ღვთისმეტყველება - ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის პრობლემური ველი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის პრობლემური ველი
სწავლება ადამიანის შესახებ
ავტორი: იური მიხაილის ძე ზენკო - ფსიქოლოგი, წმიდა-სერგის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აკადემიის პედაგოგი. სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიის მართლმადიდებელ ფსიქოლოგტა საზოგადოების თანამშრომელი.


შინაარსი

 
   
 
ანთროპოლოგია

 
ანთროპოლოგია და ქრისტოლოგია
 
სხეული, ხორცი, მშვინვა და სული
 
პიროვნების საღვთისმეტყველო და ფსიქოლოგიური გაგება
 
ღმრთის ხატი ადამიანში
 
ცოდვით დაცემა და ცხონება
 
სიკვდილი, სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა, აღდგომა
 
ვნებები და მათთან ბრძოლა
 
სიყვარული, სქესი, ქორწინება, შვილთა შობა
 
ქრისტიანული სწავლება გულის შესახებ
 
 
ფსიქოლოგია
 
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ცალკეული პრობლემები
  
სულის თვისებები და უნარები
 
სულის წარმოშობის დრო და წესი
 
  
   
შესავალი
 
 
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს:
 
1) აღწეროს ზოგიერთი მდგომარეობა და სტერეოტიპები, რომელსაც უსაფუძვლოდ მიაწერენ ქრისტიანულ ანთროპოლოგიას და ფსიქოლოგიას;
 
2) გაანალიზებულ იქნას ის ცალსახა, სადავო, საეჭვო და არასწორი იდეები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქრისტიანულ ანთროპოლოგიასთან და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ ტექსტებში (უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე ავტორებში);
 
3) მონიშნულ იქნას არსებული გადაუჭრელი პრობლემები და კითხვები, ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარების პოტენციური წერტილები. ამასთან ჩვენ შევეცადეთ არ ჩავციებოდით კრიტიკას და ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იყო, საბოლოო ჯამში მივსულიყავით პოზიტიურ იდეებამდე და აზრებამდე, რომლებიც სწორი და სულის სასარებლო იქნებოდა, როგორც საღვთისმეტყველო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით;
მთელ ამ მასალას ჩვენ გადმოვცემთ თემატურად დაყოფილ თავებში. დავიწყებთ ქრისტიანული ანთროპოლოგიით და დავამთავრებთ - ფსიქოლოგიით. ამასთან თავიდან მოცემულია განსახილველი თვალსაზრისი, შემდეგ, ახალი აბზაციდან - მისი ანალიზი და კრიტიკა. პირველ ნაწილში მოცემულია ან არსებული თვალსაზრისის ზოგადი აღწერა, ან წინწკლებში მოცემულია ციტატა რომელიმე ნაშრომიდან - თუ ეს თანამედროვე ავტორია, მისი სახელი მითითებული არ გვაქვს, რამეთუ საქმე თვით პრობლემებშია, და არა ცალკეულ პერსონალიებში.
 
დანართში ჩართულია რამოდენიმე ცალკეული ნაშრომი, რომლებშიც უფრო გაშლილად არის გაანალიზებული ყველაზე რთული საკითხები (ჩვენს ტექსტში მოცემულია მხოლოდ მოკლე პასუხები).
 
ძნელია შევაფასოთ მოცემულ ნაშრომში გადმოცემული ინფორმაციის აქტუალობა: ის მნიშვნელოვანია როგორც ყოველი ქრისტიანისთვის, ასევე ქრისტიანობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. ამაში არაერთხელ დავრწმუნდი საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებით (რუსეთის ქრისტიანული ჰუმანიტარული აკადემია, უმაღლესი რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლა), როდესაც ლექციებს ვკითხულობდი სანკტ-პეტერბურგის მართლმადიდებელ ფსიქოლოგთა საზოგადოების მართლმადიდებლურ ლექტორიუმში, ასევე ვმონაწილეობდი "სანკტ-პეტერბურგის მართლმადიდებლურ რადიოს" გადაცემებში, და ვაწყობდი მრგვალ მაგიდებს "მართლმადიდებლური ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის პრობლემური ველის" გარშემო.
 
პირველი მრგვალი მაგიდა ამ სახელწოდებით ჩატარდა 2007 წელს რუსეთის ქრისტიანულ ჰუმანიტარულ აკადემიაში - იქ მიმდინარე სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის "ფსიქეა და პნევმას" ჩარჩოებში (ხელმძღვანელები ი. მ. ზენკო და ლ. ფ. შეხოვცოვა).
 
მრგვალი მაგიდის ძირითადი ამოცანები იყო შემდეგი:
 
1) კონცენტრირებულ იქნას ყურადღება უპირველეს ყოვლისა ადამიანის გაგებაზე მართლმადიდებლური თვალსაზრისით (და არა ქრისტიანულ გაგებაზე სიტყვის ვრცელი მნიშვნელობით, როგორც ამას აკეთებენ მსგავს კონფერენციებში, რადგან მაშინ მოგვიწევდა კათოლიციზმის და პროტესტანტიზმის სხვადასხვა მიმართულებების განხილვაც);
 
2) ამასთან უნდა ვეცადოთ მის გაღრმავებას და აღვსებას: ზოგადი ზედაპირული ანალიზიდან უნდა გადავიდეთ შესაბამის პრობლემათა საფუძვლების გარკვევისკენ;
 
3) შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ არსებული პოზიტიური გამოცდილებაც, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ნეგატიურ მოვლენათა უკვე არსებულ მაგალითებს, უზუსტობებს და შეცდომებს, რომლებიც გვხვდება თანამედროვე ავტორებთან, რომლებიც მართლმადიდებლურ ანთროპოლოგიაზე და ფსიქოლოგიაზე წერენ; ამის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ ვერაფერს ვისწავლით, თუ ჯეროვან დასკვნებს არ გავაკეთებთ საკუთარი შეცდომებიდან, ან, უფრო მეტიც, ისეთ სახეს მივიღებთ, თითქოსდა პრობლემა საერთოდ არც არსებობდეს;
 
4) განსაკუთრებულად უნდა შევჩერდეთ ენობრივი და კონცეპტუალური ავტენტურობის პრობლემაზე; თანამედროვე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებასა და წმიდა მამებისეულ ტრადიციას შორის არსებულ შესაბამისობებზე შემოთავაზებულ ანთროპოლოგიურ და ფსიქოლოგიურ იდეებთან მიმართებაში; ამასთან შესაძლოა დაგვჭირდეს მისი გრადაციის სხვადასხვა ხარისხის დადგენა - უბრალოდ "წარუმატებელი გამონათქვამიდან" დაწებული, ეკლესიის მიერ მიუღებელი იდეებითა და კონცეფციებით დამთავრებული.
 
ენობრივი აუთენტურობის პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარ თავს მართლმადიდებლები უწოდონ - ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ და სწორად გამოვიყენოთ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ენა და მისი შესაბამისობა ანთროპოლოგიურ და ფსიქოლოგიურ თემატიკასთან. აი, რამოდენიმე ნეგატიური ნიმუში: 1) უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო და ანთროპოლოგიური ცნება "იპოსტასი" არ გამოიყენება შესაბამის კონტექსტში, მაგალითად, როგორც სიტყვა "მხარეს" სინონიმი, როდესაც ამბობენ, რომ ადამიანის პრობლემას ან თვით ადამიანს "გააჩნია რამოდენიმე იპოსტასი"; 2) ქრისტიანული მადლმოსილი მდგომარეობები აღრეულია "ცნობიერების ცვალებად მდგომარეობებთან", მაგრამ ეს უკანასკნელი ქრისტიანული თვალსაზრისით არის ხიბლი, ანუ თვითმოტყუება.
 
