სხვადასხვა > კონსპიროლოგია
ბეირუთ-2: აფეთქება ეკვატორიალურ გვინეაში
2021 წლის 7 მარტს, კვირას, ეკვატორიალური გვინეის უმსხვილეს ქალაქსა და უმთავრეს ეკონომიკურ ცენტრში ქალაქ ბატაში მოხდა ოთხი აფეთქება. აფეთქებები ერთმანეთს მიჰყვებოდნენ და ყოველი მომდევნი წინაზე უძლიერესი იყო:
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/8HSFUfsZUPI" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/mndwKIsaawA" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/kf6Ckcgti9w" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
აფეთქებიდანვე ქალაქში გაქრა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი, ამიტომა, თუ რა მოხდა და რატომ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. მიუთითებენ, რომ აფეთების ეპიცენტრი, როგორც ჩანს, რომელიღაც სამხედრო ნაწილი იყო.
ქვეყნის ტელევიზიის პირველივე ცნობების თანახმად გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 400 ჰოსპიტალიზირებულ იქნა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა. ნგრევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მთავარი აფეთქების ძალა კილოტონებით განისაზღვრება. თუკი ეპიცენტრი სამხედრო ნაწილში იყო, სადაც სავარაუდოდ ასობით ადამიანი მსახურობდა, და მისგან მხოლოდ ქვა-ღორღიღა დარჩა, უნდა ვივარაუდოთ რომ დაღუპულთა რაოდენობაც ასობით აღირაცხება.
რამდენადაც ვიდეოდან შეიძლება გავიგოთ, ეპიცენტრის მისადგომები სამხედროებმა და პოლიციამ გადაკეტეს, იქ რა ხდება გაუგებარია, ხოლო აფეთქების პერიფერიებზე ჩვენ ვხედავთ შენობა-ნაგებობების ნაფლეთებს და ნამსხვრევებს. ასე რომ, სავარაუდოდ იქ ასობით და ათასობით ადამიანია ნანგრევებს ქვეშ და ვითარება საკმაოდ კრიტიკულია.
თვითმხილველთა ცნობით, პირველი აფეთქება მოხდა ადგილობრივი დროით 13 საათზე. ის არც ისე ძლიერი იყო, მან მხოლოდ კარები და ფანჯრები შეარყია. მაგრამ ამის შემდეგ გაისმა კიდევ სამი აფეთქება, რომლებმაც უკვე კატასტროფული ნგრევები გამოიწვია.
პირველი, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ - ეს გახლავთ ტყვია-წამლის საწყობის აფეთქება ადგილობრივ სამხედრო ნაწილში, მაგრამ საწყობები ასე არ ფეთქდება. ჭურვები და ბომბები იქ არ ჰქონდათ, თანაც მათი ერთობლივი დეტონაცია არ ხდება, ამიტომაც, იქ ჭურვები რომ აფეთქებულიყო, მაშინ აფეთქებები მომდევნო დღის საღამომდე გაგრძელდებოდა, ნამსხვრევები კი მთელი ქალაქის მასტაბით იფრენდნენ. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს აფეთქების სიძლიერე. ამგვარი ძალის ჭურვები ადგილობრივ სამხედროებს არ გააჩნიათ. სავარაუდოდ აფეთქდა MOAB-ის (Massive Ordnance Air Blast - ამერიკული ფუგასური საავიაციო ბომბი) მსგავსი ჭურვი ან ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალა.
ასევე შეიძლება ვიფიქროთ ტერაქტზე, მაგრამ მსგავსი სიძლიერის მქონე ტერაქტი ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. ტერორისტებს ასაფეთქებლებით გატენილი სატვირთო მანქანაც რომ აეფეთქებინათ - აფეთების ძალა ერთ კვარტალს ვერ გასცდებოდა.
ძლიერების მიხედვით ერთადერთი ექვივალენტური სამხედრო აფეთქება, რომელიც გვინახავს - მოხდა ბეირუთის პორტში 2020 წლის აგვისტოს. მაშინ მიზეზად სელიტრა დაასახელეს, ამიტომ შესაძლოა აქაც იგივე მოიმიზეზონ, ასე რომ დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას.
ქვემოთ იხ. ფოტოები აფეთქების ზონიდან:
ინტერნეტ მასალების მიხედვით.
საიტი "აპოკალიფსისი". 14 მარტი. 2021 წ.