელი მამების მიერ ჩამოყალიბებული საეკლესიო გადმოცემა, და რითაც თავიანთ ეპოქაში მართლმადიდებლური თვითშეგნებისა და ერის მართლმადიდებლური სინდისის ნამდვილ გამოხატულებებად წარმოჩინდნენ.
ერთი სულით ძღვანებულნი, ჰქონდათ რა თავიანთ განკარგულებაში მაღალი დონის საღვთისმეტყველო და, უმთავრესად, საეკლესიო-კანონიკური ინსტრუმენტარიუმი, მათ მნიშნელოვანი წვლილი შეიტანეს პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, რომელიც დღესაც აღელვებს ეკლესიას. მათი წვლილი განმარტების სიახლეში კი არ მდგომარეობს - არსებითად, ისინი იმეორებენ არგენტისის საღვთისმეტყველო პოზიციას, - არამედ მათ პირადულ შეთვისებაში, გადააზრებასა და საეკლესიო გადმოცემის ხელახლა გადმოცემაში.
უდავო ავტორიტეტის გამო, რომელიც გააჩნიათ ჩვენს ეკლესიაში კოლივად-მამებს და მღვდელ კონსტანტინე იკონომოსს, თვით მათ შორის შესაძლო უთანხმოების შემთხვევაშიც კი (18 (19)), შეუძლებელია მათი პასუხები და პოზიცია მხედველობაში არ იქნას მიღებული მოცემულ საკითხში კანონიკური ხასიათის რომელიმე ახალი კრებითი დადგენილების მიღებისას (თანაც, თვით გადმოცემის ფორმა ნაკარნახევი იყო აუცილებლობით ამომწურავი პასუხი გაცემოდა იმათ არგუმენტებს, ვისაც საწინააღმდეგო აზრი გააჩნდა) (19 (18)).
ერთი შეხედვით, გადმოცემის სტილი, რომელსაც იყენებენ ზემოთხსენებული ავტორები, თავიანთი სქოლასტიკური დეტალურობისდა მიუხედავად, სულ უფრო და უფრო შორდება თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც მიმართულნი არიან ღვთისმეტყველება გაათავისუფლონ ზედმეტი სქოლასტიკურობისგან. მაგრამ, თუკი გადავალთ იმ ეპოქაში და ჩავწვდებით ისტორიულ კონტექსტს, ასევე იმ დროების ატმოსფეროს, მაშინ ეს სტილი გასაგები გახდება და დაგვეხმარება კიდეც გადავწყვიტოთ დღევანდელი ეპოქის მსგავსი პრობლემები.
ვფიქრობ, ზედმეტიც იქნება ხსენება იმისა, რომ წინამდებარე ნაშრომს, უპირველეს ყოვლისა, გააჩნია ისტორიულ-ფილოლოგიური, კანონიკურ-სამართლებრივი და ამავდროულად, საეკლესიო-ონტოლოგიური ხასიათი.
________________
1. საპატრიარქო კათედრაზე 1748-1751 წლებში და განმეორებით 1752-1757 წლებში. მის შესახებ იხ.: Ε. Σκουβαρά, "Στηλιτευτικά κείμενα του ΙΗ′ αιώνος (Κατά Αναβαπτιστών)" (E. Скуварас "Обличительные тексты XVII века (Против сторонников повторного Крещения)"), Byzantinisch-Neugiechische Jahrbucher 20, 1970, с. 50–227; ბიბლიოგრაფია იხ. 58–60 გვ-ზე. მნიშვნელოვანია ტ. ა. გრიცოპულოსის სტატია:Τ. Αθ. Γριτσοπούλου, στη Θ.Η.Ε. 7 (1965) στ. 1193–1197. იმავე ავტორის: "Ο Πατριάρχης Κ/λεως Κύριλλος" ("Патриарх Константинопольский Кирилл V), ΕΕΒΣ, 1959, с. 367–389.
2. მასალები საკვლევი თემის ისტორიაზე:
Ι. Ν. Καρμίρη, "Πως δει δέχεσθαι τους προσιόντας τη Ορθοδοξία ετεροδόξους...", Τα Δογματικά και Συμβολικά Μνημεία της Ορθοδόξου καθολικής Εκκλησίας, τόμ. ΙΙ, εν Αθήναις 1953, σ. 972–1050 (972–1025) (И. Н. Кармирис, "Как следует принимать инославных, переходящих в Православие": Догматические и символические памятники Православной кафолической Церкви, т. II, Афины, 1953, сс. 972–1050);
T. Ware, Eustratius Argenti: A Study of the Greek Church under Turkish Rule (Т. Уэр: Евстратий Аргентис, История Греческой Церкви во времена турецкого правления), Oxford, 1964, с. 65ff;
Eveque Pierre l’Hullier, “Les Divers Modes de Reception des Catoliques-Romain dans l’Orthodoxie” (Эвек Пьер л’Гулльер, "Разные способы принятия римо-католиков в Православие"), Le Messager Orhtodoxe 1, 1962, с. 15–23;
Ιερ. Ι. Κοτσώνη, άρθρον: Αιρετικών βάπτισμα, Θ.Η.Ε. 1 (1962), στ. 1092–1095 (Иер. И. Котсонис "Еретическое крещение", Энциклопедия религии и этики, т. 1, 1962, сс. 1092–1095);
Αν. Χριστοφιλοπούλου, "Η εις την Ορθοδοξίαν προσέλευσις των αλλοθρήσκων και ετεροδόξων", ΘΕΟΛΟΓΙΑΣ ΚΖ’ [1956], ΣΕΛ. 53–60, 196–205 (А. Христофилопулос, "Переход в Православие из других религих и из инославных"), 1956, с. 53–60; 196– 205. В этих работах можно найти ссылки на другие источники.
Gerhard Podskalsky, Griechische Theologie in der Zeit der Türkenherrschaft 1453–1821(Герхард Подскалский, Греческое богословие во времена турецкого ига 1453–1921 гг.), с. 35 (библиогр. сведения – в п. 96);
Βασίλειος Ν. Γιαννόπουλος, Η αποδοχή των αιρετικών κατά την Ζ’ Οικουμενικήν Σύνοδον (Василий Н. Ианнопопулос, Принятие еретиков согласно Седьмому Вселенскому Собору), Αθήναι, 1988, перепечатано из ΘΕΟΛΟΓΙΑ ΝΘ’ [1988], с. 530–579;
Dorothea Wendeburg, “Taufe und Oikonomia. Zur Frage der Wiedertaufe in der Orthodoxen Kirche” (Доротея Вендебург, "Акривия и икономия. К вопросу об обращении в Православную Церковь"): Kirchengemeinschaft – Anspruch und Wirklichkeit. Festchrift fur G. Kretschmar, Stuttgart, 1986, с. 93–116;
Lothar Heiser, Die Taufe in der Orthodoxen Kirche: Geschichte, Spendung und Symbolik nach der Lehre der Vater, Trier, 1987.
3. შეკრებილია ე. სკუბარასის ზემოთხსენებულ ნაშრომში. კრებითი და საღვთისმეტყველო მასალები. იხ.: J. D. Mansi, Sacrorum Conciliorum Nova et Amplissima Collectio 38: Graz, 1961; Paris 1907, col. 575–634 (Святы́х собо́ров но́вое и обши́рнейшее собра́ние, в 53–х томах).
