კონსპიროლოგია - კონსპიროლოგიის მოკრძალებული ხიბლი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > კონსპიროლოგია
კონსპიროლოგიის მოკრძალებული ხიბლი
შეთქმულებათა თეორია
ეს სტატია დაიწერა მათთვის, ვისაც მნიშვნელოვან კითხვებზე ხშირად პასუხად ესმის: "მოდი რა, შეთქმულების თეორიის გარეშე"... ან "ეს ყველაფერი კონსპიროლოგიაა". ის მათ დაეხმარება, როგორც არგუმენტების კრებული მსგავსი ბრალდებების წინააღმდეგ. ასევე ის შეიძლება სასარგებლო იყოს ადამიანებისთვის, რომლებსაც ერიდებათ პირდაპირ გამოთქვან თავიანთი აზრი, რადგან ეს აზრი ოფიციალურს ეწინააღმდეგება. შესაძლოა, ეს სტატია საინტერესო იყოს ზოგიერთი ადამიანისთვისაც, რომლებიც ყოველთვის საზოგადოდ მიღებულ პოზიციებსა და შეხედულებებს ემხრობა.
 
 


1. საფუძვლები
სამახსოვრო შენიშვნა
 
როდესაც რაიმე კონტექსტში აწყდებით სიტყვას "შეთქმულება" (იქნება ეს მორიგი "შეთქმულების თეორია" თუ მისი "კრიტიკა"), გირჩევთ აზრში სიტყვა "შეთქმულება" შეცვალოთ სიტყვით "მასშტაბური ორგანიზაციული საქმიანობა"ს. ამის შემდეგ შეამოწმეთ, თქვენს მიერ შესასწავლი თეორიიდან ან მისი კრიტიკიდან რაიმე გააზრებული დარჩა თუ არა.
 
აი რამოდენიმე მაგალითი:
 
"რწმენა მასშტაბური ორგანიზაციული საქმიანობის შესაძლებლობის შესახებ ეფუძნება ადამიანის მსოფლმხედველობრივ მიზანდასახულობას. ამ უბედურის გადარწმუნება რაციონალური საშუალებებით პრაქტიკულად შეუძლებელია".
 
"მასშტაბური ორგანიზაციული საქმიანობისა" სჯერათ ასევე მათ, ვისაც ძლიერა აქვს გამოხატული სიკვდილის შიში".
 
"რწმენა მასშტაბური ორგანიზაციული საქმიანობისადმი ადამიანებში ამცირებს მღელვარებას, რომელიც მომდინარეობს მათ აღქმაში საკუთარი არსებობისადმი კონტროლის უქონლობისგან.
 
აქ იმთავითვე გასაგები ხდება, რომ ეს გახლავთ პრიმიტიული პროპაგანდისტული აგიტაცია. პროპაგანდისტი ახდენს მესიჯის ტრანსლირებას: "ვისაც სჯერა იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ რაიმეს ორგანიზება, ის არის განავალი, უბედური, სიკვდილის შიშით შეპყრობილი, რომელიც, როგორც არარაობა საკუთარ არსებობასაც ვერ აკონტროლებს. ხოლო ვისაც არ სწამს - ის ყოჩაღია".
თავიდან აღვნიშნავ, რომ არ არსებობს განსხვავება ტერმინებს "შეთქმულების თეორია" და "კონსპიროლოგიას" შორის. სიტყვა "კონსპიროლოგია" ეს გახლავთ ინგლისური სიტყვის "conspiracy"-ის კალკი, რაც "შეთქმულებას" ნიშნავს. ანუ ჩვენ უბრალოდ გვაქვს ორი ტერმინი ერთი და იგივე მოვლენის აღსანიშნად. ამიტომაც ჩვენ მას ურთიერთჩანაცვლების პრინციპით გამოვიყენებთ.
 
თუკი არსებითად განვმარტავთ, თუ რითია დასაქმებული კონსპიროლოგი - პასუხი დაახლოებით ასეთი იქნება: ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ზოგიერთი მოვლენის მიზეზის წვდომას.
 
უარყოფით კონნოტაციას თუ მოვაცილებთ და ყველაფერს უბრალო სიტყვებით განვმარტავთ, რაც გინდ საკვირველი იყოს, მივიღებთ დადებით სურათს: ცნობისმოყვარე გონება, რომელიც საგანთა ბუნების შეცნობას ელტვის. ეს არის მეცნიერი, ბუნებისმეტყველის, ფილოსოფოსის დახასიათება. ადამიანისა, რომელსაც თანამედროვე კულტურა სრულიად დადებითად ახასიათებს. მითხარით, ასეთი ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც გესმით "შეთქმულებათა თეორიებზე" ან "კონსპიროლოგიაზე"?
 
რა თქმა უნდა არა. თქვენს შინაგან მზერას წარმოუდგება არასასიამოვნო ადამიანი გიჟური თვალებით, რომელსაც ფოლგისგან შეკრული ქუდი ახურავს და ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ დედამიწას უცხოპლანეტელები ეუფლებიან. მოდი, გამოვიჩინოთ გონების იგივე ცნობისმოყვარება და დავსვათ კითხვა - რატომ ხდება ასე? რატომ არის შეთქმულებათა თეორიის მომხდრე მასობრივ ცნობიერებაში გათანაბრებული უგუნურთან?
 
სავარაუდოდ ასეთ ლაპარაკს თქვენ წარმართავთ ობივატელურ დონეზე და პასუხებიც სრულიად ნათელია.
 
თქვენ გიპასუხებენ, რომ "უგუნური კონსპიროლოგი" უფრო მეტია, ვიდრე "გონიერი ფილოსოფოსი". შესაზლოა, მაგრამ ვერანაირი სტატისტიკით ვერ გიჩვენებენ ამას, უბრალოდ ასე გეტყვიან. "მე ხომ ვხედავ, ეს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვისაც ცხადია".
 
შესაძლოა გიპასუხონ, რომ "უგუნური კონსპიროლოგები" იგონებენ თეორიებს, რომლებიც სრულიად შეუთანხმებელია რეალობასთან. შესაძლოა, მაგრამ დისკუსია არსებითად არ შედგება, იქნება მხოლოდ ავტორიტეტების დამოწმება. "მეცნიერებმა ყველაფერი დაამტკიცეს და ეს ყველამ კარგად იცის".
 
თქვენ შესაძლოა გითხრან, რომ "უგნურ კონსპიროლოგებს" არ სურთ სხვისი არგუმენტების მოსმენა და უგულებელჰყოფენ უხერხულ შეკითხვებს. შესაძლოა, მაგრამ თქვენც არ ისმენთ არგუმენტებს და უგულებელჰყოფთ უხერხულ კითხვებს. "აქ უკვე სათქმელი არაფერია, მოდი ვილაპარაკოთ შეთქმულების თეორიების გარეშე".
 
აი ასე, სრულიად მოულოდნელად, ობივატელურ დონეზე, შეთქმულებათა თეორია და მოსაზრებები შეთქმულებათა თეორიის წინააღმდეგ სრულიად ერნაირი იარაღით აღიჭურვებიან. კერძოდ ესენია:

  1. დაყრდნობა საკუთარ გამოცდილებაზე ან საღ აზრზე;
  2.  
  3. საზოგადოებრივი აზრის ან ავტორიტეტის დამოწმება;
  4.  
  5. ოპონენტის გადაყვანა "დისკუსიისადმი უუნარო" ადამიანის კატეგორიაში და ამით დებატების დასრულება;
 

 
მოდი შევაფასოთ ამ განყოფილების შედეგები:

  1. ტერმინი "შეთქმულებათა თეორია" ოპონენტისადმი ზიზღის გარდა არაფერზე მეტყველებს. თუკი ვინმეს სიტყვებზე ამბობენ, რომ ეს არის "კონსპიროლოგია" ან "შეთქმულებათა თეორია" - ცალსახად ვერ დავადგენთ, მართლა რომელიღაც გიჟზეა ლაპარაკი თუ ადამიანზე, რომლის აზრი უბრალოდ განსხვავდება ოფიციალურად მოწონებული აზრისგან.
  2.  
  3. დისკუსიაში ხშირად შეუძლებელია განვასხვაოთ ვინ ემხრობა შეთქმულების თეორიას და ვინა არა. თქვენ თუ არანაირი ცოდნა არ გაქვთ საკითხის შესახებ - სავარაუდოდ ვერ შეძლებთ ერთის არგუმენტის განსხვავებას მეორისგან, მათ თქვენთვის სრულიად ერთნაირი ფორმა ექნებათ, ერთნაირად ძლიერი და სუსტი მხარეები.
 
ახლა კი განვიხილოთ საფუძვლები, რომლებზეც ატარებენ დისკუსიას: როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან რეალობა და შეთქმულებები, რომელი პოზიციებიდან აკრიტიკებენ შეთქმულებათა თეორიას.



2. შეთქმულებები, როგორც ობიექტური რეალობა



სენატორთა ჯგუფმა გაიუს კასიუს ლონგინოზის და მარკუს იუნიუს ბრუტუსის მეთაურობით მოაწყო შეთქმულება, რათა მოეკლათ კეისარი და აღედგინათ რესპუბლიკა. მარტის შუა რიცხვების სენატის სხდომაზე დანით შეიარაღებული შეთქმულები თავს დაესხნენ დიქტატორს და მას 23 დარტყმა მიაყენეს, რომლისგანაც კეისარი ადგილზევე მოკვდა.
ვავითარებთ რა წინამდებარე თავის ეპიგრაფის იდეას, შევნიშნავთ, რომ ადამიანებს, საერთო ჯამში, ახასიათებთ მასშტაბური ორგანიზაციული საქმიანობა. ადამიანური საზოგადოება სწორედ ასე არსებობს და ვითარდება. რამოდენიმე ადამიანი ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად ერთიანდება. ამგვარი ადამიანების რაოდენობა შეიძლება ბევრი იყოს, შესაძლოა მცირე. ამ ადამიანებს შეუძლიათ გაერთიანდნენ ოფიციალურად და კანონიერად, და შეუძლიათ - არაოფიციალურად და არაკანონიერადაც. ამ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი გაერთიანების რეკლამირება - შეუძლიათ მისი დაფარვაც. ამ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი მიზნების პირდაპირი დეკლარირება - და შეუძლიათ მის შესახებ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.
 
კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია უამრავი შეთქმულება - დაწყებული სენატის შეთქმულებიდან კეისრის წინააღმდეგ ან ოფიცრების შეთქმულებისა ჰიტლერის წინააღმდეგ, და დასრულებული უამრავი საიდუმლო საზოგადოებებით, რომლებიც რომელიღაც ოქსფორდებში დღემდე სრულიად ოფიციალურად არსებობენ. ზოგიერთ ადამიანს თავისუფლად შეუძლია გაიხსენოს შეთქმულება საკუთარი ცხოვრებიდანაც: "უთხარი მშობლებს, რომ მე ღამე შენთან გავათენე". მოკლედ, არაფერია გასაკვირი, გიჟური და შეუძლებელი იმაში, რომ რომელიღაც ადამიანები გარკვეული მიზნების მისაღწევად ერთიანდებიან, მალავენ თავიანთ ნამდვილ მიზნებს და ამასთან დაკავშირებით სხვა ადამიანებს ატყუებენ.
 
არსებობს წიგნი "100 უდიდეს შეთქმულება და გადატრიალება". უდიდესი! არადა, რამდენი იქნებოდა მათ შორის მცირე შეთქმულება? და რამდენი შეთქმულება ჯერაც გამოაშკარავებული არ არის?
ადრე, ცარიელ მაღაზიაში, პროფესორმა კვირელმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ იდეალური დანაშაულის განხორციელებას. ჰარიმ ავტომატურად აღიქვა სტანდარტული სენტენცია, რომ იდეალური დანაშაულობანი არ არსებობს. მაგრამ ამ საკითხს წამის ორ მესამედში სერიოზულად რომ ჩაუფიქრდა, გაიხსენა უფრო ბრძნული სენტენცია და წინადადების შუაში დადუმდა.

რა იცი და რატომ გგონია, რომ ეს იცი?

თუკი სინამდვილეში აღასრულებ იდეალურ დანაშაულს, ამის შესახებ ვერავინ შეიტყობს. მაშ, როგორ არის შესაძლებელი ზუსტად იცოდე, რომ იდეალური დანაშაული შეუძლებელია?

თუკი ამ კუთხით შევხედავთ, გასაგები გახდება, რომ, შესაძლოა, იდეალური დანაშაულობანი მუდმივად ხორციელდება. კორონერი აცხადებს, რომ სიკვდილი ბუნებრივი მიზეზების გამო დადგა, გაზეთები იუწყებიან, რომ მაღაზიას არასოდეს მოჰქონდა არსებითი მოგება და ბოლოს დაიკეტა...
თუკი ყურადღებით მიმოვიხედავთ - დავინახავთ, რომ ჩვენი ცხოვრება ბუკვალურად გამსჭვალულია შეთქმულებებით, ანუ ამა თუ იმ მიზნების მისაღწევად შეერთებული ადამიანთა ჯგუფების აშკარა თუ ფარული მოქმედებებით.
 
მეტიც, თანამედროვე ადამიანებს საკუთარი გამოცდილებითაც შეეძლოთ შეემჩნიათ, თუ როგორ უეცრად ხდება დამტკიცებული რეალობა "შეთქმულებათა თეორია".
 
გავიხსენოთ თუნდაც სახელგანთქმული "მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი", ხოლო თუ უფრო ზუსტად ვიტყვით - საიდუმლო პროტოკოლი აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროთა გადანაწილების შესახებ, რომელიც ნახევარი საუკუნის შემდეგ უკვე არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენდა. ამისთვის საჭირო გახდა შეთანხმების ორივე მონაწილის კრახი. მართალია, ამ შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილე არსებობას აგრძელებდა - საიდუმლო, მაინც საიდუმლოდ რჩებოდა და ეს შესაძლებლობას იძლეოდა ელაპარაკათ "კონსპიროლოგებზე", "შეთქმულებათა თეორიების" მომხრეებზე და მეტიც, "სამშობლოს ცილისმწამებლებსა და მოღალატეებზე".
 
ან კიდევ სხვა მაგალითი - ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მსჯელობა "დაგეგმილ დაძველებაზე" - უკიდურეს შემთხვევაში რუსეთში - აღიქმებოდა როგორც კონსპიროლოგია, როგორც შეთქმულების თეორია. ამის შესახებ უბრალოდ შეუძლებელი იყო ლაპარაკი ირონიის გარეშე, და სერიოზულად ამ საკითხის გარჩევა არავის სურდა. ამგვარი საუბრები ერთ კათხა ლუდთან ერთად ქალაქური ლეგენდების ჩარჩოებში წარმოებდა. ახლა კი ვიცით, რომ ეს აბსოლუტური სიმართლეა.
ასე გაჩნდა სალაპარაკოდ გამხდარი კარტელი "ფებუსი": 1920-იან წლებში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც აწარმოებდნენ გამანათებელ ნათურებს, ისეთებმა, როგორიც იყო გერმანული Osram, ბრიტანული Associated Electrical Industries და ამერიკული General Electric (რომელიც დიდ ბრიტანეთში მოქმედებდა კონტროლირებადი კომპანიის მიერ), შეთანხმდნენ ხელოვნურად, 1000 საათამდე შეემცირებინათ თავიანთი ნათურების მუშაობის ვადა.
 
ამ აფერის დეტალები ცნობილი გახდა მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, როდესაც სახელმწიფო ორგანოებმა და ჟურნალისტებმა დაიწყეს გამოძიების ჩატარება.
აგერ კიდევ ბევრად უფრო საჭირბოროტო და ცხელი საკითხი, რომელიც "პანდემიას" ეხება. საჭირო გახდა თითქმის ასი წელი, რათა ბოლოს და ბოლოს გამორკვეულიყო, რომ 1918 წელს, ე. წ. "ესპანური გრიპის" დროს არსებული სიკვდილიანობის უდიდესი ნაწილი გამოწვეული იყო სალიცილატების დოზის გადაჭარბებით. თუ უბრალოდ ვიტყვით - გაციებულ ადამიანებს ბუკვალურად წამლავდნენ იმ დროს მოდაში შემოსული ასპირინით, ასმევდნენ დღეში 30 გრამს, სანამ თვალებიდან სისხლის არ დაიწყებდა დენას.
 
არ მიგაჩნიათ, რომ დღევანდელ "ფილტვების გაფუჭებას" იწვევს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ძალიან "მოდური" აპარატი? არა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება სხვა რამეც იყოს. მაგრამ ამგვარი კითხვის დასმაც კი არ შეიძლება! "ეს ხომ კვლავ შეთქმულების თეორიაა".
 
გასაოცარია არა ის, რომ "შეთქმულების თეორიის კრიტიკოსები" ყველა ადრინდელ მოვლენათა მხილების შემდეგ ისეთ სახეს იღებენ, თითქოსდა არაფერი შეცვლილიყოს. გაოცებს ის, რომ ყველა ამ კრიტიკოსმა ვერანაირი გაკვეთილი ვერ მიიღო და ბეჯითად აგრძელებენ ყველაფერ იმის განკითხვას და კრიტიკას, რაც ჯერ კიდევ ოფიციალურად არ ყოფილა აღიარებული, და არანაირ კითხვებზე არ რეაგირებენ.
 
შესაძლოა მომავალში მივიღოთ პასუხი იმაზე, იყო თუ არა საერთოდ "ღორის გრიპის" პანდემია. ამ გრიპისგან ოფიციალურად დაზარალებულთა ციფრი უბრალოდ არ არსებობს - და ეს, შეგახსენებთ, ხდება 21-ე საუკუნის განვითარებულ ქვეყნებში.
 
 
მოდი ახლა შევაჯამოთ ამ განყოფილების შედეგები:

1. კაცობრიობის ისტორიაში მრავალი რეალურად დადასტურებული შეთქმულება არსებობს.
 
2. ჩვენს ცხოვრებაშიც შეთქმულების თეორიის ნაწილი "ფანტაზიის" კატეგორიიდან "დამტკიცებული ფაქტების" კატეგორიაში გადადის.
 