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კონცეპტუალური აუთენტურობის პრობლემა: აუცილებელია თანდათანობით ავითვისოთ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მთელი მრავალფეროვნება, მისი მიმართება ადამიანისა და მისი სულისადმი, რათა შევძლოთ მისი სწორი გამოყენება. ზოგიერთი მაგალითი: 1) ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია ფართოდ იყენებს სულთა გადასახლების იდეას - მართლმადიდებელ ფსიქოლოგებს უნდა ჰქონდეთ საღვთისმეტყველო, ისტორიული და ფსიქოლოგიური არგუმენტები ამ თვალსაზრისის უარსაყოფად; 2) პიროვნება საღვთისმეტყველო გაგებით პრინციპულად განსხვავდება პიროვნების ყველა ფსიქოლოგიური კონცეფციისგან - ერთი მხრივ, ეს საჭიროა ესმოდეთ თვით მართლმადიდებელ ფსიქოლოგებს, მეორე მხრივ, უნდა შეგვეძლოს საკუთარი თვალსაზრისის არგუმენტირება აკადემიურ ფსიქოლოგთა წინაშე.
 
მრგვალ მაგიდაზე გაცხადებულ საკითხთაგან და პრობლემათაგან, ბევრი რამ დროის უკმარობის გამო არ ყოფილა განხილული და ასევე ყველა გაანალიზებულმა პრობლემამ როდი ჰპოვა საკმაოდ დეტალური და ღრმა გაშუქება. მაგრამ, მეორე მხრივ, მრგვალმა მაგიდამ უდავოდ აჩვენა მართლმადიდებლური ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის "პრობლემური ველის" აქტუალობა, რომელიც, უდავოდ, გაანალიზებულ და გადაწყვეტილ უნდა იქნას. ამიტომაც აქ განსახილველად შემოთავაზებულია სხვადასხვა თვალსაზრისები, იდეები და აზრები, რომლებიც ამოწერილია წმიდა მამათა თხზულებებიდან, საღვთისმეტყველო და ფსიქოლოგიური შრომებიდან.



***


ფსიქოლოგია
  
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ცალკეული პრობლემები

სულის თვისებები და უნარები

 
102. სულის ღვთაებრიობის იდეა.
  
ის მომდინარეობს პლატონის ფილოსოფიიდან: "ღვთაებრივს, უკვდავს, საცნაურს, ერთგვაროვანს, უხრწნელს, მუდმივსა და თავისთავად უცვალებელს წააგავს ჩვენი სული..." (Платон. 1993, с. 36). ნეოპლატონური გაგებით ადამიანის სული მსოფლიო სულის მხოლოდ ინდივიდუალური გამოვლინებაა, ამიტომაც ის ღვთაებრივია და უფრო ადრე არსებობს, ვიდრე ადამიანი დაიბადება" ("წინარეარსებობს") (Чуковенков Ю. А. Истоки христианского человековедения: (Религиовед. анализ). – М., 1997, с. 147).

წმიდა მამებიც ყოველგვარი სათნოებებითა და განსაკუთრებული თვისებებით ამკობდნენ სულს, მაგრამ ისინი ასწავლიდნენ, რომ სული შექმნილია ღმრთის ხატად, და მის ღვთაებრიობაზე არაფერს ამბობდნენ, რადგან ქრისტიანული თვალსაზრისით შეუძლებელია ღვთაებრივი იყოს რომელიმე ქმნილება. თეოდორიტე კვირელის თანახმად: "ღვთაებრივმა მოსემ თქვა, რომ ჯერ შეიქმნა ადამის სხეული, შემდეგ კი მასში ღმერთმა სული ჩაბერა. "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2:7). ამ შთაბერვას, კერდონივით და მარკიონივით, საღმრთო არსის რაიმე ნაწილად კი არ მივიჩნევთ, არამედ ვამტკიცებტ, რომ ამით აღინიშნება სულის ბუნება, კერძოდ ის, რომ ის სულია, გონიერია და მოაზროვნე" (Феодорит Кирский. Творения. Ч. 1-7. – М., 1855-1861. Ч. 6. 1859, с. 38).

ამავე მიზეზით ეგნატე ბრიანჩანინოვი წერდა: "წარმართები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის სული წარმოადგენდა ღმრთის სულის ნაწილს. ეს არის ცრუ და ძალიან საშიში აზრი, რადგან შეიცავს მკრეხელობას! ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ შევჩერებულიყავით მასზე, რათა ჩვენი ძმები მისგან დაგვეცვა, ვინაიდან თანამედროვე საზოგადოების მრავალი წევრი, როდესაც დაბადების წიგნიდან იგებს, რომ ღმერთმა გამოსახა "ადამი (კაცი) მიწის მტვერისგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა", დაუფიქრებლად ასკვნის ადამიანის სულის ღვთაებრიობაზე მისი შექმნის დღიდან, შედეგად, ბუნებით ღმერთად მიიჩნევს მას. წმიდა წერილი პირდაპირ მოწმობს, რომ ადამიანი - მთლიანად ღმერთის შექმნილია (დაბ. 1:27; მათე 19:4)" (Игнатий (Брянчанинов) свят. Слово о человеке. – М.: Изд-во Свято-Введенского монастыря Оптиной Пустыни, 1997).

ზოგჯერ, როდესაც სურთ ადამიანური ბუნების ღვთაებრიობის იდეის არგუმენტირება, იმოწმებენ გრიგოლ პალამას სიტყვებს: "ჩვენი ბუნება ერთია ღმერთთან". მაგრამ აქ სულ სხვა რამეა მიღებული მხედველობაში - ქრისტეში ორი ბუნების შეერთება - ღვთაებრივისა და ადამიანურისა. დავიმოწმებთ გრიგოლ პალამას მოცემულ აზრს მის სრულ კონტექსტში: "თუკი ყოველივე აღვსილია სასწაულით, და არარსებობიდან ყოველივე არსებულის გაჩენა საღმრთო და დიდებული საქმეა, რამდენად საკვირველი და საღმრთოა და კიდევ უფრო სადიდებელია ჩვენგან ის, რაც ქმნილების თანრიგიდან ღმერთი გახდა, და არა უბრალოდ ღმერთი, არამედ სწორედ ის, ვინც ჭეშმარიტად ღმერთია, და ეს მაშინ, როდესაც ჩვენმა ბუნებამ ვერ შეძლო და არც ისურვა იმ ღირსების შენარჩუნება, რომელშიც შექმნილი იყო და ამიტომაც სამართლიანად უარყოფილი მიწადვე მიიქცა? მაშ, რაოდენ დიადი და ღვთაებრივი, გამოუთქმელი და მიუწვდომელია ის, რომ ჩვენი ბუნება ერთი გახდა ღმერთთან, და ამით უკეთეს მდგომარეობაში დაბრუნება მოგვენიჭა..." (Григорий Палама/. Беседы (омилии) святителя Григория Паламы. В 3-х т. – М.: Паломник, 1993).


103. სულის (და ანგელოზების) ერთგვარი სხეულებრივობის იდეა.
  
სულის სხეულებრივობას აღიარებდნენ ყველგან როგორც ძველბერძნულ ტრადიციას (Чуковенков Ю. А. Истоки христианского человековедения: (Религиовед. анализ). – М., 1997). ასეთი რწმენა ჰქონდათ ქრისტიანობამდელ ხალხებს. არ არის გასაკვირი ის, რომ ევროპის სეკულარიზაციისა და მისი ქრისტიანობისგან განდგომის კვალად, თანამედროვე ოკულტიზმსა და სექტანტობაში ხდება სულზე ამგვარი შეხედულებებისკენ დაბრუნება.

