სხვადასხვა > კატაკლიზმები
დამშეული მაიმუნების თავდასხმები ტაილანდში
კორონავირუსის პანდემიის ფონზე საჭმლის ძიებაში მშიერ მაიმუნთა ჯოგი ტაილანდს ატერორებს.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/ZSKH_C2YbpY" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ნამდვილი უბედურება ემუქრება პატარა ქალაქ ლოპბურის მცხოვრებლებს ტაილანდში კორონავირუსის გამო აქ შემცირდა ტურისტული ნაკადი. საქმე იმაშია, რომ ამ ქალაქთან ახლოს ბინადრობს უამრავი ველური მაიმუნი, რომლებიც ლუკმაპურის მოპოვებას ჩამოსული ტურისტების ხარჯზე მიეჩვივნენ.
ინტერნეტი დაიპყრო ასობით მშიერი მაიმუნის ვიდეომ, რომლებმაც ნამდვილი ხელჩართული ბრძოლა მოაწყვეს იმის შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიამ ჩამოსულებს არ მისცა შესაძლებლობა მიეცა მათთვის ის საკვები, რასაც ისინი ტურისტებისგან იყვნენ მიჩვეულნი.
კადრებზე, რომელიც ტაილანდის ლოპბურის რაიონშია გადაღებული, ჩანს, როგორ უგულებელყოფენ მაიმუნთა ბანდები ადამიანებს, ხმამაღლა ყვირიან, თავს ესხმიან თავიანთ ნათესავებს და სცემენ მას რათა მის მიერ მოპოვებული ლუკმა წაართვან.
ვიდეო რგოლის ავტორი, ადგილობრივი მცხოვრები სასლუკ რატანაჩაი ნანახით შეძრწუნებულია.
- ისინი უფრო ველურ ძაღლებს წააგავდნენ. თვით პრიმატების ჯოგები გაგიჟებულნი არიან შიმშილისგან. მე არასოდეს მინახავს ასეთი აგრესიული მაიმუნები. ჩვეულებისამებრ აქ მრავალი ტურისტი ჩამოდის, რომლებიც ხშირად ხელით აჭმევდნენ მაიმუნებს და ასწავლეს მათ ერთ ადგილას შეკრება. მაგრამ ახლა კორონავირუსის გამო ტურისტების ნაკადმა იკლო, - ამბობს სასლუკ რატანაჩაი.
ლოპბური - ეს არის ძველი ქალაი, სადაც ათასობით ველური მაიმუნი ბინადრობს. ისინი ადგილობრივი მცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენენ, პრიმატების მთელი ჯოგები აქ ძველ ბუდისტურ ტაძრებსა და თვით დასახლებულ პუნქტებში ბინადრობენ, მათ გაცხოველებული მოძრაობისა სულაც არ ეშინიათ.
ტაილანდში პრიმატები წმიდა ცხოველებად ითვლებიან, ისინი აქ თავს სრულიად თავისუფლად და შეღავათიანად გრზნობენ, თავისუფლად გადაადგილდებიან, დაუბრკოლებლად შედიან სახლებში და სასტუმროებში.
საჭმლის ძიებაში მაიმუნები ძვრებიან ყველგან, სადაც კი დაკეტილი არ არის, ასევე ნაგვის ყუთებშიც. თუ შენიშნეს, რომ ადამიანს საჭმელი მიაქვს, ის მომენტალურად პრიმატების ყურადღების ცენტრში ექცევა. ამის შემდეგ მაიმუნები მას გარს ეკვრიან და გავლის შესაძლებლობას არ აძლევენ. ვითარება ძალიან აშინებს ადგილობრივ მცხოვრებლებს და პრობლემა ყოველდღიურად უფრო შემაშფოთებელ სახეს იღებს.
ტაილანდელების თქმით, ეს ცხოველები მაწანწალა ძაღლებზე უფრო საშიშნი არიან; თუ მათ დაინახეს, რომ მათი თანატომელი რაღაცას ჭამს, თავს ესხმიან და იწყება ნამდვილი ბრძოლა არსებობისთვის, რასაც თან ახლავს საშინელი ჭყივილი და კივილი. ეს უბრალოდ შემაძრწუნებელი სურათია.
მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.