4. კოლივადური მოძრაობა, როგორც ეკლესიის წიაღში გაჩენილი მოვლენა, გამოვლინდა XVIII ს-ის მეორე ნახევარში. მისი უმთავრესი მიზანი იყო ეკლესიის სულიერი განახლება სწორ საფუძვლებზე, კერძოდ: დაბრუნება ნაწილობრივ დაკარგული სწავლების ზუსტ მიმდევრობასთან და ძველი წმიდა მამების გადმოცემებთან. მოძრაობის ინიციატორები იყვნენ იმ ეპოქის ოსმანური იმპერიის ტერიტორიაზე (ძირითადად ათონის წმიდა მთაზე და თანამედროვე საბერძნეთში) მცხოვრები ცნობილ ბერები და ეპისკოპოსები, რომელთაგან ზოგიერთი დღეს წმინდანთა დასშიც არიან შერაცხილნი (ღირ. ნიკოდიმე მთაწმინდელი, მაკარი კორინთელი, ათანასე პაროსელი, პაისი ველიჩკოვსკი, ღირსმოწამე კოსმა ეტოლიელი, ათონის მთის ფილოთეუს მონასტრიდან). ოდითგანვე მომწიფდა ხალხისა და იერარქიის გამოღვიძების საჭიროება ღრმა სულიერი ძილისგან, რომელსაც მრავალრიცხოვან "ბნელ ძალთა" გავლენით მიეცა ეკლესია მართლმადიდებლური გადმოცემის ერთგულების შესუსტების გამო. ისინი ("ბნელი ძალები") ე. წ. დასავლური "განმანათლებლობისა" და "პროგრესის" სახით, ანგრევდნენ ყველაფერს, რისი დანგრევაც მანამდე ვერ შეძლეს ბარბაროსმა დამპყრობელმა-ოკუპანტებმა - მუსლიმებმა - ბერძენი ხალხის 400 წლოვანი დამონების პერიოდში.
კოლივადმა-მამებმა მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინეს, რათა აღედგინათ ნამდვილად მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრება, და მაშინვე იქნა შედგენილი ძველ წმიდა მამათა თხზულებებიდან წიგნი, რომელსაც ეწოდა "სათნოებათმოყვარება" ("ფილოკალია"), რომელიც ეხებოდა გონების სიფხიზლეს, გონიერ ლოცვას, გულის განწმენდას ვნებათაგან და სულიწმიდის მოხვეჭას.
სიტყვა "კოლივადები" მომდინარეობს სიტყვიდან "კოლივო" (რომელსაც იყენებენ მიცვალებულთა მოსახსენებელ მსახურებებში, მაგალითად, პანაშვიდებში). შესაბამისად, კოლივადებად - კოლივოს მომხრეები იწოდებიან. თავიდან ეს სახელწოდება გამოიყენებოდა ირონიული აზრით მათ მიერ, ვისაც არ ესმოდა ათონელ ბერთა ეს კეთილი განზრახვა და თავიდან მისი კრიტიკით გამოდიოდნენ, ფარისევლურად ყურადღებას არ აქცევდნენ "კოლივადი-მამების" საქმიანობის სხვა, უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებს. მაგრამ, ამ სახელწოდებამ ("კოლივადები") ბოლოს და ბოლოს შეიცვალა თავისი აზრი საპირისპიროზე და გახდა მათდამი პატივისცემის გამომხატველი ტერმინი, ვინც მონაწილეობდა სულიერი აღორძინების ამ მოძრაობაში.
5. მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების 95-ე კანონი მხოლოდ მისი პერიფრაზირებაა. იხ. ამ კანონის ტექსტი 1-ელ დანართში.
6. იხ. Χαριλάου Τζώγα, Η περί μνημοσύνων έρις εν Αγίω Όρει κατά τον ιη’ αιώνα, Θεσσαλονίκη (Ч. С. Цогас, Спор о заупокойной службе на Святой Горе в XVIII веке), Θεσσαλονίκη, 1969, обширная библиография; Κων. Κ. Παπουλίδη, Το κίνημα των Κολλυβάδων (К. К. Папулидис, Движение «колливадов»), Εν Αθήναις, 1971; тот же автор, “Nikodeme l’Hagiorite, 1749–1809” («Никодим Святогорец, 1749–1809 гг.»), Θεολογία, 1966, с. 293–313; 390–415; 576–590, а также «Περίπτωσις πνευματικής επιδράσεως του Αγίου Όρους εις τον βαλκανικόν χώρον κατά τον ΙΗ’ αιώνα», 1967, с. 95–118, 301–311 («Вопрос о духовном влиянии Святой Горы на Балканы в XVIII веке»): Μακεδονικά 9, 1969, с. 278–294; Χαρ. Γ. Σωτηροπούλου, «Κολλυβάδες – Αντικολλυβάδες» (Ч. Г. Сотиропулос, Колливады и анти-колливады), Αθήναι, 1981.
