სწავლანი > კითხვა-პასუხი
როგორ შემთხვევაში განიკვეთება ადამიანი ეკლესიიდან?
ნათლისღების მომენტიდან ადამიანი მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი წევრი ხდება. მაგრამ ქრისტიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება მოხდეს მრავალი მოვლენა, მათ შორის ნეგატიურიც. მათგან ზოგიერთი სერიოზულ შედეგს იწვევს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა ეკლესიიდან განკვეთა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შემთხვევებში შეიძლება ადამიანი განიკვეთოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან.
ამრიგად, ანათემა (ბერძნ. ἀνάθεμα - ეკლესიიდან განკვეთა) - ეს არის ქრისტიანის განკვეთა მართლებთან თანაზიარობისგან და ყველა საიდუმლოსგან. ამგვარი ზომა, როგორც საეკლესიო სასჯელი, გამოიყენება მძიმე შეცოდების შემთხვევაში (უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობისადმი ღალატის და მწვალებლობისკენ ან სქიზმისკენ გადახრის შემთხვევაში). ანათემა გამოითქმება საჯაროდ, ეკლესიაში და კრებითად (ან ეპისკოპოსთა შეთანხმებით).
საეკლესიო ანათემა არ უნდა აგვერიოს სხვა სახის განკვეთაში (ἀφορισμός), ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულობების გამო, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება ეკრძალება. ეს დანაშაულობენი შეიძლება იყოს:
ქურდობა, სიძვა-მრუშობა (მოც. 48), საეკლესიო ხარისხის მიღება ქრთამის მეშვეობით (სიმონია) (მოც. 30) და ა. შ. ამგვარი დანაშაულობები არ ითხოვს კრებით გადაწყვეტილებებს და მისი ძალმოსილებისთვის კრებითი დადასტურება არასავალდებულოა.
ეკლესიიდან განკვეთა არის ორი სახის:
1) საეკლესიო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკლესიის წევრი მოუნანიებელი ცოდვილი ცხოვრებისთვის ან დოგმატური ცთომილების ჯიუტად დაცვისთვის ნაწილობრივ (წმ. ზიარების აკრძალვა) ან დროებით იკრძალება. ამგვარ ზომას მცირე განკვეთა ეწოდება; და მეორე - სრული ანათემა, ანუ სრული განკვეთა ეკლესიის წევრობიდან, რასაც დიდი განკვეთა ეწოდება.2) თვითგანკვეთა, ეკლესიიდან განდრეკა; ამგვარი მდგომარეობა თვით ადამიანის საქმიანობის შედეგია, რომელიც ქრისტიანის სახელთან შეუთავსებელია.
განკვეთა (ანათემირება) ეფუძნება ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სიტყვებს: " თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მათე 18:17).
ანათემა შეიძლება გამოთქვას ეპისკოპოსთა კრებამ (ან საერთო კრებამ) და გაუქმდეს ანათემირებულის სინანულით; ხოლო ეკლესიის ის წევრი, რომელიც თვითნებურად არ მონაწილეობს მის საიდუმლოებებში, წმიდა მამათა განწესებების თანახმად, თვითგანკვეთილია.
ცალკე უნდა ითქვას, რომ ეკლესიისგან განკვეთა, არანაირი "საეკლესიო წყევლა" არ არის!
ეს არც ეკლესიიდან განკვეთაა ამ ტერმინის საერო გაგებით. რა თქმა უნდა, ანათემირებულს ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უფლება უკვე არა აქვს. კერძოდ: ის ვერ ეზიარება, მონაწილეობას ვერ მიიღებს ღვთისმსახურებაზე და სხვა. მაგრამ, საეკლესიო თანაზიარობისგნა მოკვეთა, როგორც ასეთი, ხდება ანათემირების გარეშეც.
საეკლესიო კანონების მიხედვით, მძიმედ შემცდოე ადამიანი გარკვეული ვადით განიკვეთება საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობისგან... ამიტომაც ანათემა უბრალოდ განკვეთას კი არ ნიშნავს, არამედ ეკლესიის დასტურს იმაზე, რომლის შესახებაც თავის მხრივ თვით დამნაშავემაც დიდი ხნის წინ იცოდა და დამკვიდრებული იყო მასში: მისი მსოფლმხედველობა, პოზიციები და შეხედულებები ვერანაირად უთანხმდება საეკლესიო პოზიციას და ამგვარი ადამიანის ცხოვრება ეკლესიის ცხოვრებასთან შეუთავსებელია.
საიტი "აპოკალიფსისი".
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.