ქრისტიანობაში სულისა და ანგელოზების უნივთობისა და უსხეულობის იდეა მრავალ წმიდა მამასთან არის გადმოცემული. დავიმოწმებთ მხოლოდ რამოდენიმე მათგანს:

დიონისე არეოპაგელის მიხედვით ანგელოზები "უსხეულონი და უნივთონი არიან" (Дионисий Ареопагит. 1994, с. 91);

წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამ ადგილის კომენტირებისას ბრძანებს: "ყურადღება მიაქციე იმას, რაც ეხება ანგელოზებს: ისინი უნივთონი არიან, შეურწყმელად უთავსდებიან ერთმანეთს და განეყოფიან..." (там же, с. 91);

კლიმენტი ალექსანდრიელი: "სამართლიანად უწოდებენ სულ უნივთოს" (Климент Александрийский. Строматы. 1996, с. 247);

ნეტ. ავგუსტინე მრავალგზის ამტკიცებს სულის უსხეულობას (Августин блаж. Творения. Т. 1-3. Сост., подг. текста С. И. Еремеева. – СПб: Алетейя, Киев: УЦИММ-пресс, 1998. Т. 2, сс. 482, 553, 668);

წმ. ანასტასი სინელის სწავლებით სული "უსხეულოა, უკვდავია და უხრწნელია" (Анастасий Синаит. Три слова об устроении человека по образу и по подобию Божиему // Альфа и Омега. 1998, № 4(18), с. 89-118; 1999, № 1(19), с. 72-91; № 2(20), с. 108-146. 1998, с. 90);

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "სული... უნივთოა, მარტივია და შეუდგენელია..." (Симеон Новый Богослов. Т. 1. 1993, с. 127); и даже падшие духи являются невещественными (там же, с. 355);

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "სული უსხეულო არსებაა" (Феофилакт Болгарский. 1911, с. 551).

დასავლურ ღვთისმეტყველებაში სულის სხეულებრივობის იდეას მხარს უჭერდა ტერტულიანე (Тертуллиан Квинт Септимий Флоренс. О душе. Пер., вступ. ст., коммент. и указ. А. Ю. Братухина. – СПб.: Издательство Олега Абышко, 2004, с. 79), რომელიც მიიჩნევდა, რომ ბავშვების სული მშობლებისგან იშვებიან და საბოლოო ჯამში ყველა ადამიანის სული ადამის ერთი სულისგან არის წარმომდგარი. მაგრამ ამასთან არასწორია ტერტულიანის აზროვნების ძირითადი წინაპირობა, რადგან მისი აზრით: "ყველაფერი, რაც არსებობს, თავისებური სხეულია; უსხეულოა მხოლოდ ის, რაც არ არსებობს" (Тертуллиан. Избранные сочинения. Пер. с лат. Сост., общ. ред. А. А. Столярова. – М.: Прогресс-Культура, 1994, с. 174). საბოლოოდ, ყოველივეს გასხეულების ჟინში ტერტულიანემ ღმერთსაც კი სხეულებრივობა მიანიჭა (Тертуллиан Квинт Септимий Флоренс. О душе. Пер., вступ. ст., коммент. и указ. А. Ю. Братухина. – СПб.: Издательство Олега Абышко, 2004, с. 145).


104. ზოგიერთი თანამედროვე ავტორი სულის "ფაქიზი სხეულებრიობის" იდეას აფუძნებს ეგნატე ბრიანჩანინოვის ნაშრომის საფუძველზე, რომელსაც ეწოდება "Слово о смерти" ("სიტყვა სიკვდილის შესახებ").
   
ამ იდეის საფუძვლიანი ანალიზი და კრიტიკა მოგვცა ეპისკოპოსმა თეოფანე დაყუდებულმა ნაშრომში "სული და ანგელოზი - არის არა სხეული, არამედ სული" (М., 1891; переизд.: М., 1997). მისი ნაშრომის ძირითადი დასკვნა ერთმნიშნვნელოვანია: "სულისთვის უცხოა ყოველგვარი საგნობრიობა" (Феофан Затворник свт. Душа и ангел – не тело, а дух. – М.: Талан, 1997, с. 82).
 
ასეთივე აზრს მიჰყვებიან თანამედროვე ღვთისმეტყველებიც. ასე, მაგალითად, სარატოვისა და ვოლსკის არქიეპისკოპოსი, პიმენი (ხმელევსკი) წერს: "წმიდა წერილის ყველა იმ ადგილის აზრი, სადაც ლაპარაკია სულზე, ისეთია, რომ სულის ქმნილება არანაირად მოიაზრება საგნობრივად, არანაირი თანაზიარება არა აქვს მას მატერიასთან, აქედან გამომდინარე აუცილებელია ვაღიაროთ, რომ, ღმრთის სიტყვაზე დაფუძნებით, ორი ეპისკოპოსის (ეგნატე ბრანჩანინოვისა და თეოფანე დაყუდებულის - "აპოკ." რედ.) დავაში, ჭეშმარიტება იყო ეპისკოპოს თეოფანეს მხარეს" (Пимен (Хмелевской) архиеп. О духе, душе и теле. Сущность разногласий в учении епископов Феофана и Игнатия о духе, душе и теле // Он же. Всегда с Богом. Саратов: Летопись, 2000, с. 77-98). და შემდეგ: "არც წმიდა წერილი, არც ეკლესიის წმიდა მამათა სწავლება, არც ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მონაცემები არ იძლევიან საკმაოდ საფუძვლიან მტკიცებულებებს იმისა, რომ ეგნატეს სწავლება სწორია, მაშინ როდესაც მრავალ მონაცემს გვაწვდიან ეპ. თეოფანეს სწავლების სასარგებლოდ" (იქვე. გვ. 97).
 
 
105. სიკვდილის შემდეგ სულის ფაქიზი სხეულებრივობა
   
აქაც დასკვნათა იგივე ცალმხრივობაა, რაც ფსიქოპანიქიტების სწავლებაში, და სხვა შეხდულება სულის სიკვდილის შემდგომ არსებობაში - სწავლებაში, რომლის მიხედვითაც ადამიანის სული სიკვდილიდან საყოველთაო აღდგომის პერიოდში გარკვეულ სხეულებრივ მდგომარეობაში იმყოფება (Введенский. 1902, с. 20). ეს სწავლება, ისევე, როგორც ფსიქოპანიქიტების სწავლება, საზოგადოდ ახალი არ არის ადამიანური აზროვნების ისტორიისთვის და კონკრეტულად ქრისტიანულ სამყაროში. მის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველეს წარმართობაში, ასე რომ ყველ სხვა გვიანდელი მსჯელობა წარმოადგენს ახალ, გართულებულ და შეცვლილ ვარიაციებს ერთსა და იმავე ძველ თემაზე. რაც შეეხება ამ შეხედულების გამოჩენას ქრისტიანულ ეკლესიაში, ის საკმაოდ ადრე მოხდა, თუმცა მისი მომხრეები ყოველთვის უმცირესობაში იყვნენ და საკუთარი სწავლების უცთომელობასაც არ ირწმუნებოდნენ (იქვე, გვ. 21).
 
