კონსპიროლოგია - ბეირუთში აფეთქდა იზომერული ბომბი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > კონსპიროლოგია
ბეირუთში აფეთქდა იზომერული ბომბი: Proof *
იზომერული ბომბის აფეთქება ბეირუთში
___________

* Proof ამ სიტყვას ინტერნეტში ხშირად იყენებენ მტკიცებულების აღსანიშნად, ანუ იმის სათქმელად, რომ გააჩნიათ მტკიცებულება იმისა, რაც გაჟღერებული იყო შეტყობინებაში.

___________







ბეირუთში მომხდარი აფეთქების (2020 წლის 4 აგვისტო) კადრები

ბეირუთში მომხდარი საშინელი აფეთქებიდან (2020 წლის 4 აგვისტო) პირველი დღეების განმავლობაში, თანდათანობით გამოიკვეთა მოვლენის ძირითადი ოფიციალური ვერსია:

"ეს იყო დაუდევრობის შედეგი", - ამბობს "რეიტერი" და, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რამოდენიმე კომიტეტი და მოსამართლე განიხილავდა საქონლის დაცვის უსაფრთხოების საკითხს, რომელიც შედგებოდა 2750 ტონა სელიტრისგან, მაგრამ "არავინ არაფერი გააკეთა" საშიში მასალის უტილიზაციისთვის ან სხვაგან მის გადასაზიდად.

სელიტრა, ანუ ამონიუმის ნიტრატი - ეს გახლავთ აზოტმჟავას მარილი, რომელიც კომპონენტად გამოიყენება ასაფეთქებელ ნივთიერებებში და ასევე, როგორც აზოტის სასუქი. სელიტრას გამოყენება, როგორც ასაფეთქებელი ნარევისა ეფუძნება ფორმულას:

2NH4NO3 → 2N2 + 4H2O + O2

მოკლედ, სელიტრას დაშლის დროს წარმოიქმნება ჟანგბადი, რომელიც იმწამსვე შედის რეაქციაში ნარევის ამა თუ იმ სხვა კომპონენტთან. ამონალში ამ კომპონენტის როლს თამაშობს ალუმინის ფხვნილი ხოლო სხვა ასაფეთქებელ ნივთიერებებში ჰიდრაზინი. მაგრამ, სელიტრა თავისით რომ აფექთქდეს - ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო:



ეს ფოტო სკრინად გამოდგებოდა ისეთი საბჭოური ტელეგადაცემებისთვის, როგორიცაა "სოფლის საათი" ("Сельский час"), "ამბები ყანიდან" ("Вести с полей") და სხვა. პოლიტბიურო, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს უმალავდა მშრომელ ხალხს - ჩერნობილს, ქარხანა "მაიაკს", ხანძრებს მეტროში და სხვა, მაგრამ სადმე ჰაერში რომ აფეთქებულიყო სელიტრით დატვირთული მთვრალი კომბაინერი - ეს შემთხვევა საზოგადოებრივ მაუწყებლობაში იმწამსვე გახმაურდებოდა. მიუხედავად ამისა, თვით ყამირის ათვისების ეპოსშიც კი არ არის ნახსენები ამგვარი რამ, ამიტომაც ბეირუთში იყო ბომბი - ან ბირთვული იზომერების საფუძველზე, ან რაიმე ამის მსგავსი. აი მტკიცებულება:
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Tz3zaSQCETE" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
როგორც ნათლად ვხედავთ და გვესმის - მსახურების დროს, უცებ, ძლიერი ვიბრაციის შემდეგ ფეთქდებიან ნათურები, რის შემდეგაც, სადღაც 5-6 წამში მოდის მეორე აფეთქების საჰაერო დარტყმითი ძალა.

ამ აფეთქებას რომ დაეზიანებინა ელექტრონული გაყვანილობა - ნათება აციმციმდებოდა და ჩაქრებოდა, ნათურები კი არ აფეთქდებოდა. ამონიუმის ნიტრატი ალუმინთან ერთად აფეთქების დროსაც კი ძალიან დიდ ელექტრობას არ წარმოქმნის, ამიტომაც ბეირუთში სხვა რაღაცამ დაიგრუხუნა, რამაც წარმოშვა ერთგვარი EMP-ს (ელექტრო-მაგნიტური იმპულსის) მსგავსი დარტყმა.

