სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
არქეოლოგიური ფალსიფიკაციები
წერილი I
ხშირად ძალზედ ძნელია ნამდვილი არტეფაქტი გაარჩიო ნაყალბევისგან
1. სტოუნჰენდჯის მშენებლობა გასული საუკუნის 50-ან წლებში
2013 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა შორის გავრცელდა სტატია, რომელიც თითქოსდა ამტკიცებდა, რომ ბრინჯაოს ხანის ცნობილი ძეგლი სტოუნჰენდჯი აშენდა 1954 და 1958 წლებს შორის. მტკიცებულებად სტატიის ავტორს დამოწმებული ჰქონდა სტოუნჰენდჯის "მშენებლობის" უამრავი ფოტო, მათ შორის - ცარიელი მინდვრისა, სადაც განთავსებული იყო მომავალი ქვების განლაგებათა ნიშნულები და ქვებზე წასმული ბეტონის საგოზავი ან კიდევ ტრაფარეტები პიქტოგრამების დასამზადებლად.
ფოტომტკიცებულებების გარდა, ავტორს მოჰყავს ფაქტების კომპენდიუმი, რომელიც სტოუნჰენდჯის წარმოშობის ისტორიას წარმოგვიდგენს კონსპიროლოგიური თეორიის პარადიგმაში. მის თანახმად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სტოუნჰენდჯის რაიონში ყიდულობდა მიწებს და იქ სამხედრო წვრთნებს ატარებდა ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.
კონფლიქტის დროს ტერიტორიის ახლო მდებარე სოფლები გაასახლეს და თითქოდა დღემდე იმყოფებიან სამხედრო სტრუქტურების ძალაუფლების ქვეშ. ავტორი მიიჩნევს, რომ სტოუნჰენდჯის ტერიტორია გამოსყიდულია ხელისუფლების მიერ და მასზე ხელოვნურად არის აღმართული ისტორიის ყალბი ძეგლი.
ისარგებლეს რა სამხედრო მდგომარეობით, სამხედროებმა ახლო-მახლო ოლქებიდან გაასახლეს მოსახლეობა და მოწმეების გარეშე აღმართეს ბეტონის ნაყალბევები, რომლებიც ახდენდნენ უძველესი მეგალითების იმიტაციას. "ტერიტორიაზე, რომელსაც იცავს ბრიტანეთის სამხედრო უწყება, შეგნებულად და მიზანმიმართულად აშენებდა "ძველი ცივილიზაციის მოცემულ ცენტრს", "დიადი წინაპრების მემკვიდრეობას", "კაცობრიობის ძეგლს", რომელიც გახდა (ცხადია, არა თავისთავად) არანაკლებ მიზანმიმართულად დანერგილი "სულიერების" უმნიშვნელოვანესი საკულტო ცენტრი.
მიუხედავად ამ ინფორმაციის აბსურდულობისა, დღემდე არ ყოფილა არანაირი ოფიციალური უარყოფა. თუმცა, მოცემული ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მეტყველებს მრავალი ფაქტი. მათგან უმთავრესია დიდი რაოდენობის დოკუმენტური მოწმობები სტოუნჰენდჯის არსებობის შესახებ, მათ შორის შუასაუკუნეთა ჩანახატები, ახალი დროების სურათები და XIX ს-ისა XX ს-ის დასაწყისის ფოტოები.
რა თქმა უნდა, სტოუნჰენდჯის ფალსიფიკაციის თეორიის მომხრეები ლაპარაკობენ იმაზე, რომ ყველა ეს დოკუმენტი, რომელიც ასობით არქივში ინახება მთელ მსოფლიოში, მასშტაბური შეთქმულების შედეგად დამზადებული ფაბრიკაციაა. მაგრამ ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი 50-იან წლებში სტოუნჰენდჯის წარმოშობის წინააღმდეგ გახლავთ ინფორმაცია სარესტავრაციო სამუშაოებზე, რომელსაც ატარებდნენ ამავე წლებში. საკმარისია დავაკვირდეთ ფოტოებზე გამოსახულ "სტოუნჰენდჯის მშენებელ" ადამიანებს, რომ გავიგოთ, რამდენად ლოგიკური უნდა იყოს ინტელიგენტური და მოხუცი ადამიანები სათვალეებში წაიყვანო ასეთ მძიმე სამუშაოზე.
სინამდვილეში, სტოუნჰენდჯის ისტორიის ბნელი მხარე არის სწორედ მისი რესტავრაცია, რომლის შედეგადაც ძეგლმა განიცადა სერიოზული ცვლილებები. პირველი რესტავრაცია დაიწყო ჯერ კიდევ 1901 წელს, და ის ფაქტობრივად 1964 წლამდე გრძელდებოდა, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების შესახებ მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. თუმცა, ამჯერად ისტორიული ძეგლის პოლიტიკა შეიცვალა, და ცნობილი გახდა, რომ რესტავრატორებმა ამწეების მეშვეობით ერთმანეთზე დაალაგეს ქვები და შესაკრავები, გაამაგრეს მეგალითები და დააბეტონეს მათი ფუძეები, რათა აღედგინათ სტოუნჰენდჯის სავარაუდო ორიგინალური სახე. ამ რესტავრაციის ფოტოებია სწორედ ის "მტკიცებულებები", რომლის თანახმადაც თითქოსდა ეს ძეგლი აშენდა გასული საუკუნის 50-იან წლებში.
