რატომ დაეცა კონსტანტინოპოლი?
ავტორი: ბერი იოსებ ვრიენიოსი (1350-1421წ.) – გამოჩენილი ბიზანტიელი ღმრთისმეტყველი და ასკეტი, წმ. მარკოზ ეფესელის მასწავლებელი.
როდესაც ღმერთის დამსჯელ თითს დაინახავთ, ნუ გაიკვირვებთ, რატომ გვიახლოვდებაო იგი. უმჯობესია ღმერთის მოწყალებამ განგაცვიფროთ, რამეთუ არ არსებობს ცოდვა, ჩვენში რომ არ აღესრულებოდეს… უმრავლესობა არც კი უფიქრდება, თუ რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი, უგულებელყოფენ ყველაფერს, რაც საღმრთოა.
სასულიერო პირები ხელდასხმას ფულით ან საჩუქრებით იღებენ. მრავალ მათგანს სამარცხვინოდ შეუცოდავს ქალთან ან სხვა ხორციელი ცოდვა ჩაუდენია. ისინი უპატიოსნობითა და სულიერი სიბნელით არიან მოცულნი. ცოდვას სჩადიან და წმიდა ტრაპეზთან მიახლოებას ბედავენ. ჰოი, შეიწყალე, ღმერთო, ისინი. აღსარებაზე ქრთამით მიუტევებენ უმძიმეს ცოდვებს და ნებას რთავენ წმიდა ზიარება სინანულის გარეშე მიიღონ.
ხშირია ღმრთის გმობა და მკრეხელობა, როდესაც სიცოცხლეს უნდა ვწირავდეთ ღმერთის სახელისათვის; ვწყევლით მოძმეებს და ამით საკუთარ თავს ვიწყევლით; ღმერთის სახელით ვიფიცებთ და დაუფიქრებლად ვარღვევთ ფიცს.
ვდრტვინავთ ღმერთზე: ერთი – წვიმის გამო, მეორე – რატომ არ წვიმსო, მესამე – რატომ არიანო ერთნი მდიდარნი, სხვები კი ღატაკნი. ერთი სიტყვით, უფლის მსაჯულები ვხდებით. ყველგან სიშიშვლეა – არა მარტო კაცები არიან სანახევროდ შიშველნი, არც მდედრობითი სქესი ავლენს რამენაირ მოკრძალებას. გოგონები გარყვნილებას მისცემიან, ქვრივებს მამაკაცების შური წვავს.
საეკლესიო დღესასწაულებს ცეკვები, სიმღერები, სიმთვრალე და აღმაშფოთებელი ჩვეულებები ახლავს… ადამიანის ან პირუტყვის დასნეულებისას ყველა შემლოცველებისა და ჯადოქრებისაკენ ისწრაფვის, გვერდს უვლიან ღმერთს, ეკლესიასა და პატიოსან ექიმებს. არ არსებობს დღე, რომ გაუმაძღრობაში, ლოთობაში, ხორციელ აღვირახსნილობაში, შურიანობაში, ქურდობასა და მკვლელობაში არ ვმონაწილეობდეთ… ამ ყოველივემ საჯარო ხასიათი შეიძინა, ხოლო იმაზე, რაც დაფარულად ხდება, საუბარიც კი სირცხვილია.
ამგვარი მდგომარეობა, თუკი უკეთესობისკენ არ შეიცვლება, დამსახურებულ სასჯელთან მიგვიყვანს.
2023 წ. .იანვარი.