3. ამასთან შეთქმულების ის თეორიების, რომლებიც "დამტკიცებული ფაქტების" კატეგორიაში არ გადასულა კვლავ იგნორირებულია ან კვლავ აკრიტიკებენ ზემოთმითითებული ინფორმაციის გაუთვალისწინებლად.
 
ახლა ვნახოთ, მაინც როგორ აკრიტიკებენ შეთქმულების თეორიებს.



3. ვინ და როგორ აკრიტიკებს კონსპიროლოგიას


"სამაგიეროდ შენ გაიგებ, რაოდენ ტკბილია ცოდვა. რომ ბედნიერება იმაში კი არ არის, რომ ერთი ყველასთვისაა, არამედ იმაში, რომ ყველა - როგორც ერთია!
 
და შენ გაიგებ, რომ არ არსებობს მსჯავრი შენზე. არ არსებობს წარსულ წელთა წყევლა; როდესაც ყველასთან ერთად იტყვი - დიახ! და ყველასთან ერთად - არა!"
 
რადგან ძალიან ძნელია დავა ისტორიაში და თანამედროვე რეალობაში არსებულ ნამდვილ შეთქმულებებზე - ჩვეულებისამებრ შეთქმულების თეორიებს სხვა პოზიციებიდან აკრიტიკებენ.
 

1) აკრიტიკებენ შეთქმულების მიზანს
 
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს მიზანი არის სულელური, მავნე, არასაჭირო, არამომგებიანი და ა. შ. რომ ამ მიზანს ვერავინ ვერასოდეს მიაღწევს. "ჩვენ/მათ ეს არ გვაწყობს".
 
სასაცილოა, მაგრამ შეთქმულების თეორიის მომხრეები - რომელთა არსებობას არავინ უარყოფს - თავისთავად არიან მსგავსი კრიტიკის უარმყოფელები. ეს ადამიანები ხშირად იკრიბებიან ერტად და მიემართებიან თავიანთი მიზნისკენ, რომელიც ყოველთვის გონივრული და მომგებიანი როდია.
 
შეიძლება თქვან ისინი გიჟები არიანო - მაგრამ მაშინ რატომ არავის ეპარება ეჭვი მმართველი ელიტის სიგიჟეში, რომლებზეც ყველაზე მეტად მიაქვთ ეჭვი ამგვარ შეთქმულებებში?
 
შეადარეთ:

ვინმე ჯონ სმიტი რესპექტაბელური ადამიანია, ის მუშაობს, ინახავს ოჯახს, განათლებულია, მაგრამ ამასთან გაერთიანებულია სხვა ადამიანებთან, ხარჯავს ფულს და დროს. შესაძლებელია დაექვემდებაროს საზოგადოებრივ გაკიცხვას, "მთვარის აფერის" მხილების გამო. მაგრამ, ასეთი რამ ხომ შესაძლებელია, თუკი ის გიჟია - სხვადასხვა ადამიანები ხომ დაქვემდებარებულნი არიან ამ სნეულებას.

ვინმე ბილ გეიტსი რესპექტაბელური ადამიანია, მუშაობს, ინახავს ოჯახს, განათლებულია, მაგრამ ამასთან გაერთიანებულია სხვა ადამიანებთან, ხარჯავს ფულს და დროს, შესაძლებელია დაექვემდებაროს საზოგადოებრივ გაკიცხვას, რადგან გამოდის ყველა ადამიანის ჩიპირების იდეით და მიიღოს ძალაუფლება მთელ მსოფლიოზე, როგორც ეს მას ესმის. რა თქმა უნდა, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, თუკი ის გიჟია - სხვადასხვა ადამიანები ხომ შეიძლება გაგიჟდნენ... თუმცა, მოიცათ, ეს ხომ შეუძლებელია, ეს ხომ თვით ბილ გეიტსია. განა შეიძლება ის გაგიჟდეს - მაშასადამე ადამიანთა ჩიპირებასაც არ დაიწყებს, ეს შეუძლებელია მოხდეს, რადგან არასოდეს მოხდება.

აი ჩვენ მივაღწიეთ შეთქმულებათა თეორიის კრიტიკის პირველ საფუძვლამდე. ის მდგომარეობს აბსოლუტურ განურჩეველ ნდობაში არსებული ხელისუფლებისადმი ან არსებული ავტორიტეტისადმი. ეს არის ნაკერი ტვინში, რომლის ხელის ხლება მტკივნეულია. ეს არის სწორედ აზრობრივი დამნაშავეობა.
 

2) აკრიტიკებენ შეთქმულების ინსტრუმენტალურ შესაძლებლობას.
 
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ის საკმაოდ რთულია, საკმაოდ მასშტაბურია, საკმაოდ ძვირადღირებულია, ითხოვს ტიტანურ შრომას და დროს. რომ არავის ამ მიზნისთვის არასდროს მიუღწევია.
 
აქ ჯეროვანია გავიხსენოთ სტრუგაცკების კლასიკური ფრაზა:
"ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, კაცობრიობას თავის წინაშე რაიმე ამოცანა დაესახოს და ვერ გადაეჭრას".
ერთი ადამიანი ნამდვილად შეიძლება შეცდეს. ადამიანთა კოლექტივი უფრო ნაკლებად ცდება. ორგანიზაციები არასოდეს ცდებიან. თუ გვეჩვენება, რომ ორგანიზაცია შეცდა, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ - ჩვეულებრივ აღმოჩნდება ხოლმე, რომ შეცდომა სულაც არ არის ორგანიზაციული, რადგან:
 
ეს იყო სხვა ორგანიზაციის ზემოქმედება, "დაღუპვა კონკურენტულ ბრძოლაში". ეს კარგად შეიმჩნევა სახელმწიფოთა ან კორპორაციათა, ასევე მცირე კომპანიათა დონეზე. უბრალოდ პირველს მიზნად გააჩნდა რომელიმე "ჩვენი მისია", ხოლო მეორეს "პირველის განადგურება". აი პირველიც განადგურდა.
 
მიზანი სულ სხვა გახლდათ. მაგალითად, ჩერნობილის აეს-ის ან საიანო-შუშენსკის ჰეს-ის ძირითადი მიზნები სულაც არ ყოფილა უსაფრთხოება, არამედ სიიაფე, "ეკონომიურობა". და ეს მიზანი მომენტში მიღწეულ იქნა. არავინ ლაპარაკობს მუდმივ ან მარადიულ "სიიაფეზე" და "ეკონომიურობაზე" (იგივე ეხება ფართოდ ცნობილ "რიაზანის სასწაულსაც" (ეკონომიკური აფერა - "აპოკ." რედ. უფრო დეტალურად იხ. Рязанское чудо))
 
ორგანიზაცია სინამდვილეში არ არის ორგანიზაცია. ანუ, პირობითად, არსებობს აბრა, მაგრამ ფაქტობრივად შინაგანი ურთიერთქმედება გაფანტულია და ქაოტური, არ არსებობს ან კონტროლი ან რესურსები, ან სტრუქტურა ან კიდევ ყველაფერი ერთად.


3) აკრიტიკებენ შეთქმულების დაფარვის შესაძლებლობას.
 
ამტკიცებენ, რომ ან შეუძლებელიაო შეთქმულების თავიდანვე დაფარვა ან მისი დაფარვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
 
აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თვით შეთქმულების საიდუმლოს იდეა, როგორც შეთქმულების სავალდებულო ელემენტისა - არის სიცრუე. შეთქმულება, ანუ, როგორც ეს ზემოთ გავარკვიეთ, "მასშტაბური ორგანიზაციული საქმიანობა" შეიძლება იყოს ღია, გულახდილი, ყველასთვის და თითოეულისთვისაც ცნობილი. არსებობს ამგვარი შეთქმულების მხარდაჭერის მრავალი ინსტრუმენტი - დაწყებული "მდუმარების სპირალიდან", ვიდრე "საინფორმაციო ხმაურით" დამთავრებული.
 
შკალის ერთ მხარეს იმყოფება ადამიანთა სიმრავლე, რომლებიც დუმან, რადგან "ყველამ ისედაც ყველაფერი იცის"; მაგრამ სინამდვილეში არავინ არაფერი იცის, რადგან ყველანი დუმან. მაგალითად, ჩვენთვის ახლა გაუგებარია "არხიპელაგ გულაგის" ესოდენ ხმაურიანი წარმატება, მაგრამ ის გვიყვებოდა იმის შესახებ, რაც თითქოსდა არავინ იცოდა, თუმცა, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა მილიონობით ადამიანი.
 
აი კიდევ ერთი, უკვე ჩვენს დროსთან მიახლოვებული მაგალითი - ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და აქტივისტების აუხსნელი გარდაცვალებანი, რომლებსაც მკვლევართა ჯგუფები The Insider და Bellingcat მოწამლულებად მიიჩნევენ. ამ მოწამვლების პროცესში მონაწილეობდა უამრავი ადამიანი, მაგრამ გამოძიებები გაჩნდა მხოლოდ მონაცემთა შეკრების თანამედროვე ელექტრონული სისტემების წყალობით. მოკლედ, რომ ვთქვათ, დაახლოებით ოცდაათი-ორმოცი წლის წინ ეს მოვლენები გაუხსნელად და იდუმალად დარჩებოდა, ანუ ეს შეთქმულება ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დაფარული და წარმატებული იქნებოდა, რომ არა თანამედროვე ტექნოლოგიები. შეგახსენებთ, რომ მრავალი ადამიანის მონაწილეობა ძირითადი არგუმენტია შეთქმულებათა იმ თეორიის წინააღმდეგ, რომელიც ეჭვ ქვეშ აყენებს ამერიკელების დაჯდომას მთვარეზე.
 