2. აკამბაროს ფიგურები
ფიგურებს შორის, რომლებიც თიხისა და ქვისგან იყო დამზადებული, მოიპოვებოდა ყველა რასის ადამიანის გამოსახულება, თვით ევროპელებისაც კი. ადამიანების გარდა, რომელთა ქანდაკებების ზომები მერყეობდნენ ათიდან ას ორმოცდაათ სანტიმეტრამდე, გამოსახულები იყვნენ დინოზავრები, მათ შორის მეცნიერებისთვის უცნობი სახეობებიც. დინოზავრების გარდა, იულსრუდმა შეძლო მიეღო მითიურ არსებათა ფიგურებიც, მათ შორის, დრაკონის მსგავსი არსებებისაც. კოლექციაში იყო აწ უკვე გადაშენებული ძუძუმწოვართა ფიგურებიც. არც ერთი ფიგურა კოლექციაში არ მეორდება.
ამ უცნაურ კოლექციას არქეოლოგებმა ჩაუტარეს დეტალური ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ ფიგურების ზედაპირები იყო ახალი, აბსოლუტურად დაუფხაჭნავი, ხოლო თიხაზე არ დარჩენილა არანაირი ნადები. ქანდაკებები პირწმინდად დაუზიანებლები იყვნენ, რაც დამახასიათებელია არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ნიმუშებისთვის. აქედან გამომდინარე გაკეთდა დასკვნა, რომ ეს ფიგურები დამზადებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში, ხოლო მათდამი იულსრუდის განსაკუთრებულმა ინტერესმა მხოლოდ სტიმული მისცა წარმოების ტემპებს. ადამიანებისა და არსებების სახეები, გარეგნობა და აგებულებანი მიხვედრილი მექსიკელები იღებდნენ კინოფილმებიდან, კომიქსებიდან და მუზეუმებში დაცული არქეოლოგიური ნიმუშებიდან.
3. ბროლის თავის ქალები
ბევრს უნახავს ცნობილი ფილმი "ინდიანა ჯონსი", მასში გადმოცემულ ბროლის თავის ქალებს ჰქონდა რეალური პროტოტიპი. უკვე XIX საუკუნეში გაჩნდა შეტყობინებები თითქოსდა უცნაურ, ძველ თავის ქალებზე, რომელთაგან ზოგიერთი დღემდეა გამოფენილი სხვადასხვა მუზეუმებში. ცნობილია, რომ მათზე ნადირობდნენ ნაციზმის ოკულტისტი ლიდერები და მთელი მსოფლიოს ეზოთერიკები.
მაგრამ ამ თავის ქალების თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ბროლის თავის ქალები დამზადებული იყო XIX-XX საუკუნეებში საკმაოდ უხეში ტექნოლოგიების გამოყენებით. თავის ქალას ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა თანამედროვე აბრაზივიანი მბრუნავი დისკოსის ნაკვალევი, რაც უეჭველად უარყოფს თავის ქალების "უძველესობას" და ადასტურებს, რომ ის უფრო გვიანდელ ხანებში არის დამზადებული, კერძოდ, XIX-XX საუკუნეებში.
4. გიგანტური ჩონჩხები
2004 წელს ინტერნეტი ააჭრელეს ფოტოებით, რომლებზეც გამოსახული იყო გათხრები, სადაც უდიდესი ორმოებიდან მოჩანდა ოცმეტრიანი ადამიანური ჩონჩხები. ლეგენდის მიხედვით, ეს მონაპოვარი თითქოსდა აღმოაჩინეს ინდოეთის უდაბნოში, მაგრამ მალევე, როგორც კი ფოტოები იქნა გამოქვეყნებული, ყველა მასალა გაასაიდუმლოვეს, ხოლო ტერიტორიაზე ჯარი დააყენეს. მალე გიგანტური ჩონჩხების ფოტოებს უკვე ტელევიზიითაც აჩვენებდნენ, ბეჭდავდნენ გაზეთებში, ხოლო საჯარო დებატებში მას განიხილავდნენ ადამიანები, რომლებიც თავს მეცნიერებად მიიჩნევდნენ. მოცემული ფოტოები მიაჩნდათ გიგანტთა ბიბლიური მოდგმის დამადასტურებელ მოწმობად.
ბიბლიაში რამოდენიმეჯერ არის ნახსენები გიგანტი-ნეფილიმები, აი ყველაზე ცნობილი მათგან: "ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:4). ინტერნეტში დღემდე ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ "სმიტსონის ინსტიტუტმა აღიარა გიგანტთა ათასობით ჩონჩხის განადგურების ფაქტი", ხოლო ფოტოები და დოკუმენტები, რომლებიც ბიბლიური გიგანტების არსებობას ადასტურებდნენ, მალე იქნება ხელმისაწვდომი.
გიგანტურ ჩონჩხთა ფოტოების დამოუკიდებელი ექსპერტიზის შემდეგ გამოირკვა, რომ პირველი ფოტო დამზადებული იყო გრაფიკული რედაქტორების გამოყენებით ინტერნეტ-ფოტოკონკურსისთვის, ყოველგვარი სურვილის გარეშე მისგან გაეკეთებინათ მისტიფიკაცია. ამ ფოტომ გაიმარჯვა კონკურსში "არქეოლოგიური ანომალიები - 2".
გაგრძელება იქნება.
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
წყარო: https://eto-fake.livejournal.com/1135273.html