ყველაზე ძლიერ ელექტრომაგნიტურ იმპულსს ბირთვული აფეთქება იწვევს. მაგრამ, ბეირუთში არ ყოფილა ბირთვული აფეთქება, რადგან, დარეგისტრირებული მიწისძვრის (3.3 – 4.5 ბალი) მიხედვით აფეთქების სიმძლავრე იყო 05. – 5.0 კტ. ასეთი სიმძლავრის ბირთვული აფეთქების დროს მობილური, რომლითაც წარმოებდა გადაღება, უეჭველად დაიწვებოდა.

დარტყმითი ძალა მერყეობდა ბგერის სიჩქარიდან (350-390 მ/წმ) - 3 000 მ/წმ-მდე, კოსმიური ტალღის სიჩქარე დაახლოებით 10-ჯერ უფრო მეტია. ამიტომაც პირველად ის მოვიდა, რის შემდეგაც 5-6 წამში მოვარდა დარტყმითი ძალა. ცხადია, რომ ეკლესია აფეთქების ეპიცენტრიდან დაახლოებით 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ასეთ დისტანციაზე ბირთვული აფეთქება, თუნდაც მცირე სიძლიერის, მთელ ელექტროგაყვანილობას დაწვავდა.

მაგრამ, ამას ბომბი ბირთვულ იზომერებზე ამას ვერ იზამს. ქსელში მან გამოიწვია კოლოსალური გადატვირთვა - რამაც ნათურები ააფეთქა, მაგრამ ტელეფონებს (მობილურებს) ვერ მიწვდა.

ნახა თუ არა ვინმემ ვიდეო-რგოლი, სადაც ოპერატორი აფეთქებას იღებდა ასი მეტრიდან და დაიღუპა? ასეთი ვიდეო-რგოლები არ არსებობენ, რადგან ასეთ მანძილზე EMP ყველაფერს დაწვავს. ნახევარი კილომეტრსა და უფრო მეტ მანძილზე რეაგირება მოახდინა მხოლოდ ელექტროგაყვანილობამ, რომელმაც იმპულსი მიიღო როგორც ანტენამ.

პირველი ინფორმაცია ბირთვულ იზომერებზე ბომბის შექმნის შესაძლებლობაზე გაჩნდა დაახლოებით 1990-იანი წლების მიწურულს. ამ იარაღზე ბევრს წერდნენ, ყველანი ენას ატლიკინებდნენ, ხოლო ხუთი წლის შემდეგ დაიწერა 333 სამეცნიერო სტატია იმაზე, რომ ჰაფნიუმის ბომბი შეუძლებელია შეიქმნას და ამ პოზიციას ყველა დაეთანხმა.

არადა, ზუსტად ასეთი ისტორია გადახდა თავს ბირთვულ ბომბსაც, რომლის იდეა 1920-იანი წლებიდან განიხილებოდა. მაგრამ, როგორც კი თემაში გარკვეული წინსვლები გამოჩნდა და ატომური ბომბით სერიოზულად დაინტერესდნენ - სამეცნიერო ჟურნალებში გამოაქვეყნეს ექსპერტების პუბლიკაციები, რომლებიც კონკურენტების დაბრიყვების მიზნით წერდნენ, რომ ატომური ბომბი პრინციპში შეუძლებელია შეიქმნას. შედეგად პირველ ატომური აფეთქება ფიზიკოსებისთვის უდიდესი სიურპრიზი გახდა.

დღეს ვითარება ანალოგიური სცენარით ვითარდება: რადგან ექსპერტებმა თქვეს, რომ იზომერული ბომბი შეუძლებელია - მაშასადამე ის არა თუ შესაძლებელია შეიქმნას, არამედ უკვე არსებობს და გარკვეული ძალები მისით შეიარაღებულნი არიან. დიახ, და სწორედ ის აფეთქდა ბეირუთში. მაგრამ, ვინ მიაწოდა ის ჰეზბოლას - ეს დიდი საიდუმლოა. შესაძლოა, მას პასუხს გასცემს მომდევნო ანალოგიური აფეთქების ადგილი, ასე რომ დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას.

წყარო: https://thebigtheone.com
Назад к содержимому