სხვადასხვა > კონსპიროლოგია
მსოფლიოში არავის სჯერა, რომ ავსტრალია თავისით იწვის
ავსტრალიაში მიმდინარე საშინელ და აუხსნელ ხანძრებზე უკვე რამოდენიმე თვეა ლაპარაკობენ მსოფლიოს კონსპიროლოგიური ფორუმები, მაგრამ 16 იანვარს, როგორც ჩანს, ვითარებაში მოხდა საკმაოდ დიდი გარდატეხა. ყოველივე ამის შესახებ პუბლიკაცია განათავსა ავსტრალიურმა საიტმა news.com.au, რომელიც საკმაოდ შორსაა კონსპიროლოგიისგან და წარმოადგენს ავსტრალიის მთავარ (ან ერთ-ერთ უმთავრეს) საინფორმაციო რესურსს.
თავიდან news.com.au-ს რედაქციას მოჰყავს ავსტრალიის სოციალურ ქსელებში განხილული ფაქტები, მაგალითად, - ციდან გადმოტყორცნილი უცნაური ენერგეტიკული სხივები:
შემდეგ მოჰყავთ ხეების ფოტოები, რომლებიც შიგნიდან იწვიან:
პაზლის მომდევნო ელემენტი - შერჩევითი აალებანი, ანუ, როდესაც ერთი ხე იწვის, მის გვერდით მდგომი ბუჩქი კი არა, რაც პრინციპში შეუძლებელია. ეს ყველაზე კარგად ჩანს საჰაერო სივრციდან გადაღებულ ფოტოებზე:
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Mow8Fxj-XzM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Mow8Fxj-XzM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
შემდეგ განიხილავენ ავტომობილებისა და ნაგებობების დაზიანებებს, რასაც ავსტრალიაში ასობით ბლოგი და ვიდეო-რგოლი მიეძღვნა:
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Mow8Fxj-XzM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
დასასრულ, მოჰყავთ თვითმხილველთა მოწმობები. კერძოდ, news.com.au ახსენებს რომელიღაც " Facebook-ის უმსხვილეს ადგილობრივ აკაუნტს", რომელსაც არ იმოწმებს, მაგრამ რომელშიც ადამიანები წერენ, რომ ცეცხლი უბრალოდ არსაიდან ჩნდება, ის თითქოსდა "ფეთქებადია".
რადგან ესმით, რომ ქვეყანა იწვის, ავსტრალიის იმ რეგიონთა მცხოვრებლები, რომლებიც ტყეებთან ახლოს ცხოვრობენ, დღე და ღამე მორიგეობენ ოთხივე მიმართულებით, და მათ არცერთხელ არ უნახავთ ცეცხლის კედლის ან ციდან ჰაერით მოტანილი რაიმე ნაპერწკლების ცვენა. ტყე უცებ იწყებს წვას ცეცხლის რაიმე ცნობადი კერის გარეშე. შემდეგ კი ზუსტად მეორდება კალიფორნიის ვითარება, რომელმაც გააოგნა ადგილობრივი მეხანძრეები.
ყველა ამ ფაქტების ჩამოთვლის შემდეგ news.com.au გადადის მომხდარის ვერსიებზე. ანუ, ყველას ესმის, რომ ავსტრალიას ცეცხლს უკიდებენ, მაგრამ ვინ და რატომ?
ავსტრალიელ კონსპიროლოგებს შორის ყველაზე პოპულარული ვერსიაა - რკინიგზის მშენებლობა, რომელიც გეგმაშია, მაგრამ, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები არ იწონებენ. ამიტომაც, ისე დაემთხვა, რომ ცეცხლის ძირითადი ხაზი სწორედ ამ რკინიგზის ხაზის მარშრუტს ემთხვევა:
ზოგიერთი ავსტრალიელი კონსპიროლოგი ვითარებას უფრო გლობალურად აფასებს და, იმისდა მიხედვით, თუ კიდევ სად ჩნდება ცეცხლის კერები, მშენებლობის უფრო რთულ სქემას აყალიბებს.
კომუნიკაციათა ამ ახალი ხაზების ვარიანტების ახსნა სხვადასხვაა, მაგრამ მთლიანობაში უმთავრესია ორი:
1) ავსტრალიაში უნდა აშენდეს "ელიზიუმი", ანუ არცთუ დიდი ზომის იზოლურებული სამოთხე გლობალური ელიტისთვის, საიდანაც ისინი დაიწყებენ მსოფლიოს მართვას;
2) ავსტრალიაში უნდა აშენდეს გლობალური შრომით-აღმზრდელობითი ბანაკი, რომლიდანაც უკვე ვერავინ, ვერასოდეს, ვერსად გაიქცევა.
მაგრამ, რადგან სოციალური ქსელები - ზოგადპლანეტარული მოლენაა, იქ არა მარტო ავსტრალიელები წერენ. და, news.com.au-ს შეფასებით მთელ მსოფლიოს ავსტრალიის სარკინიგზო ხაზები სულაც არ ადარდებს, მითუმეტეს, რომ ტყეები კიდევ სხვაგანაც იწვის. ხანძრების ძირითად მიზეზად კონსპიროლოგიური საზოგადოება ხედავს ან გლობალურ შეთქმულებაში დეპოპულაციის მიზნით ან კიდევ პლანეტის გაწმენდაში "უცხოპლანეტელების" მიერ თავიანთი რომელიღაც პროექტებისთვის (ჩვენი შენიშნა: "უცხოპლანეტელების" ვერსია საკმაოდ მიამიტურად ჟღერს და ჩვენ ამ ვარაუდს არ ვეთანხმებით. "უცხოპლანეტელთა" არსებობაც კი დიდად საეჭვოა და ისიც გლობალისტური ძალების მონაჩმახს წარმოადგენს. თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა - "აპოკ." რედ.).
ყოველივე ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, და როგორც ჩანს, ამის შესახებ მსჯელობენ მსოფლიო ფორუმებზეც, მაგრამ ეს როდია მთავარი. მთავარია ის, რომ news.com.au-ს შეფასებით წინასწარგანზრახული ხანძრები აწუხებს მილიონობით ადამიანს, რადგან სოციალური ქსელების აკაუნტები, სადაც ეს თემები განიხილება, ითვლიან ათობით და ასობით ათას ხელმოწერებს. ეს ყოველივე კი გვაიძულებს საკითხს შევხედოთ სულ სხვა კუთხით.
ჩვეულებრივ, როდესაც გონიერი ადამიანი ისეთ რაიმეს ამბობს, რაც ეწინააღმდეგება ტელევიზორებიდან და "უნივერსიტეტებიდან" მოლაყბეების დოგმებს, გლობალური მედია ასეთ ადამიანზე ქმნის "შერეკილის" იმიჯს, რომელიც ქსელში მარტო გამოვიდა საპროტესტო პიკეტით და ამიტომაც ურჩევენ მას თავზე ფოლგის ქუდი დაიხუროს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დღეს მარტოხელა პიკეტებში ძირითადად დგანან მოქალაქეები, რომლებიც ყურჩამოყრილები უსმენენ ოფიციალებს. ყველა დანარჩენს კი ეს ოფიციალური განმარტებები სულაც არ ადარდებთ. ავსტრალიის მთავრობა იქ რაღაცას ბურტყუნებს რომელიღაც პროვოკატორებზე, რომლებმაც თურმე ცეცხლი შეგნებულად გააჩინეს, მაგრამ ამისი არავის სჯერა - ადამიანები ლაპარაკობენ იმაზე, რომ ცეცხლი უფრო რომელიღაც მიმართული ენერგიის მქონე იარაღიდან მოდის. ეს კი სისტემის სრული დაშლის მომასწავებელია. ამიტომაც, ამგვარ განმარტებებს ჩვეულებრივ სიგიჟედ აცხადებენ.
გლობალური სისტემა შენდებოდა ასწლეულების თუ არა, ათწლეულების განმავლობაში მაინც. ისინი ადამიანებს აჩვევდნენ ესმინათ მხოლოდ ის, რასაც მათ ჭკვიანი ბიძა ელაპარაკება ტელევიზორიდან. ბიძამ თქვა, რომ "აპოლონი" გაფრინდა მთვარეზე - და ყველა თავს აქნევს; ან ბიძამ თქვა, რომ არსებობენ არჩევნები, პოლიტიკური პარტიები - და ყველანი მირბიან ხმის მისაცემად დარწმუნებულნი თითქოსდა მათი ხმები რაიმეს წყვეტდეს. ასე იყო მთელი XX საუკუნე და ასე იწყება XXI-ც.
მაგრამ, ახლა, როგორც ჩანს მმართველობის ძველი სისტემა დავის დასასრულს უახლოვდება - ადამიანებს უკვე აღარ სჯერათ იმ სპექტაკლების, რომელთაც გლობალური მთავრობის წარმომადგენლები დგამენ და სულაც არ აინტერესებთ ამ სპექტაკლის სცენაზე მორბენალი მსახიობები (პოლიტიკოსები და სხვა) - რომელ პერსონაჟსაც გინდ თამაშობდნენ, იქნება ეს სახელგანთქმული აკადემიკოსი თუ რომელიმე სახელმწიფოს მეთაური.
არ ვფიქრობთ, რომ ასე იმიტომ ხდება, თითქოსდა სისტემამ თავისი თავი ამოწურა და უკვე ირღვევა. გლობალური გუნდური მმართველობის პირობებში სისტემის მხარდაჭერა ნებისმიერი ვადით არის შესაძლებელი. შეიძლებოდა მთელი პლანეტის ერთ დიდ საბჭოთა კავშირად ან ტოტალურ ჩრდილოეთ კორეად გადაქცევაც კი.
მაგრამ ეს არ ხდება და სისტემას უფლებას აძლევენ დაირღვეს, რადგან თითქოსდა მან უკვე საკუთარი თავი ამოწურა. რადგან ასეა, მაშინ, ჩანს, რომ ჰორიზონტზე ჩნდება საზოგადოების გლობალური მმართველობის ახალი სისტემა - ამიტომაც უნდა დაიდგას ახალი სპექტაკლები, ახალი მსახიობებით და ახალი წესებით. საჭიროა მხოლოდ დაველოდოთ, როდის გამოავლენენ ისინი თავს მსოფლიო არენაზე. ასე, რომ ჩვენც მოთმინებით აღვიჭურვოთ და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
წყარო: thebigtheone.com