სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ გვიბოძა ღმერთმა თავისუფლება?
თავისუფლება - უდიადესი ნიჭია და, როგორც ნებისმიერი ნიჭი, ის შეიძლება საშიში გახდეს მისი გამოყენებისას. შემთხვევითი არ არის ის, რომ მრავალი კომენტატორი სწორედ თავისუფლებას მიიჩნევს ღმრთის ხატად. ეს არის საბაზისო დახასიათება, რომლითაც მხოლოდ ანგელოზები და ადამიანები არიან დაჯილდოვებულნი. ჭეშმარიტ თავისუფლებას ფლობს მხოლოდ ღმერთი.
ტრადიციული თავისუფლება ანუ ის, რაც ჩვენ მოგვწონს, გვანიჭებს მატერიალურ კეთილდღეობას. ზოგიერთი ადამიანი ამაში ერთგვარ ხრიკს ხედავს. მათ ესმით, რომ ეს არ არის ის თავისუფლება, რომელიც მათ სურდათ. ეს არის აუცილებლობის თავისუფლება. ის ყოველთვის შეზღუდულია დროით, სივრცით და ა. შ. ქრისტიანისთვის თავისუფლება კიდევ შეზღუდულია წარმოდგენით სინდიდსზე და ღმერთზე. ჩვენნაირი ადამიანები და ზრდილობის წესები ასევე ზღუდავენ თავისუფლებას. ასე რომ ჩვენ გვიწევს შევეწყოთ ამ პირობებს და ვითარებას. მაგრამ ეს არ არის ის თავისუფლება, რომელიც უფალმა გვიბოძა.
როდესაც თავის ხატად და მსგავსად გვქმნიდა, მან მცნებად მოგვცა გვქონოდა მისდამი მისწრაფება და ასევე სიყვარული ღმრთისა და მოყვასისადმი. ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ნამდვილად თავისუფალ ადამიანს შეუძლია. ადამიანი მოწოდებულია სიყვარულისკენ, რომელშიც არის არჩევანი. ასეთი სიყვარული ნამდვილად ღირებულია. მას შეუძლია გაიაროს შეგნებული მსხვერპლი. ადამიანები გენეტიკურად არიან მიდრეკილნი ამა თუ იმ თვისებებისკენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ავმაღლდეთ ჩვენს განსაზღვრულობაზე და თავისუფლად ავირჩიოთ ღმერთი. იმ ვითარებაშიც კი, როდესაც მის მიმართ პრეტენზიები გვიჩნდება. იესუ ქრისტემ გვიჩვენა თავისუფლების ნიმუში, როდესაც პეტრეს უთხრა: "ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც" (მთ. 26:53).
ღმრთითმიტოვებულობის დროსაც კი ქრისტე თავის თავისუფლებაში არ ტოვებს ზეციური მამისადმი ერთგულებას, სიყვარულს და სასოებას. ჩვენ მოწოდებულნი ვართ მივბაძოთ სწორედ ამგვარ სიყვარულს. თავისუფლება გვებოძა იმისთვის, რათა თავისუფლად გვიყვარდეს ღმერთი. ხოლო უბედურებები, რომელიც ხდება ჩვენი არასწორი არჩევანის გამო ხდება (ეს არის ცოდვა), იესუმ ჩვენი ცოდვები თვითონ აიღო და საკუთარი თავი მსხვერპლად მიიტანა. მკვდრეთით აღდგომით მან აღდგომა თითოეულ ჩვენგანს მიანიჭა, და ჩვენ თავისუფალნი ვართ შევუერთდეთ მას ამ აღდგომაში.
საიტი "აპოკალიფსისი. მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.