დღეისთვის ამ შეხედულებას მისდევენ მხოლოდ ქრისტიანობის გარეთ - სპირიტიზმისა და ოკულტიზმის მრავალრიცხოვანი მიმდევრები, რომლებმაც ეს სწავლება გააიგივეს აღმოსავლურ სწავლებასთან "ფაქიზი სხეულებრიობის" შესახებ. მაგრამ ინტერპრეტაციის ნებისმიერ ფორმაში მოცემული სწავლება სცილდება ქრისტიანობის სწავლებას. როგორც გინდ წარმოიდგინონ მოცემული სწავლების დამცველებმა სხეულებრიობა, რომლითაც იმოსება გარდაცვლილთა სულები, - ფაქიზ მატერიაში თუ შინაგანი აგებულებითი პრინციპის სახით, ყველა ამ სწავლებით ადამიანურ ბუნებაში შემოდის ახალი საწყისი, რომლის შესახებაც ბიბლიაში არაფერია ნათქვამი (იქვე, გვ. 25).
 
 
106. სულს აქვს სქესი, ანუ თავისი ბუნებით ის შეიძლება იყოს მდედრობითი ან მამრობითი.
 
ანალიზი იხ. ზემოთ განყოფილებაში: "სიყვარული, სქესი, ქორწინება, შვილიერება".
 
აქ კი შეიძლება დავამატოთ, რომ სულის სქესობრიობის იდეა უშუალოდ მომდინარეობს მისი სხეულებრიობის ცრუ იდეიდან. ყველა ამ იდეას წმიდა მამები უპირისპირებენ უმნიშვნელოვანეს და ფუნდამენტურ სწავლებას სულის სულიერების შესახებ, ანუ იმის შესსახებ, რომ ის არის უნივთო, უსაგნო სული:
 
ნეტ. ავგუსტინეს აზრით: "სული... უნივთო, სულიერი არსია (substantia spiritualis)" (Августин. 2004, с. 259); სული "სხეული კი არ არის, არამედ სულია" (Августин блаж. Творения. Т. 1-3. Сост., подг. текста С. И. Еремеева. – СПб: Алетейя, Киев: УЦИММ-пресс, 1998. Т. 2. 1998, с. 496);
 
ნეტ. თეოდორიტე კვირელი: "სული არის გონიერი და მოაზროვნე სული" (Феодорит Кирский. Творения. Ч. 1-7. – М., 1855-1861. Ч. 6. 1859, с. 38); თავის სხვა ნაშრომშიც ის ღმრთით მონაბერ სუნთქვაზე წერდა: "სუნთქვა არ არის ჰაერის ერთგვარი გადმოღვრა, რომელიც პირიდან გამოდის (რადგან ღმერთი უსხეულოა, მარტივია და შეუდგენელი), არამედ თვით სულის ბუნება, რომელიც სულია, დაჯილდოვებული გონებით" (Феодорит Кирский. Творения. Ч. 1-7. – М., 1855-1861. 1846, с. 59-60);
 
ტიხონ ზადონელის აზრით, ადამიანის სული არის "ღმრთის ქმნილება"
 
ასეთი პოზიცია შესაძლებლობას გვაძლევს სულს მოვეპყრათ ჯეროვანი პატივისცემით, თვიდან ავირიდოთ მისი სტატუსის დაკნინება და არ მივაწეროთ მას შეუსაბამო თვისებები.
 
 
107. სული "ენერგიის განსაკუთრებული სახეა".
   
ეს არის სულის ფიზიკალიზაციის ცალკეული შემთხვევა, რადგან ენერგიის ნებისმიერ სახეს გააჩნია სრულიად მატერიალური მატარებელი.
 
გარდა ამისა, აქ მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ თანამედროვე ენერგეტიკულ მიდგომას აქვს ოკულტური ფესვები და მისი გამოყენება საკმაოდ საფრთხილოა. არავითრი "მართლმადიდებლური ენერგეტიზმი" არ გამომდინარეობს იქიდან, რომ საღმრთო არსი სამყაროს ეცხადება მადლისმიერ ენერგიებში. გარდა ამისა, თუკი ქვაკუთხედად დავდებთ პიროვნება-იპოსტასს, და არა არს-უსიას, როგორც ეს არის მიღებული მართლმადიდებლობაში, ენერგეტიზმი საერთოდ საკითხთან ახლოსაც ვერ დადგება.


108. ზოგჯერ ამცირებენ სულის ღირსებას, რასაც მისი მოკვდავობის მტკიცებულებამდე მივყავართ.
   
"სული - ეს არის ის, რაშიც აღბეჭდილია ღმრთის ხატება და მსგავსება, ის, რაც გააჩნია მხოლოდ ადამიანს. ... მშვინვა - ფსიქიკაა, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულთან. მშვინვა აქვს ცხოველსაც, თავისებურად - მცენარესაც. მშვინვა - ეს არის ორგანიზმის რეაქცია გარემომცველ გარემოზე..." (Мень. 1999, с. 11). თავისი ლოგიკიდან გამომდინარე, შემდეგში დეკ. ალექსანდრე მენი ასკვნის, რომ უკვდავია მხოლოდ სული, და არა მშვინვა (იქვე).
 
მსგავსი თვალსაზრისი წინააღმდეგობაში შედის მთელ მართლმადიდებლურ ტრადიციასთან, რომელშიც სულის (მშვინვის) უკვდავების იდეა საყოველთაოდ არის გაზიარებული (და შეიძლება ითქვას, დოგმატურად აუცილებელი). მოვიტანთ შესაბამის წმიდა მამებისეულ გამონათქვამებს:
 
წმ. ბასილი დიდი: "შენი სხეული მოკვდავია, ხოლო სული უკვდავი" (Василий Великий. Творения. В 3-х т. – СПб., 1911 (М.: Паломник, 1993). Т. 2., с. 93);
 
წმ. კირილე იერუსალიმელი: "სული უკვდავია" (Кирилл Иерусалимский. Поучения огласительные и тайноводственные. – М.: Синодальная библиотека Московского Патриархата, 1991., с. 52);
 
ნეტ. თეოდორიტე კვირელი: "სული მარტივი, გონიერი და უკვდავია" (Феодорит Кирский. Творения. Ч. 1-7. - М., 1855-1861. Ч. 6. 1859, с. 36);
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "სული უკვდავია, სხეული კი მოკვდავი, და ამგვარად ადამიანის ერთი ნახევარი სიკვდილს არის დაქვემდებარებული" (/Феофилакт Болгарский/. Благовестник, или толкование блаженного Феофилакта, архиеп. Болгарского, на Святое Евангелие. – СПб.: Книгоизд-во П. П. Сойкина, 1911 (переизд.: М.: СКИТ, 1993), с. 348).
 
 
109. საწინააღმდეგო თვალსაზრისი, სულის (მშვინვის) უკვდავებასთან დაკავშირებით, არის მისი უკვდავად აღიარება მხოლოდ საკუთარი ბუნებით, მის შემქმნელ ღმერთან მიმართების გარეშე.
   
ასეთი თვალსაზრისიც ცალმხრივია და საკმაოდ მაქსიმალისტურია. სულის უკვდავება ღმრთის ხატების ერთ-ერთი ნიშანთვისებაა, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ადამიანი. ხოლო რადგან ღმრთის ხატება არ წარმოადგენს თვის ადამიანის საკუთრებას, არამედ მინიჭებულია ღმრთისგან, ესეც სულის უკვდავებასთან არის დაკავშირებული. ამგვარად, სული უკვდავია, მაგრამ უკვდავია იგი ღმრთის მადლით:
 
წმ. კირილე იერუსალიმელი: "შენ გაქვს თავისუფალი სული, ღმრთის მშვენიერი ქმნილება, რომელიც მან თავის ხატად შექმნა, და რომელიც უკვდავია ღმრთის მადლით" (Кирилл Иерусалимский. Поучения огласительные и тайноводственные. – М.: Синодальная библиотека Московского Патриархата, 1991., с. 51);
 
ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: "სულს, ისევე როგორც ანგელოზებს, ღმერთმა უკვდავება მიანიჭა: ის მათი საკუთრება არ არის და არც მათი ბუნებრივი კუთვნილება" (Игнатий (Брянчанинов) еп. Творения в семи томах. – М.: Правило веры, 1993. Т. 2., с. 89).
 
იგივე თვალსაზრისზე წერდა დეკ. გიორგი ფლოროვსკიც ნაშრომში "სულის უკვდავება" (Флоровский Георгий прот. Бессмертие души // Миссионерский листок. № 95d, 2004 (интернет-издание; впервые: Bulletin of Harvard University Divinity School. XLIX, № 8, apr., 1952, 5-26)).
 
 
110. სულის სამობის შეფარდება ღვთიურ სამებასთან.

გამომდნარე იქიდან, რომ სული არის ღმრთის ხატი ზოგჯერ სულის სამ ძალას საღმრთო სამებობას უდარებენ:
 
როგორც მიტროპოლიტი დიმიტრი როსტოველი წერდა: "სული ღმრთის ხატია, რადგან გააჩნია სამთვისობრივი ძალა, და ერთი ბუნება. ხოლო ადამიანის სულის ძალები შემდეგია: მეხსიერება, გონება და ნება. მეხსიერებით ის ემსგავსება მამას, გონებით ძე ღმერთს, ხოლო ნებით ღმერთ სულიწმიდას" (Димитрий (Туптало) митр. 1717, с. 6);
 
ღირ. ნიკიტა სტითატი: "სამიპოსტასოვანი ღვთაება თაყვანისიცემება მამაში, ძესა და სულიწმიდაში. სამნაწილოვანად მოიაზრება მის მიერ შექმნილი ხატიც - ადამიანი, კერძოდ, სულით, გონებით და სიტყვით, რომელიც თაყვანს მიაგებს არაფრისგან მის შემქმნელ უფალს" (Никита Стифат. Третья умозрительных глав сотница – о любви и совершенстве жизни // Добротолюбие. Т. 5. – М., 1900, с. 146); "ღმრთის ხატება - საცნაური სული, გონება და სიტყვაა, - ერთიანი და განუყოფელი არსება" (იქვე).
 
ღირ. გრიგოლ სინელი: "ადამიანში არის გონება, სიტყვა და სული; არც გონება არსებობს სიტყვის გარეშე, არც სიტყვა სიტყვის გარეშე, არამედ ყოველთვის არიან ერთმანეთში, და თავისთავად. გონება მეტყველებს სიტყვის მეშვეობით, და სიტყვა ვლინდება სულის მეშვეობით. ამ მაგალითის მიხედვით ადამიანი ატარებს ყოვლის დამბადებელი სამების გამოუთქმელ და მიმსგავსებულ ხატებას, რითაც ადამიანის სული აჩვენებს, რომ ის შექმნილია ღმრთის ხატად" (Григорий Синаит. Главы о заповедях и догматах, угрозах и обетованиях // Добротолюбие. 2-е изд. Т. 5. М., 1900, с. 186).
 
ზოგჯერ სამებას ადარებენ სულის არა ცალკეულ ძალებს, არამედ თვით სულს და მის ყველაზე ამაღლებულ ძალებს - ცნობიერებას, გონებას და სიტყვას:
 
ღირ. ანასტასი სინელი: "სული წარმოადგენს უშობელი და უმიზეზო მამისა და ღმრთის უშობელსა და უმიზეზო ანაბეჭდს, მაგრამ უშობელი არ არის მისი აზროვნება, გამოუთქმელად, უხილავად, აუხსნელად და უვნებოდ შობილი მისგან. გონება არც უმიზეზოა, და არც შობილი, არამედ გამომავალი, რომელიც ყოველივეში აღწევს და ყოველივეს განიხილავს მამისგან გამომავალი ყოვლადწმიდა სულის ხატად, რომლის შესახებაც ნათქვამია: "ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც" (1 კორინთ. 2:10). სული გამომავალი არ არის მანამ, სანამ ის სხეულშია, რადგან სხვაგვარი რომ იყოს, მაშინ ჩვენ ერთ საათში მოვკვდებოდით. ჩვენი ცნობიერება არ არის უშობელი, რადგან ასეთ შემთხვევაში უგუნურნი და პირუტყვსმიმსგავსებულნი ვიქნებოდით" (Анастасий Синаит. 1998, с. 101);
 
პატრ. მიტროფანე კრიტოპულოსი (1589-1639): "გონება ასახავს მამის გონებას, სიტყვა - ძეს ღმრთისას და სიტყვას, ხოლო მუდმივი სუნთქვა და სულის უკვდავება ღმრთის ცხოველმყოფელ და უკვდავ სულს; თვით სული, არის რა ერთიანი და იმართება რა სხეულით, ასახავს ერთ ღმერთს, რომელიც არსებითად, თავისი ნებით, ყოველივეს მართავს და განაგებს" (Митрофан Критопул. Из Исповедания Кафолической и Апостольской Церкви восточной. О творении // Христианское чтение. 1846, ч.2, с. 351).
 
ამასთან აუცილებელია მხედველობაში გვქონდეს ის, რომ როდესაც ღმრთის სამებობას ვადარებთ ადამიანის სულის სამ ძალას, არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს ის, რომ პირველი სამიპოსტასოვანი არსებაა, და არა ძალა, როგორც ეს სულშია. თუმცა, უსახური არ შეიძლება იყოს პიროვნების სახე, ამიტომაც არ შეიძლება სამების პირადი საწყისები სრულ შესაბამისობაში წარმოვიდგინოთ ადამიანის სულის უსახურ საწყისებთან (Кураев Андрей диакон. Мужчина и женщина в книге Бытия // Альфа и Омега. 1996, № 2-3(9-10), с. 277). მიუხედავად ამისა, ზოგჯერ სწორედ ასე აკეთებენ დასავლურ ქრისტიანობაში ყოველგვარი განმარტების გარეშე. ასე, მაგალითად, ადარებდა რა სულს სამებას, მაისტერ ეკჰარტი წერდა: "ისიც (სულიც - "აპოკ." რედ.) სამებაა უნარ-თვისებების მიხედვით და ერთია ბუნებით" (Экхарт М. О самопознании или О совершенстве души // Начало. 2001, № 11, с. 148-151. . 2001, с. 150). მსგავსი ანალოგიის პრინციპული ნაკლი იმაშია, რომ "მისი (სულის - "აპოკ."რედ.) სამი შემადგენელი ნაწილი - არ არის სამი დამოუკიდებელი პიროვნება, როგორც ეს წმიდა სამების იპოსტასებშია, არამედ მხოლოდ ადამიანური ბუნების ძალებია" (Алипий (Кастальский-Бороздин) архим., Исайя (Белов) архим. Догматическое богословие: Курс лекций. – Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2002, с. 112).


111. სული ბუნებით ქრისტიანია.
   
პირველად მსგავსი აზრი გამოთქვა ტერტულიანემ († 211 г.), რომელიც გაოცებული იყო, რაოდენ ხშირად იყენებდნენ წარმართები, მათდა უნებურად, სიტყვა ღმერთს მხოლობით რიცხვში, ანუ მთელი მათი პოლითეიზმისდა მიუხედავად, ისინი ერთ ღმერთს მიმართავდნენ: "თუმც სული ჩაკეტილია სხეულში, როგორც საპყრობილეში, თუმც ის დაბნელებულია მახინჯი სწავლებებით, თუმც ის მოკლებულია მხნეობას ვნებებისა და ავხორცობის წყალობით, თუმც ის მონურად ემსახურება ცრუ ღმერთებს; მაინც, როდესაც გონს მოდის, თითქოსდა სიმთვრალისგან თუ ძილ-ბურანისგან, ან კიდევ რაიმე სნეულებისგან გათავისუფლდაო, ჯანმრთელი ხდება და წარმოთქვამს სიტყვას "ღმერთი", და მხოლოდ ამ სახელს, რადგან ჭეშმარიტი ღმერთი მართლაც ერთია... სული ადასტურებს მასზე, როგორც მსაჯულზე, როდესაც ამბობს: ღმერთი ხედავს, ღმერთს მივანდობთ, ღმერთი მომაგებს. ეს არის სულის მოწმობა, რომელიც ბუნებით ქრისტიანია!" (Тертуллиан. Избранные сочинения / Пер. с лат. Общ. ред. и сост. А. А. Столярова. М.: Прогресс, Культура, 1994, с. 87). და სხვა ადგილზეც ტერტულიანი სულზე წერს: "ასე გასაოცარია, რომ მან იცის ის, ვისგანაც არის? მტრისგან შეჭირვებულსაც ახსოვს თავისი შემოქმედი, მისი სიკეთე და მცნებები, თავისი დასასრული და თავის მტერსაც კი ცნობს" (იქვე).
 
გასაგებია, რომ წარმართებთან ურთიერთობისას მსგავსი გასაგები და გამომაფხიზლებელი არგუმენტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ტერტულიანს ესმოდა ის პრობლემები, რომლებიც ამ დროს შეიძლებოდა წარმოშობილიყო. აქ ჩნდებოდა სულის გაღმერთების საცდური, ხოლო სულზე, როგორც გამოცდილების თვითკმარ წყაროზე მითითებას შეეძლო გამოეწვია საკუთარი ძალების გადაფასება და ღმრთის შეწევნის გაუთვალისწინებლობა. ამის შესახებ დეტალურად არის ნათქვამი შემდგომი პერიოდის წმიდა მამების მიერ, რომლებიც არ უარყოფდნენ რა ტერტულიანეს აზრს მასუ ფრო ამაღლებულ განმარტებას აძლევდნენ. ტერტულიანეს თვითონაც ესმოდა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ისე მარტივად როდია, რომ სულიც ექვემდებარება ცოდვას და აუცილებელია მისი დიდი მონდომებით გაწმენდა. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგებია მისი შემდეგი აზრი, რომელიც, თითქოსდა, ასოს მიხედვით ეწინააღმდეგება მის პირველ იდეას, სინამდვილეში კი მის გაგრძელებას და განვითარებას წარმოადგენს: "სული კი არ იშვება ქრისტიანად, არამედ იქცევა ქრისტიანად" (იქვე. გვ. 84).
 
 
112. სწავლება "მსოფლიო სულის" შესახებ.
   
არცთუ იშვიათად სამამულო და უცხოელი ფილოსოფოსები წერენ "მსოფლიო სულზე". მაგალითად, ნიკოლოზ ბერდიაევი: "გზა ღმრთისკენ - ეს არის შერწყმა მსოფლიო სულთან" (Бердяев Н. Метафизика пола и любви // Его же. Новое религиозное сознание и общественность. М.: Канон+, 1999, с. 213-249 (Перевал. 1907, № 5-6, с. 24-36).
 
"მსოფლიო სული" - პლოტინის ფილოსოფიის მთავარი ცნებაა. ის დიდი ხანია უარყოფილია ქრისტიანობის მიერ, ისევე როგორც ჰილოზოიზმის სხვადასხვა ფორმები (ჰილოზოიზმი - ბუნებრივ მოვლენათა და საგანთა გასულიერება). სწორედ ამის შესახებ წერდა იოანე დამასკელი: "ნურავინ დაუშვებს ცათა ან მნათობთა განსულიერებას, რადგან ისინი უსულონი და უგრძნობნი არიან" (Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры. – Ростов-н/Д: Братство Святого Алексия, Изд-во "Приазовский край", 1992 (репр. переизд.: СПб., 1894), с. 127)
 
ყველა მხრიდან აკრიტიკებს რა ამ იდეას, გრიგოლ პალამა მიდის ცალსახა დასკვნამდე: "მსოფლიო ანუ ვარსკვლავთმტვირთველი სული არ არსებობს, და საერთოდ არანაირად და არსად შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ყოფიერება..." (цит. по: Киприан (Керн). 1996, с. 299). და თავის სხვა ნაშრომშიც ის წერდა წარმართ ფილოსოფოსთა მსგავს იდეებზე: "ამასთანავე ისე შორს აღმოჩნდნენ არსებულის ესოდენ მნიშვნელოვანი და მათთვის სანატრელი შემეცნების მოპოვებისგან, რომ უსულოთ სულიერთ უწოდებდნენ, თანაც მიმღებთ უფრო მაღალი სულისა, ვიდრე ჩვენი "სულია", ხოლო უგუნურთ - გონიერებს, რადგანაც მათ შეეძლოთ დატევა კაცის სულისა (Григорий Палама. Триады в защиту священно-безмолвствующих. Пер., послесл. и ком. В. Вениаминова. – М.: Канон, 1995, с. 30) (ქართ.: წმ. გრიგოლ პალამა. ტრიადები. წიგნი I. I 1. § 18. გამომც. გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი. 2014 წ. გვ. 37 "აპოკ." რედ.).
 
ეს პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო, რომ მას ყურადღება მიაპყრეს მეხუთე მსოფლიო კრებაზეც: "ვინც ამბობს, რომ ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, წყალი, რომელიც ცაზე მაღლაა, სულიერი არსებებია და გარკვეული გონიერ-ნივთიერი ძალნი, - ანათემა" (Деяния Вселенских Соборов. Т. 3. 1996, с. 537). მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა აზრითაც: "... სწავლება სოფიის, ანუ მსოფლიო სულის შესახებ, არის გნოსტიკური და პანთეისტური სწავლება... არც წმიდა წერილში, არც წმიდა მამათა თხზულებებში ეს სულელური მოძღვრება არ მოიპოვება. ილაპარაკო მსოფლიო სულზე, ეს ნიშნავს მოწყდე მართლმადიდებლურ რწმენას და შტავარდე გნოსტიციზმისა და პანთეიზმის ცდომილებაში" (Серафим (Соболев) архим. 1997, с. 212).



სულის წარმოშობის დრო და წესი
   
 
113. ორიგენე ასწავლიდა სულთა წინარეარსებობის შესახებ, ხოლო მრავალი აღმოსავლური სწავლება სულთა გადასახლებაზე ასწავლის.
   
ერთ-ერთ თავის უადრეს ნაშრომში - "საწყისები" - ორიგენე წერდა: "ადამიანის სული... არ შექმნილა სხეულთან ერთად, არამედ შემოსახლებულია გარედან..." (Ориген. О началах. – Самара: Ра, Агни, 1993, с. 85-86).
 
მაგრამ თვალსაზრისი სულთა წინარეარსებობის შესახებ ერთმნიშვნელოვნად უარყო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავისი ცნობილი აპოლოგეტების, პოლემისტების, ასკეტების და დოგმატისტების სახით. საკმარისია დავიმოწმოთ თუნდაც შემდეგი ავტორიტეტული სახელები: ერმიოსი († 189 г.), იუსტინე ფილოსოფოსი († 166 г.), ირინეოს ლიონელი († 202 г.), მეთოდე პატრელი († 310 г.), პეტრე ალექსანდრიელი († 311 г.), ეფრემ ასურელი († 372 г.), კირილე იერუსალიმელი († 386 г.), გრიგოლ ღვთისმეტყველი († 389 г.), გრიგოლ ნოსელი († 394 г.), ნემეზიოს ემესელი (IV в.), კირილე ალექსანდრიელი († 444 г.), თეოდორიტე კვირელი († 457 г.), ბარსონუფი დიდი († 563 г.), მაქსიმე აღმსარებელი († 662 г.), იოანე დამასკელი († 777 г.) და სხვები.
 
იდეა სულთა წინარე არსებობის შესახებ გამოვლინდა წარმართული (ძველბერძნული, პლატონური) გავლენა, რომელიც თვითონ, საბოლოო ჯამში, დაკავშირებულია აღმოსავლეთის იდეათა გადამუშავებასთან: სწავლება სულთა წინარე არსებობის შესახებ პირდაპირ არის დაკავშირებული სულთა გადასახლების (რეინკარნაციის) შესახებ არსებულ სწავლებასთან.
 
ორიგენეს სწავლება წინააღმდეგობაშია წმიდა წერილთან და ქრისტიანული დოგმატიკის ძირითად პრინციპებთან.
 
ჯერ-ერთი, ეს სწავლება ეწინააღმდეგება წმიდა წერილს, რომლის თანახმადაც ცოდვა სამყაროში შემოვიდა ადამის დანაშაულის შედეგად. ფაქტობრივად პირველმშობელთა ცოდვით დაცემისთვის ორიგენეს სისტემაში ადგილი არ არის.
 
მეორეც, ეს სწავლება უძლურია დამაკმაყოფილებლად განმარტოს ღმრთის განკაცების ფაქტი. თუკი სხეულში შესვლა სასჯელია, რატომ განკაცდა უფალი, რომელიც უცოდველი იყო?
 
მესამეც, ორიგენეს ეს ჰიპოთეზა დაკავშირებულია სწავლებასთან საყოველთაო აღდგენის (აპოკატასტასისის) შესახებ, რომლის თანახმადაც ბოლოს და ბოლოს ყველა სული თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ამგვარად, ორიგენეს სწავლება ადგილსაც არ უტოვებს მაცხოვრის მაცხოვნებელ ღვაწლს და აუფასურებს ჯვარზე გაღებული მსხვერპლის მნიშვნელობას (Давыденков Олег иерей. Догматическое богословие: Учебное пособие. 2-е изд. испр. и доп. – М.: Изд-во ПСТГУ, 2006, с. 215).
 
 
114. დედის მუცელში ჯერაც ჩამოუყალიბებებლი ყრმა გასულიერებული არ არის (თეოდორიტე კვირელი) (1), მხედველობაშია ყრმა, რომელშიც სახის ნაკვთებია ჩამოუყალიბებელი.

___________________
   
1. Феодорит Кирский. Ч. 6. 1859, с. 39.
 
___________________
 
ე. წ. რუსულ ხალხურ ანთროპოლოგიაში თვალსაზრისი სულის წარმოშობის დროის შესახებ საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორც ამის შესახებ თანამედროვე მკვლევარები წერენ: "უეჭველად, მათში მოიპოვება სულის კონცეფციის მნიშვნელოვანი ქრისტიანული გავლენა, რომლის თანახმადაც სული იქმნება სხეულთან ერთად. მეორე მხრივ, რადგან თვით ეკლესია ზუსტად არ ლაპარაკობს, თუ კონკრეტულად რომელ მომენტში ჩნდება სული, ეს ბუნდოვანება ძლიერ იმპულსს აძლევს ხალხური წარმოდგენების ფართო სპექტრის ჩამოყალიბებას სულის ჩასახვასთან დაკავშირებით" (Баранов. 2000, с. 298), ამასთან, იქამდეც კი, რომ ის ჩნდება მხოლოდ ბავშვის დაბადების მომენტში (იქვე, გვ. 295).
 
მსგავსი თვალსაზრისი მისდევს ძველაღთქმისულ ტრადიციას, რომელშიც ეს საკითხი განიხილებოდა წმიდად იურიდიული თვალსაზრისით: როგორ უნდა დაისაჯოს მშობიარე ქალზე ხელის დამრტყმელი, თუკი მას ამის გამო მუცელი მოეშლება. მიიჩნეოდა, რომ თუკი ასეთ ჩვილს ჯერაც არ ჰქონდა ჩამოყალიბებული ადამიანური სახე, ხელის დამრტყმელს ეს მკვლელობად არ ჩაეთვლებოდა (რაც, რა თქმა უნდა, არასწორია).
 
მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში აზრი მეორმოცე დღეს ემბრიონის გასულიერების შესახებ უარყოფილ იქნა. მონოფიზიტებთან პოლემიკის კონტექსტში მისი უსუსურობა განსაკუთრებულად მკაფიოდ აჩვენა ღირ. მაქსიმე აღმსარებელმა (Давыденков Олег иерей. Догматическое богословие: Учебное пособие. 2-е изд. испр. и доп. – М.: Изд-во ПСТГУ, 2006, с. 216).
 
მაგრამ ყველაზე ზომიერი და ავტორიტეტული წმიდა მამებისეული თვალსაზრისით სული ჩნდება სხეულთან ერთად:
 
წმ. ირინეოს ლიონელი: "სული არარსებობს სხეულზე ადრე, არც სხეული არსებობს ჩამოყალიბებული სახით სულის გარეშე, არამედ ორივე ყალიბდებიან ერთად" (Ириней Лионский. 1996, с. 546);
 
წმ. ანასტასი სინელი: "როდესაც ხდება ადამიანის ჩასახვა, დედის წიაღში ერთმანეთს უერთდებიან სული და სხეული გამოუთქმელი და აუხსნელი, ორმაგი და ორმხრივი შეერთებითა და შერწყმით. არც სხეული ყალიბდება და მოეწყობა სულზე ადრე, და არც სული ასწრებს სხეულს და არსებობს მის უწინარეს" (Анастасий Синаит. 1999, № 1(19), с. 80);
 
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი: "ზოგიერთი, შორდება რა ჭეშმარიტ საეკლესიო სწავლებას სულზე, უცნაურად ასწავლის, თითქოსდა ის არსებობას იღებდეს ან ელინურად საკუთარ სხეულზე ადრე, ან იუდაურად მის შემდეგ" (ციტ.: Кашменский Стефан прот. Систематический свод учения св. отцов церкви о душе человеческой. В 3-х ч. – Вятка, 1860-1865. Ч. 1. 1860, с. 153).
 
აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანი-ჩვილი გასულიერებულია მისი განვითარების ყველა სტადიაზე (სწორედ აქედან მომდინარეობს ქრისტიანული აკრძალვა აბორტებზე მშობიარობის ნებისმიერ სტადიაზე). სხვა საქმეა, რომ ჩვილის სხეული თანდათანობით ვითარდება, და მისი ამ განვითარების დასაწყისში შეიძლება მისი ფუნქციები სრულფასოვნად არ იყოს გამოხატული.
 
 
115. "სულები (მშვინვა) იშვებიან მშობლებისგან, ან ჩაიდებიან მასში ბუნებრივი შობის გზით, ხოლო სულს შთაბერავს ღმერთი..." (თეოფანე დაყუდებული) (2).
 
___________________
 
2. Феофан Затворник. Вып. 1. 1994, с. 98.
 
___________________

ამ ე. წ. ტრადუციონიზმის იდეას (3) აქვს თავისი ისტორიული ფესვები და მიდის ძველ ქრისტიან მწერლებში ყველაზე უფრო თანმიმდევრულ ტრადუციონისტთან - ტერტულიანესთან (Киприан (Керн) архим. Антропология св. Григория Паламы. – М.: Паломник, 1996 (переизд.: Париж, 1950), с. 97). ტერტულიანეს აზრით ბავშვის სული, როგორც მისი სხეული იბადება მშობელთა ერთგვარი "თესლიდან" (Тертуллиан. Избранные сочинения / Пер. с лат. Общ. ред. и сост. А. А. Столярова. М.: Прогресс, Культура, 1994, с. 228). მისი ეს იდეა პირდაპირ მომდინარეობს მისივე წარმოდგენიდან სულის როგორც სხეულებრივისა და ნივთობრივის შესახებ.
 