შკალის სხვა მხარეს იმყოფება მოვლენათა მასობრივი და ხმაურიანი განხილვა, სადაც საქმეთა რეალური მდგომარეობა საზოგადოებას მიეწოდება, როგორც გრძელი სიის ერთ-ერთი ვარიანტი. თქვენ გთავაზობენ ოფიციალურ ვერსიას, შემდეგ მასმედიაში უშვებენ ოც "ექსპერტს" - მოდური მომღერლიდან დაწყებული უფოლოგით დამთავრებული, რომელიც ინტერვიუზე შეიძლება ფოლგისგან შეკრული ქუდითაც კი მოვიდეს (ალბათ მეტი ექსცენტრიულობისთვის). ადამიანებს თვალები გაურბით და ისინი ოფიციალურ ვერსიას ირჩევენ უბრალოდ იმიტომ, რომ "რაიმე ცოდვაში გახვევა" არ სურთ, რადგან, ამგვარი საინფორმაციო გადატვირთვის დრო ძალიან ძნელია გააკეთო რაციონალური არჩევანი. რეალური ვერსია შეიძლება პირდაპირაც განაცხადონ, ოღონდ სიტყვა "ვითომცდას" დამატებით - და მარტო ეს აიძულებს ადამიანებს შეიშმუშნონ, თავი უხერხულად იგრძნონ და ეს "სულელური ვერსია" უარყონ.
 
მეტიც, შეთქმულებათა უმეტესობა ძალიან ხშირად აისახება სრულიად ოფიციალურ დოკუმენტებში და მას არავინ მიიჩნევს შეთქმულებად:
მაგალითად, მოსკოვი შენდებოდა სკკპ ცკ-ის გაუხმაურებელი გადაწყვეტილებით, რომ ტოლიატის ავტოქარხანა არ გაფართოვდება, ხოლო მოსკოველების 90% ვერასოდეს მიიღებს შანსს დააგროვოს თანხა კერძო ავტომობილზე. წააგავს ეს შეთქმულებას? არა, სკკპ ცკ-ის ზიზღი ობივატელთა უმეტესობის უფლებისადმი ჰყავდეთ კერძო ტრანსპორტი სრულიად ოფიციალური ინსტრუქციის სახით დაფიქსირებული იყო ახალი მშენებლობების დაგეგმარების დროს მოსკოვის ყველა არქიტექტორისთვის. ეს მომდინარეობდა იქიდან, რომ კერძო ტრანსპორტი შეიძლებოდა ჰყოლოდა მოსკოვის მცხოვრებთა არა უმეტეს 5%-ს. ეს იგეგმებოდა 50 წლის პერსპექტივაში! "შეთქმულები" სრულიად ღიად მოქმედებდნენ. სულიერი ერთობა არ ითხოვდა ჭარბ კონსპირაციას. სამაგიეროდ ობივატელები და უკმაყოფილო პარტიელები ცდილობდნენ არაფერი შეემჩნიათ.
როგორც ამ ტიპური პუნქტებიდან ჩანს - შეთქმულების თეორიის მთავარი, ძირითადი კრიტიკა პირველ რიგში კრიტიკული აზროვნების უარყოფაზე მოდის. კრიტიკოსი საერთოდ არ განიხილავს შეთქმულების თეორიას, თუ რაიმეს უწოდებენ "შეთქმულების თეორიას" ის დაუყოვნებლივ, ყოველგვარი განსჯის გარეშე უარიყოფა არაბუნებრივი, გამოგონილი საფუძვლებით და ისიც მხოლოდ და მხოლოდ სახელწოდების გამო.
 
 
აი ის კუ, რომლის ზურგზეც ზის ეს სამი მძლავრი სპილო - აშის ექსპერიმენტი:
 
__________________

 
აშის ექსპერიმენტი



კარტების ერთი წყვილი, რომელიც ექსპერიმენტზე გამოიყენებოდა.
 
აშის ექსპერიმენტი (Asch Conformity Experiments) გამოკვლევების სერია, რომელიც აჩვენებს ჯგუფებში კონფორმიზმის დემონსტრირებას. მათი შედეგები გამოქვეყნდა 1951 წელს.
 
ექსპერიმენტის დროს, რომელსაც პოლონელი და ამერიკელი ფსიქოლოგი სოლომონ აში ატარებდა, სტუდენტებს სთხოვეს მონაწილეობა მიეღოთ "მხედველობის შემოწმებაში". სინამდვილეში გამოკვლევის მიზანი გახლდათ ერთი სტუდენტის რეაქცია უმრავლესობის მცდარ ქცევაზე.
 
როგორც წესი, ექსპერიმენტში ყველა მონაწილე, ერთის გარდა, საქმის კურსში იყო. საკონტროლო ჯგუფში ეს კატეგორია არ შედიოდა. მონაწილეები (გამოსაცდელი ერთი პიროვნება და დანარჩენი "აგენტები") აუდიტორიაში მოათავსეს. მათ თანმიმდევრობით აჩვენებდნენ ორ კარტს: პირველზე გამოსახული იყო ერთი ვერტიკალური ხაზი, მეორეზე კი - სამი, ოღონდ ამ სამიდან ერთი იმავე სიგრძისა იყო, როგორიც პირველზე. სტუდენტების ამოცანა იყო საკმაოდ მარტივი - აუცილებელი იყო პასუხი გაეცათ კითხვაზე, თუ რომელი ხაზია მეორე კარტის სამი ხაზიდან პირველ კარტზე გამოსახული ერთი ხაზის ტოლფარდი.
 
სტუდენტებს უნდა ენახათ კარტების 18 წყვილი და, შესაბამისად, პასუხი მიეცათ 18 კითხვაზე, გამოსაცდელი სტუნდენტი ჯგუფში პასუხს ყოველთვის ბოლოს იძლეოდა. პირველ ორ კითხვაზე ყველა ერთნაირად, სწორად პასუხობდა. მაგრამ მესამე ეტაპზე "აგენტებმა" დაიწყეს ერთი და იგივე არასწორი პასუხების მიცემა, რამაც გამოსაცდელი სტუდენტი დააბნია. თუკი ის სწორ პასუხს გასცემდა, რომელიც არ ეთანხმებოდა უმრავლესობის აზრს, ის განიცდიდა მძაფრ დისკომფორტს.
 
როგორც წესი, ყოველ ექსპერიმენტში 18 კითხვაზე 12-ჯერ ყველა "აგენტი" არასწორად პასუხობდა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ერთი ან რამოდენიმე "აგენტი" ინსტრუქტირებული იყო ყველა 18-ივე კითხვაზე სწორად ეპასუხა.
 
შედეგად გამოსაცდელ სტუდენტთა 75% დაექვემდებარა უმრავლესობის წინდაწინვე ცნობილ არასწორ წარმოდგენას, უკიდურეს შემთხვევაში, ერთ კითხვაში მაინც. მცდარი პასუხების საერთო წილმა შეადგინა 37%... როდესაც "შეთქმულები" ერთსულოვანნი არ იყვნენ თავიანთ მსჯელობაში, გამოსაცდელები უფრო ხშირად არ ეთანხმებოდნენ უმრავლესობას. ხოლო როდესაც დამოუკიდებელი გამოსაცდელები იყვნენ ორნი ან როდესაც ერთი "აგენტი" მონაწილე იღებდა დავალებას მიეცა სწორი პასუხები, შეცდომათა რაოდენობა ოთხმაგად მცირდებოდა.
შედეგად გამოსაცდელთა 75% დაექვემდებარა უმრავლესობის წინდაწინვე ცნობილ მცდარ წარმოდგენას, უკიდურეს შემთხვევაში, ერთ კითხვაში მაინც.
ადამიანთა უმრავლესობა, როგორც აშის ექსპერიმენტში, უერტდებიან დომინირებულ დისკურსს - არა იმიტომ, რომ ისინი მას მართლაც ეთანხმებიან. არა, ისინი ხედავენ, რომ ორი ხაზი სურათზე ერთნაირად სწორია, ერთმანეთის თანატოლია, მათ შეუძლიათ გაიგონ, რომ კონსპიროლოგთა კითხვები დროული და გონივრულია. მაგრამ რაკიღა ყველა იმას ამბობს, რომ ხაზები სხვადასხვა სიგრძისაა, და რომ ეს "შეთქმულების თეორიაა", რომ ადამიანთა "მასშტაბური ორგანიზაციული საქმიანობა" ეს მხოლოდ "ბრიყვული გამოგონებაა" - იძულებულნი არიან დაეთანხმონ უმრავლესობას და საკუთარი თავში ჩაახშონ კრიტიკული აზროვნება.
 
შედეგად ჩვენ ვიღებთ დომინირებულ დისკურსს, რომლის ჩარჩოებში შეთქმულების თეორიები აკრძალულია, განიკითხება და არანორმალურად მიიჩნევა. მაგრამ მიზეზი არის - არა რაციონალური საფუძველი, არამედ ადამიანთა ბუნებრივი კონფორმულობა (2).
 
 
_________________
 
კონფორმულობა - ადამიანის ქცევის ან აზრის შეცვლა სხვა ადამიანის თუ ადამიანთა  ჯგუფის რეალური ან წარმოსახვითი ზეწოლის შედეგად (Аронсон Э. Общественное животное. Введение в социальную психологию. - изд. 7. М., 1998. 517 с.). ხშირად ამის სინონიმად იყენებენ სიტყვას "კონფორმიზმი" (გვიანლათ.: conformis – "მსგავსი", "შესაბამისი"). მაგრამ ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ენაზე ნიშნავს შემგუებლობას, და იძენს ნეგატიურ შეფერილობას; ხოლო პოლიტიკაში კონფორმიზმი არის შემთანხმებლობის და შემრიგებლობის სიმბოლო (Андреева Г. М. Социальная психология: Учебник для высших учебных заведений. 5-е изд., испр. и доп.. М.: Аспект Пресс, 2008. 363 с.). თანაც ზეწოლა შეიძლება მომდინარეობდეს, როგორც კონკრეტული ადამიანისგან ან მცირე ჯგუფისგან, ასევე მთლიანად საზოგადოებისგან.
 
აქედან, კონფორმიზმი - პიროვნების თვისება, რომელიც გამოიხატება კონფორმიზმისკენ მიდრეკილებაში (Конформность // Большой психологический словарь / под редакцией Б. Г. Мещерякова и В. П. Зинченко. 4-е издание, расширенное. М.: АСТ, Прайм-Еврознак, 2009. 816 с.), ანუ ინდივიდის მიერ განწყობის, მიზანდასახულობის, აზრის, აღქმის, ქცევის შეცვლა იმათ ქცევათა და აზროვნებათა შესაბამისად, ვინც ბატონობს მოცემულ საზოგადოებაში ან მოცემულ ჯგუფში (Философский словарь / под редакцией И. Т. Фролова. 4-е издание. М.: Политиздат, 1981. 448 с.). ამასთან გაბატონებული პოზიცია სავალდებულო არ არის მკაფიოდ იყოს გამოხატული (Н. И. Семечкин. Словарь ключевых понятий // Социальная психология на рубеже веков. Истории, теория, исследования. Владивосток: Издательство Дальневосточного университета, 2001. Т. 1. 159 с.) ან კიდევ საერთოდ არსებობდეს რეალობაში (Словарь по истории психологии. 2007).
 
_________________
 

მოდი შევაჯამოთ ამ განყოფილების შედეგები:

1. შეთქმულების თეორიის კრიტიკა ჩვეულებისამებრ არ ეფუძნება ამ თეორიის არსებით ელემენტებს. აკრიტიკებენ როგორც "შეუძლებელ" მიზნებს ან რეალიზაციის მექანიზმებს.

2. შეთქმულების თეორიის კრიტიკის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ავტორიტეტის დამოწმება. ეს არის ან შეთქმულების პოტენციური სუბიექტის ავტორიტეტი, რომელიც "უბრალოდ შეუძლებელია მონაწილეობდეს შეთქმულებაში, რადგან არ შეუძლია" - ან ოფიციალური (მეცნიერული, სახელმწიფო) თვალსაზრისის ავტორიტეტი.

3. შეთქმულების თეორიის განხილვისას კრიტიკულ აზროვნებაზე უარის თქმის საკვანძო მიზეზი გახლავთ ადამიანთა ბუნებრივი მიდრეკილება კონფორმიზმისკენ. ადამიანები ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ეშინიათ ნორმალურობის სფეროდან მათი გარიყვისა.

ახლა, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გამოვარკვიეთ, რომ შეთქმულების თეორიის კრიტიკა უფრო ხშირად არარაციონალურია და არაგონივრულია - გვსურს გავიგოთ, არსებობს თუ არა სწორი, გონივრული კრიტიკა; თუ შეთქმულების თეორიის კრიტიკა საერთოდ შეუძლებეილა? მოდი განვიხილოთ ეს საკითხი.



4. თამაში თაღლითური წესებით
ერთხელ, ერთმა ბრძენმა კაცმა - რაბინდრანათ თაგორმა - ორი ასწლეულის წინ თქვა: "ჩვენ თუ დავხურავთ კარს ცთომილებათა წინაშე, ვინ შეაღებს მას ჭეშმარიტების წინაშე?" ჩვენ, ბიოლოგებმა, ერთხელ მივიღეთ საგნობრივი გაკვეთილი: "აიღე ასეთი სამკურნალო მცენარე უმთვარეო ღამეს, ნამიანი ბალახიდან..." დაგვბურძგლა: ექიმბაშობაა, ცრურწმენაა! აიღე, მაშასადამე, უახლესი მეცნიერების შუქზე, როდესაც მოგესურვება. შემდეგ, კიდევ უფრო უახლესი მიღწევების შუქზე გაირკვა, რომ სწორედ ღამით, აუცილებლად უმთვარეო ღმეს, მყარი ანტიციკლონის დროს მცენარის სამკურნალო აქტივობა სხვა დროზე უფრო მეტია.
კრიტიკის რაციონალურ საფუძვლებთან დაკავშირებით შეგვიძლია აღვნიშნოთ კიდევ ერთი მცირე დეტალი. იმ დროს, როდესაც შეთქმულებათა თეორიის მომხრეები ჩვეულებისამებრ დეტალურად სწავლობენ საკითხის ფაქტობრივ მხარეს - შეთქმულებათა თეორიის კრიტიკოსების ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს უბრალოდ მეცნიერების ავტორიტეტის დამოწმება.
 
მაგალითად, ბრტყელი დედამიწის მომხრეებს შეუძლიათ მოიტანონ ათობით მტკიცებულება იმისა, რომ დედამიწა მრგვალია, რათა შემდეგ უკუაგდონ ისინი - კარგი თუ ცუდი არგუმენტებით, ეს სხვა საკითხია. ხოლო მრგვალი დედამიწის მომხრეები არცთუ იშვიათად უბრალოდ ამჯობინებენ "ოფიციალური მეცნიერების" დამოწმებას, და ასევე, დიდი სურვილის შემთხვევაში,ს იშვიათად თუ გაიხსენებენ ერთ-ორ მტკიცებულებაზე მეტს.
 
ოფიციალური თვალსაზრისის მრავალრიცხოვან შეცდომებზე, აღიარების წლებზე, ათწლეულებზე, საუკუნეების შემდგომ აღიარებებზე არც კი მსურს წერა, ეს ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია. მთლიანობაში პროგრესის ფართე გზა ბუკვალურად მოკირწყლულია იმ ადამიანთა მიერ, ვისაც ჯერ ხოცავდნენ ან დევნიდნენ ოფიციალური მსოფლმხედველობისადმი წინააღმდეგობის გამო, შემდეგ კი სასწავლო სახელმძღვანელოებში მათ ამა თუ იმ სამეცნიერო მიმართულების ფუძემდებლებად ასახელებდნენ.
 
მაგრამ მედლის მეორე მხარე არაფრითაა პირველზე უკეთესი. თუკი კრიტიკოსთა ერთი ნაწილი პატიოსნად წარმოადგენს უმრავლესობის უხმო მიმდევარს დონეზე "თვითონ არ ვიცი, მაგრამ მეცნიერებმა დაამტკიცეს" - სხვები ცდილობენ რაციონალიზმის გამოყენებას და ვერ ამჩნევენ, რომ ამ რაციონალიზმის სიღრმეში ჩამალულია იგივე არაგანმსჯელი რწმენა (ეს ცოტათი წააგავს წინა განყოფილების პირველ პუნქტს).
 
მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ.
 
საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ თქვენ ვალდებული ხართ აკრიტიკოთ შეთქმულების თეორია, რათა "ნორმალურობაზე" უფლება დაკარგოთ. თქვენ, მასზე საუბრის დროს, ასევე ვალდებულნი ხართ გამოიყენოთ მხოლოდ ოფიციალურად მოწონებული ინსტრუმენტებ. უკვე ნახსენები დომინირებული დისკურსი ხისტად კარნახობს განხილვის ფორმატს.
 
როგორც ადრე იყო ნახსენები, შეთქმულებათა თეორიის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფორმალური განსხვავება არ არსებობს. მათი დიალოგი ობივატელურ დონეზე ერთნაირი ინსტრუმენტებით და ერთნაირი არგუმენტებით წარმოებს. შესაძლოა გამარჯვება "ავტორიტეტის" წყალობით, მაგრამ ეს ძალისმიერი სცენარია - თქვენ დათრგუნეთ ოპონენტი, მაგრამ ვერ დაარწმუნეთ. ამიტომ ჩვენ გვთავაზობენ ნეიტრალურ არბიტრს. ალბათ უკვე ხვდებით - ეს მეცნიერებაა.
 
"მიუკერძოებელი მეცნიერება", რომელმაც უნდა გვითხრას, ვინ არის მართალი - შეთქმულებათა თეორიის მომხრე თუ მისი მოწინააღმდეგე. რისთვის ვიყენებთ თვით მეცნიერების მიერ დაგროვილ ცოდნას - გამოკვლევებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, სამეცნიერო მეთოდოლოგიის შესამუშავებლად და ა. შ. სამწუხაროდ, ამ არბიტრს როცა ვეთანხმებით და ამ ინსტრუმენტებს, ჩვენ დაუყოვნებლივ ვიღებთ ორ გადაუჭრელ პრობლემას.
 

1) სიცხადის სიცრუე
 
"საზოგადოდ ცნობილის" კატეგორიის დამცირებით და გაუფასურებით, დომინირებული რაკურსი ითხოვს მეცნიერულად იქნას დასაბუთებული სრულიად ცხადი საგნები. თუკი "საზოგადოდ ცნობილის" დამოწმება უკვე ყველასთვის არ მუშაობს - მაშინ ყველა "საზოგადოდ ცნობილი" რამ უკვე არა ჭეშმარიტია, არამედ ცრუ.
 
ნახევარი საუკუნის წინ ამაზე იცინოდნენ:
"ამბროს ამბრუაზოვიჩ ვიბეგალო ზეიმობდა. ახლა დამტკიცებულად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თუ ადამიანს არ აჭმევ, არ ასმევ, არ უმკურნალებ, მაშინ ის, ანუ ადამიანი, უბედური იქნება და, შესაძლოა, მოკვდეს. აი ეს ადამიან, მაგალითად, მოკვდა. სამეცნიერო საბჭო შეძრწუნდა".

ახლა არავინ იცინის, არავინ ძრწის. ეს ყველაფერი სრული სერიოზულობით ხდება. თქვენ მართლაც გჭირდებათ სერიოზული მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანები დადიან ფეხებით და ხედავენ თვალებით. ამგვარი მტკიცებულების გარეშე თქვენი ნებისმიერი მტკიცებულება გადავა კონსპიროლოგიის სფეროში. ეს ხდება არა სპეციალურად, არამედ, ეს არის მხოლოდ "ნორმალურის" სფეროდან ყოველივე "არამეცნიერულის" განდევნის გარდაუვალი შედეგი - ანუ, სხვაგვარათ თუ ვიტყვით, არამეცნიერულისა და არანორმალურის გაიგივების შედეგი.
 

2) უაზროდ მაღალი შრომითი დანახარჯები
 
აი ნიმუში კომენტარებიდან, სადაც განიხილებოდა პირბადეების ტარების სარგებლობა, ეხმარება თუ არა ის დაიცვას ადამიანი ვირუსისგან. ჩვენ ყურადღება მივაქციეთ ამას იმიტომ, რომ ეს ამ ადამიანმა ორჯერ გამოიყენა სიტყვათშეხამება "შეთქმულების თეორია". ოპონენტებმა ერთმანეთს დაუმოწმეს სამეცნიერო გამოკვლევათა უამრავი ლინკი და აი რა შედეგი მიიღეს:
ეს ფაქტები, როგორც ჩანს, გვაიძულებს მივიდრიკოთ იმ პოზიციისკენ, რომ შეიძლება ეხმარება კიდეც, მაგრამ დამაჯერებელი მონაცემები თითქმის არ გვაქვს ან საერთოდ არ არსებობს. გადავიდე იმ აზრზე, რომ ზუსტად უსარგებლოა, ჯერ მზად არ ვარ.
მრავალი ადამიანი დიდმნიშვნელოვნად გაიღიმებს. განა ეს მშვენიერი არ არის, როდესაც დავაში ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტება დაიბადა? გვსურს სამუდამოდ დავიმახსოვროთ ეს გასაოცარი გაელვება - ინტერნეტში ვიღაცამ დავაში შეძლო ვიღაცის გადარწმუნება! მაგრამ როგორია ამისი ფასი?
 
ეს მუშაობს ყველა სფეროში - ყოველს სმენია ამგვარი პასუხი "ააწყვე შენი მესინჯერი", "დაწერე შენი ბრაუზერი", "შექმენი შენი სოციალური ქსელი", "შექმენი საგადასახადო სისტემა" და ა. შ. მზარდი მიმართულებითს. მოცემულ შემთხვევაში ვითრება უკიდურეს შემთხვევაში ასე გამოიყურება: "ჩაატარე შენი სამეცნიერო გამოკვლევა". მოცემულ დავაში ერთ-ერთ მხარეს გაუმართლა - გამოჩნდა უკვე ჩატარებული სამეცნიერო გამოკვლევები. შრომითმა დანახარჯებმა მხოლოდ მათი ძიებისა და ანალიზის რამოდენიმე საათი შეადგინა.
 
წარმოიდგინეთ, ცხოვრობდა ადამიანი, უეცრად მას სახეზე ააცვეს "სადრუნჩე" და უთხრეს, რომ სანამ რამოდენიმე საათი არ წაიმუშავებს - ამ "სადრუნჩეს" არ მოხსნიან.
 
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად მისი სამუშაო ჯერაც არ დასრულებულა, სადრუნჩე არა და არ მოხსნეს. მას ჯერ კიდევ სჭირდება ამ ინფორმაციის უფრო გავრცელება, ადამიანების განათლება, გავლენის ჯგუფების ჩამოყალიბება. სამუშაო დასრულებული არ არის თუნდაც ერთი პორტალის ჩარჩოებშიც კი - მან შეძლო რაღაც აეხსნა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ხოლო ვინც სწორედ ამ თემის კომენტარებს არ კითხულობდა ცთომილებაში რჩებიან. "სადრუნჩეს", იგივე პირბადის გაკეთება ადვილია - მაგრამ ის რომ მოიხსნა უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი.
 
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯოხის მსუბუქი დარტყმა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ეს ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების აქტიურ მუშაობას, არსებობს მონაცემები, რომ ეს ასევე ხელს უწყობს გახდომას. აზიელები, მუდმივად ურახუნებენ მოწაფეებს, და ძალიან დიდხანს ცხოვრობენ. ასე რომ ამ დღიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას სპეციალური ადამიანები, მორიგეები, მსუბუქად გაგროზგავენ. ბრძანება ხელმოწერილია პრეზიდენტის მიერ.
 
და აჰა, თქვენც ელოდებით, როდის გამოჩნდება ამ გამოკვლევის უარმყოფელი, ის კი არა და არ ჩანს. გამოდის, თქვენ თვითონ უნდა მოჰკიდოთ ხელი ამგვარი უარყოფის ორგანიზებას, არა? თქვენ კი მეცნიერიც არ ხართ. რა უნდა ქნათ? უნდა დაიქირავოთ მეცნიერი? სთხოვეთ ერთს, მეორეს, მესამეს, ისინი კი იშმუშნებიან, უარს ამბობენ, გაგირბიან. ჩურჩულით გეუბნებიან - კარიერა, სახლი, ცოლ-შვილი, სამუშაო... არ მსურს ეს ყველაფერი დავკარგო.
 
გახდებით თქვენ მომხრე შეთქმულების თეორიისა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯოხით ცემა სინამდვილეში მავნეა და არანაირი სარგებლობა მას არ მოაქვს? თუ ჯიუტად მოითმენთ ამ დარტყმებს და ცემას, იმის მოლოდინში, რომ ოდესღაც ოფიციალური მეცნიერება თავისი ავტორიტეტით დაადასტურებს იმას, რასაც იმათ გარეშეც მუდმივად განიცდით?
 
"შეთქმულების თეორიებზე სამეცნიერო დავის" პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოდ ცნობილი და აშკარა საგნები მსოფლიოში არსებობენ, თუმცა ცდილობენ მათი არსებობა გამოაგდონ დისკურსიდან, და თქვენ ვალდებული ხართ გახარჯოთ უზარმაზარი რესურსები ამ ცხადი სინამდვილის დასამტკიცებლად.
 
ვინმე თუ ეცდება თქვენს გადმოგდებას ცათამბჯენიდან (ღმერთმა დაგიფაროთ! – "აპოკ." რედ.) - სამეცნიერო კვლევები კი არ უნდა მოიტანოთ და იმის მტკიცება კი არ უნდა დაიწყოთ, რომ ამისგან ადამიანები კვდებიან, არამედ თავქუდმოგლეჯით გაიქცეთ იქიდან ან თავი დაიცვათ.
 
ზოგიერთი პოლემიკის ჩასატარებლად სამეცნიერო გამოკვლევების დამოწმების მოთხოვნა - ეს არის თავს მოხვეული ზედმეტობა, კონტროლის სპეციალური პრაქტიკა, რათა ადვილად იქნას გამორიცხული უხერხული შეხედულებები დომინირებული დისკურსიდან.
 
მაგრამ ესეც ყველაფერი როდია. ეს ორი პრობლემა არსებითად მიდის ერთამდე - თქვენ სხვისი წესებით თამაშობთ. მაშინაც კი თუ გადაწყვიტეთ ითამაშოთ ამ თაღლითური წესებით და დაიწყებთ თქვენი პოზიციის დაცვას "სამეცნიერო გამოკვლევების" მოხმობით - უბრალოდ აღმოაჩენთ, რომ არავითარი "სამეცნიერო გამოკვლევა" ცათამბჯენიდან ადამიანების გადმოგდებაზე არ არსებობს. რატომ? "მთელი რიგი მიზეზების გამო". შესაძლოა ეს თემა "არც ისე მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის". შესაძლოა "მოდაში არაა". შესაძლოა "არ ფინანსდება".
 