7. მოციქულთა 46-ე კანონის განმარტებაში, ვრცელი მსჯელობის შემდეგ მწვალებელთა მიერ აღსრულებული ნათლობის სინამდვილესთან დაკავშირებით, წმ. ნიკოდიმე აკეთებს დამახასიათებელ შენიშვნას: "მთელი ეს თეორია, რომელიც აქ განვავითარეთ, ზედმეტი როდია, სინამდვილეში ის ყველა დროისთვის აუცილებელია, თანაც ყველაზე მეტად საჭიროა ახლა დიდი კამათისა და უთანხმოებების დროს, რომელიც ეხება ლათინთა ნათლობას, და რომელიც არსებობს არა მარტო ჩვენსა და ლათინებს შორის, არამედ ჩვენსა და პრო-ლათინებს შორისაც" (Р, с. 55).
8. См. Χαριλάου Τζώγα, указ. соч., с. 16–28; Κ. Παπουλίδη, Το κίνημα..., указ. соч. (Папулидис, Движение «колливад»), с. 30–32; Μοναχού Θεοδωρήτου (= Ιωάννου Μαύρου), Νεοφύτου Ιεροδιακόνου Καυσοκαλυβίτου, Περί της συνεχούς [συχνής] μεταλήψεως, Εισαγωγή-Κείμενον ανέκδοτον-Σχόλια (Монах Феодорит, диакон-монах Неофит Кавсокаливит, О частом причащении, Введение, Неопубликованный текст, Комментарий), Αθήναι, 1993, n.d.; A. Camariano-Cioran, Les Academies princieres du Bucarest et de Jassy et leurs professeurs, Thessaloniki, 1974, с. 413–431.
9. См. Χ. Τζώγα, указ. соч., с. 46–51; Κ. Παπουλίδη, Το κίνημα..., указ. соч., с. 35–37; და სხვა ნაშრომები, რომლებიც დამოწმებულია პ. 5-ში ზემოთ. ასევე მნიშვნელოვანია მონოგრაფია: π. Θεοκλήτου Μοναχού Διονυσιάτου, Άγιος Νικόδημος ο Αγιορείτης (о. Феоклит, инок монастыря Дионисиат на Святой Горе, Святой Никодим Святогорец), Αθήναι, 1959. См. также George S. Bebis, “St. Nikodemos the Hagiorite”, Post-Byzantine Ecclesiastical Personalities (Георгий С. Бебис, «Святой Никодим Святогорец», Церковные деятели пост-византийского периода), с. 1–17; Podskalsky, с. 377–382 (с обширной библиографией); C. Cavarnos, St. Nicodemos the Hagiorite: An Account of his Life, Character and Message, together with a Comprehensive List of his Writings and Selections from Them (К. Каварнос, Св. Никодим Святогорец: жизнеописание, личность, миссия, с полным перечнем трудов и выдержками из них), Belmont, MA, 1974; 2nd ed. 1979.
10. См. Χαριλάου Τζώγα, указ. соч., с. 29–43; Παπουλίδη, Το κίνημα..., с. 37–39; Podskalsky, с. 358–365 (с библиографией).
11. Timothy Ware, Oxford 1964, p. 90 ff; Podskalsky, p. 331–335 (библиография).
12. ჩვენ განვიხილეთ შემდეგი შრომები, რომლებიც მათ მიერაა დაწერილი და, რომლებშიც წარმოდგენილია მათი შეხედულებები მოცემულ საკითხზე.
ა) Νικοδήμου Μοναχού (Αγιορείτου), Πηδάλιον (Св. Никодим Cвятогорец, Пидалион), 1–st ed., Leipzig, 1800. მოცემულ შრომაში ჩვენ ვეყრდნობით მე-8 გამოცემას, Αθήνα, 1976. წმინდანის შრომათა ღრმა კვლევის თანახმად, რომელიც ჩაატარა მ. თეოკლიტემ დიონისიატის მონასტრიდან, პიდალიონი "მთლიანად წმიდა ნიკოდიმეს ნაშრომს წარმოადგენს" (ციტ. ნაშრ., с. 214–215). მის მრავალ ადგილას წმ. ნიკოდიმე იმოწმებს მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონს, განსაკუთრებით მისი განმარტების შემთხვევაში და მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების 95-ე კანონის განმარტებისას, მოცემულ საკითხთან გამოყენებისას.
ბ) Αθανασίου Παρίου, Επιτομή των θείων της πίστεως δογμάτων (Афанасий Парийский, Сборник святых догматов веры), Leipzig, Saxony, 1806. იხ. ამ ნაშრომის მცირე ნაწილი М, с. 265–268. ათანასე პაროსელმა ასევე დაწერა მოკლე გამოკვლევა, რომლის სათაურია: "Ότι οι από Λατίνων επιστρέφοντες αναντιρρήτως, απαραιτήτως και αναγκαίως πρέπει να βαπτίζωνται" ("О том, что возвращающиеся от латинства безпрекословно, обязательным образом и по причине объективной необходимости – должны быть крещены"), და რომელიც დაცულია ათონზე წმინდა ქსენოფონტეს მონასტერში, cod. 88, გვ. 394–397 და გამოაქვეყნა მ. თეოდორიტემ, М, с. 263–265.
13. ჩვენმა ღვთისმეტყველებმა (იგულისხმებიან "კოლივადები" – "აპოკ." რედ.) იციან არგენტისის ნაშრომის შესახებ: Εγχειρίδιον περί βαπτίσματος (Руководство по крещению), 1-е издание в Константинополе 1756, 2nd ed., Leipzig, 1757, მეტიც, ისინი იმოწმებენ კიდევაც მას: Νικόδημος· Π., pp 35–36; Αθ. Πάριος· Μ, с. 266 и О, с. 511. ნეოფიტე იმოწმებს კირილე V-ის დადგენილებებს, E, с. 147xxv.
14. იხ. Ε. Σκουβαρά, Στηλιτευτικά κείμενα, указ. соч., 68–71.
15. დიპლომატმა, საიდუმლო მრჩეველმა და მწერალმა ალექსანდრე სტრუძამ (Александр Стурдза) (ოდესა) პრესვიტერ კონსტანტინე იკონომოსს სთხოვა გამოეთქვა თავისი აზრი ცნობილი შოტლანდიელი დიაკვნის პალმერის თხოვნასთან დაკავშირებით, რომელმაც თვისი თხოვნებით ეზიარებინათ იგი, თავი მოაბეზრა, როგორც რუსეთის ეკლესიას, ასევე მსოფლიო პატრიარქს. მამა კონსტანტინემ შემდეგში დაწერა რამოდენიმე შრომა ამ თემაზე. იხილე: Κων. Οικονόμου του εξ Οικονόμων, Τα Σωζόμενα Εκκλησιαστικά Συγγράμματα, с. 498, 494. პალმერის შესახებ. იხ. ასევე: T. Ware, с.103–104 (ბიბლიოგრაფია) და ასევე: Георгий Флоровский. Очерки истории Церкви, Belmont, 1975, с. 227–238; ბიბლიოგრაფია, с. 305–306.
16. ეს არის შემდეგი შრომები: 1) Некоторые заметки в отношении работы неизвестного автора «Об Уставе Таинства Святого Крещения», 1 марта 1850 г.; 2) Отрывок из письма А. Стурдзе по тому же вопросу, 2 марта 1847 г.; и 3) Письмо некоему епископу, 30 декабря 1852 г. Они опубликованы в книге «Κων. Οικονόμου του εξ Οικονόμων, Τα Σωζόμενα Εκκλησιαστικά Συγγράμματα (εκδιδόντος Σοφοκλ. Κ. Οικονόμου)», с. 398–485, 486–492 и 493–515, соответственно. მამაო კონსტანტინე იკონომოსი ასევე განიხილავს მწვალებელთა ნათლობის საკითხს გამოკვლევაში: Περί των τριών Ιερατικών της Εκκλησίας βαθμών, Επιστολιμαία διατριβή, εν η και περί της γνησιότητος των Αποστολικών Κανόνων, υπό του Πρεσβυτέρου και Οικονόμου Κωνσταντίνου του εξ Οικονόμων (О трех Церковных Священных Степенях, Эпистолярная работа о подлинности Апостольских Правил, пресвитера Константина Икономоса, одного из Экономов Константинопольской Патриархии), Ναυπλία, 1835, с. 131–139, 144–152, Περί των αποστολ. Κανόνων μς’, μζ’ και ν’ (об Апостольских Правилах 46, 47 и 50).
