კითხვა-პასუხი - 8 კითხვა მკვდართა აღდგომის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
8 კითხვა მკვდართა აღდგომის შესახებ
მკვდართა საყოველთაო აღდგომა
მართლმადიდებლურ ეკლესიას სწამს მკვდართა აღდგომა. მაგრამ მრავალ ადამიანში ეს რწმენა იწვევს ამა თუ იმ სახის გაურკვევლობებს. ამჯერად შევეცდებით ძალიან მოკლედ გავცეთ პასუხი ზოგიერთ შეკითხვას.
 
ჩვენ შეიძლება ვგრძნობდეთ საკუთარი რწმენის სიმართლეს, მაგრამ ყოველთვის როდი ძალგვიძს ის ავუხსნათ ან დავუმტკიცოთ ურწმუნო ადამიანებს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ჩვენი მსოფლმხედველობა რატომღაც აღიზიანებს. ათეისტის გონივრულმა კითხვებმა შეიძლება ჩიხში მოამწყვდიოს ყველაზე გულწრფელი მორწმუნეც კი. იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა ვუპასუხოთ ათეისტების გავრცელებულ არგუმენტებს საუბრობს ფილოსოფოსი სერგეი ხუდიევი პროექტში: "დიალოგი ათეისტებთან: მართლმადიდებლური არგუმენტები".
 
 
1. კითხვა: ხომ არ არის მკვდართა აღდგომის მოლოდინი უბრალოდ სასურველის მიღება სინამდვილე? იმ დროიდან, რაც ადამიანებმა გაიცნობიერეს თავიანთი მოკვდავობა, ისინი ამასთან მიმართებაში განიცდიან სტრესს, ცდილობენ დაძლიონ იგი, და რწმენა მკვდრეთით აღდგომისადმი აქ უნებლიედ ჩნდება.
 
პასუხი: ეს მოსაზრება რამოდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია მკვდართა აღდგომის საწინააღმდეგო არგუმენტად გამოდგეს. ჯერ-ერთი, საერთო შემთხვევაში არგუმენტი "თქვენ გსურთ, რომ ეს ასე იყოს, შედეგად, ეს შეუძლებელია ასე მოხდეს" ლოგიკურად არავალიდურია. ის არანაირად არ გამომდინარეობს მეორიდან. მაგალითად, თუ მეცნიერს ძალიან სურს, რათა მისი თეორია სწორი იყოს, ეს არანაირად არ ამტკიცებს მის მცდარობას. მეტიც, თუკი ათეისტს ძლიერ სურს, რომ ღმერთი არ არსებობდეს - არადა, მრავალი ათეისტი (მაგალითად, ჩვენთვის კარგად ცნობილი რიჩარდ დოკინსი) ამ საკითხს უკიდურესი ემოციურობით უდგება - ეს ჯერაც, თავისთავად, არ ამტკიცებს, რომ ღმერთი არსებობს.
 
მეორეც, იგივე ათეისტები, ანუ სხვა მსოფლმხედველობათა ადეპტები, რომლებიც არ ვარაუდობენ პირად უკვდავებას, მაგალითად, ბუდისტებს და კონფუციანელებს, შეუძლიათ სრულიად ნორმალურად იცხოვრონ და კარგად გაუმკლავდნენ თავიანთ სტრესს საკუთარი მოკვდავობის შეგნებითაც და ისეც, რომ სულაც არ სწამდეთ მკვდართა აღდგომა. მთელ კულტურებს არ ჰქონიათ ასეთი რწმენა - და საკმაოდ კარგადაც ფუნქციონირებდნენ.
 
 
2. კითხვა: ყველა მიცვალებულის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ როგორ დაეტევიან ისინი დედამიწაზე?
 
პასუხი: მკვდრეთით აღდგომის ტექნიკური დეტალები ჩვენთვის უცნობია (და, სავარაუდოდ, არც შეგვიძლია მისი შეცნობა), მაგრამ ვიცით, რომ თვით სივრცე და დრო ღმრთის ქმნილებებია, ამიტომაც ღმერთს სივრცესთან მიმართებაში რაიმე სირთულეები არანაირად არ ექნება.
 
გარდა ამისა, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მკვდრეთით აღმდგარი კაცობრიობის საცხოვრისი შემოიფარგლება დედამიწით. აღდგომის შემდეგ ღმერთი განაახლებს მთელ მატერიალურ ქვეყნიერებას, მთელ სამყაროს. "ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტ. 3:10). ხოლო მოციქული იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში წერს: "მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის" (აპოკ. 21:1).
 
ამრიგად, მკვდრეთით აღმდგარი მილიარდობით ადამიანი იცხოვრებს განახლებულ სამყაროში, რომლის თვისება ჩვენთვის, ჯერაც მიწიერად მცხოვრებთათვის, წარმოუდგენელია.
 
 
3. კითხვა: როდესაც ადამიანი კვდება, სხეული იხრწნება, და მისი ატომები წყლისა და სხვა სტიქიების ოროტმრიალში ერევა, ბუნებაში იფანტება, მათ შორის, სხვა ადამიანთა სხეულის ნაწილებიც კი ხდება. საზოგადო აღდგომის დროს ვის შეხვდება ის ატომები, რომლებიც სხვადასხვა სხეულში აღმოჩენილან?
 
პასუხი: მკვდრეთით აღდგომა სულაც არ ითხოვს, რომ აღმდგარი სხეული მაინც და მაინც "იმავე ატომებისგან" შედგებოდეს. როდესაც მე ცხრა წლის ვიყავი, ჩემი სხეული სულაც არ შედგებოდა ახლანდელი ატომებისგან: უჯრედები მუდმივ განახლებას განიცდიან, ჩვენ ვიმატებთ წონაში და ვკარგავთ მას, ვიზრდით თმებს და ვიკრიჭავთ მას, მკვდარი უჯრედები ტოვებენ ორგანიზმს და მათ ადგილს ახლები იკავებენ.
 