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ქვეყნის ზოგიერთ გამოკვლევაში მეცნიერების ამა თუ იმ დარგს პირდაპირ კრძალავენ. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს: "კიბერნეტიკა - რეაქციული ცრუმეცნიერებაა".
 
საქმე იმაშია, რომ შეთქმულების თეორიის შემთხვევაში მეცნიერება სულაც არ არის "მიუკერძოებელი არბიტრი", არამედ ერთ-ერთი ოპონენტია. და ის საკუთარი ინსტრუმენტებით სარგებლობს, რომ სხვებიც აიყოლიოს.
 
მკითხველი აქ სავარაუდოდ იტყვის - კი მაგრამ! ხომ საჭიროა გქონდეს იმისი შესაძლებლობა როგორმე გაარჩიო ერთმანეთისგან ვინ მართალია და ვინ მტყუანი, და ისიც, თუ რა ეჩვენება ადამიანს სიმართლედ და რა არა! ხომ საჭიროა ობიექტური კრიტერიუმები! რა იქნება, თუკი ადამიანი მიიჩნევს, რომ მას ასხივებენ სპეცსამსახურები - განა ეს შეიძლება სინამდვილეში მოხდეს?
 
ამის პასუხად მოვიტან ჰემინგუეისთან დაკავშირებულ კარგად ცნობილ ისტორიას:
მას ეჩვენებოდა (ან ეს სინამდვილეშიც ასე იყო), რომ ყველგან FBI-ის აგენტები უთვალთვალებდნენ, და რომ ყველგან მოსასმენი მოწყობილობებია, ტელეფონები ისმინება, ფოსტა კონტროლდება, საბანკო ანგარიშები მოწმდება და ა. შ. მას შემთხვევით გამვლელიც კი შეეძლო FBI-ის აგენტად ჩაეთვალა.

1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ე. ჰემინგუეის საარქივო საქმე გამომზეურდა, დადასტურდა, რომ FBI მწერალს მართლაც უთვალთვალებდა.
უბედურება იმაშია, რომ შეთქმულებათა თეორიის კრიტიკოსების მიერ პროპაგანდირებული სამეცნიერო დავა შესაძლებელია მხოლოდ იდეალურ მსოფლიოში და იდეალური მეცნიერების პირობებში. რეალურ სამყაროში არსებობს არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, სპეცსამსახურები, მაღალჩინოსანი გიჟები, ქრთამები, პროპაგანდა, დივერსია, და ასევე ჩვენი წინამდებარე პუბლიკაციის მეორე ნაწილში მოხსენიებული რეალური შეთქმულებები.
 
შეთქმულებათა თეორიების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია ცხოვრების იმ სფეროებთან, სადაც მეცნიერება ან უძლურია, ან ანგაჟირებულია. საკუთრივ, სწორედ ამიტომაც ჩნდება იქ შეთქმულების თეორია.
 
 
შევაჯამოთ ამ განყოფილების შედეგები:
 
 
1. შეთქმულების თეორიები ყველაზე ხშირად ჩნდება ისეთ სფეროებში, სადაც მეცნიერება ვერ იძლევა ცალსახა პასუხებს ან იქ, სადაც ის ანგაჟირებულია. ასეთ შემთხვევებში განხილვის გადატანა სამეცნიერო სიბრტყეში ცალსახად ნიშნავს არა რეალურ განხილვას, არამედ კიდევ ერთ მეთოდს - უფრო რთულს და დახლართულს - დაიმოწმო უმრავლესობის და ოფიციალური სტრუქტურების აზრი.
 
2. შეთქმულებათა თეორიების უმრავლესობა ჩნდება დომინირებული დისკურსის მქონე ადამიანთა შორის არსებული კონფლიქტების გამო, მათ შორისაა სამეცნიერო კონფლიქტებიც. ამიტომაც ცრუა წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოსდა შეთქმულების თეორია შეიძლება ადვილად დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას სამეცნიერო გამოკვლევებით. ამგვარ კონფლიქტში ერთ-ერთ მხარეს გააჩნია წარუვალი უპირატესობა - ის თვითონ ქმნის ან ცვლის დავის წესებს.
 
3. დაუმტკიცებელია და შეუძლებელია დამტკიცდეს რაიმე სამეცნიერო გამოკვლევის გამოყენება კონკრეტულ თეორიათა განხილვისას, ამ გამოკვლევათა არაანგაჟირებულობა ან თუნდაც შესაბამისობა რეალობასთან (მოცემულ მომენტში დომინირებული თეორია შეიძლება გადასინჯულ ან უარყოფილ იქნას მომავალში, ახალი ტექნოლოგიების ან რომელიმე არქივის გასაჯაროების შემთხვევაში).
 
გაკვირვებული მკითხველი იკითხავს - მაშ, როგორ, შეთქმულების თეორიის კრიტიკა შეუძლებელია? იქნებ ჩვენ უფოლოგიის კათედრებიც გავხსნათ თეოლოგიის კათედრებთან ერთად?
 
სკეპტიკური ღიმილით შევნიშნავთ, რომ უფოლოგიას ისეთივე ფინანსური ნაკადი ჰქონოდა, როგორიც რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ, - უფოლოგიის კათედრები დიდი ხნის გახსნილი იქნებოდა, და "ცრუმეცნიერებასთან მებრძოლი კომისიები" ზუსტად ისევე მოიწმინდებოდნენ, როგორც ეს თეოლოგიის შემთხვევაში მოხდა. და ეს კიდევ ერთი ემპირიული მტკიცებულებაა მეცნიერების დამოწმებისა იქ, სადაც ის უძლურია. მაგრამ შეთქმულებათა თეორიის გაანალიზება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მოდი განვიხილოთ, თუ როგორ.
 
 
 
5. გამოკვლევა vs გამოძიება
"მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი" (ძვ. ბერძნ.: ἓν οἶδα ὅτι οὐδὲν οἶδα; ლათ.: scio me nihil scire ან scio me nescire) – გამოთქმა, რომელიც ძველბერძენ ფილოსოფოს სოკრატეს მიწერება (ასე მოწმობს ფილოსოფოსი პლატონი)ს. ზოგიერთ ციტატებში გვხვდება ოდნავ შეცვლილი ფორმით - "რაც მეტი ვიცი, მით მეტი მესმის, რომ არაფერი მესმის" და "მე ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ სხვებმა ესეც არ იციან".

ადამიანთა გარეგნულად მსგავს მოქმედებებზე თუ ვილაპარაკებთ - ჩვენ, რა თქმა უნდა, ვებერის და მისი სოციალური მოქმედების დიდი თეორიის გარეშე ვერაფერს გავაწყობთ. მოკლედ თუ ვიტყვით, მისი აზრით სოციალური მოქმედებები უნდა შევისწავლოთ გაგების მეშვეობით, რადგან მოქმედება შეიძლება ერთი და იგივე იყოს, მაგრამ ადამიანები მათში სრულიად განსხვავებულ აზრებს ხედავენ.

მაგალითად, ერთი ადამიანი კლავს მეორეს. ერთი ამას აფექტის გამო აკეთებს. ის განრისხებული იყო და თავი ვერ შეიკავა. მეორე კი ამას ტრადიციის გამო შვრება. ის, შესაძლოა, არც იყო მოსურნე ვინმე მოეკლა, მაგრამ მის კულტურაში "სისხლის აღება" მიღებული პრაქტიკაა. მესამე ამას აკეთებს რაციონალური მოსაზრებით - მას თავს დაესხნენ, ის კი თავს იცავდა. შედეგი ერთია - არსებობს მკვლელი და გვამი. მიზეზები კი სულ სხვადასხვაა.
 
დანაშაულის შემთხვევაში მოქმედების შედეგი ასევე ცალსახაა: იურიდიული შეფასება და შედეგი. მაგრამ რა უნდა ვთქვათ, თუკი იურიდიულად მოქმედება განსაზღვრული არ არის - ხოლო მსჯელობები შეთქმულებათა თეორიების შესახებ იურიდიული სიბრტყის მიღმა დევს?
 
ერთი ადამიანი მხარს უჭერს შეთქმულების თეორიას, რადგან ეს ძალიან მოხდენილი რამეა, მოდურია, ახალგაზრდულია. მეორემ ივიქრა, რომ რაღაცას ხედავს და მივიდა დასკვნამდე, რომ შეთქმულების თეორია შესაძლოა სიმართლეა. მესამეს ვიღაცამ თავში ჩასჩურჩულა.
 
დომინირებული დისკურსის ჩარჩოებში არც ერთი ეს ადამიანი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ შეთქმულების თეორია - და მისი შესაბამისობა ან შეუსაბამობა ოფიციალურად მიღებულ შეხედულებასთან.
 