მაგრამ ის, რაზეც აქ არის ლაპარაკი, ჩართულია ზემოთხსენებულ შრომებშიც.
17. კონსტანტინე იკონომოსმა იცოდა ნეოფიტეს "კრებულის" არსებობის შესახებ და მაღალ შეფასებას აძლევს მას თავისი მონუმენტური შრომის IV ტომში (შრომის სახელწოდებაა: Περί των Ο’ Ερμηνευτών της Π. Θείας Γραφής (О семидесяти переводчиках Ветхого Завета), с. 821. Ср. Χ. Τζώγα, указ. соч., с. 71. იმავე ნაშრომში ის ქება-დიდებას ასხამს ღირ. ათანასე პაროსელს და ღირ. ნიკოდიმე მთაწმინდელს (გვ. 822). ზემოთხსენებულ შრომებში ის იმოწმებს "მესაჭე წიგნს" (გამოც. 1841г.), ახსენებს მის ავტორს (მაგ., გვ. 400, 417, 511) «… ათონის წმიდა მთის საკმაოდ დიდ ასკეტს ნიკოდიმეს (εν τω Πηδαλίω, с. 31). თანაც არ ერიდება თავისი კრიტიკული აზრების გამოთქმასაც ამ გამოცემის მისამართით. ასე, მაგალითად, 460-ე გვერდზე ის აღნიშნავს: "პიდალიონში (გვ. 16), შეიმჩნევა გაორება და წინააღმდეგობა", გვ. 16 (2nd ed., 1841) (ამასთან დაკავშირებით იხ. პროფ. თეოდორ იანგუს პუბლიკაცია: "პიდალიონის შედგენისა და რედაქტირების ზოგიერთი ვითარება მწვალებელთა მიღების საკითხში". – "აპოკ." რედ. შენიშვნა).
18. მსჯელობა კოლივადების შესახებ ხშირად წინააღმდეგობრივი იყო. ამაში, ერთი მხრივ, შეიძლება დავრწმუნდეთ ხარილაოს ძოგას (Χ. Τζώγα) ზემოთხსენებულ ნაშრომთა წაკითხვით, და, მეორე მხრივ, ბერ თეოკლიტე დიონისიატელისა (ათონის დიონისიატის მონასტრიდან) და კონსტანტინე პაპულიდისის შრომების გაცნობით.
თვით ღვთისმეტყველების პროფესორი პანაიოტის ხრისტუ ღირ. ნიკოდიმე მთაწმინდელს წარმოიდგენს, როგორც "ხან უკიდურეს კონსერვატიზმში, ხან კიდევ უკიდურეს მოდერნიზმში გადავარდნილად" და განსაკუთრებული აქცენტით ხაზს უსვამს: "(კოლივადების) კანონიზაცია არ გულისხმობს მათი შეხედულებებისა და აზრების (სიწმიდის) აუცილებელ აღიარებას სხვადასხვა სადისკუსიო თემებთან დაკავშირებით". იხ. См. Π. Κ. Χρήστου, Το Άγιον Όρος εν τω παρελθόντι και τω παρόντι ("Святая Гора, в прошлое и настоящее время"), Αθωνική Πολιτεία, 1963, Θεσσαλονίκη, 64–65. ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეცნიერ-ღვთისმეტყველთა შეხედულებებზე მაღლა დგას ეკლესიის მთელი სისავსის შეგნება, რომელმაც კოლივადები წმინდანებად შერაცხა და დაგმო მათი მოწინააღმდეგეები (მინიმუმ მიივიწყა ისინი)!
19. დეტალური შემოწმების შემდეგ, დავრწმუნდით, რომ კოლივადები იცნობდნენ არგუმენტაციას, რომლებიც გადმოცემულია ეპისკოპოსთა და სხვა პირთა ტექსტებში, რომლებიც მსოფლიო პატრიარქ კირილე V-ის 1755 წლის ცნობილ გადაწყვეტილებათა წინააღმდეგ წერდნენ. იხ. Mansi, том 38.
________________
წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Georgij-Metallinos/ispoveduyu-edino-kreshhenie/#source
მასალა რუსულიდან ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
