კითხვა-პასუხი - კითხვა ძველი აღთქმის განმარტების შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
კითხვა ძველი აღთქმის განმარტების შესახებ
სოდომისა და გომორას განადგურება
მშვიდობა თქვენდა! თუ შეიძლება განგვიმარტეთ. ერთ-ერთ საიტზე, ერთმა ადამიანმა, სავარაუდოდ მუსლიმმა, განაცხადა, რომ ბიბლიაში ბევრი სისასტიკეა, რომ ბიბლია მოუწოდებს ძალადობისკენ, გენოციდისკენ და დაიმოწმა ციტატები ძველი აღთქმიდან. აი, ეს ციტატები ძველი აღთქმიდან, იქნებ ისინი აქტუალურები იყვნენ იმ დროისთვის? რატომ ვერაფერს ვპოულობთ განმარტებებში, სადაც ნათელი მოეფინებოდა ამ ვითარებას, ეს სიტყვები ხომ ფანატიკოსთა საკვები შეიძლება გახდეს?
 
"ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი. პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა" (მეორე რჯლ. 20:16-17).
 
"გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ" (რიცხვ. 31:17-18).
 
"თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთართ სულივითა გყავს და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, ... მოჰკალი იგი. ... ჩაქოლე იგი, რომ მოკვდეს..." (მეორე რჯლ. 13:6-10).
 
 
კითხვა: რას ნიშნავს: "მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რომ ხორცით განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი, და სულით ეცოცხლათ ღმრთის მიერ" (1 პეტ. 4:6)? როგორ უნდა იქნან განკითხულნი ხორცით მკვდარნი?
 
 
***
 
პასუხი: წმიდა წერილში არსებობს დროთა შეცვლის და ერთის მაგივრად მეორის დასმის ჩვეულება, მომავლის აღქმა წარსულად და წარსულისა მომავლად, აწმყო დრო გამოიყენება იმის ნაცვლად, რომელიც იყო მანამ ან იქნება მომავალში, - და ეს ნათელია მათთვის, ვინც წმიდა წერილში გამოცდილია.
 
ზოგიერთი ამბობს, რომ წერილი "მკვდრებად" რაცხს ადამიანებს, რომლებიც ქრისტეს განკაცებამდე გარდაიცვალნენ, მაგალითად, წარღვნის, ბაბილონის აღრევის, სოდომსა და ეგვიპტეში დაღუპულნი, ასევე სხვები, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი და მრავალგვაროვანი შურისგება იგემეს და საშინელი ჭირვებები დაატყდათ თავს საღმრთო განჩინებით. ეს ადამიანები სასჯელს ღმრთის უცოდინრობის გამო კი არ დაექვემდებარნენ, არამედ იმისთვის, რა წყენაც მიაყენეს ერთმანეთს. სწორედ მათ ეხარათ, წმ. პეტრეს თქმით, ცხონების დიადი ქადაგება, - როდესაც ისინი უკვე განკითხულნი იყვნენ, როგორც ხორციელი ადამიანები, ანუ ხორციელად მცხოვრებლებმა მიიღეს სასჯელი ერთმანეთის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვებისთვის, და ეს იმიტომ, რომ "სულით ეცოცხლათ ღმრთის მიერ"; ანუ, იმყოფებიან რა ჯოჯოხეთში, მიეღოთ ღმრთისშემეცნების ქადაგება, ერწმუნათ მაცხოვარი, რომელიც ჯოჯოხეთში ჩავიდა მკვდართა საცხოვნებლად.
 
ამრიგად, წმიდა წერილის ეს ადგილი რომ გავიგოთ, აღვიქვათ ის ასე: მკვდრებს, ხორცით განკითხულებს იმიტომაც ექადაგათ, რათა "სულით ცხონებულიყვნენ ღმრთის მიერ"" (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, "პასუხი გაურკვეველ კითხვებზე", მე-7 კითხვა).
 
აქ მოქმედებს პრინციპი: "არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა" (წმ. მოციქულთა 25-ე კანონი: "რადგან წმიდა წერილი ამბობს: "... არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა" (ნაუმ. 1,9)).
 
წერილ არს: "ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!" (ეს. 33:1). და კიდევ: "რას იზრახავთ უფლის წინააღმდეგ (ანუ, რას ცილისწამებთ ღმრთის სამართლიანობას - ო. ს.)? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და და უბედურება უკვე ვეღარ განმეორდება" (ნაუმი 1:9).
 
"სჯულის მიხედვით, მაგალითად, მეძავი დაუყოვნებლივი სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომაც, როდესაც ადამიანმა უკვე იტვირთა სასჯელი თავისი ცოდვისთვის და ღირსეული მისაგებელი მიიღო ჩადენილი დანაშაულისთვის, რა იქნება შემდეგ, როგორი სასჯელი ელოდება მათ სულებს, თუკი სხვა ცოდვა არ არსებობს, რომელიც მათ განსჯიდა, არამედ მხოლოდ ეს ცოდვა ჩაიდინეს, და თანაც ესოდენ დიდი, თუმც ისინი უკვე დასჯილები იყვნენ და სასჯელი სჯულიერად მიიღეს?
 