თეორიათაგან ერთნი ეხებიან რეალურ პრობლემებს, რომელთაც "ხელისუფლება მალავს" - ჩვენ კი ისტორიული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ხელისუფლება არცთუ იშვიათად მართლაც რაღაცას მალავს. ინფორმაციის უკმარობა ან დაფარვა, მონაცემებში წინააღმდეგობა და ა. შ.
 
სხვა თეორია გამოწვეულია განათლების ან ფინანსების უკმარობით. ადამიანი ღარიბია და გაუნათლებელია, არსებითად იზოლირებულია დანარჩენი სამყაროსგან და უბრალოდ იძულებულია ააგოს საკუთარი თეორია სამყაროზე.
 
მესამე - რეალური სიგიჟეა.
 
კვლავაც დომინირებული დისკურსის ჩარჩოებში არავითარი გრადაცია არ არსებობს. არსებობს მხოლოდ შეთქმულების თეორია - და მისი შესაბამისობა ან შეუსაბამობა ოფიციალურად მიღებულ შეხედულებასთან. რადგან დომინირებული დისკურსი ცდილობს სამყარო მოაქციოს თავის ჩარჩოებში. სამყარო დიდია, რთულია, ჩარჩოებში არ ეტევა. ამიტომ სამყაროს აჭრიან მონაკვეთებს და მათ ნორმის საზღვრებს მიღმა ისვრიან, "ეს არ არსებობს და არც არასოდეს არსებობდა".
 
დომინირებული დისკურსი სრულიად ცალსახად ითხოვს ბრტყელი დედამიწის იდეის მომხრეები, ლოკდაუნის მოწინააღმდეგეები და უცხოპლანეტელებთან მებრძოლები მოათავსონ ერთ კატეგორიაში. ეს დაახლოებით ისეთია მსაჯულმა სასამართლოზე ერთნაირი მსჯავრი გამოუტანოს მკვლელს, გამფლანგველს და ადამიანს, რომელმაც გზა წითელ შუქნიშანზე გადაკვეთა - შემდეგ კი ისინი ერთ კამერაში მოათავსოს.
 
ძირითადი შეკამათება აქ გახლავთ - "რეალობის", "ფაქტების" არსებობა. პირობითად რომ ვთქვათ - დედამიწა ან ბრტყელია ან არა. რა განსხვავებულობა შეიძლება აქ არსებობდეს? კარგია თუ ასეა. კარგია, თუ ლაპარაკი მიდის უბრალო, ექსპერიმენტალურად მტკიცებად და შემოწმებად ფაქტებზე. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - შეთქმულებათა თეორიების დიდი უმრავლესობა დაკავშირებულია იმ სფეროებთან, სადაც არავითარი "ფაქტები" არ არსებობს, ამავდროულად არსებობს ეჭვი მონაწილეთა ანგაჟირებულობაზე და ექსპერიმენტთა გაყალბებაზე.
 
თქვენ უბრალოდ არ იცით, რამდენი ადამიანი დაიღუპა "ღორის გრიპისგან", და არც ვინმემ იცის და არც ვინმეს შეუძლია გაიგოს. რადგან ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, ჯანმო ხომ, - კვლავ და ოფიციალურად, - უარს ამბობს შეკრიბოს ისინი და გამოაქვეყნოს. აქ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ სივრცე ინტერპრეტაციებისთვის, ხოლო "მეცნიერების" ან "სტატისტიკის" დამოწმება აშკარა მანიპულირებაა და მცდელობაა ამოეფარონ ავტორიტეტს.
 
შეთქმულების თეორიები და მათი განხილვა - საკმაოდ ფართო საკითხია, რომ ის მხოლოდ მეცნიერების კომპეტენციას განეკუთვნებოდეს. სამეცნიერო მეთოდების გამოყენება შეთქმულების თეორიის ანალიზისთვის - დაახლოებით იგივეა, რაც სამეცნიერო მეთოდების გამოყენება სიცოცხლის აზრის საძიებლად ან "კარგი და სწორი" ცხოვრების განსასხვავებლად "ცუდისა და არასწორისგან". ეს საკითხი პრინციპიალურად შეუძლებელია გადაწყდეს სამეცნიერო მეთოდებით - თუმცა სამეცნიერო მეთოდები შეიძლება კარგ დამხმარე ძალად წარმოდგეს ამისთვის.
 
თვით შეთქმულების თეორია უფრო ფილოსოფიური კონცეფციაა, ვიდრე ექსპერიმენტალურად შემოწმებადი წინასწარმეტყველება, რომელთან მუშაობასაც მიჩვეულია მეცნიერება. შეთქმულებათა თეორია შეიძლება შევადაროთ გამოძიებას, როდესაც ჩვენ არ გვაქვს მკაფიო და ზუსტი მტკიცებულებები, მაგალითად ვიდეოჩანაწერები. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევისწავლოთ საქმის მასალები, უნდა მოვუსმინოთ მხარეებს და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს გამოცდილებაზე, საღ აზრზე და ვითარების საერთო შეფასებაზე დაფუძნებით.
 
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ გარკვეულ სამეცნიერო მონაცემებს გამოკვლევების დროს. როგორც ფილოსოფები თავის თეორიებში ხელმძღვანელობენ სამყაროს შესახებ არსებული ცოდნით. მაგრამ თვით გამოძიება - ანუ თვით ფილოსოფიური კონცეფცია - არ წარმოადგენს ექსპერიმენტს, არც გამოკვლევას. ეს კოგნიტიური პრაქტიკების სრულიად სხვა კრებულია.
 
 
ამ მოკლე განყოფილების შეჯამება:
 
შეთქმულების თეორიის ანალიზისა და განხილვისთვის არ გვმართებს საჭიროზე მეტად გამოვიყენოთ სამეცნიერო დისკურსი. მსგავსი თეორიების ძირითადი ანალიზისთვის საჭიროა არა სამეცნიერო გამოკვლევები - რომლებიც ფაქტების შეპირისპირების დამხმარე ფუნქციას ასრულებენ - არამედ საჭიროა თეორიის გაგება და მისი შემადგენელი ნაწილების დეტალური განხილვა.
 


 
6. დასკვნები
 
1. ტერმინი "შეთქმულების თეორია", "კონსპიროლოგია" ყველაზე ხშირად გამოიყენება, როგორც შეფასებითი ტერმინი ოპონენტის აზრის გაუფასურების მიზნით. ამასთან ვიცით, რომ კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა უამრავი რეალური შეთქმულება, მათ შორის საიდუმლოდ განხორციელებულიც. შეთქმულებები წარმოადგენენ კაცობრიობის ცივილიზაციის სრულფასოვან ნაწილს და არასწორია მათი არსებობისა და საზოგადოებაზე მათი გავლენის უარყოფა. ტერმინ "შეთქმულების" ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას "მასშტაბური ორგანიზაციული საქმიანობა", რათა თავიდან ავიცილოთ ნეგატიური კონნოტაციები.
 
2. შეთქმულებათა თეორიების კრიტიკოსები უშვებენ მთელ რიგ სერიოზულ შეცდომებს, რომელთაგან უმთავრესია - კრიტიკას დაქვემდებარებული თეორიის არსის იგნორირება. იმის გამო, რომ თეორიის არსი კრიტიკოსების მიერ არ განიხილება - ისინი თავიანთ კრიტიკაში იყენებენ არგუმენტებს, რომლებსაც თავიანთ ოპონენტებთან ცთომილად მიიჩნევენ. მაგალითად, საღი აზრის ან კიდევ ავტორიტეტების დამოწმება. გარდა ამისა შეთქმულების თეორიის კრიტიკა ჩვეულებრივ მიმართულია არა შეთქმულების არსისკენ, არამედ მისი მიზნისა და მექანიზმებისკენ, რომლებსაც კრიტიკოსი მაქაიმალურად შეუძლებლად და არასასურველად წარმოაჩენს. ამგვარი კრიტიკის საფუძველში ჩვეულებრივ ძევს ადამიანის ბუნებრივი კონფორმიზმი, სურვილი მიუერთდეს უმრავლესობას და მოახდინოს საკუთარი ნორმალურობის პრეზენტაცია.
 
3. შეთქმულების თეორიები ყველაზე ხშირად ჩნდება იმ სფეროებში, სადაც მეცნიერება არ იძლევა ცალსახა პასუხებს, სადაც ადამიანები აკვირდებიან ოფიციალური სტრუქტურების ანგაჟირებულობას ან უძლურებას, მათ შორის მეცნიერებისაც. ეს ვითარება არ იძლევა შესაძლებლობას გამოყენებული იქნას სამეცნიერო დისკურსი შეთქმულების თეორიის მიუკერძოებელი ანალიზისთვის - რადგან ასეთ დავაში არბიტრი ხდება ერთ-ერთი ოპონენტი და მიუკერძოებლობაც იმწამსვე ქრება.
 
4. ამიტომაც შეთქმულების თეორიის ანალიზისთვის სამეცნიერო გამოკვლევები მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება იქნას გამოყენებული. შეთქმულების თეორიის ანალიზი უნდა გვაგონებდეს არა ფიზიკური ექსპერიმენტის აღწერას, არამედ გამოძიებას ან ფილოსოფიურ ანალიზს.

წყარო: https://habr.com/ru/post/540130/
Назад к содержимому