კითხვა-პასუხი - "შეცბუნება ამპარტავნებისგან" - "შეცბუნება ამპარტავნებისგან" - რატომ მიიჩნევა შეცბუნება ცოდვად? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
"შეცბუნება ამპარტავნებისგან" - რატომ მიიჩნევა შეცბუნება ცოდვად?
შეცბუნებული ადამიანი
რა არის შეცბუნება? დაკავშირებულია თუ არა ის ჩვეულებრივ მორცხვობასთან? და რატომ მიიჩნევა შეცბუნება ცოდვად?
 
შეცბუნება - საკმაოდ ვრცელი ცნებაა. ზოგიერთი თეოლოგის განმარტებით: შეცბუნება ეს არის გრძნობა, როდესაც ცნობილი კარგი საქმე მხოლოდ გვეჩვენება კარგად, სინამდვილეში კი ასეთი არ არის. თანაც, შეცბუნებაში არის განსაზღვრული "სიამე". შეცბუნება - აღაშფოთებს აზრებს და ყოველგვარ შიშებს.
 
შეცბუნებას შეიძლება განვაკუთვნოთ ჩვეულებრივი სიმორცხვეც, ადამიანის მორიდებულობაც. ამას მრავალი მღვდელმსახურიც ადასტურებს. მათი აზრით ძველები ამბობდნენ, რომ ყოველგვარი შეცბუნება ეშმაკისგანაა. ღირ. ისააკ ასურელი შეცბუნება ეშმაკის ბორბალიაო, ამბობდა. სხვები კი მას "სულის საზიანო საცდურს" უწოდებდნენ.
 
რატომ არის შეცბუნება ცოდვა?
 
როდესაც სული შეცბუნებულია, ის ერთგვარ პანიკაში იმყოფება, ამიტომაც ეშმაკისთვის ძალიან ადვილია ამ მომენტში ადამიანის მიდრეკა არასწორი გადაწყვეტილებებისკენ. მორცხვობა, ზოგიერთი მღვდელმსახურის აზრით, მომდინარეობს სიამაყისგან.
 
მათი აზრით შეცბუნება ფარული ამპარტავნების ნიშანია, რადგან ხშირად იგივე მორიდებულობა - ეს მხოლოდ შედეგია იმისი შიშისა, თუ რას იფიქრებენ შენზე გარემომცველნი, ეს არის მათი მხრიდან განკითხვის შიში. სიამაყე კი - ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვნებაა. ღირ. ბარსონუფი ამბობდა, რომ ამაყთ "ღმერთი ეწინააღმდეგება", ხოლო ღირ. მაკარი დარწმუნებული იყო იმაში, რომ სიამაყე თავისი ძალით სხვა ვნებებსაც ჰკვებავს.
 
სწორედ ამიტომ მოვერიდოთ შეცბუნებას, როგორც სხვა ყოველგვარი და ხშირად უფრო მძიმე ცოდვების პირველწყაროს.
 
როგორ გადავლახოთ ან როგორ ვებრძოლოთ შეცბუნებას? - ამისთვის უნდა გაგვაჩნდეს საღი სულიერი ორგანიზება, კერძოდ ვიყოთ და ვიცხოვროთ მარტივად. ამისთვის კი საჭიროა ღმერთს ვთხოვოთ შემწეობა და სულიერი სიჯანსაღის გაძლიერება.
 
მოძღვართა თქმით, მიზეზები, რომლებიც აღძრავენ შეცბუნებას, აღქმულ უნდა იქნან, როგორც "არასწორნი და უსამართლონი". უნდა შევიგნოთ, რომ არ ღირს ამაო მშფოთვარება, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც სულის ცხონებას არ ეხება.
 
გარდა ამისა, შეცბუნების გადასალახავად საჭიროა მოვიშოროთ სიამაყე და მოვიპოვოთ თავმდაბლობა. ღირ. მაკარი წერდა: "თავმდაბლობა ამშიდებს სულს და ანიჭებს მას კეთილ სასოებას გამოსასწორებლად. ხოლო შეცბუნება უფრო ამძიმებს და მტერიც უფრო ინდომებს უმეტესი ბრძოლებისა და ბარიერების აღსამართავად. ასევე უნდა ვიფიქროთ სხვა ადამიანებზე, და არა მხოლოდ საკუთარ თავზე. რადგან შეცბუნება ხელს უწყობს საკუთარ თავში ჩაკეტვას, ეგოცენტრიზმს.
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ.
Назад к содержимому