უფალი ხელმეორედ არ მოუვლენს ჭირვებას ერთი და იმავეს გამო (LXX, ნაუმი 1:9), რადგან მათ მიიღეს სამაგიერო თავიანთი ცოდვისთვის, და სასჯელი დანაშაულისთვის უკვე აღსრულდა. ამრიგად, ირკვევა, რომ განწესების ეს სახეობა არ არის სასტიკი, როგორც ამას ამტკიცებენ ერეტიკოსები, რომლებიც ბრალს დებენ ღმრთის რჯულს და უარყოფენ, რომ მასში არის კაცთმოყვარება, და ღმერთი სავსეა მოწყალებით, რადგან ამით ხალხი კი არ განიკითხებოდა, არამედ ცოდვებისგან განიწმინდებოდა" (ორიგენე, ჰომილიები ლევიტელთა წიგნზე, 11:2).
 
და კიდევ:
 
"რას იზრახავთ უფლის წინააღმდეგ? ის, ვინც სამყარო შექმნა (ანუ თავისი სახიერებითა და მოწყალებით - ო. ს.), განა მის განადგურებას დაუშვებს (ანუ თავისი მართლმსაჯულებით - ო. ს.). მაგრამ, თუ თქვენ ღმერთი მკაცრი, სასტიკი და სისხლისმსმელი გეჩვენებთ იმიტომ, რომ მან მოსპო კაცთა მოდგმა წარღვნით (დაბ. თ. 7), ცეცხლი და გოგირდი აწვიმა სოდომსა და გომორას (დაბ. თ. 19), ეგვიპტე ჩაძირა წყალში (გამ. თ. 14), ისრაელიტელთა გვამები მოჰფინა უდაბნოში (რიცხვ. თ. 32), უწყოდეთ, რომ ის ასე იმიტომ სჯის აწმყოში, რათა არ დასაჯოს მარადიულად. უეჭველად, ის, რასაც ამბობენ წინასწარმეტყველნი, ან ჭეშმარიტია ან ყალბი. თუკი ჭეშმარიტია ის, რასაც ისინი ამბობენ, როგორც ჩანს, მის სიმკაცრეზე, მაშინ მათვე ბრძანეს: "ღმერთი შურს არ იძიებს ერთი დანაშაულისთვის ორი ჭირვებით" (ნაუმ. 1:9).
 
ხოლო თუ ისინი ცრუობენ, მაშინ ცრუ ყოფილა ეს სიტყვებიც: "არ აღდგება ორმაგი ჭირვება"; შედეგად ცრუა და ყალბია მისი სისასტიკეც, რომელიც (თითქოსდა) გამოსახულია რჯულში. მაგრამ ისინი ვერ უარყოფენ წინასწარმეტყველის სიტყვების ჭეშმარიტებას: "უფალი შურს არ იძიებს ორჯერ ერთი დანაშაულისთვის"; სედეგად, ისინი, ვინც ისჯებოდა, ამის შემდეგ აღარ დაისჯებიან. ხოლო თუ ამის შემდეგაც დაექვემდებარნენ სასჯელს, მაშინ მოიტყუებოდა წმიდა წერილი; მაგრამ ასეთი მსჯელობა დანაშაულია. ამგვარად ისინიც, ვინც წარღვნის დროს დაიღუპა, სოდომელებიც, ეგვიპტელებიც და ისრაელიტებიც უდაბნოში, ჯეროვნად მიიღეს თავიანთი ბოროტებისთვის ამ ცხოვრებაში.
 
აქ ვინმე იკითხავს: "თუკი მართალი, რომელსაც წაასწრებენ სიძვა-მრუშობაში, თავწაკვეთილი იქნება, რა უნდა შეემთხვეს მას ამის შემდეგ? რადგან ის ხომ უკვე დასჯილი იქნება უფლის მიერ, და ასეთ შემთხვევაში ცრუდ არის ნათქვამი: "უფალი შურს არ იძიებს ორჯერ ერთი დანაშაულისთვის"; ან არ იქნება დასჯილი და მემრუშეს უნდა სურდეს, რათა დაისაჯოს მოკლე და სწრაფი სასჯელით, რათა გათავისუფლდეს მარადიული ტანჯვისგან".
 
ამაზე ვუპასუხებთ, რომ ღმერთმა იცის როგორც ყველაფრის ზომა, ასევე სასჯელებისაც, და შეუძლებელია შეზღუდულ იქნას მსაჯულის გადაწყვეტილებით; მას ვერც ძალაუფლებას ჩამოართმევს ვინმე ცოდვილის დასასჯელად, რადგან მძიმე ცოდვა აღიხოცება მძიმე და ხანგრძლივი სასჯელებით" (ნეტ. იერონიმე სტრიდონელი, წინასწარმეტყველ ნაუმის წიგნის განმარტება. 1:9).
 
 
წყარო: https://azbyka.ru/forum/threads/vopros-o-tolkovanii-vetxogo-zaveta.12730/

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому