კატეხიზაცია - წმიდა წერილის მოწმობა კატეხიზაციის აუცილებლობის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კატეხიზაცია
წმიდა წერილის მოწმობა კატეხიზაციის აუცილებლობის შესახებ
კატეხიზაცია
მთელი კაცობრიობისთვის კეთილი უწყება, ხარება გახლდათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს ქადაგება, ამავე სახელწოდებითვე ცნობილია წიგნი სახარება, რომელიც მოგვითხრობს უფლის განკაცების შესახებ. "ამრიგად, რწმენა - სმენისგან არს, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან" (რომ. 10:17). "ქრისტიანობის ისტორიასი პირველი კატეხიზატორი იყო თვით ქრისტე. მასთან პირადი შეხვედრა, მისი სიტყვებ და მისი ცხოვრებისეული მაგალითები წარმოადგენენ იმ კატეხიზმოს, რომელი გაიარეს მოციქულებმა" (Гаврилюк П.Л. История катехизации в древней церкви. М.: Свято-Филаретовская московская высшая православно-христианскаяшкола, 2001. 320 с.).

მაცხოვარმა სწავლა-მოძღვრების მეშვეობით სამახარობლოდ მოუწოდა მოციქულებს, მათ მიერ კი - ყველა ჩვენთაგანს: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;  ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ" (მათე 28:19-20). ამ სიტყვების განმარტებაში წმ. ათანასე დიდი შენიშნავს, რომ "მაცხოვარმა მოციქულებს ამცნო არა მარტო ნათლობა, არამედ დაავალა ჯერ "ესწავლებინათ" წარმართთათვის, შემდეგ კი "მოენათლათ", რათა განსწავლას ეშვა ჭეშმარიტი რწმენა, რათა უკვე რწმენით შეძლებოდათ მათ მიეღოთ საიდუმლო" (Святитель Афанасий Великий. Творения. В 4 х томах. Репринт. / Издание Спасо-Преображенского Валаамского монастыря, 1994.Т. 3. Вторая речь против Ария).

თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტე ორმოცი დღე ეჩვენებოდა მოციქულებს და "ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ" (საქმე 1:3). ლუკას სახარების გაგრძელებაში - მოციქულთა საქმეებში - ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ხორციელდება პრაქტიკაში ეს მცნება: "ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ" (საქმე 2:41-42).

მოციქული პავლე მთელი წლის განმავლობაში ასწავლიდა ანტიოქიის ეკლესიას (საქმე 11:26), ამის შემდეგ კი - სამი თვე ეფესოს სინაგოგაში ქადაგებდა, რის შემდეგაც გადაადგილდა ვინმე ტირანუსის სკოლაში, სადაც დაახლოებით ორი წელიწადი ასწავლიდა (საქმე 19:8-10). მოციქულ ტიმოთესადმი მიწერილ თავის ეპისტოლეში ის მკაფიოდ წერს: "ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით. ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის. გაუფრთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც" (1 ტიმ. 4:13-16).

კატეხიზაციის პრაქტიკა წინ უძღოდა სახარების დაწერას. ლუკას სახარების პირველ მუხლებში ვკითხულობთ: "... მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია" (ლკ. 1:3-4). ბოლო სიტყვა ბერძნულიდან ბუკვალურად ითარგმნება როგორც "კატეხიზირებულ იქმენ", ანუ ლაპარაკია ზეპირ გადმოცემაზე, რომელიც ქრისტიანულ თემში მისი ჩამოყალიბების დღიდან არსებობდა.

დავაკვირდეთ, როგორ გაჩნდა თვით ქრისტიანის სახელწოდება. "მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები" (საქმე 11:25-26). სწორედ მოწაფეები იწოდნენ ქრისტიანებად, ანუ ისინი, ვინც ხაგნრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდნენ ქრისტეს მოციქულებთან, სწავლობდნენ ქრისტეს მოძღვრებას და მარტო იმას როდი ეთანხმებოდნენ იმას, რომ ქრისტე მესიაა.

ახალი აღთქმის ტექსტში ჯერ კიდევ არ არის მოწმობა კატეხუმენატზე, როგორც სპეციალურ საეკლესიო ორგანოზე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საეკლესიო ინსტიტუტები ასე უცებ როდი გაჩნდნენ, არამედ იუდეველთა თემიდან წარმართულ სამყაროში ეკლესიის ზრდისა და გავრცელების კვალად ყალიბდებოდნენ.

მოციქულთა ქადაგების შინაარსი დამოკიდებული იყო აუდიტორიაზე, რომლისკენაც იყო მიმართული მათი ქადაგება. თუკი იუდეველებისთვის საკმარისი იყო ქრისტეს, როგორც აღთქმული მესიის მიღება, წარმართებს ჯერ ცხონების ბიბლიური ისტორიის განმარტება და ღმრთითგამოცხადებული რელიგიის ზნეობრივი ნორმები უნდა შეესწავლათ.

"წმიდა მამათა ეპოქაში კატეხიზაცია სულაც არ განიხილება, როგორც ეკლესიის ცხოვრების დამატებითი საქმიანობა, თუნდაც ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს ეკლესიის გარეთ მდგომ ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა როდია... კატეხიზაცია თვით ეკლესიის ცხოვრებაა, ის გარკვეულწილად წარმოადგენს მისი ყოფიერების გამართლებას, მისი მისიის გამოხატულებას" (Давид Гзгян. Особенности святоотеческой катехизации. Сборник докладов конференции «Традиции святоотеческой катехизации». С.-ФПХИ. Москва. 2001. 12).

წყარო: azbyka.ru
Назад к содержимому