___________________
   
3. ტრადუციონიზმი, - იგივე გენერაციონიზმი ან ტრადუკციონიზმი (ლათ.: traducere - გადატანა ან ლათ.: traductio - გადაადგილება) - სულთა აღმოცენების სამი თეოლოგიური კონცეფციიდან ერთ-ერთი (დანარჩენი ორი კონცეფციაა: კრეაციონიზმი და სულთა წინარეარსებობის პლატონურ-ორიგენულ თეორიები). თანამედროვე მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ეს კონცეფცია უარყოფილია, მაგრამ ის აიტაცა ზოგიერთმა მწვალებლობამ (მაგალითად, ბოგუმილებმა).
 
___________________
   
აღმოსავლელი მამებიდან და ეკლესიის მოძღვრებიდან ყველაზე ახლოს ტრადუციონიზმთან იდგნენ მხოლოდ მაკარი დიდი და ანასტასი პრესვიტერი (Сильвестр (Малеванский). Т. 3. 1898, с. 299-300). მაგრამ დასავლეთში სულის დაბადების ჰიპოთეზამ, ტერტულიანეს ავტორიტეტის გავლენით, მრავალი მიმდევარი ჰპოვა. XVII-XVIII საუკუნეებში ის გავრცელდა რუსულ ღვთისმეტყველებაშიც, თუმცა ასოთიც და სულითაც ის ეწინააღმდეგება სულის შესახებ არსებულ მართლმადიდებლურ თვალსაზრისს.
 
ტრადუციონიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაკლს წარმოადგენს მის მიერ სულის მნიშვნელობის დაკნინება, რომელთანაც მიდის თეოფანე დაყუდებულიც, როდესაც ამტკიცებს, რომ: "ჩვენი სული (მშვინვა) ცხოველთა მშვინვის თანასწორია" ("душа наша одного ранга с душею животных" (Феофан Затворник еп. Творения. Собрание писем. В 8-и вып. – Печоры: Св.-Усп. Пск.-Печ. мон., Изд-во "Паломник", Вып. 1. 1994, с. 99), ანუ, ფაქტობრივად, ამგვარი სწავლება უარყოფს ადამიანის სულის სულიერ თვისებას - მის უკვდავებას და ღმრთის ხატობრიობას.
 
სულის შექმნა ღმერთის მიერ (კრეაციონიზმის იდე) უშუალოდ დასტურდება ღმრთის ავტორიტეტით, რადგან ბიბლიური სიტყვით: "ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა ჩემი ესე სული" (იერ. 38:16). და თვით უფლის სიტყვით, "რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანვე შინაგანი შექმნა" (ლუკა 11:40)ს. ეს იდეა მომდინარეობს თვით სულის შესახებ ქრისტიანული სწავლების არსიდან. უკვე V ს-ში, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში სულის თვთი ღმერთის მიერ შექმნის შესახებ ზოგადეკლესიურად გამოცხადდა (Сильвестр (Малеванский) еп. Т. 3. 1898, с. 303).

 
116. ჩვილის სხეული მომდინარეობს დედისგან, ხოლო სული - მამისგან.
   
ანასტასი ანტიოქიელი ამტკიცებდა: "როგორც პირველი შესაქმის დროს ადამიანმა თავისი სხეული მიიღო მიწისგან, ხოლო სული (როგორც ბოძებული) ღმრთისგან, ასეა ახლაც: ხორცი მოდის დედისგან, ანუ მიწისგან და სისხლისგან, ხოლო სული გამოუთქმელად თესლის მეშვეობით (ვარიანტი: ჩათესვით), გადაეცმა მამისგან, მამაკაცის ერთგვარი მონაბერისგან..." (ციტ.: Андрей Лоргус. 2003, с. 116).
 
ეს კერძო საღვთისმეტყველო აზრი სხვა არც ერთ წმიდა მამასთან არ გვხვდება. ზოგადმართლმადიდებლური თვალსაზრისით ბავშვის სხეული შედგება დედის და მამის თესლისგან, სული კი იქმნება ღმრთისგან.
 
 
117. ღმრთის მიერ სულთა შექმნის ზოგიერთი "პრობლემა".
   
ზოგჯერ ამბობენ, რომ სწავლებას სულთა უშუალოდ ღმრთითქმნილობის შესახებ აქვს ის ნაკლი, რომ ღმერთი დამოკიდებული ხდება ადამიანის თავნებობაზე, და რაღაც ზომით თანამონაწილეც კი სიძვა-მრუშობითი ჩასახვისა. მაგრამ ყველაფერი დგება თავის ადგილზე, თუკი გამოვალთ იქიდან, რომ სწორედ ღმერთი ქმნის ადამიანთა სულებს. მაშინ სხეულის ჩასახვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას ღმერთი ინებებს, და სხეულის ჩასახვასთან ერთად მისთვის ქმნის სულსაც (ან სხვანაირად, თვით სხეული თავისით ვერ ჩაისახება, თუკი ღმერთი თანახმა არ იქნება ის გაასულიეროს). უფრო მარტივი, მაგრამ სრულიად სამართლიანი სახით ესმოდათ ეს ძველ ებრაელებს, რომლებიც შვილებს უფლის მადლისმიერ ნიჭად მიიჩნევდნენ, უშვილობას კი - ღმრთის სასჯელად: "მოჰხედა უფალმა ანნას, დაორსულდა იგი და შვა სამი ვაჟი და ორი ასული" (1 Цар. 2, 21).
 
შემდეგ, კრიტიკოსები იმ აზრისა, რომ ახალშობილთა სულები იქმნება ღმრთის მიერ, ეყრდნობიან ბიბლიურ სიტყვებს: "გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა" (დაბ. 2:2). მაგრამ თვითონ იესუ ქრისტე თავიანთ ურწმუნოებაში გახევებულ იუდეველთ ეუბნებოდა: "მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ" (იოანე 5:17). ანუ, ღმრთის განგებულებითი მოღვაწეობა და ზრუნვა ადამიანზე არ წყდებოდა და არ შეწყდება: "შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ" (მათე 6:26) (4).
 
___________________
 
4. წინამდებარე ნაშრომის ავტორი ი. ზენკო აშკარად გულისხმობს და ეპაექრება იმ აზრს, რომელიც ზემოთ მე-4 სქოლიოში დავიმოწმეთ. მაგრამ, არ პასუხობს ერთ მნიშვნელოვან შენიშვნას: "ამ ჰიპოთეზით (რომ ყოველი ახალშობილის სული ღმრთითშექმნილია - "აპოკ." რედ.) აუხსნელია ცოდვითი შერყვნის (პირველდაწყებითი ცოდვის) გადასვლა მშობლებიდან შვილებზე. მართლაც, თუკი ყოველი ადამიანის სული ეს ღმრთის ახალი ქმნილებაა, მაშინ საიდან მათში ამდენი ბოროტება?"
 
უფრო დეტალურად იხ. ზემოთ მე-4 სქოლიო.
 
___________________


წყარო: Зенько Юрий Михайлович. Проблемное поле православной антропологии и психологии: общая постановка задач и проблем[недоступно]. Доклад в Московской духовной академии // Проблемное поле православной антропологии и психологии: общая постановка задач и проблем.
Назад к содержимому