ჩვენი სხეული მუდმივად იცვლება, აღიქვამს რომელიღაც ატომებს გარე სამყაროდან, ხოლო რომელიღაც ატომებს განაგდებს. თან არც ისე გასაგებია, როგორ შეგვიძლია ვილაპარაკოთ "იმავე" ან "სხვა" ატომებზე? მაგალითად, რითი განსხვავდება ნახშირბადის ერთი ატომი მეორისგან?
 
ამიტომაც, მკვდრეთით აღმდგარი სხეული, გარდაცვლილი ადამიანის სხეულის მემკვიდრეობითობა რომ შეინარჩუნოს, არ არის სავალდებულო შედგებოდეს "იმავე" ატომებისგან. მისთვის საკმარისია იყოს სხეული, რომელიც დაკავშირებული იქნება იმავე სულთან.
 
 
4. კითხვა: სიყრმეში გარდაცვლილები სიყრმის ასაკშივე აღდგებიან თუ არა?
 
პასუხი: ეს ჩვენ არ ვიცით. წმიდა წერილი ამის შესახებ პირდაპირ არაფერს გვეუბნება. მაგრამ ჩვენ საფუძვლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, რადგან მკვდრეთით აღმდგარი სხეულები არ ბერდებიან, ისინი არ გადიან ამ წუთისოფლისთვის ჩვეულ განვითარებას სიყრმის ასაკიდან სიბერემდე, არამედ მუდმივად ერთ მდგომარეობაში იმყოფებიან. ასე რომ, უფრო სავარაუდოდ, სიყრმის ასაკში გარდაცვლილთა სხეულები მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ამავე ასაკისანი არ იქნებიან.
 
 
5. კითხვა: რა დაემართება ადამიანს, რომელიც პიროვნების გაორებით იტანჯება, - ყოველი პიროვნება თავის სხეულს მიიღებს თუ არა?
 
პასუხი: პიროვნების გაორება - ეს, რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არ არის ერთ სხეულში რამოდენიმე სულის არსებობის ნიშანი, არამედ უბრალოდ მძიმე სულიერი აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. მკვდართა აღდგომისას ყვლა ეს სნეულება გადალახული იქნება.
 
 
6. კითხვა: თუ ადამიანის სხეული ძლიერ დამახინჯდა ამ ცხოვრებაში, აღდგება თუ არა ის ასე დამახინჯებულად?
 
პასუხი: არა, მკვდრეთით აღმდგარი სხეული იქნება სრულყოფილი და "უხრწნელი", ანუ ის არ იქნება დაქვემდებარებული რაიმე სახის დარღვევას. მაგრამ, მსგავსად იმისა, როგორც ქრისტეს მკვდრეთით აღმდგარი სხეული ატარებდა ჯვარცმის ნაკვალევს, მოწამეთა აღმდგარ სხეულებზეც შეიძლება აღბეჭდილი იყოს წამების ნაკვალევი, რომელიც მათ ქრისტეს აღმსარებლობისთვის განიცადეს, როგორც ნიშანი დიდებისა და განსხვავებულობისა.
 
 
7. კითხვა: თუკი არ მოგვიწევს ჭამა და სმა მომავალ საუკუნეში, რისთვის დაგვჭირდება კბილები?
 
პასუხი: წერილი ხშირად ადარებს მომავალ ცხოვრებას წვეულებას, და არ გვაქვს არანაირი საფუძველი უარვყოთ, რომ მივიღებთ საკვებსაც. ჩვენს წუთისოფელშიც საჭმელი - ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩვენი დაშლადი სხეულების მხარდაჭერის საშუალება. საჭმლის მიერ შევიცნობთ სამყაროს, შევხარით სიკეთეებს, რომელიც ღმერთმა შექმნა, ვამყარებთ ურთიერთობას ერთმანეთთან, ვავლენთ ურთიერთ სიყვარულს, მაგალითად, როდესაც ვპატიჟებთ მოყვასთ და ვუმასპინძლდებით. შესაძლოა, თბილი და კეთილმეგობრული ტრაპეზა მარადისობის იმ მხარეშიც შენარჩუნდეს - ოღონდ რაღაც ახლებური, განდიდებული და გადასხვაფერებული სახით. თუმცა, რა თქმა უნდა, დაზუსტებით ამისი ცოდნა ჩვენთვის მიუწვდომელია.
 
 
8. კითხვა: თუკი იქ არ იქნება ჯვრისწერა (ქორწინება) და შვილთა დაბადება, დარჩებიან თუ არა ადამიანები მამაკაცებად და დედაკაცებად?
 
პასუხი: რამდენადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ უფლის სიტყვებიდან, "აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში" (მთ. 22:30), საქორწილო ცხოვრება შეიცვლება რაღაც უფრო მშვენიერით, ბრწყინვალით, უდიდესით და უმნიშვნელოვანესით - რასთან მიმართებაშიც ქორწინება იყო როგორც თესლის მიმართება ყვავილთან. მაგრამ მკვდრეთით აღმდგარი ადამიანები დარჩებიან მამაკაცებად და დედაკაცებად, რადგან ეს იყო და დარჩება მათი იდენტურობის მნიშვნელოვან ნაწილად. თუმცა, როგორ იქნება ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით.


წყარო: https://foma.ru/8-voprosov-pro-voskresenie-mertvyih.html

პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому